ცხოვრებავ, მეხუმრები ხო? (თავი 5)
- უხხ, უიღბლო ხარ ნიაკო, უიღბლო. ვიჯექი გაუნძრევლად. წვიმის წვეთები მეხებოდა მთელს ტანზე. გალუმპული ვიყავი, თუმცა არ მანაღვლებდა. ამდენი ემოციისგან და სიცივისგან დაღლილს ძალიან მალე ჩამეძინა. ალბათ ახლა იფიქრებთ, როგორ არის შესაძლებელი წვიმაში ძილი, თუმცა საქმე საქმეზე როდესაც მიდგება, წვიმაშიც და ყინვაშიც დაგეძინებათ. თვალები როდესაც გავახილე, დავინახე ჩემს ზემოთ აშკარა ჭერი, რომელიც საერთოდ არ გავდა ნაცნობს. მოიცა, ეს საერთოდ სახლის ჭერიც კი არ არის. აბა ეს... ეს- გავიფიქრე და გარშემო მიმოვიხედე. მე რა , მანქანაში ვზივარ? ეს რანაირად მე ხომ... - ალქაჯს გაუღვიძია, რთული დღე გქონდა გავიგე, თუმცა არა , მაინც ვერ მივხვდი, რაზე გქონდა საუბარი ამ შენს დღიურში. გასაგებია უცხოს რატო არ უნდა გაყვე მაგრამ ეს მუტანტი ვინღაა? რადგან აქ ჩემს სახელს ვერ ვხედავ, ესეიგი ჩემთან წამოსვლა ძაალიან გინდა ხო?- თქვეენ რა , მეღადავებით? პირდაპირ მუტანტის ხახაში ჩამაგდეთ? სერიოზულად მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? - ვფიქრობდი ჩემთვის გამწარებული და ვლანძღავდი ყველას ვისაც კი ვიცნობდი. მოიცა საიდან გავიგეო? დღიურიო? - რა უფლებით წაიკითხე ჩემი დღიური? - ყველაფერი გავატარე და პირდაპირ რაც მაინტერესებდა მივახალე პირში. მართალია ძაალიან უხეშად მომივიდა, მაგრამ ახლა სიბრაზეს ვერ ვაკონტროლებ და შეიძლება სულ მალე ბომბასავით გავსკდე. - იმ უფლებით, რა უფლებებითაც შენი საქმრო სარგებლობს. - თვალი ჩამიკრა და ახლაღა გავიაზრე რომ მანქანა თურმე სადღაც მიდის, ეს გამტაცებელი კიდე საჭესთან ზის და სადღაც მივყავარ, მე კიდე აქ დღიურზე ვუწყებ ჩხუბს. - ახლავე გააჩერე, სად მიგყავარ შე არანორმალურო, დროზე გააჩერე მეთქი თორე გადავხტები ფანჯრიდან. - უკვე პანიკაში ვვარდებოდი როდესაც მაგრად დაამუხრუჭა და კინაღამ წინ მდებარე მანქანის შუშას შემატაკა. - აჰა, გავაჩერე კიდეც და შეგიძლია გადაბრძანდე. - მითხრა ირონიით აღსავსემ . ესე მარტივად რატო დამთანხმდა? დარწმუნებული ვარ რაღაც რიგზე ვერ არის. - ჩემი დღიური მომეცი და ახლავე წავალ. - ჩემდაუნებურად წარმოვთქვი. - უფს, ფანჯრიდან მოვისროლე. - ვითომც არაფერიო ისე მითხრა. - შენ... შენ არ ხარ ადამიანი. მონსტრი და უგულო არსება ხარ. - გაბრაზებულმა ვუთხარი , კარები გავაღე და მანქანიდან გადასვლა დავაპირე თუმცა... მოიცა, ეს რაადგილია? - გავიფიქრე და შევათვალიერე იქაურობა. არც დასახლება, არც მაღაზია, არც მანქანები, დიდად ეს ადგილი არც ხეების სიმრავლით გამოირჩეოდა. სპეციალურად გამიკეთა ხო? აი ასეც ვიცოდი. ხომ ვთვქი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. - აბა, კიდევ გაქვს მანქანიდან გადასვლის სურვილი? - აშკარად ჩემი სიფათით გახალისებულმა იკითხა. - შენთან ერთად მაინც არ წამოვალ. საერთოდ არ იცი რას ნიშნავს ადამიანურობა. მე შენნაირი არ ვარ, ხალხს მონსტრივით არ ვექცევი.- მივმართე მას და მანქანიდან გადმოვედი. კიდევ კარგი, ტრასა მაინც იყო. ავდექი და ტრასას გავყევი. დიდხანს ვიარე. მივდიოდი და უკან არც კი ვიხედებოდი. ძალიან მინდოდა წყალიც. გეგონება საჰარას უდაბნოში მოვხვდი და მალე ჰალუცინაციები დამეწყებაო. თუმცა ალბათ მართლაც დამეწყო, სხვა შემთხვევაში ჩემს სხეულზე კაბა რანაირად აღმოჩნდებოდა. ახლა რომ მოვკიდებ ამ კაბას ხელს ალბათ ისევ დაბრუნდება ჩემი სველი საღამურები. მოიცა, კაბის მატერიას რატო ვგრძნობ? მან რაა... ეს... - უზრდელი, უხეში , ცხოველი, როგორ გაბედა, ეს ... ეს... - ეს მე არ გამიკეთებია. ეს შენმა აღმზრდელმა ჩაგაცვა, სულაც არ ვარ ისეთი მონსტრი, როგორიც წარმოგიდგენივარ.- არსაიდან გაჩენილმა მუტანტმა ამოილაპარაკა. - როგორ მიპოვე? - მთელი ამდენი ხნის მანძილზე მოგყვებოდი უკან. - თითქოს სინანულის ნოტები იგძნობოდა მის ხმაში. - არა მე ვიგულისხმე რომ, იქ, ქოხში. როგორ მიპოვე? - მთელი ღამე გეძებდნენ შენი აღმზრდელები, და მეგობრებიც. შემდეგ მეც დავეხმარე მათ . ნიტას უეცრად მოაგონდა ეგ ადგილი და მეც ავდექი და მოგაკითხე. სახლში წაგიყვანე, ვერაფრით გამოგაფხიზლეთ, ღრმად გეძინა, ამიტომ თავად გამოგიცვალა და შემდეგ მე მას შევთავაზე რომ პირდაპირ ჩემს სახლში წაგიყვანდი. ბოდიში დღიურისთვის, და საერთოდ ყველაფრისთვის, უბრალოდ არ შემიძლია უხეშობის გარეშე.- მან რა ახლა ადამიანურობა გამოიჩინა?- იქნებ მანქანაში ჩავჯდეთ და წავიდეთ? თორემ ძალიან დავიღალე ასე, ფეხები მეტკინა.- გაჩერდა და საწყლად შემომხედა. - კარგი, ოღონდ აღმზრდელებთან დამაბრუნე ისევ, მე არმინდა შენთან. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, და სულაც არ მინდა რომ გავთხოვდე უცნობზე. - ჩაჯექი. მეც ჩავთვალე რომ ეს დადებითი პასუხი იყო. ჩავჯექი მანქანის წინა სავარძელზე, პირდაპირ მძღოლის გვერდით. ისიც ჩაჯდა და მანქანა დაძრა. ათ წუთიანი მგზავრობის შემდეგ მივხვდი რომ საერთოდაც არ მიდიოდა ჩემი სოფლისკენ. - მგონი მიმართულება შეგეშალა, ჩემი სოფელი სხვა გზაზეა. - შენ რა გეგონა რო შენს ხუშტურებზე ვივლიდი? შენ მაინც ჩემი ცოლი გახდები, სხვა გზა არ არსებობს. ჩემს რეპუტაციას არ შევილახავ ვიღაც განებივრებული ტუტუცი გოგოს ხუშტურების გამო.- მწყობრიდან გამოსულმა მომმართა. შემეშინდა, ისევ. მაგრამ ახლა მეწყინა კიდეც. - არადა მეგონა რომ ადამიანურობა ცოტათი მაინც გაგაჩნდა.- მხოლოდ ესღა ვუთხარი და ფანჯრისკენ გავიხედე. იქნებ სწორიც არის? ეს ქორწინება... ეს ხომ საუკეთესო გზაა ყველასგან შორს ყოფნისათვის. აღარ მიფიქრია მეტი, გონება გავთიშე და ისევ გადავეშვი სხვა სამყაროში. - გაიღვიძე ნია, თბილისში ჩამოვედით. - მომმართა მუტანტმა და მეც რათქმაუნდა წამებში გავახილე თვალები. ნელა მივუყვებოდით მანქანით განათებულ ქუჩებს. ოუ, როგორი ლამაზი ყოფილა თბილისი. რატომ არაფერი მახსოვს? ნეტავ რა მოხდა მაშინ... - მოკლედ, მალე დადიანების საკუთრებაში მივალთ, ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ თითქოს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. არ შემარცხვინო, თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ. - კბილებში გამოსცრა მან. - მე თამაში არ გამიჭირდება, თუმცა შენზე ძალიან მეეჭვება სიყვარულის განმარტება იცოდე.- მეც არ დავაკელი და ასე გაბრაზებულები მივადექით დადიანების ჭიშკარს. სარკეში ჩავიხედე, თმები ცოტა ხელით მოვიწესრიგე და გადასასვლელად მოვემზადე, თუმცა უეცრად მუტანტმა გამაჩერა , მანქანიდან გადავიდა და კარები გამიღო. ოჰ, შესძლებია თურმე ჯენტლმენობა. ხელიც გამომიწოდა, თუმცა მე მისი დახმარება არ მივიღე, გადმოვედი და მას ზურგი ვაქციე. გარემოს შეთვალიერება დავიწყე. მგონი სასახლეში მოვხვდი და მიმალავენ. თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინციღა მაკლია და ეგაა, ზღაპარში მოვხვდი. უცბად ჩემს უკან მომავალი სინათლე შევნიშნე , გავიხედე და დავინახე თეთრი მანქანა რომელმაც პირდაპირ ჩემს წინ დაამუხრუჭა. - ძმაო, შენ კიდევ ვერ ისწავლე ტარება? - ვიღაცას მიმართა მუტანტმა. მანქანის კარი გაიღო და ჰოი საოცრება , ჩემი გმირი გამოჩნდა ჰორიზონტზე. აჰა, ესეც შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი. - კარგად ხარ? - თითქმის გაქვავებული შევცქეროდი თბილისელს, რომელიც ასე ძალიან მომწონდა. მან კი ხელები ამიქნია სახესთან. - კკ კი. უცბად გამოფხიზლებულზე მეტყველების უნარიც კი წამერთვა. - დანი, მე და ჩემი საცოლე შესვლას ვაპირებთ, და შენ? - მეც რათქმაუნდა.- იღიმის, ოო როგორ უხდება.- მხოლოდ თქვენს შემდეგ. - ნია, წავედით. - ხელი ჩამჭიდა წყობილებიდან გამოსულმა მუტანტმა და სასახლისკენ თითქმის ძალით წამათრია. მან ზარი დარეკა. ვაიმე! საერთოდ რა მინდა აქ. ახლავე უნდა წავიდე. დავსახე გეგმა რომ უცბად გავქცეულიყავი. მუტანტს ხელზე ვუკბენდი, ის გამიშვებდა, მე კი გავიქცეოდი და ჰოი თავისუფლებავ, მე მოვდივარ. მოქმედება როდესაც დავიწყე და მუტანტს ვუკმინე, მოსალოდნელმა ხელის გაშვებამაც არ დააყოვნა, თუმცა... კარი გაიღო. ჯანდაბა! ისევ მთელი გეგმა თავზე დამემხო. ეხა რა გეშველება ნიტა, ვითომ გადარჩები კბენისთვის? - ბატონო ნიკოლოზ, მობრძანდით. შემოგვეგება შავ თეთრ ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა. იქნებოდა ალბათ ოცის. - ჩემს საცოლეს ოთახი გაუმზადეთ. - გასცა განკარგულება მუტანტმა. - გაჩერდი მარიამ!- სრულ სიჩუმეში გაისმა შიშისმომგვრელი ხმა. ეს ხმა კი კიბის ბოლოდან ისმის. ვიღაც ჩამოსვლას აპირებს. - დედა.- ზურგს უკან მდგარმა ხმამაც არ დააყოვნა, ეს ხმა ქალაქელს ეკუთვნოდა. უფროსწორად კი, დანის. კიბისკენ გავიხედე. დანახულმა კი სულ მთლად გამაქვავა. პირველი, რაც შევამჩნიე იყო ის, რომ კიბეზე ერთდროულად ამაყი, ძლიერი, და ნამდვილი არისტოკრატი ჩამოდიოდა. თვალებს გადავაწყდი, შავი, როგორც ღამე, განოხედვა, როგორც შევარდენი. კიბეზე ნელი, ზომიერი და ძლიერი, ამაყი ნაბიჯებით მოიწევდა ჩვენსკენ. - აქ რა ხდება? - ისევ ეს საოცრად ცივი ბგერები. - ელიზა, გაიცანი. ჩემი საცოლე, ნია.- ამოიღო ხმა მუტანტმაც.- ნია, გაიცანი, ელიზა, მამიდაჩემი.- ვაიმე! ნია , ნამდვილად მაგარ შარში ხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.