შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამიერი სიყვარულის დასასრული?!(თავი 3)


3-08-2019, 22:19
ავტორი margosal
ნანახია 1 412

-არ მეგონა ვინმე სამსახურის პირველ დღეს თუ დააგვიანებდა,დაღონებულმა მომიგო ჩემმა ახალმა უფროსმა და ნოუთბუქი გაბრაზებულმა დახურა.დიახ როგორც მიხვდით მუშაობა დავიწყე,წესით სივი პიარ მენეჯერის თანამდებობაზე შევიტანე,მაგრამ ამ უხარმაზარი კომპანიის ახალგაზრდა დირექტორის ასიტენტობა მხვდა წილად.მოკლედ გეტყვით,ძალიან სიმპატიურია აი ისეთი მაღალი,შავგრემანი,დაბალზე დაყენებული წვერი და კუნთები.მხრის ნახევარი ტატუთი აქვს დაფარული,ვიცი ზედმეტად იდეალურად ჟღერს,მაგრამ რა ვქნა?მართლა ასეთია.გაგიკვირდებათ და წამით დამავიწყდა სანდროს არსებობა.რაც რაჭიდან ჩამოვედით სულორჯერ შევხვდით ერთმანეთს,ისიც ქორწილზე სალაპარაკოდ,მაგრამ მას შემდეგ ნიკა და მისი ,,ბიჭები,, აღარ გამოჩენილან ამიტომ ამის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ.სიმართლეს გეტყვით და ოცდაოთხი წლის ასაკში გათხოვება ნამდვილად არ მინდა,მაგრამ რას ვიზავთ ასეთია ცხოვრება,როგორც ჩვენ გვინდა ისე მოწყობილი ნამდვილად არაა.ფიქრებიდან გამოვფხიზლდი და ჩემს ახალ უფროსს დღის განრიგი გავაცანი.
-და ბოლოს საღამოს ბათუმში ხართ წასასვლელი ბატონო ირაკლი,ხვალ დილით იახტაზე შეხვედრა გაქვთ დანიშნული არაბ ინვესტორებთან.
-ხო მახსოვს,ცნობისთვის შენც მოდიხარ,ასე რომ მოემზადე.
-კარგით,თუ არაფერი გნებავთ გავალ.
-თავისუფალი ხარ.
ესეც შენი შანსი ანი,რომ მას დაუახლოვდე,იქნებ მალევე გადამიყვანონ საყვარელ სამსახურში და მოვეშვა უაზრო დღის განრიგების შედგენას.
არა რა ამბიციური უნდა იყოს ადამიანი,რომ პირველივე დღეს დაწინაურებაზე ფიქრობდეს,ამაზე გამეღიმა და ჩემი კაბინეტისკენ ავიღე გეზი.დღემ უაზროდ ჩაიარა,რათქმაუნდა ეს სამსახური საკმაოდ მოსაწყენია,მაგრამ რას ვიზავთ.
-ანი შეგიძლია სახლში წახვიდე და გაემზადო საღამოს რვა საათისთვის კი გამოგივლი და ბათუმისკენ დავიძვრებით,ჩვეული სიმკაცრით მომიგო ბატონმა ირაკლიმ.
-კარგით.მეც არ დავაყოვნე და ამ უჟმურ ადგილს მოვშორდი.სახლში მისულმა უცბად გადავივლე წყალი,პატარა სამოგზაურო ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავაწყვე და დაბლა ჩავედი.
-ოჯახო,მომენატრებით რადგან მომდევნო სამი დღე თვალით ვერ მიხილავთ.
-ოჰ სად მიბრძანდება ჩემი ლამაზი გოგო?საბუთებიდან თავი ამოყო მამამ და გამიღიმა.
-ბათუმში,საქმიან შეხვედრაზე
-რა კარგია,ცოტა ხანს დავისვენებთ მგლოვიარე თვალებისგან,რომელიც ამბობს ,,სანდრო მომენატრე,, სიცილით მითხრა ჩემმა იდიოტმა ძმამ.
-ჰა ჰა ჰა ყველა ძალიან გაგვაცინე ლუკა.თვალები გადავატრიალე შემდეგ კი ტელეფონს ვუპასუხე.
-დიახ ბატონო ირაკლი ახლავე გამოვალ.
-დიახ ბატონო ირაკლი ახლავე გამოვცუნცულდები,წიკვინა ხმით გამაჯავრა ლუკამ და კოკა-კოლა მოიყუდა.თვალები კიდევ ერთხელ გადავატრიალე და გარეთ გავედი.კარი მისმა მძღოლმა გამიღო მეც თავაზიანად გავუღიმე,ჩემოდანი მივაწოდე მე კი ჩემი უფროსის გვერდით ადგილი დავიკავე.
-აბა მთელი გზა რის გაკეთებას აპირებ? ამ კითხვამ მართლა დამაბნია,არ ველოდი მისგან ამგვარ დაინტერესებას.
-ალბათ დავხატავ,ოდნავ დაბნეულმა ვუთხარი და ჩანთიდან სახატავი ამოვიღე
-მე დამხატე
-უკაცრავად? სიცილით ვუთხარი ირაკლის,ამაზე მასაც გაეცინა კარგით იმასაც ვაღიარებ,რომ როდესაც იცინის უფრო სიმპატიური ხდება.ჰა ჰა რა ირონიულია.
-ხო რა იყო დამხატე,გზა დიდია თან ვისაუბროთ და თან შენ საყვარელი საქმე გააკეთე,მართლა მაინტერესებს როგორ ხატავ.
-კარგით,ფანქარი ავიღე და მისი თითოეული დეტალის შესწავლა დავიწყე ვხატავდი გაუჩერებლად,ასეთი რამ პირველად დამემართა.
სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა ეს მეტად მკაცრი გამომეტყველების პიროვნება.
-მოიცადეთ,სიცილით ვუთხარი მამაკაცს-თქვენ რა პირდაპირ ასე უთხარით თქვენს პარტნიორს დაახვიე აქედანო,მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს ჩუმათ მოაწერა ხელი სხა კომპანიასთან კოტრაქტს?
-კი ზუსტად ასე,მანაც სიცილით მომიგო-თუ ნდობა არ იქნება პარტნიორებს შორის არც ბიზნესი იქნება წარმატებული არ დაგავიწყდეს.
-აუცილებლად გავიგვალისწინებდი თქვენს რჩევას,მაგრამ არამგონია ოდესმე საკუთარი ბიზნესი ვმართო.
-რატომ?
-არ ვიცი,უბრალოდ ამის ნიჭი არ მაქვს
-ასეც ნუ იტყვი,ამის ნიჭი ალბათ არავის აქვს ეს საქმეში,რომ ჩაერთვები მერე სწავლობ ყველაფერს.
-დიახ რათქმაუნდა,მაგრამ ამის პოტენციალი მე ნაკლებად გამაჩნია,მართალია დედაჩემი ბიზნესმენია,მაგრამ მაინც...
-მართლა?მითხარი მისი სახელი და გვარი შეიძლება ვიცნობ ან რაიმე შეხება მქონია მასთან.
-არამგონია,მაგრამ მაინც გეტყვით მანჩო ავალიანი,კომპანია SL-ის დამფუძვნებელია.
-მოიცადე მანჩო დედაშენია?
-კი რა არის?
-უბრალოდ მასთან ერთად ერთ პროექტზე ვმუშაობდი და ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ორივე ჩვენგანისთვის,მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
-მაინც რამდენი წლის ხარ?გაკვირვებულმა ვკითხე ბიჭს
-ოცდაექვსის
-ვაუ,ასეთი წარმატებული ადამიანი და თან ასეთ ასაკში იშვიათია.
-ალბათ ნათლია ფერია დამეხმარა,სიცილით მითხრა და წყალი მოსვა.
-ხო როგორ არა,კარგი იქნებოდა მაგ ნათლია ფერიას თქვენთვის უფრო მეტი პოზიტივი რომ მოეცა.სიმართლეს გეტყვით და თავიდან ვერ გავიაზრე რა ვთქვი შემდეგ ენაზე ვიკბინე და დაბნეულმა განვაგრძე საუბარი.
-ვაიმე ბოდიში,ამის თქმა სულ არ მინდოდა,ანუ...ის რაქვია...ხო აი ასე წამომცდა...პირველივე დღეს ყველაფერი გავაფუჭე მემგონი.
-კარგი დაწყანარდი,მეც ვიცი რომ შორიდან უჟმური ვჩანვარ,მაგრამ მეგობრებთან სულ სხვანაირი ვარ.პირადი ცხოვრება და სამსახურინერთმანეთში არასდროს აურიო,ცოტახნის შემდეგ დაამატა შემდეგ კი ფანჯარას მიადო თავი.აღარაფერი მითქვამს უბრალოდ ბოლო დეტალების დასრულებას შევუდექი.ამასობაში მძღოლმაც გვითხრა მოვედითო და რვეული დავხურე.სასტუმროს ნომრები გვერდი გვერდ იყო.ჩანთა ოთახში შევიტანე,კბილები გამოვიხეხე შემდეგ კი ნახატის დასასრულებლად აივანზე გავედი.ბევრი დეტალი შევცვალე,მაგრამ საბოლოოდ პორტრეტი საკმაოდ კარგი გამომივიდა.საათს დავხედე ორი ხდებოდა.ჯერ არ მეძინებოდა,ტელეფონი შევამოწმე სანდროს არც კი დაურეკავს,ამ ამბისგან იმედგაცრუებულმა ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე და ხედით ვისიამოვნე.ზღვა ძალიან ღელავდა,ცაზე უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა,მოკლედ სრულ ნეტარებაში ვიყავი,რომ არა ირაკლის ხმა.
-მაპატიე სიმშვიდეს რომ გირღვევ,მაგრამ მაინტერესებს ასეთ დროს რატომ არ გძინავს?გვერდითა აივნის მოაჯირს ცალი ხელით ეყრდნობოდა,მეორეში ვისკის ჭიქა ეჭირა და მიღიმოდა.
-რადგან თქვნი ნახატი დავასრულე,ინებეთ.ოდნავ გადავიწიე რათა მისთვის ფურცელი მიმეწოდებინა,შემდეგ ისევ ,,კაჩალკაზე” დავჯექი და მის რეაქციას დავაკვირდი.ალბათ მართლა არ მოელოდა,რომ ასე კარგად დავხატავდი.
-ვაუ,გაკვირვებულმა აღმოთქვა ეს ერთი სიტყვა.
-იცით თავის ქება არ მიყვარს,მაგრამ მეთვითონაც კმაყოფილო ვარ ამ ნახატით,უდაოდ კარგი გამომივიდა.
-ნამდვილად
-ახლა კი თუ ნებას მომცემთ დავიძინებ,ხვალ მეტად მნიშვნელოვანი თათბირი გვაქვს.
-ძილინებისა,გამიღიმა და ზღვისკენ მიტრიალდა.თითქოს მოგონებებში ჩაიძირა.მეც აღარ დავაყოვნე და საწოლში დავწექი.ძილი ისევ არ მეკარებოდა,სანდროზე ვფიქრობდი,ნეტავ ახლა რას აკეთებდა?ფიქრობდა თუ არა ჩემზე,იცით ვერ გეტყვით კიდევ ვუყვარვარ თუ არა.რათქმაუნდა ჩემზე ზრუნავს რადგან მის ცხოვრებაში ორი წელი ვვარსებობდი და გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ვარ მისთვის.მას შემდეგ რაც სიმართლე გავიგე არ ვიცი რა შეიცვალა ჩემში,მაგრამ ისე ძალიან აღარ მინდოდა მასთან,ალბათ იმიტომ რომ ჩემმა რაღაც ნაწილმა ის ამბავი არ დაიჯერა,მაგრამ ვერ ვხდები რატო,ასე მგონია რომ მატყუებს და ეს ყველაფერი სხვა რამის გამო ხდება.ნეტავ როგორია ნინის ძმის,ნიკას სიმართლე?ის ამ ამბავს ალბათ სულ სხვანაირად მომიყვება,მაგრამ რომ აღმოჩნდეს,რომ შემთხვევით სანდრომ ეს გოგო მაინც მოკლა შემდეგ?შემდეგ რა გავაკეთო?გავნადგურდები,ალბათ ვერ გადავიტან ამას.ფიქრებს თავიდან ვერ ვიშორებდი,ბოლოს საწოლიდან ავდექი და ისევ აივანზე გავედი.
-ვერ დაიძინე?ბოხმა ხმამ ჩემი ყურადღება მიიქცია.
-ვერა,რატომღაც ძილი არ მეკარება
-ხო,მეც მასე ვარ,დანაღვლიანებულმა მომიგო ირაკლიმ.
-ანი,რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ თვითონ დაიწყო საუბარი-შეყვარებული გყავს?
-იცით არ ვიცი,საკმაოდ გრძელი და ჩახლართული ამბავია.
-ვფიქრობ ამაღამ ძილი ორივეს გვეწვევა ასე რომ დრო ბევრი გვაქვს,დაიწყე.
-ერთი წლის წინ იგივე კითხვა რომ დაგესვათ დაუფიქრებლად გიპასუხებდით,დიახ ჩემს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი,რომელიც მთელი ჩემი გულით მიყვარს მეთქი,მაგრამ ახლა არ ვიცი რა გითხრათ.ერთ წერილი მომივიდა,სადაც გამომგზავნი იმას მიმტკიცებდა,რომ ჩემი შეყვარებული მღალატობდა,თან ფატოები ქონდა დართული ამ შეტყობინებას,მეც როგორც ყველა მოიქცეოდა ალბათ გადავირიე და ჩემი შეყვარებულის,სანდროს სახლისკენ გავწიე სადაც ის სხვა გოგოსთან დავინახე.ამის შემდეგ მან მანქანაში ძალით ჩამტენა ვითომ რაღაცის სალაპარაკოდ და ავარიაში მოვყევით,დაახლოვებით ექვსი თვე კომაში ვიყავი.როდესაც გამოვდხიზლდი გავიგე რომ ის ჩემს სანახავად ერთხელაც არ მოსულა,ამ ყველაფრის ახსნა კი მან როგორ მოახერხა იცით?ასე მითხრა ცუდ საქმეებში გავერიე,შემდეგ ერთ-ერთი ცუდი ბიჭის და გადამეკიდე და როდესაც,ამ გოგოსთან დალაპარაკებას ვაპირებდი როგორღაც მოკლესო,მის ძმას კი მკვლელი მე ვგონივარ და შურისძიებას აპირებსო,ამიტომ რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მექნება კონტაქტი მით უფრო გაუჭირდება მას ჩემთვის სამაგიეროს გადახდაო.ამის შემდეგ იმ ბიჭმა ჩვენი მოკვლა სცადა,ამიტომ სანდრომ გადაწყვიტა,რომ ცოლად უნდა გავყოლოდი რადგან ასე მარტივად დამიცავდა უფრო.მეც დავთანხმდი რამდენიმე დღიანი ყოყმანის შემდეგ.მაგრამ ახლა რატომღაც მგონია,რომ სანდრო რაღაცას მიმალავს და სიმართლეს ბოლომდე არ მეუბნება,მე კი არ ვიცი ასეთი ადამიანის ცოლობა მინდა თუარა,რადგან უკვე ეჭვი მეპარება იმაშიც,რომ მას მართლა ისევ ისე ძლიერად ვუყვარვარ.იცით ერთი რამ დანამდვილებით ვიცი,ეს ის ბიჭი არაა,რომელიც მე მთელი გულით შემიყვარდა,რომლისთვისაც სიცოცხლესაც დავთმობდი,რადგან მასში რაღაც შეიცვალა.არ უნდა დავთანხმებოდი,დიდი შეცდომა დავუშვი,დაუფიქრებლად მოვიქეცი,ახლა კი ეს უნდა გამოვასწორო.
-ვაუ,ვიცი ცხოვრებაში იმაზე ბევრი სიბინძურე ხდება ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,მაგრამ მაინც ერთი უნდა იცოდე.შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია.რაც შეეხება იმ ბიჭს,დამიჯერე ასეთი მამაკაცები შენნაირ ღირსეულ ქალს არ იმსახურებენ ,სიმართლეს კი ორი მხარე აქვს სანდროს საკუთარი სიმართლე აქვს იმ გოგონასთან დაკავშირებით ხოლო იმ გოგონას ძმას თავისი.ამიტომ ორივე ერთმანეთს ადანაშაულებს და ეს შუღლი არასდროს შეწყდება.ჩემი აზრით იმ ბიჭს უნდა დაელაპარაკო შემდეგ კი ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონო,როგორც გითხარი საკმაოდ ჭკვიანი ხარ იმისთვის რომ სიმართლეს თავად მიხვდე.
-ჩემზე ამხელა წარმოდგენა ტყუილად გაქვთ,მე ის გოგო ვარ,რომელიც კომიდან გამოსვლის შემდეგ იმ ბიჭს მიტიროდა ვინც მიატოვა და ღმერთს სთხოვდა,რომ ამ ყველაფრის მიზეზი გაეგო.მე ის გოგო ვარ რომელმაც საკუთარი თავმოყვარეობა დაივიწყა წამიერ ვნებას აყვა და იმ მამაკცას დათანხმდა დოლობაზე რომელმაც გული ათასნაწილად დაუმსხვრია.კიდევ ფიქრობთ რომ ჭკვაინი ვარ?მაცდურად გავუღიმე ირაკლის და შემდეგ ზღვისკენ გავიხედე.
-ამას გრძნობები ქვია ანი,შენთვის რთული იყო საყვარელი მამაკაცის დათმობა ეს შეიძლება ნებისმერის დაემართოს ასე რომ ამის გამო საკუთარ თავს ნუ დატანჯავ.
-მადლობა გამხნევებისთვის.თქვენზე რას მეტყვით?დავიჯერო ასეთ წარმატებულ ადამიანს საყვარელი ქალი არ ყავს?
-ყავდა,მაგრამ გარდაიცვალა
-ვიზიარებ,გულდაწყვეტილმა მივუგე და მას გავხედე,აშკარად გაუჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა.ცოტახნის შემდეგ სევდიანი ხმით დაიწყო საუბარი.
-ლილე ერქვა,ლამაზი იყო წითური,გრძელი და თლილი თითები ქონდა.ულამაზესი იყო შენსავით თაფლისფერი თვალები ქონდა და მუდამ დიდი სითბო მოდიოდა მისგან.ალბათ ყველაზე უცოდველი ადამიანი იყო მთელს სამყაროში ვისაც ვიცნობდი.სამი წელი ერთად ბედნიერად ვიყავით,შემდეგ მოულოდნელად ცუდად გახდა ექიმება კი თქვეს ეომ თავის ტვინის ანევრიზმა ქონდა.ამ ამბავმა გამანდგურა,სიმართლე რომ გითხრა ყველაფერი წავიკითხე ამ დაავადებაზე,მოსიაეულე ბომბია ადამიანის ტვინში თურმე.თუ ის გასკდება მაქსიმუმ ორი წუთში ადამიანი გარდაიცვლება.ამ მდგომარეობაში მყოფ ლილეს მხარში უნდა ამოვდგომოდი და გამემხნევებინა,მაგრამ ის პიქით იქცეოდა და აქეთ მამხნევებდა.ხატვა უყვარდა შენსავით,ერთ დღეს საღებავების მიტანა მთხოვა,წასვლამდე ძლიერად ჩავეხუტე და უკანასკნელად ვაკოცე,უკანასკნელად იმიტომ რომ სახლში როდესაც დავბრუნდი ის გარდაცვლილი იყო.მოლბერტის ქვეშ იწვა ხელში ფუნჯი ეჭირა გვერდით კი ღვინის ჭიქა ეგდო გატეხილი.ის მარტო მოკვდა,ალბათ ეშინოდა და უნდოდა რომ მისთვის მიმესწრო,მაგრამ მე შევყოვნდი მისი საყვარელი ყვავილებისთვის,წითელი ვარდებისთვის.მას შემდეგ სამი წელი წელი გავიდა,მაგრამ ვერავის შეყვარება შევძელი.იცი შენ მას ძალიან გავხარ,იმ ნახატმა მისი სურათები გამახსენა და კიდევ ერთი დიდი მოგონებების ზღვაში გადამაგდო.ზოგჯერ არის,რომ ლილე უსაზღვროდ მენატრება,მაგრამ ამ ისტორიის ერთი ნაწილი გამოვტოვე,ლილე იმ მოსიარულე ბომბს არ მოუკლავს,მან საკუთარი თავი თვითონ მოიკლა,ვენები გადაიჭრა.ის დანებდა ანი,არ იბრძოლა ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად არადა შანსი იყო,ექიმები იმედს გვაძლევდნენ,მაგრამ მან მარტივი გზა აარჩია და საკუთარი სიცოცხლე მოისწრაფა,ამის გახსენებისას გული ბრაზით მევსება.როგორ შეეძლო ჩემი მიტოვება?არ ვიცი....ვერაფერს ვამბობ...კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ჭიქას ხელი ისე ძლიერად მოუჭირა,რომ გატეხა.რამდენიმე წამით ასე გაუნძრევლად იდგა და ზღვას უყურებდა.
-ირაკლი შენი ხელი,შეშდოთებულმა ვუთხარო და ოთახიდან გიჟივით გავვარდი.მისი კარები დაუკითხავად შევაღე,პირველადი დახმარების ყუთი კარადიდან გადმოვიღე და ჭრილობის დამუშავება დავიწყე.
-იმედი მაქვს ცხოვრება ასე მწარედ სილას აღარასდროს გამარტყავს
-არც კი ვიცი რა გითხრა,დამწუხრებულმა ვუთხარი და ნივთები უკან ყუთში დავაბრუნე.
-არაფერი,მგონი ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი გავიგეთ ერთმანეთის შესახებ.სიცილით მომიგო და ოთახში შებრუნდა.
-ირაკლი
-ხო
-იცი ზოგჯერ როგორ ხდება?ადამიანი რომელთან ერთადაც ყოფნა ყველაზე მეტად გვინდა ზუსტად ისაა ვის გარეშეც შეიძლება უკეთ ვიყოთ.ვიცი რთულია რადგან არსებობს მონატრება,ყველაზე საშინელი გრძნობა ჩემი აზრით,რომელიც სულში გატანს ტკივილს და იტანჯები,მაგრამ როდის ყოფილა ბედნიერება ადვილი მოსაპოვებელი?!....მივხვდი რომ ბიჭი ამ სიტყვებზე დაფიქრდა,მე უთქმელად გამოვედი ოთახიდან,ემოციებ მოზღვავებულს კი ბოლოსდაბოლოს ჩამეძინა.


მეორე დილით იმ ხმამ გამაღვიძა რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად მსურდა მაღვიძარა.საათს დავხედე თერთმეტი ხდებოდა.ნელა წამოვდექი MKTO-clasic ჩავრთე ბოლო ხმაზე და ყროყინი დავიწყე.აშკარად ისე შეწუხდა ჩემი უფროსი,კარები დაკაკუნების გარეშე შემომიღო და ხელებ გაშლილი გაკვირვებული სახით შემომხედა.ამის მიუხედავად სიმღერა განვაგრძე და ბიჭს ცეკვით მივუახლოვდი.
-Ooh pretty baby
This world might have gone crazy
The way you saved me
-იმღერეთ ბატონო ირაკლი სიცილით ვუთხარი მამაკცას და მის უჟმურ სახეს ისევ დავაკვირდი.
-ვაგვიანებთ.მეც მისი ხასიათის გადამკიდეს მომბეზრდა სიმღერა და მუსიკა გამოვრთე.
-ვაგვიანებთ გავაჯავრე მამაკაცს სასახილოდ და თან ზურგს უკან დავეჯღანე.
-ანი,მინდა იცოდე რომ ჯერ კიდევ მესმის და ვგრძნობ რომ მეჯღანები.ნამდვილად გამიკვირდა ამიტომ ხმა ვეღარ ამოვიღე და მორჩილად გავყევი ჩემს უფროსს სანაპიროზე.მოსაწყენმა შეხვედრამ კიდევკარგი მალე ჩაიარა.
-გილოცავთ ბოს ახალ ინვესტორებს,მშვიდობაში მოიხმარეთ,მაგრამ მე მშია.
-მადლობა ანი სიცილით მითხრა კაცმა
-მოდით ბურგერები ვჭამოთ,შემიძლია ათი ცალი ერთიანად გადავსანსლო იცით?
-მერე არ სუქდები?
-ეგ არ მაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ,სიცილით ვუთხარი უფროსს და ბურგერები შევუკვეთე.
-მაშინ მოდი და შევეჯიბროთ წაგებულმა კი ერთი სურვილი შეუსრულოს მეორეს.
-ადვილია ერთი სურვილი
-სამი
-ხუთი
-ოთხი და შვეთანხმდით
-კარგი,იცოდე წააგებ მონდომებით მითხრა ირაკლიმ და მძღოლს ახლად მოტანილი ბურგერები გამოართვა.გეტყვით რომ არაჩვეულებრივი სტარტი მაონდა მანამ სანამ სანდროს არ დავინახავდი სანაპიროზე ვიღაც გოგოსთან ერთად.მაგარია,ჩემი პოტენციური საქმრო კიდევ ერთხელ გამოვიჭირე სხვასთან.
ბურგერი იქვე დავაგდე და იახტის გადასასვლელთან მივედი.ირაკლი გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ ახლა ის ნაკლებად მაინტერესებდა.
-სანდრო,ბიჭმა გაკვირვებულმა შემომხედა
-ანი?აქ რა გინდა?
-იგივეს კითხვა მინდოდა ზუსტად თან ვიღაც გოგოსთან ერთად
-ის ჩემი კლიენტია
-ააა და როდიდან სეირნობ ყველა კლიენტთან ერთად პლიაჟზე?
-ანი?ამ დროს საუბარში ჩაერია ირაკლი-ყველაფერი კარგადაა?ბიჭი ზურგს უკან ამომიდგა და ხელები გადააჯვარედინა
-ეს ვინღაა?გაბრაზებულმა გადმომძახა სანდრომ
-ჩემი უფროსი
-შენ არ გაქვს უფლება დამადანაშაულო ეოდესაც იგივეს აკეთებ ანი.
-იგივეს?იგივეს?მე აქ საქმის გამო ვარ შენ კიდე ვიღაც ნაშასთან ერთად ერთობი.იცი რა სანდრო გშორდები აღარ გამოგყვები ცოლად,რადგან ეჭვი მეპარება რომ გიყვარვარ.არ ვიცი რა მიზნები გაქვს მაგრამ ამას აუცილებლად გავარკვევ და თუ ეს რაიმე ცუდია გეფიცები ჩემი ხელით გცემ.ამ სიტყვების გაგონებისას სახტად დარჩა ის გოგოც,სანდროც და ირაკლიც.
-რა?ანი ჩამოდი და ნორმალირად ვილაპარაკოთ გთხოვ.
-კაპიტანო თუ შეიძლება იახტით ზღვაში შევცუროთ,ბრძანება გასცა ირაკლიმ,რომლის მადლიერიც ვიყავი.
-ანი ახლავე ჩამოდი მაგ წყეული იახტიდან სასწრაფოდ,ყვირილით მითხრა ბიჭმა.თვალები ბლანტი სითხით ამევსო,ვხედავდი როგორ ვშორდებოდი მას,იმ ადგილას დავბრუნდი საიდანაც დავიწყე.გაურკვევლობა აი რა ტანჯავს ადამიანს.
-გინდა ვილაპარაკოთ?
-ბოდიში,დარცხვენილმა თავი ჩავხარე
-რისთვის მიხდი ბოდიშს?
-ამ ყველაფრის შემსწრე რომ გახდი
-არაუშავს,მე იმაზე უფრო ვდარდობ რომ ორივე დამარცხებული გამოვედით ამ შეჯიბრში.ცრემლები მოვიწმინდე და სიცილით ვუთხარი.
-აბა ბატონო ირაკლი რა არის თქვენი პირველი სურვილი?!

ხოდა ესეც ასეეე....რას იტყვით ახალ პერსონაჟზე?რას ფიქრობთ სანდროზე?მადლობას გიხდით წინა თავენზე ასეთი აქტიურობისთვის.



№1 სტუმარი დგდ

ტიპიურიისტორია გახადე ასისტენტის და მდიდარი უფროსის ისტორია რომლებსაც გული გაუტყდათ, უფრო იდუმალი და საინტერესო იყო თავიდან ახლა კი სისულელე გახდა

 


№2  offline წევრი Mia_smith

მე მომწონს ჯერ არ ვიცი რა მოხდება ანის იმდენად უყვარს სანდრო რომ არამგონია დათმოს...ირაკლიზე გული დამწყდა ასეთი სიყვარული რომ დაკარგა...წარმატებები გელოდებო heart_eyes

 


№3 სტუმარი mariami

სანდრომ იმედები გამიცრუა sob არადა ძაან მომწონდა ეგ წყვილი გთხოვ არბდააშორო sob

 


№4  offline წევრი margosal

დგდ
ტიპიურიისტორია გახადე ასისტენტის და მდიდარი უფროსის ისტორია რომლებსაც გული გაუტყდათ, უფრო იდუმალი და საინტერესო იყო თავიდან ახლა კი სისულელე გახდა


იქნებ ირაკლის გამოჩენაც ერთ-ერთი მისტიურობაა? wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent