შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ის(თავი 1)


9-08-2019, 20:05
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 296

და კიდევ ერთხელ გიბრუნდებათ თქვენი ძალით მწერალი. მწერალი, რომელიც მუდმივად თავის ბედნიერებასა და უბედურებაზე და თავის გრძნობებზე თუ შეგრძნებებზე წერს. მწერალი, რომელსაც არ ადარდებს ვინ რას იტყვის მასზე და რომელიც მხოლოდ მაშინ წერს როცა ყველანაირი სათქმელი თუ ზემოთხსენებული თითოეული რამ ყელში ამოუვა.
ჰომ. არც კი ვიცი საიდან დავიწყო ან ვიზე მოგიყვეთ ისტორია. იმის შემდეგ, რაც დავასრულე ავტორომანის წინა ნაწილის "მე და სიყვარული" - ს წერა, ორი თვე გავიდა და ამ ორ თვეში ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. ადამიანი გაუმაძღარი არსებაა! ალბათ ამაში დამეთანხმებით. დიახ, მეც გაუმაძღარი ვარ, გრძნობებით გაუმაძღარი. რა მინდა მე? თავისუფლება! აი ასე, მოკლედ და კონკრეტულად. შეიძლება ზედმეტად ბანალურია რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ხშირად ბანალურობაში უდიდესი ორიგინალურობა დევს და ორიგინალურობაში უდიდესი ბანალურობა, გააჩნია რა არის ბანალური, რა არის ორიგინალური და რას როგორი კუთხით შევხედავთ. თუ ამ რომანის წინა ორი ნაწილი წაკითხული გაქვთ, ამას უკვე მიხვდებოდით.
ახლა 20 წუთიღაა დარჩენილი ღამის ორი საათის შესრულებამდე, მარტო ვზივარ ოთახში, ჩაკეტილი, ჩართული მაქვს მეფე ირაკლის(ირაკლი ჩარკვიანის) "მოდი აქ", თავს ვუძღვნი გრძნობებისგან დაცლას და ვფიქრობ, ვფიქრობ იმ თემაზე რომლის ფენომენიც მე პირადად ვერ ამოვხსენი ისევე როგორც ვერ ამოხსნა ბევრმა სხვამ. არავინ იცის ჩემს შესახებ და ყველას უდარდელი ადამიანი ვგონივარ, ხოლო მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვინც თითქმის ყველაფერი იცის ჩემზე და მიყურებს, ალბათ სიცილისგან კვდება, იმხელა ხმაზე ხარხარებს და ისე გულისამრევად რომ...
და მაინც კონკრეტულად რას ეხება ჩემი ახალი გამოხტომა? რას და იმას, რომ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. არ ვიცი ვისი ბრალია ეს, ჩემი თუ მისი, მაგრამ ფაქტი რომელიც არსებობს არის ის, რომ მე საშინლად ვარ გაბრაზებული. იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია. პირადად ჩემი გადმოსახედიდან საქმე ამ გრძნობის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეზეა მიმდგარი, გრძნობის რომელმაც ბედნიერება მაჩუქა. მიმიძღვის თუ არა ამ ყველაფერში წვლილი?! არ ვიცი და უკვე აღარ მაინტერესებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ბოდიშს ვუხდი ამ ადამიანს, ადამიანს, რომელსაც უსაზღვროდ ვენდობი, უსაზღვროდ მიყვარს და რომლის ასეთმა "დატუქსვამაც" გამანადგურა იმდენად, რომ ამაზე გადავწყვიტე წერა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ფიქრობს, ვის რას ვეუბნები და ვინ რას იგებს? მთავარი ჩემი რეალური აზრია, ის რასაც სინამდვილეში ვფიქრობ, რომელსაც თითქმის არასდროს ვეუბნები ადამიანებს იმის გამო, რომ ჩემზე არ განაწყენდნენ. რას ნიშნავს ჩემთვის სიტყვა "ბოდიში"? ჩემთვის ეს ადამიანის მხრიდან გამოხატული სინანულია, მაგრამ მას არ შეუძლია ყველანაირი წყენის თუ ტკივილის მოკვლა. უბრალოდ ამსუბუქებს მათ, ხანდახან ისე უმნიშვნელოდ რომ ვერც კი ვამჩნევთ... ალბათ წაიკითხავს ამას, ამიტომ კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ მიყვარს და მჭირდება...
ალბათ გადამივლის ეს წყენა, ალბათ არა, იმედია. იმედია ასე ბანალურად არ დავასრულებ ამ ურთიერთობას. რატომ ვახსენე სიტყვა დასრულება? იმიტომ, რომ სიყვარულის დასრულების შემდეგ მეგობრობა ან უბრალოდ აზრიანი ურთიერთობა ვეღარ შედგება. ეს ის რეალობაა რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ან საერთოდ შეიძლება იმ გრძნობის დასრულება და გაქრობა რომელსაც სიყვარული ჰქვია? არ ვიცი, არ ვიცი. ერთნი ამბობენ შეიძლებაო, მეორენი კი - რა სისულელეა, ალბათ არასდროს გყვარებია ან პიროვნულად ხარ სუსტიო. მოკლედ, ასე და ამგვარად ყველაფერი უკან და უკან მიდის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent