შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 15)


6-08-2019, 18:28
ავტორი naattii
ნანახია 1 790

წყნარ ქუჩებში მოძრაობდა გაბრიელის შავი მანქანა, რამდენჯერმე გაიფიქრა სანამ მივალ მოვიფიქრებ რა უნდა ვუთხრაო, თუმცა იცოდა ადგილზე მისული ყველა სიტყვა გაფრენილი იქნებოდა გონებიდან და უფრო დაიბნეოდა, ამას ჯობდა დედის შეკითხვებისთვის მოესმინა და პასუხები ისე გაეცა. მძიმედ დააკაკუნა რკინის კარებზე და ღრმა ამოსუნთქვით მოემზადა არასასიამოვნო საუბრისთვის. კარი მალევე გაიღო, თამარს დროის შესაფერისად უკვე საღამური ჩაეცვა და სხეული ფუმფულა ხალათით დაეფარა. თითქოს გაეღიმა შვილის დანახვაზე, მაგრამ შეძლო მკაცრი სახის შენარჩუნება და უსიტყვოდ შეატარა გაბრიელი.
-ასე გვიან აღარ გელოდი_სიცივე დატყობოდა ქალის ხმას.
-ახლა გავთავისუფლდი და ვარჩიე მალევე დაგლაპარაკებოდი_დივანზე მოკალათდა ბიჭი და ხელით ანიშნა დედას დამიჯექიო.
-არ მეტყვი რა ხდება გაბრიელ?_ნიღბის გარეშე მიუჯდა ამჯერად თამარი.
-არაფერი არ ხდება დედა, როგორც ყოველთვის აზვიადებ, იმ გოგოს დახმარება სჭირდებოდა, დაცვის გარეშე ჩვენებას არ გვაძლევდა, ჩვენთვის კი მისი ალაპარაკება მნიშვნელოვანი იყო. რაღაც პერიოდი დახმარებას გავუწევთ და შემდეგ წავა.
-და აუცილებელი იყო თქვენთან ჩასახლებულიყო სახლში? რადგან ბევრი იცოდა ესეიგი ისიც გარეულია, როგორ წარმოგიდგენია ორ გამომძიებელთან მისი თანაცხოვრება?
-დედა, შენ რა გაწუხებს, ჩვენთან რომ ცხოვრობს, დამნაშავე რომ არის თუ ქალი რომ ცხოვრობს ორ უცოლო ძმასთან?_მაინც გამოიჭირა ფრთხილი თამარი და ლოყებიც აუწითლა სირცხვილისგან.
-რა თქმა უნდა ბოლო_ამოიხვნეშა ქალმა -რომელიმეს რომ მოგეწონოთ? იქნებ იოანეს უკვე მოწონს? ღმერთო ის ისეთი გულუბრყვილიოა, მოწონს არა? მიტო წამოიყვანეთ.
-არა დედა, სულ გაგიჟდი? იოანე სულელი სულაც არაა, ხომ არ გავიწყდება ტოლები ვართ_ჩაეცინა ბიჭს.
-აბა შენ მოგწონს?_გამომცდელად დააკვირდა თამარი.
-დედა, გეყოფა, შეგიძლია მშვიდად იყო, კიდევ ცოტაც და ყველა თავის გზაზე წავა._უნებურად დაღონდა გაბრიელი და თვალებიც გაუფართოვა ქალს.
-ღმერთო ჩემო_უნებურად შიცხადა პირველად დანახული ასეთი შვილი -შენ ხომ ......
-რა? ყოველთვის წესიერი და სამაგალითო ვიყავი? ხოდა იმედი გაგიცრუე ძვირფასო დედიკო, თურმე მეც მემართება სასწაულები_სიმწრით გაეცინა ბიჭს და რატომღაც მოუნდა დედისთვის გული გადაეშალა.
-გაბრიელ, მე..... არც კი ვიცი რა გითხრა_ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა თამარი, -დარწმუნებული ვარ ის სიტყვები რაც ენაზე მადგას დიდი ხანია უკვე შენი თავისთვის ნათქვამი გაქვს.
-ამიტომაც გეუბნები დედა, რომ მშვიდად იყო.
-მაგრამ, ........._სათქმელი სიტყვები გაბრიელის ტელეფონმა შეაწყვეტინა მოწყენილ თამარს.
-გისმენთ?
-გაბრიელ, შვილო, ნაზი ვარ ქვედა სართულიდან.
-დიახ, გისმენთ ნაზი დეიდა.
-შვილო ხომ კარგად ხართ? ხომ მშვიდობაა ჩვენ თავს? ისეთი ხმაური იყო შემეშინდა.
-რაზე ამბობთ ნაზი დეიდა ახლა სახლში არ ვარ და არაფერი ვიცი_წარბები შეეკრა ბიჭს.
-შვილო რამდენიმე წუთის წინ დიდი ხმაური იყო, ერთი გასროლის ხმაც, ახლა ყველაფერი ჩაწყნარდა და მიტო გავბედე დარეკვა, შემეშინდა რამე უბედურება ხომ არაა ჩვენ თავსთქო.
-ახლავე მოვდივარ ნაზი დეიდა_დედის ძახილს ყურადღება აღარ მიაქცია გაბრიელმა ისე გაიხურა კარები, ვერც მიხვდა როგორ აღმოჩნდა მანქანაში, როგორ დაქოქა, როგორ გაიარა გზა სახლამდე. გონს მოსვლა მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა სახლის კარი ლამის წიხლით შეაღო და იატაკზე დაგდებული სისხლიანი ძმა დაინახა.


-დარწმუნებული ხარ რომ სროლას შეძლებ?_ნიღაბი ჩამოიხსნა სახიდან გიორგიმ და ცინიკური სახით ახედა სანდროს.
-თითქმის_ოდნავ ეჭვი ჟღერდა საპასუხოდ.
-ორივემ კარგად ვიცით, რომ მკვლელი არ ხარ_სიგარეტს გაუკიდა გიორგიმ, თითქოს სულაც არ ნერვიულობდა.
-მართალია, მკვლელი არ ვარ, მაგრამ ჩემი დისთვის .....
-ოჰ, კარგი ერთი, ვის ატყუებ_ხელი აიქნია ბიჭმა -რომელი დისთვის? ფულის გამო ნარკო მოვაჭრეს რომ მიუგდე? მე კი გასა*იმად მომიგდეს და გავ*იმე კიდეც_მხრები აიჩეჩა გიორგიმ.
-ვერ გავიგე?_თვალები გაუდიდდა სანდროს.
-ხო რა? მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რა? ვერ მოვერეოდი?_ჩაეცინა მაღლაფერიძეს და ბავშვობის მეგობარს მზერა თამამად გაუსწორა, -ბავშვობიდან მევასებოდა, ყოველთვის მინდოდა, მე კი შანსი არ გავუშვი, ქალიშვილი ჩამბარდა იციი?_ხარხარი დაიწყო გიორგიმ -ეტყობა ვინმე განსაკუთრებულს ელოდა და მივედი კიდეც, ვერავის დააბრალებ, თავად ჩამიგდე ხელში_ხელები გაშალა და ირონიულად გამოხედა „ბავშვობის მეგობარს“, ეს კი სწორედ ის იყო, რაც მის სახეს საბოლოოდ შეეყინა, რადგან სანდროს იარაღმა მთელი ხმით იგრიალა და სიზუსტიდ დაეჭედა ტყვია გიორგის შუბლზე.
-ნაბი*ვარო_ზემოდან დააფურთხა გამწარებულმა გვამს და უყოყმანოდ გადააბიჯა. გიორგის სხეული სამუდამოდ დარჩებოდა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის სახლში, სადაც დიდად შესაძლებელი იყო, რომ ვირთხებისა და მწერების ლუკმა გახდებოდა.


დედაქალაქში სიცხე სადღაც გადამალულიყო, წვიმას თავი გამოეჩინა და მთელი დღის მცდელობის შედეგად ქუჩები უკვე ბოლომდე დატბორილიყო, ჰაერში წვიმის, ნესტისა და მოწყენილობის სუნი ტრიალებდა. წვიმისგან გაბეზრებული ხალხი საძულველი ქოლგით ცდილობდა მშრალი დარჩენილიყო, ზოგი კი არაფერს უშინდებოდა მხიარულად მიაბიჯებდნენ სველები ტროტუარზე. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ღამის საათებშიც რთული იყო ვინმესთვის გვერდი აგევლო. ამ გადაჭედილ ტროტუარზე კი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა შავ კაპიუშონ წამოფარებული ბიჭი, რომელიც მალევე შევარდა ერთ-ერთი ბინის სადარბაზოში და ლიფტის ღილაკს დააწვა.
-როგორაა საქმე?_შესვლაც ვერ მოასწრო სასურველ ბინაში ფანჯარასთან მდგომი კაცისგან ცივად ნათქვამი სიტყვები რომ გაიგონა.
-საბუთები წამოიღეს._შიშისგან ხმა უთრთოდა ბიჭს.
-მოწმეები?
-დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს ჯერ, ვიცით რომ რამდენიმე გასროლა იყო, კავშირზე გამოსვლისას მხოლოდ ის თქვეს, რომ საბუთების აღება მოახერხეს._ნერწყვი გადაეყლაპა ახალგაზრდას.
-უჩემოდ ვერაფერს აკეთებთ არა?_უკან მობრუნდა კაცი და მაშინვე გაკრთა მის თვალებში ჩაბუდებული ნაპერწკლები. უხმოდ, თავჩაღუნული უსმენდა ამბის მომტანი და ცუდი გადაწყვეტილების მოლოდინშითვალბი დაეხუჭა. -მაშ კარგი, რადგან უმაქნისების არმია მყოლია საქმეს თავად მივხედავ. ყველაფერი მოამზადეთ, ქუთაისში მივდივართ, ვნახოთ აბა ასე ვინ გადიდგულდა_კბილები გააღრჭიალა ნაგაზმა და უხმაუროდ დატოვა ბინა.

-------------------
სიდიდეს აღარც ვუყურებ ისიც მიკვირს ეს რომ დავწერე :დ როგორც გითხარით ჩემმა პატარამ მოვლენებს დაასწრო ადრე გაჩნდა და დრო თითქმის არ მაქვს ეს ვწერო, ახლაც სანამ ნანაშია რაღაც მოვახლაფორთე. მადლობა თქვენ გაგებისთვის <3 ვეცდები არ დავიგვიანო ხოლმე <3



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

პირველ რიგში გილოცავთ გაგიზარდოთ ღმერთმა. არ იდარდო როცა დადებთ მაშინ წავიკითხავთ მთავარია ბავშვი

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი მაკო
პირველ რიგში გილოცავთ გაგიზარდოთ ღმერთმა. არ იდარდო როცა დადებთ მაშინ წავიკითხავთ მთავარია ბავშვი

მადლობა ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

გილოცაავ პატარას ღმერთმა გაგიზარდოს ❤ რაც შეეხება ამ თავს პატარა იყო დამაკლდა მაგრამ საპატიო მიზეზი გაქვს , იმედია იოანეს არაფერი მოუვა ნუ პატარა შრამი მოუხდება კიდეც : ))

 


ნათი, პირველ რიგში გილოცავ პატარს, ბედნიერი და სასახელო გაგიზარდოთ უფალმა❤
პატარა, მაგრამ საინტერესო თავი იყო. გიორგის ამბავი გულს მალამოდ მოედო :დ
იმედია ჩემს იოს არაფერი დაემართება და არც ლილუს.
ნაგაზი თამაშში შემოგყავს, ეს უკვე საინტერესოა :დ
ცოტა დაგვიანებას გავიძლებთ მთავარია პატაწუკელა❤
გელოდები.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანანო

გილოცავთ !!მაგრამ ჩემი აზრით იოანესაც ჭირდება სიყვარული????????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

გილოცავთ. ღმერთმა ჯამრთელი გაგიზარდოთ. კიდე კაი არ დამიწყია კითხვა. რო დასრულდება მერე წავიკითხავ. მოუთმენლად გელით.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელე

გილოცავთ პატარას, ჯანმრთელი გაგიზარდოთ ღმერთმა.
ყველა თქვენი ისტორია მომწონს და სიამოვნებით ვკითხულობ, ასევეა ეს ისტორიაც, დაველოდებით ხოლმე არ იდარდოთ :)

 


№8  offline წევრი ვიპნი

გილოცავ,ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს :*

 


№9  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა თქვენ. ვეცდები ხვალ იყოს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent