შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი (თავი1)


2-08-2019, 00:08
ავტორი onezashvili
ნანახია 9 618

წვიმს...გადაუღებლად წვიმს... ბენ ჰილ როუდზე უამრავი ხალხი ირევა,ზოგს ქოლგა უჭირავს და წვიმის წვეთებს გაურბის თითქოს ეშინია,რომ მის ყველაზე საშინელ საიდუმლოს გააშიშვლებს და სააშკარაოზე გამოიტანს,ზოგი სწრაფი ნაბიჯებით მიუყვება გზას,ზოგიც კი კაფეში სკამზე კომფორტულად მოკალათებულა და ცხელ ყავას მიირთმევს.
ხალხი ამბობს,რომ წვიმა გვიყვარსო,მაგრამ საკმარისია ცამ ფერი შეიცვალოს და ზედ დიდი ღრუბელი გადაიკრას,ყველა უკან მოუხედავად გარბის სახლებში.აი მე კი მართლა ძალიან მიყვარს წვიმა,არ ვიცი ალბათ იმიტომ,რომ ხალხს აიძულებს ქუჩები დააცარიელონ,ან შეიძლება იმიტომ,რომ ჩემში ძალიან დიდ ბედნიერებას იწვევს ნამდვილად არ ვიცი მაგრამ წვიმის შემდეგ ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს დედამიწა მანკიერებებისგან განთავისუფლდა,რაც აფსურდია,მაგრამ მაინც სახლისკენ მიმავალი ფეხს არ ვუჩქარებ,ნელა მივაბიჯებ ხალხით გავსებულ ქუჩაში და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,ცივი ნიავი სახეზე მელამუნება და მაიძულებს ფიქრებიდან გამოფხიზლებას,დაბრუნებას იმ რეალურ სამყაროში,რომელიც ასე ძალიან არ მიყვარს მაიძულებს გავიაზრო,რომ ის სამყარო სადაც ყველაფერი ცისარტყელას ფერებში დავხატე და განვაცხადე,რომ შეუძლებელი არაფერია უბრალოდ კარს მიღმა დარჩა და ღრმად ჩაიძირა ჩემს გონებაში.
სახლს უკვე მივუახლოვდი. მოსაღამოვდა.ცაზე მთვარეც გამოჩნდა და სხარტად მიიქცია ჩემი ყურადღება. ყოველთვის მზეზე უფრო მეტად მთვარე მომწონდა,იმის გამო,რომ ყოველთვის აღტაცებას იწვევდა ჩემში,ამავდროულად ძალიან მამშვიდებდა და დიდ ინტრიგას იწვევდა ჩემში,რაც ახლაც ასეა.
სახლში მისვლა არ მინდა,მინდა,რომ მთელი ღამე გაუჩერებლად ვიარო და ვიფიქრო ბევრ რაღაცაზე, ან საერთოდაც არ ვიფიქრო და დავტკბე ღამის იმ მონაკვეთით,რომელიც ასე ძალიან მიყვარს,მაგრამ მაინც სახლის კართან მივდივარ და გასაღებს ვიღებ,კარს უხმაუროდ ვაღებ და შიგნით ფეხაკრებით შევდივარ. მამას ტელევიზორთან ჩასძინებია. კიბეზე ჩუმად ავდივარ, ოთახის კარს ვხურავ და ლოგინზე ვჯდები. დიდი ხანია ჩვენს ოჯახს რაღაც აკლია, ალბათ იმიტომ, რომ დედა ჩვენთან აღარაა. ის ყოველთვის ახერხებდა ნებისმიერ მომენტში ჩვენს გამხიარულებას ყველაზე მეტად ეს მიყვარდა მასში,მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.
ფანჯარასთან მივდივარ,სუსხიანი ჰაერი მსიამოვნებს.ამ მომენტში არაფერზე არ ვფიქრობ,არ ვოცნებობ,არ მიყვარს და არ განვიცდი, ამ მომენტში ნამდვილად ყველაფერი კარგადაა.ცოტა ხანში კი ლოგინზე ვძვრები და ღრმა ძილით ვიძინებ.
***
დილით რაღაც გემრიელობის სუნი მაღვიძებს და სანამ ძილს შევიბრუნებ ქვემოდან მამას ხმა ისმის
-ლოლა!ლოლაა!! გაიღვიძე საუზმე მზადაა
-კიდევ ხუთი წუთი
-არანაირი ხუთი წუთი ჩქარა დაბლა ჩამოდი
-გთხოვ..
-ლოლაა!(ისმის ისევ)
-ხო კარგი ავდგები!ჯანდაბა!ვერ ვიტან სკოლას!(ვამბობ ბუზღუნით და როგორც იქნა ვახერხებ ბალიშიდან თავის აწევას. მერე სააბაზანოში შევდივარ და ცივ წყალს სახეზე რამდენიმეჯერ ვისხამ, საუკეთესოა გამოსაფხიზლებლად)
სააბაზანოდან,რომ გამოვდივარ ღია ფერის ჯინსს და ვარდისფერ სვიერს ვიცვამ,ჩანთას ვიღებ და დაბლა ჩავდივარ
-დილამშვიდობის(მეუბნება მამა ჩასვლისთანავე)
-დილამშვიდობის ჰარი სადაა?
-შენი ძმა უკვე წავიდა, ამიტომ დღეს მხოლოდ მე და შენ ვიქნებით (მეუბნება და მიღიმის)
-მაშინ უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა
-ყავა?
- თუ შეიძლება
ცხელ ფინჯანს თითები დავადე და ყავის სუნი,ღრმად შევისუნთქე. მიყვარს დილა ასე,რომ იწყება.
-სკოლაში რა ხდება?(მეკითხება მამა დიდი პაუზის შემდეგ)
-ყველაფერი ძველებურად
-მეუბნები ძველებურადო ისე თითქოს ძველი ვიცოდე რამე.დიდი ხანია აღარ გვილაპარაკია და
-მამა ყველაფერი კარგად მაქვს კმაყოფილი ვარ.სკოლითაც,მეგობრებითაც არანაირი პრობლემა,თუ რამე შეიცვლება ამას პირველი გაიგებ,ამიტომ არაფერზე ინერვიულო კარგი?
-კარგი კარგი გენდობი. გინდა წაგიყვანო?
-არა დღეს ფეხით მირჩევნია
-მაშინ წარმატებულ დღეს გისურვებ
-დროებით (ვეუბნები და მხრებზე ვეხვევი)
გარეთ,რომ გამოვდივარ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალზე ცრემლები მადგება. არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა,მაგრამ დედა უკვე ძალიან მენატრება. ქუჩას ნელა მივუყვები ვფიქრობ ალბათ სკოლაში არ წავალ ,უბრალოდ კაფეში დავჯდები და გამჭვირვალე მინებიდან ხალხს დავაკვირდები,ხო ალბათ ასე ვიზამ.
ფიქრებში გართული კაფეს მალევე მივუახლოვდი,კარი ხმაურიანად გავაღე და მაგიდასთან ყავა მოვითხოვე, შეკვეთის მოტანამდე კი, სკამზე კომფორტულად მოვთავსდი და სკამის საზურგეს მივეყრდენი.როგორც იქნა ყავაც მოიტანეს,პირველი ყლუპის დალევაზე სხეული მითბება და ჟრუანტელი მივლის,მერე ჩანთიდან ჩემს ბლოკნოტს ვიღებ,რომელშიც სულ ვხატავ ხოლმე,ახლაც მოვიმარჯვე ფანქარი და მკრთალად კონტურების ხატვა დავიწყე,მახსოვს ერთელ სკოლაში მიმავალმა ავტობუსში მოხუცი კაცი დავინახე.თმები სულ გაჭაღარავებული ჰქონდა,თეთრ სვიტერზე მუქი ფერის კოსტუმი ჩაეცვა,წელში მოხრილი იყო წვერიც მოშვებული ჰქონდა,მაგრამ იყო რაღაც რამაც ჩემი ყურადღება უმალვე მიიპყრო...მისი ბევრისმთქმელი ლამაზი და ძალიან ნაღვლიანი თვალები,რომლებსაც ამ ცხოვრებაში ალბათ ძალიან ბევრი ენახათ.ხელები ერთმანეთში მოექცია,ერთ დროს ნატიფი თითები ახლა დანაოჭებული აქვს. ვინ იცის რა ქარიშხალი ტრიალებდა მის თავში ან რას გრძნობდა იმ მომენტში... ვიცი,რომ ოს იყურებოდა გამჭვირვალე მინიდან ერთი შეხედვით ჩანდა,რომ ხალხს აკვირდებოდა ,მაგრამ ვიცი,რომ მას თავისი სამყარო აქვს სადაც უხდება ის ოცნებები,რომლებიც ძილის წინ მოსვენებას არ აძლევენ,სამყარო სადაც მის ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი,სამყარო სადაც საყვარელ ადამიანებს კვლავ ეხება,კვლავ განიცდის ყველაფერ იმას რასაც ახალგაზრდობისას და კვლავ უხარია,ოცნება კარგია ერთის მხრივ,რადგან სხვა სამყაროში მაინც იღებ იმას რაც გინდა გეღიმება,წარმოიდგენ,რომ ბედნიერი ხარ,მაგრამ უცებ ფხიზლდები...უბრუნდები მწარე რეალობას,რომლიდანაც ყოველ წამს გაქცევას ცდილობ და ამ დროს შენი ტკივილიც ორმაგდება ყველაფერთან ერთად,მაგრამ ის უკვე ოცნებით ცხოვრობდა და იქ სადღაც სხვა სამყაროში ბედნიერი იყო ალბათ მთავარიც ესაა... კონტურები ნელ-ნელა უფრო მკვეთრი გახდა,უბრალო ხაზებმა ფორმა მიიღეს და აი გამოჩნდა ჩემი საყვარელი მოხუციც.ნახატს,რომ შევხედე სული გამითბა,გამეღიმა,კიდევ ერთხელ იმის გაფიქრებამ,რომ გადავშლი ფურცელს და ისიც აქ დამხვდება,გამაბედნიერა.
ბლოკნოტს ვხურავ და ისევ პირვანდელ პოზას ვუბრუნდები თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ"ნეტავ ახლა იწვიმოს!კოკისპირულად! იწვიმოს ისე ,რომ ქუჩაში მხოლოდ მე დავრჩე..." მოვდუნდი და ჩემს ფიქრებს მივენდე რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა არ ვიცი გრძნობა თითქოს რაღაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო რაღაც რაც დიდ გაურკვევლობას მოიტანდა მაგრამ არ ვიცი რა....
მინაზე წვიმის წვეთების ხმამ გამომაფხიზლა,სკამიდან წამოვიწიე და ქუჩას,რომ გავხედე მაშინვე ჩანთას და ბლოკნოტს დავტაცე ხელი და საჩქაროდ გარეთ გავედი.მართლაც კოკისპირულად წვიმდა ფეხს ავუჩქარე და მალე სირბილზე გადავედი,მივრბოდი უკან ვიტოვებდი ქუჩებს,კაფეებს,ხალხს მივრბოდი და თან სუნთქვაც მიჭირდა,მაგრამ უბრალოდ გავრბოდი.. იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ალბათ გავრბოდი და ვგრძნობდი თავისუფლებას,შვებას,სიხარულს არ ვიცი სად ,მაგრამ უცებ გავჩერდი და ხელები გავშალე თვალები დავხუჭე და სიამოვნების მიღება დავიწყე ამ არაჩვეულებრივი ამინდით... ვიდექი ამ მომენტში გონება დახლილი იყო ფიქრებისგან.ამ მომენტში არ ვალაგებდი აზრებს,არ მიყვარდა, მენატრებოდა და არც განვიცდიდი ამ მომენტში ყველაფერი კარგად იყო ყველაფერი არაჩვეულებრივად ზედმეტად კარგადაც კი და უცებ .. ისმის ჩემს უკნიდან ხმა
- გაგიჟდი? ცა ჩამოიქცა შენ კი სულ სველი დგახარ შუა ქუჩაში
(ეს ხმა... ოდნავ ბოხი,ამავდროულად ნაზიც და მშვიდიც,უცნაურიც და საინტერესოც ტანში ჟრუანტელმა დამიარა და უნებურად გამეღიმა მისი ხმა სასწაული იყო...სასწაული,რომელიც ალბათ ჯერ არსად მენახა....)



№1  offline მოდერი guroo

მეცინება.
რაღა ჩემი ისტორია და რაღა — შენი!
მეც წვიმით ვიწყებ, მერე კაფე, უცნობი ბიჭი...
არაუშავს. არ ვფიქრობ, რომ ჩემგან გადაიღე. ორივემ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ძალიამ ბანალური სიუჟეტი გვაქვს არჩეული laughing

წავიკითხავ ხოლმე შენ ისტორიებს.
მომეწონა და დავინტერესდი.
❤️

 


№2  offline წევრი onezashvili

guroo
მეცინება.
რაღა ჩემი ისტორია და რაღა — შენი!
მეც წვიმით ვიწყებ, მერე კაფე, უცნობი ბიჭი...
არაუშავს. არ ვფიქრობ, რომ ჩემგან გადაიღე. ორივემ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ძალიამ ბანალური სიუჟეტი გვაქვს არჩეული laughing

წავიკითხავ ხოლმე შენ ისტორიებს.
მომეწონა და დავინტერესდი.
❤️

მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent