ლურჯი მოგონებები (ნაწილი მეორე,თავი 16)
ღამის 2 საათი, საშინელი წვიმა. მტკვრის სანაპიროზე უმჩნეულოდ მიგდებული მანქანა.შიგნით, მხოლოდ ერთი ადამიანი. მარიამი ნელნელა გონს მოდიოდა. როდესაც თვალები გაახილა და ამღვრეული გამოსახულება დაალაგა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რომ მანქანაში იმყოფებოდა, უკუღმა, გაჭედილი. შიშის ზარი დაეცა. გვერძე გაიხედა სადაც თორნიკე ეგულებოდა თუმცა, უზარმაზარი თეთრი დამჭერი ბალიშის გარდა ვერაფერი დაინახა. აფორიაქდა. თავი საშინლად სტკიოდა, შუბლი გასტეხვოდა და სისხლი მოსდიოდა. ფეხებს საერთოდ ვერ ამოძრავებდა იმდენად ჩაჭედილი ჰქონდა.დაჟეჟილი ცალი ხელი ძლივ ძლვობით ამოწია, ტელეფონის გამაბრუებელი ვიბრაცია გულს უხეთქავდა. მოახერხა და ეკრანამდე გაიხედა. ზურა ურეკავდა. ისიც მოახერხა სენსორზე ხელი გაეკრა. მხოლოდ ორი სიტყვა, ძლივ - ძლივობით სლუკუნით ამოილაპარაკა: - გთხოვ.. სააპიროზე.. - ტელეფონიდან ბიჭის უამრავი კითხვა ისმოდა, თუმცა გოგონას ძალა არ ჰქონდა ხმის ამოსაღებად. გარშემო ცარიელ გზას გასცქეროდა და ცრემლები მოსდიოდა, ეშინოდა. საბოლოოდ კი გაითიშა. დაახლოებით 10 წუთში, ძლიერმა მანქანის ხმამ მარიამი ბურანში მოიყვანა, მისკენ მიმავალი ნაბიჯების ხმაც ბუნდოვნად ესმოდა. თვალებს ვერადავერ ახელდა. თუ ახელდა ისიც კარგად ვერაფერს ხედავდა. - მარიამ.. მანდ როგორ ხარ.. - ანერვიულებული, ნცნობი ხმაც ბუნდოვნად გაიგო. ერთი ამოისლუკუნა, ხმა ვერ გასცა. ზურას კანკალი დაეწყო. მანქანას ყველა მხრიდან მოუარა. მაშინვე ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში გადარეკა, მისამართი უთხრა და ტელეფონი ნერვიულად ჯიბეში დააბრუნა. - ეხლავე მარიამ, გთხოვ გონზე მოდი. - თითქოს მზრუნველი მაგრამ ისევ მბრძანებლური ტონი ჩაესმა გოგონას ყურში, თვალები ოდნავ გაახილა და თავი გაქნია. ზურა მიწას მიუახლოვდა, ჩამტვრეულ ფანჯარაში გოგონას ხელი მოკიდა, ეცადა მისკენ გამოექაჩა. გოგონას სიჩუმე გულს უხეთქავდა. მეორე მხარეს გაიხედა, თორნიკე რომ ვერ დაინახა, იფიქრა მეორე მხრიდან გამოვიყვანო. ჯერ მარიამს მიხედა, ძლივ ძლივობით მიაწვდინა ხელი დამჭერ ღვედს და შეუხსნა, საბოლოოდ ორივე ხელი მხრებზე მოხვია და გამოძვრინა. პიჯაკი გაიხადა და თავ ქვეშ ამოუდო. ყველა ნატკენ, დაჟეჟილ ადგილს უკოცნიდა.რამდენიმე ცრემლი წასკდა, შარვლის უკანა ჯიბიდან ვერცხლის კულონი ამოიღო და მუჭაში მოიქცია. - გეგონა დამავიწყდა დღე რომელიც ჩემს დაბადებაზე ძვირფასია? ასე გეგონა? - ბოლო სიტყვები ბოლო ხმაზე დაიყვირა. თვალები ერთმანეთს დააჭირა, გოგონას თავი წამოაწევინა და კულონი გაუკეთა. - ჩემო გოგო გთხოვ.. გონზე მოდი. მინდა გამოფხიზლდე და მითხრა რომ მოგეწონა. გემუდარები...დამელოდე ორ წუთში მოვალ. - აკანკალებული ხმით უთხრა და მანქანისკენ დაბრუნდა. მეორე მხარეს მოუარა, დაიკუზა იმ იმედით რომ მის ძმას უვნებელს დაინახავდა თუმცა იმედები გაუცრუვდა. თორნიკე მანქანაში არიყო. ბიჭს თვალებში ცრემლები ჩაუდგა. აკანკალდა, ხველა ეწყებოდა. ასთმა - თანდაყოლილი ნერვული შეტევა. ახლა მარტო იყო, თავის კონტროლი გაუჭირდებოდა, თუმცა თავი ხელში აიყვანა, მანქანას დაეყრდნო და წამოდგა, ისევ მარიამისკენ დაიძრა. თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა, დაბნეული იყურებოდა, მაგრამ არავინ ჩანდა.საბოლოოდ დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით ასფალტზე სილუეტი დალანდა, მიუახლოვდა. - თოკო! თორნიკე.. - ნაბიჯები ააჩქარა. არ დაუყოვნებია მაშინვე სასწრაფომ შემოუხვია. ბიჭი მანქანას მივარდა - გთხოვთ გოგონას დაეხმარეთ! -ეს უთხრა და ისევ ძმისკენ გაიქცა - აქ არის! აქ ხარ..- თქვა აფორიაქებულმა და ძმასთან ჩაიმუხლა, თავი გადმოაბრუნებინა და მის მუხლეზე მოათავსა, ხელებში დაიჭირა და ეცადა სახიდან სისხლი მოეწმინდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა, თვითონაც ცუდად იყო, აანალიზებდა ნელნელა ყელში ნერვული ბურთი როგორ ახრჩობდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავი ყველაზე ნაკლებად ადარდებდა -თორნიკე.. - გამწარებულმა დაიყვირა და ამის შემდეგ კი ყველაფერი თვალის ერთ დახამხამებაში მოხდა. -არა! ღმერთო - აღმოხდა შეშინებულს და წამსვე თავი თავზე ჩამოადო ზურამ. -თოკო, რა გჭირს.. - შეშინებული სახეზე ხელებს უსვამდა, თორნიკე კი ხმას ვერ იღებდა, უბარლოდ თვალებში თავისი გაფართოებული ლურჯი თვალებით მიჩერებოდა. - თორნიკე, თქვი რამე! ევედრებოდა. ბიჭმა პირი აამოძრავა, მართლაც რაღაცის თქმას სცდილობდა, მაგრამ ლაპარაკის ნაცვლად პირიდან სისხლი გადმოუვიდა. სასწრაფო სირენების ხმა არ წყდებოდა-თორნიკე! - პანიკაში ჩავარდნილმა დაიღრიალა. მიხვდა, რომ კარგად ვერ იყო. ხელით მისი ჭრილობის ძებნა დაიწყო. სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც თითები თბილ და ნოტიო აგილს შეახო ზუსტად ჭიპის ზემოთ. შუშის ნამსხვრები და სხვა უამრავი რამ. თორნიკეს ხროტინი დაეწყო. ზურა ხვდებოდა რომ თორნიკე უკვე წესიერად ვეღარც სუნთქავდა. და მასაც ეკვრებოდა სუნთქვა -ვინმემ მიშველეთ! - შეშინებულმა დაიყვირა და თავი მის ფეხებზე დაადებინა. -გთხოვ, თორნიკე, არ დამთტოვო, გთხოვ! - განწირული ევედრებოდ. -უშენოდ ძმაო ვერ გავძლებ, გთხოვ. -ხელები მოხვია ძმას და გულში მიიკრო. თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და თორნიკეს შეხედა. დაინახა, როგორ ჩამოუგორდა აწითლებული ცრემლები. ზურამ სახეზე ხელი მოუსვა და შემედეგ აცრემლებული თვალები მოწმინდა -მჭირდები შე ნაბი*ვარო გესმის? -დაუღრიალა. ერთიანად კანკალებდა და ხელს ჭრილობაზე აჭერდა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, მაგრამ არა, უფრო და უფრო იცლებოდა სასიცოცხლო სითხისგნ. განწირული ხმით ყვიროდა და მაჯით ცრემლებს იშორდებდა. მისკენ სამი პირველდი დამხმარე ადამიანი მივიდა. ზურა წამოდგა და ძმა ექიმებს დაუთმო, მაშინვე საკაცეზე გადააწვინეს. ზურამ ორივე ხელით სახე მოისრისა და სამაშველო მანქანისკენ გაიხედა რომელშიც მარიამი შეყავდათ. - გოგო როგორ არის? - ერთ-ერთს კითხრა ზურამ აკანკალებულმა. - შინაგანი სისხლდენა აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ბიჭმა შვებით ამოისუნთქა და თორნიკეს მიუბრუნდა, ძმის გაყინული ხელი ხელებში მოიცია. შემდეგ მეორე მხარეს მდგომ პერსონას გახედა რომელიც თავს ნერვიულად აქნევდა -ღმერთო არა!! - დაყვირა, როცა გააცნობიერა, რომ კარგავდა სისხლსა და ხორცს. ცხოვრების ნაწილს.. სამუდამოდ კარგავდა. -ზურა! - ლანას ხმა გაიგო ბიჭმა და თავი უკან მიატრიალა. -ღმერთო - აღმოხდა, როცა თორნიკე დაინახა. ზურამ თავი გააქნია. დაინახა როგორ წასკდა ცრემლები ლანას და როგორ ჩაიკეცა ერთ ადგილას. ლანას თვალი მოწყვიტა და ისევ თორნიკეს დახედა. უკვე ცრემლებიც კი აღარ მოსდიოდა, დაშტერებული უყურებდა თორნიკეს და ხვდეობოდა, ეს არა მარტო თოკოსი, არამედ მისი დასასრულიც იყო. თავი ამოწია როდესაც მის წინ რაღაც სილუეტი დალანდა. რამდენიმე წამი დაჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ექიმი თორნიკეს პულსს უსინჯავდა. ზურამ ექიმს განადგურებული სახით ახედა და მისი მზერის დაჭერა ცადე. არ იცოდა ეს საკუთარ გაუსაძლის მდგომარეობას, უგონო მარიამს თუ სხვა რამესთვის დაებრალებინა, მაგრამ ექიმის თვალებში ტკივილი დაინახა. --------------- ვიცი ალბათ მომკლავთ ასეთ დროს რომ ვჩერდები მაგრამ გაგრძელებას ელოდეთ.. მიყვარხართ გელით ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.