შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, ერთადერთია.


5-08-2019, 14:10
ავტორი დამწყები
ნანახია 1 437

მარიამი ანასთან დარჩა. დილით აუზზე გეგმავდნენ წასვლას. თვალები რომ გაახილეს უკვე 12 დაწყებულიყო, აივნიდან არც თუ ისე კარგი ამინდი მოჩანდა, მზის სხივებს ღრუბელი აკავებდა, თუმცა ამინდს გეგმების ჩაშლას ვერ დაანებებდნენ. ჩაიცვეს მოემზადნენ და ტაქსი გამოიძახეს, მალე აუზზე მივიდნენ სადაც ბარმენის გარდა არავინ იყო, ორივე გაოცდა, გაეცინათ, რომ მათ გარდა ასეთ ამინდში აუზზე არავინ მოსულიყო, მალე გამოიცვალეს და ღრუბლებს ამოფარებულ მზეს მიეფიცხნენ. წყალი ცივი იყო თუმცა მარიამი წყალში ყოფნაზე გიჟდებოდა, ერთიანად ჩაეშვა მოლივლივე წყალში . წყლიდან არც კი ამოსულიყო რომ ირგვლივ გამეფებული სიმყუდროვე და მუსიკის ხმა ბოხმა ბარიტონმა გაარღვია,
- აი ეგერ ორი ჩვენნაირი- გაღიმებულმა მამაკაცმა ჯერ ანა შეათვალიერა რომელსაც უზადო გარეგნობა ქონდა, შემდეგ კი წყალში მოტივტივე გოგოს გახედა , შემდეგ ძმაკაცს ახედა და მისი , წყალში მოტივტივე გოგოსკენ მიმართული მზერა დააფიქსირა.
ბარმენს მიესალმნენ და გასახდელისკენ გაეშურნენ, მალე ორი ახოვანი სხეული გოგონებთან ახლოს მოთავსდა, მარიამი წყლიდან ამოსვლას არ აპირებდა, თევზივით ტივტივებდა და ცურავდა, ორ მამაკაცს კიდევ სამი სიმპათიური მამაკაცი შეემატა, გოგონებისკენ თვალები გაექცათ თუმცა მათი სიამაყე და თავმოყვარეობა უფლებას არ აძლევდათ გოგონებისთვის ზედმეტი ყურადღება მიექციათ, თუმცა ინტერესი უფრო და უფრო გაუმწვავდათ როცა მარიამი წყლიდან დაღლილი ამოვიდა და ანისკენ გაემართა, ანამ მხოლოდ ახლა გადადო წიგნი რომელსაც კითხულობდა, მარიამს კი წამითაც არ გაქცევია თვალი უცხო მამაკაცებისკენ, თავის შეზლონგთან მისულმა პირსახოცი აიღო და თმა შეიმშრალა, შემდეგ პარაო აიღო და მოიხურა. ტელეფონი აიღო , გამოტოვებული ზარი დახვდა , გადარეკა, რამდენიმე წუთით საუბრობდა, შემდეგ კი ანას გახედა,
- არ ვჭამოთ?
- აუ კი მომშივდა ძალიან.
საფულე და ტელეფონები აიღეს და ისე გადაინაცვლეს ბარისკენ , ოდნავაც კი არ მიუხედავთ მამაკაცებისკენ, თითქოს არც კი შეემჩნიათ მათი არსებობა.

ირაკლის ჩაეცინა
- ყურადღების მიქცევაც ასეთი უნდა .- ხმამაღლა თქვა.
- ვაკვირდებოდი და წამითაც არ გამოუხედავთ.
- რას გაუგებ- თქვა მესამემ და თავი გოგონებისკენ მიაბრუნა.
- ჩვენც ხო არ გვეჭამა.
- არა, იფიქრებენ რომ გავეკიდეთ
- არადა მართლა მშია
- აქ მოვატანინოთ.
ბიჭები ბარში მივიდნენ შეკვეთა მისცეს და ადგილს დაუბრუნდნენ.
ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ლევანი დუმდა , და შიგადაშიგ გოგონებს აკვირდებოდა. საიდანღაც ეცნობოდნენ, გონება დაძაბა. ახლაღა გაახსენდა ერთი კვირის წინ ერთ კლუბში იყვნენ ერთად.
- საიდანღაც მეცნობოდა ეს ორი, და ახლა გამახსენდა წინა კვირად ერთ კლუბში ვიყავით. იქაც ასე იქცეოდნენ, ყველა მაგრად ეკიდათ , თავის პონტში ერთობოდნენ.
- ვახ , კიდევ დარჩნენ ასეთები? წარმოთქვა ირაკლიმ და მომავალი გოგონებისკენ გაექცა მზერა, ანა კარგად აათვალიერა, და დაგეგმვა დაიწყო როგორ შეიძლებოდა მისი გაცნობა. ლევანის ყურადღება კი როგორც არ უნდა გაგკვირვებოდათ მარიამისკენ იყო მიმართული, რომელიც მუდმივად იღიმოდა, და ირგვლივ არაფერს ყურადღებას არ აქცევდა, კლუბშიც ზუსტად ეგრე იყო, ლევანს ის სცენა ამოუტივტივდა გონებაში, ნასვამი რომ სწორ ხაზზე სიარულს ცდილობდა, ყველაზე საყვარელი სანახავი იყო იმ მომენტში. ახლა კი აუზზე , სრულიად ფხიზელი, მშვიდად მოაბიჯებდა, და სხვანაირი სერიოზულობით გამოირჩეოდა. სწორედ ეს ამოუცნობი იმიჯი , მხიარულების , სერიოზულობის და ბავშვურობის ნაზავი იწვევდა ლევანში ინტერესს, თუმცა ჯერაც ვერ ხვდებოდა, ასე რატომ იქცევდა ეს გოგონა მის ყურადღებას. უბრალოდ აკვირდებოდა და ინტერესს გრძნობდა, თუმცა ვერ იგებდა რატომ. ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები გახსნა და კლუბის და აუზის გვერდებს ჩაყვა, იქნებ სადმე ჩექინში ამოეცნო, თუმცა გოგონა არსად იყო, წამოდგა ბარისკენ გაემართა, ბარმენს ხელი ჩამოართვა და კოქტეილი სთხოვა.
- რაღაც მაინტერესებდა, ვიღაც რომ თქვენთან ჩექინდება ან სთორიზე ან პოსტზე გნიშნავთ თქვენ მოგდით ხო?
- რა თქმა უნდა
- თუ პროფილი ჩაკეტილი აქვს , მაინც ?
- მაინც , შენ რა გაინტერესებს- ბარმენს გაეღიმა
- მოკლედ იქ რომ გოგონები არიან, იცნობთ ?
- შაბათ კვირას მოდიან ხოლმე, - ბარმენმა გაიღიმა, მაღალი რომ არის, ანა ჰქვია, ის გვნიშნავს ხოლმე სთორზე, შემიძლია მოგაძებნინო
- და მეორე ?
- მეორე ვერც მე მოვძებნე, იდუმალია )) გაეცინა ბარმენს.
- ანას მაჩვენებ?
- რა თქმა უნდა- ბარმენმა სწრაფად აჩვენა ანას პროფაილი , და ახლად მოსულ გოგონებს მიესალმა, გოგონები კეკლუცად ჩამოლაგდნენ ბართან, თანხა გადაიხადეს, ირგვლივ მამაკაცები შეათვალიერეს, გასახდელში გაეშურნენ და სწრაფად გამობრუნდნენ.
ლევანი ადგილს დაუბრუნდა , ანას პროფილი დასქროლა , მარიამთან ერთად ბევრი ფოტო ედო, თუმცა თავად მარიამის მოწონებას ან კომენტარს ვერ წააწყდა.
ანუ სოციალური ქსელი არ აქვს, გაიფიქრა, ახლა უფრო მეტად მოუნდა მასზე რამე სცოდნოდა, სურდა მისი ფოტოები ენახა, მეტი წარმოდგენა შეჰქმნოდა.
- ე რა გჭირს რა ჩაძვერი მაგ ტელეფონში, წყრომით მიმართა ირაკლიმ ლევანს
- სიურპრიზი მაქვს, იმ გოგოს პროფილი გაგიჩითე და ანაზე ანიშნა
- აუ ხო არ ღადაობ? რა ჯიგარი ხარ ტო, ირაკლიმ სიხარულით წარმოთქვა, მერე ანას გახედა რომელიც მარიამთან საუბარში იყო გართული, სერიოზული სახეები ქონდათ, რაღაც სერიოზულ თემაზე საუბრობდნენ. ირაკლიმ სწრაფად ჩამოსქროლა ანას ველი და ყველა ფოტოს კომენტარს უკეთებდა.
- ნახე რაა... ძაან მაგარი გოგოა...მეგობრობას გავუგზავნი ცოტა მერე ...
- და ან დაგამატებს ან არა, გაეცინა მესამეს
- დამამატებს, აბა რას იზამს
- შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, ჩაეღიმა ლევანს და გოგონებისკენ ანიშნა, წყალში ჩადიოდნენ,
ახალმა მოსულმა კეკლუცმა გოგონებმა ბიჭების მოპირდაპირე მხარეს აიღეს შეზლონგები და ისე მოკალათდნენ, ალმაცერად აცეცებდნენ მამაკაცებისკენ თვალებს და უღიმოდნენ,
- რას გადაეკიდეთ იმ ორს, ხო ხედავ ზედაც არ გვიყურებენ, წინ გაიხედე რა ნაშები გაეძრნენ.- გაიღიმა აკომ
- ეგენიღა მაკლდნენ, ჩაილაპარაკა ლევანმა და ამრეზით ბარისკენ გაიხედა.
გოგონებმა მამაკაცების მზერა როგორც კი შენიშნეს ეცადნენ სექსუალური მიხვრა მოხვრით წამომდგარიყვნენ და წყალში გადაეშვნენ სადაც ანა და მარიამი ღრმად ყვინთავდნენ, უცხო გოგონების ნახტომმა შეაშინათ, მათ უცხო მამაკაცებიც მიყვნენ. აკომ ერთ ერთ უცხო გოგოსთან ამოყვინთა
- კარგად ცურავ უთხრა კეკლუც გოგოს. ამანაც მადლობა მოუხადა და უფრო კეკლუცად გაცურა, აკოც მიყვა, აკოს ბექა მიყვა, ბექას კი ირაკლი და სანდროც, მხოლოდ ლევანი არ დაძრულა ადგილიდან და უყურებდა წყალში მოტივტივე მარიამს, რომლის ტანსაც მზის სხივები დასთამაშებდა, გოგოს მოულოდნელად ქლორიანი წყალი გადაეყლაპა და ხველება აუვარდა, სწრაფი რეაქციით წამოდგა და აუზის კიდეს მიეყრდნო, ხველება არ შეუწყვიტავს, ლევანი სწრაფად წამოდგა და თავისი წყალი მიაწოდა,
- კარგად ხარ? ეს დალიე ,
- მადლობა , კარგად ვარ.
მამაკაცმა წყალი წინ გაწია, აიღეო ანიშნა
- მადლობა არ მინდა, უკვე გამიარა, მარიამს თვალებზე ცრემლები მოსდგომოდა სიმწრისგან, ერთი ამოხველებაც და ცრემლიც წასკდა. - კიდევ ერთხელ მადლობა. გაუმეორა მარიამმა და აუზში ღრმად შეცურა , ანას გაუსწორდა, ლევანი დიდ ხანს აკვირდებოდა რამეს თუ შეიმჩნევდა მარიამი, მარიამს კი დაქალისთვის არაფერი უთქვამს ისე განაგრძეს წყალში გართობა.
- ყურადღება არ უნდა მიმექცია, ჩაილაპარაკა მშვიდად ლევანმა, გვერდით რომ ირაკლი წარმოდგა
- რამე მითხარი ?
- ამოხვედი უკვე ?
- გგონია არავის დაგვინახავს როგორ მივარდი იმ გოგოს , გაეცინა ირაკლის
- შემეშინდა არ დაიხრჩოსთქო.
- ხო არა ცუდი გოგო არაა, ალმაცერად გახედა ირაკლიმ თან იცინოდა.
- კაი გეყო, ბიჭებთან არაფერი მითხრა თორემ ხო იცი
- კი ვიცი რა იყოო,
მალე წყლიდან სანდრო აკო და ბექაც ამოვიდნენ, მათ უცხო გოგონებიც მოყვა, გოგონები თავისკენ მიიპატიჟეს, შეზლონგები ორ ორად გაეყოთ. ლევანს და ირაკლისაც გააცნეს და რაღაცის თამაში დაიწყეს, ირაკლი და ლევანი ამრეზით უყურებდნენ ახალ გაცნობილ გოგონებს, თუმცა ძმაკაცებს არ გაუტეხეს და აყვნენ საუბარსა და თამაშში, ერთი მაღალი ყველაზე კეკლუცი ლევანს წაეპოტინა, ამანაც კულტურის ნიშნად გაუღიმა.
რამდენ დროს ატარებდა ასეთ გოგონებთან თუმცა როგორ ვერ იტანდა მათ დაუშოშმინებელ ნათლად გამოხატულ სურვილებს. როგორ სძულდა ეს ფარსი, როგორ უნდობლობით იყო მათ მიმართ განწყობილი, ლევანიც და ირაკლიც.
ორივემ წამიერად ანა და მარიამისკენ გაიხედეს, მერე ერთმანეთის მზერად წააწყდნენ და გაეცინათ
- მგონი დაგვერხა... გაიცინა ირაკლიმ და ძმაკაცს ზურგზე ხელი დაადო, წამოდი რამე დავლიოთ.
- სოციალური ქსელები არ აქვს.. გულწრფელად უთხრა ლევანმა ძმაკაცს, ირაკლის აღარ გასცინებია, პირველად ნახა ლევანი ასეთი, თითქოს ესმოდა მისი.
- გპირდებით ყველაფერს გავარკვევთ.
- შეიძლება ვინმე ყავს
- სიმართლე გითხრა მეც ეგრე მგონია, სხვანაირად არამგონია ასეთი ინდიფენდენტური ყოფილიყვნენ ირგვლივ ყველას მიმართ.
- მაინც გავარკვიოთ, ჩვენი რა მიდის.
- ხო პროსტა ყველა ნორმალურ გოგოს უკვე ყავს პატრონი, ჩაიცინა ირაკლიმ.
- ბეჭდები არ უკეთიათ. ბოლო იმედს წაეპოტინა ლევანი და ხმამაღლა გაიცინა.
სასმელები აიღეს და საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ, მალე სხეულზე წვიმის წვეთები იგრძნეს და ქოლგების გაშლა დაიწყეს.
მარიამმა და ანამაც სცადა ქოლგა გაეშალათ თუმცა ვერ შეძლეს, ის იყო მარიამი ბარისკენ დაიძრა დახმარება რომ ეთხოვა რომ , ირაკლი მიუახლოვდა,
- დაგეხმაროთ? კითხა ანას და თანხმობას არც დალოდებია ისე დაიწყო ქოლგის გაშლა.
- დიდი მადლობა, უპასუხა ანამ და მამაკაცს გაუღიმა
ირაკლიმ მოულოდნელად მკლავი გაუწოდა
- ირაკლი
- ანა
ახლა ხელი მარიამისკენ მოაბრუნა რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, მარიამმაც გაუწოდა ხელი
- მარიამი
- არ გინდათ შემოგვიერთდეთ? რაც მეტი მით უკეთესი
ირაკლი ანას მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
- მადლობა მაგრამ მირჩევნია წიგნის კითხვა დავასრულო, გაუღიმა ანამ
- ძალიან ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, იქნებ მარიამს უნდა, ახლა ღიმილით შეხედა მარიამს,
- მეც ანალოგიურად- ღიმილით შეხედა მარიამმა
- თუ ასეა რას გავეწყობი, ირაკლი გოგონებს დაემშვიდობა, ლევანი კვლავ მისჩერებოდა ორ დაქალს , ახლა მაინც ფიქრობდა რომ დაქალები ერთმანეთს რამეს ანიშნებდნენ, ან მათზე გადაულაპარაკებდნენ, თუმცა კვლავ იმედი გაუცრუვდა, მარიამი როცა მშვიდად დაეშვა შეზლონგზე და წიგნის კითხვა განაგრძო.
მოსაღამოვდა, მარიამმა და ანამ თავისი ნივთები აიღეს და გასახდელისკენ გავიდნენ, ირაკლიმ და ლევანმა კი გადაწყვიტეს ეზოში მოსაწევად ჩასულიყვნენ, იქნებ ბოლოჯერ გოგონებზე გამოლაპარაკების შანსი მისცემოდათ, გოგონები შავი თხელი სარაფნებით გამოვიდნენ, ეზოსთან კი თეთრი ლენტკრუიზერი შეჩერდა, მარიამი წინ, მისი ძმის გვერდით მოკალათდა, ანა კი უკან, ლევანმა რა თქმა უნდა ის იფიქრა რასაც ყველა სხვა იფიქრებდა, თავის გონებაში ეს მამაკაცი უშლიდა მარიამს სოც ქსელებს და გარემოსთან კონტაქტს, უცბად ლევანის გონებაში ბევრი ზღაპარი დაიწერა, როგორ ემორჩილება მარიამი ფულიან საქმროს, როგორ იტანს მის უჟმურ ხასიათებს ფულის გამო, ლევანის წარმოდგენაში წამიერად მარიამიც სხვა ფულზე მონადირე გოგოდ იქცა, წამიერად არც მარიამი განსხვავდებოდა იმ გოგონებისგან აუზზე ზემოთ რომ ელოდნენ და ტვინს უბურღავდნენ, ირაკლიმ იგრძნო ძმაკაცის გაფუჭებული გუნება და წასვლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, ლევანმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მოჩვენებით კარგ ხასიათზე დაუბრუნდა ახლადგაჩენილ ნაცნობებს და „ ნაშოჩკებზე „ მონადირე ძმაკაცებს.

ჩემი ახალი ისტორია. არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა, გამიზიარეთ მოგწონთ თუ არა, გავაგრძელო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent