ჩემი ბიოქიმია
*** 2017 წლის ოქტომბრის თვე იწყებოდა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და არ მქონდა გააზრებული ამქვეყნიური სიცოცხლის ძალა. მაგრამ ესეც მალე გავიგე, თუ რას ნიშნავს და დავინახე კიდევაც,რომ მკვდარ ადამიანს უფრო აფასებენ,ვიდრე ცოცხალს. იმ დღეს ქართულის მასწავლებელთან ვიყავი და იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებას“ ვსწავლობდი და ნაწარმოების ანალიზიც დავწერე. ჩემი ქართულის მასწავლებელი ისეთი ქალი იყო,არ გამოგიშვებდა, თავად თუ არ ეტყოდი წავალო… მე რადგანაც ძალიან მომწონს ძველი ქართული მწერლობა მოხდა ისე რომ თითქმის მთელი დღე ჩემს ფილოლოგ მასწთან ერთად ვიყავი. ქართულზე რომ დიდი ხანი ვიყავი, მას შემდეგ მივხვდი,რაც შევატყვე რომ ღამდებოდა. ბოდიშის მოხდით დავალება ჩავინიშნე და ნანა მასწავლებელსც გამოვემშვიდობე. ძველი ქართული მწერლობით გაჟღენთილი ბედნიერი ვიყავი და ფრთებშესხმული მეგონა თავი. ვფიქრობდი ახლა სახლში მივალ,ცოტას დავისვენებ და მერე მეცადინეობას შევუდგები-მეთქი, მაგრამ მოხდა ისეთი რამ,რასაც არ მოველოდი და ამ დღემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამქვეყნიურ ყოფაზე. ავტობუსების გაჩერებასთან ვიდექი და სულმოუთმენლად ველოდი როდის მოვიდოდა 19 ნომერი, რათა სახლში მივეყვანე. იმ წამს რაღაც საზარელი ხმა გავიგონე, გავიხედე და საზარელი სურათი აღიბეჭდა ჩემს თვალწინ… ჰაერში აფრიალებულმა ფეხსაცმელმა, განწირული კაცის ყვირილმა, სისხლმა და ბოლოს, უსულო სხეულის დანარცხების ხმამ მოიცვა ჩემი გრძნობათა ორგანოების ყურადღება. წივილ-კივილი და სასოწარკვეთილი ხმა მომესმა ყოველი მხრიდან: ღმერთო, რა მოხდა? რაღად ვარ ცოცხალი, ჩემი ნათესავია, მის ოჯახის წევრებს რა ვუთხრა… - განწირულად გაიძახდა ბებიის ტოლი ქალბატონი. სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ! ცოცხალია? ვუყურებ ამ საზარელ სურათს და თანდათან ვუახლოვდები, იქნებ შევძლო ამ ადამიანის დახმარება, იქნებ ჯერ კიდევ ცოცხალია და არ არის გვიან. მივედი და სისხლით მორწყული ტროტუარი რომ დავინახე და უსულოდ დაგდებული, დეფორმირებული სხეული მაშინ გულზე რაღაც მომხვდა, თითქოს ჩემი თავი მის ადგილზე წარმოვიდგინე და დავინტერესდი, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ამ უსულო სხეულის ადგილზე მე რომ ვყოფილიყავი … ვის ეწყინებოდა, ვის შევეცოდებოდი, ვინმე თუ ცდიდა ჩემს გადარჩენას. ეს ფიქრები მალე მოვიშორე თავიდან და ჩვეულ სურათს რომ შევხედე დავინახე, რომ კაცის შვილი არ რეკავდა 112_ში. ტელეფონი ჩანთიდან ამოვიღე და ვიღაც ძიას ვთხოვე: გთხოვთ, დარეკეთ, იქნებ რამით მაინც დავეხმაროთ. კარგი ბიძია დავრეკავ. ქუჩის სახელი არავინ იცით?.. დარეკვიდან რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი და ქუჩა კიდევ უფრო გადაიკეტა. მე კი შევამჩნიე ფეხსაცმელი და ბულკის ნაგლეჯი, სისხლში ამოსვრილი… ალბათ, ის საცოდავი ბულკს ჭამდა და გზას აღარ უყურებდა. ის ახალგაზრდებიც დავინახე, რომლებმაც კაცის სიცოცხლე შეიწირეს… ერთი გოგონა და ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ძალიან სასოწარკვეთილ მდგომარებაში იყვნენ, ისეთ ყოფაში არავის არ ვუსურვებ ყოფნას. ვერც კი წარმოვიდგენ რას განიცდიდნენ ისინი იმ წამს… მათ არა მარტო ციხე ელოდათ, უამრავი ადამიანის ზიზღი დაინახეს. არც კი მინდა საკუთარი თავი მათ ადგილას წარმოვიდგინო. მიჭირს… მე აღარ მინდოდა ამდენი გამწარებული სახის ყურება,ამიტომ ის ქუჩა დავტოვე და სხვაგან წავედი,რათა ავტობუსს დავლოდებოდი. არ გასულა 15 წუთი და მირეკავს უცხო ნომერი, მე ვაგონებ: უკაცრავად თქვენ დარეკეთ 112_ში და გვაინტერესებს, შეესწარით თუ არა ავარიას? მხოლოდ ის დავინახე, თუ როგორ ავარდა ჰაერში სხეული და შემდეგ საშინელი ხმა გავიგე, არ ვიცი ეს რა ხმა იყო… მეტი არაფერი… შემდეგ დავინახე ,როგორ იწვა სისხლში კაცი, ვერაფერი მოვიფიქრე რა გამეკეთებინა და თქვენ დაგირეკეთ. კარგი, გოგონა, გასაგებია. თქვენ არ დაგინახავთ თუ როგორ გადადიოდა დაზარალებული გზაზე ? არა, ბატონო, ეს ნამდვილად არ დამინახავს. კარგით, გმადლობთ, ნახვამდის. მალე ნანატრი ავტობუსიც მოვიდა და მეც გათიშული ხალხის დინებას ავყევი და შიგნით შევედი. ვიჯექი და რას აღარ ვფიქრობდი: რა ხანმოკლეა ეს ცხოვრება, არ იცი როდის დაიწყება სიცოცხლის ბოლო წუთის ათვლა, არ იცი როდის დადგება ის დრო, როცა ყველას თვალში იქნები საცოდავი უსულო საგანი. შეიძლება გაინტერესებს კიდეც ვის რამდენად წყინს შენი სიკვდილი,მაგრამ ისიც არ იცი მკვდარი ამას გაიგებ თუ არა. სახლიდან გამოსვლისას შეიძლება ბოლოჯერ ხედავ შენს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც თვალებში შემოგციცინებენ, წასული არ ხარ და უკვე შენს დაბრუნებას ნატრობენ. უბრალოდ დახუჭე თვალები და წარმოიდგინ, რომ არ არსებობ. ეს სამყარო ისეა მოწყობილი, ჩვენ პატარა წერტილიც კი არ ვართ, ამიტომ რომც მკვდარი ვიყო, ეს არ იქნება პრობლემა. მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები იგლოვებენ ერთი თვე, ორი თვე და მაქსიმუმ ერთი წელი.მერე ყველას დაავიწყდები და ცხოვრება მათთვისაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. კარგია, მე ისეთი მაინც მყავს ვინმე, ვისაც ცოტა ხანს მაინც ვემახსოვრები, მაგრამ მან რა ქნას, ვინც ეული დაიარება ამ უკიდეგანო ებაში და არც არავინ ჰყავს მომგონებელი, ერთი ჭიქა შესანდობარი რომ მაინც შესვას. მოკლედ, ვფიქრობდი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე და ბოლოს ჩემმა მეზობელმა ხელი ბეჭზე დამადო, - ლილე, არ მოდიხარ,ძვირფასო? მე მაშინ გამოვფხიზლდი და მას ბოდიში მოვუხადე რომ აქამდე ვერ შევამჩნიე, შემდეგ უხმოდ ავდექი და უკან გავყევი. მოკლედ, გადავწვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი ნაწერები <3 ყველაფერი არის ჩემ შესახებ და რადგანაც მიწევს ჩემი ფიქრების, ხედვების, ოცნებების ჩემშივე დამალვა, გადავწყვიტე დამეწყო წერა. ვიფიქრე, რომ ეს მაინც დამეხმარებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.