შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიკვდილი(თავი 2)


10-02-2019, 14:25
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 293

ახლა მინდა ცოტაოდენი რამ მოგიყვეთ ჩემზე. შეიძლება ცოტა ბანალური მოგეჩვენოთ რასაც ახლა წაიკითხავთ მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ხანდახან ბანალურობაშიც არის რაღაც ორიგინალური. ადგილი სადაც ჩემი პირველი მუზა გავიცანი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯია, თურქულ-ქართული სკოლა. დიახ სწორად გაიგეთ, თურქულ-ქართული! ამ სკოლასთან მე ბევრი რამ მაკავშირებს, როგორც მოზღვავებული სიხარული და აღმაფრენა, ასევე დეპრესია და მწუხარება. მაგრამ ერთი რამ ვიცი, ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება იქაურობა, იქაური გარემო, მასწავლებლები და ბავშვები. იცით რატომაა ის ჩემთვის განსაკუთრებული? იმის გამო რომ ამ დროს დავიწყე ლექსების წერა, გავიცანი ადამიანები რომლებიც ჩემთან დამეგობრდნენ, რომლებიც დამცინოდნენ, რომლებსაც ვძულდი და რომლებსაც სულ ფეხებზე ვეკიდე და გავიცანი ის ვინც 3 წლის განმავლობაში მეგონა რომ მიყვარდა. მართალია მისგან მეგობრული დამოკიდებულებაც კი არ მიგრძვნია მაგრამ ტანჯვა-წამებასთან ერთად ეს ყველაფერი გარკვეულწილად სასიამოვნოც იყო. ორი წელი ამ სკოლაში ვისწავლე და შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მოთხოვნით ეს სკოლა დაიკეტა, რადგან ეგონა რომ ჩვენი სკოლის მფლობელი მისთვის რევოლუციის მოწყობას აპირებდა. არ ვიცი შეიძლება ასეც იყო, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ რაც მთავარია მან მთელი სკოლა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოგვაცხადა და ჩვენმა უსუსურმა მთავრობამაც ერდოან ბიძიას შიშით ის გააკეთა რაც მას უნდოდა, სკოლა დაკეტეს და იქ დამთავრდა ჩემი უბედნიერესი წლები. წარმოიდგინეთ, მე, რომელმაც ძლივს ნამდვილი მეორე ოჯახი ვიპოვე, ყველაფერი გამინადგურა ჩემი ქვეყნის გულისამრევმა მთავრობამ. არ მინდა რომ იმ სკოლის მოსწავლეებს ან მასწავლებლებს რამე ეწყინოთ
მაგრამ მე9 კლასიდან ჩემი ცხოვრება ამ მხრივ ინერციით წავიდა. მეუბნებოდნენ ხოლმე რომ მე ისინი არ მიყვარდა და ჩემი ძველი სკოლა მერჩივნა, დაუცინიათ და უწყენინებიათ ჩემთვის, ოღონდ შეგნებულად არა. ჰო, მე მართლა მერჩივნა ჩემი ძველი სკოლა. ერთეულების გამოკლებით(მათ შორის ჩემი საყვარელი დამრიგებლის) ამ სკოლაში მასწავლებლები ყვიროდნენ, ღრიალებდნენ, ალბათ ეს ბავშვების ბრალიც იყო, თუმცა მაშინ გამეცით ამ კითხვაზე პასუხი: თუკი ჩემ ძველ კლასში არსებობდა ერთი-ორი მათზე უარესი და ცელქი ბავშვი, რატომ არ უყვიროდნენ მათ ძველი სკოლის მასწავლებლები? ესე იგი მასწავლებლებში ყოფილა პრობლემა ხო?
ხოდა ჩემო საყვარელო მკითხველებო, მინდა გითხრათ რომ მე იმ დროსაც მოვკვდი როდესაც დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი დაკეტეს.



რა ვიცი რა გითხრა, მაგრამ ვიცი და მეცოდინება რომ შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ

 


№2  offline მოდერი Giorgi Uertashvili

სიყვარული გულს გვტკენს
რა ვიცი რა გითხრა, მაგრამ ვიცი და მეცოდინება რომ შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ

დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ არამგონია კარგი ისტორიები მქონდეს, ზოგადად ისტორიების წერა ჩემი საქმე არაა და ამიტომ ვამბობ ამას. თან ეს ყველაფერი როგორც დღიური ისეა ჩემთვის, ასე ვთქვათ პატარა ავტორომანის წერა დავიწყე
--------------------
გ.უერთაშვილი

 


Giorgi Uertashvili
სიყვარული გულს გვტკენს
რა ვიცი რა გითხრა, მაგრამ ვიცი და მეცოდინება რომ შენ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ

დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ არამგონია კარგი ისტორიები მქონდეს, ზოგადად ისტორიების წერა ჩემი საქმე არაა და ამიტომ ვამბობ ამას. თან ეს ყველაფერი როგორც დღიური ისეა ჩემთვის, ასე ვთქვათ პატარა ავტორომანის წერა დავიწყე

მე შენს გვერდით მიგულე, და ხო მართლა შენი ლექსები ბევრად სჯონს შენს ისტორიებს, ამაში გეთანხმები, მაგრამ მაინც ძაან მაგარი ხარ

პ.ს. თავში არ აგივარდეს, ჩემი კომპლიმენტი^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent