შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 8)


17-07-2019, 11:49
ავტორი naattii
ნანახია 2 099

აჩქარებული ნაბიჯებით მიუყვებოდა იოანე საავადმყოფოს დერეფანს, დედის უეცარმა ზარმა ისე აანერვიულა პირდაპირ აქეთ გადაწყვიტა წამოსვლა. დერეფანში ვერავინ დაინახა და შიშისგან ლამის იქვე ჩაიკეცა, გაბრიელს რომ რამე მოსვლოდა....
-ექიმო_ნაცნობ სახეს მოკრა მალევე თვალი -რა ხდება? ჩემები ვერავინ ვიპოვე, ხომ მშვიდობაა?_ჩურჩულივით ისმოდა მისი ხმა.
-27-ე პალატაში მიბრძანით იქ იპოვით დედათქვენს_თავი დაუქნია კაცმა და მალევე გაეცალა.
-ჯანდაბა, ამის დედაც, თამარ შენც რამე თუ დაგემართა ახლა_თან პალატის ნომრებს აკვირდებოდა თან დერეფანში დარბოდა. როგორც იქნა მიაგნო და აჩქარებული გულით შეაღო.
-დედა, შენ მაინც რაღა....... უხ შე ნაბი*ვარო_აღელვებული ხმა აღტკინებულში გადაუვიდა საწოლზე წამომჯდარი უფროსი ძმა რომ დაინახა.
-გეგონა ასე იოლად დაგასვენებდი? ვერ ეღირსები ბოლომდე უნდა გავუშროთ ერთმანეთს სისხლი_აშკარად უკეთესობა ეტყობოდა ტყუპს სახეზე.
-იმედი მაქ ძმა, მაგის იმედი მაქ_მთელი ძალით მოეხვია ბიჭიც და ზურგზე დაუტყაპუნა ხელი -იმედია უფასო მორფი არ გაგიტკბა_მაინც ვერ მოისვენა ბოლოს.
-იქეთ რა ხდება? ახალი რა გაარკვიეთ? ლილუ?_ერთმანეთს მიაყარა ბიჭმა
-გაბრიელ, დედა ორი საათია კომიდან გამოხვედი, ახლა კიდევ სამსახური არ გამაგონოთ, დასვენება გჭირდება._საწოლს მიუახლოვდა თამარი.
-დედა, უკვე ერთი კვირაა ამ ლოგინში ვკოტრიალობ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, იოანე გელოდები_თვალები დაუბრიალა ძმას.
-დედა, გარეთ დაგველოდე რა_შუბლის ქექვით ახედა დედას და ისიც ხმის ამოუღებლად გაუჩინარდა კარს უკან.
-რა ხდება?_მზერა დაეძაბა ბიჭს.
-მაღლაფერიძე გაქრა, უკვე 4 დღეა ვერსად ვპოულობთ, მანქანა ქუჩაში დაგვხვდა, თვითონ კი არსად ჩანს, შენს დაჭრას რაც შეეხება ვიდეოები ამოვიღეთ ახლომახლო კამერებიდან. უნომრო შავი სედანია, სამი შეიარაღებული კაცი იყო, რასაკვირველია ნიღბებით.
-ანუ გინდა თქვა რომ ახალი არც არაფერია, ლილუ?_ამოხვნეშით მიაწვა ბალიშს.
-ხო, ლილუ, მოკლედ, აუ ძმურად რომ გამოგწერენ თავად დაელაპარაკე რა, მე მამუკას საქმე დავუტოვე და ჯობია ის შევამოწმო.
-იოანე რანაირი გამომძიებელი ხარ, ტყუილის თქმაც არ შეგიძლია, სად არის? რამე მოხდა?
-გატაცებული ყავდათ.
-ვის? სად? ჯანდაბა, მეგონა ვერავინ შემამჩნევდა, თვალთვალი როგორ არ დავუწესეე, როგორ ვიფიქრე ამით გადავარჩენდი. ცოცხალია?_ ხმა გაებზარა ბიჭს, საკუთარ თავს ვერ აპატიებდა მისი დაუდევრობით ახალგაზრდა გოგო მომკვდარიყო.
-ალბათ ჯობდა არ ყოფილიყო_თავი გადააქნია იოანემ და ტელეფონი გაუწოდა ლილუს საავადმყოფოს ისტორია რომ წაეკითხა ბიჭს.
-ექთანს დაუძახე_გაყინული ხმა გაისმა პალატაშ რამდენიმე წუთის შემდეგ.
-რატო? ცუდად ხარ? რამე გჭირდება?_მაშინვე დაფაცურდა ბიჭი.
-იოანე, ჩემი ტანსაცმელი მომაწოდე_ტელეფონი ლოგინზე ისროლა ბიჭმა და წამოიწია, -მიხვდი და დამეხმარე დამოუკიდებლად ვერ ვდგები.
-რას აკეთებ? გაბრიელ, სულ გაგიჟდი? დედა მომკლავს, სად მიდიხარ, კომაში იყავი, ახალი ნაოპერაციები, გაბრიელ_ პირი დააღო წამომდგარი ძმის დანახვისას.
-ან დამეხმარე აქედან წამოვიდე, ან მოკეტე და გადი აქედან_ცხოველური სახით გამოხედა ბიჭმა და პაციენტის ხალათი ცალი ხელით გაიხადა.

-მამუკა, ჩვენს დაუდევრობაზე მერე ვისაუბრებთ, ახლა მითხარი რა საქმეც ჩაგაბარე დაჭრის წინ რა გაარკვიე_სწრაფად ლაპარაკობდა მობილურზე უკვე მანქანაში მჯდარი გაბრიელი.
-ვაახ, მკვდრეთით აღმდგარი გამოჩნდა, დაუდევრობად არ ითვლება ძმაო რა, შენ უბრალოდ მითხარი შეამოწმე ხოლმეო, მე კი ერთი ვარ და ვეღარ ავუდივარ ამდენ დავალებას, ნაგაზს რაც შეეხება, ისეთები ამოვჩიჩქნეე ჯობია ტელეფონით არ მათქმევინო.
-კარგი, ერთ საათში მაგიდაზე მედოს და მეც მოვალ._სწრაფად გათიშა ტელეფონი და გაჭირვებით ჩაიდო ჯიბეში.
-განყოფილებაში?_ძმას გადმოხედა იოანემ.
-არა, ლილუსთან წამიყვანე.

იძულებით შვებულებას და სახლში ჯდომას მოსიარულე მკვდრებით უმკლავდებოდა წითური. სისასტიკე და სისხლის ყურება მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და ცოტა რეალობისგან გაქცევის საშუალებასაც ნახულობდა. უფროსის დაჟინებული მოთხოვნით რამდენიმე დღე იყო სახლში იჯდა და არც სტუმარს ელოდა მშვიდად რომ დააკაკუნეს კარზე. ვის დალოდებოდა, ერთი ნორმალური მეგობარი ყავდა და ისიც ნაჯახით აუკუწეს.
-გამარჯობა_გაკვირვებულმა შეავლო ხელჯოხიან სტუმარს თვალი და მობეზრებული გადგა გვერდით.
-ავადმყოფის არ შემოშვება უზრდელობაა_ხელი აიქნია და ბრახუნით მიკეტა კარი.
რამდენიმე წამი გაკვირვებული ათვალიერებდა გაბრიელი ქალს, მთელი ძალით ეძებდა იმ ხალისიან, მიმზიდველ წითურს მასპინძელში, თუმცა თითქოს ჯინაზე ფერმკრთალ მოუწესრიგებელ ნიღაბში ჩამალულიყო.
-ისე მათვალიერებ უკვე ყველაფერი იცი_სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარაზე შემოჯდა ლილუ.
-ჰმ, ხო_ხმის შესასწორებლად ჩახველება მოუხდა გაბრიელს. -ისტორია წავიკითხე.
-მერე რაო? მაგრად იხმ*რეს და მიაგდესო?_კვამლის მორიგი ნაკადი გამოუშვა პირიდან.
-მაპატიე_თავი დახარა გაბრიელმა და მთელი გრძნობით ეცადა ის სინანული რასაც გრძნობდა ამ სიტყვებში ეგრძნობინებინა. -გაიძულე ინფორმაცია გაგეცა, დამხმარებოდი, მე კი სიტყვა ვერ შევასრულე და ვერ დაგიცავი, მაპატიე ლილუ, ყველაფერი ჩემი ბრალია.
-ყველაფერი ყველაფერი და აი ამას არ ველოდი_დიდი დაინტერესება არ ჟღერდა ლილუს ხმაში -იცი რა? მონაზონი ან წმინდანი არასდროს ვყოფილვარ, ბინძურ საქმეებშიც გავრეულვარ ისევ ჩემი დაუდევრობის გამო, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი_სიგარეტს დახედა ქალმა -ამას არავინ იმსახურებს.
-მაღლაფერიძე იყო არა?_ახლა უკვე ბრაზი იგრძნობოდა კაცის ხმაში.
-ხედავ? ნამდვილი გამომძიებელი ხარ_ჩაეცინა ლილუს -წეხან ამბობდი ვერ დაგიცავიო და ახლა ისევ ინფორმაციის გაცემას მთხოვ_თავი გადააქნია და კარებისკენ წასულმა ფართედ გამოაღო -აქედან წადი და დიდად დამავალებ თუ ვეღარასდროს გნახავ.
-კარგი, მე უბრალოდ დახმარება მინდოდა_ხელები აწია გაბრიელმა დანებების ნიშნად და კარებში მოწყენილი გავიდა.
ფანჯრიდან ადევნებდა წითური თვალს როგორ ჩაჯდა გამომძიებელი მანქანაშ და მაშინვე შეამჩნია მოპირდაპირე ქუჩაზე მდგარი მოთვალთვალე.
-ფუ შენი_მთელი გულით შეიკურთხა და დაჭყანული დაწვდა ტელეფონს საძულველ კაცთან დასარეკად.


-მამუკა გამახარე შენ რომ იცი ისე_პირდაპირ კაბინეტში მიადგა კაცს.
-აბა კაბინეტში დამახვედრეო? და საერთოდ ვინ გამოგწერა? რას გავხარ
-ჩემმა თავმა და დროის დახარჯვა ასეთ საუბრებში სულაც არ მინდა, იტყვი რა გაარკვიე თუ ვიმარჩიელოთ?
-მოკლედ ტყუპებო, საქმე იმაზე რთულად ყოფილა ვიდრე ვფიქრობდით, უფრო გავქექე გამოვქექე რაღაც ამბები და მოკლედ ამ თქვენ წითურ ქალბატონს წარსულში ძმა ჰყავდა, რამდენჯერმე ნასამართლევი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ძირითადად არაფხიზელი მდგომარეობის გამო, ნუ წამალზეც იყო ერთხელ.
-და ამ ყველაფერს ნაგაზთან რა კავშირი აქვს?
-ის ჩემო გაბრიელ, რომ ერთ-ერთი ასეთი დაკავების დროსუფრო სწორედ ბოლო დაკავების დროს, როდესაც ამახოლოდ ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული მთელ ხმაზე გაჰყვიროდა ნაგაზი გავაბრაზე და მაინც არ მიწერია დიდი ხნის სიცოცხლეოო, ეს ყველაფერი კი შენდა საბედნიეროდ ჩვენებაში შეიტანეს.
-ესეიგი ამ ყველაფერში ძმის გამო გაერია, ახლა სად არის?_ფეხზე დგომას ვეღარ უძლებდა ბიჭი და იქვე ჩაჯდა სავარძელში.
-საქმეც ეგ არის, წელიწად ნახევარია ისეა გამქრალი კვალსაც ვერსად მივაგენი.
-არამგონია ეგ კარგის მაჩვენებელი იყოს_წარბები აწია იოანემ.
-ეს კიდევ ცოტაა, ნახეთ რა ვიპოვე_ამობეჭდილი ფოტო დაუდო ბიჭებს წინ და მარჯვენა მამაკაცს თითი დაადო -ეს ლილუს ძმაა.
-ესენი ნახე შენ_გაკვირვებული დააკვირდა ტყუპები სურათზე გამოსახულ სამ ახალგაზრდას, სადაც ერთი ლილუს ძმა, მეორე უცნობი, მესამე კი არც მეტი არც ნაკლები თავად მაღლაფერიძე იყო.
-მესამეს ვინაობა დამიდგინე?
-რასაკვირველია_გამარჯვებულის ღიმილით გადმოხედა კაცმა და რამდენიმე ფურცლიანი ისტორია პირდაპირ ხელებში ჩაუგდო.
-როგორც იქნა საქმე დაიძრა_გახარებულმა შემოკრა იოანემ ტაში და ოფიცრებთან გავიდა ბიჭის ასაყვანად რომ წაეყვანა.



რა ჯანდაბაა? რას ჩალიჩობს ლილუ?
ჩემი გაბრიელი ჯანმრთელი და ბრძოლისთვის მუდმივად მზადყოფნაშია, არ მეგონა ასე მალე თუ ჩაერთვებოდა გამოძიებაში. ვგიჟდები მე ტყუპებზე❤
მგონი ახალი პერსონაჟი შემოგყავს. საინტერესოა სადაა ლილუს ძმა? მოკლეს ვითომ?
ველოდები კარტების გახსნას დანარანაირი ვარიანტი არ მაქვს რა იქნება მომავალში.გელოდები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent