შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ სხვა ფინალს სთხოვენ


3-03-2017, 23:46
ავტორი ერკე
ნანახია 1 716

დილის ექვსია, ცარიელ ფურცელს ისევ ესვრიან ტალახს
შუა ოთახში, მთვრალი ცარიელ თვალებით სინანულს მალავს,
ცარიელ კედლებს თვალს ვერ წყვეტს, ალბათ შფოთის მიზეზიც ახლავს
თითქოს მის თვალებს სრული ბინდისთვის ჩამოაფარეს ფარდა.

როცა მწერალი პერსონაჟებს ქმნის, და მასში მკითხველს უშვებს
რინგს ემსგავსება და წარმოიდგენ რინგის სამკუთხა ფორმებს
ზურმუხტის აზრებს მასში ჩააქსოვ და ზედ ახარჯავ წუთებს
მაგრამ ყოველთვის მწერალს დასაწერად, სულ სხვა ფინალს სთხოვენ.

სწორედ წუხილი უძღვება წერას, და ბედისწერა მას კვეთს
ფიქრი არათუ მას რა სჭირდება, რის დაწერა სურს დამკვეთს,
საბეჭდ მანქანას თითებს უაზროდ ურტყამს თითქოს მუშაობს
სინამდვილეში, გულს რაც აგიჟებს, რად ხარჯავს ერთ მუჭა ოფლს.

ისევ ოთახში, და მაგიდაზე მდგარ მანქანაზე ფიქრობს
წერას კი შეძლებს, მაგრამ სიტყვები არ იქნებოდა მისი
ცისფერ ალს სუნთქავს, და უსასრულო ირგვლივ სიჩუმე მეფობს,
შემოქმედება სანახაობის საგნად უქციეს, ესმის.

შესაბამისად მისი სიტყვები სიყალბეს და ფარსს გრძნობენ,
სიმართლის წყურვილს ვერსად ახედებს, უჩინარდება, კვდება
მწერალს სხვა ფინალს სთხოვენ, დასასრულს მუდმივად კარნახობენ
ჟინი კაცისა, შექმნას ახალი, უგზო-უკვალოდ ქრება.

სულს უკაწრავენ, სიგიჟეს შთანთქავს, არავის მოსწონს როგორც ასრულებს
აბუნტებულთა რიცხვი დიდია, ისინი მწერალს სხვა ფინალს სთხოვენ,
ოცნების ჩვევებს, გულში ფენს მუდამ, ტანჯავს სიცოცხლე და სურს დასრულდეს
მისი სიტყვები, გადმოტანილი, ფურცელთ სიყალბეს ნამდვილად გრძნობენ.

თავს რაღას ერჩის, მისი ნაწილი ქარს გაატანეს შორს
არავინ ადგენს ამ ცხოვრებაში, ვის რას არგებენ როლს,
შემოქმედს თავთან მუდმივი ბრძოლით, მთვრალს ან სიგიჟით სპობენ,
რადგან ყოველდღე კარნახობენ, და სულ სხვა ფინალს სთხოვენ.
ე.მ.

პ.ს.
მოდი ამ ლექსით მწერლების სადღეგრძელო შევსვათ... ხოდა მკითხველებს კი მოგმართოთ, ნუ მოსთხოვთ იმის შეცვლას, რაც ჩაფიქრებული აქვთ და ნუ გადაახვევინებთ. უბრალოდ დატკბით, როგორც ჩაიფიქრა და როგორც წერს მწერალი. გინდ აქ. გინდ ეს უკვე ცნობილი მწერალი იყოს, რომლის დასასრულიც არ მოგეწონათ და თქვენ ალტერნატიულს ფიქრობთ, როგორ ჯობდა დასრულებულიყო. პირველ რიგში მწერალმა უკეთ იცის როგორ დაასრულოს, თქვენ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, წაიკითხოთ და შეაფასოთ, ან აღფრთოვანდეთ, ან კი გვერდზე მოისროლოთ, ეს უკვე ინდივიდუალურია, ვის როგორ.



№1  offline წევრი choco

შენეულია კარგია...ნამდვილად სწორია გეთანხმები როვა მწერალი წერს მკითხველი მისეულ ვარიანტს თავაზობს რაც ცუდია.......

 


№2  offline მოდერი bla.ell

დადუმდა თითქოს...

 


№3  offline მოდერი ენემი

სიმართლეა რო სულ სხვანაირი უნდათ მკითხველს და ბევრი ამის გამო წერას წყვეტს. რაც შეეხება ლექსს ერკე ძაან მომეწონა ესენიც და სხვებიც.

პ.ს კომებს არ გიტოვებ ხოლმე ბოდიში :)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ენემი
სიმართლეა რო სულ სხვანაირი უნდათ მკითხველს და ბევრი ამის გამო წერას წყვეტს. რაც შეეხება ლექსს ერკე ძაან მომეწონა ესენიც და სხვებიც.

პ.ს კომებს არ გიტოვებ ხოლმე ბოდიში :)

რა სალაპარაკოა :)
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent