შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი მერი "მეოთხე თავი"


9-08-2019, 14:20
ავტორი Natiiaa33
ნანახია 1 210

-გაგას სიახლოვე ყოველთვის მაბნევს, უბრალოდ მისი ყურება და გვერდით დგომა მამშვიდებს, ვთქვი კიდევაც რომ მისი თვალები მომწონს. ზოგადად ყველას თვალები მომწონს, რომლებიც შავია და უძირო. ყურება სიამოვნებას მანიჭებს და არაფერი სხვა განსაკუთრებული. ეს ადამიანი სხვა მხრივ არანაირ ინტერესს არ იწვევს ჩემში. ვერ ვუყურებ სხვა თვალით. მეგობრობის ფარგლებს არ სცდება ჩვენი ურთიერთობა. უკვე ორი თვე გავიდა რაც მას ვიცნობ. ზაფხულიც მალე გაილია და როგორც ვთქვი თსსუ-ს სტუდენტიც გავხდი. საკმაოდ რთული პერიოდი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში. ნატანჯი სტაჟირება როგორღაც გავიარე და უკვე თვენახევარია ოფიციალურად ვმუშაობ. სწავლა მალე მეწყება და პასუხისმგებლობა უფრო მემატება.
დანიელი...დანიელი ერთი დიდი პრობლემაა ჩემი ცხოვრების. ეგ ადამიანი იმდენად ცვალებადია, რომ ვერ გაიგებ წამის მეათედებში როგორ იცვლის ხასიათს. ერთ დღეს კარგად მექცევა, მეორე დღეს ტვინში რაღაც უტრიალდება და საშინელებებს მიკეთებს. მაქსიმალურად ვცდილობ ავიტანო, მოვუთბინო და გავუგო... ვცდილობ გავჩუმდე და გავატარო, მაგრამ უკვე ეს ყველაფერი აუტანელია. გუშინ ცუდ ხასიათზე იყო, მთელი დღე გამიმწარა. რაც ჩემ მოვალეობაში არ შედიოდა ისიც კი მაკეთებია. სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. ვერ გავუძლებ ისეთ ადგილას მუშაობას სადაც თანამშრომლის პატივისცემა და ურთიერთგაგება არ აქვთ. ვერანაირად ვერ ვუგებ ამ ადამიანს და ბევრი ფიქრის შემდეგ დაუკაკუნებლად შევაჭერი დანიელის კაბინეტში.
-მერი დაკაკუნება არ გასწავლეს?
-უი ბოდიში, უნდა დამეკაკუნებია?
-ხომ არ დაგავიწყდა ვის ესაუბრები? ცინიზმი რასაჭიროა?
-საჭირო რომ არ იყოს არ დაგელაპარაკებოდი.
-მოხდა რამე? რატოხარ აგრესიული?
-ჩემი აგრესია გაგიკვირდა?
-მერი მოხდა რამე?
-მოხდა დიახ! ყელში ამომიხვედი შენი უაზრო გამოხტომებით. აღარ ვაპირებ მოგითბინო და ავიტანო. რატომ უნდა ვაკეთო ის საქმე რაც არ მევალება? რატომ უნდა დავხარო თავი და ავიტანო შენი დაუმსახურებელი სიტყვები? _დაძაბული მაღალი ტონით ყველაფერს ერთმანეთზე აყრიდა და ცდილობდა ბრაზისგან დაცლილიყო.
-დაასრულე საუბარი?
-არ დამისრულებია! ვნანობ იმ დღეებს რაც მოგითბინე. მივდივარ და სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
-სად მიდიხარ? _სრულიად მშვიდი ტონით ჰკითხა და სავარძლიდან წამოდგა.
-სამსახურიდან მივდივარ ბატონო დანიელ.
-ჰოო?
-დიახ! _დანიელი კარს მიუახლოვდა, მშვიდად წყნარად ჩაკეტა და მერისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
-ვერსადაც ვერ წახვალ
-ვინ დამიშლის? _უკვე მერისთან ძალიან ახლოს იყო. ლაპარაკიც კი უჭირდა, გული უცნაურად უცემდა და კანკალებდა.
-რაიყო რატომ კანკალებ? _დანიელმა შეამჩნია მისი რეაქცია და ღიმილიანი სახით ჰკითხა.
-ვკანკალებ? სულაც არა. მე ვთქვი და დავ... _წამის მეათედებში აღმოჩნდა დანიელის მკლავებში და მათი ბაგეები უკვე ერთმანეთს ერწყმოდნენ. რამდენიმე წუთი სულ გაითიშა. აზროვნების უნარი დაკარგა და გაოცებული სახით უყურებდა დანიელს, რომლის სუნთქვასაც ყურთან ისე გამოკვეთილად გრძნობდა თითქოს თავისი ყოფილიყოს.
-და..დანიელ
-ჩშშ!!
-რასაკეთებ
-მერი შემიყვარდი _ფრაზა რომელმაც სრულიად არია მერის ცხოვრება. ფრაზა რომელმაც უამრავი კითხვა უპასუხოდ დატოვა და მტვრის ნაწილაკებივით ერთმანეთში არია, აი ისე ქარის დროს უმისამართოდ, რომ იხლართებიან.
-შე...შეგიყვარდი? რას ნიშნასვ შეგიყვარდი.
-ჰო შემიყვარდი. ვერ მიხვდი რატომ გითბენდი ამდენ რამეს? განა პომიდვრიანი კემბროს თავზე დაცლას მოვუთბენდი ვინმეს??დაფიქრდი აბა.
-არვიცი რაგითხრა. _დაბნეული ატრიალებდა თვალებს ზემოთ ქვემოთ.
-ვინ გითხრა, რომ რამე უნდა თქვა?
-რა?
-აზრს არავინ გეკითხება. შემიყვარდი და მორჩა. აწი ან ჩემი ხარ ან არავისი.
-არვიცი მიყვარხარ თუ არა დანიელ!
-არ გიყვარვარ? შეგიყვარდები!
-რატო ხარ დარწმუნებული?
-ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა და გგონია დავთმობ? არმიცნობ ალბათ.
-და თუ მე არ მიყვარხარ?
-შეგიძლია ერთ ადგილას წამომყვე? _ხელი გაუწოდა და გაუღიმა. რამდენიმე წამის შემდეგ კი მერიმ გაწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-კი შემიძლია.
-ხედავ? იმდენად მენდობი არც კი გიკითხავს სად მიმყავხარ.
-მე უბრალოდ.. _თვითონაც ხვდებოდა რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო. ნერვებს უშლიდა, აბრაზებდა მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მასთან ყოფნა უნდოდა. არც დაუბარებია სად მიდიოდა. კარი გააღო და პირდაპირ მანქანაში ჩასვა. ნერვიულობისგან უკვე სისულელეებს აკეთებდა მერი, რაც დანიელში ყოველთვის ღიმილს იწვევდა.
-სად მივდივართ?
-მივალთ და ნახავ
-მაინტერესებს
-ნუ მიყურებ ასეთი თვალებით, თორემ შეგჭამ.
-დანიეეელ
-რაც შენ გაგიცანი მის მერე შემიყვარდა შენი სახელი." დანიეელ დანიეელ" რაღაც საყვარლად მხვდება ყურში. თბილად და ტკბილად.
-მაშინ ხშირად დაგიძახებ ხოლმე.
-ზოგადად საყვარელი ადამიანი როცა გეძახის სახელს სხვა გრძნობა აქვს. როცა მესმის, მართლა მგონია ხოლმე რომ მუცელში პეპლების მსგავსი რაღაცეები დაფრინავენ. საწყენია თუ შენ იგივეს არ გრძნობ ჩემ მიმართ.
-არადა როგორ ვუთხრა, რომ სასწაულები მემართება მის შეხებაზე და სიახლოვეზე
-არ უთხრა! არ გაბედო.. ასე მალე გინდა ხელში რომ ჩაუვარდე? _როგორც ყოველთვის შინაგანი ხმა ჩაერთო მერის თავთან პაექრობაში და ძლივს იკავებდა თავს ხმამაღალი საუბრისგან...
-რაგჭირს?
-მმმ... არაფერი რა უნდა მჭირდეს?
-რას უყურებ აბა ზემოთ?
-ზემოთ? არაფერს.
-ისევ შენი თავი გელაპარაკება?
-ნუ იცინი
-რატომ? გამიბრაზდება?
-დანიეეელ...ნუ იცინითქო
-ბუზღუ დაწყნარდი. _ხელები გადაიჯვარედინა, ტუჩები დაბრიცა და გარემოს დაუწყო თვალიერება.
-უუფ აღარ მივედით?
-მოითბინე..
-დანიელ უკვე სამი საათია მოვდი... ვიცანიი ეს გზაა..ვაიიმეე..დანიელ შენ რა იცოდი, რომ ძალიან მინდოდა ყაზბეგში წამოსვლა? _პატარა ბავშვივით დახტოდა სავარძელზე და ბედნიერად შლიდა ხელებს. მანქანა ხის პატარა კოტეჯთან გააჩერა და გადავიდა
-სულ სხვანაირად ვგეგმავდი შენს აქ წამოყვანას და სიყვარულის ახსნას, მაგრამ ვერ მოითბინე და იძულებული გავხდი დროზე ადრე მეთქვა..
-მაგრამ აუტანელი იყავი.ვეღარ გიძლებდი.
-აი ასე რომ ბრიცავ ტუჩებს ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ გაკოცო.
-დანიეეელ
-ნუ მიბრიალებ მაგ თვალებს, თორემ მართლა გაკოცებ. _დანიელის სიტყვებს ყურადღება აღარ მიაქცია და კოტეჯისკენ გაიქცა.
-დამელოდე მერი.
-დაიცა დაიცა საჭმელი არაფერი გვაქვს? _უეცრად შეჩერდა, დანიელისკენ შებრუნდა და გაოცებულმა შეხედა.
-განა არ ვიცი როგორ გიყვარს ჭამა. ისე როგორ დაგტოვებდი? უჭმელი სულ ცუდ ხასიათზე ხარ და არ მაწყობს.
-და რომ არაფერი გიყიდია?
-ერთი ზარიც საკმარისი იყო და კოტეჯი სავსეა.
-უუჰ მე ბოდიში ბატონო ასათიანო.
-დუმბაძის ქალბატონო რა მოგიმზადოთ?
-თქვენ რა საჭმლის მომზადებაც იცით?
-ცუდად მიცნობ აშკარად.
-კარგი მაშინ მარტივ დავალებას მოგცემ. შემწვარი ქათამი და კარტოფილი მინდა. მე გარეთ გავალ ცოტას გავისეირნებ.
-მერი კიბის საფეხურები სველია და ფრთხილად იყავი იცოდე.
-ოოო ბავშვი ხომ არ ვარ.. _გარეთ გავიდა, უამრავი ფოტო გადაიღო, ყველაფერს ათვალიერებდა, ტრიალებდა და იღიმოდა. ბოლოს კოტეჯისკენ გაიქცა, იფიქრა ფოტოებს ვაჩვენებო. ფეხი დაუსხლტა და მოწყვეტით დავარდა. თავი მძიმედ დაარტყა და გაითიშა.ხმაურზე დანიელი გარეთ გაიქცა და სისხლში ამოსვრილი მერი რომ დაინახა წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა. თავი მძიმედ ჰქონდა დარტყმული და საკმაოდ ბევრი სისხლი სდიოდა. მობილური არ იჭერდა, დარეკვა შეუძლებელი იყო. ხელში აიყვანა და სასწრაფოდ მანქანაში ჩასვა.
-მერიი გთხოვ გამოფხიზლდი..პატარავ გესმის? მერიი. ამის დედას შევე*ი _გამწარებული ურტყავდა საჭეს ხელს და ცრემლები უნებლიედ სდიოდა.
-ჩემი ბრალია..ჩემი ბრალია პატარავ. რომ არ წამომეყვანე. რომ დამეცადა. ჯანდაბაა _მანქანას სწრაფად ატარებდა, უკონტროლო გახდა და ვერ იაზრებდა რას აკეთებდა. მობილურმა როგორც კი დაიჭირა მაშინვე სასწრაფო დახმარებას დაურეკა. მერის მშობლებს დაურეკა და გაჭირვებით წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა. სასწრაფო გზაში შეხვდათ და მალე გადაიყვანეს კლინიკაში. საოპერაციო მზად იყო და ოპერაცია დაიწყეს.. წინ და უკან დააბიჯებდა დერეფანში დანიელი. კედელს მუშტებს ურტყავდა და იქვე ჩაკეცილი აცრემლებული თვალებით თავის თავს უბრაზდებოდა.
ოპერაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მერის მშობლები, რომ მოვიდნენ. დანიელმა ყველაფერი აუხსნა. ბოდიშებს უხდიდა, პატიებას თხოვდა, თვალებშიც კი ვერ უყურებდა ვერცერთს.
-შვილო შენი ბრალი არარის. დაწყნარდი ნუ ნერვიულობ. მერი კარგად იქნება. _ცრემლიანი თვალებით და ათრთოლებული ხმით ცდილობდა დანიელის დაწყნარებას ლილი და ცალკე თავის თავს აწყნარებდა როცა საოპერაციოს კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent