შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და მემკვიდრეობა ( სრულად)


11-08-2019, 01:17
ავტორი katiusha
ნანახია 40 635

„-გუგა ნუცუბიძე საცოლეს პირდაპირ ქორწილში მიუტოვებია“. „ქორწილიდან მგონი ვიღაც მამაკაცთან ერთად გაიქცა“, „სულ არაფერი აუხსნია,ასე უსიტყვოდ წავიდაო“ ამან და კიდევ უამრავმა სხვა მსგავსი ჭორმა მოიცვა ქალაქი., ლაპარაკობდნენ და არ ჩერდებოდნენ, ან რა გააჩერებდათ?როცა საკმაოდ კარგი საჭორაო თემა მიეცათ. მიუხედავად იმისა რომ თვითონ მთავარი გმირი უკვე დიდი ხანი იყო რაც ქალაქიდან გაუჩინარდა და მისი ასავალ-დასავალი არავინ არ იცოდა არც ოჯახის წევრებმა და არც უახლოესმა მეგობრებმა.პირველი დღეები არავის მოუკითხავს,,მერე კი როცა არც ტელეფონი ჩართო,არც კონტაქტზე გამოვიდა და არც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა,მაშინ კი დაიწყეს მისი ძებნა,მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გაიგეს….
-რას აკეთებ შვილო?გონს მოდი,-ხელზე წაეტანა დედა და გასამგზავრებლად ჩაწყობილი ტანსაცმელი უკან ამოულაგა.
-შემეშვი დედა,თავი დამანებე,იმას გავაკეთებ რაც მინდა,-უკან ჩაუძახა ტანსაცმელს და სააბაზანოში გავიდა, პირადი და ჰიგიენური ნივთების გამოსატანად.
-კარგი,გთხოვ,არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ამისთანები გადაგვიტანია და გაგვიძლია?არ წახვიდე, -ემუდარებოდა დედა.
ჩემოდანს თავი დაახურა,ხელებით დაეყრდნო, დედას გაცეცხლებულმა შეხედა და იღრიალა.
-რა იქნება კარგად?რა იქნება?თავზე დამაჯ...ა ამდენი ხალხის წინაშე, გამამასხარავა,აბუჩად ამიგდო, თავდავიწყებით შეყვარებულ ყ...დ გამომიყვანა და კიდევ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება?
-ეე,რა დღეში ხარ,გეყოს,-ჩაერთო ჩუმად მდგომი ზურა და დედა-შვილს შუაში ჩაუდგა.
-არ დამიწყო ახლა თუ ძმა ხარ რაა გთხოვ,მაინც წავალ,ცოტა ხანს უნდა წავიდე,აქაურობას უნდა გავერიდო, განა ვინმეს გავურბივარ ან ხალხის ლაპარაკი მაინტერესებს?ხომ იცი ფეხებზე მკ,,,,,ა ყველას აზრი, უბრალოდ საკუთარი თავი დავკარგე და უნდა ვიპოვო..უნდა წავიდე,არ შემაჩეროთ.გუგა ნუცუბიძე,როგორც პიროვნება მოკვდა,მხოლოდ სახელი და გვარი დარჩა.
-ყველა წავიდა,ხალხი დაიშალა, ჟურნალისტებიც გავარიდეთ აქაურობას,-ოთახში მამა შემოვიდა. რომ დაინახა ჩემოდანი,შვილს გაკვირვებულმა შეხედა.
-ეს რა არის?
-მივდივარ.
-სად მიდიხარ?
-სადმე. არვიცი,სად,ალბათ ჯანდაბაში.
-გარბიხარ,კი არ მიდიხარ.
-მამა გთხოვ,გამიგე…
-გიგებ და მესმის შენი,მაგრამ არ შეგიძლია,რომ უბრალოდ დარჩე და არ გაიქცე?
-ხომ მიცნობ?ხომ იცით როგორიც ვარ? მიკვირს ჩემი თავის ახლა ყველაფერს რომ არ ვლეწავ და თბილისს კი არა, მთელ ქვეყანას ფეხზე არ ვაყენებ რომ ვიპოვო..
-ეგ არ გაგვიჭირდება.-უპასუხა ზურამ,- ვატო უკვე მის სახლშია და არკვევს რაღაცეებს.
-მოვედი,ვერაფერი გავარკვიე,არავინ იცის სადაა,არც მშობლებმა,არც ძმამ,არც მეგობრებმა.- ღია კარში გამოჩნდა ვატო.
-ხომ გითხარი არ წახვიდე თქო?რატომ წახვედი?-დაუბრიალა თვალები.
-მეგონა იქ იქნებოდა და წამოვიყვანდი .-აწურულმა და დაბნეულმა უპასუხა.
-წამოიყვანდი..ნეტავ მე რატომ არ მოვიფიქრე ეგ.-ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა.-ეგ რომ მინდოდეს დამასწრებდით?-იღრიალა ისევ.
-მოკლედ მომისმინეთ ახლა,ვიცი რომ ყელამდე მძ….ში ვარ,ამის მიზეზი კი ის ქალბატონია,წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ ან როგორ ვიცხოვრებ, რადგან ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი,მხოლოდ სიყვარული არ იყო,ეს გაცილებით მეტი იყო,ის ჩემი მამოძრავებელი ძალა იყო,თავისი საქციელით კი ამ ყველაფრის გარეშე,ჰაერის გარეშე დამტოვა,არც კი ვიცი რა ვქნა და რა გავაკეთო.ასე რომ გთხოვთ არ შემაჩეროთ.გვერდით ამდენი ადამიანი მყავხართ, ვიცი ყველას გიყვარვართ ,მაგრამ ვერავინ მიხვდებით რას ვგრძნობ ახლა. ვერავინ გამიგებს და გთხოვთ ნუ შეიწუხებთ თავს.უბრალოდ გამიშვით.
-მოგიკვდი შვილო,-ამოისლუკუნა ქალმა..
-დედა შენ კარგად უნდა იყო,-მოეხვია დედას,მერე მამას,-შენც მჭირდები მამა. ჯანდაბა,თქვენც ჩემო გადარეულო,უღალატო ძმაკაცებო, მაგრამ ახლა მარტო დარჩენა ყველაზე მეტად მჭირდება..
-სად მიდიხარ?-ჰკითხა ზურამ.
-არ ვიცი,სადმე,სადაც გზა წამიყვანს.
-ვისი გზა?შენი თუ მისი?
-ახლა უკვე ჩემი…
ეზოში კიდევ ერთხელ მოეხვია ყველას, ჩემოდანი საბარგულში ჩადო, საყვარელი სპორტული ჩანთა გვერდით მოიგდო და გაბმული სიგნალით დატოვა სახლი. დაგირეკავთო მიაძახა და წავიდა…
-აი ნახავ დაბრუნდება,ამასაც გადაიტანს,ძლიერი შვილი გვყავს. -მხარზე ხელი მოხვია ნუგზარმა ცოლს. ქალიც ქვითინით აეკრა მას.
-არ შემოხვალთ ბიჭებო,დავლიოთ.
-წავალთ ჩვენ,დასვენება გჭირდებათ, -უპასუხა ზურამ
-ერთი-ორი ჭიქა ამის საუკეთესო საშუალებაა.
-კი ბატონო,მაგრამ მაინც აჯობებს წავიდეთ,არავინ შეგაწუხებთ,დაცვა გავაფრთხილეთ და ჟურნალისტებს არ შემოუშვებენ,არც ცნობისმოყვარე ხალხს.
-დიდი მადლობა ბიჭებო,როგორც გინდათ,მაგრამ იცოდეთ რომ თქვენთვის ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა,ყოველთვის გაგვიხარდება თქვენი მოსვლა.
-ვიცით ნათლია,-გაუღიმა ვატომ.
-აბა კარგად ბიჭებო.
როგორც კი ცოლ-ქმარი სახლში შევიდნენ,მარტო დარჩენილმა ზურამ ვატოს გადაულაპარაკა.
-აქ რაღაცაშია საქმე და უნდა გავარკვიოთ,არ შეიძლება გოგო ასე გამქრალიყო,თან ქორწილიდან და თანაც ასეთი სიყვარულის მერე, როგორიც მათ ჰქონდათ..
-გეთანხმები,ის კი წავიდა,მაგრამ ჩვენ მისი მეგობრები ვართ და უნდა მივხედოთ ამ საქმეს.
მანქანებში გადანაწილდნენ და ნუცუბიძეების სახლი დატოვეს. სახლი სადაც ყოველთვის სიცოცხლე დუღდა,სახლი სადაც ყოველთვის ყველას უხაროდა მისვლა,სადაც უამრავი დასამახსოვრებელი და განსხვავებული წვეულება გამართულა, ამ დღიდან დადუმდა და დაიხურა თითქმის ყველასთვის.
**********
ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა წვერმოშვებულმა,ოდნავ თმაშევერცხლილმა მამაკაცმა სახლის კარი დაღლილმა შეაღო და ცოლს დაუძახა,არავინ გამოპასუხებია.
ფეხზე გაიხადა,იქვე მიაწყო,საშინაო ჩუსტებში გაუყარა ფეხები,დასვრილი და ჭუჭყიანი მაისური გადაიძრო და სააბაზანოში შევიდა.
ძველი ორსართულიანი სახლი ჰქონდა შალვა მიქელაძეს,ოდესღაც თავადური გვარის წარმომადგენელს და დიდძალი ქონების მეპატრონეს, ახლა მხოლოდ ეს გააჩნდა.ადრე ქალაქში ცხოვრობდა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა ბიჭი სასწავლებლად მოსკოვში გააგზავნა უფროსმა ძმამ,იქიდან რომ დაბრუნდა ძმა დაოჯახებული და დაწვრილშვილებული დახვდა, ოჯახური ბიზნესი კი მისი საკუთრება, ჯერ ვერ ხვდებოდა კარგად რაში იყო საქმე,აი როცა მიხვდა უკვე გვიანი იყო,ძმამ კომპანიაში დააწყებინა მუშაობა,ხელი ისეთ საბუთებზე მოაწერინა,ხმა რომ ამოეღო ციხე არ ასცდებოდა.იქ აღარ გაჩერდა, წამოვიდა და სახლიდანაც წავიდა, აქეთ-იქით იბოდიალა დანაზოგით და ძმის მიცემული სამადლო გროშებით. მერე რომ მიხვდა ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა ბებია-ბაბუასეულ სახლს ჩააკითხა,რომელიც დიდი ხანია დაკეტილი იყო და იცოდა რომ ბებია მის სახელზე გააფორმებდა.სანამ ის ცოცხალი იყო მიადგა მოხუც ნინას.ამ სიბერეში რამე თუ გამახარებდა კიდე რას წარმოვიდგენდიო,სიხარულით მოიღო,ყველაფერი გაუფორმა,ცოლიც მოაყვანინა,სოფლის ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებელი ნატო და როცა პირველი ქალიშვილი შეეძინათ მაშინ დაიღუპა ზუსტად.გოგონას ნინა დაარქვეს ბებიის პატივსაცემად.. ნატო კარგი მეოჯახე ქალი აღმოჩნდა, ყოჩაღი,სამი ქალიშვილი აჩუქა ქმარს მიყოლებით ნინას გარდა კიდევ გვანცა და პატარა მაგდა, სამი დახატული,ერთმანეთზე ლამაზი და განსხვავებული- უფროსი ნინა ქერა და თაფლისფერთვალება,გვანცა შავგვრემანი,მწვანეთვალება და მაგდა წითური და ცისფერთვალება, ბებიასავით ჟღალი,ასე ეძახდნენ მას.
გადიოდა დრო, იზრდებოდა სამი ანგელოზი ასეთ მიყრუებულ, უპატრონო, ნახევრად გამოცარიელებულ სოფელში და თვალს უყენებდნენ სოფელში დარჩენილ ახალგაზრდებსაც და არამარტო მათ,არამედ იმათ ვინც ზაფხულობით სტუმრად ჩამოდიოდა. სტუმარი კი ბევრი იყო, მხოლოდ ზაფზულში იღებოდა გამოკეტილი კარები ამ მოტოვებული სახლებისა, გარდა ერთისა,რომელიც მათი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობდა,მაგრამ მეორე სართულიდან კარგად ჩანდა აბალახებული ეზო,ჩამტვრეული ფანჯრები,დახეთქილი კედლები და ზოგგან ჩამტვრეული სახურავი.მას მომკითხავი და პატრონი,ძველი მეპატრონის გარდა არავინ ჰყავდა.ის კი დიდი ხანია გარდაცვლილიყო….
სააბაზანოდან რომ გამოვიდა,სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა, სადაც ცოლი დახვდა,ძროხები მოეწველა და რძეს ამზადებდა,რომ ყველი გაეკეთებინა.
-მოხვედი?ვერ გავიგე..-ისევ ისე სიყვარულით სავსე თვალები შეანათა ნატომ ქმარს.
-მოვედი,გოგოები სად არიან?
-ზემოთ,თავიანთ ოთახებში, წასასვლელად ემზადებიან.
-სად მიდიან?-ჰკითხა და ძველებური მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო, ჭიქაში ჩამოისხა.ბოლომდე გამოცალა.
-აღარ მუშაობს ეტყობა.ამ დღეებში საქონელს გავყიდი და ახალი ვიყიდოთ.
ნატომ უსიტყვოდ გაუღიმა.იცოდა ქმარი ამას აუცილებლად შეუსრულებდა და გოგოებზე დაუწყო ლაპარაკი.
-თინასთან მიდიან,მეგობრები ჩამოსვლია ქალაქიდან და პატარა წვეულებას მართავენ.
-იმედია გაფრთხილება არ უნდათ რომ ალკოჰოლური სასმელი არ უნდა დალიონ და სახლში გვიან არ უნდა მოვიდნენ.
-ვიცით მამიკო,-მოესმა უფროსი ქალიშვილის ხმა და ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ წვეულებისთვის გამოპრანჭული გოგოები.შალვამ სამივე აათვლიერ-ჩაათვალიერა,მერე კი მაგდას დაასვა მზერა.
-ან გამოიცვლი მაგ მოკლე კაბას ან არ წახვალ.
-კარგი რაა მამიკო,რატომ უნდა გამოვიცვალო?ზაფხულია და ცხელა.
-ცხელა ვიცი,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ შიშველმა იარო.
მკაცრი იყო მიქელაძე.
-მე უკვე თვრამეტი წლის ვარ,წელს სკოლა დავამთავრე და შემიძლია დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილებები.
-მაშინ რადგან ასეა,შეგიძლია უკვე დამოუკიდებლად მოიპოვო შენთვის ლუკმა პური და იმ მინდვრებში შენც იმუშაო.
ბუზღუნით აუყვა გოგო მეორე სართულის კიბეს,უფრო გრძელი კაბა აარჩია,გამოიცვალა და ქვემოთ დაბრუნდა დებთან.
-ასე უკეთესია,-ჩაილაპარაკა კმაყოფილმა შალვამ და სკამზე ჩამოჯდა,-დაიმახსოვრეთ შვილებო, ქალს რაც უფრო მოკრძალებულად აცვია და რაც უფრო თავმდაბალია,მით უფრო მეტად იზიდავს მამაკაცს,თუ გგონიათ რომ სხეულის გარკვეული ნაწილების გამოჩენა მათზე მოქმედებს და ყურადღებას მოგაქცევენ,ძალიან ცდებით.უფრო სწორად მოგაქცევენ,მაგრამ ისე არა,როგორც გინდათ,სხვანაირი გაგებით შემოგხედავენ.
-მაგრამ მამა ხომ არიან გოგოები რომლებსაც უხდებათ ასეთი ჩაცმულობა და პატიოსნები არიან?-ჰკითხა ნინამ
-კი,არიან,მაგალითად თქვენ სამივე ლამაზი ხართ და სამივეს გიხდებათ, მაგრამ აქ სოფელია, სოფელი რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს,სადაც უამრავი უცხო ადამიანი მოდის,სამხედრო მოსამსახურე,ჩვენებიც და მათიც, ისინი დამშეული ძაღლებივით არიან და პირველივე ხელსაყრელ შემთვევაში შეეცდებიან ახალი ხორცის გასინჯვას.
-მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ ამის უფლებას მამა.-უპასუხა გვანცამ.
-ვიცი,მე მჯერა თქვენი,მაგრამ ისიც გახსოვდეთ რომ პატიოსნება ჩაცმულობაში არ გამოიხატება,არ გიშლით,უბრალოდ არ მინდა მათ იფიქრონ ის რაც არის,რადგან ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ ადამიანები შეცდომაში შესულან.
-რა თქმა უნდა მამა,ანუ ეს ის შემთხვევაა,რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის?
-ზუსტად,-ნათქვამის აზრს რომ მიუხვდა მაგდა,გაეღიმა,ესეგი მართლაც ჭკვიანი ქალიშვილები ჰყავდა.
გარედან მანქანის ხმაური მოისმა და საუბარი შეწყვიტეს.ნეტავ ვინ უნდა იყოსო,ყველამ ეს გაიფიქრა,გოგოები კი ფანჯარას აეკვრნენ და უკვე დაბინდებულზე სცადეს გაერჩიათ სტუმრის ვინაობა.
-იმ სახლში ვიღაც ჩამოვიდა,- წამოიძახა ნინამ.
-როგორც იქნა გავიგებთ ვის ეკუთვნის სახლი.-დაამატა მაგდამ.
-მაგრამ არ ჩანს არაფერი,ჩვენ კი ვაგვიანებთ წასვლას,-დაიწუწუნა გვანცამ..
-თუ კიდევ დიდხანს იქნებით აქ იცოდეთ გადავიფიქრწბ თქვენს გაშვებას,-ჩაერთო აქამდე ჩუმად მყოფი ნატო,რომელსაც ყველის გაკეთება დაემთავრებინა და ახლა ქმარს სუფრას უშლიდა.
-მივდივართ,ხო მივდივართ,თქვა ნინამ,მშობლებს მორიგეობით აკოცა და დები თან გაიყოლა..
-მართლაც ვინ უნდა ჩამოსულიყო ნეტავ იმ სახლში?წლებია არავის მოუკითხავს.
-ალბათ გაყიდეს და ახალი მეპატრონეა,-უპასუხა ნატომ და ქმარს ცხელი წვნიანით სავსე თეფში დაუდო წინ.მერე თვითონაც დაისხა და სავახშმოდ მიუჯდნენ სუფრას.
*****
რკინის კარის გაღება გაუჭირდა, დიდხანს იწვალა,როგორც ჩანს დროის სვლას და მოუვლელობას თავის დაღი დაემჩნია.იმდენი ქნა რომ ბოქლომი გატეხა და ოდნავ შეძლო გაღება,რომ შიგნით შესულიყო. რაც იქ დახვა ის კი ნამდვილად არ იყო მისთვის მისაღები.თვალი მოავლო იქაურობას და კმაყოფილმა გაიფიქრა.
-ეს სწორედ ისაა რაც მინდა,ამის მიხედვა და მოვლა იმის საშუალებას არ მომცემს რომ ვიფიქრო.მაგრამ საიდან დავიწყო?
ფრთხილად გაიკვლია გზა წელამდე ბალახებში და სახლის კიბესთან შედგა.უკვე იგრძნო მტვრის და ჭუჭყის სუნი.რამდენიმე კიბე სწრაფად აიარა და პატარა აივანზე აღმოჩნდა.არც კი ახსოვდა ამ სახლის არსებობა,არა თუ მისი აგებულება,იმდენი წელი იყო რაც აქ ყოფილა,მაშინ პატარა ბავშვი იყო როცა ბებიაც დაიღუპა,მას მერე კი არავის აღარ ჩამოუკითხავს და არც ის ჩამოუყვანია სტუმრად ვინმეს.
გზად შემთხვევით გაახსენდა,როცა ფიქრობდა სად წავიდე ისეთ ადგილზე რომ არავინ მიცნოს და არავინ მომიკოთხოსო.
გაჭირვებით შეაღო ხის კარი და მაშინვე მტვრის სუნი ეცა.სიბნელეში რაღაცამ გაიჩხაკუნა,მერე კი შავი კატა გამოხტა,ფეხებს შორის გაუძვრა და გარეთ გავარდა შეშინებული.
-ამის დედაც აქ რა გავაკეთო?აქ რა მინდა?-გაიფიქრა გონებაში და ერთ ხანს წამოსვლა დააპირა,მაგრამ რომ გაახსენდა უკან რა ელოდა ისევ გადაწყვიტა გაერისკა აქ დარჩენა.
ასე ვერ იქნებოდა,ასე ვერ გაათენებდა თუნდაც ერთ ღამეს,არც საჭმელი, არც წყალი,არც ნორმალური საწოლი..ბევრი რამე სჭირდებოდა სახლს,შესაძლოა ქვეწარმავლები და ვირთხებიც ყოფილიყვნენ სახლში დაბუდებულები…
სანამ ფიქრობდა გვარიანად მობნელდა,მაგრამ მთვარე ისე ანათებდა,რომ რაღაცეების დანახვა შეიძლებოდა. მანქანაში სპეციალურად ნაყიდი სასმელი ჰქონდა,ამოიღო საბარგულიდან, აივანზე ნახევრად მორყეულ სკამზე ჩამოჯდა,ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და ბოთლითვე მოიყუდა...
საიდანღაც მუსიკის ხმა და ახალგაზრდების კისკისი შემოესმა, როგორც ჩანს არც ისეთი მიყრუებული სოფელია და არც ხალხის ნაკლებობას განიცდისო,გაიფიქრა და ის აზრი რომ აქ მოიწყენდა თვითონვე უკუაგდო.
მალე მათრობელა სითხემ თავისი ქნა და მოეკიდა,იქვე მდგარ ძველ მორყეულ ტახტზე გადაწვა და ძილს მიეცა.თუმცა სანამ ღრმად ჩაეძინებოდა გოგოების კისკისი ჩაესმა ყურში.
-თათა...არ წახვიდე..მიყვარხარ..გთხოვ ნუ წახვალ...ნუ მიმატოვებ.. ბუტბუტებდა ძილში და უკვე ყოფილი სიყვარულის სახელს დაუსრულებლად იმეორებდა…
დილით მზის სხივებმა შეუჭყუტუნეს თვალებში და ადრიანად გააღვიძეს. გვერდი იცვალა,მაგრამ იმდენად სტკიოდა ზურგი ამ საშინელ ტახტზე წოლით რომ ვეღარ დაიძინა.წამოდგა და არემარეს გადახედა.ისევ არაფერი შეცვლილიყო ისევ ის საშინელი ხედი, მაგრამ ამჯერად ქუჩებში მოსიარულე ადგილობრივი მცხოვრებლები დაინახა,რომლებიც ადრიანად ამდგარიყვნენ და სხვადასხვა საქმიანობისთვის დილიდანვე ემზადებოდნენ…
ადგა,კიბეზე ჩავიდა და ეზოს ჭიშკარში გაყო თავი.
-მოგესალმებით,-შესძახა ომახიანად და მაშინვე იგრძნო სოფლის ამბების გასაგებად შეკრებილი მამაკაცების ორი წყვილი თვალი.
-სტუმარს გაუმარჯოს.მოდი აქეთ,რა შორიდან გველაპარაკები,- შინაურულად დაუძახა ერთ-ერთმა და ახლოს მისულს გაეცნო კიდეც.-შალვა.
-გუგა,-უპასუხა და მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება.მერე კი მეორეც გაიცნო.
-აბა რამ ჩამოგიყვანა ჩვენ სოფელში? ასეთ მიყრუებულ და ყველასგან დავიწყებულ ადგილას?
-აი სწორედ მაგიტომ ჩამოვედი ყველასგან დავიწყებული რომ არის.
-ვერაა ეგ კარგი ამბავი,-უპასუხა ნუკრიმ,-შალვა შენი კარის მეზობელია,შენს წინ ცხოვრობს,მე კი აი იმ დიდ სახლში,რამდენიმე სახლის იქით მდებარე სახლზე ანიშნა კაცმა.
-ძალიან კარგი,უკეთესად გავიცნობთ მერე ერთმანეთს,ახლა თქვენი დახმარება მჭირდება.
-რაში?-გაუკვირდა ორივეს.

-მოკლედ ხომ იცით რა საშინელ დღეშია სახლი,მე კი მინდა ისეთ მდგომარეობამდე მაინც მივიყვანო რომ ცხოვრება ღირდეს იქ.
-მერე უნდა დაალაგო და მოაწესრიგო ძია გენაცვალოს,ეზო უნდა მოთიბო და ბალახი ერთ ადგილას ააგროვო.
-მე რომ არაფერი გამეგება მაგის,თან არც საჭირო ნივთები მაქვს.
-ოჰ,ეს როგორ ვერ მოვიფიქრე. მოკლედ ახლა ნაკვეთში სამუშაოდ მივდივართ,აი შუადღით რომ მოვრჩებით ჩვენ საქმეებს ჩვენი ნივთებით მოვალთ და დაგეხმარებით.
-დიდი მადლობა გაიხარეთ,ამისთვის თუ ფულია საჭირო გადავიხდი.
-აბა ახლა ამას უყურე?ხომ არის ღირსო ერთი კარგად მოვცხო?-ჰკითხა შალვამ ნუკრის.
-არის,ნამდვილად არის,შვილო შენ ვინ გგონივართ?ჯერ ასე არ გადავჯიშებულვართ რომ მეზობელს უსასყიდლოდ არ გავუწიოთ დახმარება.
-მერიდება,თქვენ თქვენი საქმეც გექნებათ.
- შუადღეს მოვალთ, შენც გასწავლით და მერე თვითონ გააკეთებ.
-თან ახალ მეზობელსაც უკეთ გავიცნობთ და შენს ჩამოსვლასაც ავღნიშნავთ,-გაეცინა შალვას და დაემშვიდობა,ნუკრი საპირისპირო მხარეს წავიდა და ასე დაშორდნენ ერთმანეთს.
კუჭმა შეახსენა თავი,საჭმელი არაფერი ჰქონდა ნაყიდი,მანქანა დაქოქა და გზას დაადგა იქნებ სადმე მაღაზიას წავაწყდეო.ერთგან დიდი ალვის ხის ძირში შეჯგუფებულ ახალგაზრდებს წააწყდა,რომლებიც კარტს თამაშობდნენ.გააჩერა, შუშას ჩამოუწია და ჰკითხა.
-ბიჭებო სადმე მაღაზია არ არის?
-კი,აგერ ბოლოში რომ გახვალ, მარჯვნივ მოუხვიე და იქვეაო,-უპასუხა ყველაზე გამბედავმა და ისევ ზურგი შეაქცია,კარტის თამაში განაგრძეს.
მაღაზია სულაც არ ჰგავდა იმ მაღაზიებს ის რომ იყო მიჩვეული სიარულს და სავარაუდოდ არც პროდუქტები ჰგავდა იმას, რასაც ის ყიდულობდა და მიირთმევდა.დიდხანს ათვალიერა რამდენიმე დახლზე და ერთ პატარა მაცივარში მოქცეული ნახევარფაბრიკატები.ბოლოს გამყიდველსაც რომ გამოელია მოთმინება ჰკითხა.
-ვატყობ სტუმარი ხარ და ასეთ მაღაზიაში პირველად ხარ.იქნებ მითხრა რას ეძებ და დაგეხმარები.
-მზა საჭმელებს ან რამე ისეთს რაც არ მომკლავს.
-აქ საჭმელებს ყველა სახლში ამზადებს დეიდა,შემიძლია ეს ძეხვი შემოგთავაზო,სოფლის ყველი და კაი თონის პური.
-აქ რომ ვერ ვნახე ეგ ყველაფერი?
-არც იყიდება,მოიცადე ორი წუთით..-დახლს უკან პატარა კარში გაყო თავი და ვიღაცას გასძახა.
-თინა,თინააა…..პასუხი რომ მიიღო,განაგრძო,-მაცივრიდან ის ძეხვი გამოიტანე,ერთი თავი ყველი და ერთი-ორი ცალი პური,...არა ორიც დაამატე,სწრაფად.-გუგას რომ შეხედა მაშინვე მიხვდა რომ ორი ცოტა იქნებოდა მისთვის.სანამ მოუტანდნენ დანაპირებს,მანამდე ბიჭს მიუბრუნდა და ლაპარაკი გაუბა.
-აბა ვისთან ხართ სტუმრად.
-ბებიაჩემის სახლში ჩამოვედი.
-ხოდა ვინ არის ბებიაშენი?
-ვერა ნუცუბიძე.
-ცხონებული,კარგი ქალი იყო საწყალი. დიდი ხანი კი გავიდა ისე რაც გარდაიცვალა,წლებია მის სახლში არავინ ჩამოსულა.შენ ნუგზარის შვილი ხარ ალბათ.ეჰ ადრე ხშირად ჩამოდიოდა აქ ოჯახით,კარგი დრო იყო,ყველა ყველას სიხარულით ხვდებოდა,ახლა თითქოს ყველა შეიცვალა,გამოკეტილან სახლებში და აღარავინ აღარ უნდათ,სოფელიც იცლება ნელ-ნელა.მაგრამ რომ წავიდეთ მე და ჩემი მეუღლეც იქ რა გავაკეთოთ?აქაური ორი კაპიკი მირჩევნია იქაურ მილიონებს.
-მართალი ხართ ქალბატონო….
-ლიდა,-შეაშველა სიტყვა გუგამ.
-მე გუგა.
ამასობაში იმ უკანა კარიდან ახალგაზრდა გოგონა შემოცქრიალდა, არაფრით გამორჩეული, ოდნავ მოპუტკუნებული და სახლის ფორმაში.
ქალს ხის კალათში ჩაწყობილი პროდუქტები მიაწოდა და ისევ გაუჩინარდა სწრაფად კარში.
-რაც ეს ინტერნეტი თუ რაღაც შევიყვანეთ მას მერე არ სცილდება იმ ლეპტოპს თუ რაღაც ჯანდაბას,-წყევლა კრულვა მიაყოლა ქალმა და გუგას კალათი მიაწოდა,ზემოდან სუფთა ტილო გადაეფარებინა გოგოს და აკურატულად ჩაეწყო ყველაფერი.
-ასე ხომ წუხდებით?
-არაფერია,შენ მაგაზე არ იდარდო.
-ქალბატონო ლიდა იცით რა მაინტერესებს სოფელში არავინაა ისეთი ვინც სახლებს ალაგებს?ისე არ მინდა ფულს გადავიხდი.
-კი,არის ერთი ორი ქალი,როდის გინდა შენ მითხარი?
-რაც შეიძლება მალე,უმჯობესია დღესვე.
-ახლა შენ წადი სახლში და ერთ საათში შენთან იქნებიან.თავიანთ საქმეს ხუთიანზე ასრულებენ.-გაეცინა ქალს და ღიმილით გააცილა ბიჭი.
ისევ ძლივს გაიკვლია გზა ბალახებში და გაჭირვებით ავიდა აივანზე.ის ტილო მორყეულ სკამს გადააფარა და საჭმელი ამოაწყო და ჭამას შეუდგა, მართლაც და დიდებული იყო ეს ყველაფერი,რაც მთავარია ჯანსაღი და ნატურალური.
ერთი საათიც არ იყო გასული რომ ლიდა მოადგა ღობეს ორ შუახნის ასაკის ქალთან ერთად და მხიარულად დაუძახა ღობის იქიდან.
-მოდი ლიდა დეიდა,მოდი.ოღონდ ფრთხილად,
-მოვედი ჩემი დამხმარეებით.აბა რა უნდა გავაკეთოთ?
-უბრალოდ სახლი დავალაგოთ რომ ამაღამ დაძინება შევძლო.
-͡რაღაცეები დაგვჭირდება,მაგალითად მტვრის ტილოები,ცოცხები,ვედრები და ასე შემდეგ.
-არ მაქვს არაფერი,სად შეიძლება ვიყიდო?
-აქ ვერ იყიდი,კარგი,დამელოდეთ ქალებო,შენ წამომყევი,ნატოს ვეტყვი,აუცილებლად ექნება,უარს არ გვეტყვის,კარგი ქალია…
გუგა ლეკვივით აედევნა უკან ლიდას,ქალმა გზა გადაკვეთა და საპირისპირო სახლის ჭიშკარი შეაღო დაუკითხავად,თან დაიძახა.
-ნატო...ნატო…
-მოვდივარ,ახლავე მოვალ...უი,შენ ხარ ლიდა?როგორ ხარ?აქ რამ მოგიყვანა?-ხელებს იწმენდდა წინსაფარზე ნატო და სტუმრისკენ მოდიოდა,მაგრამ უცხო ბიჭი რომ დაინახა მასთან ერთად,შეჩერდა და ინტერესით მიაჩერდა.
-ეს ჩვენი სტუმარი და თქვენი ახალი მეზობელია ბატონი გუგა…
-ბატონოების გარეშე,უბრალოდ გუგა,- გაეღიმა ბიჭს.
-ნატო.
-მოკლედ ნატო,შენთან საქმეზე მოვედი,წყალი,სუფთა ტილოები და სათლები გვჭირდება,კიდევ ცოცხი და ის ნივთები რაც სახლის დალაგებისთვისაა საჭირო.
-კი ბატონო,-ეჭვით შეხედა ქალმა ლიდას და მერე დაბნეულმა ანიშნა გამომყევითო. მსგავსი ნივთებისთვის სპეციალური ადგილი ჰქონდა გამოყოფილი მიქელაძის ქალს, ყველაფერი მისცა,აგერ ბატონო წყალი ეზოდან წაიღეთ ჭა აგერ არისო და მეზობელი და მისი სტუმარი გააცილა.ეზოს კარი ღია დაუტოვა რომ არ მორიდებოდათ შემოსვლა.
ეზოდან რომ გავიდნენ,კიბეს აუყვა ნატო გოგოების გასაღვიძებლად .
სათითაოდ შეუღო საძინებლის კარი სამივეს და დაუძახა.
-აბა ადექით თქვე უქნარებო,დროა უკვე რომ გაიღვიძოთ,მზე რახანია ამოვიდა.
-დედაა,კარგი რაა,მეძინება,- საწოლიდან გამოსძახა ნინამ.
-წუხელ არ გეძინებოდა,სამ საათამდე რომ გეღვიძა.დაგეძინა.
-ვმეცადინეობდი დედა..
-ვიცი მე შენი მეცადინეობის ამბავი, იცოდე ისევ თუ სწერ იმ ბიჭს მამაშენს ვეტყვი.
მუქარამ გაჭრა და მალე მოკლე შორტებსა და ღია ფერის ტოპით გამოჩნდა უფროსი ქალიშვილი.
-ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. მივხვდი რომ არაა ჩემი შესაფერისი.
-და ვინააა შენი შესაფერისი საყვარელო დაიკო?-უკნიდან წამოეწია გვანცა და გვერდში უბწკინა.
-ეგეთი ჯერ არავინ გამოჩენილა.
-თუ არც დაბადებულა?-გაეხუმრა უმცროსი და.
-ნუ როგორ არა,დაიბადა,ოღონდ ჯერ არ შემხვედრია,ჯერ არ იცის სად ველოდები ასეთი ბრილიანტი,- კისკისებდა ნინა და კიბეზე ჩადიოდა, უკან დედა და დები მიჰყვებოდნენ, გოგოებს დედისთვის ორივე მხრიდან მოეკიდათ ხელი და გუშინდელ ამბებს უყვებოდნენ.უეცრად ნინა ადგილზე გაშეშდა და უკნიდან დანარჩენები დაეჯახნენ.
-რა დაგემართა გოგო?ასეთი ვინ დაინახე?
-ეტყობა პრინცმა მოაკითხა.-აჰყვა დას მაგდა.
-არ ვიცი ეს პრინცია თუ მეჩვენება, მაგრამ ჩვენს ეზოში უცხო ბიჭია, ჭასთან.-დაბნეულმა თქვა ნინამ და უკან მოიხედა,-არ მეჩვენება ხო?
-არა,ნამდვილად იქ არის,ოღონდ ეს პრინცი კი არა,ჩვენი ახალი მეზობელია, წყალი სჭირდება და დავეხმარე.
-ყოჩაღ დედა,მერე არ უნდა გვითხრა, ასეთ ფორმაში ვართ და ვიკლებთ აქაურობას უაზრო იუმორით.
-სად დაინახე ან რაში უაზრო იუმორი? ან რას გვიწუნებ?მშვენივრად გვაცვია.- ეწყინა გვანცას.
-უაზროა აბა რა არის სულ პრინცზე მეხუმრებით,დაგიძველდათ ხუმრობა,რამე ახალი მოიფიქრეთ.
-მე არ ვიყო უმცროსი მიქელაძე,შენ თუ უარესი არ მოგიფიქრო...შინაბერა,- მიაძახა გაბრაზებულ დას,რომელიც უკვე სამზარეულოში შესულიყო.
-ეს კარგი იყო,-გადაიკისკისა გვანცამ და როცა შეამჩნია რომ უცნობმა გამოხედა,მაშინვე დასერიოზულდა და დედასთან ერთად იმავე კარში გაუჩინარდა,სადაც ნინა..
-გვებუტები?-ჰკითხა დედამ კუთხეში მჯდარ შვილს და სუფრაზე მისი საყვარელი კერძი ნიგვზიანი ბადრიჯანი დადო.
-არა..
-მე დედა ვარ და კარგად გიცნობთ სამივეს,ასე რომ აბა მითხარი რატომ მოიწყინე ასე უცებ?-გვერდით მიუჯდა ქალი და შვილს ხელი მოხვია.
-არაფერია დედა.
-თქვენ დები ხართ და მერე რა თუ გაგეხუმრნენ ისინი.შენ უფროსი ხარ მათზე და უნდა დაუთმო,ასწავლო, აუხსნა რომ არ გსიამოვნებს როცა ასე გეხუმრებიან.ან გაბუტვა რა მოსატანია დედმამიშვილებში?ადექი ეხლა,წამოდი,შენი საყვარელი საჭმელები გავაკეთე,ისიც მეყოფა როცა აქედან წახვალ და მომენატრები.
-ამქვეყნად ყველაზე კარგი დედა ხარ მიქელაძის ქალბატონო,-გაეცინა გოგოს და დედას მოეხვია.
-აჰ გვიკადრა,-გადაულაპარაკა გვანცამ მაგდას,როგორც კი და დაინახა.
-ენა გააჩუმეთ ორივემ,-დაუბრიალა თვალები ნატომ და სუფრას მიუჯდა მათთან ერთად,-ჭამეთ,მერე კი მომეხმარეთ,დღეს ბევრი საქმე მაქვს და ვერ მოვასწრებ.მამაშენიც ცოდოა. ყველაფერს მარტო აკეთებს.
უხმოდ ისაუზმეს ოთხივემ,ხანდახან კი ჩუმად გადახედავდნენ ერთმანეთს და ეღიმებოდათ,დიდხანს ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე,ნატოც ხვდებოდა ამას და როცა მორჩნენ,უცებ აალაგა სუფრა,მისაღებში დამელოდეთ და თქვენი ხმა არ გავიგო ხუთ წუთში მოვალო,ბრძანა კიდევ ერთხელ და მკაცრად გადახედა სამივეს.
უხმოდ ისხდნენ გოგოები,ვერ ხვდებოდნენ ასე რატომ უთხრა დედამ, ეტყობა წუხელ რომ დავაგვიანეთ უნდა გვეჩხუბოსო ფიქრობდა სამივე გულში. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ნატო მათი საყვარელი ნამცხვრით და ყავით რომ გამოჩნდა,რომელიც ლანგარზე დაელაგებინა და მათკენ მოჰქონდა, მიხვდნენ რომ ეს დედის დილის სიუპრიზი იყო.ყოველთვის იცოდა როგორ გაეხარებინა შვილები.
წინ დაუჯდა,ყავის ჭიქა მიიწია წინ და ღიმილით გადახედა.
-აბა მოყევით გუშინ როგორი დრო გაატარეთ და მოგეწონათ თუ არა თინას სტუმრები.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს ღიმილით და მერე მოყოლა დაიწყეს, ერთმანეთს არ აცლიდნენ..
გული რომ იჯერეს და ყავაც რომ მიირთვეს,მერე წამოდგა ნატო და სამივე წამოაყენა.
-ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.აბა ვინ რაში დამეხმარება?თუ მე გავანაწილო?
-აჯობებს შენ გაანაწილო,იმიტომ რომ ისევ ვიჩხუბებთ.-თქვა ნინამ
-დას ვეთანხმებით,-ერთხმად შესძახეს უმცროსებმა.
-მოკლედ მაგდა ზემოთ დაალაგებს, გვანცა ქვემოთ სართულს და მიაყოლებს სამზარეულოს და ჭურჭელს, შენ ჩემთან წამოხვალ, ეზოს დავალაგებთ,მერე ერთად მივხედავთ უკანა ბაღებს,ხილი გვაქვს დასაკრეფი..
უხმოდ წავიდნენ დავალების შესასრულებლად გოგოები,ნინა კი დედას აედევნა,თან ინტერესი კლავდა იმ ბიჭის ნახვის.თუმცა იმ დღეს მეტი აღარ უნახავს,უცებ დაალაგეს ეზო და მერე დებთან და დედასთან ერთად სახლის უკან მდებარე ბაღში გავიდნენ უკვე დამწიფებული ქლიავის დასაკრეფად.ნატომ წინასწარ მომზადებული ყუთები მოიტანა და შვილებს შეუერთდა,მხიარულოდნენ, ერთმანეთს აბრაზებდნენ, ეხუმრებოდნენ და არც შრომას თაკილობდნენ,იცოდნენ რომ ეს იყო მათი ცხოვრება,ეს იყო პატიოსანი შრომით მიღებული მოსავალი,რასაც შემოსავალი და ესოდენ მნიშვნელივანი ორიოდე კაპიკი მოჰქონდათ,ფული რომელიც ნაწილობრივ ნინას და გვანცას სწავლას ხმარდებოდა.ნინა ამთავრებდა,გვანცა მეორე კურსზე იყო,თუმცა ორივე უფასოზე სწავლობდა.მომავალ წელს ალბათ მაგდაც შეუერთდებოდა მათ. სწავლა ერთადერთი იყო,რაშიც ფულის ჩადება არ ენანებოდათ მათ მშობლებს.
სულ სხვაგვარი ვითარება იყო წინ მდებარე სახლში.ნუცუბიძეს ფული არასოდეს აკლდა,არასოდეს ჰქონია მსგავსი პრობლემები და როცა გაუჭირდა ისევ ფულით მოაგვარა ყველაფერი.დაქირავებულმა ქალებმა ორ საათში მოამთავრეს თავის საქმე, მას მხოლოდ წყლის მოტანა ევალებოდა და ისიც ასრულებდა,სხვა რა გზა ჰქონდა,იმაზე მეტი გადაუხადა ვიდრე წარმოიდგენდნენ.თავიდან კი იუარეს,მაგრამ ბიჭმა დაიჟინა და თავისი გაიტანა.
-შვილო,ეს ნაგავი რაც ეზოში გამოვიტანეთ და ძველი ნივთები აუცილებლად გადაყარე,სოფლის ბოლოს ნაგავსაყრელია,ფანჯრებს მინები ჩაუყენე და სახურავი აუცილებლად შეაკეთე,თორემ წვიმაც შეგაწუხებს და სიცივეც,აქ საშინელი სიცივე იცის.ის რკინის გისოსები კი ვერ დაგიცავს,-დედა-შვილური დარიგება მისცა ლიდამ,დაემშვიდობა და მეზობლებს ამოუდგა გვერდით.
-დიდი მადლობა სამივეს,-გაუღიმა ბიჭმა და უკან შებრუნდა.ახლა გაცილებით კარგად გამოიყურებოდა სახლი,დაძინებაც შეეძლო და დარჩენაც.მერე რა თუ ორი ოთახი იყო,ერთი პატარა და ერთიც დიდი.ერთი კიდევ სამზარეულო. მართალია ისიც პატარა,მაგრამ მას ეყოფოდა.ეგაა რომ სააბაზანოს პრობლემა წარმოიშვა,ისეთი ჭუჭყიანი იყო,აუცილებლად უნდა გადაევლო წყალი, სააბაზანოს მსგავსი ოთახიც იყო იქვე,კიბის გვერდით,მაგრამ არანაირი კომფორტი,არანაირი ჯაკუზი და დუში..ეზოც მისახედი იყო.
მზეზე დადგმული სუფთა სათლიდან წყალი ამოიღო ხელის გადასაბანად, მაგრამ ისე გაცხელებულიყო,რომ შეეძლო ტანზეც გადაევლო, ასეც მოიქცა,პირსახოცი გამოუტანა, სწორედ იმ სააბაზანოში შეიტანა და წყალი ტანზე დაისხა.მტვერი და ოფლი კი მოიშორა და ამოისუნთქა, ამჯერად უფრო მყარ სკამზე ჩამოჯდა და სახლს დაუწყო თვალიერება.
-ამის დედაც როდის უნდა ამოვიდე ამ მძ….ან?ამას როდის მოვაწესრიგებ, თან ნორმალური ავეჯიც არაა. რა მინდოდა,წავსულიყავი სადმე კურორტზე და დამესვენა,-ბრაზობდა თავის თავზე.მაგრამ მერე ოთახს რომ მოავლო თვალი და დარჩენილი და საღი ავეჯი დაინახა,ინანა რაც გაიფიქრა.ინანა იმიტომ ეს საგნები ალბათ საუკუნის მაინც იყო,აქ გაიზარდა მამამისი,ეს სახლი მისი წინაპრების სიყვარულის ისტორიას ინახავს,ეს ნივთებიც და ეს ყველაფერი კი ამ ყველაფრის,ამ ბედნიერების მნახველია.ამ ყველაფრის მომსწრეა,თუ არა?იქნებ არც ისინი ყოფილან ბედნიერები? იქნებ მათი სიყვარულიც მოჩვენებითი იყო?იქნებ ისინიც თამაშობდნენ? ისევ სასმლის ბოთლს დასწვდა და დარჩენილი მოიყუდა.
-არა,არ დავეცემი,არ მივცემ უფლებას რომ გამანადგუროს,არ დავნებდები. ამ კარადამ,ან წიგნების თარომ,ამ სკამმა და მაგიდამ თუ გაძლო ამდენი წელი და ფეხზე მყარად დგანან,თუკი ისინი არ დაეცნენ და გაუძლეს მარტოობას,მეც გავუძლებ,მეც დავდგები ისევ ფეხზე.გარედან მისი სახელი მოესმა,მამაკაცები ეძახდნენ.
-აი,მოვიდნენ,არ დამაღალატეს, სიტყვის კაცები აღმოჩნდნენ,აქ ნამდვილად არ მოვიწყენთ,-სასმლის ბოთლი გვერდით გადადო და გარეთ გამოვიდა.შალვა და ნუკრი იდგნენ გვერდიგვერდ,ხელში მისთვის უცნაური ნივთები ეჭირათ და ელოდნენ მასპინძელის გამოჩენას.
-მობრძანდით ბატონებო.-მიიპატიჟა სახლში.
-ჩვენ სამუშაოდ მოვედით.
-ცოტა ხანს ჩამოჯექით,დაისვენეთ, მერე კი მეც მიგეხმარებით,-უთხრა გუგამ და სახლიდან ორი სკამიც გამოიტანა.
-მოდი ჩვენ მივხედავთ,უცებ მოვრჩებით და წავალთ,საღამოს ისედაც ბევრი საქმე გვაქვს.-უპასუხა შალვამ და სახელოები დაიკაპიწა, თავზე ქუდი დაიხურა,მზისგან მოსაჩდილად და სამუშაოდ მოემზადა.
-კარგი,რადგან არ იშლით...შეიძლება გკითხოთ ეგ რა არის?
-ეს ცელია,ბალახებს ვჭრით ამით ანუ ვთიბავთ..
-ცელის დანიშნულება ვიცი,უბრალოდ არასოდეს გამიყენებია.
-გინდა გასწავლო?
-მინდა.
-გაიგე,შალვა?მგონი ამ ბიჭს აქაურობა მოსწონს.-გადასძახა ნუკრიმ შალვას.
-აქაურობაზე მეტად აქაურები, ძალიან კარგები ხართ,-გაიღიმა ბიჭმა და ცელი გამოარვა,ისე მოიქნია როგორც ნუკრიმ უთხრა.არ იყო ისეთი ადვილი,როგორიც ეჩვენა და დამღლელიც იყო,მაგრამ არ დანებდა,გვერდით ამოუდგა კაცებს.
-იცი,რატომაა ძნელი ახლა ამის მოთიბვა?-ჰკითხა შალვამ.
-არ ვიცი..
-იმიტომ რომ სოფელში ყველაფერს თავისი დრო აქვს,ისევე როგორც ამ ბალახის მოთიბვას,უკვე დაგვიანებული და გამხმარია, გაცილებით ადვილია ამის მოთიბვა ივნისში,როცა ჯერ კიდევ მწვანეა..
-დავიმახსოვრებ…
-დაიმახსოვრე ბიძია რასაც გეტყვით, რადგან აქ დარჩენას თუ აპირებ აუცილებლად გამოგადგება მომავალში.
-ჯერ არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები…
-არაუშავს,სწავლა სიბერემდეა,რაც მეტი იცი,მით მეტი კაცი ხარ..ჩემს შვილებსაც სულ ამას ვეუბნები, საბედნიეროდ ყველაფერს მიჯერებენ..
-კარგი შვილები გყავს შალვა ბატონო და იმოტომ,სოფელში კი არა მთელ რეგიონში არიან გამორჩეულები თავიანთი სილამაზით,განათლებით და ქცევა-პასუხებით.
-ასე ნუ აქებ,თორემ მართლა დაიჯერებენ,-გაეცინა კაცს და მარჯვედ მოიქნია ცელი.გუგა აღარ უსმენდა, ძალიან სცხელოდა,მზემ კანი აუწვა და ვერც იმას ეუბნებოდა მეზობლებს რომ დავიღალეო,სცხვენოდა და ერიდებოდა.
-მე ხუთი წუთით გავალ და ახლავე დავბრუნდები,ხომ არ მოიწყენთ უჩემოდ?
-მოსაწყენად არ გვაქვს საქმე,-გაეცინა შალვას.
ხუთი არა,მაგრამ თხუთმეტი წუთი კი დასჭირდა მაღაზიაში გადასასვლელად და იქ საჭმელების ყიდვა.დატვირთული დაბრუნდა უკან და როგორც შეძლო ისე გაშალა სუფრა.რომ გადახედა უკვე ამთავრებდნენ,ცივი ლუდი მაგიდაზე შემოდო და გასძახა.
-ძია კაცებო,გვეყოფა მუშაობა,ორი ლუკმა შევჭამოთ,კარგი ცივი ლუდიც მაქვს.
შუადღის მზე რომ გადავიდა,სამეული ნუცუბიძის ახალ სახლში სუფრას უსხდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ,თან საუბრობდნენ და ცივ ლუდს აყოლებდნენ.ეზო მოსუფთავებული იყო,სახლი დალაგებული,დღევანდელი გეგმა შესრულებული.. გვიან გაუყვნენ ნასვამები ღიღინ-ღიღინით ნუკრი და შალვა სახლისკენ გზას,მანამდე კი რამდენჯერმე დაემშვიდობნენ შეზარხოშებულები მასპინძელს….
როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე და როგორც იყო სადაც იყო გუგა ნუცუბიძე ყოველთვის მის ირგვლივ იწყებდა ხოლმე სამყარო მოძრაობას,ასე მოხდა აქაც და სოფელიც იმ დღიდანვე მოექცა მის გარშემო მოტრიალე ბორბალად.
*******
დილით ადრიანად გააღვიძა ნატომ ქმარი,რომელიც ნაბახუსევი იყო. ცხელი წვნიანი აჭამა და წარბების აწევით უთხრა.
-ვიცი რომ ახალი მეზობლის გაცნობა და ადამიანის დახმარება კარგია, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი საქმე და ის გელოდება,-მანქანის გასაღები წინ დაუდო,-ყველაფერი მზად მაქვს,დროა
წავიდეთ.
-გამოვიცვლი,მანქანას დავტვირთავ და წავიდეთ.
-გოგოებს გავაღვიძებ მე მენამდე.
ნატო კიბეს აუყვა და გოგოების ოთახს ჩამოუარა.ნინასთან შეჩერდა.
-ნიი,საყვარელო საქონელს და ქათმებს ხომ მიხედავ?შენი იმედი მაქვს.მეწველი ძროხები ნახირში გავუშვი,მხოლოდ ბოჩოლები არიან სახლში და ისინი გვანცამ მდინარესთან რომ ბაღი გვაქვს იქ ჩაიყვანოს,ღორები თვითონ წავლენ და მოვლენ საღამოს.ინდაურები ეზოდან არ გაუშვა…
-დედა პირველად ხომ გვტოვებ? ყველაფერს მივხედავთ,-უკვე გამოფხიზლდა ნინა და საწოლში გაიზმორა.
-წავედით ჩვენ,არ ვიცით რამდენ ხანში გავყიდით,მაგრამ ვეცდებით მალე მოვილიოთ საქმე და მალევე დავბრუნდეთ..
-მშვიდობიანად იმგზავრეთ დედა,- მიაძახა ნინამ და ჩაცმას შეუდგა.
მამის ძველი ჯიპი უკვე დიდი ხანია აღარ იყო ისეთი,როგორც მაშინ,როცა იყიდა,მაგრამ საქმეს მაინც ასრულებდა….
მშობლები რომ გააცილა ნინამ,უკან დაბრუნდა გოგოებთან.ორივეს ეღვიძა,მაგრამ ადგომას არ აპირებდნენ.
-მე წავედი,დედის დანაბარები უნდა შევასრულო,თქვენ სახლს მიხედეთ.
პასუხს არ დალოდებია,თმა აიკეცა,თავზე თავსაფარი მოიხვია, ლამაზად გამოინასკვა და შინაური ფრინველების და საქონლის სადგომებს მიაშურა.ბოჩოლებს ისე ეფერებოდა და ელაპარაკებოდა, თითქოს ბავშვები ყოფილიყვნენ,მერე კარი გაუღო და საჭმელი დაუყარა, ამასობაში ღორებისთვის გამზადებული საჭმელი სპეციალურ თასში ჩაასხა,ორიოდე კერატი და ერთი მამრი ისე ეცნენ საჭმელს, თითქოს საუკუნე იყო არ ეჭამათ არაფერი.რომ დაასრულეს,ეზოს კარი გაუღო და გარეთ გაუშვა,სოფლის საძოვრებს თავისით მიაგნებდნენ და მოივლოდნენ,ისე იყვნენ მიჩვეულები. მერე ბეღელში შეიხედა, ფრინველების საჭმელი თასში აავსო და საქათმეს მიაშურა თან ღიღინებდა.
დააპურა ქათმები და ინდაურები და უკან დაბრუნდა სახლში.გოგოებს უკვე თავის საქმე დაეწყოთ.გვანცას მოცლას აღარ დალოდებია,თვითონ გამორეკა ბოჩოლები და ბაღის გზას გაუყოლა.მიუყვებოდა შარაგზას ისევ ღიღინით და სოფლელი გოგოსთვის შესაფერ ფორმაში.გზად ვინც შეხვდებოდა ყველას ღიმილით ესალმებოდა და მოიკითხავდა.. სწორედ ამ დროს ჩაუქროლა გვერდით უცხო მანქანამ და თან მტვრის ბუღი დააყენა,არც კი უფიქრია ნელა გავლა, ნინას ხველა აუტყდა და გულში უშვერი სიტყვებით შეამკო…
უკან გაბრაზებული დაბრუნდა.მაშინვე სააბაზანოს მიაშურა,ცოტა ხანს ინებივრა,მერე კი გამოიცვალა და დებთან დაბრუნდა სამზარეულოში. გვანცა საჭმელს ამზადებდა,მაგდა სუფრას შლიდა.
-თინას დავურეკავ გადმოვიდეს,ერთად ვჭამოთ,ყავა დავლიოთ და ვიჭორაოთ.- თქვა ნინამ და ტელეფონი მოიმარჯვა.
ათი წუთიც არ იყო გასული,რომ ეზოდან ძახილო მოისმა და თინაც გამოჩნდა.
-ჩემი დიდი სალამი მიქელაძეების ულამაზეს სამეულს,-გაეცინა.
-დილიდანვე ფორმაში ხარ,-აჰყვა გვანცა და გაზქურა გამორთო.
-სამაგიეროდ ეს არის უხასიათოდ .-მაგდამ ანიშნა უფროს დაზე.
-უხასიათოდ ვიქნები აბა რაა,როცა დილის შვიდი საათიდან მღვიძავს და საქმით დავიღალე,თან ვიღაც იდიოტმა ისე გაიქროლა მანქანით რომ სულ გავიმტვერე.
-მოიცა ვინ ვიღაცამ?იმ უცხოზე იძახი, ორი დღის უკან რომ ჩამოვიდა და მთელი სოფელი მასზე ლაპარაკობს.?-გვერდით გადაუჯდა თინა და ინტერესით ჰკითხა.
-აბა მე რა ვიცი ის იყო თუ არა.
-სხვათაშორია ეგ აპოლონი ჩვენი მეზობელია და ჩვენს ეზოში ნახევრად შიშველი დაიარება.
-გვანცაა შენ საიდან იცი?
-ვაიმე წყალი მიაქვს ადამიანო ჩვენგან და დავინახე.
-სხვათაშორის შენც უყურებდი გუშინ და გაწითლდი კიდეც მისი კუნთების დანახვაზე.-არ დაინდო მაგდამ
-აბა კიი,გეგონოს,-თვალი აარიდა ნინამ და გაწითლდა.
-მაშინ რატომ გაწითლდი?
-შენ დღეს ცუდად მეხუმრები და იცოდე გაწყენინებ.-დაემუქრა დას, მაგრამ მუქარამ არ გაჭრა,ნამდვილად ჩხუბს დაიწყებდნენ,ისევ გვანცა ჩაერია და გააშველა.
-ვჭამოთ და მერე დარჩენილი საქმე დავასრულოთ,დედამ დაიბარა სარეცხს მიხედეთო.
-დედამ ისიც დაიბარა გვანცამ ბოჩოლები მდინარის ბაღებში წაიყვანოსო,მაგრამ არ გაგაღვიძე და შენი საქმე მე გავაკეთე.
-აბა უყურე ეხლა ამას,ნუ გამოგყავარ ზარმაცი.მეც საქმეები მქონდა.
-გოგოებო გეფიცებით ეს სოფელინდა ყოველდღიურობა ხანდახან ყელში ისე ამომდის,რომ მინდა აქედან გავიქცე და აღარასოდეს დავბრუნდე.
-ასეც ნუ იტყვი თინა,შოროდან გგონია და გეჩვენება კარგი იქ,სადაც არ ხარ.
-შენ რა გენაღვლება,მალე სწავლა დაგეწყება და გაიქცევი აქედან, აქაურობას თავს დააღწევ,ჩვენ კი უნდა გელოდოთ როდის ჩამობრძანდები.
-რატომ ამბობ მაგას თინა?აი გეფიცები თუ ამ სოფელზე და ამ სახლზე მეტად სადმე რომელიმე ადგილი მიყვარდეს.
-თან წელს შენც ხომ მოდიხარ?
-ჯერ პასუხები არ ყოფილა გვანცი და არ ვიცი ჩავირიცხე თუ არა.
-ეჭვი არ მეპარება რომ ასე იქნება და ჩაბარებ შენც,-მოეხვია მეგობარს ნინა
-აუუ თინაა,იცით რა მაინტერესებს, ის ბიჭები ისევ აქ არიან თუ წავიდნენ? შენ ძმასთან რომ ჩამოვიდნენ სტუმრად?
-რომელიმე ხომ არ მოგეწონა შე ჩუმჩუმელა?-თვალი ჩაუკრა უმცროს დას თინამ.
-არაა..უფრო სწორად ცოტა…
-შენთვის ჯერ ადრეა..-დაუბრიალა თვალები ნინამ.
-ადრე რატომაა?უკვე თვრამეტი წლის ვარ,თანაც შენ რომ გელოდო საერთოდ არ აპირებ მგონი არაფერს და მეც შინაბერას დამტოვებ..
-უი ხოო,კიდევ იცით რას მოვკარი ყური,ჩვენი მეზობლის მიშა ძიას ბიჭს ცოლის მოყვანა უნდა,ვიღაც გოგო მოსწონს და მგონი ამ დღეებში დასანიშნად აპირებენ მისვლას. დილით დედამისი ელაპარაკებოდა დედაჩემს მაღაზიაში.
-საცოდავი გოგო,იმ ნარკომან და ყაჩაღს თუ მიათხოვეს.
-იქნებ არც იყოს საცოდავი და იმ გოგოსაც უყვარს?-დაინეტერესდა ნინა.
-ნუ მაცინებ დაიკო,ვინ უნდა უყვარდეს ის ლონდრე?-გადაიკისკისა გვანცამ და დანარჩენებიც აიყოლია.
-კარგი ხოო,ნუ დავცინით,ისიც ადამიანია,-დასერიოზულდა ნინა და სიცილისგან მომდგარი ცრემლები მოიწმინდა..
-წამო ზემოთ ავიდეთ,რამე კარგი ფილმი მოვძებნოთ,ცივი ყავა,ცივი ხილი და კარგი გარემო,ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ამაზე,-იდეა წამოაყენა გვანცამ,სამივეს დასტური მიიღო და მისაღებში,სადაც კომპიუტერი იდგა,იქ განმარტოვდნენ…
-კიდევ კარგი,ინტერნეტი მაინც გვაღირსეს და ცოტა გვამხიარულებს ეს,-ჩაილაპარაკა ნინამ.
მხიარული კომედია მოძებნეს,ბევრი იცინეს,თვითონაც არ დააკლეს ხუმრობები,მერე კი შუადღეს რომ გადასცდა ნინას გაახსენდა საქმე ჰქონდა,გოგოები დატოვა და მდინარისკენ გაუყვა გზას..ღიღინით მიდიოდა და ისევ ისეთი ხალისით ესალმებოდა შემხვედრთ,როგორც დილით.
ბოჩოლები მწვანე ბალახით ისე გატიკნილიყვნენ,კანში ძლივს ეტეოდნენ.მერე წყალი დაალევინა და სახლისკენ გამოირეკა.. უცებ საიდანღაც ისევ გამოხტა ის მანქანა,აი გვერდით რომ ჩაუქროლა და გზაზე ისეთი ბუღი დააყენა,რომ ვერაფერს ხედავდა,გამწარებულმა მოაძახა იდიოტოო,ძირს დაგდებულ მოზრდილ ქვას დასწვდა და პირდაპირ უკანა მინაზე დააწია.ჩაიმსხვრა და ნინას სახეზეც ბედნიერება აღიბეჭდა.
-ეგეც შენ ისწავლი ჭკუას,-ენა გამოუყო,თითქოს დაინახავდა მძღოლი.მაგრამ მანქანამ რომ სვლას უკლო და გაჩერდა,მაშინ კი მიხვდა რომ ადვილად ვერ გადარჩებოდა.. უკვე გვიანი იყო,მძღოლი კი მისკენ მოდიოდა,რაც უფრო იფანტებოდა მტვერი,მით უფრო ნათლად არჩევდა მის სახეს და მით უფრო ილექებოდა ეს სახე მის მეხსიერებაში…
****
მთელი დღის დაღლილს და მოშიებულს სახლისკენ ისე მიეჩქარებლდა,თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ელოდა იქ. რაიონულ ცენტრში იყო წასული რომ დენი და გაზი ჰქონოდა სახლში და ცოტათი მაინც მიახლოებოდა ცივილიზაციას. უამრავი საბუთის მოგროვება დასჭირდა და საბოლოოდ მაინც რომ ვერ დაასრულა,უფრო მეტად მოეშხამა გუნება.გაზის ჩართვა ხომ საერთოდ გამოირიცხა...სულ ლანძღვა გინებით გაიკვლია გზა სოფლამდე,თურმე უარესი წინ ელოდა...მსხვრევის ხმა რომ მოესმა,ჯერ ვერ მიხვდა რა მოხდა,სარკეში დააფიქსირა რომ მანქანას უკანა მინა აღარ ჰქონდა. გაგიჟებული გადავიდა მანქანიდან, ალბათ შუაზე გაგლიჯავდა ამის ჩამდენს...მტვერი დაიწმინდა და ხელში ახალგაზრდა სოფლელი გოგონა შერჩა ბოჩოლებთან ერთად..
-რა გააკეთე?ნორმალური ხარ საერთოდ?-დაუბრიალა თვალები.
-კიდევ ჩემთან გაქვთ პრეტენზია? -დოინჯშემორტყმული აესვეტა წინ.
-სოფლელო ალქაჯო თუ მოქცევა არ იცი,არც უნდა გამოხვიდე სახლიდან. საზოგადოებისთვის საშიში ხარ.
-აჰ,ეს მე ვარ საშიში ხო?და თქვენ რომ ასე დარბიხართ ამ მანქანით წინ და უკან ეს არაა საშიში?იქნებ ბავშვები არიან ქუჩაში და თამაშობენ?ნელა უნდა იაროთ ბატონო,ნელა…- დაუტრიალა ორი თითი ცხვირწინ,-აქ თქვენი ძვირფასი ქალაქი არ გეგონოთ.-არ უთმობდა გოგო
-ქალი რომ არ იყო,იცი ახლა რას გიზავდი?მაგრად მიგბეგვავდი.
-შეგიძლია სცადო,ნახავ რა შეუძლია სოფლელ გოგოს…
-მომისმინე,ვცდილობ მოთმინებ არ დავკარგო,ამიტომ მშვიდად გეტყვი მანქანის მინას შემიკეთებ.არადა შენ თავს დააბრალე რაც მოგივა.
-ნუ მემუქრები,არ მეშინია შენი,არ შევაკეთებ.
-კი,შეაკეთებ.
-არა.
-კიი.
-არა და არ გირჩევ ჩემი სიჯიუტე გამოსცადო.წაგებული დარჩები…
-ვახ ჩემი ამას ვის გადავეყარე..- შეიკურთხა ხმამაღლა .
-ამის შემდეგ ფრთხილად იარეთ და გზას კარგად უყურეთ,თორემ შესაძლოა სხვა მინაც ჩაგემტვრეთ.- თვალი ჩაუკრა ნინამ ეშმაკურად, ხბოები წინ გაირეკა და სახლისკენ გაუყვა გზას.გაგულისებულმა გუგამ მანქანის კარი ისე ძლიერად გაიხურა,რომ კინაღამ ახლა მის გარეშეც დარჩა…
ნინას უკვე მეზობლის სახლთან დახვდა მანქანა,ფრთხილად და სწრაფად შეიყვანა საქონელი სახლში,რომ არ დაენახა მას,ახალი შარი აღარ უნდოდა. სპეციალურად შემოღობილ სადგომში შერეკა და სახლში შებრუნდა.
-დედა და მამა არ მოსულან?
-არა,დარეკეს ცოტა დაგვაგვიანდება და საღამოს ყველაფერს მიხედეთო…
-გვანცა სად არის?
-ნახირი მოვიდა და ძროხების დასახვედრად წავიდა.ალბათ უკვე მოიყვანდა კიდეც.
-კარგი,მე გამოვიცვლი და წავალ მოწველაში მივეხმარები,შენ აქ რომ მორჩები წამოდი ჩვენთან..
-თქვენ ისეთი ყოჩაღები ხართ,ვეჭვობ რომ მაჯობებთ,-გაეცინა მაგდას და დარეცხილი და გამშრალებული ჭურჭელი კარადაში შეაწყო…
ტანსაცმელი გამოიცვალა,დედის ძველი,ჩითის კაბა ჩაიცვა,თავსაფარი მოიხვია და ვედრით ხელში ბოსლებისკენ გაემართა. გვანცა უკვე იქ დახვდა,ძროხები დაება და ერთის მოწველა დაეწყო.
-აბა,მოხმარება ხომ არ გჭირდებათ ქალბატონო?-გაუცინა დამ და გვერდით ამოუდგა.
-სამი შენია,ორი ჩემი,-გაეკრიჭა და.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ უფროსი ხარ ერთი წლით და გეკუთვნის ერთით მეტი.
-როცა გინდათ უფროსი ვარ არაა,-აჰყვა ისიც და მოწველა დაიწყო.
მარჯვედ ატრიალებდნენ ხელებს და მიყოლებით ავსებდნენ სათლებს. მერე სახლში შეიტანეს,დააბინავეს ისე როგორც დედამ ასწავლათ.
-უი ქათმები დამრჩნენ,-წამოხტა ნინა და ქვემოთ გავარდა.
-გეფიცები,ხანდახან მგონია რომ ეს ნორმალური არაა და პედაგოგიურის მაგივრად ვეტერინარულზე უნდა ჩაებარებინა,-გადაულაპარაკა გვანცამ დას და გაეცინა.
-ცანცარა,-ბალიში ესროლა მაგდამ.
ნინამ მარცვლეულით აავსო თასი და ქათმებს დაუყარა,მერე საქათმეში შეძვრა და კვერცხები წამოკრიფა,ის თასი ახალდადებული კვერცხით გაავსო,დაელოდა სანამ შეჭამდნენ და შიგნით შევიდოდნენ,კარი დაუკეტა და უკან წამოვიდა.ისევ ღიღინით მოდიოდა,უეცრად თვალი რომ მამაკაცს მოჰკრა,მისი ჭიდან წყალს იღებდა და თამამად დააბიჯებდა ეზოში.იმდენად არ ელოდა,რომ შეჰკივლა და ბიჭმაც მოიხედა.
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა მკაცრად და სანაცვლოდ ბიჭის ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-რა საოცარ ფორმაში ხარ.პირველად ვხედავ ასეთ ფორმაში გოგოს...სოფლელ გოგოს..დაამატა მერე.საკვირველია პირდაპირ...
-ახლა თუ არ გაჩუმდები იცოდე მაგ ჭაში ჩაგაგდებ...
-ესეგი შენ აქ ცხოვრობ?მოიცადე შალვა ბიძიას ქალიშვილი შენ ხარ.. საინტერესოა,ასეთ კარგ კაცს ასეთი უზრდელი და უხასიათო შვილი როგორ ჰყავს.
-გაჩერდი,სულაც არ ვარ უხასიათო და უზრდელი,შენი ბრალი იყო..ისწავლე ბატონო ნორმალური სიარული და არაფერიც არ მოხდება.
-კიდევ მე მაბრალებს.შეგახსენებ რომ მანქანის მინა გაქვს ვალად…
-აღარ მაქვს..
-რას ჰქვია აღარ გაქვს?
-აი შენ ხომ წყალს იყენებ ჩვენი ჭიდან, შესაბამისად ვალი გაქვითულია.-თვალი ჩაუკრა ეშმაკურად გოგომ,გვერდი აუარა და სახლისკენ გაუყვა გზას.
-ვახ ჩემი,ამას ვის გადავეყარე..
-მესმის და იცოდე მადლობელი უნდა იყო რომ შემხვდი,-ისე უთხრა რომ უკან არც მოუხედავს.
-ფრთხილად იყავი კვერცხები არ დაგივარდეს და არ გაგიტყდეს..-ვითომ ეხუმრა,მაგრამ პასუხი უარესი მიიღო.
-ფრთხილად შენ იყავი ამ კვერცხებს შენებიც არ შეუერთდეს,-წარბების აქაჩვით ანიშნა სხეულის ნაწილებზე და კისკისით შევიდა სახლში.
-ქალი კი არა ღვთის რისხვა ხარ,- მიაძახა გაბრაზებულმა,სათლს დასტაცა ხელი და კარში გავიდა…
ვერც წარმოიდგენდა ისეთი დასასრული ჰქონდა დღეს,დილიდანვე გაბრაზებული არც ამ გოგომ დააკლო ნერვების შლა,არა ასე ადვილი არასოდეს ყოფილა მისი წყობიდან გამოყვანა,მაგრამ ამ ბოლო დროს, უფრო სწორად იმ საბედისწერო დღის შემდეგ ყველაფერზე ადვილად ღიზიანდებოდა და ბრაზდებოდა. ალბათ ამასაც შეეჩვეოდა,ალბათ ისევ დაუბრუნდებოდა ძველ ცხოვრებას, მაგრამ ახლა ძალიან ერთულებოდა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული იმ ავბედითი დღიდან. როგორ არ უნდოდა არ ეფიქრა,როგორ არ უნდოდა რომ არ გახსენდებოდა მაგრამ არ გამოსდიოდა. აქაც იმიტომ ჩამოვიდა რომ ყველას და ყველაფერს გაექცა,რომ არავის გაეხსენებინა მომხდარი.მაგრამ ყველას რომ გაქცეოდა საკუთარ თავს ვერ გაექცეოდა.როგორ ძალიან უყვარდა, როგორ იბრძოდა მისთვის და მისი სიიყვარულისთვის მთელი წელი, რამდენი სიუპრიზი და საჩუქარი გაუკეთებია,რამდენი სიგიჟე და როგორც იქნა ამდენი უარის შემდეგ მოლბა და მიიღო გუგას სიყვარული. მერე იყო კიდევ ერთი წელი შეყვარებულები,უამრავი დასამახსოვრებელი დღე,მთელ ქალაქში მათზე და მათ სიყვარულზე ლაპარაკობდნენ,როგორც იქნა მიიღეს გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებაც და აი უცებ მოხდა ის,რაც მოხდა ქორწილში. ეკლესიაში,პირდაპირ საკურთხეველთან მიატოვა გუგა,თან ყველაზე ცუდი და მტკივნეული რაც იყო,ის იყო,რომ როცა მიდიოდა,მის თვალებში სულაც არ დაუნახავს სინანული..
რკინის საწოლზე მიწოლილი, რომელიც წინა ორი დღე გვერდებს სტკენდა,ახლა ვეღარაფერს გრძნობდა.სასმლის ბრალი უფრო იყო ეს,ვიდრე საწოლის კომფორტულობის… დაეძინა და როგორ არ უნდოდა,მაგრამ სიზმარში ისევ ის დაესიზმრა,ისევ ის იყო მის გვერდით და სწორეს ამ სოფლის ქუჩებში სეირნობდნენ..
*********
დილით რაღაც ხმაურმა გააღვიძა, აშკარად ქვემოდან ისმოდა,უფრო სწორად სამზარეულოდან და ყური რომ მიუგდო,მამაკაცების ხმა უფრო სჭარბობდა.აი ერთი რომ მამამისი იყო ნამდვილად გაარჩია, დანარჩენებს ვერ მიხვდა.სწრაფად გადაიცვა თხელი სარაფანი და კიბეზე დაეშვა.დედა კარში იდგა,მისგან ზურგით და რაღაცას გამალებით ადევნებდა თვალს.
-დედა,ჩამოხვედით?-გაიქცა მისკენ და ჩაეხუტა.
-წუხელ გვიან მოვედით,თქვენ გეძინათ და აღარ გაგაღვიძეთ.
-იქ რა ხდება?რა ხმაურია?
-მამაშენმა გამახარა გუშინ და ახალი მაცივარი გვიყიდა,ძველი აღარ მუშაობდა.
-ყოჩაღ მამაჩემს,-გაეცინა და შიგნით შევიდა,-ვაა,ვაა,აი ეს მესმის,-თქვა და სიტყვა შუაზე გაუწყდა.
-შალვა ბიძია მანდედან ასწიეთ,არ დაგივარდეთ,კარგად მოკიდეთ ხელი,- ვიღაცამ უთხრა მამამისს და მალე უკვე დადგმული მაცივრის უკნიდან ახალი მეზობელი გამოძვრა.
-მოხვედი ჩემო გოგო?-გაეცინა მამამისს და გვერდით ამოუდგა.-მოდი შვილო ჩვენი ახალი მეზობელი უნდა გაგაცნო ძალიან დამეხმარა,ეს გუგაა, გუგა ეს ჩემი უფროსი ქალიშვილია ნინა.
-სასიამოვნოა,ძალიან ლამაზი ქალიშვილი გყავთ,-უპასუხა ბიჭმა.
-დიდი მადლობა,დანარჩენებიც არანაკლებახ ლამაზები არიან,მზე და მთვარე ამომდის მათზე.
-ჩემთვისას სასიამოვნოა ბატონო გუგა.-ისე უპასუხა ნინამ,თითქოს გუშინ ის ამბები არ მომხდარიყოს და თითქოს ახლა გაიცნო ის. მშობლების შეუმჩნევლად კი მტრული მზერა სტყორცნა ბიჭს,რაზეც მას ჩაეღიმა.
-ნინა წადი შვილო დედას მიეხმარე სუფრის გაშლაში.სტუმარს ისე ხომ არ გავუშვებთ,პირველადაა ჩვენს ოჯახში, თან მოგვეხმარა და სირცხვილია.
-კი,აბა პირველად,ეზოში ხომ დადის დაუკითხავად წყლისთვის,-გაიფიქრა გულში,თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს.უხმოდ გაჰყვა დედას გვერდით ოთახში სუფრის გასაშლელად.უცებ გააწყვეს დიდებული სუფრა,მართალია მდიდრული არ იყო, მაგრამ არც ისე ღარიბული, სამაგიეროდ ყველაზე გემრიელი ეჩვენა ყველაფერი ნუცუბიძეს,ან იმიტომ რომ ბოლო დღეებია ნორმალური არაფერი უჭამია..
-ნატო გოგოები სად არიან?დაუძახეთ და თქვენც ისაუზმეთ,-უთხრა ცოლს შალვამ,სწორედ ამ დროს ნინამ ტაფით შემწვარი კვერცხი შემოიტანა და სუფრის შუაში ჩადგა,მაგრამ ისე რომ პირდაპირ გუგას გვერდით იდგა.
-ეს ის კვერცხია,გუშინ რომ მოგქონდა?-უჩურჩულა ყურში გუგამ.
-დიახ,ზუსტად გამოიცანი ბატონო გუგა.გემრიელად მიირთვით,-გაუღიმა ნინამ.
-ყველაფერი ძალიან გემრიელი შალვა ბიძია,გეფიცებით ქალაქში ასეთი გემო არ აქვს.
-იმიტომ რომ ასეთი ნატურალური არ იშოვება იქ...მოდი ერთი ორი ჭიქა დავლიოთ..
-იცით ახლა ვერ დავლევ,ქალაქში უნდა წავიდე საქმე მაქვს,საღამოს იყოს,ოღონდ ჩემთან გეპატიჟებით.
-მაშინ რადგან საჭესთან უნდა დაჯდეთ არ დაგაძალებთ,-უთხრა შალვამ, მაგრამ თვითონ მაინც დაისხა ერთი ჭიქა და სადღეგრძელო თქვა.
-შენს ჩამოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს,-უბრალოდ ჭიქა მიურტყა ჭიქაზე გუგამ და უკან დააბრუნა მაგიდაზე.შალვამ სასმელი გამოცალა და კმაყოფილმა გააქნია თავი,მერე კი მისი უმცროსი გოგოები გამოჩნდნენ და სტუმარს წარუდგინა ისინი.მათაც ისე დაიჭირეს თავი,თითქოს არ იცოდნენ მის შესახებ,არადა ჩუმად აკვირდებოდნენ…
-მე მოვრჩი,დაგტოვებთ,საქმეები მაქვს.-წამოდგა ნინა.
-ჩვენი მოსვლა გეწყინა?-ჰკითხა გვანცამ.
-არა,უბრალოდ საქმეები მაქვს.
-რა საქმეები?-ჩააცივდა მაგდა.
-საქმეები,-თვალები დაუქაჩა დებს და შეეცადა მშობლებს და გუგას არ შეემჩნიათ,მაგრამ ბიჭს არ გამოეპარა მის ხმაში შეპარული სიმკაცრე და ჩაეღიმა.არა,დიდი ხანი კი იყო რაც გოგოსთვის არ შეუხედავს სხვა თვალით,.მას შემდეგ რაც შეუყვარდა, მაგრამ ეს აშკარად სხვა იყო…
ნინამ გამოიცვალა,თინას მისწერა შენთან მოვდივარ შინ დამხვდიო და სახლიდან გავიდა.
რამდენიმე სახლის იქით ცხოვრობდა თინა და ნელა მიდიოდა,ღამით ეწვიმა და ეს ორმოები წყლით ამოევსო. ის იყო თინას სახლთან უნდა შეეხვია, რომ საიდანღაც გამოჩენილმა მანქანამ სწრაფად გაიქროლა და ერთიანად გაწუწა.გონზე მოსვლა ვერ მოასწრო რომ მანქანა უკვე მოსახვევს მოეფარა.
-ჯანდაბა,ჯანდაბა..მოგკლავ იდიოტო, ვერ გადამირჩები,დამაცადე შენ რა გიყო.ამას არ შეგარჩენ…-მიაძახა და ლანძღვაც მიაყოლა,მაგრამ აბა რას გააგონებდა?
კმაყოფილი გუგა კი ამ დროს ბედნიერი იჯდა მანქანაში, მუსიკისთვის აეწია ქალაქისკენ მიდიოდა…
-რა დაგემართა?-შეჰკივლა თინამ მის დანახვაზე.
-გეფიცები იმ არანორმალურს მოვკლავ,-ხელსახოცს დასწვდა და სახე მოიწმინდა.
-ვის გულისხმობ?-დაიბნა გოგო.
-ვინმე დადის ჩვენს სოფელში ასეთი მაგარი მანქანით და ასე გიჟივით?
-აჰ,ახლა მივხვდი,იმ გუგა ნუცუბიძეს გულისხმობ?
-ხო,სწორედ მაგას.
-რას ერჩი?
-ნორმალურად ვერ გამოვსულვარ ქუჩაში,გეფიცები ხან მტვერი დამიყენა ისე გაიარა და წეღან წყალი შემასხა.წარმოიდგინე დამინახა კიდეც,მაგრამ არ შეანელა,პირიქით, უფრო მოუმატა სიჩქარეს,ვიცი სპეციალურად გააკეთა,დამაცადოს მაგან,-არ ცხრებოდა ნინა და ოთახში წინ და უკან დადიოდა.
-ასეთი აღელვებული შენ პირველად გნახე,რომ ბიჭმა ასე იმოქმედა შენზე.
-რას მეუბნები ახლა თინა?
-იმას რომ მაგ ბიჭმა შენში რაღაც გააღვიძა.
-კი,გააღვიძა,ნამდვილად გააღვიძა, ის მხეცი,ჩემში რომ იმალებოდა.არა წარმოგიდგენია, გუშინდელი არ ეყო, დილას სახლში არ დამხვდა?, სამზარეულოში მამას ეხმარებოდა და მერე საერთოდაც ჩვენთან ერთად ისაუზმა და იქაც მოასწრო ნერვების მოშლა.
-მდაა,ვერაფერს ვამბობ,ნამდვილად რაღაცას ნიშნავს ეს,-დაასკვნა თინამ, მაგრამ ნინას სახე რომ დაინახა, მიხვდა კარგი არაფერი ელოდა თუ მასზე საუბარს გააგრძელებდა..
********
რაც უფრო უახლოვდებოდა თბილისს, მით უფრო მეტად უცემდა გული და მით უფრო მეტად ერეოდა ნერვიულობა. ახლა მიხვდა რომ ის ყველაფერი როგორიც ჩანს და რასაც აკეთებდა, მოჩვენებითო იყო და ისევ ისე უყვარდა,უყვარდა სიგიჟემდე და თავდავიწყებით და თუ ვინმე შეძლებდა მისი სახე წაეშალა მეხსიერებიდან ვერ წარმოედგინა.
ისე რომ ვერც გაიაზრა მისი სახლის კართან აღმოჩნდა.უზარმაზარი გალავანი და რკინის კარი იცავდა მდიდრულ ვილას,შესასვლელში ორი მცველი იდგა.არც უცდია შესვლა,ახლა იმაზეც თანახმა იყო,თუნდაც თვალი მოეკრა ერთი წამით.
დიდხანს იდგა ასე,ალბათ საათზე მეტი,აუტანელი სიჩუმე იდგა გარეთაც და სახლშიც.რამდენჯერ მიუცილებია და რამდენჯერ დამშვიდობებიან ერთმანეთს ამ კართან,რამდენი საჩუქარი დაუტოვებია მისთვის, რამდენი სიუპრიზი.ყველაფერი ახსოვდა,ახსოვდა ისე ნათლად, როგორც მაშინ,იმ მომენტში და გული ძალიან ეტკინა,იმდენად მწარედ რომ მთელი კვირის ნაგროვები სინანული, ბოღმა და ტკივილი ერთიანად მოაწვა და ატირდა,დიახ,ამაყი და თავმომწონე ბიჭი,ქალაქში ამპარტავნობით ცნობილი ბიჭი გუგა ნუცუბიძე ტიროდა,დაკარგულ სიყვარულს ტიროდა….
მერე გონს მოეგო,თვალები მოიწმინდა,ღრმად ჩაისუნთქა და მანქანა დაქოქა,იქაურობას გაეცალა.
ჯერ იფიქრა სახლში წავალ მშობლებს ვნახავო,მერე გადაიფიქრა და სავაჭრო ცენტრისკენ გასწია,საჭირო ნივთები სწრაფად აარჩია,სატვირთო დაიქირავა და სოფლისკენ გასწია. უცნაური იყო მაგრამ იქ როცა იყო ყველაფერი ავიწყდებოდა, ყველაფერი სხვანაირი იყო და ისიც იქაურებივით მხიარული ხდებოდა..
მუშებმა ბარგი ჩამოცალეს,მაგრამ ბოლომდე არ აუწყვეს ავეჯი და ასე დატოვეს.მას კი არაფერი ესმოდა ამის და დასახმარებლად ისევ შალვას მიადგა.კაცი ახალი მოსული იყო ბაღებიდან და აივანზე მდგარ ტახტზე მიწოლილიყო,ისვენებდა.
შორიდანვე შეამჩნია ნინამ მათი სახლისკენ მომავალი სტუმარი,ზედა სართულის აივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.სწრაფად გადადო გვერდით და ქვემოთ ჩამოვიდა,ჩუმად აიტანა სააბაზანოდან სათლი, რომელშიც ჭუჭყიანი იატაკის ტილო ამორეცხა და შესაფერის დროს დაელოდა,და აი როცა ბატონი გუგა მის ქვემოთ გაჩერდა და შალვას მიესალმა,უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთლიანად გადაევლო წყალი ზემოდან.აწურული იდგა გუგა და სახეს იწმენდდა,ზემოდან კი ნინა უყურებდა გამარჯვებული სახით.
-ვაიმეეე,ეს რა დამემართა,გადმოდგა აივანზე ნინა და ვითომ გაოცების ნიშნად თავში შემოირტყა ხელი.-არ მეგონა აქ თუ ვინმე იყო.
ხმაურზე ოთახიდან გოგოები გამოცვივდნენ,სამზარეულოდან ნატო.
-შვილო,ცოტა ყურადღებით უნდა იყო, აბა ეს რა არის ეხლა?სტუმარს წყალი გადაასხი..-უსაყვედურა მამამ.
-თან ჭუჭყიანი წყალი,იატაკი მოვწმინდე იმ წუთას და ტილოები გავრეცხე..-სპეციალურად თქვა ხმამაღლა.
-ახლა რა ვქნა?არადა საქმეები მქონდა,ისედაც ვერ ვასწრებდი და თქვენთვის უნდა მეთხოვა დახმარება.
-ასეთი დაუფიქრებელი როგორ ხარ ნინა?რა დღეში ჩააგდე ადამიანი? ყურადღებით რატომ არ ხარ?- უსაყვედურა მამამ და ცოტა ტონსაც აუწია.რასაც არ ელოდა არც ნინა და არც დანარჩენები და გაოგნებული დარჩა გოგო,რომელიც უკვე მათ გვერდით იდგა.
-შენს ოთახში ადი ,დღეს საღამოს ბირჟაზე არ წახვალ,უშენოდ გაერთობიან.
-მამაააა,-თვალები აუცრემლიანდა გოგოს,დამნაშავესავით აწურულ გუგას კი შეეძლო ეთქვა რომ ასე არასოდეს მოხვედრია გულს ქალის ცრემლები…
-იქნებ არ ღირს?-სცადა ჩარევა, მაგრამ შალვამ გააჩერა.
-ეს ჩვენი საქმეა,წამოდი ვნახოთ რა გაქვს გასაკეთებელი.
ატირებული ნინა კიბეებზე არბოდა უკვე,გუგას კი მისკენ რჩებოდა თვალი…
იმ საღამოს არც მაგდა და გვანცა წასულან გასართობად,სოფლის ახალგაზრდები მათ გარეშე შეიკრიბნენ და იმხიარულეს.რაც უფრო მეტად ღამდებოდა,მით უფრო მეტად აღწევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში მათი სიცილ-კისკისი.ისინი კი ნინას ოთახში ისხდნენ და ცდილობდნენ დაეცდენინებინათ დისთვის ასე მოქცევის მიზეზს,ის კი ჯიუტად დუმდა...
იმ საღამოს გუგას სახლის განათება აღნიშნეს მეზობლებმა,ნუკრისაც დაუძახეს და გვიანობამდე მხიარულობდნენ… მანამდე კი შალვამ სახლში გააგზავნა ბიჭი წყალი გადაივლე ჩვენს აბაზანაში,თორემ ყარხარო,-თან ეცინებოდათ სამივეს..თვითონ ნუკრისთან ერთად გაყვანილობებს აკეთებდა…
გოგოებს მობეზრდათ მისი ყურება,ბოლოს დაემშვიდობნენ და თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ…
ნინამ პირსახოცს დაავლო ხელი და სააბაზანოსკენ გასწია,წყალს გადავივლებ და დავიძინებო,მაგრამ ჰოი საოცრებავ,კარი შეაღო და იქ ისეთი სურათი დახვდაა...მის წინაშე სრულიად შიშველი იდგა ნუცუბიძე და პირსახოცით თმებს იმშრალებდა. თვალები გაუფართოვდა გოგოს შიშველი მამაკაცის დანახვაზე და ის იყო უნდა ეკივლა რომ,მასთან ორი ნაბიჯით გაჩნდა ბიჭი,პირზე ხელი ააფრა,მეორე ხელით შიგნით შეათრია და კარი დახურა,გოგო გაუძალიანდა და გაქცევა სცადა,მაგრამ ძლიერად ეჭირა და უფრო მეტად უჭერდა ხელს პირზე.
-მომისმინე,ახლა გაგიშვებ ხელს და არ იყვირო.
-მმმმ,-დაიზმუვლა გოგომ და თვალებით ანიშნა სხეულზე.
-მომისმინე ახლა რომ იყვირო,იცოდე შენები მოვლენ,მეზობლები,ატყდება ერთი ამბავი,რას იფიქრებენ აქ რომ ასეთ მდგომარეობაში გვნახონ?ხომ არ იყვირებ?
გოგომ თავი გაუქნია და ნელა გაუშვა ხელი.
-აქ რას აკეთებ ასეთ მდგომარეობაში? ჯანდაბა,ჩაიცვი მაინც..-დახუჭა თვალები.
-როგორ ფიქრობ?-დაუბრუნა ჩურჩულითვე კითხვა ბიჭმა და საცვალი და შარვალი უცებ ამოიცვა..- შენ რაა შიშველი მამაკაცი არ გინახავს?
-საიდან უნდა მენახა?
-რა ვიცი მე,ასეთი უმწიკვლო ხარ ვითომ?
ნინას მეტი არ უნდოდა,თვალები გაახილა და პირსახოცი მოუქნია, მაგრამ წელსზევით შიშველი რომ დაინახა ისევ დახუჭა.-აკი ჩავიცვიო?
-კარგი რაა,ზღვაზე მაინც არ ყოფილხარ?ან ფილმებში არ გინახავს შიშველი თუ არა ნახევრად შიშველი მამაკაცი?-მის ნერვებზე თამაში სცადა გუგამ,მაგრამ გოგოსგან გვერდში მუჯლუგუნი მიიღო.
-არ ვყოფილვარ და არც მინახავს,ასე რომ ამ თემაზე ნუ მეხუმრები და თუ კიდევ ერთხელ შეეხები ჩემს უმწიკვლოებას გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ,შენისთანები ვერასოდეს მომიახლივდებიან,არათუ მომეკარებიან.-ისე დაემუქრა გოგო, გუგა მიხვდა რომ ზედმეტად ეხუმრა როცა მის თავმოყვარეობას შეეხო.
-ბოდიში,ცოტა ზედმეტი მომივიდა..- ჩაიდუდღუნა მერე.
-შენისთანა ფულის ტომრებს თავი სამყაროს მბრძანებლები ჰგონიათ, ფიქრობენ რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ყველაფერს იყიდიან,სადაც უნდა იქ წავლენ,მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვრე ადამიანობას და პატივისცემას ვერ იყიდი,მას დამსახურება სჭირდება,ის ან გაქვს სულში ან არა,როგორც კი ფული აღარ გექნება,მაშინვე ყველა მიგატოვებს და ზურგს გაქცევს.
-მაგას რატომ მეუბნები?
-იმიტომ რომ არ მომწონხარ,შენ აქ ტყუილად არ იქნებოდი,შენ რომ პატიოსანი და წესიერი ადამიანი იყო კარგ ცხოვრებას ასეთ მიყრუებულ სოფელში არ გამოექცეოდი..
-შენ არაფერი არ იცი….
-მე ის ვიცი რასაც ვხედავ,რამდენიმე დღეა წინ და უკან დაქრიხარ შენი მანქანით და აქაური ხალხის პატივიცემის მოპოვებას ცდილობ, მამაჩემმა სახლის კარიც კი გაგიღო,მე კი ვგრძნობ რომ ყველას გულს ატკენ. შენ არ შეგიძლია ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭების უფლება,
-არ გეჩვენება რომ სააბაზანო გულახდილი საუბრებისთვის ყველაზე ცუდი ადგილია?ნუ კარგი ორიგინალურიც..-არ შეიმჩნია სევდა გუგამ,რადგან გოგო სწორედ მისთვის მტკივნეულს თემას შეეხო.
-აქ არავინ დაგვინახავს და არავინ გაიგებს იმას რაც მინდოდა მეთქვა შენთვის.
-͡კარგი,ყველაფერი მითხარი,ახლა წავალ.
-ნუ წახვალთ,დარჩით, მოწესრიგდით, მე უკვე დავკარგე ამის ხალისი,-უკან მოუხედავად გავიდა გოგო იქიდან,ისე რომ არავის შეენიშნა.
იმ საღამოს ბევრი იფიქრა გუგამ მის ნათქვამზე და მასზე და აღმოაჩინა რომ ის მართალი იყო,ყველა და ყველაფერი რაც გააჩნდა,თითქმის ყველაფერი მოჩვენებითი იყო,ნუ სიყვარული მაინც ყოველშემთხვევაში. ყველაფერს მაინც ფული წყვეტდა და ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული.აქ ამ სოფელში ყველამ ისე თბილად მიიღო,არაფერი უკითხავთ მისთვის და არ უგრძნობინებიათ რომ მათ შორის სხვაობა იყო.და მაინც რამდენიც არ უნდა ეფიქრა,ბოლოს მაინც იმ აზრამდე მიდიოდა რატომ წავიდა მისგან ერთადერთი
სიყვარული და რატომ მიატოვა თუ ასეთი სასურველი იყო?ყველა ფიქრი,ყველა აზრი,ყველა ოცნება მასთან მიდიოდა და სვავდა,დიახ ღამ-ღამობით მისი სტუმარი ლიდას მაღაზიაში ნაყიდი სოფლის არაყი გახდა,თავიდან იჯღანებოდა ყოველი ჭიქის დალევის შემდეგ,მერე მიეჩვია და რამდენიმე დღის შემდეგ ალბათ უკვე გალოთების გზას დაადგებოდა,რომ არა ისევ ნინასთან ისევ მოულოდნელი შეხვედრა…
ღობეს აკეთებდა,ჩამოშლილ ფიცრებს ლურსმანით აჭედებდა წინასწარ გამზადებულ სამაგრებზე. ნელა,მაგრამ მაინც სწორედ აკეთებდა.მოერიდა ისევ შალვას და ნუკრის შეწუხება,მხოლოდ ის სთხოვა,მასწავლეთ და მე თვითონ გავაკეთებო.კი უთხრეს კაცებმა, მოგეხმარებით დრო რომ გვექნებაო,მაგრამ დაიჟინა ბოლოსდაბოლოს აქ დარჩენას ვაპირებ და მეც ხომ უნდა ვისწავლოოო.კარგი მოსწავლე გამოდგა,ინსტრუმენტები მოიმარჯვა და შეკეთება დაიწყო.. გულწრფელი ღიმილით ესალმებოდა ყველა მეზობელი,ვინც კი აივლიდა და მოკითხვას უტოვებდა.ისიც ასეთივე ღიმილით პასუხობდა.
შუადღეს შალვამ ამოიარა ბაღებიდან, თაკარა მზეზე ისევ რომ მუშაობდა ბიჭი,დაუძახა და მიმართა.
-ნუ ეხუმრები ამ მზეს,შეისვენე თორემ დაისიცხები.ასეთ დროს ყველა ისვენებს..
-ცოტაც დამრჩა შალვა ბიძია და ბარემ დავამთავრებ.
-როგორც გინდა, მე მაინც დასვენებას გირჩევ.
-მადლობა შალვა ბიძია,მაგრამ მე მზე ვერ მაჯობებს.თვითონ ვარ მზე,-გაეცინა ბიჭს თავისივე ხუმრობაზე.
-ხმამაღალი განაცხადია,მაგრამ უნდა ვაღიარო,შენ იმ გატუტუცებულ, ქალაქელ ბიჭებს არ ჰგავხარ,შრომას რომ თაკილობენ.გეტყობა როგორი მამის შვილიც ხარ.
-ერთხელაც აუცილებლად გაგაცნობ მამაჩემს,კარგი კაცია,ადვილად გაუგებ და ვეჭვობ ჩემზე მეტადაც, ნამდვილად დამეგობრდებით.
-მე აქ ვარ,დაველოდები მის ჩამოსვლას.-გაეცინა შალვას და დაემშვიდობა.გუგამ მუშაობა გააგრძელა,თავზე ბენდენა წაიკრა,მაისური გაიხადა და ასე მოკლე შორტით მუშაობდა,სულ არ აქცევდა ყურადღებას ვიღაც რომ უახლოვდებოდა.
-მამამ გამომატანა,ცივი წყალია.
-შენ ხარ?შემეშინდა.
-რამ შეგაშინა?
-რავიცი ჩავფიქრდი და,-უპასუხა გუგამ, ბოთლი გამოართვა და ეგრევე მოიყუდა.ცოტაც სხეულზე გადაივლო და ცოტა გაგრილდა,ნინას კი თავისი დაემართა ამ სურათზე.
-მეგონა აღარასოდეს შემხვდებოდი და არც დამელაპარაკებოდი.
-მართალი ხარ,მაგრამ მამამ მითხრა და ხათრი ვერ გავუტეხე.წყალი მოგიტანე,ახლა კი წავალ.-მობრუნდა გოგო და წასვლა დააპირა,ზურგს უკან რომ მოესმა.
-ჩემი ნუ გეშინია ნინა,არაფერს დაგიშავებ და გულწრფელად გიხდი ბოდიშს იმ ყველაფრისთვის.
გოგოს ჩაეღიმა,ეს მისი გამარჯვება იყო.არ მოუხედავს ისე უპასუხა.
-შენი არ მეშინია,ბოდიშიც მიღებულია.
-მაშინ მობრუნდი და ისე მითხარი.
ნინა უნდა მიბრუნებულიყო,მაგრამ თინა და სოფლის სხვა გოგოები გამოჩნდნენ და დაუძახეს.
-ნინა,ნინაა,არ მოდიხართ?
-კი,ახლავე,სახლში შევალ,ნივთებს ავიღებ და გამოვალთ ჩვენც.
სწრაფად შევარდა სახლში,გოგოებს დაუძახა,ნივთები აიღეს და დანარჩენებს შეუერთდნენ.გუგამ თვალი გააყოლა და საქმიანობა განაგრძო.მალე სოფლის ბიჭებმა ჩამოიარეს.მიესალმნენ და ძმაკაცურად ამოუდგნენ გვერდში აქეთ- იქიდან.
-ამ სიცხეში მუშაობა ვის გაუგია ძმაო? წამო მდინარეზე მივდივართ გავგრილდეთ.-უთხრა თინას ძმამ დათომ.
-მოვრჩები და მერე,
-წამო,წამო და მერე ჩვენც მოგეხმარებით,საღამოს კი ბირჟაზე დავჯდეთ და ჯოკერი ან დომინო ვითამაშოთ.-მეორე მხრიდან ამოუდგა გელა და ხელი გამოსდო.
პირველად იყო სოფელში მდინარეზე. სულ აინტერესებდა როგორ გრილდებოდნენ სოფლის ახალგაზრდები და აჰაა აღმოჩნდა კიდეც აქ.საკმაოდ განიერი კალაპოტი ჰქონდა მდინარეს და ალაგ-ალაგ ღრმაც იყო,ქვიან სანაპიროზე კი უამრავი ახლგაზრდა შეკრებილიყო ქალები,ბავშვები,გოგოები,ბიჭები, კაცებიც იყვნენ,ისინი მოშორებით ჩრდილში ისხდნენ,უკვე გაგრილებულები სოფლის მოსავალზე და პოლიტიკაზეც კი საუბრობდნენ.
ზღვისგან განსხვავებით აქ გოგოებს არ ეცვათ საცურაო კოსტუმები,მოკლე შორტები და ძირითადად მოკლე მაისურები. ყველაზე მეტი ხმაური ერთი ადგილიდან ისმოდა და მანაც იქით გაიხედა,შორიდანვე შენიშნა მიქელაძის ქალბატონები და დანარჩენი გოგოები. იცინოდნენ და ისე იკლებდნენ იქაურობას,თითქოს მათ გარდა არავინ ყოფილიყო.
-მივიდეთ?-იკითხა დათომ.
-არა,აქეთ დავსხდეთ,არ შევაწუხოთ.- უპასუხა გელამ და მაისური გადაიძო,მდინარისკენ წავიდა
-ნეტავ როდემდე უნდა უყუროს იმ გოგოს შორიდან?-ჩაილაპარაკა დათომ
-ვის გულისხმობ?-დაინტერესდა გუგა.
-ნინას,შალვა მიქელაძის ქალიშვილს, უკვე წლებია უყვარს და ვერაფერს ეუბნება.
-რატომ?იქნებ იმასაც უყვარს?
-არაა,ასპროცენტიანი ვიცი რომ ნინა მას არასოდეს შეხედავს..-უპასუხა და დანარჩენებს შეუერთდა,
-გუგა,ჩამო,რომ იცოდე რა წყალია.-დაუძახა გელამ.
-მოვდივარ,-მაისური გადაიძრო, შორტიც მიაყოლა და საცურაო ტრუსით გადაეშვა თავით წყალში..
-ჯანდაბა,ამას აქ რა უნდა?-გადაუჩურჩულა ნინამ მეგობარს, რომ დაინახა ნუცუბიძე.
-ბიჭები დაუძმაკაცდნენ,ჩემი ძმა ამბობს ჯიგარიაო.
-აჰაა,მეტი რა საქმე აქვთ ამ უსაქმურებს,იპოვეს ერთი თავისნაირი კიდევ,-ირონიულად ჩაილაპარაკა ნინამ.
-აი რას ერჩის თუ ვხვდებოდე დედას ვფიცავარ.
-კარგი რაა გვანცა,შემეშვი,ეხლა არ დამიწყო..
-ისე ასეთმა სიძულვილმა დიდი სიყვარული იცის,-მის გასაგონად თქვა მაგდამ.
-ნეტავ შენ რა იცი სიყვარულის.-მხარი მიჰკრა ნინამ და გაეცინა.
უცებ მდინარიდან ხმაური მოისმა და მალე ქალიც აკივლდა.
-ჩემი შვილი,უშველეთ, გადაარჩინეთ, მორევისკენ გაიტაცა დინებამ,ვერ დავიჭირე, ღმერთო ჩემი პატარა, როგორ ვერ დავიცავი,როგორ ვერ მოგაქციე ყურადღება,-მუხლებზე დამხობილი სასოწარკვეთილი ღრიალებდა ბოლო ხმაზე დედამისი.
ნინას ბევრი არ უფიქრია წამოხტა და მთელი ძალით გაიქცა იქით,საიდანაც ბავშვის ყვირილი ისმოდა,შევარდა მდინარეში და მიიკვლევდა მისკენ გზას.რაც უფრო სიღრმისკენ მიდიოდა, მით უფრე მეტად უჭირდა ცურვა, მაგრამ არ ნებდენოდა.ბავშვი თვალთახედვის არედან გაუქრა და შიში შეეპარა ვაითუ ვერ მივუსწროო. უფრო მარჯვედ მოიქნია ხელები. ნაპირიდან წივილ-კივილის ხმა რომ ესმოდა,ღმერთა გონებაში ევედრებოდა ძალა მომეციო. სწრაფ დინებას რომ მიაღწია დაატრიალა და თავის ნებაზე წაიყვანა ბობოქარმა მთის მდინარემ,მაგრამ მაინც არ დანებდა,ჩაყვინთა და ბავშვის ძებნა დაიწყო.როგორც იქნა დაინახა, სიღრმისკენ მიჰქონდა მორევს,ხელი სტაცა და მასთან ერთად ამოყვინთა, გულზე მიიხუტა ცალი ხელით და მეორეთი გამოცურვა სცადა. უძალიანდებოდა ურჩ მდინარეს, მაგრამ ძალა ეცლებოდა და ის იყო იმედი გადაეწურა,რომ ვიღაცამ ძლიერად მოუჭირა ხელი და ამოქაჩა ზემოთ,ფართოდ გაახილა თვალები და მასში გუგა ნუცუბიძე ამოიცნო, წყლისფერი,ჩამუქებული თვალებით უყურებდა და იმ თვალებში მასაც შიში ჩასდგომოდა…
ახალი ამოსული იყო წყლიდან,ქვაზე ჩამოჯდა და ხალხს ათვალიერებდა. ჩუმად რამდენჯერმე გააპარა თვალი ნინასკენ,რაღაცნაირი იყო გოგო უკარება,მაგრამ ამავე დროს სიკეთე იკითხებოდა მის სახეზე და რაც ყველაზე მეტად მოხვდა თვალში ის იყო რომ ყველა პატივს სცემდა…
რომ წამოხტა და მდინარისკენ გაიქცა, უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა,როცა გაიაზრა გოგო უკვე მდინარეში მიცურავდა,არ დაფიქრებულა,ისიც უკან მიჰყვა,როცა დაინახა საით გაცურა ნინამ,კარგი ცურვა იცოდა, ბავშვობაში წყალბურთზე დაჰყავდათ მშობლებს და აღნაგობაც ამიტომ ჰქონდა ასეთი ათლეტური.
რომ მიხვდა გოგოს შანსები ნულისკენ მიდიოდა,მაშინვე მოუმატა სირბილს და ხელიც უფრო მარჯვედ მოუსვა. წამით იმ ფიქრმა გაუელვა რომ ვერ მივუსწრო,შალვას როგორ ჩავხედო თვალებშიო,მითუმეტეს რომ მხედველობის არედან გაუქრა ორივე.
-ნინა,ნინააა,-დაუყვირა და ჩაყვინთა, ამაოდ,ვერ ხედავდა.კიდევ ერთხელ ჩაყვინთა და სწორედ მაშინ მოჰკრა თვალი მორევთან მებრძოლ ნინას, ხელი სტაცა და ზემოთ ამოათრია, თავისკენ მოქაჩა,ორივე მიიხუტა სხეულზედა გაცურა, მერე გონდაკარგული ბავშვი გამოართვა და ნაპირისკენ ერთად წამოვიდნენ…
ძირს დააწვინა გოგონა,ხელოვნური მასაჟის ჩატარება დაუწყო,ნინა კი ბუტბუტებდა რომ გოგონა გონს მოსულიყო,სასოწარკვეთილ დედას უკვე მერამდენედ მისდიოდა გული და მერამდენედ ასულიერებდნენ…
როგორც იქნა ამოახველა წყალი და ამოისუნთქა.ისე ჩაეხუტა ნინა,თითქოს მისი შვილი ყოფილიყო.
-მადლობა ღმერთს,მადლობა ღმერთს, ბუტბუტებდა გოგო.როგორც იქნა ბავშვის დედას დააჯერეს რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა და ნელ-ნელა უბრუნდებოდა რეალობას…
მომხდარის გამო მალე დაიცალა მდინარის ნაპირი.არავის დაუნახავს როგორ გაიპარა და საით წავიდა ნინა,გუგამ თვალი რომ ვეღარ მოჰკრა, შეშინებულმა გახედა მდინარეს,მერე კი თვითონვე უკუაგდო ის აზრი რაც მოაწვა ინ წამს გონებაში.
ბიჭებს უთხრა ცოტა ხანს დავრჩებიო და ნაპირს აუყვა.ახლა მარტო ყოფნა უნდოდა,რომ მომხდარი გაეანალიზები და თავი ხელში აეყვანა.ნელა მიუყვებოდა ნაპირს,გადადიოდა ერთი ქვიდან მეორეზე და ბუნების შესანიშნაობით ტკბებოდა,შორიახლოს,შუა მდინარეში ლოდები შენიშნა,რა ლამაზიაო გაიფიქრა და იქით წავიდა.რაც უფრო უახლოვდებოდა,მით უფრო იკვეთებოდა ქვაზე მჯდარი სიფრიფანა გოგოს სხეული,მოკეცილ მუხლებზე ხელები მოეხვია,ნიკაპით ეყრდნობოდა და წყლისთვის გაეშტერებინა თვალი. მისი მისვლა არ გაუგია,ისე იყო ფიქრებში ჩაძირული. წყალში შეტოპა და იმ დიდ ლოდზე აძვრა.გვერდით ვიღაცის დაჯდომა რომ იგძნო,მაშინ მოიხედა გოგომ, მაგრამ ლოყით ისევ მუხლებს ეყრდნობოდა. ცრემლიანი თვალები გაღიავებოდა და საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა.გაშეშდა გუგა,როცა დაინახა როგორ სასწაულად ლამაზი მზერა ჰქონდა ამ მომენტში მას.
-აქ რა გინდა?-ჰკითხა სევდა შეპარული ხმით.
-იქ რომ დაგინახე,შენს მოსაძებნად წამოვედი.
-რატომ?
-იმიტომ რომ შემეშინდა.
-რისი?
-არ ვიცი...ალბათ უფრო ჩემი ფიქრების, რომ რომ შენც დაგკარგავდი..-თავი დახარა გუგამ.
-რას ქვია დამკარგავდი?ვერ მიგიხვდი?
-აი,იცი როგორი შეგრძნება მაქვს?ვერ ვხსნი,პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში რომ მინდა ჩემს გვერდით ქალი იყოს,ოღონდ არა როგორც ქალი,არამედ როგორც მეგობარი, მეგობარი რომელსაც მოვუსმენდი,მის რჩევა დარიგებებს გავითვალისწინებდი, როცა საჭირო იქნებოდა მეჩხუბებოდა როგორც შენ მეჩხუბები,არ მომცემდა დაცემის უფლებას,როცა ყველაფრის იმედი გადამეწურებოდა.
-და მე ასეთი ვარ?
-კი,ასეთი ხარ.
-არ ვარ,მე ძალიან მშიშარა ვარ,დავნებდი გესმის,მდინარეს დავნებდი და უფლება მივეცი რომ წავეყვანეთ…
-არ ხარ მშიშარა,როგორ შეიძლება ასე იფიქრო,როცა პირველად შენ მოხვედი აზრზე რა ხდებოდა და მის გადასარჩენად ისე გაიქეცი,არც კი დაფიქრებულხარ.ვერ დაინახე მამაკაცებმაც კი ვერ გაბედეს იქ შემოსვლა.-მხარზე ხელი მოხვია ბიჭმა მიიხუტა.გოგომ იუხერხულა,მაგრამ მოზღვავებულ ემოციებს ვერ გაუძლო და პირდაპირ მის მკერდზე აქვითინდა.
-მე შენ მამაცი გოგო მეგონე და შენ ტირიხარ?-გახუმრება სცადა გუგამ. გამოუვიდა,რადგან ნინამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და ბიჭს შეხედა.
-ხანდახან სულაც არ მინდა ასეთი გამბედავი და მამაცი ვიყო,ხანდახან მინდა რომ ისე მექცეოდნენ მეც,რომ ფეხქვეშ მეგებოდნენ.
-დამიჯერე ფეხქვეშ გაგებას, გირჩევნია ასეთი დარჩე.ასეთი მებრძოლი,წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებული დარჩები.
-რატომ ხარ აქ?
-ხომ გითხარი შენთან მოვედი თქო.
-არა,აქ რატომ ჩამოხვედი?
-გრძელი ამბავია,ახლა მოსაყოლად არ ღირს,სხვა დროს მოგიყვები.
-ესეგი,როგორც ვვარაუდობდი რაღაც მოხდა.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი,- დასევდიანდა ბიჭი და ნინამ მის ხმაში შეპარული სევდა შეამჩნია.
-კარგი,როგორც გინდა..
-ისე ძალიან ლამაზია აქაურობა,არ მეგონა ასე თუ მივეჯაჭვებოდი,არადა ახლახანს ჩამოვედი..
-და უკვე მოასწარი რაღაცეების გაფუჭება.-გაეცინა გოგოს.
-მაგრამ რაღაცეებიც ხომ გავაკეთე კარგი?
-ახლა ეგ ამბავი მთელი ცხოვრება უნდა მაყვედრო?
-არა,პირიქით,საერთოდ არ ვაპირებ, ვცდილობ ცუდი ამბები წარსულს გავატანო.
-მერე გამოგდის?
-რაღაცეების დავიწყება მარტივად არ ხდება,უფრო სწორად საერთოდ არ ხდება.
-ყველაფრის დავიწყება ხდება, ყოველთვის ხდება რაღაც ან ჩნდება ვიღაც,ვინც გავიწყებს იმას,რისი დავიწყებაც გინდა.
-რომანტიკოსივით საუბრობ..
-მიყვარს რომანტიკოსები..
-განსაკუთრებით რომელი?მე მაგალითად ბარათაშვილი..
-პრინციპში ეგ ეპოქა ისეთი იყო და ისეთი თაობა ჰყავდათ,რომ განსაკუთრებით ვერავის გამოვარჩევ,თუმცა პოეტების მეფედ მაინც გალაქტიონს გამოვარჩევ..
„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე…“-წარმოსთქვა პირველი სტრიქონი და გაჩუმდა…
-სიმართლე რომ გითხრა ეგ ყველაფერი სისულელეა და უბრალოდ ლამაზი გამონათქვამი,ადამიანები შესანიშნავად გრნობენ თავს სიყვარულის გარეშეც,მთავარია კარგად იყვნენ და ის ჰქონდეთ რაც უნდათ.სიყვარული უკვე უხარისხო გახდა.აღარ აფასებენ.
-შენ გყვარებია?
-არა,არასოდეს..
-ბედნიერი ყოფილხარ.
-შენ გიყვარდა და რაღაც მოხდა ხო? ამიტომ ხარ აქ?მიდი მომიყევი, გელოდები,მოგეშვება გულზე.
-წავიდეთ,სხვა დროს გადაგიშლი გულს,-უპასუხა ბიჭმა და წამოდგა,ხელი გაუწოდა რომ ისიც წამოეყენებინა,ხელი ჩასჭიდა ნინამ, გუგამ კი ისე აიტაცა ჰაერში,თითქოს ბუმბული ყოფილიყოს.მერე გადასვლაში დაეხმარა და ნაპირს ქვემოთ დაუყვნენ.
-იცი არ იქნება ლამაზი თუ ერთად დავბრუნდებით და ვინმე დაგვინახავს, მამაც შეიძლება გაბრაზდეს,შეაჩერა ნინამ გუგა სოფლის შესასვლელთან.
-კარგი,მაშინ შენ წინ წადი,მე ცოტა ხანს დავრჩები.
-რომ დაიკარგო?
-არ დავიკარგები,ბიჭებთან ერთად უკვე მოვიარე აქაურობა.
-ცუდია,მე კიდევ იმედი მქონდა რომ აქაურობის სილამაზეს მე გაჩვენებდი.
-წინააღმდეგი არ ვარ,მაგრამ სხვა დროს იყოს.
სხვადასხვა გზით წავიდნენ,გუგა უფრო ადრე მივიდა,გამოიცვალა და ღობის შეკეთება განაგრძო,თან გზას გაჰყურებდა.ნინა რომ აგვიანებდა მოსვლას,ანერვიულდა და გაუკვირდა რომ ამ უცნობ გოგოზე დარდობდა..
მალე ისიც გამოჩნდა,მას გახედა და კარი შეაღო,როგორც კი კარი გახმაურდა მაშინვე ახმაურდა ეზო და იქ შეკრებილი ხალხი დაინახა.
-შვილო,მადლობა ღმერთს კარგად ხარ,-მისკენ გამოიქცა თვალცრემლიანი ნატო და ძლიერად იხუტებდა გულში.უკვე მოეყოლათ მისთვის მომხდარიც და მისი დაკარგვის ამბავიც სახლში მოსვლის მერე შეამჩნიეს,როცა იქ არ დახვდა უმცროს დებს.ერთი ამბავი ატეხა ნატომ და დაიხვია მთელი სოფელი თავზე.
-კარგად ვარ დედა,კარგად ვარ,ნუ ნერვიულობ.-მოეხვია და ჩაეხუტა დედას გაღიმებული.
-ჩემი მამაცი გოგო,ჩემი ყოჩაღი, მითხარი სულ არ შეგეშინდა?
-მაგაზე არ მიფიქრია დედა,მხოლოდ მაშინ შემეპარა შიში,როცა ვეღარ გამოვდიოდი,საბედნიეროდ ჩვენი ახალი მეზობელიც ყოჩაღი აღმოჩნდა და ის დამეხმარა.
-კიდევ კარგი ისიც იქ იყო,თორემ რა მეშველებოდა შენ რომ რამე მოგსვლოდა?
-დედა გთხოვ ნუ დამტირიხარ,კარგად ვარ,ან ეს ხალხი რას შეაწუხე?
-არ გაგიშვებ,მარტო აღარსად გაგიშვებ.-ხელი გაუყარა და სახლიაკენ წაიყვანა,შორიდან უყურებდა გუგა და ისიც მადლობას უხდიდა უფალს რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
იმ საღამოს მიქელაძეების ეზოში დიდი მხიარულება იყო,იმ პატარა გოგონას და ნინას გადარჩენას აღნიშნავდნენ და მათთან ერთად მოიწვიეს ნუცუბიძეც.ბიჭს პირადად ეწვია შალვა და იქამდე არ მოისვენა სანამ არ წამოიყვანა.
გოგოებმა ყველა ის მეგობარი და ნაცნობი მოიწვიეს,ვისთანაც ახლოს იყვნენ,სუფრას არაფერი არ აკლდა, ნაუცბათევად გაშლილი კი იყო მაგრამ ყველაფერი ისე იყო,გუგას რომ არასოდეს ენახა,ასე პირდაპირ დიდი კაკლის ხის ძირში შეაერთეს მაგიდები, გადააფარეს გადასაფარებლები,გოგოებმა ჭურჭელი გამოიტანეს,ნატო კერძებს ამზადებდა.უახლოესმა მეზობლებმა კი რაც სახლში ჰქონდათ ყველაფერი გამოიტანეს.
-ნატო,ნატო,-ღია კარში შემოვიდა ლიდა,-აი,შებოლილი ხორცი მოგიტანე და კარგი ლობიო,ახლახანს შევაგემე, ცხელი შოთებიც ახლა გამოვაცხვე.
-მოდი,ლიდა მოდი,დიდი მადლობა რატომ შეწუხდი,-შინ შეიპატიჟა ნატომ მეზობელი
-შალვა ბატონო,ვიცი შენ ღვინოს არ დაეწუნება,მაგრამ აგერ დღეს ჩემს გორულ მწვანეს გავუსინჯოთ გემო,მოდი ბიჭო,-ოც ლიტრიანი ბოცა ეჭირა ხელში დათოს,ნუკრი კი წინ მოუძღვებოდა.
-ოჰ,ჩემო ნუკრი,მაგასაც დავლევთ და ჩემსასაც ზედ დავყოლებთ,-წამოდგა აივნის ძირში მჯდარი შალვა,რომელიც გუგას ნარდს ეთამაშებოდა,სანამ სუფრა გაიშლებოდა.
-რას შვები ბიძია,ხომ არ აგებ?-გადაულაპარაკა ბიჭს.
-კიი,ვაგებ,თავი დაუქნია მანაც.
-გადაჯექი ერთი თუ ძმა ხარ,დათოს ელაპარაკე ან ერთად გვიყურეთ, კლასი გაჩვენოთ.გუგამ ნუკრის დაუთმო თავის ადგილი და პატარა ოთხფეხა სკამზე გადაჯდა გვერდით.
ახლა ნარდზე მეტად ამ სიტუაციით დაინტერესდა,სოფლის სამზადისი ძალიან საინტერესო ჩანდა,აქ თითქოს ყველა ერთი იყო,თითქოს ყველას ოჯახი აქ იყო.
-ნატო,ნატოო,-ახლა კიდეც მეორე მეზობელი გამოჩნდა ეზოში,
-მოდი მანანა დეიდა,დედა სამზარეულოშია,-უპასუხა გვანცამ და სუფრაზე გარეცხილი და თეფშზე ლამაზად დაწყობილი კიტრი, პომიდორი და მწვანილი დააწყო.
-აგერ ჩემი ეზოს დედალაა,ჯანსაღი და ნატურალური,მრგვლად მოხარშული, სად წავიღო?
-დედასთან სამზარეულოში,-უპასუხა მაგდამ და მან შემწვარი კარტოფილი გამიტანა ღრმა თეფშებით.
-აბა ჩვენი მდინარის თევზი,ცოცხალი, გამომართვი,მამამ გამომატანა.
-მადლობა გელა,-თინამ სინი გამოართვა,სამზარეულოში შევიდა რამდენიმე თეფშზე გაანაწილა და სუფრაზე მიუჩინა ადგილი,ნატომ ცხელი ხაჭაპურები დააცხო,მჭადები, ყველი,ლორი,რამდენიმე სალათის გაკეთებაც მოასწრო,მჟავის ასორტი და ისეთი სუფრა გაიშალა რომ გუგა გაკვირვებული უყურებდა.
მთელი ეს დრო გუგა გელასთან და დათოსთან ერთად იმავე ადგილზე იჯდა,სადაც თავიდან და ინტერესით კვდებოდა სად იყო საღამოს მთავარი გმირი,აი ისიც გამოჩნდა სწორეს იმ პატარასთან ერთად მოდიოდა, დახრჩობას რომ გადაარჩინა და უკან დედამისი მოჰყვებოდა ტკბილეულით.
თვალი ვერ მოაცილა ჭრელ საზაფხულო სარაფანში გამოწყობილ გოგოს,წელამდე რომ სწვდებოდა ის ქერა თმა და არანაირი მაკიაჟის კვალი რომ არ ჰქონდა,გარუჯული სახე და დახვეწილი სახის ნაკვთები ახლა დააფიქსირა.
-აბა ჰეე,ყველაფერი მზადაა,ყველა აქ ვართ,სუფრას მივუსხდეთ,-წამოდგა შალვა ფეხზე,-შენ მერე მოგიგებ,-დაემუქრა ხუმრობით ნუკრის.
დაახლოებით ოცდაათ კაცამდე შეიკრიბნენ,ახალგაზრდები სუფრის მეორე ბოლოში დასხდნენ,უფროსები აქეთ და გვერდით მოისვეს გუგაც,რაც ძალიან არ ესიამოვნა,მაგრამ მასპინძელს ვერ აწყენინა.
ლაღი და მხიარული და ბავშვური იყო იმ საღამოს ნინა,ბევრს იცინოდა,ერთი ორი ჭიქაც დალია და უფრო გაიხსნა..
აი მერე,როცა გოგოებმა მიყოლებით გამოიტანეს ქართული ხალხური საკრავებით და საღამოს ქართული ჰანგები მოჰფინეს..
იმ საღამოს მიქელაძეების ეზოდან დიდხანს ისმოდა მრავალჟამიერის და მსგავსი ქართული სიმღერების ხმა. ამასთან ერთად კარგა ხანს საუბრობდნენ ნინას და გუგას ვაჟკაცობაზე…
******
დილას თავი უსკდებოდა ნაბახუსევისგან,ახლა ცივი ლუდი უშველიდა,ნამდვილად უშველიდა.
ახალი საწოლი კომფორტული იყო,მაგრამ ძლივს ასწია თავი და ააყოლა სხეული. სამზარეულოში ტრუსის ამარა გამოვიდა ცივ წყალს დავლევო გაიფიქრა,მაგრამ გაახსენდა რომ მაცივარი არ ჰქონდა,ხმამაღლა შეიკურთხა და უკან დაბრუნდა.ტანზე სწრაფად გადაიცვა და ლიდას მაღაზიაში გავარდა.უკვე გაარკვია რომ მთელი სოფელი ასე ეძახდა და მანაც ასე დაიმახსოვრა.
-დილა მშვიდობისა ლიდა დეიდა.-მიესალმა და მაცივრიდან ლუდი გამოიღო,გახსნა.ერთი მოყუდებით ნახევრამდე ჩაიყვანა,მერე კი ქალს მსხვილი კუპიურა დაუდო წინ და ერთი ბოთლი ლუდი და ბორჯომიც მიაყოლა,სიგარეტიც გაიყოლა და სახლში დაბრუნდა.ლიდასთვის საუბარი არ გაუბია,არადა იცოდა რომ ქალი რომ დაიწყებდა აღარ გაჩუმდებოდა. .მზე დილიდანვე აცხუნებდა და გარეთ გასვლას და მუშაობას დღეს აზრი აღარ ჰქონდა. საწოლზე მიწვა,თავის ტკივილმა გაუარა.მერე კი ისე წამოეშალა ფიქრები და ასე უაზროდ ყოფნაში თავბრუ დაახვია წარსულის გახსენებამ.უმოქმედოდ მყოფ ტელეფონს გადახედა,დიდხანს ებრძოდა იმ აზრს ჩაერთო თუარა, ბოლოს თავს ვერ სძლია და ჩართვის ღილაკს დააჭირა.უამრავი შეტყობინება და გამოტოვებული ზარი,უცნობების, ნაცნობების, ოჯახის წევრების, მაგრამ არც ერთი არ იყო ის ვისგანაც ელოდა. უცებ შეიხედა სოციალურ ქსელებში,საინტერესო არაფერი იყო,მასზე ჭორები კი იცოცხლე უამრავი. მერე მისი ფეისბუქიც მოინახულა,რატომღაც ეგონა რომ ისიც მასავით იქნებოდა,მას კი ახალი ფოტები აეტვირთა იბიცაზე ისვენებდა და უცხო ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ეწერა ჩემი სიყვარული, აი აქ აენთო თუ აენთ,ტელეფონი კედელს შემოანარცხა,გაბრაზებული წამოხტა და სკამს დაავლო ხელი,ისროლა და ისიც ტელეფონის გზას გაუყოლა.მერე კი მუშტი დაარტყა კედელს.ცოტა დამშვიდდა,ისევ ლიდას მაღაზიისკენ წავიდა და სასმელი იყიდა.ქალის შეკითხვებს თავი აარიდა და სწრაფად გამობრუნდა.ეგონა ნაბახუსევზე ვერ დალევდა,პირველი ორი ჭიქა გაუჭირდა კიდეც,მერე კი უკვე ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა,ის ცივი ლუდიც დააყოლა,სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და გრძნობდა როგორ იძირებოდა ყველაფერი ნისლში.მაგრამ მისი სახე არ ქრებოდა,თვალწინ ედგა,მისი სიტყვები კი ყურში ისევე ცხადად ჩაესმოდა როგორც მაშინ…
„-ჩემი ცხოვრების აზრი ხარ გუგა, ძალიან,ძალიან,მიყვარხარ,უსაზღვროდ,უსასრულოდ….“
მერე საბოლოოდ ჩაიძირა ნისლში და ყველაფერი გაქრა.
*******
დილის საქმიანობა და დედისთვის მიხმარება რომ დაასრულა ნინამ, ცოტა დაისვენა,შხაპი გადაივლო,მერე კი თინასკენ წავიდა
-ტელეფონი წაიღე დედი,დაგირეკავ რომ დამჭირდები.-დაედევნა ნატო და კართან დაეწია.
-კარგი დეე,მალე მოვალ….
სახლის წინ ლიდა იჯდა ჩრდილში კლიენტის მოლოდინში ქალებს ელაპარაკებოდა.ნინა რომ დაინახა მიესალმა და ოჯახი მოიკითხა.
-კარგად არიან,თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენც კარგად.
-კარგი საღამო იყო არა?
-კი ძალიან.
-შვილო ის თქვენი მეზობელი როგორაა?რამე პრობლემა ხომ არ აქვს?დილას მოვიდა და იმდენი არაყი იყიდა..
-ალბათ სტუმრები ჰყავს,-გააწყვეტინა ნინამ.
-არა მგონია,ცუდად გამოიყურებოდა,სახეზე ეტყობოდა რაღაც ცუდი რომ გაიგო,ნერვიულქობდა
-მიხედავს თავის თავს,ჩვენ მისი ძიძები ხომ არ ვართ?-უპასუხა გულგრილად უპასუხა გოგომ,ვითომ არ აინტერესებდა,სინამდვილეში კი ინტერესი კლავდა რა ხდებოდა.- თინა სახლშია ხო?
-კი,შვილო,კი,მიდი,თავის ოთახში იქნება.-უპასუხა ქალმა და საუბარი განაგრძო მეზობლებთან..
ნინამ კიბეები აირბინა და თინას ოთახის კარზე დაუკაკუნა.
გოგოების ჭორაობის თემა ბევრი რამე გახდა იმ დღეს,დროც კი გაეპარა,მხოლოდ მაშინ დახედა საათს როცა დედამ დაურეკა სახლში მოდი,მოხმარება გვჭირდებაო.
საღამოს დასასრულიც ჩვეულებრივი იყო,როგორც სხვა დროს,მოილიეს სახლის საქმეები,მერე კი გოგოები გარეთ წავიდნენ ახალგაზრდებთან, ნინამ დაღლილობა მოიმიზეზა და სახლში დარჩა, ფანჯარაში იჯდა და ნუცუბიძის სახლს უყურებდა.არაფერი ისმოდა იქიდან,სიჩუმე და ჩაბნელებული სახლი.ოდნავ შეღებული ეზოს კარი და მინებჩაწეული მანქანა.გული უგრძნობდა რომ რაღაც მომხდარიყო მის თავს.ყველა რომ მიწყნარდა და მათ სახლშიც სუჩუმემ რომ დაისადგურა,ეჭვის ჭიას გასაქანი მისცა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა,ჩუმად გაიარა ეზო და ჩუმად გავიდა სახლიდან.ისე შეიპარა მეზობელ სახლში,რომ არ ეხმაურა. აივანზე სიმშვიდე დახვდა,აი შიგნით კი ყველაფერი თავდაყირა იდგა.დამტვრეული ავეჯი, დამტვრეული ტელეფონი და სადღაც ოთახის სიღრმეში საწოლზე მიწოლილი სხეულიც შენიშნა.ოთახი სასმლის სუნად ყარდა და ბოთლებიც ეყარა.მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა.ბიჭი უგონოდ იყო მთვრალი, რაღაცეებს ბუტბუტებდა და ცივი ოფლი ასხავდა.
-ჯანდაბა,ამდენი როგორ დალიე ნუცუბიძე?-ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ კი მიხვდა რომ ვერაფერს გაიგებდა ის.რადგან ცოცხალი იყო და სუნთქავდა,დამშვიდდა და წამოსვლა დააპირა,მაგრამ ის იყო უნდა გამოსულიყო,რომ ბიჭმა ხროტინივით დაიწყო,მასთან მივარდა და მიხვდა რომ ახლავე თუ არ ააყენებდა საკუთარ ნარწყევში დაიხრჩობოდა. როგორც ჩანს მაინც ვერ გაუძლო ორგანიზმმა ამდენს.საწოლის კიდისკენ გადმოსწია და თავი გადმოაწევინა,ისე რომ მის მუხლებს ეყრდნობოდა ბიჭი,შუბლი დაუჭირა და საშუალება მისცა რომ იატაკზე დაეწყია და თავიდუფლად სუნთქვა შესძლებოდა.
-ეს უკვე მეტისმეტია,ორ დღეში ორი სიცოცხლის გადარჩენა,-გაეცინა საკუთარ თავზე და თავი ძლივს შეიკავა რომ მასაც არ არეოდა გული. ბიჭმა ოდნავ მოიხედა და ბუტბუტი დაიწყო.ნინამ საწოლზე დააბრუნა, თავქვეშ ბალიში ამოუდო და იატაკის მოსაწმენდად გარეთ გამოვიდა იქნებ რამე ვიპოვოო.იქვე ეწყო ყველაფერი, იატაკი მოასუფთავა,ფანჯრები ბოლომდე გამოაღო,ყველა რაც კი იყო.სინათლე რომ აანთო,ოდნავ შეფხიზლდა გუგა და ჩააქრეო ჩაილუღლუღა.
-ამდენი როგორ დალიე,-გაუბრაზდა ნინა.
-კარგი,საყვარელო,ნუ მუბრაზდები, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?შენით ვცოცხლობ და შენით ვსუნთქავ.არ წახვიდე,არ მიმატოვო.-ხელი დაუჭირა წამოსასვლელად გამზადებულ ნინას.
გოგოს სერიოზულად არ მიუღია, მიხვდა რომ ვიღაც სხვას გულისხმობდა,ის ვის გამოც აქ ჩამოვიდა,ხელზე დახედა და ელდა ეცა,ორივე ხელის ზურგი დასისხლიანებული ჰქონდა.
-იდიოტო,რა ჩაიდინე,ასე როგორ ვნებ შენს თავს ვიღაცის გამო.
სახლში გამოიქცა,ჩუმად აიღო ბინტი და მალამო,ცივი წყალი წაიღო და მასთან დაბრუნდა ისევ.ამჯერად ღრმად ეძინა,მაგრამ უფრო მშვიდად სუნთქავდა და დროდადრო წამოაბოდებდა.თასში ჩაასხა წყალი,ფრთხილად მობანა ხელები, კარგიც კი იყო რომ ასე გათიშული იყო,ტკივილს ვერ იგრძნობდა.ხელები გადაუხვია,მერე შუბლზე ცივი ტილო დაადო და ასე უცვლიდა ხშირად, იქამდე სანამ მასაც არ მოერია დაღლილობა და არ ჩაეძინა…
თვალები რომ გაახილა,უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა და სად იყო. ფარდაგადაწეული და ღია ფანჯრებიდან მზე აჭყიტებდა.რაღაც ვერ იყო რიგზე.თავი მოატრიალა და მის საწოლთან სკამზე მჯდარი ნინა დაინახა,გოგოს მისი ხელი ეჭირა,თავი მეორე ხელის მოხრილ მკლავზე ჩამოედო და ეძინა.სახეზე კი მზის სხივები დასთამაშებდა...
ფრთხილად გამოაცალა ხელი და შუბლზე მოისვა.წამოიწია,მეორე მხრიდან ავდგებიო,მაგრამ გოგოსაც გაეღვიძა.თვალებზე მოისვა ხელი და გამოფხიზლდა.
-დილა მშვიდობისა,როგორ ხარ?
-აქ რა გინდა?
-ჩემი დახმარება გჭირდებოდა..
-მე არ მითხოვია და ვერც ვერავინ მიშველის.
-მართალი ხარ,არ გითხოვია,მაგრამ ვერ მოვისვენე და რა ვქნა?-გაუღიმა ნინამ.
-ცნობისმოყვარე ხარ ძალიან.
-შეიძლება,მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი წუხელ ამ დილას მკვდარს გიპოვიდნენ..
-იქნებ გამოსავალიც ყოფილიყო…
-მიდი დაიწყე,გელოდები…
-ვერ გავიგე?-დაიბნა ბიჭი.
-მომიყევი რა გაწუხებს,დამიჯერე მოგეშვება,საიდუმლოს შენახვა კარგად ვიცი.-მოსასმენად მოემზადა გოგო ,საწოლის ბოლოში გადაჯდა,ფეხები მოკეცა და გუგას მიაცქერდა.ბიჭს ჩაეცინა,რომ მიხვდა თავს ვერ დააღწევდა.
-მანამდე ეს ფარდები გადასწიე, თვალებს მტკენს სინათლე..
-კარგი,წამოდგა ნინა და ყველა ფარდა გადასწია.-მაგრამ ვერ ვხვები სიბნელე რატომ გირჩევნია.
-იმიტომ რომ სიბნელეში ვარ მოქცეული, ჩემი გულიც,გონებაც ბნელშია და არ სურს იქიდან გამოსვლა.
ნინა თავის ადგილას დაბრუნდა იმავე მდგომარეობაში და ბიჭს უთხრა.
-ასეთი ახალგაზრდა ხარ,ასე მარტივად არ უნდა დანებდე.ვინ არის ის გოგო,ვისაც წუხელ ეხვეწებოდი არ მიმატოვოო?
-ანუ მაინც გაიგე..
-ნუ რაღაცეები,თავიდან მეგონა ჩემზე იძახდი,მითუმეტეს ხელი რომ ჩამკიდე, მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს მე არ ვიყავი,მასში აგერიე.
გუგამ ღრმად ამოისუნთა,ბალიში აამაღლა,მიეყუდა და ნინას მიაჩერდა.
-ყველგან,ყოველთვის მას ვხედავ, სასმელში შვებას ვეძებ,ყოველ საღამოს მარტო როცა ვრჩები,ვსვავ. ვიცი როცა დავლევ მაშინ მაინც ვნახავ,სული მტკივა ისე მენატრება. ისე მინდა მისი ნახვა.
-ვერ გეტყვი რომ მესმის შენი,იმიტომ რომ არასოდეს გამომიცდია რას ნიშნავს სიყვარული და საყვარელი ადამიანის ტკივილამდე მონატრება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ შენ თუ საკუთარ თავში არ ჩაიკეტები და გარეთ გამოხვალ გიშველის.
-ბედნიერი ხარ რომ არ გყვარებია და არ იცი.
-იქნებ არც ვარ?რა იცი რომელია საშინელება ის რომ არასოდეს გყვარებია თუ ის რომ გიყვარდა?
-მართალი ხარ..
-გუშინ რა მოხდა?
-რაც აქ ვარ,პირველად ჩავრთე ტელეფონი,ვერ მოვითმინე და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა დავარღვიე,რომ არასოდეს მოვიკითხავდი მას და არასოდეს ვნახავდი მის ფეისბუქს,გუშინ მაინც შევედი.მეგონა ისიც განიცდიდა, მეგონა სერიოზული მიზეზი ჰქონდა, მაინც ვცდილობდი მის გამართლებას, მაგრამ აღმოჩნდა რომ მშვენივრად ისვენებს ქალბატონი იბიცაზე და მშვენივრად ერთობა.ჯერ ერთი თვეც არ გასულა იმ წყეული ამბიდან და უკვე ახალი შეყვარებული ჰყავს.
ნინამ ხმაში შეატყო რომ აუტანელ ტკივილს გრძნობდა ბიჭი და ის რასაც ხედავდნენ გარეთ,მისი მეორე სახე იყო.მოჩვენებითი და კარგად გამოსდიოდა თამაში.
-ხოდა ადექი და შენც ასე მოიქეცი. დაანახე რომ არც შენთვის აღარ წარმოადგენს არაფერს.
-ვცადე,მაგრამ ხომ ხედავ არ გამომდის.
-გამოგივა,ვიცი მესმის რომ თავიდან რთულია,მაგრამ არა შეუძლებელი. შენ აუცილებლად გახდები ისეთი გუგა,მე რომ მაშინ დავინახე მდინარის ტალღებს რომ ებრძოდა და ცდილობდა მორევიდან ორი ადამიანი ამოეყვანა.ნება მომეცი და მე დაგეხმარები შენ.გახსოვდეს ცხოვრება იმ მდინარის მორევივითაა, ნელა და მშვიდად მიდის,მაგრამ უცებ რომ ჩაგითრევს,ძალა უნდა იპოვო და დააღწიო თავი.უნდა იბრძოლო გამარჯვებისთვის.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,შენ ძალიან კარგი ხარ,ძალიან კარგი მოსაუბრე. ახლა ისე დამამშვიდე, როგორც არასდროს არავის უმოქმედია ჩემზე.
ნინას გაეცინა.
-მე დამამშვიდებელი არ ვარ,მე უბრალოდ ადამიანებს ვეხმარები.
-ეს ძალიან კარგად გამოგდის,- გაუღიმა გუგამ.
-მიყვარს ადამიანების დახმარება და მათთან საუბარი.ეს ჩემი მომავალი პროფესიის ნაწილია.
-ხო,ყური მოვკარი რომ მომავალი მასწავლებელი ხარ.
-ხო,ინგლისურს ვეუფლები,მინდა აქ დავბრუნდე ისევ სწავლას რომ დავასრულებ და აქაურ ბავშვებს ვასწავლო,სრულყოფილი განათლება მიიღონ სკოლაში და ქალაქელი მოსწავლეებისგან ნაკლებად განსხვავდებოდნენ.
-როგორც ვხედავ ძალიან გიყვარს შენი პროფესია და ბავშვებიც.
-რომ არ მიყვარდეს,ისე ვერ შევძლებდი სწავლას,დაძალებით არაფერი გამოვა.
-ბევრი დაგრჩა?
-წელს ბოლო წელია მაგისტრატურის.
-ასეთი პატარა ხარ ჯერ და უკვე მაგისტრატურასაც ამთავრებ. -გაუკვირდა ბიჭს.ნინას გაეცინა.
-არა მგონია ოცდასამი წელი პატარა ასაკი იყოს.
-მართლა?არ გეტყობა საერთოდ. უფრო პატარას გავხარ.
-კომპლიმენტად მივიღებ.-შეანათა თვალები ნინამ,-გენშიც გვაქვს სილამაზე.
-ხო მაგას ვერ დაგიწუნებთ,სამივე და ერთმანეთზე ლამაზები ხართ, დედაშენიც,ასაკის შესაბამისას კარგად გამოიყურება,მიუხედავად იმისა რომ ამდენი შრომა უწევს.
-ხო,ეგ არ თქვა,ისე არ მინდა წასვლა რომ მიწევს და მათი მარტო დატოვება,წარმოუდგინე რამდენს შრომობენ რომ მე და ჩემს დებს გვასწავლონ.დედა ამბობს,ამაზე კარგს ჩემს შვილებს ვერაფერს მივცემო და მამაც ეთანხმება.
-მეც ვეთანხმები.მართალია, განათლება ბევრ რამეს ნიშნავს, განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა კი სასიამოვნოა,აი როგორც მაგალითად შენთან.
-დღეს ძალიან კეთილი ხარ,-გაეცინა ნინას და წამოდგა.-ახლა უნდა წავიდე,თორემ სახლში მომიკითხავენ და მომხვდება,როცა არ მნახავენ.
-ჯერ ადრეა,არავინ არ იქნება გარეთ.
-ასე ნუ ფიქრობ,აქ დილა მაშინ იწყება, როცა მზე ამოდის.
-მაშინ გავალ გარეთ,გარემოს დავზვერავ და გეტყვი უნდა გამოხვიდე თუ არა,-გაეცინა გუგას და ოთახიდან გავიდა.შემაღლებული აივნიდან არავინ ჩანდა,ნინას ანიშნა შეგიძლია წახვიდეო.გასვლისას გოგო კარში შეჩერდა და უთხრა.
-კარგი სახლი გაქვს,ცოტა რაღაცეებს თუ შეცვლი,მართალია ძველია,მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
-ხო,დიასახლისი აკლია აქაურობას..
-ეცადე თვითონ გააკეთო ყველაფერი და სხვას ნუ დაელოდები,როდის გიშველის,ხო მართლა,სახლიდან გადი,აქაურ ახალგაზრდებში გაერიე, კარგად გაერთობი…
-გავითვალისწინებ,-გაუღიმა და მისდაგასაკვირად ხელი დაუქნია მიმავალ გოგოს,რომელიც მიიპარებოდა და რომელსაც სულ არ დაუნახია ეს.მერე ისევ გაეცინა საკუთარ თავზე და უკან შებრუნდა.
ყველაზე კარგი მოსაუბრე,ვინც კი ცხოვრებაში შეხვედრია ეს სოფლელი გოგო აღმოჩნდა.მაგრამ იმდენად მოეწონა მის გვერდით ყოფნა,რომ უნდოდა ეს კიდევ მომხდარიყო,კიდევ ესაუბრა უამრავ რამეზე,თუნდაც უაზრო თემებზე,თუნდაც ისე ეკამათა, როგორც თავიდან. ნახევარი დღე ფიქრის შემდეგ დაასკვნა რომ ნინა მიქელაძე ღირსეული გოგო იყო და ნამდვილად დასაფასებელი იყო მასთან მეგობრობა.
*****
სოფელში ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა,რომ ძალიან შეიცვალა, სხვანაირი გახდა,ისეთი რაღაცეების კეთება დაიწყო რაც არასოდეს გაუკეთებია,მაგალითად ისწავლა ბალახის მოთიბვა და არა მარტო ეზოს წინა ნაწილი,არამედ მთელი ბაღი,რაც სახლს ერტყა გარს სარეველა ბალახისგან გაანთავისუფლა.ბაღში მდგარი ძველი და ბებერი ხეები ნუკრის დახმარებით დაჭრა და რაც კარგი იყო,ის დატოვა, ახალი ნერგები გაზაფხულზე დარგეო დაარიგა კაცმა.ის რაც გამხმარი იყო დააჭრევინა და ზამთრისთვის შეშად გამოგადგება...
მუშები დაიქირა,სამშენებლო მასალები იყიდა და სააბაზანოს მშენებლობა დაიწყო,აბა იმის გარემონტებას რაც იქ იყო აზრი არ ჰქონდა,ისევ ახლის აშენება სჯობდა.ერთი კვირა დასჭირდა სააბაზანოს მოწყობას.პარალელურად შეაკეთა სახლის სახურავიც,რომ ეწვიმა წვიმა მაინც არ ჩამოვიდოდა…
ყველაზე მეტად ის უნდოდა რომ აივანზე ისეთი კუთხე მოეწყო,სადაც საღამოობით დაჯდებოდა და სუფთა ჰაერზე ვინმესთან ერთად თუ არა,მარტო მაინც დამჯდარიყო და ლუდი დაელია…
ხშირად შემოუვლიდნენ დათო,გელა და სოფლის სხვა ახალგაზრდა ბიჭები, ან ის მიდიოდა სოფლის ბირჟაზე, დიდი ხის ჩრდილში ისხდნენ და კარტს ან დომინოს თამაშობდნენ…
მერე ლუდს დააყოლებდნენ, წაგებული კისრულობდა და ასე გრძელდებოდა,ხანდახან მდინარეზე ჩაივლიდნენ,გაგრილდებოდენ, გოგოებს გააბრაზებდნენ, საღამოობოთ კი ასე იკრიბებოდნენ ბირჟაზე გოგოებიც და ბიჭებიც, საუბრობდნენ,ხუმრობდნენ,იგონებდნენ ათასნაირ გასართობს და ერთობოდნენ და იცინოდნენ.თავიდან მორიდებული იყო გუგა,მერე ისიც გაიხსნა და გაშინაურდა.მისი აქტიური დამცველი და მეგობარი გახდა ნინა და კარგად უგებდნენ ერთმანეთს.რაც სოფლის საჭორაო თემა გახდა, მართალია პირდაპირ არა,მაგრამ ზურგს უკან კი საუბრობდნენ მათზე ჩუმად…
ალბათ იმიტომ რომ იყვნენ დამნახავები,რომლებმაც ისინი მარტო მოსეირნეები დაინახეს.. გოგომ ჯერ ტბის სანახავად წაიყვანა სოფლის ზემოთ მთაში,იქიდან კი ძველ სალოცავებზე გამოიარეს,სადაც ძირითადად ნანგრევები იყო დარჩენილი.ულამაზესი იყო მართლაც ეს ყველაფერი და ულამაზესი იყო ეს ბუნებაც.
-იქით რა ხდება?-ჰკითხა მავთულხლართებზე გუგამ.
-იქ საზღვარია.-უპასუხა ნინამ.-ადრე ასე არ იყო,ახლა ჩაკეტილია.
-ანუ საშიშია აქაურობა.
-კი,ხანდახან აქეთ გადმოდიან ხოლმე და მიყავთ მძევლები.მერე ფულს რომ გადაიხდიან ან რამეს წაიღებენ სანაცვლოდ უშვებენ.
-და პოლიცია რას აკეთებს?-აღშფოთდა ბიჭი.
-არაფერს ან ვერაფერს,რა ვიცი ყოველშემთხვევაში როცა გვჭირდება არასოდეს არაა თავის ადგილზე.
-ალბათ ამიტომაა რომ აქედან ახალგაზრდები მიდიან.
-ზუსტად,ეშინიათ,თორემ აბა აქედან წასვლა როგორ შეიძლება?შეხედე რა სილამაზეა.
-მართლაც,და კიდევ სიმშვიდე და სუფთა ჰაერი.
-ქალაქის მტვერს ნამდვილად სჯობს.-გაეცინა ნინას.
-ისე სიამოვნებით დავრჩებოდი აქ.
-და რას გააკეთებდი?
-აქაურობისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია,მაგალითად შემიძლია თუნდაც ბავშვებს ვასწავლო სკოლაში რამე.
ნინას გულიანად გაეცინა და გუგაც აიყოლია.
-შენ ვერ წარმომიდგენიხარ ასეთი.
-შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი საყვარელო ჩემზე.
-ხოდა თუ მეგობრები ვართ რატომ არ მენდობი და რატომ არ მიყვები?
-ხომ მოგიყევი?
-ეგ მე დაგაძალე..უფრო სწორად შემთხვევით გავიგე და მერე იძულებული გახდი რომ მოგეყოლა.
-მეტიჩარა რომ ხარ მაგიტომ.-ცხვირზე თითი დაჰკრა მსუბუქად ბიჭმა და გაუცინა-თან ამ პატარა,საყვარელ ცხვირს ყველას საქმეში ჰყოფ.
-რა ვქნა ასეთ ვარ.
-და ძალიან საყვარელი ხარ.ასეთად დარჩი,არ მისცე ცხოვრებას უფლება რომ შეგცვალოს.
-ცხოვრებას თუ ადამიანებს?
-ორივეს….
-მე რომ მაძლევ ასეთ რჩევებს,შენ რატომ არ გამოიყენე.
-ალბათ იმიტომ რომ,როცა გიყვარს თავს გაკარგვინებს ეს გრძნობა.
-ხოდა მაშინ არ შევიყვარებ და არ დავიტანჯები.
-დრო რომ მოვა შენც შეგიყვარდება. სულ არ დაგეკითხება ამას.
-აგრილდა და ხომ არ წავიდეთ?
-წავიდეთ.-წამოდგა გუგა,ხელი გაუწოდა,წამოდგომაში დაეხმარა და ქვემოთ დაეშვნენ სოფლისკენ…
********
ერთ ასეთ საღამოს თამაში მოიფიქრეს და მას „ ფარული სურვილები“ დაარქვეს.ყუთში აგდებდნენ სახელებს,ერთი მეორეს ამოიღებდა და ვინც შეხვდებოდა სამ კითხვას დაუსვავდნენ ერთმანეთს.
თამაში სახალისო გამოვიდა,ბევრი სახალისო პასუხი იყო და ბევრიც სერიოზული.ბოლოს გუგა იღებდა და მას ნინა შეხვდა.ისედაც იცოდნენ რომ მარტო ისინი იყვნენ დარჩენილები…
-რომ არ ვიცი რა გკითხო,-გაეცინა გუგას.
-ოო,ასე არ შეიძლება,-გაუბრაზდა ნინა.
-კარგი,მოიცა მოვიფიქრო.პირველი კითხვა რაზე ოცნებობ?
-ბევრ რამეზე…-უპასუხა სწრაფად.
-კონკრეტულად?
-ეგ მეორე კითხვაა თუ პირველის დასრულება?
-დასრულება..
-კარგი,მაგალითად იმაზე რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმარო.
-უახლოეს მომავალში თუ აპირებ ვინმეს შემოშვებას შენს გულში?
-ოდესღაც ვიღაც შემიყვარდება, მაგრამ ეს ახლა იქნება თუ მერე არ ვიცი.
-კარგი.და წელს სადმე აპირებ დასასვენებლად წასვლას?
-მე აქ ჩამოვედი ჩემს სოფელში და აქ დავისვენებ.მაგის ფუფუნება ნაკლებად მაქვს.ახლა ჩემი ჯერია. პირველი კითხვა რატომ ჩამოხვედი სოფელში?
-პირადი პრობლემების გამო.
-ოდესმე, ადამიანი,რომელიც გაწყნინებს, ბოდიში რომ მოგიხადოს აპატიებ?
-არასოდეს,ნდობის დაბრუნება არ ხდება.ნატეხებს ვერ შეაწებებ..
-შენ თუ აპირებ ისევ შეყვარებას?
-შესაფერისი კანდიდატურა რომ გამოჩნდება აუცილებლად.
-და როგორია შესაფერისი კანდიდატურა?
-ეგ უკვე მეოთხე კითხვაა,-თავი აარიდა ბიჭმა პასუხს…
-კარგი,ვჩუმდები,-ნინამ დაბღვერილმა გახედა და ხმა აღარ ამოუღია.
გვიანობამდე აღარ დარჩენილან. მალე წავიდნენ სახლებში. იმ საღამოს დიდხანს იჯდა აივანზე გუგა, ხის მოწნულ სავარძელში და გვიანობამდე ფიქრობდა ნინას კითხვაზე ვინ იყო მისთვის შესაფერისი კანდიდატურა და მასზე კარგი ვერავინ აღმოაჩინა, უბრალოდ სურვილი ერთი იყო და ამის გაკეთება მეორე,კარგი გოგო იყო ნინა და ბედნიერებას იმსახურებდა,მაგრამ როგორ უნდა მიენიჭებინა ეს მისთვის როცა ისევ ძველი სიყვარულით იყო მოცული მისი გული და გონება…
სამაგიეროდ სხვანაირად შეიძლებოდა გაეხარებინა ის.მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება და როგორც კი გათენდა ლიდას მიადგა მაღაზიაში.
-თინა სახლშია?საქმე მაქვს.
-კი შვილო,მაგრამ არ ვიცი გაიღვიძა თუ არა.
-შეგიძლიათ დაუძახოთ?
-ახლავე, რა საქმე გაქვს?-ეჭვით ჰკითხა ქალმა.
-როგორც ვიცი კომპიუტერი გაქვთ და ინტერნეტში რაღაც მინდა ვნახო.
-მაშინ წამოდი აქ რას უდგახარ,- ლიდამ სახლში შეიყვანა და შვილს დაუძახა,ეღვიძა და დილიდანვე კომპიუტერთან იჯდა.სტუმარი რომ დაინახა გაუკვირდა,წამოდგა, მიესალმა და დედას სთხოვა მარტო დაეტოვა.ეჭვით უყურებდა ლიდა და სანამ წავიდოდა გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
-დედა,გეყოფა,არ მენდობი?- გაუბრაზდა შვილი და კარი მიხურა.-აბა გისმენ?-წინ ჩამოუჯდა ბიჭს.
-შემიძლია გენდო?
-გააჩნია რას მთხოვ.
-ისეთს არაფერს,ყველაფერს კარგს .-გაეცინა.-დაიფიცე რომ ვერავინ გაიგებს,განსაკუთრებით ნინა.
-ნინა რა შუაშია.
-თავშია.
-კარგი,გეფიცები რომ ჩვენ ორს შორის დარჩება ეს საიდუმლო.
-გუშინ გავიგე რომ შენ ზღვაზე მიდიხარ დასასვენებლად,მე კი ვიცი რომ ნინა და მისი დები იქ არასოდეს ყოფილან.ამასწინათაც ახსენა მან და მომეჩვენა რომ გულდაწყვეტილი იყო..
-და შენ გინდა რომ…
-მიხვედრილი გოგო ხარ,-გაეცინა ბიჭს,- მინდა რომ ისინიც წამოვიდნენ შენთან ერთად,მე დავაფინანსებ, ოღონდ ისე როგორ მოვახერხო რომ მათ არ გაიგონ და სხვანაირად არ მიიღონ არ ვიცი..
-მდაა,ვინ ხარ ბატონო გუგა? ქველმოქმედი?დედამიწელი თუ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი?
-ანგელოზი არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით,ყოველთვის ცუდად ვცხოვრობდი და ამის საპასუხოდ მივიღე კიდეც დიდი დარტყმა. სამაგიეროდ რაც აქ ჩამოვედი ბევრ რამეს მივხვდი,მივხვდი იმას რომ ფულის ფლანგვის მაგივრად, შემიძლია ის კარგ საქმეში გამოვიყენო.
-მაგალითად ნინას და მისი დების ზღვაზე დასვენებაში.
-თუნდაც.
-კარგი,მოვიფიქრებთ რამეს,მაგრამ არ ვიცი მისი მშობლები გამოუშვებენ თუ არა.
-შენ თუ ეტყვი და შესაბამის მიზეზს მოვიფიქრებთ,გამოუშვებენ.
-შენ რატომ ხარ ამით ასე დაინტერესებული?მოგწონს ნინა?
-არა,უბრალოდ კარგი ადამიანია, კარგი მეგობარი და მინდა სიკეთე გავუკეთო.თან ერთხელ ისიც დამეხმარა რაღაცაში..
დიდხანს იფიქრეს,უამრავი იდეა მოუვიდათ თავში და განიხილეს. ბოლოს ერთზე შეთანხმდნენ,კარგად დაგეგმეს დეტალები და შუადღეს თინა მიქელაძეების სახლს მიადგა..
დიდხანს ეხვეწა,ემუდარა,უხსნიდა სიტუაციას ორივეს,საბოლოოდ დაითანხმა,მითუმეტეს რომ გოგოებიც აჰყვნენ.ვეღარ გაუძლო შალვამ მათ უარს და დათანხმდა.საღამოს კი როცა ცოლთან ერთად მარტო დარჩა უთხრა.
-ხვალ ერთ ხბოს წავიყვან ბაზარში გავყიდი,იმ ფულით გოგოებს ის ნივთები უყიდე,რაც შეიძლება დასჭირდეთ,რაც დაგრჩება გაატანე,ის ფულიდანაც დაუმატე სახლში რომ გვაქვს შენახული.
-კი მაგრამ შალვა,მალე სწავლა დაიწყება,იქაც ხომ დასჭირდებათ?
-იქამდე თვეზე მეტია,რამე იქნება,- უპასუხა კაცმა,ძილი ნებისა უსურვა ცოლს და გადაბრუნდა,მაგრამ არ დაეძინა.რაღაცნაირად ძმა გაახსენდა და წარსულში გადაეშვა ფიქრებით.მის შვილებს შეეძლოთ ყველაფერი ჰქონოდა,მას რომ თავის დროზე არ შეშინებოდა და ებრძოლა.ასე არ იცხოვრებდნენ და ასე რაღაცეებს მოკლებული არ იქნებოდნენ..
*****
როგორც მოილაპარაკეს,ისე მოიქცენენ,შალვამ მყიდველი ნახა და ახალმოგებული ხბოები სარფიან ფასად გაყიდა,ერთს მეორეც მიაყოლა რა იცი რა ხდება
და გოგოებს ფული არ ეყოთო. მეორე დღეს ნატოსთან ერთად საყიდლებზე გააგზავნა სოფლის ტრანსპორტით.
მორიდებით არჩევდნენ გოგოები ტანსაცმელს და საცურაო კოსტუმს უფრო მეტად.დედას შეხედავდნენ, როცა რაღაც მოეწონებოდათ,ისიც ან ხოს იტყოდა ან არას,როცა კარგად შეათვალიერებდა,მაგრამ უკმაყოფილო არც ერთი დარჩენილა, გემოვნება არ დაეწუნებოდა ნატოს..
საღამოს დაღლილობის მიუხედავად, მამას მაინც ანახეს შენაძენი.პატარა ბავშვებივით იყვნენ.მოიწონა მამამაც ყველაფერი.ახლა ისღა დარჩენოდათ ბარგი ჩაელაგებინათ და დილით დასასვენებლად წასულიყვნენ…
მთელი ღამე არ ეძინა ნინას. ბედნიერებისგან ცაში დაფრინავა და ვერ იჯერებდა რომ ხვალ ერთ პატარა ოცნებას აისრულებდა….
დილიდანვე რომ ჟრიამული ატყდა მეზობელ სახლში,მაშინვე მიხვდა რომ გოგოები მიემგზავრებოდნენ,წამოდგა და ოდნავ გადასწია.ფარდა.ასე უყურებდა შორიდან,სანამ დათოს მანქანა თვალს არ მოეფარა.უცნაური გულისწყვეტა იგრძნო,მაგრამ ამავე დროს ბედნიერი იყო,რადგან აქ ჩამოსვლამ ძალიან შეცვალა და ადამიანების დახმარება დაიწყო,რაც მთავარია ამას ისე აკეთებდა,რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდა ან ითხოვდა.უბრალოდ სიამოვნებდა ის რომ მათთვის რაღაცის გაკეთება შეეძლო…
ჩვეულებრივად გაატარა დღე საწოლზე წამოწოლილმა და ტელევიზორის ყურებაში,მალ-მალე დახედავდა ხოლმე ახალი ტელეფონის ეკრანს ახალი ნომრით,ის ჯიუტად დუმდა. თინას შეტყობინება შუადღის შემდეგ მოვიდა.ადგილზე ვართ ყველაფერი რიგზეაო.
-თუ რამე ისე არ იყო,მომწერე,კარგი დროის გატარებას გისურვებთ.
-მადლობა,მაგრამ კარგი იქნებოდა შენც წამოსულიყავი..-მოწერა გოგომ.
-უჩემოდაც კარგად გაერთობით, გახსოვდეს ეს ჩვენი საუდუმლოა.- მისწერა და ჩაეღიმა.ორად იყო გახლეჩილი ბიჭი.მის ერთ ნაწილს ახლა ძალიან უნდოდა ზღვაზე წასვლა ნინასთან თუნდაც ერთი საათით გასეირნება და მისი ბედნიერი სახის დანახვა,რომ ერთი ოცნება აისრულა.. მეორე ნაწილი კი უკან იხევდა,რადგან გოგოსთვის გულისტკენას ერიდებოდა. დისტანციის დაცვას აიძულებდა,რადგან მის გულშიც და გონებაშიც ძველი,მტკივნეული სიყვარული იყო.რამდენიც არ უნდა ეცადა ან ეუარა ეს ასე იყო და ამას ვერ შეცვლიდა…..
********
-არ არსებობს,ნახე რა ლამაზია, -წამოიყვირა ნინამ როგორც კი ზღვას მოჰკრა თვალი ჯერ კიდევ გზიდან და ფანჯარაში თავი გაყო.-მე მოვედიი,-დაიყვირა მაღალ ხმაზე და გაეცინა საკუთარ თავზე,ბავშვივით რომ აცანცარებულიყო.
-ჯერ სად ხარ,შენ მზის ჩასვლა უნდა ნახო და მაშინ გაიგებ ნამდვილ სიმალაზეს,-გამოეპასუხა წინიდან თინა.
-მართლაც რომ საოცარია,საოცარი სილამაზეა,-აჰყვა დას მაგდა და ისიც აღფრთოვანებული იყურებოდა ფანჯრიდან,ცდილობდა ყველა დეტალის დამახსოვრებას.
-სილამაზეს კი არა,მე კარგ გართობას უფრო ველოდები,-უპასუხა გვანცამ დებს.
-როგორც ყოველთვის მიქელაძეების შუათანა ქალიშვილი ყველა სიტუაციაში გართობაზე ფიქრობს.
-შენ ნუ იცი ხოლმე გამოხტომა,- უკნიდან კეფაზე წაუთაქა გოგომ დათოს.
-მიფრთხილდი იცოდე,ჩემი წერა გახდები ამ ზღვაზე,-გამოხედა იმანაც სარკეში და თვალი ჩაუკრა.-ისე მაგარი ცოდო ვარ ამდენ გოგოებში, უნდა წამომეყვანა რომელიმე ბიჭი.
-გუგას დავურეკოთ და აუცილებლად ჩამოვა,-მაშინვე ჩააგდო სიტყვა თინამ
-ისედაც კარგად გავერთობით,-უპასუხა ნინამ.-უცხო ხალხი არ გვჭირდება,ჩვენ ბავშვობიდანვე ერთად ვიზრდებოდით, კარგად გვესმის ერთმანეთის.
-ისე ოდესღაც ხომ დავიშლებით? ნეტავ ჩვენი მეორე ნახევრებიც ასე გაუგებენ ერთმანეთს როგორც ჩვენს გვესმის?
-ჩემო გვანცა,როგორებიც ჩვენ ვართ, ისეთები იქნებიან ისინიც.არ არსებობენ ერთნაირი ადამიანები, ყველა ინდივიდუალურია,მაგრამ როგორც ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთის გვერდით ყოფნას,ისე უნდა იყვნენ ისინიც,წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ გამოვა.
-უკაცრავად და თქვენ ასეთი ბრძნული აზრების ფრქვევა როდის დაიწყეთ?: -გამოეპასუხა გვანცა
-შენ მე მართლა გაუნათლებელი და უსაქმური სოფლელი ბიჭი ხომ არ გგონივარ?
-აბა რააა,ორი წელია წახვედი ქალაქში და გავერიეთ გამოსულებში?-გადაიკისკისა მაგდამ.
-ნინა შენს დას მიხედე იცოდე,მიწვევს, მე კი არ მინდა აქ დავტოვო,-გაიხუმრა დათომ.
-გეყოთ,და შენ ყურადღებით იყავი, მგონი აქეთ უნდა შეუხვიო.
-აქ არა,მეორე მოსახვევში.-უპასუხა,ცოტა გაიარა კიდევ და მარჯვნივ მოუხვია.კიდევ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კი კოტეჯები გამოჩნდა ზღვის პირას, მათი ყველაზე ბოლოს იყო და ყველაზე ახლოს ზღვასთან.
-ვაუ,-განცვიფრებისგან აღმოხდა ნინას,ნორმალურად არ ჰყავდა მანქანა გაჩერებული დათოს,რომ გადახტა და ზღვისკენ გაიქცა.ზღვის ქვიშიანი სანაპირო უცებ იგრძნო ფეხის გულების ქვეშ,კოჭებზე კი ტალღები მოეფერა და საოცარი შეგრძნება დაუტოვა.რომ მოიხედა გვერდით თავის დები ედგნენ,ალბათ ისინიც იმავეს გრძნობენ,რასაც მეო,-გაიფიქრა და ორივეს მოეხვია.
-ამქვეყნად საუკეთესო დები მყავხართ.
-და საუკეთესო მშობლები გვყავს,- დაამატა გვანცამ.
-მეგობრებიც,-გაიცინა მაგდამ და და-ძმას გახედა,რომლებიც რაღაცას ჩურჩულებდნენ ერთმანეთში.
-ხომ არაფერს გაიგებენ?
-არა,გპირდები ეს ჩვენ სამის საიდუმლო იქნება,თან სიმართლე გითხრა მადლობელიც კი ვარ მისი,მისი დამსახურებით ჩემს ქერასთან ერთად ვარ.
-კიდევ მასზე ფიქრობ?-
-უფრო მეტად,ვიდრე აქამდე.
-ეჰ,ასეთია სიყვარული,რას იზავ ძამიკო,-გაეცინა თინას და მკლავი გამოსდო,-წამო მათთან მივიდეთ…
ცოტა ხანს დაჰყვეს ზღვის ნაპირზე, მერე კოტეჯში შევიდნენ,ბარგი ამოალაგეს,ნახევარი დღე დალაგებას და დაბინავებას მიანდომეს.ამასობაში საღამო მოვიდა და წამოწინწკლა, გეგმები აერიათ,პლიაჟზე ვერ წავიდოდნენ, გადაწყვიტეს სადმე ბუნგალოში დამსხდარიყვნენ,მშვიდად ევახშმათ,ესაუბრათ…
იმ საღამოს პირველი ფოტოები გადაიღეს,პირველად გაუსინჯეს გემო აჭარულ ხაჭაპურს..პირველად ისხდნენ და ისე საუბრობდნენ რომ არ კამათობდნენ.უბრალოდ ემოციებს უზიარებდნენ ერთმანეთს და ხედით ტკბებოდნენ.
-მართალი იყავი თინა,საოცრად ლამაზი ყოფილა მზის ჩასვლა ზღვაზე,- თქვა ნინამ და მეგობარს სიხარულით სავსე თვალები შეანათა.
-ყველაფერს თავის სილამაზე აქვს,მათ შორის ჩვენს მთიან სოფელსაც.,-გაეცინა მას და ცივი ყავა მოსვა.
-როგორც ჩანს დღეს ზღვაზე ვერ წავალთ,საღამოს რამით გავერთოთ.
-აქ დავრჩეთ,ხედავ იმ სცენას?ცოტა ხანში მუსიკა ჩაირთვება და შეგიძლია ღია ცის ქვეშ რამდენიც გინდა იცეკვო, -უპასუხა დათომ მაგდას.
-მშვენიერია,-გახარებულმა შემოჰკრა ხელისგულები ერთმანეთს…
სანამ ესენი აქ მხიარულობდნენ და შთაბეჭდილებების გაზიარებაში იყვნენ,მანამდე სოფელში გუგა ნუცუბიძე აივანზე იჯდა და სასმელს სვავდა,მოგონებებთან ერთად ცდილობდა დროის გაყვანას. ტელეფონმა რომ დაიწკაუპა და მესენჯერში თინას ფოტო დაინახა, ხელი დასტაცა და სწრაფად გახსნა.
ფოტოები გადმოეგზავნა გოგოს,სადაც ძირითადად ნინა იყო,ჩუმად გადაუღო.
რას გამოაპარებდი თინას?მთელი სოფლის ამბები იცოდა და უცებ ხვდებოდა ვის ვინ მოსწონდა ან უყვარდა.შეატყო გუგას გოგო მოეწონა და გადაწყვიტა ცოტა დახმარებოდა ორივეს…
ათვალიერებდა ბიჭი ნინას ფოტოებს და სულელივით ეღიმებოდა ყველა ფოტოზე.შეშურდა გოგოს სილაღე და უდარდელობა..მისი სუფთა გულის და სუფთა თვალების...ყველაფერს დათმობდა რომ ასეთი ყოფილიყო ისიც.ასე მიეძინა ტანსაცმლიანს ტახტზე ნინას ფოტოსთან ერთად..
სიზმარშიც ის ნახა..ოღონდ ამჯერად ნინა იდგა საკურთხეველთან, ულამაზესი იყო თეთრ საქორწინო კაბაში.ამის მიუხედავად კი ის გარბოდა და მარტო ტოვებდა...მერე იყო უაზრო ბოდიალი აქეთ-იქით და ისევ ეს სახლი,კარი შეაღო და შევიდა. ასეთ მდგომარეობაში დახვდა როგორიც ახლაა,მის საწოლზე წამოჯდარი მოტირალი ნინა დახვდა ისევ..
-არ მინდა…-თქვა გოგომ,მისი დამშვიდება სცადა,მაგრამ ნინას სახე გაფერმკრთალდა და მერე საერთოდ გაქრა,სამაგიეროდ მზე უკვე ამოდიოდა და ცდილობდა მისი სხივები ყველგან მიეწვდინა.საკუთარ თავზე გაეცინა,ჯერ იყო და დაძინება უჭირდა ხოლმე და მერე დილით ადრე გაღვიძება,ყოველთვის ამას საყვედურობდნენ მშობლები.რაც აქ ჩამოვიდა კიდევ ადრიანად იძინებდა და მზესთან ერთად იღვიძებდა.რაც მთავარია ძილის დანაკლისს არ გრძნობდა…
ეღვიძათ უკვე ზღვისპირეთშიც და პლიაჟზე წასასვლელად ემზადებოდნენ.კარგი ამინდი იყო წუხანდელის მიუხედავად.მზე უკვე ძალიან აჭერდა და ცხელოდა. სასიამოვნოდ გრილი იყო წყალიც.
ნელა შეუყვა ნინა სიღრმისკენ,ეს მისი ჩვევა იყო,მიუხედავად იმისა რომ კარგი ცურვა იცოდა,ყოველთვის ფრთხილობდა და არასოდეს უთამამდებოდა.ზღვა კი სხვა იყო,არ ჰგავდა მათი სოფლის მდინარეს, რომელიც ხანდახან მაინც ახერხებდა აბობოქრებას…
ცოტა ხანს ყველა წყალში იყო, გრილდებოდნენ,ერთმანეთს წუწავდნენ,აწვალებდნენ,მერე მობეზრდათ,დაიღალნენ,ნაპირზე ავიდნენ და გასარუჯად წამოწვნენ.
დათო ცოტა ხანს კიდევ იყო წყალში, მერე ისიც შეუერთდა გოგოებს,მაგრამ დასვენება არ დააცადეს წყლის და სასუსნავების მოსატანად გაუშვა თინამ.ბუზღუნით წავიდა ბიჭი,ახლა ერთი კვირა ასე უნდა მაწამოთო. ყველაფერი რომ მოართვა გოგოებს მერე ფოტოების გადასაღებად დააყენეს,ცდილობდა გვანცას ხათრით აეტანა და მოეთმინა, ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა ამხელა ბედნიერება ეღირსა და გოგოს გვერდით სოფლის იქით თამამად შეეძლო ესეირნა..
აქაც რომ მობეზრდათ,მზემაც რომ დააჭირა და დარჩენა აღარ შეიძლებოდა სახლში დაბრუნდნენ. სანამ იბანავეს და მოწესრიგდნენ, შუადღე მოვიდა,აქაც ბოლოს მოუწია სააბაზანოში შესვლა დათოს,ესეც კიდევ ერთი მიზეზი რომ ოთხ გოგოსთან ერთად მარტო არ უნდა წახვიდე დასასვენებლად….
სანამ ისიც მოწესრიგდა,გოგოებმა საჭმელი მოამზადეს,ოღონდ ეზარებოდათ და მორიგეობა დააწესეს,კენჭისყრით დღეს თინას და მაგდას მოუწიათ...ნინა და გვანცა საძინებელში განმარტოვდნენ და სახლში დარეკეს მშობლებთან…
მერე ისადილეს,ცოტა გაერთნენ კარტი ითამაშეს,მერე კი ისევ პლიაჟზე წავიდნენ..საღამოს გაისეირნეს ყველამ ერთად ქალაქში და დაათვალიერეს იქაურობა….
დღეები ერთმანეთს ჰგავდა. მართალია ყოველდღიურობა დიდად არ იცვლებოდა,მაგრამ მაინც უხაროდათ ერთად ყოფნა.ჩასვლიდან სამი დღის შემდეგ ისე გადაიყვანეს დათო ჭკუიდან,რომ ბიჭმა გამწარებულმა დაურეკა გუგას როგორც დააფინანსე ამ სამი გადარეულის აქ წამოსვლა და ამას დამატებული ჩემი და,ისე ჩამოდი და მიხედე ამათ ან მიშველე თორემ რომ ჩამოვალ მოგკლავო…
თითქოს ელოდა ამას გუგა,უნდოდა წასვლა და ვერ ბედავდა,მაგრამ დათოს ზარის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა,რომ წავიდოდა…
ბევრი არაფერი წაუღია,ორ- სამ დღეში ისედაც უკან დაბრუნდებოდნენ, შეიძლება ის მათზე ადრე წამოსულიყო, ამიტომ პატარა სპორტულ ჩანთაში რაც ჩავიდა ის ჩააწყო.მხიარული გაემართა მათკენ…
ხმამაღალზე ჩართო მუსიკა და ისე სწრაფად მიდიოდა,თითქოს იქ არ დახვდებოდა ან ვერ მიუსწრებდა….
ისეთ დროს ჩავიდა,როცა სანაპიროზე იყვნენ გასულები. დათოსთან კონტაქტის გამო,მალევე მიაგნო მათ ადგილსამყოფელს, მაგრამ პირდაპირ მათთან არ მისულა. შოროახლოს ჩამოჯდა ნაპირთან, ბუნგალოში ცივი ლუდი შეუკვეთა და ნინას თვალს არ აცილებდა.იმდენად იზიდავდა ეს გოგო,იმდენად უცნაურს გრძნობდა მის მიმართ რომ ახსნას ვერ უძებნიდა.მის გვერდით და მასთან უნდოდა სულ ყოფნა.ასე ბოლოს მაშინ იყო,როცა ყოფილი საცოლე პირველად დაინახა წვეულებაზე და იმდენი ქნა სანამ უკარება გოგოსთან საერთო ნაცნობები არ გამოძებნა…
თუმცა ნინა მას არ ჰგავდა,ნინა უფრო სხვანაირი იყო,უფრო სუფთა და უფრო საყვარელი…
ზღვიდან ამოსული ქალღმერთს ჰგავდა საცურაო კოსტუმში.უკვე კარგად გარუჯულ სხეულზე,წყლის წვეთები ისე დაცოცავდნენ,რომ მათი შეშურდა, მისი შეხების უფლება რომ ჰქონდათ..
ბოლოს ვეღარ მოითმინა,ჭიქა ბოლომდე გამოცალა,ანგარიში გაასწორა და მათკენ დაიძრა.
-გუგას გაუმარჯოს,-ხელი დაუქნია დათომ როგორც კი დაინახა.მისი სახელის სხენებაზე ნინა წამოხტა, ეგონა მომესმაო და მათკენ მიმავალი ნუცუბიძე რომ დაინახა,თვალებ გაფართოებული მიაჩერდა.
-გოგოებს გაუმარჯოს,-უდარდელად მიესალმა ყველას და დათოს მიუჯდა შეზლონგზე.-იქაურობა უთქვენოდ მოწყენილო მეჩვენა,ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი.
-ძალიან კარგი,თორემ გადამიყვანეს ჭკუიდან,-მხარზე ხელი გადახვია მეგობრულად დათომ.
-მეტის ღირსები ვართ რაა,როგორი უმადური ხარ?ჩვენ ვფიქრობთ არ მივაწყინოტ და გაგართოდ შენ კი რას გვაბრალებ?-მაშინვე უკბინა გვანცამ.
-ეს გოგო რას მერჩის,რაც აქ ჩამოვედით,ვერ მეტყვით?
-ალბათ მოსწონხარ,-დაუფიქრებლად წამოისროლა გუგამ და გვანცას რომ დასალევად მოყიდებული ჭიქიდან წვენი გადასცდა,მაშინ მიხვდა ხმამაღლა რომ მოუვიდა ნათქვამი. სული რომ მოითქვა მტრული მზერა სტყორცნა ბიჭს და ჰკითხა:
-თქვენ ზედმეტად ხომ არ გათამამდით ბატონო გუგა?იქნებ ხმამაღლა ფიქრი შეწყვიტოთ?
-გეყოფა ,დამშვიდდი,-მისი დამშვიდება სცადა ნინამ,მაგრამ გოგო უარესად გადაირია,აფეთქდა და რა აფეთქდა?რისხვა დაატეხა გუგას და ზედ მიაყოლა დათოც,გარინდულები უსმენდნენ ორივე და ეღიმებოდათ ჩუმად.ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა მისი გამოხტომა დათოს,პასუხი გასცა.
-იქნებ მართლა ასეა,იქნებ მართლა მოგწონვარ და ამიტომ გაბრაზდი ასე?
-ახედა ქვემოდან თავზე წამომდგარ გოგოს,რომელმაც პასუხი ვეღარ მოიფიქრა და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.
-წავალ დავამშვიდებ,-უკან გაეკიდა მაგდა.თინამაც საქმე მოიმიზეზა,უკან გაეკიდა ძმაც,გულწრფელად მაჭანკლობდნენ უკვე და უნდოდათ შემდგარიყო ნუცუბიძე-მიქელაძის წყვილი…
მარტოები რომ დარჩნენ სიჩუმე ჩამოვარდა.საუბარს ვერ იწყებდნენ… რა შეიცვალა ამ ოთხ დღეში რაც ერთმანეთი არ უნახავთ არც ერთმა იცოდა,მაგრამ რაღაც რომ მოხდა ხვდებოდნენ.ხალხისგან შეთხელებულ ნაპირზე გვერდიგვერდ ისხდნენ, მდუმარე ზღვას გასცქეროდნენ და ისინიც დუმდნენ..
-მოგეწონა?-დაარღვია სიჩუმე გუგამ.
-კი,ძალიან კარგია აქ.-უპასუხა ნინამ.
-გახსოვს რომ მითხარი არასოდეს ვყოფილვაროო..
-ხოო..
-ახლა აღარ იტყვი...ნინას გაეღიმა და ზღვას გახედა.-უცანურია..
-რა?
-როგორი სხვადასხვანაირია მზის ჩასვლა.აქ სულ სხვაა და მთაში სხვა. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში,სადაც არ უნდა იყო,ერთნაირი არსად არ იქნება..
-სამაგიეროდ სასწაულია.ამოუცნობი სასწაული.გიფიქრია როგორი დამიკიდებულება აქვთ ერთმანეთთან მზეს და დედამიწას?ან მთვარეს და დედამიწას?
-არა,არასოდეს,ისე როგორი უცნაური აზრი გაგიჩნდა ეხლა.
-ეხლა არა,დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ.იცი როგორ არიან? ერთმანეთის გარეშე რომ ვერ ძლებენ,აი ვერც მზე ძლებს დედამიწის გარეშე და ვერც მთვარე, თითქოს ორივე ერთნაირად უფრთხილდება მას,ისე როგორც საყვარელ ქალს უნდა გაუფრთხილდე, ოღონდ ერთი რამე ვერ გავიგე?ეს დედამიწა ვის ირჩევს?
-იქნებ არც ერთს,იქნებ ვერც ერთს ვერ თმობს?-შეხედა ნინამ.-თუ შენს წარმოდგენაში დედამიწა ქალია,მაშინ ის ისეთი ქალია,ერთდროულად ორ მამაკაცზე რომ ნადირობს და ასეთ ქალებს რა მოსდით კი გეცოდინება..
-ამით რისი თქმა გინდა?
-ამით იმის თქმა მინდა რომ მამაკაცმა ხანდახან უნდა შეძლოს რაღაცის ან ვიღაცის დათმობა და მხოლოდ სილამაზეს არ მიაქციოს ქალში ყურადღება.
-ჭკვიანი ხარ ნინა,ძალიან კარგად აზროვნებ.აი ყველა თემას,რაზეც საუბარს ვიწყებთ,სრულყოფილად განვიხილავთ,საღ აზრამდე მივდივართ და კარგად გვესმის ერთმანეთის,თითქოს ჩემი მეორე მე ხარ..-გუგამ მისი ხელი აიღო და ხელში მოიქცია,ნაზად გადაუსვა ცერა თითი მის თხელ,ნაზ თითებს.იმის ფონზე რომ გოგოს ბევრი საქმე ჰქონდა, ეგონა რომ მოუვლელი და გაუხეშებული ექნებოდა, სინამდვილეში კი პირიქით აღმოჩნდა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა..
-ეს არ შეიძლება გუგა,ხელი გამოსტაცა უკან..
-აი სწორედ ეს მომწონს შენში. ერთდროულად გაბედული და მამაცი ხარ,ამავე დროს მკაცრი და მორიდებული,კდემამოსილი.
-გუგა წავიდეთ რა,უხერხულად ვგრძნობ თავს,-აიწურა გოგო.
-როგორც გინდა,სახლში მიგაცილებ და წავალ მერე.
-სად წახვალ?ზღვაშიც კი არ ჩასულხარ?ნორმალურად არ ჩამოსულხარ და ისევ მიდიხარ?
-ასე აჯობებს..
-კარგი,რაა,იმიტომ გითხარი წავიდეთ თქო,რომ მალე დაბნელდება,თან მომშივდა.
-მხოლოდ ამიტომ?-ეჭვით შეხედა ბიჭმა.
-აბა სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
-ის რაც მოხდა…-დაიბნა ბიჭი.
-რამე მოხდა?რა მოხდა.-გაუღიმა გოგომ
-კარგი,ისე იყოს როგორც გინდა.-უკან აედევნა.
საღამოს აღარსად წასულან. კოტეჯის პატარა ეზოში კოცონი დაანთეს,სანამ სიმინდი შეიწვებოდა მანამდე ივახშმეს,მერე კი შემოუსხდნენ გარშემო და უბრალო საუბრებში გაატარეს დრო და გულწრფელ საუბრებში.
-ამდენი ხანია აქ ვზივართ და ვსაუბრობთ,შენ კი ერიდები ჩართვას, არადა ასეთი სიტყვაძუნწი არ ხარ..
-ასე კარგად გამიცანი?-ჰკითხა გუგამ დათოს.
-არა,არ ვამბობთ რომ კარგად გიცნობთ,უბრალოდ ჩვენ რაღაცეები გითხარით და თუ მეგობრებად გვთვლი,იქნებ მოგვიყვე შენი ამბავი.
-ჩემი ამბავი….ეჰ რომ იცოდე რა ძნელია მოსაყოლად,-ამოიოხრა ნუცუბიძემ.
-ადვილი არაფერია,-უპასუხა ნინამ.
-საიდან დავიწყო?მართლა არ ვიცი
-იქიდან,თუ რატომ ჩამოხვედი ჩვენს სოფელში და რატომ აირჩიე ასეთი მიყრუებული ადგილი.
-ისეთ ადგილზე მინდოდა წასვლა, სადაც არავინ მიცნობდა და სადაც არავინ არაფერს შემეკითხებოდა.
-ჩვენ მაინც გკითხეთ და ხომ არ გაგვიბრაზდები?-გაეცინა გვანცას
-უკვე აღარ ვბრაზდები,თურმე ყველაფერს სცოდნია შეჩვევა. -სევდიანად ჩაილაპარაკა გუგამ და შეისვენა,სანამ მოყვებოდა თავის ამბავს.ნინა ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა,არ ერეოდა მის საუბარში.
-გართობის და წვეულებების მოყვარული ბიჭი ვიყავი,მითუმეტეს რომ ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე და სიმართლე გითხრათ გატუტუცებულიც კი ცოტა იმით რომ, რასაც ვინატრებდი ყველაფერი მქონდა.რომელი გოგოც არ უნდა მომწონებოდა,მისი უარის მიუხედავად მაინც ჩემი ხდებოდა,მერე მალევე მბეზრდებოდა და ახალი საკბილოს ძებნას ვიწყებდი..ქალაქში ცნობილი სასიძო ხშირად ვხდებოდი მასმედიის ყურადღების ქვეშ,ყველა ცდილობდა პირველი დაეწერათ ჩემზე რამე ახალი და საინტერესო..მერე ერთ წვეულებაზე მას შევხვდი.იმდენად მომხიბლა და მიმიზიდა რომ თავი ვერ გავაკონტროლე და პირველად ჩემს ცხოვრებაში ქალმა დამიკიდა. სურვილიც კი არ ჰქონია ჩემი სახელი გაეგო,როცა მის გასაცნობად მივედი. მერე საერთო ნაცნობები გამოვნახე, შეუძლებელი შევძელი და მივიქციე მისი ყურადღება,ნელ-ნელა დავახლოვდით,ერთმანეთი შეგვიყვარდა.ნუ მეგონა რომ ვუყვარდი.მერე კი უამრავი ხალხის წინაშე დამამცირა და საკურთხევლის წინ მიმატოვა ყოველგვარი მიზეზების და ახსნა-განმარტების გარეშე, ყველაზე საშინელება კი ის არის,რომ როცა მიდიოდა,მის თვალებში არც სინანული დამინახავს და არც ის სიყვარული,რასაც მეფიცებოდა.-გუგა გაჩუმდა და ხმა აღარ ამოუღია.ვერც დანარჩენები ამბობდნენ რამეს…
-ძალიან სამწუხარო ამბავია,მაგრამ შენ ყურები არ ჩამოყარო.ყველაფერი კარგად იქნება,-მზარზე ხელი მეგობრულად მოხვია დათომ და აგრძნობინა შენს გვერდით ვართო.
-დაიმახსოვრე ყველაფერი ცუდი იმიტომ ხდება,რომ წინ რაღაც კარგი გელოდება,-გაუღიმა ნინამ
-აქ რომ ვარ უკვე კარგია და თქვენც ძალიან კარგები ხართ,-თქვა ბიჭმა.
-კარგი საღამო გამოვიდა არა?-იკითხა თინამ.
-ნამდვილად არ ველოდი ასეთს,არც კი ვიცი რა ვთქვა,სიტყვები არ მყოფნის. გეფიცებით,არც ერთ წვეულებაზე და ღამის კლუბში არ გამიტარებია ასეთი კარგი საღამო.
-როგორ შეიძლება ღამის კლუბში,იმ ხმაურში და საგიჟეთში კარგი დრო გაატარო?
-ეს შენ იძახი ასე ახლა,თორემ იქ რომ რომ მოხვდე ნამდვილად არ იტყვი ამას,იმ წუთას იფიქრებ რომ იმაზე კარგი არაფერია…
-უკვე გვიანია,ხომ არ დავიძინოთ? -იკითხა გვანცამ.
-დავიძინოთ,-თქვა მაგდამ და წამოდგა.დანარჩენებიც წამოდგნენ და სახლისკენ წავიდნენ.მხოლოდ გუგა და ნინა დარჩნენ.
-შენ რატომ არ მიდიხარ?
-არ მინდა დაძინება.
-ადექი,წამოდი,თორემ შენ აქ რომ დაგტოვო,ისევ ისე დაიწყებ ფიქრს და მერე ინერვიულებ,მე კიდევ ვერ დავიძინებ სახლში რომ შევიდე და შენ აქ დაგტოვო.
გუგას გაეცინა,წამოდგა და უკან გაჰყვა,დივანზე გაუშალა საწოლი და იქ დააწვინა,მერე კი თვითონაც წავიდა დასაძინებლად.
********
ერთკვირიანი დასვენების ბოლო დღე გუგასთან ერთად გაატარეს. დილიდანვე მხიარულება იყო კოტეჯში.ყველა ერთად წავიდა პლიაჟზე,გაერთნენ,იმხიარულეს, წყალში იცურავეს,გაირუჯნენ,მერე ისადილეს,აბა იმას საუზმე აღარ ერქვა,შუადღე იყო უკვე…
საღამოს ისევ ზღვაზე გავიდნენ, იქიდან დაბრუნებულები მოწესრიგდნენ და მერე დათომ აიტეხა გასართობად წავიდეთ სადმეო. არ ხიბლავდა გუგას ხმაურიანი გარემო,მაგრამ მაინც გაჰყვა.ყველა ერთად გაუყვა ბულვარს. საუბრობდნენ,ფოტოებს იღებდნენ. გუგა ძირითადად ნინას თვალიერებით იყო დაკავებული.მართლაც და უნიკალური სხეული ჰქონდა გოგოს, ყველაფერი უხდებოდა. განსაკუთრებით ეს ღია ფერის სარაფანი გარუჯულ ტანზე რომ ჩაეცვა და უფრო მაცდურ იერს სძენდა.იმდენი ქნა წინ მიმავლებს ჩამორჩა,რომ შეხედა ისინი საუბარში იყვნენ გართულები,ხელი სტაცა მოულოდნელად ნინას წელზე,ანიშნა ჩუმად იყავიო და მოსახვევში შეუხვია მასთან ერთად,მერე გაუცინა,ხელი ჩაჰკიდა და ჰკითხა.
-წამოხვალ?
-სად?-გაუკვირდა გოგოს
-ყველაზე მაგარ საღამოს გაჩუქებ.მენდობი?
-კი,-თავი დაუქნია გოგომ,გაუცინა და მანაც ხელი ჩაჰკიდა.მთავარ ქუჩაზე გამოიყვანა გუგამ,ახლოში ჰყავდა მანქანა გაჩერებული,კარი გაუღო, ჩაჯდომაში დაეხმარა,საჭეს მიუჯდა და დაქოქა.
-სად მივდივართ?-იკითხა ნინამ
-გიტაცებ..
ხმამაღლა გადაიკისკისა.
-რომ არ ვიცოდე ახლახანს რა შეგემთხვა და ისევ ის გიყვარს,მაგის შემეშინდებოდა.-უთხრა როცა სული მოითქვა.
-იქნებ რაღაც შეიცვალა?
-არაფერი არ შეცვლილა,ასე მალე სიყვარულის დავიწყება არ ხდება,თუ ხდება საერთოდ.
-რატომ არ შეიძლება რაღაც შეცვლილიყო?-გაუკვირდა ბიჭს.
-იმიტომ რომ ასეა,რამდენი გავიდა?ერთი თვე?მეტი?თუ მართლა ასე მოკლე დროში შეიცვალა ესეგი ის არ გყვარებია საერთოდ.
-ერთ თვეზე მეტი.წარმოუდგენელია, არ მჯერა რომ ამდენი გავიდა და მე სოფელში ამდენი ხანი გავძელი ასეთ სიტუაციაში.-გაეცინა ბიჭს.
-აბაა,გახსოვს თავიდან როგორ გამაბრაზე?
-რა დამავიწყებს?მაგრამ შენც რომ არ დამაკელი?ის ბინძური წყალი როგორ გადამასხი?ან ის თუ გახსოვს სააბაზანოში რომ შემომივარდი.
-ეგ არ გამახსენო,ახლაც მცხვენია,- სახეზე ხელები აიფარა ნინამ და გაწითლდა.
-ყველაფერზე რომ წითლდები მაგაზე ჭკუიდან გადავდივარ,როგორ არაფრით არ ჰგავხარ ჩვეულებრივ გოგოებს..
-არადა მე თავს ჩვეულებრივად ვთვლიდი.
-შენ არაჩვეულებრივი ხარ,-უთხრა ბიჭმა და მანქანა გააჩერა.-მოვედით.
ნინამ ფანჯარაში გაიხედა და უზარმაზარი ატრაქციონების პარკი დაინახა.განცვიფრების შეძახილი აღმოხდა
-მზად ხარ ჩემთან ერთად შეაბიჯო ამ სიგიჟეში.
-კი,-ბედნიერებისგან ანთებული თვალებით უპასუხა გოგომ.
თითქმის ყველა ატრაქციონზე ისხდნენ,შიშისგან გულები უსკდებოდათ ორივეს და ბოლო ხმაზე კიოდნენ,მაგრამ მაინც ჯდებოდნენ მომდევნოზე.ხელს ძლიერად უჭერდა ხელზე გუგას,დაულურჯა კიდეც მკლავი,ხანდახან თვალებდაც ხუჭავდა, განსაკუთრებით როცა ზემოდან მოწყვეტით ეშვებოდენ ქვემოთ..
-რაღაც უნდა გითხრა.-უთხრა ნინ გუგას,როცა ბოლო ატრაქციონიდაც ჩამოვიდნენ და სეირნობით გაუყვნენ გზას,თან ბამბის ნაყინი იყიდა ბიჭმა და საკუთარი ხელით აჭმევდა გოგოს.
-მითხარი.
-იცი ყველაზე მეტად ცხოვრებაში რისი მეშინია?
-რისი?
-აი ის ბოლო ატრაქციონი რომ ცაში აგვიტაცებდა და მოულოდნელად მიწისკენ მოწყვეტით დაეშვებოდა, ამის მეშინია.არ მინდა ცაში ისე გავიჭრა და გავფრინდე,რომ ფრთები დამაჭრან და მიწას დავენარცხო.
-ეგ არ მოხდება,ერთ რჩევას მოგცემ და დამიჯერე საკუთარ თავზე მეტად არავინ შეიყვარო და არავის გადაყვე ზედმეტად და მაშინ ასე აღარ დაგემართება
-საკუთარი გამოცდილება გალაპარაკებს ასე.
-ალბათ კი,ყველაზე მეტად სიყვარული განადგურებს და გაბედნიერებს.
-შენ ძალიან კარგი ხარ,იმან იდარდოს ვინც დაგკარგა.-გაეცინა ნინას ,-ძალიან კეთილი და თბილი ხარ.
-როცა გვერდით შენნაირი კარგი
ადამიანები მყავს,მეც კარგი ვარ, მინდა მეც მათნაირი ვიყო,ისე არ ვარ ასეთი კარგი,არ დაიჯერო,ხანდახან ცუდ რაღაცეებსაც ვაკეთებ.
-ხანდახან ყველა იქცევა ცუდად..
-ხო,მაგრამ შენ არასოდეს..
-როგორ არა,აბა გაიხსენე წყალი რომ გადაგასხი?
-მაგისთვის დაისაჯე და ბოდიშიც მოიხადე,ზოგი ამასაც ვერ ხვდება რომ აშავებს.
-ისე ნეტავ შენი ყოფილი საცოლე თუ ხვდება თავის შეცდომას ან თუ განიცდის?
-კი,განიცდის,ისე განიცდის რომ იბიცაზე ისვენებს ახალ შეყვარებულთან ერთად ან ძველთან…
-მოიწყინა გუგამ.
-ამისთვის არ მიკითხავს რომ მოგეწყინა,უბრალოდ მინდა რომ თვალის გასწორება შეძლო ამ ყველაფრისთვის და ყოველ ხსნებაზე ასეთი რეაქციები არ გქონდეს.ხომ შეგპირდი ყველაფერი დაგავიწყდება თქო?ხოდა მინდა შევასრულო,-წინ გადაუდგა გოგო.
-როგორ?მისი გახსენებით?
-არა,მოიცადე,-ნინამ დარჩენილი ბამბის ნაყინი ურნაში მოისროლა, მერე ორივე ხელი ჩაჰკიდა და უთხრა,-თვალებში შემომხედე.
გუგამ სუსტი განათების ფონზე მაინც შეამნია მისი ბედნიერი თვალები.
-გაიმეორე ჩემთან ერთად არ მჭირდება ის,ვისაც არ ვჭირდები მე,არ მეყვარება ის ვისაც არ ვუყვარვარ მე..
ბიჭს გაეცინა.
-მიდი,-ეწყინა გოგოს.
-კარგი,-მასთან ერთად რამდენჯერმე გაიმეორა ნინას ნათქვამი სიტყვები.
-იცოდე ხშირად გაიმეორე ეს სიტყვები,განსაკუთრებით მაშინ როცა ის გაგახსენდება,იქამდე იმეორე სანამ არ იგრძობ რომ ჩაწვდი ამ სიტყვების ნამდვილს აზრს და დაივიწყე.ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს,ან არა,მაგრამ აუცილებლად დაგავიწყებს.-გაუღიმა ნინამ.
-კარგი,მაგრამ იქნებ ამის გამეორების მაგივრად შენ დამეხმარო?-ჰკითხა სერიოზულად ბიჭმა.
-რაში?იმის დავიწყებაში?მე მალამო და წამალი არ ვარ,არც მინდა ვიყო, საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველო.მე უბრალოდ როგორც მეგობარი ისე ვიქნები შენს გვერდით. -სერიოზულად უპასუხა ნინამაც.
-დროა დავბრუნდეთ,-დუდღუნით თქვა გუგამ,ხელი გაუშვა და მობრუნდა, წასასვლელად მოემზადა.
-მოიცადე,რამე გეწყინა?-გვერდით ამოუდგა გოგო
-არაფერი,უბრალოდ შენ თვალი ამიხილე და სამყარო სხვანაირად დამანახე.
-მიხარია,თუ ასეა,ესეგი შენ ჩემი პირველი მოსწავლე ხარ,რომელსაც რაღაც ავუხსენი და გაიგო.
ორივეს ხმამაღლა გაეცინა,გუგამ ინსტიქტურად მოხვია მხარზე ხელი და მკერდზე მიიხუტა,თმა აუჩეჩა და თავზე აკოცა.
-ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი.მის მკლავებში გატრუნულიყო მიქელაძის გოგო და ნუცუბიძის სხეულის სასიამოვნო სურნელი მის მეხსეიერებას იმ დღიდან სამუდამოდ შემორჩა…ამას უბრალოდ მერე მიხვდა გვიან...
******
მეორე საღამოს გოგოები მისაღებში ისხდნენ მშობლების გვერდით და ერთმანეთს მოყოლას არ აცდიდნენ თუ რამდენად კარგი იყო ზღვაზე და რა საოცარი დღეები გაატარეს. ათვალიერებდნენ ფოტოებს და თითქმის ყოველი ფოტოს გადაღების ისტორიას ყვებოდნენ..არაფერი უთქვიათ იმაზე რომ გუგაც იყო და ბოლო საღამოს ნინა მასთან ერთად გაქრა,გოგომ გააფრთხილა, სანაცვლოდ კი მოუწია იმის მოყოლა თუ სად წაიყვანა ბიჭმა…
ბედნიერები უყურებდნენ მშობლები შვილების გაბრწყინებულ სახეებს და ხვდებოდნენ რომ ეს იყო მათი ბედნიერება,რომელსაც ვერანაირი ფულით და ქონებით ვერ იყიდი- სამი კალმით ნახატი საამაყო გოგოს სიხარულისგან ანთებული სახე.
უკან დაბრუნებულებს ახალი ამბავიც დახვდათ,მეორე დილითვე უთხრა ამაზე დედამ,როცა ნინას საძინებელში დაადგა.
-რა ხდება დედა?რა სახე გაქვს?
-რაღაც მოხდა,შენს ჩამოსვლას ველოდებოდით.ნინას გულში გაჰკრა ვაითუ გუგას ჩამოსვლის ამბავი გაიგოო,მაგრამ მალევე მიხვდა რომ დედა სხვა რამეს ეუბნებოდა.
-მითხარი დეე,რატომ გაჩუმდი?
-საღამოს შენს დასანიშნად უნდათ მოსვლა.
-ხუმრობ?რომელი საუკუნეა?ეს ჩვენნაირ მიყრუებულ სოფლებშიც აღარ ხდება.-გაბრაზება ვერ დამალა ნინამ.
-არ ვხუმრობ,ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ მე და მამაშენს შენი აზრის მოსმენა გვინდა.
-რა აზრის?ისიც კი არ ვიცი ვინაა ის ბიჭი.
-გელა….
-ყველაზე უსაქმური და ყველაზე მუქთახორა გელასთვის გემეტებით.
-შვილო ჩვენ არავისთვის გვემეტები, არც შენ და არც შენი დები, უბრალოდ გვინდოდა შენი აზრი გაგვეგო,ახლა როცა ვიცი რომ მასზე არაფერს ფიქრობ,მე და მამაშენი შესაბამის პასუხს გავცემთ.
-დედა,გაფრთხილებ,თუ მოვლენ,მე აქ არ დავხვდები,თუ დათანხმდებით სახლიდან გავიქცევი და ვეღარასოდეს მნახავთ.
ნატოს გაეცინა და წამოდგა.
-ყველაფერს ისე მოვაგვარებთ, როგორც წესი და რიგია.
-დედა…-შეაჩერა ნინამ.-მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარ და ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო პირველო სიხარულო,-გაეცინა ნატოს და ოთახიდან გავიდა.

ბიჭებთან იჯდა ბირჟაზე და კარტს თამაშობდა,ერთობოდნენ და მხიარულობდნენ,ის და დათო წყვილში იყვნენ და იმ ხელს იგებდნენ.
-როგორც ჩანს სანაძლეო ჩვენია,-ხელები მოიფშვნიტა და ბოლო ჩამორიგება დაარიგა დათომ.
-ხო,აბა რა იქნება,შენი ძმაკაცის არყოფნაში კი მოიგებ,-უპასუხა მეზობლის ბიჭმა მიშამ.
-მართლა,გელა სად არის ბიჭებო.
-სად არის გუგა ძმაო და საღამოს გოგოს დასანიშნად მიდის.
-რა თქვი მიშა?
-ხო,საღამოს ნინა მიქელაძის დასანიშნად მიდის.მთელი სოფელი ამაზე ლაპარაკობს.
დათომ გუგას გახედა,ბიჭს რაღაცნაირი სახე ჰქონდა,ვერ გაიგო უხაროდა თუ გაბრაზებული იყო.
-დაარიგე დათო,-უთხრა მას და კარტს შეხედა.-ოთხი.
-პრემიაზე ვართ,არ დაგავიწყდეს,
-ვიცი.-უპასუხა და პირველი კარტი ჩავიდა.
თავის დამორჩილება რაღაცნაირად გაუჭირდა როცა ნათქვამი გაიგო. ძლივს აიყვანა ხელში,რომ არავის არაფერი შეემჩნია.თითქოს რაღაც ძალიან ძვირფასს ჰკარგავდა და იმაზე უარესად იგრძნო თავი,ვიდრე საკუთარ ქორწილში რომ მიატოვეს.
ის ხელი მოიგეს,მერე წაგებულმა სანაძლეო ჩააბარა,იქვე გაშალეს სუფრა და იქვე წაიქეიფა ყველამ. არყის რამდენიმე ჭიქა ისე გამოცალა, რომ არაფერი მიუყოლებია,დათომ ხელი წაჰკრა რამე მიაყოლე,თორემ დათვრებიო.
-მეც ეგ მინდა,-უპასუხა.
-მეგონა ის გოგო მოგწონდა..
-სისულელეს ნუ ამბობ,-უჩურჩულა მანამ.
-სისულელე აღარ იქნება,როცა გელა ბეჭედს წამოაცმევს ხელზე.წადი რამე გააკეთე.
ერთიც გადაკრა ბოლომდე,მერე დათოს შეხედა და უთხრა.
-მართალი ხარ,მადლობა,-წამოდგა, ნაჩქარევად დაემშვიდობა ბიჭებს და ფეხით აუყვა სახლისკენ გზას.ოდნავ დაბინდებულიყო.გზად ის სიზმარი გაახსენდა,აი უხდებოდა,ოღონდ კარგად თუ ცუდად?ეს არ იცოდა.
სახლის წინ შეჩერდა და მიქელაძეების სახლისკენ გაიხედა,სახლიდან ხმაური და კისკისი ისმოდა,უფრო გაღიაზიანდა და გაბრაზებულმა შეაღო სახლის კარი,კიბე აირბინა,ახალნაყიდი მაცივრიდან სასმელის ბოთლი გამოიღო და ის იყო უნდა მოეყუდებინა რომ ადგილზე გაშრა. მის საწოლზე,ფეხებმოკეცილი,იმავე მდგომარეობაში იჯდა ნინა მიქელაძე როგორც სიზმარში ნახა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა.
-არ მინდა გათხოვება,მე ის არ მიყვარს…-ასლუკუნდა უფრო.გუგას ჩაეღიმა,გვერდით მიუჯდა,ხელი მოხვია და უთხრა.
-ხოდა მოგიტაცებ,
ნინას გაეცინა.
-ეგ გამოსავალი არაა,მე საერთოდ არ მინდა გათხოვება,რა მნიშვნელობა აქვს ის იქნება თუ შენ.
-მოიცა მე იმ უსაქმურ და ბირჟავიკ გელას მადარებ?მაწყენინე.
-შენც უსაქმური ხარ..
-არ ვარ,ახლა უბრალოდ მძიმე პერიოდი მაქვს და შვებულებაში ვარ…
-მართლა?შენ რაა მუშაობ კიდეც?
-აბა?
-არ ვიცოდი.
-არ გიკითხავს.ამდენი ფული საიდან მაქვს?
-მეგონა მდიდარი მემკვიდრეები არ მუშაობენ.
-მეც ეგრე მეგონა სანამ მამაჩემმა არ ამიხსნა რატომ უნდა ვიცოდე ყველაფერი,სანამ მემკვიდეობას მივიღებ,მეც უკვე სამი წელია საკუთარ კომპანიაში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ვარ,ნუ ვიყავი,ახლა არ ვიცი..
-კარგი ადამიანი იქნება მამაშენი.
-კი,კარგი ადამიანია,გამგები და სამართლიანი,რაღაცით შენ გგავს, იქნებ ოდესღაც გაგაცნო კიდეც.
-ვინ იცის,იქნებ ოდესღაც ყველაფერი მოხდეს ან ახდეს რაზეც ვოცნებობთ და გვიხარია.
-შენი ოცნებები ნელ-ნელა ხომ სრულდება?მალე ყველაფერი აგისრულდება.
-თუ ყველაფერი ამისრულდა რა აზრი ექნება ოცნების გარეშე ცხოვრებას?-გაეცინა ნინას.
-არ ვიცი,მე მაგის პრობლემა არასოდეს მქონია,იქნებ ამიტომაცაა რომ ცხვირ-პირი წავიმტვრიე..
-ეჰ რამდენი იქნებ არის და იქნება კიდევ,ასე რომ ყოფილიყო,ისე რომ ყოფილიყო...სიმართლე გითხრა ალბათ ისე,მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო…
-ალბათ…
ნინას ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ შეაწყვეტინათ საუბარი. გახსნა და წაიკითხა.ჩაეციმა.
-გვანცა მწერს ყველაფერი კარგად დასრულდა,მამამ უარი განუცხადა და გააფრთხილა მეორედ აღარ გაბედოთ მოსვლა,ნინას არ უყვარხარ და უსიყვარულოდ ვერ გავათხოვებო…
გუგამ შვებით ამოისუნთქა….
*******
ცხოვრებაში ცვლილებები ისე უცებ ხდება და ისე მოულოდნელად,რომ ვერ წარმოიდგენ.აზრზე რომ მოხვალ გვიანი იქნება.ასე დაემართა გუგასაც,ჯერ იყო და საკურთხეველთან მიატოვეს,მერე სრულიად უცხო მხარეში გადაბარგდა და ახალ გარემოში,ახალ ადამიანებთან დაიწყო ცხოვრება.ახლა კი დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ერთმა საყვარელმა სოფლელმა გოგომ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და სრულიად სხვა სამყარო დაანახა.. საკუთარი თავიც კი სხვანაირად გააცნო…
ზაფხულის მიწურულს სოფელში გაცხარებული მუშაობა დაიწყო,ყველა ცდილობდა მოსავლის აღება მოესწროთ.ხედავდა გუგა როგორ დაფუსფუსებდა ყველა და როგორ ეზიდებოდნენ მოსავალს.გოგოებსაც ნაკლები დრო ჰქონდათ გასართობად. იშვიათად გამოდიოდნენ გარეთ.რაც უფრო ნაკლებად ნახულობდა ბიჭი ნინას,მით უფრო მეტს ფიქრობდა მასზე.ყოველ საღამოს აივანზე სიგრილეში ჯდომა მისი ჩვევა გახდა, ამჯერად სასმელს ნაკლებად ეტანებოდა,თითქოს ნელ-ნელა გადაიარა იმ დარტყმის შედეგად მოყენებულმა ტკივილმა
როცა გაახსენდებოდა,ნინას სირტყვებს იმეორებდა და თითქოს შველოდა...ხანდახან სარკეში რომ ჩაიხედავდა,იქიდან სულ სხვა გუგა უმზერდა,სადღაც გაქრა ის მუდამ მოვლილი და ბოლო მოდაზე გამოწყობილი გართობის მოყვარული ბიჭი.ახლა წვერმოზრდილი, გაუპარსავი და მუდმივად სპორტული სტილი გახდა მისი თანმხლები…
შეგეძლოთ გენახათ შალვასთან ერთად მინდორში მომუშავე გუგაც, მოსავლის აღების პერიოდში…
საბოლოოდ რომ მოილია ყველაფერი,ის საშინელი დღეც გათენდა,როცა ნინას წასვლის დრო დადგა.უკან ბრუნდებოდა სასწავლებლად.სოფელმა დაცლა დაიწყო,ნელ-ნელა ყველა წავიდა..
-ხვალ მე და გვანცაც მივდივართ,- უთხრა სევდიანად ნინამ.იქ ისხდნენ,სადაც პირველად ილაპარაკეს სერიოზულად იმ უზარმაზარ ლოდებზე და საუბრის დაწყებას ცდილობდნენ…
-ვიცი...გული მწყდება.ვინ იცის როცა ჩამოხვალ,იქნებ აქ აღარც დაგხვდე.
-რატომ არ უნდა დამხვდე,
-არ ვიცი,ხვალ რა იქნება.
-თვეში ერთი-ორჯერ მაინც ჩამოვალ ხოლმე,შენ კი ისევ აქ იქნები.ხომ იცი ვერ წახვალ იქამდე სანამ არ განიკურნები,-გაეცინა გოგოს.
-ხოო,ეგ პროცესი როდემდე გასტანს გაურკვეველია.
-დამპირდი რომ კარგად იქნები და არ იდარდებ,აღარც დალევ და აღარც გაითიშები.
-აუცილებლად უნდა დადებითი პასუხი გაგცე ხო?
გოგომ თავი დაუქნია.გუგამ პირობა დაუდო.მერე კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ,უხერხულად იდგნენ ერათნეთის წინ,მერე ბიჭმა ხელები გაშალა და მაგრად ჩაეხუტა,ნინამ წელზე მოხვია ხელები,თავისზე ერთი თავით მაღალ ბიჭს…
მეორე დღეს ნინა,გვანცა,დათო და თინა ქალაქში წამოვიდნენ,იმ დღის მერე გუგას და ნინას ერთმანეთი რამდენიმე კვირა აღარ უნახავთ.გუგა არ იყო სოფელში როცა გოგო ჩავიდა, საქმეებზე იყო წასული,ასე უთხრეს სახლში ყოველშემთხვევაში.გული დასწყდა და გულდაწყვეტილი გახედავდა მის სახლის ჩაბნელებულ ფანჯრებს
მონატრებოდა უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის მეგობრები. პირველივე დღეს აახმაურეს იქაურობა და გადარიეს ლექტორები. დამამთავრებელ კურსზე ყველაფერი სხვანაირად იყო,ყველა სხვანაირად ხვდებოდნენ.პირველ კურსელები შურით უყურებდნენ,ალბათ მათ ადგილას ყოფნას ნატრობდნენ, დანარჩენები ნეიტრალურს იჭერდნენ.
სწავლას ისევე წარჩინებით შეუდგა, როგორც მანამდე.მალე სადიპლომო ნაშრომის დაწერა და მისი დაცვა დაავალეს და სულ უფრო ნაკლები დრო ჰქონდა აქეთ-იქით სასიარულოდ,თან ფინანსებიც არ უწყობდა ხელს და ცდილობდა დედ-მამის გამოგზავნილი ფულიდან ნაკლები დაეხარჯა და გამოეზოგა, მითუმეტეს რომ გვანცაც მასთან იყო და კერძო სახლში ნაქირავები პატარა ოთახის ქირაც გადასახდელი იყო.აბა ქალაქში მათ ბინას ვინ მისცემდა..
უკვირდა რომ არ ეხმიანებოდა გუგა, მითუმეტეს ნომრები გაცვალეს. თვითონაც რამდენჯერმე სცადა დაერეკა ან მიეწერა,აინტერესებდა მისი ამბები,მაგრამ რამდენჯერაც ნომერი აკრიფა,იმდენჯერ გადაიფიქრა და შეტყობინების ტექსტიც წაშალა.ხშირად არა,მაგრამ აკიტხავდნენ და ერთად იკრიბებოდნენ თინა და დათო მათთან.გოგოს დაჟინებული მოთხოვნით ერთი -ორი მოსწავლე აიყვანა,ძირითადად პატარა ბავშვები, მათაც ასწავლიდა და თვითონაც იმტკიცებდა ცოდნას…
ასე მიიწურა შემოდგომა და დადგა ზამთარიც.სრულდებოდა პირველი სემესტრი,სრულდებოდა სწავლა და იწყებოდა ზამთრის არდადაგები...
სოფელში მოსავალი დაბინავდა. მოილიეს ყველანაირი საქმეები, ტყიდან შეშა მოიტანეს სახლებისთვის და ზამთრისთვის მზადება დაიწყეს.აქ კი ზამთარი შედარებით ადრე დგებოდა.ოქტომბრის ბოლოს უკვე საგრძნობლად აცივდა და მოუწია რომ ქალაქში დაბრუნებულიყო და თბილი ტანსაცმელი წაეღო.ისეთ დროს მივიდა სახლში,როცა იცოდა რომ არავინ იქნებოდა და ზედმეტ კითხვებს არავინ დაუსვამდა.სწრაფად ჩაყარა ჩემოდანში ყველაფერი და ისევე სწრაფად გავარდა,როგორც მოვიდა.მსახურმა დარეკვა რომ მოასწრო მის მშობლებთან,ის უკვე სახლიდან გადიოდა
-უთხარი რომ ძალიან კარგად ვარ,არ ინერვიულონ ჩემზე,ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ..-დაუბარა და მანქანა დაქოქა.
უკანა გზაზე რომ ბრუნდებოდა, გზად მაღაზიებთან ჩაიარა,უცებ მოუნდა რომ ის ხალხი თუმდაც მცირედით გაეხარებინა და საჩუქრები ეყიდა მათთვის.დათოს დაურეკა,იცოდა აქ იყო,ხშირი კონტაქტი ჰქონდა ბიჭთან და მისგან ნინას შესახებ იგებდა ამბებს….ის დაეხმარა და ერთად აარჩიეს საჩუქრები.
-ნინას არ ყიდულობ?-მაინც ვერ მოითმინა და ჰკითხა გუგას.
-კი,ოღონდ ვერ მოვიფიქრე რა ვუყიდო.არ იცი რა უყვარს?
-რამე სუნამო,ყელსაბამი,სამკაული,რა ვიცი…
-მე ვიცი,-უცებ ულამაზესი შარფი დაინახა და მაშინვე მოახსნევინა გამყიდველს,ლამაზად შეაფუთინა და დათოს მასთან გაატანა წარწერასთან ერთად.
-რატომ არ ურეკავ და არ ეხმიანები.
-არ ვიცი.საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვარ.
-ხოდა მალე გაერკვიე და მასაც ნუ ამყოფებ ასე,არ იმჩნევს,მაგრამ აშკარად ფიქრობს შენზე და მოსწონხარ.
-მეც მომწონს,მაგრამ მირჩევნია ჩემგან შორს იყოს,რომ ვერ შევიყვარო,ის რომ ვერ დავივიწყო და ნინას გრძნობები გაუჩნდეს, დაიტანჯება...არ მინდა გული ვატკინო. ის ერთადერთია,რომელსაც მინდა ფაიფურის თოჯინასავით გავუფრთხილდე,რომ არ დაიმსხვრეს თავის ოცნებებთან ერთად.
-არ მესმის მე ესეთი საუბრები,ისიც ასეთია და მანაც ასეთი უცნაური საუბარი იცის ვერაფერს გაგიგებთ კაცი,-გაეცინა დათოს და საჩუქრებს წამოავლო ხელი,ერთი გვანცასთვის იყო,ერთი თინასთვის და ერთიც რა თქმა უნდა მთავარი-ნინასთვის.
იმავე საღამოს მიიღო ნინამ საჩუქარი.გაკვირვებულმა გახსნა და მოწონებისგან იკივლა,ისე ძალიან მოეწონა საჩუქარი.ბარათიც იპოვა. გახსნა და წაიკითხა.
-რაო რას გწერს მომავალი რომეო?- ჰკითხა დას გვანცამ.
-შენ შენს რომეოს მიხედე.-შეუბღვირა გოგომ.
-უიმეეე,ასეთი უხასიათო ხარ და ნეტავ რა მოეწონა მაგ ბიჭს შენში ძალიან მაინტერესებს..
-რატომ ფიქრობ რომ მოვწონვარ?ან საჩუქარი მაინცდამაინც მაგას ნიშნავს?შენც ხომ მიიღე დათოსგან, მეც ასე უნდა ვიფიქრო?
-შენ იცი რომ ჩვენს შემთხვევაში ასეა.
-ხოდა მე შემეშვი,თქვენ რაც გინდათ გიქნიათ,-გაბრაზებულმა უპასუხა და საწოლზე წამოწვა,კიდევ ერთხელ გადაიკითხა ბარათი და ჩუმად ჩაეღიმა.ყველაზე თბილი სიტყვები იყო,რაც კი მისთვის ოდესმე უთქვამს მამაკაცს და აღმოაჩინა რომ ძალიან მოეწონა…
საახალწლოდ ემზადებოდა ყველა.
ემზადებოდა ქალაქი და ემზადებოდა სოფელიც… ნინამაც ბოლო გამოცდა როგორც კი ჩააბარა,მაშინვე მზადება დაიწყო არდადაგებისთვის..
ბავშვევისგან აღებული ორიოდე კაპიკით მშობლებისთვის და დებისთვის საჩუქრები იყიდა.არც თინა და დათო დაავიწყდა,აი ბოლოს გაახსენდა გუგა,როცა მამაკაცების სექციასთან გაიარა და მისთვისაც აარჩია საჩუქარი.სახლში გულდაგულ შეინახა ყველაფერი ჩუმად და დის დაბრუნებას დაელოდა,მასაც ბოლო გამოცდა უნდა ჰქონოდა წესით,მაგრამ მოსვლას აგვიანებდა..საერთოდაც რაც სოფლიდან წამოვიდნენ ხშირად უჩინარდებოდა გვანცა და ეჭვი ჰქონდა რომ ის და დათო შეყვარებულები იყვნენ…
მაინც არაფერი უთქვამს,მაინც არ ამოუღია ხმა,იმიტომ რომ იცოდა მისი და როგორი იყო და ისიც იცოდა რომ შეცდომას არ დაუშვებდა…
*****
მოუთმენლად ელოდა მაგდა დების დაბრუნებას.მალ-მალე გახედავდა სოფლის მთავარ გზას და ყოველი ავტობისის ჩავლის შემდეგ გულდაწყვეტილი ბრუნდებოდა სახლში.დეკემბრის ოცდაათში დილით ადრიანად თოვა დაიწყო და მერე ისე მოუმატა,შეეშინდა ვაითუ ვეღარ მოასწრონ ჩამოსვლაო.ბოლო ტრანსპორტმაც რომ ჩაიარა, იმედი გადაეწურა და გულდაწყვეტილი გამობრუნდა სახლისკენ.უეცრად მანქანის ხმა მოესმა და მის გვერდით შავი დაბურულ მინებიანი პრადო გაჩერდა,შეშინებული გახტა გვერდით და ჩაწეულ ფანჯარას მიაშტერდა საიდანაც ახალგაზრდა სიმპატიური მამაკაცი უმზერდა,მაგრამ ისეთი მკაცრი მზერა ჰქონდა,გოგოს გააჟრიალა.
-უკაცრავად გოგონი,აქაური ხართ?
-,დიახ.-უპასუხა.
-ერთ ადამიანს ვეძებ,შეგიძლიათ დამეხმაროთ?
-გააჩნია ვის ეძებთ?თუ არ ვიცნობ აბა როგორ?-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-გუგა ნუცუბიძეს..
-აქ ასეთს არავის ვიცნობ.-იუარა უცებ, სინამდვილეში კი არ უნდოდა ბიჭის ადგილსამყოფელი გაეცა,იქნებ ვინ იყო და რა უნდოდა მისგან.
-დარწმუნებული ხართ?-ჰკითხა ეჭვით
-დარწუნებული ვარ,-უპასუხა გაბრაზებულმა,ზურგი შეაქცია და სახლისკენ წამოვიდა.უნდოდა სწრაფად მისულიყო გუგასთან და ეთქვა გეძებენო.აღარ მიუქცევია ყურადღება სად წავიდა ის მანქანა. მოკლეზე გადაჭრა და დაუკითხავად შეაღო ნუცუბიძის ეზოს კარი.ბიჭი გარეთ დახვდა,შეშას ჭრიდა ღუმელისთვის.
-მშვიდობაა ცუნცულ?-ჰკითხა სიცილით.
-მოიცადე ამოვისუნთქო,- აქოშინებულმა მიიდო გულზე ხელი.
-რა ხდება?-შეშის დაჭრა შეწყვიტა ბიჭმა და გოგოს მიაჩერდა,უნებურად ნინაზე იფიქრა,რამე ცუდი ხომ არ შეემთხვაო.
-ვიღაც გეძებს,ახლახანს გიკითხა,შავი მანქანით იყო,ძალიან საშიშად გამოიყურებოდა,ვუთხარი ასეთი აქ არავინ არის თქო,-მიაყარა გოგომ.
სანამ გუგამ გაიფიქრა ვინ უნდა იყოსო,მანამდე მის ჭიშკარს მანქანა მოადგა და გაოცებულმა პირი დააღო.
-ეს მანქანა იყო?
-კი,-მოიბუზა გოგო,თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.ელოდა ახლა გაიქცევა ბიჭი,ან რამე საშინელება მოხდებაო,სინამდვილეში კი იქიდან გადმოსულ ბიჭს გაეღიმა,გუგასკენ წავიდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-როგორ მომაგენი ბიჭო?ვერ ვიჯერებ?მოდი კიდევ ერთხელ მოგეხვიო,-გახარებული იყო გუგა, ლაპარაკი უჭირდა.უცებ სტუმარმა გოგოდ მკვლელი მზერა დაასო და უპასუხა.
-გამიჭირდა,თან შეცდომაშიც შემიყვანეს,მაგრამ კიდევ კარგი რომ არ დავუჯერე პატარა მატყუარა გოგოს.
-მე ხომ არ ვიცოდი რატომ კითხულობდით,-მაშინვე წამოიძახა თავის გასასამართლებლად მაგდამ და ენაზე იკბინა.
გუგას გაეცინა და ჩაერია,რადგან იცოდა მიქელაძეების უმცროსი ქალიშვილის ამბავი და მის მეგობარს კარგი დღე არ დაადგებოდა.
-მოდი ერთმანეთს გაგაცნობთ.ვატო- ჩემო ძმა და მეგობარი,ეს მაგდაა -ჩემი კარის მეზობლის უმცროსი ქალიშვილი…
-მოიცადე მეგობრები აღარ ვართ?- თვალები დააწვრილა და ისე ჰკითხა ეშმაკურად გოგომ.
-როგორ არ ვართ?ვართ.-თავი დაუქნია გუგამ.
-ძალიან კარგი,პატარა მატყუარა, ესეგი ჩვენ ორნი ამ გადარეულის მეგობრები ვართ და შენ უკეთ დამეხმარები მის დარწმუნებაში რომ დაბრუნდეს სახლში.
-ესეც ჩემი სახლია და სიმართლე გითხრა აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
-მე დაგტოვებთ,დედას მივეხმარები, თან ჩემი დებიც უნდა ჩამოვიდენენ და რატომღაც აგვიანდებათ.უკვე ვნერვიულობ.
-მოიცა,ნინა არ ჩამოსულა?-მაშინვე დაქაჩა ყურები გუგამ,რაც არ გამორჩენია ვატოს.
-არა,არადა უკვე გვიანია.ალბათ აღარც ჩამოვლენ და ახალ წელს მათ გარეშე შევხვდებით.-მოიწყინა გოგომ,მერე დაემშვიდობა და მარტო დატოვა მეგობრები..
-სახლში შევიდეთ,-უთხრა გუგამ,ხელი მოხვია და კიბეს აუყვნენ.
-ასეთ ადგილას თუ იცხოვრებდი ვერ წარმოვიდგენდი..-თქვა ვატომ,როცა სახლს თვალი მოავლო.მერე სკამზე ჩამოჯდა და გუგას მიაჩერდა.
-არც მე,მაგრამ გავძელი და მივეჩვიე კიდეც.აბა რას მიირთმევ?დალევ თუ ჯერ ვჭამოთ?
-არაფერი არ მინდა,დიდი დრო არ მაქვს,უცებ გეტყვი სათქმელს.
-გისმენ,-გუგა მის წინ ჩამოჯდა და ინტერესით მიაჩერდა.
-უნდა დაბრუნდე,მამაშენის კომპანიაში რაღაც ხდება,რაღაც ისე ვერ არის.
-რას ჰქვია ვერ არის?
-ფინანსებში გარღვევაა და თან ისეთი რომ მეწილე რომ საქმიდან გავიდეს, გავკოტრდებით და კომპანიის გაყიდვა მოგვიწევს.
-არ არსებობს,მამაჩემი ამას არ დაუშვებდა და არც დაუშვებს,მას არ შეეშლებოდა არაფერი.
-მას არც შეშლია,საბუთებზე შენი ხელმოწერაა.-პატარა საქაღალდე დაუდო წინ ვატომ.გუგამ გადაშალა, უცებ გადაავლო თვალი და დახურა.
-მე ამას არ მოვაწერდი ხელს..
-ხოდა უნდა წამოხვიდე,რომ გავარკვიოთ რა ხდება.
-მდაა,-ამოისუნთქა ღრმად გუგამ.-არ მინდა წამოსვლა,თან ახლა.
-რატომ?
-იმიტომ რომ…
-იმიტომ რომ ვიღაც ნინა გამოჩნდა ხომ?-ეჭვის დასადასტურებლად ჰკითხა ბიჭმა.
-ნინა ვიღაც არაა,-უპასუხა გაბრაზებულმა.
-მომისმინე,თუ შენი ოჯახი კომპანიას დაკარგავს და გაკოტრდება,ისინი ამას ვერ გადაიტანენ,ვერც შენ აპატიებ საკუთარ თავს რომ დახმარება შეგეძლო და არ გააკეთე,მერე კი ამაზე უარეს მძ….ში აღმოჩნდები, როგორშიც ქორწილის დღეს და მერე აღარც ნინას ენდომები და აღარც არავის.
-ნინას ისედაც არ აინტერესებს ჩემი ქონება და ფული.
-მაგას ვერ დავიჯერებ.ეგეთი ქალები უბრალოდ არ არსებობენ.
-არ მოგცემ უფლებას, მასზე ისე იფიქრო,როგორიც არ არის.
-ეს შენი მორიგი ატეხვა ხომ არ არის? როგორც თათას შემთხვევაში??
-არა.
-გიყვარს?
-არა,უბრალოდ კარგი ადამიანია და პატივს ვცემ.თან დიდი ხანია არ მინახია და ვნახავ,სადაცაა უნდა ჩამოვიდეს.
-ხოდა თუ კარგი ადამიანია გაგიგებს, წავიდეთ,გავარკვიოთ ყველაფერი და მერე სადაც გინდა იქ წადი იმ შენს ნინასთან ერთად,-მაინც არ ენდობოდა საიდანღაც გამოჩენილ გოგოს ვატო.
-ჯანდაბა,მაინცდამაინც ახლა?
-ახლაა დრო,ისეთი დღეებია,ყველა ისვენებს და ხელსაყრელი დროა ყველა საბუთი და კომპიუტერის კონტროლი შევძლოთ.ეს საქმე მოვაგვაროთ და მერე თუ გინდა სამუდამოდ დარჩი ამ ტალახიან სოფელში.
-კიდევ ერთხელ ახსენებ ამ სოფელს და ამ ხალხს ცუდად და გეფიცები გცემ.-გაბრაზებულმა უთხრა გუგამ და საქაღალდე ისევ თავიდან გადაშალა.
-ვერ ვხვდები რატომ იცავ ასე ამ ყველაფერს?
-იმიტომ რომ ახლა ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა.-ისე უპასუხა საბუთებისთვის თვალი არ მოუშორებია.-ისე რომ იცოდე ეს საბუთები ჩემი ხელმოწერილი არაა.
-როგორ თუ არაა?
-ჰგავს,ძალიან ჰგავს,მაგრამ ხელმოწერა გაყალბებულია.ხომ იცი მე მემარცხენე ვარ,ეს ხელმოწერა კი ჩვეულებრივი ადამიანის დაწერილია, აი ნახე…
გუგამ კალამი გამოართვა,ქაღალდზე ხელი მოაწერა და ვატოს წინ დაუდო. -ხედავ,ჩემი ხელმოწერა ოდნავ დაცერავებულია,ეს კი სწორია და თუ ჩემს მიერ ხელმოწერილ ყველა საბუთს გადავხედავთ ამ განსხვავებას აშკარად დავინახავთ.
-მაშინ უნდა დავადგინოთ ამის გამკეთებელი.
-ხოდა წახვალ და გაარკვევ,საქმე მოგვარებულია,ამ ადამიანს ნახავ და დამნაშავესაც იპოვი.-საქაღალდე დაკეცა და წინ დაუდო.
-და კიდევ ერთი რაღაც რომ გითხრა არც მაშინ წამოხვალ?
-არა,-წამოდგა გუგა და მაცივარი გამოაღო.
-ადამიანი,რომელიც ამას აკეთებს თათას ახალი საქმროა.-ვატომ მიზანს ზუსტად მოარტყა.გუგას მაცივრის სახელურზე მიეყინა ხელი და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
-როდის მივდივართ?-იკითხა ყრუდ.
-რაც მალე მით უკეთესი.
-კარგი,გამოვიცვლი და წავიდეთ შენი მანქანით.
იმ საღამოს გუგა ნუცუბიძემ სოფელი დატოვა,სოფლის გასასვლელში დათოს მანქანა დაინახა,ზუსტად იცოდა რომ იქ ნინა იჯდა და ძალიან უნდოდა მისი თუნდაც ერთი წამით დანახვა,მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.ახლა სხვა უფრო მნიშვნელივანი საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი.
-რა მოხდა?ვინ იყო?-ჰკითხა ვატომ და ქალაქის გზას დაადგა.
-ის...ნინა…-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა.
-ისევ შეხვდებით.ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს.
გული სულ უფრო უცემდა რაც უფრო უახლოვდებოდა სოფელს.მით უფრო მეტად უჭერდა ჩანთას ხელს და გუგას საჩუქარს ამოწმებდა.მგზავრობისგან დაღლილი იყო,მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.ერთი სული ჰქონდა ენახა. იგრძნო რომ ენატრებოდა ბიჭი…
სახლამდე გააჩერებინა დათოს და ცოტა ადრე ჩამოვიდა,ფეხით გავივლიო.დაბინდებული იყო და სოფელში ხალხი თითქის არ დადიოდა,ცარიელი იყო ქუჩები. ყველა სახლში შეყუჟულიყო და ახალი წლის დასახვედრად ემზადებოდნენ.
გუგას მანქანა რომ დაინახა ეზოში იფიქრა სახლში იქნებაო.მაგრამ იმედი გაუცრუვდა.თვალი მოავლო მის ოთახს,მისი სურნელით გაჟღენთილიყო ყველაფერი.საწოლზე ჩამოჯდა და დალოდება გადაწყვიტა, არადა არ გამოჩნდა,ბოლოს მიხვდა რომ აზრი აღარ ჰქონდა,საჩუქარი საწოლზე დაუტოვა პატარა ბარათთან ერთად და ისევე ჩუმად გამოიპარა როგორც შეიპარა. რა იცოდა რომ კიდევ დიდი ხანი ვერ მოახერხებდა ნუცუბიძე ამ საჩუქრის ნახვას….
**********
კომპანიის მთავარ საკონფერენციო დარბაზში მაგიდასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და ერთ ასაკოვან,ჭაღარა შეპარულ მამაკაცს უსმენდნენ.დაძაბულები იყვნენ და რაც უფრო მეტად ისმენდნენ მის ნაამბობს,მით უფრო მეტად იძაბებოდნენ.
-აღარ გააგრძელო,-იყვირა მოთმინება დაკარგულმა გუგამ და მაგიდას მუშტი დაარტყა.
-კი,მაგრამ…
-არაფერი აღარ მაინტერესებს,ისედაც ყველაფერს მივხვდი,ისედაც მივხვდი რატომ გააკეთა ეს თათამ. სპეციალურად დამიახლოვდა,ისე მოიქცა,რომ მე მედევნა მისთვის და მე მებრძოლა,თავი შემაყვარა რომ ადვილად ვემართე,მე სულელი კი გავები…-იყვირა და სკამიდან წამოხტა.
-მოიცადე.ახლა უარესი სისულელე არ ჩაიდინო.რადგან ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ,უნდა დავასწროთ და ვიმოქმედოთ.-თქვა ზურამ.
-რა მოიფიქრე?
-მათ ჰგონიათ რომ შენ წახვედი და ადვილად ჩაიგდებენ ხელში ყველაფერს,ჰგონიათ რომ არაფერი ვიცით და თამამად არიან,ამიტომ კომპანია უნდა ჩაიბარო.შენ უნდა გახდე გენერალური დირექტორი,რომ აქციების საკონტროლო პაკეტი ისევ შენს ოჯახს დარჩეს.-თქვა ვატომ.
-მამაჩემი ამას არ დათანხმდება და არც აქციონერები მომცემენ ხმას.თან დარწმუნებული ვარ რომ მას უკვე ეყოლება მოსყიდული უმეტესობა.
-ამას ჩვენ მივხედავთ.იქამდე ერთი თვეა და მოვაგვარებთ როგორმე,შენ კი სახლში წადი და მშობლები ნახე, ძალიან ენატრები ორივეს.რომ იცოდე როგორ ცუდად არიან.
-რა სულელი ვარ,მხოლოდ ჩემს თავზე ვფიქრობდი,არადა ისინი უარესად არიან.-ძალაგამოცლილი ჩამოჯდა ისევ სკამზე და სახე ხელებში ჩარგო.
-ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს ეშველება,ცხოვრება უკეთესი იქნება,აი ნახავ.არ უნდა გჭირდებოდეს ის ვისაც არ უყვარხარ,- უთხრა ზურამ და გუგას გაოცებულ თვალებს რომ შეხედა მხრები აიჩეჩა რამე ისე ვერ ვთქვიო.
-არ მჭირდება ის ვისაც არ ვჭირდები მე,არ მეყვარება ის,ვისაც არ ვუყვარვარ.-გაახსენდა ნინას სიტყვები და გულში რამდენჯერმე ჩუმად გაიმეორა.მერე ჩაეღიმა.
-მეჩვენება თუ ეს ახლა იღიმის?
-ასეა,მაგრამ ახლა ნინას ნამდვილად ვერ მოგიყვან,-წამოარტყა კეფაში ვატომ.
-ვინაა ნინა?-ყურები დაცქვიტა ზურამ.
-ერთი სოფლელი გოგოა,მგონი რომ ამას მოსწონს და მის გამო არ მომყვებოდა სოფლიდან
-აუ ვატო,გეფიცები ერთხელ კიდევ თუ ახსენებ ნინას,კბილებს ჩამოგიღებ.-მკაცრად გააფრთხილა გუგამ.
-მოიცა,მოიცა,ეს რაღაც ახალია?ასეთი რეაქციები საიდან?-გაეცინა ზურას.- რატომ არაფერს გვიყვები?
-იმიტომ რომ ნინა ერთადერთი ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში და არ მინდა მას ვინმე შეეხოს.არც კარგად და არც ცუდად…
-იმაზე უარესადაა საქმე ვიდრე ვფიქრობდი.ამას ახლა ამ გოგოზე გადაეკეტება…
-კი,გადაკეტილი აქვს ნამდვილად, მაგრამ იმედია ააანალიზებ რომ საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვო.
-ვიცი ზურა,პატარა ხომ აღარ ვარ?ამასაც გავუძლებ და გადავიტან, იმ ქალბატონსაც დავივიწყებ და კომპანიასაც დავიხსნი ამ არაკაცისგან.-გუგა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ?
-სახლში ახალ წელს უნდა შევხვდე მშობლებთან ერთად,მერე კი ახალი გეგმები დავსახო და ახალო ცხოვრება დავიწყო.-ჩაეცინა,ხელი დაუქნია და დარბაზიდან გავიდა.
-როგორ ფიქრობ ვატო რას იზავს?
-უკვე გადაიტანა ყველაფერი,ახლა კი მეც მეშინია მისი.-უპასუხა მან.-არ იმჩნევს,მაგრამ შენ ხომ კარგად იცნობ?ხომ მიხვდი რასაც ნიშნავდა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე.
-ვიღაც მაგრად გაებმევა ხაფანგში და ჩვენ კარგად გავერთობით,-გაეცინა ზურას და ისინიც იმ კარში გაუჩინარდნენ,სადაც მათი მეგობარი.
*******
კარი დაუკითხავად შეაღო და ხმამაღლა დაიძახა.
-დედა,მამა,დავბრუნდი..
-შვილო…-მოესმა ყვირილის ხმა და მისკენ მომავალი ხელებგაშლილი დედა დაინახა.გულში ძლიერად იხუტებდა შვილს და ჰკოცნიდა.-ასე უნდა შე საზიზღარო?როგორ დაიკარგე.ერთი არ დაგირეკავს და ერთხელ არ მოგიკითხივართ.
-მე სულ გნახულობდით და სულ ვიცოდი თქვენი ამბავი.ვიცოდი რომ ძლიერები იყავით და გაუძლებდით თქვენც,ისევე როგორც მე.
-არ მინდა ვიფიქრო, რომ ის თანხები რაც შენი ანგარიშიდან იხსნებოდა უაზროდ იხარჯებოდა.
-ეგ ერთადერთი შემთხვევაა, როცა ამხელა თანხები ყველაზე კარგ საქმეებს მოხმარდა.
-ანუ ყველაფერი მორჩა?
-მორჩა,ყველაფერი კარგად იქნება, დავბრუნდი და მზად ვარ ჩავიბარო კომპანია მამა,თუ რა თქმა უნდა შენ ისევ გინდა ეს?
-მაინცადამაინც რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო,შენ რომ აზრზე მოსულიყავი?-გაეცინა მას და შვილს ჩაეხუტა,-ამაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი,როგოეც იქნა გავალ დამსახურებულ პენსიაში,-გაეცინა კაცს.
-ახლა სამსახურზე არ დაიწყოთ ლაპარაკი,გთხოვთ,მშვიდად შევხვდეთ ახალ წელს.
გუგამ ორივეს ხელი მოხვია და უკვე გაშლილი სუფრისკენ გაუძღვა…
ახალი წელი ყველაგან ახალი წელია,ყველგან სხვანაირია,ყველაგან საოცარი,ფერადი ფეიერვერკებით განათებულ ცას თითქოს ყველაფერ ცუდს ატანენ ძველ წელთან ერთად და ახალს ახალი იმედებით და ახალი ოცნებით ხდებიან და ელიან,ელიან რაღაც სასწაულებს..ასე ფიქრობდა ნინა,რომელიც ოჯახთან ერთად იდგა სახლის ეზოში და განათებულ ცას უყურებდა და ასე ფიქრობდა გუგაც, რომელიც მშობლებთან ერთად იჯდა სახლში და პირველ სადღეგრძელოს იძახდა,მამა კი ბედნიერი უყურებდა უკვე შეცვლილ შვილს..
ვერადავერ დაიძინა,საწოლი რომელიც ოდესღაც ყველაზე მეტად უყვარდა,ახლა მისთვის სატანჯველი გამხდარიყო.იწრიალა,იწრიალა და რომ აღარ ჩაეძინა გარეთ გამოვიდა და ვერანდაზე დაჯდა.ქალაქს გადახედა,რომელიც რამდენიმე საათის უკან ისე ხმაურობდა,ახლა კი დადუმებულიყო და საიდანღაც კანტი-კუნტად ისმოდა მანქანების ხმა.
-არ გეძინება?-ჰკითხა მამამ და მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი, მერე გვერდით მიუჯდა.
-სად იყავი მთელი ეს დრო?
-სოფელში..
-რომელ სოფელში?მოიცა ეხლა არ მითხრა რომ…
-დიახ ბატონო ნუგზარ,თქვენი მშობლების სახლში.
-ეგ სახლი აღარც მახსოვდა,წლებია არ ჩავსულვართ,ალბათ საშინელ მდგომარეობაში დაგხვდა..
-კი,მაგრამ ახლა უკეთ გამოიყურება.
-ახლა მივხვდი რაში დაგჭირდა ავეჯი და სამშენებლო მასალები,-გაეციმა კაცს.
-შენ რა იცი?
-ანგარიში ყოველთვიურად მბარდება, სად იხარჯება ჩემი ფული და რაში ხარჯავს მას ჩემი ერთადერთი ვაჟი.
-ყოველშემთხვევაში ცუდ საქმეში არა, ხომ ხედავ იმ საბედისწერო დღემ როგორ შემცვალა?ახლა სულ სხვანაირი ვარ.
-მიხარია..მაგრამ იქ როგორ გაძელი? მე ხომ ვიცი როგორ ცხოვრებას ხარ მიჩვეული და როგორ გართობას?
-კარგი მეზობლები შემხვდნენ.- გაეცინა ბიჭს.
-მოიცადე გავიხსენო ვინ იყვნენ ჩვენი მეზობლები,მიქელაძეები,კაპანაძეები, კიდევ,-თავს ძალას ატანდა კაცი, მაგრამ მეტი ვერ გაიხსენა.
-მეტი რაღა საჭიროა,ისედაც საკმარისად ჩამოთვალე,-გაეცინა გუგას,-მათ შვილებთან შესანიშნავად ვერთობოდი,წარმოიდგინე ბალახს ვთიბავდი და შეშას ვჭრიდი,ხეხილი დავრგე,თავისუფალ დროს ბირჟაზე ვიჯექი და კარტს და დომინოს ვთამაშობდი.
-არაა,ვერ დავიჯერებ..გაეცინა კაცს.
-ხო,ასეა,დაიჯერე,-აჰყვა გუგაც.
-და მაინც თუ ასე კარგად იყავი, რატომ დაბრუნდი?მითუმეტეს კომპანიის ჩაბარების სურვილი გამოთქვი.
-იმიტომ რომ ასეა საჭირო.იმიტომ რომ ვიღაცეებს უბრალოდ უნდათ გაგვანადგურონ,მე კი შესანიშნავი მიზეზი გამიჩნდა რომ შური ვიძიო.
-ვერაფერი გავიგე..
-მოკლედ ასეა საქმე..-მოყოლა დაიწყო გუგამ.ნუგზარი ყურადღებით უსმენდა შვილს და უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში,რომ მისი შვილი მზად იყო იმპერიის ჩასაბარებლად.
*********
კომპანიაში ყველა მეწილე შეკრებილიყო და მთავარი მოვლენისთვის ემზადებოდნენ. ნუგზარ ნუცუბიძემ უარი თქვა დაკავებულ თანამდებობაზე და მემკვიდრედ შვილი დაასახელა, წესების თანახმად კი მის დანიშვნას მეწილეების უმეტესობა უნდა დათანხმებოდა,ყველაფერი ალბათ კარგად იქნებოდა,რომ არა საიდანღაც გამომხტარი ახალი კანდიდატი,ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის მფლობელი და საკუთარი კანდიდატურა წარადგინა,მითუმეტეს ისე მოემზადა და ისე მოისყიდა ხალხი,რომ არა ვატოს და ზურას წინდახედულება,აუცილებლად დაკარგავდნენ კომპანიას…
საკონფერენციო დარბაზის ოვალურ მაგიდას გარშემო შემოუსხდნენ და ყველა ნუგზარს ელოდა.ისიც მოვიდა,ყველას მიესალმა და თავისი ადგილი დაიკავა.წინ თხელი შავი საქაღალდე დაიდო და თითები ერთმანეთში გადააჯვარედინა.
-მოგესალმებით ბატონებო,-დაიწყო მშვიდად,-როგორც იცით დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის რომ ჩემი გადაწყვეტილება გაგაცნოთ, ზოგიერთმა თქვენგანმა ალბათ იცის რომ დღეს დაკავებულ თანამდებობას დავტოვებ და კომპანიიდან წავალ,იმ კომპანიიდან რომელიც ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომელსაც ოცდაათი წელი ვმართავდი.ახლა რომ ვიხსენებ ვხვდები,რამხელა დროა ეს და რამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა თავის დროზე,მაშინ სულ რაღაც ოცდახუთი წლის ამბიციური ბიჭი ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი,ამას მერე მივხვდი..
-ბატონო ნუგზარ იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და კენჭისყრა დავიწყოთ?-გააწყვეტინა მოწინააღმდეგემ.
-სანდრო,შვილო,მგონი აჯობებს ერთი რაღაც კარგად დაიმახსოვრო,თუ გინდა რჩევად მიიღე,მოსმენა და მოთმენა ისწავლე,თუ გინდა რომ მოგებული დარჩე…
-მე ისედაც მოვიგე ეს თამაში. კომპანია ჩემს ხელში გადმოდის,რადგან თქვენი სახელოვანი და მიტოვებული მემკვიდრე აქედან უკანმოუხედავად გაიქცა და არავინ იცის სად არის.- ჩაეცინა ირონიულად.
-დარწმუნებული თუ არ ხარ,არასოდეს არ თქვა არაფერი,-მოისმა ვიღაცის ხმა და ყველამ შემოსასვლელი კარისკენ გაიხედა.იქ სოლიდურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, წვერმოშვებული,მაგრამ თმადავარცხნილი და მოწესრიგებული გუგა ნუცუბიძე იდგა.ვატომ მაშინვე ზურას წაჰკა ფეხი და გაეღიმა.თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და მამის გვერდით დაჯექიო ანიშნა.
-მოკლედ მეც მოვედი,აბა მზად ხართ ბატონებო დავიწყოთ კენჭისყრა? რადგან ბატონ ალექსანდრეს ასე ძალიან სურს დამარცხება იწვნიოს.
ამაყად იჯდა უმცროსი ნუცუბიძე და მამა კიდევ უფრო ამაყი იყო ამით…
-არ ველოდი,ვაღიარებ,-ხმაში აღელვება დაეტყო სანდროს,-კარგად მომზადებულხართ..
-სანამ მამაჩემის და ჩემი ოჯახის კომპანიას ხელში ჩაიგდებ დიდი შრომა მოგიწევს,მანამდე კი ჩემი ნარჩენებით დაკმაყოფილდი,-უთხრა გუგამ. როცა ყველაფერი დასრულდა და უკვე ის იყო გენერალური დირექტორი.ამით მიახვედრა ვიცი შენი ფარული სურვილები და თათასთან შენი რომანის ამბავიო.
-ეს კომპანია მაინც ჩემი გახდება,არ მოგასვენებ იცოდე.სულ რაღაც ათი პროცენტით მაჯობე და მაგას აუცილებლად გამოვასწორებ.-უკვე ღიად დაემუქრა ბიჭი.
-მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე, რაც არ უნდა ცუდად ვიყო და რაც არ უნდა ვაგებდე თამაშს,ბრძოლას არასოდეს ვწყვეტ,იქნებ ამიტომაცაა რომ გამარჯვებული ყოველთვის მე ვრჩები.
-და ამიტომ გაიმარჯვე თათასთანაც ხო?პირდაპირ საკურთხევლის წინ რომ დაგამცირა და მიგატოვა ამდენი ხალხის წინაშე.-გამოიწვია სანდრომ.
-მაგაშიც გავიმარჯვე,ჯერ ვერ ხვდები ამას,მაგრამ ეგ დამარცხება კი არა, ყველაზე სასიამოვნო მოვლენა იყო ჩემთვის,იმიტომ რომ შევიცვალე და ახლა სხვანაირი გუგა ვარ,ისეთი როგორიც შენს წინ დგას,ალბათ არასოდეს მენდომებოდა დირექტორობა და ყველაფერი მართლა შენ დაგრჩებოდა,მაგრამ აღმოჩნდა რომ პირიქით მოხდა და მე გავიმარჯვე,-უთხრა გუგამ და მარტო დატოვა უზარმაზარ დარბაზში. თვითონ კი მანქანაში იჯდა და სოფელში მიიჩქაროდა. იმედი ჰქონდა რომ ნინა ისევ იქ დახვდებოდა და ნახავდა,ერთი თვე არ ყოფილა იქ,მანქანაც ვატომ ჩამოაყვანინა მძღოლს..
გამოკეტილ და გაყინულ სახლში ყველაფერი ისე დახვდა,როგორც დატოვა,მხოლოდ რაღაც ყუთი დახვდა საწოლზე.მივიდა,გახსნა და გაეცინა. არც თუ ისე ძვირფასი იყო,საათი რომელიც იქ დახვდა,მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისგან და შეუფასებელი იყო.
იმ დღის შემდეგ საათი ხელიდან არ მოუხსნია,თითქოს ნინას გვერდით ყოფნას გრძნობდა და ძალას ჰმატებდა ეს რაღაცნაირად…
ისე არ წამოსულა უკან ახლო მეზობლები მოინახულა,გაუხარდათ ნუკრის და შალვას მისი ისევ ნახვა. მიქელაძეების სამზარეულოში სამნი უსხდნენ სუფრას და უკანასკნელი ერთი თვის ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს.მისაღებში დედასთან მჯდომი მაგდა კი მთელი გულით მათთან იყო და აინტერესებდა რას ეტყოდა ბიჭი მისი გაქრობის შესახებ.
იმავე საღამოს კი ვიდეოზარით დაურეკა დას და ყველაფერი ჩაუკაკლა რაც მოისმინა..
-მეტი არაფერი გაგიგია?-ვერ ისვენებდა ნინა.
-არა,რაც გითხარი ეგ მარტო. მოულოდნელად მოუწია მამამისის კომპანიის სათავეში ჩადგომა და ამიტომ წავიდა,მგონი ვიღაც ემტერებოდა და წართმევას უპირებდა.
უი,ხო ვიღაც თათა ახსენა კიდევ. მემგონი ის ბიჭი მასთანაა დაკავშირებული.
-რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ წავიდა და არა იმიტომ რომ კომპანია იყო საფრთხეში.-წყენა შეერია ხმაში
-იქნებ მართლა იყო?-ჰკითხა გვანცამ.
-შენ რაა ეჭვიანობ?-ჩაეცინა მაგდას.
-არა,საიდან მოიტანეთ?-გაწითლდა გოგო.
-კი,ეჭვიანობს,-არ დააკლო იქიდან გვანცამ,აქედან მაგდამ.საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა რომ თავი ვერ გაიმართლა და ატირდა. გაკვირვებულები შეცქეროდნენ დები.
-აუ,რომ მცოდნოდა ასეთი რეაქცია გექნებოდა,სულ არაფერს გეტყოდი.
-იქნებ კარგიცაა რომ მითხარი.
-შენ რომ გეტირა ეგ არ მინდოდა.
-არ ვტირი,აი ნახე,-ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და ნაძალადევად გაიღიმა.
-რა გატირებს გოგო?სულელი ხარ თუ შეყვარებული?-გვერდში უბიძგა გვანცამ.
-იცი რა მწყინს?რაც მანდედან წამოვედი ერთხელ არ შემხმიანებია, ერთხელ არ დაურეკავს და არ მოუწერია,არადა რომ გეკითხა კარგი მეგობრები ვიყავით.
-იქნებ მიზეზი აქვს და მაგიტომ გარიდებს თავს?-მისი გამართლება სცადა მაგდამ.
-შენ მანდ თავი ხო არაფერს მიარტყი? შენ იცავ ვიღაც უცხოს?და თანაც ვის? ბიჭს,რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდი სულ.-გაოცებული იყო ნინა.
-არ ვიცავ,ვცდილობ რეალობა დაგანახო.კარგი წავედი,უკვე გვიანია და ძალიან მეძინება,აბა თქვენ იცით, გკოცნით და მალე ჩამოდით. მომენატრეთ,-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ლეპტოპი დახურა.მერე ჩატი ამოშალა და მოწერილ შეტყობინებას პასუხი მისწერა…
სულ სხვანაირი იყო მაგდა მიქელაძე როგორც გარეგნობით ისე გონებით და ხასიათით,განა ნინაზე ან გვანცაზე რამით მეტი იყო ან ნაკლები?ის უბრალოდ მარტივი ადამიანი იყო,თუ რაღაც უნდოდა აუცილებლად აკეთებდა იმას რომ მერე არ ენანა გაუკეთებლობა.მასაც ჰქონდა პირადი ცხოვრება,ყველასგან ფარული, მხოლოდ ორმა რომ იცოდა.მასაც უყვარდა და ეს სიყვარული მაშინ დაიწყო,როცა პირველად ნახა ვატო ვეფხვაძე სოფელში გუგას რომ ეძებდა და მოატყუა არ ვიცნობო.იმის მერე მეორედ მაშინ შეხვდა როცა ბიჭი გუგას მანქანის ჩამოსაყვანად პირადად ჩამოვიდა,შემთხვევით შეეჩეხა მაღაზიიდან მომავალ გოგოს და მაშინვე იცნო.ცოტა კამათის შემდეგ ზავი დადეს და გუგას ხათრით გადაწყვიტეს უბრალოდ კარგი ნაცნობები მაინც ყოფილიყვნენ,თუმცა ისე უჩანდა საქმეს პირი რომ მათი ურთოერთობა გაცილებით შორს წავიდოდა,რადგან გამუდმებული მიმოწერა ჰქონდათ და ხშირად საუბრობდნენ ვიდეოთვალით.რაც უფრო დრო გადიოდა,მით უფრო მეტად იცნობდნენ ერთმანეთს და მით უფრო მეტად ხვდებოდნენ რომ საერთო გაცილებით მეტი ჰქონდათ, ვიდრე უბრალოდ გუგა,ერთადერთი რაც ვატოს აბრკოლებდა ეს მათ შორის არსებული ათწლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო.თუმცა უარს მაინც ვერ ამბობდა მის წითურთან მიმოწერაზე, როგორც მან შეარქვა…
ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ სიტუაცია სხვანაირად მოტრიალდებოდა,თან ისე რომ ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა ამას.ამ ამბის გაგებით კი ყველას ცხოვრება იცვლებოდა, უბრალოდ რაღაცეები ბოლომდე უნდა გაერკვია და დაელაგებინა…
არეულ ვატოს თავს რომ რაღაც ხდებოდა მაშინვე შეატყვეს გუგამ და ზურამ,საყვარელ ადგილას შეიკრიბნენ და ზამთრის ერთ ცივ და უჟმურ დღეს გულახდილი საუბრებისთვის საუკეთესო დრო მიეცათ.
-აბა,მიდი დაიწყე,გისმენთ…
-მე რატომ?-მხრები აიჩეჩა ვატომ.
-იმიტომ რომ რაღაც გჭირს.
-ხოდა აღარც სოფელს და სოფლელებზე მეღადავები,ესეგი რაღაც შეიცვალა…
-არაფერი,მაგისთვის დრო აღარ მრჩება,სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმები მაქვს მოსაგვარებელი.
-შენ ვერ გავიგე ჩემი მეგობარი ხარ და თუ ჩემი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
-ამ შემთხვევაში მეორე,ყურადღების მოდუნება არ შეიძლება,მითუმეტეს თუ აქამდე სანდრო ფარულად იმუქრებოდა, ახლა ღიად გამოგიცხადა ომი, ეს კი იმას ნიშნავს რომ საფრთხე გემუქრებათ..
-გვემუქრება?-დაიბნა გუგა.
-ხო გემუქრებათ,ოღონდ ამჯერად დარტყმას სხვანაირად მოგაყენებს და მეშინია და ამისთვის ნინა არ გამოიყენოს..
-ნინა?ვინ არის ეს ნინა,ყველა რომ ახსენებს?-იკითხა ზურამ.
-ნინა რა შუაშია?ვერ მივხვდი.
-როცა მიხვდები გვიანი არ აღმოჩნდეს მეშინია,ამიტომ ვარ ასე დაძაბული, ყველანაირ საფრთხეს უნდა ვერიდოთ და განვსაზღვროთ შენი სუსტი წერტილები.
-ანუ მირჩევ რომ სანამ რამე არ შეიცვლება,ნინას არ გავეკარო?
-ზუსტად.თუ გინდა რომ მას ზიანი არ მიადგეს და შენთვის ძვირფასია, მისგან შორს უნდა იყო.
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ამის დედაც. -შეიგინა ხმამაღლა ნუცუბიძემ და კიდევ უფრო მოეშხამა ხასიათი.მაშინ როცა იფიქრა რომ ყველაფერი მოგვარდა და გოგოს სანახავად წავალო,ისევ ყველაფერი აირია.ისევ მის გარეშე უნდა ყოფილიყო…
-ახლა მთავარი რაც არის ეს ის არის,რომ იმ ცერემონიალზე უსაფრთხოდ იყო.
-როგორ მეზარება ეგ ყველაფერი.
-ვერ გადარჩები,ბოლოსდაბოლოს გენერალურ დირექტორად ინიშნები და ხალხში ეს შენი პირველი გამოჩენა იქნება იმ ამბის მერე.
-ვიცი ზურა რომ ადვილი არ იქნება.
-ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით,-მხარზე ხელი მეგობრულად გადაუსვა ბიჭმა.
******

რეფერატს ამზადებდა,როცა მოულოდნელად ტელევიზორში ნაცნობ სახელსა და გვარს მოჰკრა ყური.გვერდით გადადო ყველაფერი და ეკრანს მიაჩერდა.გულმა სხვანაირად დაუწყო ძგერა,როცა მას მოჰკრა თვალი.სხვანაირი იყო. სოლიდურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი და ლამაზად დავარცხნილი იმ ჩამუქებულ მწვანე თვალებს აბრიალებდა და საოცრად იღიმოდა.ასეთი გუგა არასოდეს არ ჰყავდა ნანახი.იქნებ ეს იყო მისი ნამდვილი სახე და არა ის,სოფელში რომ ცხოვრობდა.შეეშინდა,საოცრად შეეშინდა თავისი თავისაც და იმ გრძნობისაც რაც უკვე ღრმად იყო მის გულში გამჯდარი.ტელევიზორი გამორთო და საწოლზე მიწვა, მეცადინეობა ვეღარ გააგრძელა,არ ჰქონდა ამის თავი. ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. ამ დღეს მიხვდა რომ ნინა მიქელაძე გუგა ნუცუბიძეზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.
*******
სარკის წინ უკანასკნელად დატრიალდა, თმა გვერდით გადაიწია, წამოზრდილ წვერზე ხელი მოისვა, ნინას ნაჩუქარ საათზე დრო შეამოწმა და ოთახიდან გამოვიდა.
-აბა,როგორია?-ხელები განზე გაშალა და მშობლების და მეგობრების წინ დატრიალდა.
-შესანიშნავად გამოიყურები,-ყველას დაასწრო დედამ და შვილს ღიმილით გახედა.
-დღეს ფურორს მოახდენ,მაგრამ იცოდე,ზედმეტი არ წამოგცდეს.უნდა გავიგოთ,ვინ დგას იმ არაკაცის უკან.
-კარგი,ჭკვინად ვიქნები,გპირდები,- უპასუხა ვატოს და დაწინაურდა.
უამრავი ხალხი იყო მოწვეული. უხარმაზარი კომპანიის თანამშრომლები, მნიშვნელოვანი პირები,ბიზნესმენები,ჟურნალისტები და ტელევიზია...ყველას აინტერესებდა ვინ გახდებოდა ამ უზარმაზარი ჰოლდინგის ახალი გენერალური დირექტორი.თუმცა ხმები უკვე დადიოდა მის შესახებ, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდნენ რომ გუგა ნუცუბიძე დაბრუნდებოდა…
როგორც კი პირველი ლიმუზინი გაჩერდა,მაშინვე მიიქციეს ყურადღება.სანდრო ახალკაცის გვერდით არც მეტი არც ნაკლები გუგა ნუცუბიძის ყოფილი საცოლე იდგა ულამაზეს შავ,გრძელმკლავიან, დახურულ ელეგანტურ კაბაში გამოწყობილი და იღიმოდა.ბიჭს მკლავში გამოსდო ხელი და ბედნიერი ღიმილით მისდევდა გვერდით.სულ არ აინტერესებდა უკან რომ ამდენი წყვილი თვალი მისჩერებოდა და ჩუმად ლაპარაკობდნენ მასზე….
ნაცნობები დაინახეს და მათ შეუერთდნენ.საუბარი გაუბეს..
მალე მეორე ლიმუზინი მოვიდა. ნუცუბიძე უფროსი გადმობრძანდა მეუღლესთან ერთად,გაიარა ჟურნალისტების არმია და დარბაზში ხალხს შეუერთდნენ.ისევ ჩურჩული და ისევ ჭორაობა,ისევ ის,რისგანაც თავის დაღწევას ცდილობდნენ..გზად ყოფილი სარძლოს მშობლები დაინახეს, როგორ არ უნდოდა ნუგზარს ახლა მათთან შედვედრა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ზრდილობის გამო მაინც უნდა დალაპარაკებოდა.
-ნუგზარს გაუმარჯოს,როგორც იქნა ინებეთ და გამოხვედით ხალხში.
მოეჩვენა რომ დიმიტრი დანელია დასცინოდა ან იქნებ არც მოსჩვენებია?
-თქვენგან განსხვავებით თამაში და ტყუილი ჩვენს ოჯახში მიუღებელია, ჩვენ ყველაფერი გულწრფელი ვიცით სიხარულიც და დარდიც.-მშვიდად უპასუხა.
-იქნებ ჩვენც არ განვიცდით ნაკლებად ბატონო ნუგზარ?
-თქვენში ვის გულისხმობთ?საკუთარ თავს თუ თქვენს ქალიშვილს, რომელსაც ძალიან მალე უპოვია ახალი სამიზნე?
-იქნებ თქვენი შვილი და თქვენი ბიზნესია სამიზნე?-თვალი ჩაუკრა ეშმაკურად მან და გაეცალა.
-ჯანდაბა,ახლა მივხვდი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,გუგამ უნდა გაიგოს..
-არა,არ გაბედო,არ გაბედო მისთვის ახლა ამის თქმა,-შეაჩერა ცოლმა,- დღეს ყველაფერი მშვიდად უნდა დასრულდეს..
მეტი აღარ დასცალდა,რადგან კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა და წვეულების ყველაზე ბოლო სტუმარი და ყველაზე მთავარი ვარსკვლავი მოვიდა. როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო გუგა ნუცუბიძე მაინც ყველგან ვარსკვლავი იყო,თანაც მთავარი და ყველაგან მის ირგვლივ ატრიალებდა სამყაროს…
ყველას ესალმებოდა და უღიმოდა, ნაცნობებს კითხულობდა.ფურორი ნამდვილად მოახდინა მისმა მოსვლამ.
-ბატონო გუგა,როგორ გრძნობთ თავს?
-ბატონო გუგა რას იტყვით ჩაშლილ ქორწილზე ამდენი ხნის შემდეგ?
-ბატონო გუგა სად იყავით?
-ბატონო გუგა აქ თქვენი ყოფილი საცოლეა,რას ეტყვით მას როცა შეხვდებით?ისევ გიყვართ თუ არა ის?
უამრავი კითხვები დააყარეს ჟურნალისტებმა,ჯერ თავის არიდება სცადა,მერე კი როცა ის დაინახა მომღიმარი,შეჩერდა,ხელები ასწია და ხმამაღლა განახცხადა.
-ერთი წუთით მეგობრებო, დამშვიდდით, ახლა ყველას პასუხს გაგცემთ ყველა კითხვაზე. რიგრიგობით.მანამდე კი განცხადებას გავაკეთებ.ჩემს ირგვლივ ყოველთვის უამრავი ჭორი ვრცელდებოდა და ვიცი ყოველთვის კარგი არ ვყოფილვარ, მაგრამ არც ისეთი ცუდი ვიყავი რომ ერთ გოგოს,რომელიც მეგონა რომ ამქვეყნად ყველაზე სუფთა და ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნდა ასე გავეწირე,დიახ ბატონებო და ქალბატონებო,ვაღიარებ თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული თათა დანელიაზე,მაგრამ მან ეს არ დააფასა,აღმოჩნდა რომ მეთამაშებოდა და მატყუებდა.მას ეგონა რომ დამამცირა და შური იძია როცა იქ მიმატოვა საკურთეველთან, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალა,რომ ამით მე თავისუფლება და ბედნიერება მომანიჭა,ბედნიერება,რომელიც სხვაგან ვიპოვე,წავიდა კაცთან რომელიც ეგონა რომ ამ ჰოლდინგის მფლობელი გახდებოდა,თუმცა ერთი რამე გამოგრჩათ,ის ხელმოწერა კარგად უნდა გაგეყალბებინათ და უნდა გაგხსენებოდათ რომ მე მემარცხენე ვარ და ადვილად მივხვდებოდით ამას.ჰო კიდევ ქალბატონებო და ბატონებო,თქვენს წინაშეა ახალი გენერალური დირექტორი და ვაპირებ ბევრი რამე შემვცვალო ჩემს ახალ კომპანიაში..
ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, საქმეები მაქვს, მოგვიანებით პრესკონფერენციას გავმართავთ და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ.-გვერდი აუარა ჟურნალისტებს და ხალხს შეერია,ცოტა ისაუბრა,მერე დაიღალა ამდენი სიყალბით და ერთი-ორი ჭიქის დალევა გადაწყვიტა.ბართან მარტო იჯდა და ხალხს ათვალიერებდა,როცა გვერდით ნაცნობი სურნელი იგრძნო.
-არ დამპატიჟებ?-ჰკითხა და მოეჩვენა რომ დასცინოდა.
-მგონი სიტუაცია შეიცვალა,მაშინ მე მოვედი და მე გითხარი იგივე,რადგან შენი გაცნობა მინდოდა.-ისე უპასუხა,არც მოუხედავს მისკენ.
-კარგი,თვითონ შევუკვეთავ.
-ხომ არ გეჩვენება რომ უკვე თავხედობ?მე ასეთს არ გიცნობდი, უფრო სწორად აღმოჩნდა რომ საერთოდ არ გიცნობდი.
-შენ ისეთს მიცნობდი როგორიც გინდოდა რომ ვყოფილიყავი.
-ანუ აღიარებ რომ შენი სამიზნე ვიყავი?ოღონდ რატომ ეგ ვერ გავიგე.
-გვიან,მაგრამ მაინც მიხვდი,-გაეცინა გოგოს.-მაგრამ მიკვირს ახლა მშვიდად რომ ხარ.
-გაბრაზებამ გადამიარა,თანაც მივხვდი რომ ამად არ ღირხარ.-ახლა შეხედა ბიჭმა და რაღაცნაირად ჩაეცინა.-დიდხანს ხომ არ მიატოვე შენი სატრფო?
-სულაც არა,ჩვენ მშვენივრად გვესმის ერთმანეთის.
-მაშინ თქვენ გაგიმარჯოთ,-ჭიქა შემართა გუგამ და ადღეგრძელა..
- არ გიხდება ეს ირონია.-გაუღიმა გოგომ.
-რა გინდა ჩემგან?
-არ მინდა რომ ნაწყენი იყო..
-არც მე არ მინდოდა რომ ასე დაგემცირებინე და ასე ყლ...დ გამოგეყვანე,მაგრამ მაინც ასე მოხდა, ასე რომ ნუ იქცევი ისე თითქოს არაფერი მომხდარიყო,ვერასოდრს დავივიწყებ იმ დამცირებას.არა,უფრო სწორად იმ ტკივილს რაც გადავიტანე, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გააკეთო.
-აღარაფერს არ გავაკეთებ გპირდები.
-ჩალის ფასი აქვს შენს ფიცს და დაპირებას,ასე რომ ნუ მპირდები ნურაფერს კარგი?ახლა სხვა თვალით ვუყურებ ცხოვრებას და სხვანაირად ვაზროვნებ.სხვა პრიორიტეტები მაქვს.
-მაგრამ დღემდე გაწუხებს ის კითხვა რატომ ან რისთვის გავაკეთე ეს.-მისკენ გადაიხარა გოგო და ხერხემალზე ხელო ააყოლა ნაზად.
უცნარი იყო რომ გუგას რეაქცია არ ჰქონია.ყინულივით იყო.
-შენ...შენ მე აღარ აღგაგზნებ და აღარ გიზიდავ..-შეცბა თათა,-სხვა გამოჩნდა?
-ეგ არაფერ შუაშია საერთოდ..
-არის,როგორ არ არის,შენ არასოდეს შეგეძლო ჩემზე უარის თქმა…
-მართალია,მე არ შემეძლო,შენ შეძელი ეს….უნდა მომეძებნე და მომეკალი იმ შენ სანდროსთან ერთად,მაგრამ მივხვდი რომ ამით დიდ სამსახურს გაგიწევდი.ასე რომ ცოცხალს დაგტოვებ და დაგანახებ როგორ გაგანადგურებ და როგორ გაგინადგურებ საყვარელ ადამიანებს..
შენ კი შემევედრები რომ ისინი არ გავწირო,ისე როგორც მე გევედრებოდი რომ არ მიგეტოვებინე..
-ომი გინდა?
-მე არ მინდოდა,ეს შენ დაიწყე და ის პატარა ბრძოლა მოიგე,მაგრამ საბოლოო გამარჯვებას მე ვიზეიმებ.-ისე ამპარტავნულად გადახედა,როგორიც ადრე იყო,როცა ხალხის წამება სიამოვნებას ანიჭებდა.
-ამას არ იზავ,-შეშინებულმა ამოხედა თათამ.
-უარესსაც ვიზავ.-თვალი ჩაუკრა და წამოდგა,მარტო დატოვა გოგო. თვითონ კი იქ წავიდა სადაც უკვე ელოდნენ.განცხადება უნდა გაეკეთებინა…
როგორც კი სიტუაცია ოდნავ დამშვიდდა,სპეციალურად მომზადებული ტექსტი წაიკითხა და ხალხს თავის თავი გააცნო ახალ ამპლუაში,მაშინვე დატოვა იქაურობა.
როგორც არასდროს ისე იგრძნო ნინას მონატრება და ისე მოუნდა მისი ნახვა. დათოს ნომერი აკრიფა გზიდან, რამდენიმე ზარის შემდეგ ბიჭმა უპასუხა.
-ასეთ დროს რატომ არ გძინავს? შეყვარებული ხარ და ძილი გაგიფრთა?
-არა,საიდან მოიტანე?-ჰკითხა უხალისოდ.
-მე მემართება ხოლმე ასე,როცა გვანცაზე ვფიქრობ…
-მოკლედ დათო ერთი თხოვნა მაქვს..
-გისმენ..
-ნინა უნდა ვნახო...ახლავე…-დააყოლა ბოლოს.
-მდაა..აკი არ ვარ შეყვარებულიო? -ჩაეცინა ბიჭს.
-მეტყვი თუ ჩემით გავარკვიო?
-კარგი,მოგწერ,ოღონდ ძალიან არ შეაშინო,შუაღამეა მაინც და თან მარტოა,გვანცა სოფელში წავიდა…
გუგას მეტი აღარ მოუსმენია,უკვე იმ ქალაქისკენ მიაქროლებდა მანქანას სადაც ნინა იყო და რაც უფრო უახლოვდებოდა,მით უფრო მეტად უცემდა გული.ჯანდაბაში მოისროლა პიჯაკიც და ჰალსტუხიც,პერანგის სახელოები აიკეცა და საჭეს უფრო ძლიერად მოხვია ხელი…
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და ელოდა.ელოდა..ის კი არ ჩანდა და შიშმა შეიპყრო ვაიდა არასწორად მოვედიო,მაგრამ კარის საკეტი გაჩხაკუნდა და მოღიღინე გოგო გამოჩნდა პარკებით დატვირთული. როგორც კი კარი მიხურა და ოთახისკენ მობრუნდა.ჯერ თვალებს ვერ დაუჯერა,მერე კი სკამზე მჯდარი გუგა ნუცუბიძე დაინახა,პარკები დაეყარა და მოულოდნელობისგან იყვირა…
-რა გაკივლებს?ნუთუ ასე უცებ დაგავიწყდი?-ჰკითხა ღიმილით და მაგიდაზე თითები აათამაშა.
-ჯანდაბა,ჯანდაბა,მეჩვენები ხომ? რატომ არ მანებებ თავს?-თვალები დახუჭა და ბუტბუტებდა.გუგას გაეცინა, წამოდგა,მისკენ წავიდა,ხელები სახიდან ჩამოაღებინა და შეხედა.
-აქ საიდან მოხვდი?როგორ შემოხვედი?
-კარი ღია იყო.
-არ იყო,შევამოწმე რომ გავედი.
-დამშვიდდი კარგი...ხელები ჩაჰკიდა გუგამ.
-რატომ მოხვედი?მეგონა დაგავიწყდი. -თვალები ცრემლით აევსო გოგოს..
-არ დამვიწყებიხარ,უბრალოდ მეშინოდა..მეშინოდა რომ გულს გატკენდი და ამიტომ გარიდებდი თავს,მე ხომ ვიცი ეს რა ტკივილია არ გპასუხობდნენ იმავე გრძნობით, როგორიც შენ გაქვს.
-და რას გრძნობ?-ისევ ჰკითხა ნინამ.
-არ ვიცი..მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან მაკლიხარ და ძალიან მჭირდები.
-ერთხელ უკვე გითხარი მე არ ვარ წამალი.-ხელები გაუშვა გოგომ.
-მე არ მჭირდება არანაირი წამალი და მკურნალობა.
- რა შეიცვალა?
-ვნახე..ის ვნახე..
-მერე..-გულისფანცქალით ელოდა ნინა პასუხს.
-ვერაფერი ვიგრძენი,ზიზღის და შეცოდების გარდა..მივხვდი რომ შენთან ის ვერ მოვა..
-გუგა გახსოვს შენ მითხარი საკუთარ თავზე მეტად არავინ შეიყვაროო, მაგრამ არ გამომივდა,ვერ დაგიჯერე. ..შემიყვარდი.-თავი დახარა და ასლუკუნდა.გუგას ჩაეღიმა,ხელები მოხვია და მკერდზე მაგრად მიიხუტა.
-ჩემი პატარა,სულელი გოგო….
გვიანობამდე საუბრობდნენ და უყვებოდნენ ერთმანეთს განვლილი თვეების შესახებ.გუგას ნინას მუხლებზე ედო თავი,წამოწოლილიყო და მისი ხელები ეჭირა,თითქოს სადმე გაექცეოდა.
*******
ეძნელებოდა ნუცუბიძეს მისი დატოვება,მის გვერდით სულ სხვანაირი იყო,ახალგაღვიძებულმა ცოტა ხანს უყურა მის ბავშვურ სახეს, დივანის საზურგეზე რომ მიედო თავი და მოკეცილ მკლავს ეყრდნობოდა.
ტელეფონის ზარმა გამოარკვია, მაგიდაზე მისი ტელეფონი ზუზუნებდა.
ჩუმად უპასუხა.ვატო იყო,შეახსენა რომ კომპანიაში მუშაობის პირველი დღე იყო.
მოვდივარო უთხრა,ჯიბეში ჩაიცურა ტელეფონი და სახლიდან გავიდა…
გული დასწყდა ნინას მარტო რომ აღმოჩნდა სახლში.ჯერ ეგონა რომ სიზმარი იყო ყველაფერი,მერე უკეთ აღიდგინა და გაბრაზდა რომ ისევ მარტო დატოვა.ტელეფონს დასწვდა რომ საათი ენახა და შეტყობინება დახვდა,გახსნა და გაეღიმა.
-მაპატიე რომ ისევ წავედი.მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო დღეა და არ მინდა უპასუხისმგებლოდ მოვიქცე.არც შენი გაღვიძება მინდოდა ისე საყვარლად გეძინა.მერე შეგეხმიანები. ბოლოში გულები და კოცნის სმაილები ჰქონდა მიხატული.სიხარულისგან გული აევსო ნინას და ტელეფონი ჩაიხუტა,თითქოს გუგა მის გვერდით იყო.
*******
საქმეზე კონცენტრირება და საბუთების შესწავლა გაუჭირდა.სულ ნინა ედგა თვალწინ და გუშინდელი შეხვედრა.ვერ ისვენებდა ან როგორ შეეძლო იმ შეგრძნებების დავიწყება, რასაც მის გვერდით ყოფნისას გრძნობდა.
ზურას ნებისყოფა გამოელია და გაბრაზებულმა დაახეთქა საბუთები მაგიდაზე.
-ამის დედა შ...ი.შენ ასე აპირებ ამ საქმეზე მუშაობას?
-რა გჭირს?-თვითონაც გაუკვირდა საკუთარი სიმშვიდის.
-უკვე ათი წუთია ვლაპარაკობ,შენ კი სადღაც დაფრინავ.გამაგებინე რამ შეგცვალა ასე ან რა მოხდა იმ სოფელში ასეთი,რომ ასე გამოშტერდი.
-რა გჭირს შე...ა?ასეთი ნერვიული როდიდან გახდი?-ჩაეღიმა გუგას.
-კიდე რომ ხუმრობს..
-ნერვებს ვერ იმორჩილებ ამ ბოლო დროს,ქალი გინდა შენ აშკარად,ქალი..
-ახლა თუ არ გაჩუმდები...ხომ იცი რომ არ მაკლია?
-ეგეთი ქალი არა,ისეთი,სულ რომ სახლში გეყოლება და დაგამშვიდებს.
-გაჩუმდი,გესმის?გაჩუმდი.ცოლის მოყვანას არ ვაპირებ,მითუმეტეს ამაში სულ უფრო ვრწმუნდები, განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც შენ შეგემთხვა..
-ეგ ამბავი მე აღარ მადარდებს და შენ რა გაფიქრებს ან რა გაშინებს ასე ვერ ვხვდები...
-ყველა ქალი საშიშია..
-ნარცისივით იქცევი,საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტივით..
-საქმეს დავუბრუნდეთ..-გადაიტანა საუბარი ზურამ.
-შენ პირველ რიგში ჩემი მეგობარი ხარ და მერე კომპანიის მთავარი ფინანსისტი.ასე რომ ჯერ შენი უფროსის გულახდილ საუბრებს უნდა უსმინო და მერე მიხედო საქმეს.
-აი ის არაკაცი სანდრო რომ წაგართმევს ამ ყველაფერს,მერე ნამდვილად დაგრჩება დრო გულახდილი საუბრებისთვის,-უპასუხა გაბრაზებულმა და საქაღალდე წინ დაუდო.-გადახედე,ეს იმ მშენებლობის პროექტია,ტენდერში რომ მოვიგეთ, ხარჯთაღრიცხვა და ფინანსები,მაგრამ კიდევ არის კომპანია რომელიც ისევ გვეცილება ამაში და ვინ დგას ამ კომპანიის უკან უნდა გავიგოთ.
-ეგ ისედაც ვიცი.სანდრო იქნება მფლობელი..
-არა მგონია მაგდენი გაბედოს,მაგის შესაძლებლობა არ აქვს და არც ფინანსები.მე უფრო სხვა მგონია...უფრო დიდი თევზი.
-ხოდა დაველოდოთ,თვითონ გამოამჟღავნებს თავს.ჩვენ უბრალოდ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.
-შენი სიმშვიდე მაოცებს და მკლავს…
-ეს ერთადერთია რაც იმ ამბავმა მომიტანა და თვითონაც მიკვირს საკუთარი თავის ასეთი რომ გავხდი. მაგრამ ვფიქრობ დრო იყო ცვლილებების და ესეთი გუგა ყველაზე მეტად მომწონს.კარგი,მოდი საქმეს მივხედოთ,გამარკვიე კარგად ყველაფერში…
ზურა გვერდით მიუჯდა და დანარჩენ საბუთებსაც გადახედეს.თუმცა ერთი სული ჰქონდა ყველაფერი დასრულებულიყო და ნინასთან წასულიყო,ან მისი ხმა გაეგონა…
-წავედი,-დასრულებული არ ჰქონდა ზურას რომ წამოხტა და წასასვლელად მოემზადა.
-სად მიდიხარ?რა გჭირს ადამიანო?-გაკვირვებულმა შეხედა ძმაკაცმა.
-ეგ მეც არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ უნდა წავიდე,-გაეცინა და კარი გაიხურა.
-ნუთუ ისევ შეყვარებულია? -ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა და წამოდგა, თვითონაც წასასვლელად მოემზადა…
კარებში ვატოს შეეჩეხა.
-შენ რაღა გჭირს?დღეს რა არეულები დარბიხართ?
-გუგა სად არის?
-არ ვიცი,სადღაც გავარდა.არ მითხრა.
-დაახლოებით ვიცი სადაც წავიდა, კარგი მერე დაველაპარაკები…
-მოიცადე,-შეაჩერა ზურამ,-მე არ მეტყვი რა ხდება?
-წამოდი,ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ,-უპასუხა და წინ გაუძღვა..
-მოკლედ რაშია საქმე,ნათლიამ დამავალა რომ თათას ოჯახისთვის მეთვალთალა და მასზე ინფორმაცია მომეძია,ეჭვი აქვს რომ ისინი არიან დაინტერესებულები კომპანიის ხელში ჩაგდებით,თათაც სპეციალურად დაუახლოვდა გუგას რომ მისთვია თავგზა აერია,გაენადგურებინა,მერე აქედან წასულიყო და სანამ ნუგზარი დაკავებული იქნებოდა შვილის ამბებით, ისინი შეძლებდნენ კომპანიის ხელში ჩაგდებას..
-ხო მაგრამ მიზეზი?მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს?ასე შეიძლება უცებ გაიღვიძო და თქვა იცი რაა დღეს ეს კომპანია ჩემი უნდა გახდეს და მორჩა?
-ადრეც საუბრობდნენ მის გაუმაძღრობაზე და ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში,უცნაური კი ის არის რომ ამ ყველაფერს კიდევ ერთი მთავარი გმირი ჰყავს..-ვატომ საქაღალდე მოუჩოჩა წინ,ზურამ გადაშალა და კითხვა დაიწყო.ბოლოში რომ გავიდა გაკვირვებულმა ჰკითხა.
-ეს ნინა მიქელაძე ვინაა?
-ქალი,რომელიც გუგას მოსწონს ან უყვარს,-გაეცინა ბიჭს.
-ოო,აი ეს უკვე მომწონს,დიდი ამბები გველოდება წინ.რას ვაპირებთ?
-გუგას ჯერ არაფერს ვეუბნებით და სოფელში მივდივართ..იმ კაცს უნდა დაველაპარაკოთ…
******
-მამა,სტუმრები გვყავს,-როგორც კი უცხო მანქანა დაინახა,მაშინვე იყვირა გვანცამ და კარისკენ გაიქცა. გაუკვირდა შალვას ვინ უნდა იყოსო და შვილს უკან აედევნა.სტუმრები ვერ იცნო,მაგრამ მაინც ტკბილი სალმით შეეგება.შინ შეიპატიჟა.
-რა ხდება?ხომ მშვიდობაა?-ჰკითხა და ცოლს ანიშნა სუფრის გაშლა დაიწყე, სტუმრები გვყავს,მერე კი ოთახები მოუმზადეო.
-დარჩენას არ ვაპირებთ,თუ მაინცდამაინც მოგვიწევს აგერ ჩვენი მეგობრის სახლში დავრჩებით,თქვენს მეზობლად.
-აქედან არ გაგიშვებთ,სანამ ერთი-ორს არ დაილოცებით და მერე არ ამიხსნით ჩვენთან რა გინდათ.
-ასეთი მკაცრი,ნუ იქნებით შალვა ბიძია,გუგას გამო მაინც.
-მოკლედ ჯერ გაგეცნობით,მე ვატო ვარ,ეს ზურა.ჩვენ გუგას მეგობრები და კომპანიის მნიშვნელოვანი თანამშრომლები ვართ.
-მერე მე რა შუაში ვარ თქვენს მეგობართან?ან ჩემი ოჯახი?
-პირდაპირ კავშირში ხართ,ვინმე დიმიტრი დანელიას თუ იცნობთ?და მაინტერესებს რატომ გაქვთ სხვადასხვა გვარი?
შალვა გაფითრდა,აღარც ეგონა ვინმე ოდესმე ამას თუ გაახსენებდა.ოდესმე თუ ისევ უხსენებდნენ მის სახელს.
-მითხარით რომ მას არ გამოუგზავნიხართ?-ჰკითხა შეშინებულმა
-არა,დამშვიდდით,ჩვენ აქ სულ სხვა რამის გამო ვართ.გვინდა გავიგოთ რა მოხდა თქვენს შორის და რატომ თქვით უარი ქონებაზე,როცა კანონიერი მემკვიდრე თქვენ იყავით.
-ეს საიდან მოიტანეთ?-გაუკვირდა შალვას.
-თქვენ რა არ იცოდით რომ მამათქვენმა მემკვიდრედ თქვენ დაგასახელათ?
-არა,ანდერძში სულ სხვა რამე ეწერა. ჩემი თვალით ვნახე..
-მოგატყუეს ბატონო შალვა,საკუთარმა ძმამ მწარედ მოგატყუა,უბრალოდ ის მაინტერესებს როგორ ან რითი დაგაშანტაჟათ.-ჰკითხა ზურამ
-მე რომ მაშინ არ შემშინებოდა..მე რომ მაშინ დაუფიქრებლად არ მოვქცეულიყავი…-ანერვიულებულმა შრომისგან დაბერებულ თითებს დაუწყო წვალება.
-აქ რატომ ჩამოხვედით?-ქმარს მიუჯდა გვერდით ნატო და ხელი მოჰკიდა,რომ დაემშვიდებინა.
-იმისთვის მოვედით რომ….-მოყოლა დაიწყო ვატომ….
*********
კარის ჩარჩოს მიყრდნობილი,ცალ ხელში ვარდების თაიგულით ელოდა როდის გაუღებდა კარს ნინა.გოგო კი აგვიანებდა,ეჭვიც კი შეეპარა ვაითუ სახლში არ არისო.მაგრამ მალე ეჭვი გაუქრა,კარს იქით ბუზღუნის ხმა მოესმა და მალე ისიც გამოჩნდა.
-გვანცაა,რამდენჯერ უნდა დაგავიწყდეს გასაღები?- გაბრაზებულმა გამოხსნა კარი და სახე გაუნათდა.გაუცნობიერებლად მოეხვია კისერზე და ვარდების თაიგული შუაში მოიქცია.
-ასე გაგიხარდა ჩემი მოსვლა?--წელზე ხელი მოხვია გუგამ და ლოყაზე აკოცა.
-არ ვიცი რა მჭირს,-დაიმორცხა მერე და უკან დაიხია,განზე გადგა და სახლში შეუშვა.როგორც კი კარი დახურა,ხელებში მიაჩეჩა გუგამ ყვავილები.
-მარტო შენ კი არა,მეც ეგრე ვარ,-გაეცინა ბიჭს და სკამზე ჩამოჯდა.
-აბა,დღემ როგორ ჩაიარა?
-არაა ჩემი საქმე ეს დირექტორობა და რა ვქნა?-ჰალსტუხი მოიხსნა და გვერდით მოისროლა.-მოდი აქ.-ხელი გაშალა და ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო.კნუტივით მიუცუცქდა ნინა და ბიჭის მხარქვეშ მოექცა.გუგამ მის თმაში ჩარგო ცხვირი და ღრმად შეისუნთქა.-ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე ეს უბრალო სურნელი თუ გახდებოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო სურნელი.
-იმას თუ წარმოიდგენდი რომ სოფელში გაცნობილი გოგო მოგეწონებოდა?
-ეს მოწონებაზე მეტია.ნინამ ბედნიერმა ახედა ქვემოდან.
-ახლა გვანცა რომ მოვიდეს რა უნდა ვქნათ?
-არა მგონია ვერ ხვდებოდეს რომ ერთმანეთი მოგვწონს.
-ხო,პრინციპში ეგეც მაგრთალია.
-ისევ ხვდებიან ერთმანეთს?
-შენც იცი?-გაუკვირდა ნინას.
-დათო ჩემი მეგობარია და არაფერს მიმალავს.
-ასე მალე როგორ დამეგობრდით?
-ხანდახან გამონაკლისებიც ხდება.იცი პირველად დათომ მითხრა გელას ნინა უყვარსო,მაშინ მდინარეზე,ის ამბავი რომ მოხდა..
-ესეგი შენ ჩემამდე იცოდი.
-კი ვიცოდი და მინდა ახლა ვაღიარო რომ საშინლად არ მომეწონა,ეს მერე მივხვდი რომ შენ უკვე იმაზე მეტი იყავი ჩემთვის,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
-ჩუმჩუმელა.მე არაფრის აზრზე არ ვიყავი.ჩემს მოსაძებნად რატომ წამოხვედი?
-არ ვიცი.უბრალოდ მინდოდა გამეგო რას გრძნობდი.მინდოდა გამეგო შენც თუ იმავეს განიცდიდი რასაც მე ადამიანის გადარჩენის მომენტში.
-რას გრძნობდი?
-თავი ღმერთი მეგონა,მე უბრალო მოკვდავს,-გაეცინა გუგას.
-მე კიდევ მართლა ძალიან შემეშინდა, ჩემ თავს არ ვდარდობდი,მეშინოდა რომ ჩემები ჩემს გამო იდარდებდნენ და ალბათ ძალიან დაიტანჯებოდნენ.
-საბედნიეროდ მეც იქ ვიყავი და მადლობა ღმერთს რომ არაფერი მოგივიდა,მადლობა ღმერთს რომ მამაშენიც არ დათანხმდა გელასთვის მიეთხოვებინე…
-ეგ არ გამახსენო,-გაეცინა ნინას.
-იცი მე შენ მანამდე სიზმარში გნახე,ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყავი,როგორიც ჩემს ოთახში. ტიროდი და მეუბნებოდი არ მინდაო..
-ესეგი სიზმარშიც გესიზმრებოდი?
-მაშინაც და მერეც,როცა წახვედი. კინაღამ გავგიჟდი როცა გავიგე,რომ შეიძლებოდა სხვისი ცოლი გამხდარიყავი.-მიიხუტა ძლიერად და თავზე აკოცა.-შენ ყოველთვის ჩემი იქნები,-ჩასჩურჩულა ყურში..
მერე იყო ერთთვიანი ყოველდღიური შეხვედრები, სეირნობა, კინოში წასვლა, რესტორნებში ვახშმობა, ერთი-ორჯერ კლუბსაც ესტუმრნენ, ნინას საშინლად არ მოეწონა და და მალევე წამოვიდნენ იქიდან,თუმცა ვინც ნუცუბიძეს კარგად იცნობდა მაინც აჭორავდა და ხმამ თათასთანაც მიაღწია,რაც საშინლად არ ესმიამოვნა გოგოს.სანდროს გვერდით იყო,მაგრამ მაინც გუგა ახსენდებოდა და ფიქრობდა რომ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა როცა მამის იმ დიდი გეგმის ნაწილის შესრულებას დათანხმდა,რის მიხედვითაც ნუცუბიძეების ბიზნესი მათი უნდა გამხდარიყო .აინტერესებდა ვინ იყო ის გოგო,ვისაც ნუცუბიძის ახალ გოგოს ეძახდნენ, მაგრამ ვერაფრით მოახერხა მისი ნახვა..
ამინდების მიუხედავად ხშირად ნახავდით სანაპიროზე მოსეირნე ხელჩაკიდებულ წყვილს,ერთმანეთს თვალებში რომ შესციცინებდნენ. თუმცა რატომღაც ორივე ერიდებოდა ხმამაღლა გრძნობების გამომჟღავნებას,უბრალოდ გრძნობდნენ რომ ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ…
როცა ნინას სოფელში უწევდა წასვლა, იმავე საღამოს გუგაც იქით მიდიოდა, მაგრამ ამჯერად ვატოსთან და ზურასთან ერთად,რომ ვინმეს რამე არ ეეჭვა,დათოც ხელს უწყობდა და თინა და გვანცაც მიჰყავდა,თითქოს ისევ ზაფხული იყო და ერთად იკრიბებოდნენ,როგორც მაშინ საღამოობით…
ასეთ დროს ხშირად ხდებოდა შეკრება მიქელაძეებთან და შალვა მასპინძლობდა მათ.წარმოდგენა არ ჰქონდათ არც გუგას და არც ნინას იმ საღამოს შესახებ,როცა მათ ვატო და ზურა ესტუმრნენ,ეს საიდუმლო,იყო რომელიც მათ არ უნდა გაეგოთ, იქამდე სანამ სასამართლო რაღაც გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა..
ყველა ხვდებოდა რომ გუგას თავს რაღაც ხდებოდა,ოჯახშიც, სამეგობროშიც და სოფელშიც,მაგრამ მათ არავინ აგებინებდა,არ ერეოდნენ მათ პირადში.
პარალელურად ნინა სწავლის დასრულებისთვის ემზადებოდა და სადიპლომო ნაშრომს ამზადებდა, წიგნებში თავჩარგულს ხშირად ნახავდით.თავისუფალ დროს გუგა ეხმარებოდა და თან ემაიმუნებოდა, აბრაზებდა,რაც გოგოს აღიზიანებდა, მაგრამ ისეთი მზერით შეხედავდა გუგა,ისე შეუღიტინებდა და ისე ჩაეხუტებოდა რომ მაშინვე დნებოდა.
ისე უფრთხილდებოდა გოგოს, თვითონაც უკვირდა ასე რომ იქცეოდა. ყველაფერს დაფიქრებით აკეთებდა, სიტყვებსაც კი არჩევდა მასთან საუბრისას.ნინა მიქელაძე მისთვის ძვირფასი განძი იყო.
ერთ დღეს მოულოდნელად დაადგა თავს გოგოს,თითქმის ძალით დაახურიმლნა წიგნები.ადექი ჩაიცვი მივდივართო,პირდაპირ გამოუღო ტანსაცმლის კარადა და აარჩიე რამე.
განსხვავებულიო უთხრა.გოგო აიწურა.
-ასეთი არაფერი არ მაქვს გუგა.
-ჯანდაბა,ეს როგორ ვერ გავთვალე,- გაბრაზდა ბიჭი.
-ის მაინც მითხარი სად მივდივართ?
-რესტორანში სავახშმოდ.
-გუშინ ხომ ვიყავით?
-დღესაც მივდივართ..
-ჩემი კაბა ჩაიცვი,-ჩაერთო კუთხეში ჩუმად მჯდარი გვანცა
-ეგ კაბა დათომ გიყიდა და ეწყინება, ჯერ შენც არ ჩაგიცვამს.
-არ ეწყინება,აიღე,ჩემს დაზე უკეთესს ვის უნდა მივცე,მიდი გამოიცვალე. -შეაგდო სააბაზანოში თითქმის ძალით და სანამ არ მოემზადები არ გამოხვიდეო,კართან იდგა დარაჯივით,-მანდ მაკიაჟის ყუთია,წაისვი..
-რამე ხდება და არ ვიცი?-გამოსძახა გოგომ.
-არაფერი...მოემზადე,ნუ ლაპარაკობ.
გვანცამ და გუგამ ხელი ხელს დაარტყეს,ყველამ ყველაფერი იცოდა. დღეს ნინას დაბადების დღე იყო და გუგას სიყვარული უნდა აეხსნა.ამაში კი ყველა ეხმარებოდა გვანცა,დათო, თინა,ზურა და ვატო რესტორნის ამბებს აგვარებდნენ და მათ მოსვლას ელოდნენ…
თვალები შუბლზე აუვიდა ნუცუბიძეს, როცა ნინა დაინახა.ულამაზესი იყო და კაბაც ზუსტად ერგებოდა ტანზე.არადა როცა იყიდა ფიქრობდა,რომ ზომაში ცდებოდა.მერე გაატანა დათოს და მან მოილაპარაკა გვანცასთან რომ ეს ვითომ დათოს საჩუქარი იყო…
-სიტყვები არ მყოფნის დაო,გეფიცები დედოფალი ხარ,-მოეხვია გვანცა.
-კარგი რაა,რა დედოფალი,შეხედე რას ვგავარ.ამ მაღალქუსლიანებით ვერც კი დავდივარ ნორმალურად,-თქვა შეწუხებულმა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,ფეხი გადაუბრუნდა და გუგას ჩაუვარდა მკლავებში.მას რომ არ დაეჭირა ნამდვილად დაეცემოდა…
-ცოტა ფრთხილად ძვირფასო,-გაუღიმა ბიჭმა და სწორად დადგომაში დაეხმარა,მერე მკლავი გასწია და უთხრა.-ნებას მომცემთ ამ საღამოს თქვენი მეგზური ვიყო?
-რა თქმა უნდა,-ხელი ნაზად გამოსდო და მის ნაბიჯებს ააყოლა ფეხი..
არასოდეს ყოფილა ასეთ რესტორანში. ის კი არა მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი და განათების სიკაშკაშემ თვალი მოსჭრა.
გუგამ სკამი გამოსწია და დაჯდომაში მიეხმარა.მერე თვითონაც მიუჯდა და ოფიციანტს ანიშნა შეკვეთა მოიტანეო.
-რა გჭირს?-ჰკითხა გუგამ,როცა შეატყო რომ ნინა უხერხულად იჯდა.
-არაფერი,-თითებს დაუწყო წვალება გოგომ,მაგრამ ბიჭმა ზემოდან თავისი ხელები შემოხვია.
-დამშვიდდი და ისე მოიქეცი როგორიც ხარ,ჩათვალე რომ ახლა სოფელში ვზივართ ჩემი სახლის აივანზე.
-მაგრამ რომ არ ვართ იქ?
-შემომხედე და დაწყნარდი,აქ ვინც არ უნდა იყოს,არავინ არ უნდა გაინტერესებდეს.მე მიყურე,ხომ გჯერა ჩემი?
-კი,-თავი დაუქნია გოგომ და გაუღიმა. - სანამ საჭმელს მოიტანენ,ტუალეტში გავალ,მალე დავბრუნდები.
-მიდი,იქით არის,-ანიშნა ბიჭმა მის უკან მოშორებით მდებარე კარზე.ნინა წამოდგა და იქით დაიძრა,ნელა მიდიოდა და პატარა ხელჩანთას ხელს უჭერდა,რომ ყურადღება მასზე გადაეტანა.
სარკეში რომ ჩაიხედა,თავის თავი ძლივს იცნო,ჯერ მაკიაჟის გამო და მერე საშინლად იყო აწითლებული უხერხულობისგან. მის უკან რომ კარი დაიხურა და ახალგაზრდა გოგო შემოვიდა სულ არ მიუქცევია ყურადღება.ხელებს იბანდა.
-აბა როგორია გუგა ნუცუბიძის შეყვარებულის ამპლუა? მოგწონთ?
-ვერ მიგიხვდით..-დაიბნა და მისკენ მოტრიალდა,-ვინ ხართ?
-თათა დანელია.-ხელი გაუწოდა მან,- ვიცნობდეთ ერთმანეთს,ბევრი საერთო გვაქვს,ბოლოსდაბოლოს ერთ მამაკაცს ვიყოფთ.
-რას გულისხმობთ?-გაკვირვებული იყურებოდა ნინა.
-აა,ჯერ არ უთქვამს რომ დამიბრუნდა და შევრიგდით,აქ სწორედ ამიტომ მოგიყვანა რომ ერთმანეთი გაგვაცნოს.-ისე დამაჯერებლად საუბრობდა გოგო,რომ ნინამ დაიჯერა, გულუბრყვილოდ დაიჯერა რომ მართლა შერიგდნენ.
-არც მიკვირს რომ არ უთქვამს,ალბათ სიუპრიზად იტოვებდა.ის ხომ ძალიან კეთილია,უყვარს ადამიანების დახმარება,ეცოდება ყველა გაჭირვებული და ცდილობს ოცნებების ასრულებაში დაეხმაროს ხოლმე.-ეს ისე წამოაყრანტალა თათამ, დანარჩენი ნინას მიხვედრილობამ ქნა და უცებ ამოუტივტივდა გონებაში გასული ზაფხული,მათი თითოეული საუბარი და ზღვაზე მოგზაურობა. თვალები ცრემლებით აევსო.
-ჩემგან რა გინდა?
-რა მინდა?მინდა რომ შენი ადგილი გაგახსენო და მის გვერდით არ დაგინახო.-მკლავში მოჰკიდა ხელი და გარეთ ისე გამოაგდო,თითქოს ნივთი ყოფილიყო,ნინას ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა,ხელები გადაუტყავდა და აეწვა.მაგრამ ეს არაფერი იყო,გული უფრო მეტად სტკიოდა,სული ნაწილებად დაეფლითა.ტიროდა გოგო ჯერ კიდევ გაუმხელელი სიყვარულის დაკარგვას.მერე წამოდგა,პირველივე ტაქსს გაუქნია ხელი და მისამართი უკარნახა.მძღოლმა ერთი კი გადახედა უცნაურ მდგომარეობაში მყოფ გოგოს, ჰკითხა როგორ ხართო.პასუხი რომ არ გასცა,გაჩუმდა და მანქანა მითითებული მისამართისკენ დაძრა.
ტელეფონი ამოიღო და თინას დაურეკა.
-მხოლოდ ერთხელ გკითხავ და სანამ პასუხს მეტყვი კარგად დაფიქრდი.
-რა ხდება ნინა?შენ რა ტირიხარ?
-იცოდი რომ ჩემი და ჩემი დების ზღვაზე წამოსვლა გუგამ დააფინანსა?
-შენ ვინ გითხრა?
-ესეგი იცოდი.როგორ არ გეცოდინებოდა, როცა შენ დაითანხმე ჩემები ჩვენს გამოშვებაზე, გცხვენოდეს თინა,გცხვენოდეს რომ შენი საუკეთესო მეგობარი ასე მოატყუე.არასოდეს აღარ დამელაპარაკო.-ტელეფონი გაუთიშა და მერე საერთოდ გამორთო.
საკმარისზე მეტი დრო რომ დაჰყო ნინამ ტუალეტში და არადა აღარ გამოჩნდა,წამოდგა რომ მოეკითხა, მაგრამ წინ თათა აესვეტა ირონიული ღიმილით.
-შენს პრინცესას თუ ელოდები აქ აღარ არის,წავიდა.მიხვდა რომ მისი ადგილი იმ ტურტლიან სოფელში იყო.
-რა გააკეთე?რა უთხარი?-გამოსცრა გუგამ და ისეთი მზერა ჰქონდა,რომ შესძლებოდა ალბათ მიახრჩობდა.
-ისეთი არაფერი,ის რასაც სხვა ქალების ვეუბნებოდი,როცა ჩემთან იყავი და მაინც იხედებოდი მათკენ.
-ერთი რამე გავიწყდება მე შენთან არ ვარ,აღარ ვარ და არც ნინა გავს იმ ქალებიდან რომელიმეს.ჩემი და შენი გზები სამუდამოდ გაიყარა და ნუ ცდილობ ისარგებლო იმით რომ ასე ადვილად გადარჩი იმ ამბების მერე.
-არ ვცდილობ,უბრალოდ ის დაგანახე რაც არის,მას რომ ასე ძლიერად ჰყვარებოდი,პირველივე წინააღმდეგობაზე არ გაიქცეოდა.
-შენ რა იცი რა არის სიყვარული,-ირონია არ დააკლო გუგამაც.-რომ გცოდნოდა დამაფასებდი.
-ხმამაღალი განაცხადია.საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.-გაეცინა გოგოს.
-იმას ვამბობ,რასაც ვხედავ,შენი საქციელიდან გამომდინარე ვხვდები რომ შენთვის ისევ რაღაცას წარმოვადგენ.ახლა როლები გავცვალეთ.ახლა შენ არაფერი არ ხარ საერთოდ.უბრალოდ ჩემი ცხოვრების შავი ლაქა ხარ,ადამიანურად გაფრთხილებ არც მე და არც ნინას არ მოგვეკარო,მას განსაკუთრებით, თორემ განანებ საერთოდ რომ გაჩნდი დედამიწაზე.-დაემუქრა და ფეხზე წამოდგა გუგა.-სანდროს მიხედე,მასაც და შენს ოჯახსაც თავზე ნუ აჯ…ვ, თავმოყვარეობა თუ არ გაქვს,ისინი შეიბრალე.
მანქანაში ჯდებოდა თინამ რომ დაურეკა,მის ნათქვამზე უარესად გადაირია და პირდაპირ ნინას სახლისკენ წაიყვანა მანქანა. გაგიჟებული მართავდა.ერთი სული ჰქონდა რომ ენახა,მთავარია საღ-სალამათი ყოფილიყო.სხვა ყველაფერს უშველიდა.ყველაფერს გამოასწორებდა.
კარი გვანცამ გაუღო.მის სახეს რომ შეხედა მიხვდა,რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-სად არის?
-სახლშია,სააბაზანოში ჩაიკეტა და არ გამოდის,მხოლოდ ტირილის ხმა მესმის.რა მოხდა გუგა?-საწყლად იკითხა გოგომ.
-მეც არ ვიცი.ვფიქრობ ჩემს ყოფილ საცოლეს შეხვდა და იმან უთხრა რაღაცეები.უნდა დაველაპარაკო.
-მოდი,-განზე გაიწია გვანცა და გზა დაუთმო,-ქვემოთ ჩავალ,მარტო დაგტოვებთ…
გუგამ კარი დახურა,ღრმად ჩაისუნთქა და სააბაზანოსკენ დაიძრა,სახელური ჩამოსწია არ გაიღო.მერე ფრთხილად დააკაკუნა.ხმა არ გასცა.
-ნინა..ნინა..გთხოვ კარი გამიღე. ვილაპარაკოთ,ამისხენი რა მოხდა? რატომ წამოხვედი?
ისევ არ იყო პასუხი.
-შენ არ მეუბნებოდი ყველანაირი სიტუაციიდან იპოვი გამოსავალს,თუ დაელაპარაკებიო.ხოდა გთხოვ დამელაპარაკე,ამიხსენი რა მოხდა.
კარი გაიღო და ტირილისგან თვალებდასიებული ნინა გამოჩნდა.
-მე ისიც გითხარი,ტყუილი ყველაზე საშინელი რამაა,რასაც ვერ ვიტან-თქო.
-რა მოგატყუე ადამიანო რააა?
-ჩემი ოცნებები ცუდად გამოიყენე.
-როგორ ცუდად?რას ხედავ ცუდს იმაში,რომ ერთი პატარა ოცნების ასრულებაში დაგეხმარე.
-საინტერესოა ეს რატომ გააკეთე? შეგეცოდეთ თუ გინდოდა დაგენახვებინა ჩემთვის რომ იმდენი ფული გაქვს,რასაც გინდა იმას გააკეთებ?რომ რაღაცეების ყიდვას შეძლებ ამ წყეული ფულით?
გუგამ წასასვლელად გამზადებული გოგო თავისკენ მიატრიალა,კედელზე ააკრა,ორივე ხელით წასასვლელი ჩაუღობა,ისე დადგა რომ არ გაქცეოდა და გაგიჟებულმა მიანათა თვალები.
-ფულის და ამ წყეული ქონების დედას შე….ი,თუ იმას ისე ვერ გამოვიყენებ, რომ ადამიანების დახმარება ვერ შევძლო,მითუმეტეს საყვარელი ადამიანების და თანაც ისე რომ სანაცვლოდ არაფერს ველოდე მათგან.-იღრიალა წყობიდან გამოსულმა,ნინამ კი შიშისგან თვალები დახუჭა და კედელს უარესად აეკრა.
-რა გითხრა იმ არანორმალურმა? შეურაწყოფა მოგაყენა?დაგამცირა? მითხარი და რაც მაშინ უნდა მექნა და არ გავაკეთე ახლა წავალ და დაბადებას ვანანებ.
-არაფერი...არ გინდა რაა.-ხელი ჩაჰკიდა ნინამ.მიხვდა ისე იყო ბიჭი წყობიდან გამოსული რომ სიგიჟეს ჩაიდენდა.
-ვერ ავიტან შენს თვალებზე ცრემლებს,ვერ ავიტან შენ რომ ვინმე ცუდად შეგეხოს და გაწყენინოს,ვერ გადამირჩება ვერავინ,როცა ჩემი საყვარელი ქალია ცრემლების მიზეზი ხდება.ხო არ მოგესმა,-სახე დაუჭირა ბიჭმა და თვალებში ჩახედა.
-დღეს იმიტომ დაგიბარე იქ რომ მეთქვა,ჩემი საყვარელი ქალი ხარ ნინა.არ ვიცი როგორ მოხდა ეს,მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ…
-დარწმუნებული ხარ?-ამოიკნავლა გოგომ.
-ისევე როგორც იმაში რომ მე გუგა ნუცუბიძე ვარ,-უპასუხა და ტუჩებზე ეტაკა,დაიბნა ნინა და თვალები გაუფართოვდა,მერე კი როცა ბიჭმა წელზე შემოხვია ხელი და უფრო ნაზი გახდა,დადნა მიქელაძეების გოგო, თვალები დახუჭა და გრძნობებს მიენდო..
****
კიდევ იყო ბედნიერი ერთი თვე, ერთად გატარებული ყოველი თავისუფალი წუთი და წამი.უკვე გამხელი გრძნობები.სხვანაირები სიყვარულით სავსე თვალებით რომ უყურებდნენ ერთმანეთს და აღარ მალავდნენ იმას რასაც სხეულის ყოველი ნაწილით განიცდიდნენ. სხვა გზა აღარ იყო უკვე უნდა გაეგოთ ნინას მშობლებს,მეტს ვეღარ დამალავდნენ. მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს რომ როგორც კი გოგოს უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამო ექნებოდა,იმის მერე წავიდოდნენ იქ.მანამდე კი სულ სხვა ამბები ხდებოდა მიქელაძეების ოჯახში და ყველამ ყველაფერი იცოდა მათ გარდა.
იქამდე კი მაინც მოახერხა თათამ და მაინც წააჩხა შეყვარებული წყვილი. ერთ-ერთ წვეულებაზე,სადაც გუგას ოფიციალურად უნდა წარედგინა ნინა შეყვარებულად,დაიმარტოხელა ბიჭი და რო ნინა მათკენ დაიძრა,პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა და ვითომ მისი კოცნა დააპირა,სანამ ბიჭმა მოიშორა, ნინას უკვე გამოტანილი გქონდა დასკვნები და გადაწყვეტილება მიღებული.იმ დღის მერე სამუდამოდ აუკრძალა მასთან მიახლოება ბიჭს…
ამას დაემატა სამსახური და შექმნილი პრობლემები. სამსახური ბევრ დროს ართმევდა,მითუმეტეს რომ უკანასკნელ პერიოდში მისი მტრები შეტევაზე გადავიდნენ და უკვე ღიად მოქმედებდნენ.იმდენი ქნეს რომ დირექტორთა საბჭო აუჯანყეს ბიჭს, მიზეზად ის დაასახელეს რომ პირადი პრობლემების გამო ვერ მართავ კომპანიას,ზარალზე წავედითო და კრება დაინიშნა.ცალკე იმით იყო გაღიზიანებული რომ ნინა არ ელაპარაკებოდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა…
ნინაც არ იყო კარგ დღეში ყველაფრის ხალისი დაკარგა და დის გვერდში დგომა და დაძალება რომ არა, აუცილებლად მიატოვებდა ყველაფერს და წავიდოდა.აქედან გაიქცეოდა…
ულამაზესი იყო გამოსაშვებ საღამოზე,ბრწყინავდა და მის ირგვლივ ყველაფერს ასხივოსნებდა.
შორიდან უყურებდა გუგა მისი ოცნების ქალს და ბრაზდებოდა, ბრაზდებოდა საკუთარ თავზე რომ როცა ყველაზე მეტად უნდა ებრძოლა, მაშინ იჩენდა სისუსტეს და ნებდებოდა…
და აი დასრულდა ყველაფერი, ყველაფერი წარმატებით დაასრულა გოგომ,ბარგი ჩაალაგა და სოფელში დაბრუნდა.მას შემდეგ გუგას მასზე კვირების განმავლობაში არაფერი გაუგია.უბრალოდ მამის და მეგობრების თხოვნით კომპანიაზე გადაერთო.ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად სურდა მტრების განადგურება.გაასმაგებული ძალით მუშაობდა და საქმეს თავს აკლავდა. მთელი ის თვე კაბინეტი იქცა მის სახლად.იქიდან ცხვირს არ ჰყოფდა და თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებულ საქმეს აკონტროლებდა.
*********
-ჩემო ლამაზო,ჩემო ანგელოზო,დედა გენაცვალოს დაბრუნდი?-მოეხვია ნატო შვილს როგორც კი ავტობუაიდან ფეხი ჩადგა.გულში იკრავდა და ეფერებოდა.
-როგორ მომენატრეთ…-ეხუტებოდა ისიც.-ახლა აღარ წავალ,სულ თქვენთან ვიქნები.
-წამოდი,სახლში წავიდეთ,-ჩემოდანს დასწვდა ნატო,მაგრამ ნინამ არ დაანება და თვითონ წამოიღო.
-იცი დედა სოფლის სკოლაში საბუთები შევიტანე,განათლების სამინისტროდან პასუხს ველოდებით და მალე აქ დავიწყებ მუშაობას.
-მე რატომ არაფერი ვიცოდი? დირექტორს არაფერი უთქვამს.
-მე ვთხოვე.სანამ ყველაფერი არ დადასტურდებოდა არ ეთქვა.
-როგორ მიხარია ჩემო ნიჭიერო შვილო,მაგრამ აჯობებდა რომ აქედან წასულიყავი,შეგეძლო იქ გესწავლებინა,იქ გაგეგრძელებინა კარიერა.აქ რა უნდა აკეთო?
-იმაზე დიდ საქმეს იქ ვერ გავაკეთებ, ვიდრე აქაური ბავშვების განათლებაა.
-დედი,შეცვლილი ხარ,რაღაცნაირი სევდიანი მეჩვენები.
-მართალი ხარ,გეჩვენება,-გაუღიმა გოგომ.მეტი არ დასცალდათ,კარში კივილით გამორბოდა მაგდა დისკენ.
-როგორც იქნა,მარტო აღარ ვიქნები. ეხვეოდა დას,ნინაც ძლიერად იხუტებდა გულში.
-ჩემო პატარა,ჩემო წითურო,-ხელი მოხვია და თმა საყვარლად აუჩეჩა. მერე მამა დაინახა და მისკენ გაიქცა.
-ჩემო გოგო.-ჩაიხუტა გულში შვილი.
გვიანობამდე ისხდნენ და საუბრობდნენ.მონატრებას ერეოდნენ და მაინც ვერ დაემარცხებინათ.მაინც არ ჰყოფნიდათ ჩახუტება..
მეორე დღიდან ნინა ისევ იმ სოფლელ გოგოდ იქცა,გუგამ რომ იხილა პირველად.დილიდანვე შეუდგა მშობლების დახმარებას,დარბოდა წინ და უკან,ხან საქონელთან იყო,ხანაც ბაღებში.საღამოობით კი სოფლის ახალგაზრდებთან ერთად ერთობოდა.
-ხვალ ვატო ჩამოდის,საქმე აქვს შენთან.-საღამოს საწოლ ოთახში მიუცუცქდა მაგდა და დას გვერდით მიუწვა.
-ვინ არის ვატო?-ვერ მიხვდა უცებ.
-ვატო,გუგას მეგობარი.
-აა,დარა უნდა?
-შენთან საქმე აქვს.
-ჩემთან?თუ გუგაზე უნდა მელაპარაკოს, ტყუილად დაკარგავს დროს.
-აჯობებს მოუსმინო..
-შენ რამე იცი და მიმალავ?- ანერვიულდა ნინა.
-თვითონ გეტყვის.
-თქვენ შორის რა ხდება?როგორც ვხვდები მეგობრობას გასცდით.
-გავცდით,მაგრამ მანძილი ყველაფერს აფუჭებს.
-წელს ქალაქში შენც წახვალ და ერთად უფრო მეტ დროს გაატარებთ.
-იმედი მაქვს.მაგრამ შენი და გუგას ისტორია მაინც სულ სხვაა.
-არ გამახსენო.კარგი მოდი მაშინ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.-დას ჩაეხუტა და გაჩუმდა.ფიქრებში წავიდა.
გულისფანცქალით ელოდა მეორე დღეს.ინტუიციით გრძნობდა რომ რაღაც შეიცვლებოდა და ასეც მოხდა.
ვატოს რაღაც საბუთები ეჭირა ხელში, ვერ მიხვდა რა კავშირში იყო მასთან
კიდევ უფრო გაუკვირდა როცა მამამისი ძველი ნაცნობივით მიესალმა და ცალკე დასხდნენ სასაუბროდ.
-რას ლაპარაკობენ?-ჰკითხა დას.
-ახლა ჩვენი ბედი წყდება.
-ვერ მივხვდი.
-მოითმინე,მამა დაგიძახებს და აგიხსნის.
დიდი დრო არ გასულა.მალე შალვამ ნინას დაუძახა და თავისთან იხმო.
-ვატოს მიყვები ქალაქში.
-იქ რა მინდა?
-მემკვიდრეობის მისაღებად.
-რა მემკვიდრეობის?ვერაფერი გავიგე.
-მე აგიხსნი ყვაფერს.ყურადღებით მომისმინე და არ შემაწყვეტინო.
********
-ბატონო გუგა,ყველა მოვიდა,მხოლოდ თქვენ გელოდებიან,-ამცნო მდივანმა
-ძალიან კარგი.მოვდივარ.-საქაღალდე აიღო და საკონფერენციო დარბაზისკენ აიღო გეზი.შესვლამდე ღრმად ჩაისუნთქა და კარი შეაღო.
-მოგესალმებით ბატონებო.
-დაიგვიანეთ ბატონო გუგა.-უთხრა სანდრომ.
-საქმეები მქონდა,თანაც კომპანიის გენერალური დირექტორი მე ვარ და დაგვიანების უფლება მაქვს. -მტრულად გადახედა მას.
-ჯერჯერობით ბატონო გუგა, ჯერჯერობით,-უპასუხა მან.
-ვფიქრობ ეს სულ ასე იქნება, უბრალოდ მაინტერესებს ამხელა ამბიციები საიდან გაქვთ?ან ასე ვინ გაგულიანებთ რომ ჩემს წინააღმდეგ მიდიხართ?
-ის ჩემი წარმომადგენელია, სინამდვილეში თქვენი კომპანიის ხელში ჩაგდება მე მინდა..-კარში დიმიტრი დანელია იდგა თათასთან ერთად და დამცინავად იღიმოდა.
-როგორც იქნა დღის სინათლეზე გამოხვედით ყოფილო სასიმამროვ. დაბრძანდით,შემოგვიერთდით,ნუ გცხვენიათ,-თავისუფალ სკამზე ანიშნა გუგამ.-ისე როგორი უსირცხვილოები ხართ,ჯერ ის არ გეყოთ რაც დაგეგმეთ და საკუთარ ქალიშვილს ჩემი გამასხარავება დაავალეთ.ახლა ასე თავხედურათ ითხოვთ იმას,რაც თქვენი არაა.
-მიყვარს მიხვედრილი ადამიანები. ჭკვიანი ბიჭი ხარ,-დიმიტრი მაგიდას მიუჯდა და თითები აათამაშა პრიალა ზედაპირზე.
-აბა რატომ ხართ დარწმუნებული იმაში რომ კომპანიას ხელში ჩაიგდებთ?რა არ მოგწონთ ჩემს მუშაობაში?
-ის არ მომწონს,რომ რაც თქვენ ხელმძღვანელი ხართ,საკმაოდ მნიშვნელოვან ტენდერებში დავმარცხდით,თან ნაკლებად ცნობილ კომპანიებთან.მე კი არ მსურს ჩემი ქონება რისკის ქვეშ დავაყენო.
-ის თუ იცით რომ ეგ ტენდერები არანაირ მოგებას არ მოგვიტანდა?მე კიდევ ჩემს ფულს არ დავაბანდებდი ასეთ რისკიან პროექტში.
-რა იცით რომ არ გაამართლებდა?
-არ ვიცი.მე უბრალოდ გავარკვიე,რომ საქმის უკან თქვენი ძველი მეგობარი იდგა და ვივარაუდე,რომ თქვენ უფრო მეტ სარგებელს ნახავდით,ვიდრე მე.
-დავამატებ,ორმაგ სარგებელს,- ჩაერთო ზურა.
-შენ რატომ ერევი?-შეუღრინა სანდრომ.
-იმიტომ რომ რისკების დათვლა და შეფასება ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.-უპასუხა მან და იმ წუთას მოსული შეტყობინება გახსნა,მერე ჩაეღიმა და გაჩუმდა.მთავარი მოქმედი პირი კერ კიდევ მოსასვლელი იყო.
-მაშ ასე მეგობრებო,კოლეგებო, პარტნიორებო, დროა კენჭისყრა დავიწყოთ,მე მინდა რომ თქვენგან მქონდეს სრული მხარდაჭერა,რომ ვმართო,გავაერთოანო ყველა შვილობილი ან პატარა კომპანია და ვაქციო ერთ მთლიანობად.
-ეს ხომ ისედაც ასეა?ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ?-უპასუხა დიმიტრის ვიცე პრეზიდენტმა.
-არა მგონია ასე იყოს.
-იცით რა მაინტერესებს ბატონო დიმიტრი,თქვენ ვის კომპანიაზე ითხოვთ უფროსობას,როცა თქვენი კომპანია,თქვენი კომპანია არ არის?
-რას ამბობ ზურა!
-ერთი წუთით მოიცადე გუგა.-შეაჩერა ზურამ და იმ წუთას გაღებული კარისკენ გაიხედა.გუგა გაშრა და ენა ჩაუვარდა.ვატოს გვერდით ელეგანტურ,საქმიანი ქალისთვის დამახასიათებელი იმიჯით ნინა იდგა, ოღონდ ეს სულ სხვა ნინა იყო, გამოხედვაშიც კი იგრძნობოდა რომ ის სხვა იყო.მასში რაღაც შეცვლილიყო.თათამ მაშინვე იცნო გოგო და გაოგნდა,ისედაც ჩუმად მჯდომი,უარესად დადუმდა
-ეს ვინ არის?-იკითხა დიმიტრიმ.
-ნება მომეცით გაგეცნოთ.მე ნინა მიქელაძე ვარ.ფერი რატომ გადაგივიდათ სახეზე?მიხვდით ალბათ ვინც ვარ ხო?-დამცინავად ჰკითხა გოგომ.
-შენ აქ რა გინდა?
-იმის დასაბრუნებლად მოვედი,რაც მამაჩემს ოცდახუთი წლის უკან შანტაჟით და მუქარით წაართვით.
-რა სისულელებს ლაპარაკობ? -წყობიდან გამოვიდა კაცი და დაუყვირა.
-ეს სისულელე არაა,ეს სიმართლეა ბატონო დიმიტრი,ჩვემ ყველაფერი გავარკვიეთ.ამისთვის დნმ-ის ანალიზებიც კი ჩავაბარეთ.იცოდით რომ ნამდვილი მემკვიდრე თქვენი ძმა შალვა იყო?რა თქმა უნდა იცოდით. იცოდით რომ თქვენ ერთი დედა გყავდათ,მაგრამ სხვადასხვა მამა, ეს ქონება კი სინამდვილეში თქვენს მამინაცვალს ეკუთვნოდა.მან ანდერძიც კი დაწერა,რომ ყველაფერს შალვას უტოვებდა,თქვენ ეს გაიგეთ, ამიტომ ის მოაკვლევინეთ და ყველაფერი ბუნებრივ სიკვდილად გაასაღეთ.მაგრამ დაგავიწყდათ ერთი რამე,რომ ანდერძი მოგეძებნათ, რომელიც მის იმჟამინდელ ადვოკატს ჰქონდა შენახული და რომლის მოხედვით კომპანიის ორმოცდაათ პროცენტს პირველი შვილიშვილი მიიღებდა,-ყველაფერი დაწვრილებით ჩამოაყალიბა ვატომ.
-ეს,ეს უბრალოდ ბოდვაა.-იყვირა დიმიტრიმ.
-ეს ბოდვა არაა,ეს სიმართლეა და თვითონაც კარგად იცით.-დაამატა ნინამ.
-საიდან დაამტკიცებთ?
-უკვე დავამტკიცეთ.გარეთ პოლიცია გელოდებათ.ყველაფრისთვის აგებთ პასუხს,ყველა იმ სისაძალისთვის რაც ჩაიდინეთ.რაც მე და ჩემს ოჯახს დაგვიშავეთ,ყველა იმ ცრემლისთვის, იმ ოფლის წვეთისთვის,რაც დედაჩემს და მამაჩემს დაუღვრიათ,რამდენი ღამე გაუთევიათ დარდით,რომ მათ შვილებს მეორე დღეს საჭმელი ჰქონოდათ,რომ მათ შვილებს სულ აკლდატ რაღაც,ამ დროს კი შენი შვილები დაუმსახურებლად იზრდებოდნენ ფუფუნებაში.არაფერი არ აკლდათ.უდარდელად ცხოვრობდნენ.ჰო,რაო ქალბატონო,- მიუბრუნდა თათას.-როგორ მითხარი უყვარსბგუგას გაჭირვებულების და ღარიბების დახმარებაო?ახლა შეგიძლია თვითონ სთხოვო დახმარება,იმიტომ რომ უკანასკნელ კაპიკსაც კი წაგართმევ და ლუკმა-პური სახვეწარი გაგიხდება.ახლა შენ მოგიწევს ტურტლიან სოფელში წასვლა.-დამცინავად გადახედა გოგოს,გუგას კი გული სიამაყით აევსო.მის მაგივრად და ყველას მაგივრად ნინამ იძია შური. ეს ის ქალი იყო,რომლითაც სიგიჟემდე ამაყობდა.
-ორი დღე გაქვთ,რომ სახლი დაცალოთ,ეს სასამართლოს დადგენილებაა,-მიაწოდა საბუთი ვატომ და პოლიციაც შემოვიდა ოთახში.
-ბატონო დიმიტრი,ჩვენთან მოდიხართ.გთხოვთ ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე.
-შენც და მამაშენიც უნდა მომეკალით და ასე არ იქნებოდა,არ უნდა შემცოდებოდით.-გამოსცრა კბილებში.
-მართალი ხართ,არ უნდა შეგცოდებოდით.ახლა გვიანია სინანული..-ირონიულად უპასუხა ნინამ. დიმიტრის ხელბორკილი დაადეს და გაიყვანეს.თათას ისტერიკა დაემართა და სანდროს მისდგა.
-გააკეთე რამე,ასე არ შეიძლება.ის სულ გვერდით გედგა.ყველაფერში გეხმარებოდა.
-ჩემი საქმე უკვე გავაკეთე,-გაუცინა ბიჭმა და ვატოსკენ შებრუნდა.-მორჩა?
-ყველაფერი მორჩა,მადლობა რომ ჩვენს გვერდით იყავი,-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
-მამაჩემის უკანასკნელი სურვილი იყო.იმედი მაქვს აღარ შევხვდებით. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ნინა,-გაუღიმა ბიჭმა და მასაც ხელი ჩამოართვა.
-თქვენც ასევე ბატონო სანდრო,ნაზად გაუწოდა ხელი გოგომ.
-ეს რას ნიშნავს?გამარკვიეთ, ყველაფერი ამიხსენით.-იყვირა გუგამ და მაგიდას ხელი დაარტყა,-ჩემს ზურგს უკან რა საქმეებს ხლართავთ?
-მერე აგიხსნი,-უპასუხა ვატომ და სანდრო გააცილა.
-არ დამტოვო,სანდრო სად მიდიხარ, გთხოვ არ დამტოვო,-ისტერიკა დაემართა თათას და იატაკზე დავარდა,მუშტებს ურტყავდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა.არავინ წამომდგარა მის დასახმარებლად, ისევ გუგას შეეცოდა,წამოაყენა და სკამზე ჩამოსვა,წყალი მიაწოდა.ნინას მეტი აღარ დაუნახავს,კარი გამოიხურა და წამოვიდა.
-მოიცადე,სად მიდიხარ?
-იქ,სადაც ჩემი ადგილია.-უპასუხა და ძლივს შეიკავა ცრემლი.
-შენი ადგილი აქ არის კომპანიას ხელმძღვანელი სჭირდება.
-შენ გაბარებ,შენზე კარგად ვერავინ მიხედავს.-უპასუხა და ტაქსს გაუქნია ხელი.დანანებით გააყოლა ვატომ თვალი,უცებ გვერდით ვიღაც ამოუდგა.
-სად წავიდა?
-არ ვიცი.
-უნდა ველაპარაკო,ყველაფერი უნდა ამიხსნას.
-წამოდი,მე აგიხსნი.
-კარგი,მაგრამ მის გარეშე რა ვქნა?
-დროს დრო მიეცი,ყველაფერი დალაგდება.
-მითხარი სად წავიდა.
-რას გაიგებ.ეს გოგო შენ გგავს,ისე იკარგება,როგორც შენ დაიკარგე რამდენიმე თვე.
-მაინც ვიპოვი…
-ახლა არა.მერე…-უპასუხა ვატომ და შენობაში ძალით შეიყვანა
*******
გოგომ უკანასკნელი რვეული შეამოწმა,ნიშანი დაწერა და დახურა. მერე გადახედა დასტებად დაწყობილ ნაწერებს და გაეღიმა.
-როგორი კარგები მყავხართ,- ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.
ლეპტოპზე ზარი გაისმა.ეკრანი გაშალა და ვიდეოთვალი ჩართო.
-მარტოხელა,როგორ ხარ?-მოესმა დების ხმა და გადაიკისკისეს.მასაც გაეცინა.
-კარგად,თქვენ როგორ ხართ?
-ძალიან კარგად.ვეჩვევით ახალ ცხოვრებას.მაგრამ მამას ძალიან უჭირს,წარმოიდგინე აქაც კი გააშენა ვენახი და ისე უვლის,როგორც პატარა ბავშვი--უპასუხა მაგდამ.
-მიჩვეულია,რას იზავ.მთელი ცხოვრება ამის მეტს არაფერს აკეთებდა.
-დედა?
-დედა ისევ სკოლაში ასწავლის, ოღონდ ამჯერად კერძო სკოლაში,მე კი ვეუბნები რომ არ უნდა მუშაობდეს, დაჯდეს სახლში და დაისვენოს,მაგრამ უარობს.
-შენ თუ შეეჩვიე უნივერსიტეტს?
-კი,კარგი კურსელები მყავს,ვატოც სულ ჩემთანაა,როცა სცალია.დაიკო, ჩამოდი რაა,ძალიან გვაკლიხარ.
-ამ ბავშვებს ვჭირდები,წარმოიდგინეთ სულ რაღაც ათი მოსწავლე მყავს და ათივე საუკეთესოდ სწავლობს.ახლა მათ ნაშრომებს ვასწორებდი და ყველამ უმაღლეს ნიშანზე დაწერა დავალება.
-იმიტომ რომ შენ ხარ კარგი.-უპასუხა გვანცამ.
-შენ რას შვები?
-ვემზადებით ქორწილისთვის,სულ ცოტა დარჩა,ხომ ჩამოხვალ?
-აუცილებლად,როგორ შეიძლება რომ ჩემი დის ქორწილს არ დავესწრო.
-იცი დათომ მუშაობა დაიწყო,გუგამ დაასაქმა.
-ხომ გითხარი არაფერი არ გეთქვა მასთან?-შეუბღვირა მაგდას დამ.
-კარგი რაა,მაინც ვერ ვხვდები რატომ იბუტებით.რა ვერ აპატიე.განა რა დააშავა ისეთი?
-არის რაღაცეები რისი პატიებაც არ შეიძლება,-უპასუხა ნინამ.
-სულელი ხარ დაიკო,სულელი,ასეთ ბიჭზე რომ ამბობ უარს.
-გეყოფა მაგდა,-გააჩუმა ნინამ.
-შინაბერა.-ენა გამოუყო იმანაც.
-უი,კიდევ ერთი ახალი ამბავი გვაქვს. თინა და ზურა ერთმანეთა ხვდებიან.
-რაა?-იკივლა გოგომ.-აი მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.არ ვაპატიებ,მოიცადე ვნახო..
-და ახლა მაინც არ გინდა გუგას ნახვა?
-სანამ მას ეხმარება არა.
-გეყოფა ნინა,ვიცი რომ ეჭვიანაობ,მაგრამ რაც არ უნდა იყოს,ის ჩვენი ბიძაშვილია და ცოდოა, არაფერი აღარ გააჩნიათ,ყველაფერი დაკარგეს.მაგრამ მამა მაინც ეხმარება,ერთი ბინა მათ სახელზე გააფორმა და ფულსაც უგზავნის.გუგა საერთოდ არაფერ შუაშია მათთან.
-დედა ამბობს რომ მათთსავით არ უნდა მოვიქცეთ,ჩვენ კეთილები უნდა ვიყოთ და დავანახოთ სწორი გზა.- დაამატა გვანცამ.
-დედა მართალია,მაგრამ მე არ შემიძლია,ამიტომ ვარ აქ.იმ დამცირებას ვერ ვაპატიებ…წავალ ახლა გოგოებო,დავიძინებ ცოტას, დილით ადრე უნდა ავდგე.
დებს დაემშვიდობა და საწოლში მიწვა ტანსაცმლიანი.უკვე რამდენიმე კვირა იყო აქ იყო და სკოლაში ასწავლიდა.არ წაჰყვა ქალაქში დანარჩენებს.
გუგაზე ფიქრები თავისდაუნებურად მოვიდა.საერთოდ ყოველ საღამოს მასთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა.ვერ ისვენებდა,უნდოდა მასთან ყოფნა,უნდოდა დაერეკა და ეთქვა ჩამოდიო,მაგრამ ვერ ახერხებდა.სიამაყეს ვერ თმობდა.
*******
-ალო,გუგა როგორ ხარ?..
-კარგად მაგდა,შენ როგორ ხარ?
-კარგად,საქმეზე გირეკავ.
-გისმენ..
-არ მინდოდა ჩავრეულიყავი,მაგრამ თქვენი სიამაყე საზღვრებს სცდება .უკვე ყელში ამომივიდა თქვენი სიჯიუტე,შენც გიყვარს და მასაც უყვარხარ და რატომ იტანჯებით ასე?
-ვერ მივხვდი?
-ნინა სოფელშია,ახლავე ადგები და წახვალ მასთან და შერიგდებით,თუ არადა არ ვიცი რას ვიზავ…-მკაცრი იყო მაგდა.
-სოფელში?
-ხო,სოფელში,აქამდე არ გეუბნებოდით, რომ გვინდოდა ორივე დაფიქრებულიყავით და გაგერკვიათ ყველაფერი,მაგრამ ახლა სხვა გზა არაა,უნდა წახვიდე მასთან…
-მადლობა მაგდა,აუცილებლად წავალ.- ტელეფონი იქვე მიაგდო მაგიდაზე და ბარმენს კიდევ ერთი ჭიქის დასხმა სთხოვა.მერე ნინას სიტყვები გაახსენდა,საჩუქარზე რომ დაუტოვა მაშინ გოგომ.
„-ცხოვრების მიზანი ის კი არ არის, როდის გამოიდარებს,არამედ ის რომ შეგეძლოს წვიმის ქვეშ ცხოვრება.“
-ისევ გაიმეორა მისი სიტყვები.მერე საათს დახედა,ჩაეღიმა,ანგარიში გაასწორა და საჭეს მიუჯდა..
********
გარეთ მზიანი ამინდი იდგა. შემოდგომისთვის უჩვეულო მზიანი ამინდი.აივანზე გამოვიდა,თხელი ქურთუკი ხელზე გადაიკიდა და კარისკენ დაიძრა.როგორც კი ეზოს კარი გააღო,მიხვდა რომ უჩვეულო რაღაც ხდებოდა.თვალები დახუჭა და გაახილა,ისევ.ისევ...მაგრამ ის არ გამქრალა გუგა ნუცუბიძე მის წინ იდგა,მანქანაზე მიყრდნობილი და ხელები გადაეჯვარედინებინა. ისე მომაჯადოებლად უღიმოდა,რომ გოგო დადნა.
-თუ მეტყვი რომ წავიდე,წავალ,მაგრამ სანამ არ მომისმენ მანამდე ნაბიჯსაც არ გადავდგავ.
-ხომ არ დაგაგვიანდა ჩამოსვლა?
-ვფიქრობ რომ არა,როცა საჭირო იყო მაშინ ჩამოვედი,ორივეს გვჭირდებოდა დაფიქრება.
-რატომ ჩამოხვედი?
-იმიტომ რომ რაღაც დამრჩა სათქმელი.
-გისმენ.-მკაცრი იყო ნინა.
-ყოველთვის მეგონა რომ ცხოვრებაში ერთხელ გიყვარდება ადამიანს, ნამდვილი წრფელი სიყვარულით, ისეთი სიყვარულით,რომლის მოსვლის მერე ხვდები რომ მეორე აღარ იქნება.ყოველთვის მეგონა რომ მას მერე,რაც ის ამბავი მოხდა, მეორედ ვერასოდეს შევიყვარებდი. რომ ცხოვრება მაშინ დავამთავრე. მაგრამ გაგიცანი შენ და მივხვდი რა იყო ნამდვილი სიყვარული,რომ შენამდე სხვა ყველაფერი უმნიშვნელო იყო.რომ შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ხარ.რომ შენ მე მასწავლე წვიმის ქვეშ ცეკვა.შენ მე მასწავლე საკუთარი თავი რამდენად უნდა მიყვარდეს და როგორ უნდა ვაფასებდე მას.შენ მე ცხოვრება სხვა თვალით დამანახე და ახლა აქ იმიტომ ვარ,რომ შენთან ერთად ვიცხოვრო დედამიწის დასალიერშიც კი, ვისწავლო ყველაფერი რაც არ ვიცი,ყოველ დილით გავიღვიძო შენთან ერთად და მოგართვა საწოლში საუზმე…
-გაჩუმდი,-გააჩერა ნინამ.თვალებში ცრემლები ედგა.-ყველაფერს გააკეთებ?
-ყველაფერს…
ადგილს მოსწყდა ნინა,მისკენ გაიქცა,ხელები კისერზე შემოხვია და ძლიერად ჩაეხუტა.წელზე მოეხვია და ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა.
-მიყვარხარ ნინა მიქელაძე,სიგიჟემდე მიყვარხარ,გახდები ჩემი ცოლი?
-ასე მარტივად?-გადაიკისკისა გოგომ.
-გართულება თუ გინდა,მაგისთვისაც მზად ვარ.
-არა,არ მინდა,.
-აბა რას მეტყვი?
-მხოლოდ მე ვიქნები შენს ცხოვრებაში?
-მხოლოდ შენ..
-თანახმა ვარ,-იყვირა გოგომ.
-ჩემი პირადი ბედნიერება ხარ ნინა,- გოგოს ტუჩებს დაეწაფა ვნებამორეული და მორიგეობით დაუკოცნა.
-სირცხვილია,-შეაჩერა ნინამ
-ყველამ უნდა გაიგოს რომ მიყვარხაააარ….-ბოლო ხმაზე იყვირა გუგამ.მისი ხმა ექოსავით გაიფანტა ჰაერში და მთელ სოფელს მოედო, მერე კი მთელ ქვეყანას..
„-გუგა ნუცუბიძი დაქორწინებულაო“.
„ულამაზესი წყვილიაო“. „-ბედნიერები იყვნენო“. „პირველი შვილი შეძინათ -გოგონაო,“-დიდხანს საუბრობდნენ მათზე.ლეგენდად იქცა სოფლელი გოგოს და მდიდარი პრინცის სიყვარულის ამბავი ...



№1  offline წევრი Maia G.

ტკბილი და თბილი ისტორია,ძალიან მომეწონა❤❤❤❤

 


№2  offline წევრი katiusha

მადლობა ჩემო საყვარლებო ????????????????????????????????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორი კარგი იყო... ძალიან მომეწონა... ყოჩაღ

 


№4  offline წევრი katiusha

terooo
როგორი კარგი იყო... ძალიან მომეწონა... ყოჩაღ

მადლობა ჩემო კარგო

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცარიისტორია იყო❤ მშურს ხოლმე მათი ვისაც შეუძლია ესეთების წერა❤❤ ყოჩაღ❤❤

 


№6  offline წევრი katiusha

სტუმარი მარიამი
საოცარიისტორია იყო❤ მშურს ხოლმე მათი ვისაც შეუძლია ესეთების წერა❤❤ ყოჩაღ❤❤

ვფიქრობ ასე კარგად ვერ ვწერ,მაგრამ შენ დიდი მადლობა ასეთი დადებითი გამწყობისთვის

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

katiusha
სტუმარი მარიამი
საოცარიისტორია იყო❤ მშურს ხოლმე მათი ვისაც შეუძლია ესეთების წერა❤❤ ყოჩაღ❤❤

ვფიქრობ ასე კარგად ვერ ვწერ,მაგრამ შენ დიდი მადლობა ასეთი დადებითი გამწყობისთვის


მე მომეწონა თან ძალიან და ვუჯდები ეხლაშენს ისტორებს ❤

 


№8  offline წევრი katiusha

სტუმარი მარიამი
katiusha
სტუმარი მარიამი
საოცარიისტორია იყო❤ მშურს ხოლმე მათი ვისაც შეუძლია ესეთების წერა❤❤ ყოჩაღ❤❤

ვფიქრობ ასე კარგად ვერ ვწერ,მაგრამ შენ დიდი მადლობა ასეთი დადებითი გამწყობისთვის


მე მომეწონა თან ძალიან და ვუჯდები ეხლაშენს ისტორებს ❤

კარგი.ველი შენგან შეფასებებს

 


№9 სტუმარი სტუმარი Qetusa

Es raiyo haaaaa gmwrtto emociebshivar sauketeso istoria iyo RAC ki odesme wamikitxavs ogond martla

 


№10  offline წევრი katiusha

სტუმარი Qetusa
Es raiyo haaaaa gmwrtto emociebshivar sauketeso istoria iyo RAC ki odesme wamikitxavs ogond martla

ძალიამ,ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო

 


№11 სტუმარი სტუმარი du-da

საოცრად თბილი და ტკბილი იყო ეს ისტორია, მადლობა შენ რომ ასეთი სიამოვნება მომანიჭე????????????????

 


№12  offline წევრი katiusha

სტუმარი du-da
საოცრად თბილი და ტკბილი იყო ეს ისტორია, მადლობა შენ რომ ასეთი სიამოვნება მომანიჭე????????????????

დიდი მადლობა ჩემო კარგო

 


№13  offline წევრი ლია კკკ

სუპერ????????????????????????

 


№14  offline წევრი katiusha

ლია კკკ
სუპერ????????????????????????

მადლობა რომ წაიკითზე

 


№15  offline წევრი Ανάξιος

აი ისეთია , ერთი ამოსუნთქვით , რომ უნდა წაიკითხო ...
ცოდვები , ისაა რაც აუცილებლად მიეზღვება ადამიანს , და ეს კარგად გაქვს გადმოცემული ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი მარინა

საოცარია,ძალიან საინტერესო,სასიამოვნო წასაკითხი.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.მადლობა ავტორს❤❤

 


№17 სტუმარი Willow

დიდი მადლობა დოქტორ ოკპას, რომ ჩემი შეყვარებული დამიბრუნა მას შემდეგ რაც დავშორდით 2 წლის განმავლობაში. მე ნამდვილად მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო დოქტორ ოქპას, რომ დამეხმარა თავისი დიდი ძალებით და მინდა ვურჩიო დიდ დოქტორ ოქპას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება, დაუკავშირდეს მას და გარწმუნებთ, რომ ის შეგისრულებთ თქვენი გულის სურვილს. დოქტორი ოკპა საუკეთესოა და მიხარია, რომ დავუკავშირდი მას, რადგან ის რომ არა, ჩემს საყვარელს აღარ დამიბრუნებდა. დიდი მადლობა დოქტორ ოქპას და აქ არის მისი საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected] ან მისი ტელეფონის ნომერი: +27653527813

მისი საიტი: https://okpatempleofsoluti.wixsite.com/my-site-1

დასახელება: Willow
ქვეყანა: ავსტრალია

 


№18 სტუმარი Leni

გამარჯობა ყველას, მე მქვია ლენი გერმანიიდან და მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გაგიზიაროთ ჩემი ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ დააბრუნა დიდმა დოქტორმა ოკპამ ჩემი შეყვარებული თავისი ძლიერი შელოცვით 24 საათის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული კვლავ დამიბრუნდა მას შემდეგ, რაც მან 2 წლით მიმატოვა. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც ის ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდა. მე ნამდვილად მინდა მადლობა გადავუხადო დიდებულ დოქტორ ოკპას ჩემი ბედნიერების აღდგენისთვის და ძალიან დიდი ღიმილი ჩემს სახეზე. თუ ვინმეს აქვს მსგავსი პრობლემები სასიყვარულო ცხოვრებაში, გირჩევთ, დრო არ დაკარგოთ და დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს ოკპას და ის აუცილებლად აღადგენს თქვენს ურთიერთობას ან ქორწინებას. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დოქტორ ოქპას ელფოსტით: [email protected] ან whatsapp: +27653527813.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent