შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განყოფილება N14 (3)


3-08-2019, 19:04
ავტორი Kathara
ნანახია 796

განყოფილება N14 (3)
ნორა.
-აი სადაცაა თავი გამისკდეს.-თავზე ხელის სმით შევედი სახლში და მდივანზე გადაწოლილი თორნიკე დამხვდა, თავიდან ვიფიქრე მეჩვენებათქო და ჩემი საქმე ცუდათაათქო მაგრამ გადავრჩი და ევამ გამარკვია ყველაფერში.

-ვაა ქალბატონო ნორა მობრძანდით.-თვალების ბჟუტვით მიყურებდა მატაბელი.
-არა გეჩვენები.-ირონიულად გავუღიმე და კიბებისკენ გავემართე.
-რა იყო ლექსომ გაგაბრაზა?-ეშმაკურად შემომხედა მატაბელმა.
-როდის გახდი დედაჩემი აი ძალიან მაინტეტესებს.-უხეშად ვუთხარი და ევას ოთახისკენ დავიძერი.
-არ მეგონა ასე თუ გაგაბრაზებდა.-უკვე ფეხზე წამომდგარა ვაჟბატონი და სამზარეულოსკენ მიემართებოდა.
-როგორც ჩანს შენც მწარედ გააბრაზე ევა თორემ ხუთი თითი არ დაგეტყობოდა სახეზე.-კმაყოფილი სახით შევხედე.
-მართლა მწარე ხელი ქონია შენს დაქალს ვინც მაგას შეიყვარებს ნამდვილი იდიოტი იქნება.-ლოყაზე ხელის სმით განაგრძო გზაა.-და მაგრად მეცოდება.-დაამატა კიდევ.
-მოდი შენ მაგაზე ნუ იდარდებ თორემ ღამე აღარ დაგეძინება.-ბოლოს ეს ვუთხარი და კიბებზე ავედი, მაგრამ უცებ თავში რაღაც გამკრა და დიდი ხნის მეგობარივით მივუსკუპდი გვერძე მატანელს.-აბა მოყევი რატომ გატყვია ხუთი თითი.-ინტერესიანი თვალებით მივაშტეტდი თორნიკეს.
მოულოდნელად სიცილი აუტყდა.-აი მართლა დებილივით იცინოდა, მე გაკვირვებული მივშტერებოდი, ხუთი წუთის შემდეგ როგორც იქნა დაწყნარდა.
-ეგ შენს დაქალს კითხე მე რას მეკითხები.-ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.- და კიდევ მადლობა გადაეცი.
-დედა რა გეშველება შე საწყალო.-გასვლისას მივაძახე, ვითომც არაფერი ისე გავიდა მაგრამ ვიცი რომ გაიგონა.

-ევააააააა.-ყვირილით შევაღე კარები და რას ვხედავ, ქალბატონის საწოლი გასწორებული დამხვდა თვითონ კი არსად ჩანდა. ტელეფონეც არ მპასუხობდა, ჩემი ფანტაზიის უნარიდან გამომდინარე იმდენმა რამ გამიელვა თავში რომ აღქმაც ვერ მოვასწარი. მალევე გაისმა ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა.
-ხო დათო.-არხეინად ვუპასუხე დეტექტივს.
-ხო დათოს მოქცემ მე შენ, სად დადიხარ ამდენ ხანს თუ რამდენიმე დღე დასვენება ნამეტანი გაგიტკბა, 10წუში აქ გაჩნდი თორემ ...-ხო კარგი ახლავე მოვალ.-არ დავამთავრებიე წინადადება, ისე გავარდი რომ არც კი გამომიცვლია.
დაახლოებით 10წუთში განყოფილებაში ვიყავი, მატაბელი, ლექსო და ევა უკვე იქ იყვნენ და რაღაცას განიხილავდნენ.

-ჩემ გარეშე რას აკეთებთ.-მათი სიმყუდროვე რათქმაუნდა მე დავარღვიე.
-რას და რამდენიმე თვის წინ კაფე ლოლიტა ააფეთქეს, მალევე დახურეს ეგ საქმე ახლა კი კიდევ გახსნენს რადგანაც იქვე მდებარე ერთი კაფე კიდევ ააფეთქეს.-ყველაფერი კონკრეტულად ამიხსნა ბატონმა დავითმა.
-ჰმმმმ, გასაგებია და ეჭვმიტანილები გვყავს?-მეც ჩავერთე საქმეში.
-ჯერჯერობით არავინ ახლა მომსახურე პერსონალი უნდა დავკითხოთ ორივე კაფეში.-ევამ დაასწრო დათოს პასუხის გაცემა.
-ესეიგი ლექსო და ევა თქვენ ლოლიტაში წახვალთ, თორნიკე და ნორა თქვენ ყველა ის პერსონალი უნდა მოძებნოთ და დაკითხოთ ვინც მეორე კაფეში მუშაობდა.-დათომ დაგვაკვალიანა და თავის კაბინეტისკენ წავიდა.
-ყველამ ჩვენი ნივთები ავიღეთ და წავედით, სწორი რომ გითხრათ მე მირჩევნოდა ევას ან ლექსოს მეწყვილე ვყოფილიყავი , რადგანაც მათ ვიცნობდი და მიჩვეული ვიყავი,მატაბელი კი დიდად არ მეხატებოდა გულზე.-ხო ვიცი ძალიან ჭკვიანური აზრები მომდის თავში.

დღეს ჩემი მანქანით მოგვიწია მე და მატაბელს წასვლა.
-გასაღები მომეცი მე დავჯდები მანქანაზე.-ხელი გამომიწოდა თორინიკემ.
-არა იყოს მე თვითონაც ძალიან კარგად ვატარებ.-მანქანა გავაღე და ჩაჯდომა ვცადე მაგრამ ვინ დამაცადა მატაბელმა მოულოდნელად ისკუპა მანქანაში.
-არც ახლა არ მომცემ გასაღებს?-ცბიერი მელასავით გამომხედა.
-არა ნაღადათ არ ვაპირებ.-მეც იგივე გამოხედვით ვუპასუხე და თვალებში ჩავხედე, არა ისე სულ მიკვრდა ხოლმე რა მოწონდათ ასე ძალიან ამ ბიჭში გოგოებსთქო მაგრამ ამ წუთას მივხვდი რაც მოწონდათ, მისი გამოხედვა ისეთი იყო რომ ადგილზევე დაგადნობდა(რასაც ჩემზე არ უქმედია დიდად) , მისი მწვანე თვალები, თითქოს ისეთ საიდუმლოს ინახავდნენ რისი გამხელაც უნდოდათ მაგრამ ვერ ამხელდნენ.
-რაღას უყურებთ ევა და ლექსო უკვე წავიდნენ.-დათოს ყვირილმა მომიყვანა ამ ქვეყანაზე, მატაბელი კი ისეთი კმაყოფილი სახით მიყურებდა მისი მოკვლა მომინდა.
-არაფერი უბრალოდ ნორა გასაღებს ეძებდა როგორც ჩანს იპოვა და ჩემთვის მოცემას აპირებდა.-ჩემი ხელისკენ მიუთითა მატაბელმა და ხელი გამომიშვირა.
-მაინც მომიწია გასაღების მიცემა თორემ დათოს ხელში შემოველახებოდი, მანქანს შემოვუარე და მატაბელის გვერდით დავჯექი.

დათომ სია გადმოგვცა თუ ვინები უნდა დაგვეკითხა და წავედით.
-პირველი ბედნიერი ვინ არის აბა ნახე.-ღიმილით გადმომხედა თორნიკემ და სიისაკენ მიმითითა.
-ქეთევან ამირეჯიბი.-ოსტატურად წარმოვთქვი, მატაბელს რათქმაუნდა ჩაეცინა ასე რომ ვთქვათ.
მისი საცხოვრეველი ადგილი იქვე აღმოჩნდა.
-ხო მართლა რა თანამდებობა ჰქონდა მაგ ქალს იმ კაფეში?-მანქანიდან გადმოსვლისას მკითხა თორნიკემ.
-მენეჯერი იყო და რაში გაინტერესებს?
-როგორ ყველაფერი გაინტერესებს.-ყურებამდე გაკრეჭილმა შემომხედა.
მასთან კამათის თავი ნაღდათ არ მქონდა, გუშინდელის გამო თავი მაინც მისკდებოდა, ამიტომ მარტო ირონიულად გავუღიმე.
ქალბატონი ქეთევანი საკუთარ სახლში ცხოვრობდა, რომ შევედი ჩემდა გასაკვირად ძალიან ლამაზი ბაღი დავინახე, კარზე ზარის დარეკვა არ დაგვჭირდა ქეთევანი ბაღში დაგვხვდა.
-გამარჯობათ.-თავაზიანათ მივესალმეთ.
-გამარჯობათ.-ჩვენსკენ შემოტრიალდა და ხელთათმანები მოიხსნა.
-მე დეტექტივი ნორა ვარ ეს დეტექტივი თორნიკე.-ჩვენი თავი გავაცანი და საბუთები ვანახე, ისიც გაგვეცნო მაგრამ ჩვენ მისი სახელი ვიცოდით.
ქეთევანი საკმაოდ ახალგაზრდა აღმოჩნდა ალბათ 25 წლის იქნებოდა,საკმაოდ კარგი აღნაგობის იყო, რათქმაუნდა სახლში შეგვიპატიჟა.
-ესეიგი რატომ შეგაწუხეთ, რამდენიმე დღის წინ ის ბარი ააფეთქეს სადაც თქვენ მუშაობდით და რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ.-მატაბელმა მოკლედ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა.
-კარგით გისმენთ.-ჩაი მოგვიტანა და ჩვენ წინ მდგარ მდივანზე დაჯდა.
რამდენიმე კითხვა დავუსვით და რატომღაც ამ ქალში ეჭვი შემეპარა.
ერთ-ერთი კითხვის დროს ძალიან დაიბნა, თუმცა ეს მატაბელს არ შეუმჩნევია დიდად.
ამის შემდეგ მთელი დღე მომსახურე პერსონალის დაკითხვაში გავიდა, ბოლოს როგორც იქნა რვა საათზე განყოფილებამდე მივაღწიეთ.

ევა.
დილაზე დეტეკტივა დამირეკა და პირდაპირ იქ წავედი, მატაბელი მძინარი დავტოვე, ნორასთვის კი დამავიწყდა დარეკვა.
-ოჰ ბატონო ლექსო როგორ ბრძანდებით.-მანქანიდან გადმოსულს ლექსო შემრჩა ხელში.
-რავი შენი დაქალის გადამკიდე როგორ ვიქნები.-სიცილით შემომხედა.
-რატო ახლა რა დააშავა?-ლექსოს ჩივილი საერთოდ არ გამკვირვებია უკვე მიჩვეული ვიყავი.
-მერე მოგიყვება არამგონია ეგ გამოგაპაროს.-ყურებამდე გაკრეჭილი მიყურებდა.
-და იმ გოგოსთან როგორ გავს საქმე?-ინტერესით შევხედე.
-ვისთან ქეთასთან?-გაკვირვებით შემომხედა.
-აჰა, ხომ მოგწონდა და ...-სიტყვის დამთავრება არ დამაცადა.
-მაგის მოყოლა სულ დამავიწყდა, რამდენიმე დღის წინ ვუთხარი ყველაფერი და ერთად ვართ.-ვითომც არაფერი ისე მითხრა.
-და ეგ მე არ ვიცოდი ხომ.-მხარზე ვკარი ხელი და გადავიხარხარეთ.-მართლა ძაან მაგარია გილოცავ.-კაველარი გავუკეთე და ისე შევედით განყოფილებაში.
-გუშინ გაფრინდა ლონდონში მშობლებთან და ზეგ ჩამოვა.
-უნდა გამაცნო უეჭველი თორემ ვერ გადამირჩები.-საჩვენებელი თითი დავუქნიე.
-აბა რა და თან შემიფასე.
საუბარი დათომ აღარ გვაცადა და თავის კაბინეტისკენ მივიგითითა, მალევე მატაველიც მოვიდა მერე მას ნორა მოყვა და ბოლოს ყველა შევიკრიბეთ.
დათომ გაგვაცნო საქმის მასალები და მე და ლექსო მეწყვილეები აღმოვჩნდით, სწორი რომ გითხრათ გამიხარდა რადგან მატაბელთან მეწყვილეობას ნაღდად არ ვნატრობდი და ევაზე კი არანაირი პრობლემა არ მქონდა.
ყველამ ჩვენი ნივთები ავიღეთ და წავედით, დღეს ლექსოს მანქანით წავედით, რათქმაუნდა მე დავჯექი საჭესთან რადგანაც ლექსო გამოუძინებელი იყო და არ ქონდა ტარების თავი.
-გუშინ რა მოხდა, მატაბელმა ხომ არ გაგაბრაზა.-ეშმაკურად გადმომხედა ლექსომ.
-ვაიმე ლექსო ვერ გადამირჩები შენ მომიწყვე ეგ ცირკი ხომ.-ვეცადე გაბრაზებული სახე მიმეღო.
-მე რა მოგვიწყვე თვითონ წამოვიდა გინათუარა ევასთან უნდა დავრჩეო.-სიცილით ამიხსნა ყველაფერი.
-რა დეგენერატიები ხართ ვერც კი წარმოიდგენთ.-ვეცადე დავმშვიდრბულიყავი.
-ასეთი რა გააკეთა სახე აწითლებული რომ აქვს.-ვითომ არ იცოდა ისე შემეკითხა.
-შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა.-ირონიულად გავუღიმე.
-რატო?
-ვითომ არ იცოდე ისე მეკითხები ყველაფერი მონაყოლი აქვს და გინდა ახლა ჩემიდან მოისმინო, ეშმაკობას შენ ვერ მასწავლი.-ამაყად შევხედე, იმასაც ჩაეცინა.
-თავი მტკივა და რამე გამაყუჩებელი არ გაქ?-ნახევრად წამოწოლიმა მკითხა.
-მგონი მანდ უნდა იდოს რამე და ნახე.-ხელით მივანიშნე.
-წყალი არ გაქ?-მანქანის თვალიერევა დაიწყო წყალი რომ ეპოვა.
-არა რა ჩემი ხელით სათრევი ხარ.-სიცილით მივაწოდე ბოთლი.
-ქალბატონო ევა შენც დაგჭირდება რამე და მერე ნახე შენ.-ვითომ დამემუქრა.
-ოჰ ოჰ გამომიდგა ახლა ბიჭი, მადლობის მაგივრად აქეთ არის დიდგულზე.-მეც შესაბამისი პასუხი გავეცი და გაყუჩდა, ალბათ თავი ტკიოდა და ჩემთან კამათის თავი არ ქონდა.
მალევე მივედით და დავიწყეთ დაკითხვა. ერთი ის იყო გასაკვრი რომ მათი ძველი მენეჯერი გაქრა და აფეთქების შემდეგ არავის აღარ უნახავს, ყველანი დავკითხეთ იმ ქალის გარდა, საღამოს 19:30წუთზე მოვრჩით დაკითხვას და განყოფილებაში წავედით.

ნორა და მატაბელი უკვე იქ დაგვხვდნენ და რაღაცას განიხილავდნენ.
-აი მეორე წყვილიც მოვიდა.-დათო დიდი სიხარულით შემოგვეგება.
-რა გაარკვიეთ?-პირდაპირ საქმეზე გადავედით.
-ერთ ქალზე გვაქვს ეჭვი.-ნორამ პირდაპირ მომახალა.-და თქვენ რა ქენით?
-ჩვენ ყველანი დავკითხეთ, მაგრამ მათი ძველი მენეჯერი გაქრა და უცნაურად მომეჩვენა, თქვენ რის გამო აიღეთ იმ ქალზე ეჭვი ან რა თანამდებობა უჭირავს მაგ კაფეში.-ლექსომაც ამოიღო ხმა.
-რომ შევეკითხეთ ლოლიტასთან რამე შეხება ხომ არ ქონიათქო დაიბნა და ნორმალურად ვერ გვიპასუხა, ასე რომ ვთქვათ კითხვის თავიდან აცილება სცადა და მართლა იმ ქალის ფოტო ხომ არ გაქვთ?-მატაბელმა ჩამოაყალიბა ყველაფერი.
-კი გამოვართვით იქ.-ჩანთიდან იმ ქალის ფოტო ამოვიღე.
-ქეთევანი.-გავირვებით შემომხედა მატაბელმა.
-რა ქეთევანი მარიამი ქვია.-ლექსომაც გაკვირვებით უპასუხა.
-დაიცადეთ მეც მაქვს იმ ქეთევანის ფოტო მისი სახლიდან წამოვიღე.-ნორამ დააძრო ფოტო.
-ეგ საიდან?-თორნიკემ გაკვირვებით შეხედა.
-ხელების დასაბანად რომ გავედე აი
მაიდან.-ამაყად უპასუხა ნორამ.
-დაიცადეთ რა დროს ეგაა ფოტოები შევადაროთ ერთმანეთს.-ლექსომ გააწყვეტინა საუბარი.
-ანუ ერთი ფერის თვალები , ნაკვთებიც ერთნაირი პროსტა სხვადასხვა ფერის თმა აქვთ.-დავიწყე ფოტოების შედარება.
-ან შეღებილი აქვს ან პარიკი უკეთია.-ნორამ გამოთქვა მოსაზრება.
-ახლავე წადით და ეგ ქალია თუ გოგო მომიყვანეთ აქ.-დათომ ჩვენი ნივთები მოგვაწოდა და კარისკენ მიგვითითა.
დავგაზეთ და ქალბატონი ქეთევანი თუ მარიამი გაქცეული დაგვხვდა.
განყოფილებაში ხელცარიელი დავბრუნდით.მთელი ღამე მის ძებნაში გავატარეთ მისი წარსული მთლიანად შევისწავლეთ რათქმაუნდა ნამდვილი სახელით, დაახლოებით დილის 5 საათზე მივედით სახლში, ისე დავეცი საწოლზე როგორ დავიძინე არც კი მახსოვს.



№1  offline წევრი anako

მიყვარს ასეთი ჟანრის ისტორიებიიი
წარმატებები და ახალი თავი მალე დადე რაა heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Kathara

ვეცდები მალე დავდო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent