შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები (თავი 16)


8-08-2019, 20:32
ავტორი naattii
ნანახია 1 733

რთული აღმოჩნდა გაბრიელისთვის ძმის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად, მაგრამ იმ რამდენიმე წამში ლამის მთელი ცხოვრება დაეკარგა. ყოველთვის ამბობდნენ და მასაც გაუგია, ტყუპები ერთმანეთს ბოლომდე გრძნობენო, მართალია არ სჯეროდა, მაგრამ იმ დროს მთელი გულით ნატრობდა სიმართლე ყოფილიყო. რატომ ვერ მიხვდა? წინასწარ რატომ ვერ გათვალა? არ ეკადრებოდა ასეთი საბუთები მარტოებისთვის გამოეყოლებინა, ნაგაზს ხალხი ყველგან ყავდა, რასაკვირველია მაშინვე გაიგებდა მათ არსებობასაც და მოპოვებას მოინდომებდა. ამ ყველაფრის გაფიქრებისთვის 10 წამიც არ დაჭირდა, მაშინვე ძმის სხეულს მივარდა და აკანკალებული ხელით მოუსინჯა პულსი. ფეთქავდა! იოანეს გულს სისხლი ჩვეულებრივ მიეწოდებოდა. იმდენად დიდი იყო შვების შეგრძნება ხმამაღლა ამოისუნთქა ბიჭმა და სასწრაფოში დარეკა. განძრევა აუკრძალეს და მხოლოდ ის შეძლო სახეზე ხელების დადებით გამოფხიზლება ეცადა.
-რა გულს მიხეთქავ იოანე, ესაა მთელი ცხოვრება სისხლი უნდა გაგიშროო? ოღონდ გამიშრე და ხმის ამომღები არ ვარ_სიმწრისგან გაბზარული ხმით საუბრობდა ბიჭი.
-იცოდე სიტყვაზე გიჭერ_ლამის ჩურჩულით გაისმა ძმის პასუხი და გაბრიელისთვის ეს იმდენად სასიხარულო იყო არც კი უცდია ცრემლის დამალვა.
-ესაა მაგარი ბიჭი ვარო? ასე იოლად დაგაწვინეს?_სიყვარულით უსმევდა თავზე ხელს.
-როგორ გეკადრება? არ შეგარცხვინე და ერთი მეც დავჭერი, აქ როდემდე უნდა ვეგდო გვერდები გამიცივდა_წუწუნიც მალე დაიწყო
-იოანე ლილუ?_მეორედ გაებზარა ხმა გაბრიელს.
-ჯანდაბა, ლილუ, სამზარეულოში იყო რომ შემოცვივდნენ_ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მითთებული ოთახისკენ გაქცეულ ძმას მზერა გააყოლა, რამდენადაც ეს იატაკზე დაგდებულმა შეძლო.
-რახდება გაბრიელ? ცოცხალია? წაიყვანეს?_რამდენადაც შეძლო ხმის ამაღლება ისე დაუძახა მიმალულ ძმას.
სამზარეულოში კი გაბრიელს მეორედ გაეყინა სხეული, შესასვლელთან რამდენიმე გატეხილი თეფში იწონიდა თავს, როგორც ჩანდა ლილუმ ისროლა, მაგიდა გადაეყირავებინათ, მის უკან კი აშკარად მოჩნდა ქალის ძირს ჩაცურებული სხეული. მაშინვე მას მივარდა ტყუპიც და გული ტკივილისგან კიდევ ერთხელ შეეკუმშა, გახეთქილი ტუჩიდან ჯერ კიდევ სდიოდა გოგოს სისხლი, ცალი თვალი დალურჯებოდა და ჯერ კიდევ ახერხებდა ორგანიზმი ხელში დაკავებული დანა არ გაეშვა. მთელი ძალით ცდილობდა ალბათ თავდამსხმელის მოგერიებას და ვერც კი მიხვდა გაბრიელი ისე აივსო უეცრად მოსული სიამაყის გრძნობით. ასეც იცოდა! ლილუ სწორედ იმ ძლიერი ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლების უკან დახევაც თითქმის შეუძლებელია, რომელთაც ცხოვრების გამოცდები ვერ აშინებენ და არც ტკივილს ერიდებიან მიზნის მისაღწევად. მთელი გულით გაეღიმა გაბრიელს მისი ფიქრები რომ გამართლდა და მთელი სიფრთხილით მიიხუტა გულთან ქალის თხელი სხეული.
-ღმერთო რაღა მომკლავს აწი, რა გულისამაჩუყებელი სცენაა_ღიმილით ჩიფრუტუნა დივანზე მისვენებულმა იოანემ.
-ვინ გითხრა ადექიო?_წარბები შეეკრა უფროსს და საოცარი სიფრთხილით მიაწვინა ლილუ ძმის გვერდით.
-კარგი რა, გამეყინა გვერდები_ხელი აიქნია ბიჭმა, -თანაც მკლავში მომხვედრია და დიდი არაფერია.
-მაგ დიდი არაფერიდან ჯერ კიდევ თქრიალით გდის სისხლი_წარბშეკრულმა გადახედა გაბრიელმა ძმას და მოხსნილი ქამარი მთელი სიმწრით გადაუჭირა ბიჭს, მოყვა კიდეც ამ საქციელს მისი ზმუილი.
-ჰა, მოიყვანე ახლა გონს თუ ასე გათიშულზე უფრო წყნარად ტკბები? ვერაფერს იტყვი რომანტიულია_ხელის აქნევით მიეყრდნო დაჭრილი დივნის ბალიშს და სასწრაფოს ყვირილზე ამოისუნთქა. -გამაყუჩებელიც მომივიდააა.

უამრავი ადამიანი ირეოდა ახალი კლინიკის მისაღებში, ამ შუაღამითაც კი საავადმყოფო ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი იყო, რომელმაც საათი, დრო და ხასიათი არ იცოდა. მალევე ეგუება ადამიანი მისი ცხოვრება თავად რომ არ ეკუთვნის და ისიც არ იცის მეორე წუთს რა მოელის, ეს ადგილი ყველას აერთიანებს, არააქვს მნიშვნელობა დაავადებას, ასაკს, სქესს, აქ ცხოვრებაში ერთხელ ყველა ხვდება. შემდეგ გიწევს ამ სკამზე იჯდე და ილოცო, რომ გამოსულმა თეთრ ხალათიანმა, რომელიც შენ გვარს გამოაცხადებს, ცხოვრება არ წაგართვას, პირიქით შეგიმსუბუქოს და გითხრას, რომ ტყუილად არ გინერვიულია, რომ შენ ან შენიანი კარგად იქნებით. შესასვლელთან მჯდომი ახალგაზრდა გოგო კი აშკარა იყო ასეთ ამბავს ვეღარ მიიღებდა, გულამოსკვნი ტირილზე ეტყობოდა საშინელი ამბავი რომ გაგო და ჩაკეცილი ზლუქუნებდა. არანაკლებ შეშფოთებული სახით შევარდა ნენე და მაშინვე გაბრიელის ძებნა დაიწყო თვალებით. ხელებში თავჩარგული იჯდა ბიჭი და ისიც სხვებივით ელოდა განაჩენის გაგონებას.
-ვიცოდი, რომ ეს დღე ერთხელაც დადგებოდა_ცრემლმორეული გადაეხვია ბიჭს და შორეული ფიქრებიდან რეალობას დააბრუნა.
-არ ინერვიულო ნენე, იოანე კარგადაა, ხელში მოხვდა, თანაც გამჭოლი ჭრილობაა, უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა, გადაუსხამენ და გამოწერენ. ხუმრობის ხასიათზეც კია.
-ეგ ხუმრობის ხასიათზე სულაა_ჩაიფრუტუნა გოგომ და ცრემლები მოიწმინდა. -აბა ასე რატომ ხარ?_ეჭვით აათვალიერა ტირილამდე მისული ბიჭი.
-არა კარგად ვარ_ძალით გაიღიმა და უკან მინებში გზას გახედა -ლილუს ამბავსაც გავიგებ და მორჩა.
-გასაგებია_ახლა ნამდვილად გაეღიმა ნენეს და გვერდით მიუჯდა გაბრიელს. -მითხარი კიდევ რაღაც საქმე მაქვსო?
-მინდა იოანე წაიყვანო_პირდაპირ თვალებში შეხედა და საუბარი ისე განაგრძო -შენ არ გიცნობენ, თუ ვინმე აგედევნება მოშორება იცი, ოღონდ შენთან არა, ვიცი შეძლებ ისეთი ადგილის პოვნას სადაც ვერავინ მოიფიქრებს თქვენ ყოფნას.
-რა თქმა უნდა_დარწმუნებით დაუქნია გოგომ საპასუხოდ თავი.
-მაპატიე, ვიცი ბევრს გთხოვ მაგრამ....
-გაბრიელ, _წარბშეკრულმა გადახედა ტყუპს -იოანე მთელი ჩემი ცხოვრებაა, თუ საჭირო გახდება მის გამო მთელი ცხოვრებით გადავიხვეწები ნებისმიერ ადგილას. მეორედ მასეთი არაფერი მითხრა.
-ვიცი ნენე _გულწრფელად გაეღიმა ბიჭს და გვერდით მჯდომი ყურადღებით შეათვალიერა, ძლივს მოასწრო გაფიქრება როგორი იდიოტი ძმა ყავდა, რომ მოსაცდელში ექიმი გამოჩნდა. ყველა ფეხზე წამოიშალა თუმცა ექიმმა მხოლოდ ორი გვარი გამოაცხადა:
-ყიფიანი და ნემსიწვერიძე.
-დიახ, ჩვენ ვართ, როგორ არიან?
-თქვენი ძმა მშვენივრად, ორი მედდის ნომერი უკვე აქვს ყოველ შემთხვევაში_გაეცინა ექიმს და კეფა მოიქექა, -ნემსიწვერიძეს რაც შეეხება, თავზე ტომოგრაფია გადავუღეთ და ყველაფერი წესრიგში აქვს, უბრალოდ ჯერ კიდევ არ მოსულა გონს, ამიტომ სანამ გამოფხიზლდება დაველოდებით და შმდეგ გამოვუშვებთ.
-სხვა დაზიანებები?_უკვე მოძლიერებული ხმით იკითხა გაბრიელმა
-მხოლოდ გარეგანი, სხვა დაზიანებები არ აღენიშნება_თავი დაუკრა კაცმა და ისევ დერეფანში მიიმალა.

-კიდევ კარგი_სახე მოისრისა დამშვიდებულმა.
-სწორი ხარ, შენი ძმა მართლა ფორმაშია, ტყუილა გამისკდა გული_სიმწრისგან გაეცინა ნენეს.
-ყველაფერი კარგად იქნება_ თანაგრძნობით გაუღიმა ბიჭმა და მხარზე მოუსვა ხელი.

ისე უეცრად გაწვიმდა ქუთაისში ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, ლამის ოხშივარ ავარდნილი ქუჩები წამში დატბორა და დაამშვიდა წყალმა. ახალგაზრდებიც გაამხიარულა გამთენიისას და გუბეში მოხტუნავე ბავშვებითაც ახმაურდა გარემო. მხოლოდ ერთი ბიჭი იყო გაშეშებული მდგომი ბინის წინ და ლილუს ბინის ფანჯრებს შეჰყურებდა. ვერავინ მიხვდებოდა რას გრძნობდა, რადგან სახეზე კაპიუშონი ჩამოეფარებინა და მის ქვეშ შემალულიყო. ბოლო ნაფაზიც დაარტყა აკანკალებულ ხელში მოქცეულ სიგარეტს და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მიდამო.

-ამჯერად ორმაგად მძულს ეს ქალაქი_ზიზღით წაილაპარაკა ნაგაზმა და შავი ჯიპის ფანჯრიდან გადახედა მოძრავ ხალხს. -ჩემი ნება რომ იყოს თითოეულს გავაქრობდი აქედან_თვალს არ აშორებდა ტროტუარზე მოძრავ ფიგურებს.
-ბატონო სად მიგიყვანოთ პირველ რიგში?_მძღოლის გვერდით მჯდომი ბიჭი მოუბრუნდა და ხელში ტელეფონი მოიმარჯვა.
-ბინაში, ჯერ მასალებს ვნახავ იმ ყვავმა რა ამომიჩიჩქნა და შემდეგ იმ სამს მივხედავ, დიდხანს აქ დარჩენას არ ვაპირებ, ისედაც ვერ ვიტან ქალაქიდან გასვლას_ტუჩებ მოწკურულმა ამოილაპარაკა და მძღოლმაც მაშინვე გადაუხვა ნათქვამი მისამართისკენ.

ორი საათი მოუწია გაბრიელს კიდევ მოცდა, ამასობაში დიდი ხვეწნის შედეგად დროებით იოანე ნენეს გააყოლა და თვითონ ლილუს დაუწყო ლოდინი. რამდენიმე საათში ნატვრაც აუხდა და ქალის სანახავად წაიყვანეს, ისევ ფერმკრთალი იწვა ლილუ ლოგინზე და მოლოდინით აფახურებდა წამწამებს. გაბრიელის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა და გაეღიმა.
-როგორ ხარ?_ვერ მოითმინა ტყუპმა და მაინც მოეფერა ხელზე
-უკვე კარგად_ლამის თვალები მიეხუჭა გოგოს სიამოვნებისგან.
-მალე სახლში წავალთ_დასამშვიდებლად გაუღიმა გაბრიელმა და წამოდგომაში მიეხმარა.
-იოანე?
-კარგადაა, უკვე წაიყვანა ნენემ, ჩვენ ცალკე წავალთ. ცუდია მასალები რომ აღარ გვაქვს, ნეტა გადახედვა მაინც მოგვესწრო ზოგადად მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა რა ხდება_დამწუხრებულმა ამოთქვა გაბრიელმა, თუმცა ორ წამში ისევ გაეღიმა -არაუშავს, ჩვენც გავარკვევთ, მთავარია გადარჩით.
-ჩემი ტელეფონი სად არის?_ფეხზე უკვე მყარად იდგა ლილუ, -შენ გაქვს?
-კი, აი აიღე, ბინაში იყო და წამოვიღე, ცოტა ხნით იქ ვერ დავბრუნდებით. ვიფიქრე დაგჭირდებოდა_გოგოს გაუწოდა და საეჭვოდ დაფიქრდა გოგოს ქცევაზე. ლილუმ მაშინვე ხელი სტაცა აპარატს ჩართო და შიგნით ძრომიალი დაიწყო, რამდენიმე წამში კი სახეზე გამარჯვებულის ღიმილი აიკრა და გაბრიელს გამოხედა -არა რა, პროფესია არასწორად ავარჩიე.
-ვერ მივხვდი?
-ყველაფერი გვაქვს გაბრიელ, სახლში როგორც კი ავედით მე და იოანემ პირველ რიგში თავი დავიზღვიეთ_ტელეფონის ეკრანი შემოუბრუნა ბიჭს და ისიც გაბედნიერდა. მთელი ეკრანი ფურცლების ფოტოებით იყო დაფარული და საჭირო მხოლოდ მათი დაბეჭდვა და განხილვა იყო. არაფრის დაწყება მოუწევდათ თავიდან, პირიქით ყველაფერი ნაგაზის სამწუხაროდ დასასრულისკენ მიდიოდა.



ჩემი ყოჩაღები❤ იოანემ ცოტა კი დამაფეთა. ჩემი ბიჭი დაჭრილიც კი არ კარგავს იუმორს და ორი ექთნის ნომერიც კი დაითრია❤
ლილუმ ცოტა შემაშინა, დიდხანს მოუვიდა ტრამვულ შოკში ყოფნა. გაბრიკო რა საყვარელია,რა ძალიან მოსწონს ჩვენი გოგო. ნათი, რას უმზადებ ამ ორს, რა ბედი ელით.
რა კარგი ქნეს საბუთებს სურათი, რომ გადაუღეს.ნაგაზის საქმე ცუდად არის და ერთი სული მაქვს როდის ამოყოფს თავს ციხეში.
ველოდები შემდეგ თავს❤

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

რა კარგიაა რომ კარგად არიან ლილუც და იოანეც, აიი ნენეს გამოჩენა მესიამოვნა ძალიან მგონია იოანეს მოარჯულებს : ))

 


№3  offline წევრი Maariiammi

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი თავი იყო❤ძალიან მომეწონა
იოანე როგორც ყოველთვის ჩემი ფავორიტია❤

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ჩემი ყოჩაღები❤ იოანემ ცოტა კი დამაფეთა. ჩემი ბიჭი დაჭრილიც კი არ კარგავს იუმორს და ორი ექთნის ნომერიც კი დაითრია❤
ლილუმ ცოტა შემაშინა, დიდხანს მოუვიდა ტრამვულ შოკში ყოფნა. გაბრიკო რა საყვარელია,რა ძალიან მოსწონს ჩვენი გოგო. ნათი, რას უმზადებ ამ ორს, რა ბედი ელით.
რა კარგი ქნეს საბუთებს სურათი, რომ გადაუღეს.ნაგაზის საქმე ცუდად არის და ერთი სული მაქვს როდის ამოყოფს თავს ციხეში.
ველოდები შემდეგ თავს❤

ნუ როგორ მიყვარს შენი შეფასებები რომ იცოდეეე

სტუმარი gvantsa
რა კარგიაა რომ კარგად არიან ლილუც და იოანეც, აიი ნენეს გამოჩენა მესიამოვნა ძალიან მგონია იოანეს მოარჯულებს : ))

ვნახოთ ვნახოოთ :D

Maariiammi
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი თავი იყო❤ძალიან მომეწონა
იოანე როგორც ყოველთვის ჩემი ფავორიტია❤

უღრმესი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent