შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენობა კლავს!(სრულად)


12-08-2019, 15:47
ავტორი BonaDea
ნანახია 4 723

მარიამ ბერიძე პატარაობიდანვე ძალიან კეთილი და საყვარელი იყო,მაგრამ ამავე დროს ისეთი გიჟი რომ ყოველთვის ახერხებდა მის ირგვლივ მხიარული გარემოს შექმნას. მის გვერდით იშვიათად მოიწყენდით. ორი ძმა ყავდა და ერთი და. ნიცა,მარიამის პატარა დაა, 15 წლის. ასევე პატარა ძმაც ყავს, მათე 16წლის და დიდი ძმა, ალექსანდრე 25წლის. თვითონ კი23წლისაა. ის მომავალი ექიმია. პატარაობიდანვე გადაწყვეტილი ქონდა რომ დედამისის მსგავსად ექიმი უნდა ყოფილიყო. ათი წლის იყო როდესაც სკოლაში მის გამო ორმა ბიჭმა იჩხუბა. მისმა აუტანელმა კლასელმა, ნიკამ ბურთი მოარტყა მარიამს თავში. მისი კლასელი თორნიკე კი იმ წამსვე წამოხტა და ჩხუბი დაუწყო ნიკას. არაფერი ესმოდა მარიამს,მარტო ხედავდა როგორ დაარტყა ნიკამ თორნიკეს და როგორ წამოუვიდა ცხვირიდან სისხლი. მარიამი სწრაფად გაიქცა და სკოლის ექიმს ყინულები სთხოვა. მალევე მიირბინა თორნიკესთან და თავი ოდნავ წინ გადმოაწევინა. შემდეგ ცხვირზე ყინულები დაადო. თუმა ძალიან დიდი შეკვრა იყო და თორნიკეს მთელი სახე გაეყინა. სისხლი აღარ მოსდიოდა, მარიამი დაეხმარა მას.ამის შემდეგ მთელი კვირა არ ელაპარაკებოდა თორნიკეს. მაგრამ როგორღაც შეძლო და შემოირიგა.ამის შემდეგ დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან . თორნიკე ამაშუკელი და მარიამ ბერიძე.ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. თორნიკეს ბიოლოგიური არა,მაგრამ არაბიოლოგიური და ყავდა მარიამის სახით. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. შეიძლება მარიამის შესახებ თორნიკემ უფრო მეტი იცოდა ვიდრე ალექსანდრემ...
ორი კვირა დარჩა არდადეგებამდე. ორი კვირაც და სამთვიანი თავისუფლება დაიწყება. ძილი,მეგობრები, გართობა, ზღვა, მთა და კიდევ ათასი რამ რაც მარიამს სიგიჟდე უყვარს..მაგრამ ახლა უნივერსიტეტში უნდა წავიდეს და თან აგვიანდება. ჯერ საწოლიდან არც ამგარა არადა მხოლოდ თხუთმეტი წუთი აქვს მოსამზადებლად და მერე თორნიკესთან ერთად უნდა წავიდეს უნიში. სამჯერ დაუძახა ნინიკომ ადექიო მაგრამ ვერ დგებოდა. გვიან არ დაუძინია, ათ საათზე იძინებდა უმეტესად,მაგრამ ძილი ყველაფერს ერჩივნა. უკვე ნინიკო მის ოთხში იყო ცივი წყლით ხელში.
-ბოლოჯერ გაფრთხილებ მარიამ, ადექი. ცოტა დრო დაგრჩა.-მისგან კი პასუხი ისევ ვერ გაიგო. ამიტომ, მოკეცილ ფეხებზე გადასაფარებელი გადააძრო და ცივი წყალი ისე დაასხა ვითომც არაფერი. მარიამის კივილი მთელმა სახლმა გაიგო.
-დედააა. ასეე მერამდენედ უნდა გააკეთო. არ გიყვარვარ მე შენ. სულ არ გეცოდები.-ბუზღუნით წამოდა და მალევე მოემზადა. საწოლი ნინიკომ გაასწორა. მარიამმა მალევე ჩაიცვა, მოწესრიგდა და სამზარეულოში შევიდა.
-რაო მა, კიდევ ცივი წყალი გადაგასხა ნინიკომ?
-ყოჩაღ მამა , დამცინე ხოო. დეენემის ტესტს ჩავიტარებ, ეჭვი მაქვს ნაშვილები ვარ.
-მოდი აქ ჩემი სულელი გოგო-სიცილით უთხრა დემეტრემ და ჩაეხუტა. ისიც ჩუმად ჩაიმალა მამის მკლავებში. კარზე ზარის ხმაა. მარიამი გაიქცა კარისკენ და მონატრებულ თორნიკეს ისე ჩაეხუტა ლამის ორივე წაიქცა. შაბათ-კვირას ვერ მოახერხეს ერთმანეთის ნახვა. მართალია დღეში ასჯერ ურეკავდნენ ერთმანეთს მაგრამ მაინც ძალიან მოენატრა.
-ერთხელ დამამტვრევ ასე ალქაჯო, გამაფრთხილე მაინც.
-რა გაგაფრთხილო?თორნიკე მოვქრივარ გეხუტებითქო? ალქაჯს მეძახი კიდე? ხომ შევთანხმდით? როგორც გინდა წიწილავ.- ალქაჯი და წიწილა. მარიამმა რომ გაიგო თორნიკეს წიწილების ეშინოდა, იმდენი იცინა ძლივს მოასულიერეს. მის შემდეგ წიწილას ეძახდა მან კი ალქაჯი შეარქვა. თორნიკემ ხელში აიყვანა და ზურგზე "მოიგდო". თან კისკისებდა თან ყვიროდა.
-თოორნიკეე დამსვიი დაგივარდებიი
-ხო ისე გახროძდი რომ შესაძლებელია დამივარდე.-სიცილით უთხრა.მარიამმა კი ზურგზე ისე ჩასცხო რომ ბიჭს ათასმა ფერმა ერთ წამში გადაუარა სახეზე.
-მართლა ალქაჯი ხარ. რა გეშველება შენ.
-მე ასეც კარგად ვგრძნობ თავს თოკო.
უკვე სამზარეულოში იყვნენ.
-მარიამ, დეე არ ჩაუნგრიო ძვლები საწყალ ბიჭს. შეიცოდე მაინც.
-დედა შენც? კარგით რაა.
-მზად თუ ხარ წავიდეთ ალქაჯო.
-წავიდეთ.
მარიამმა ჯერ მთელს ოჯახს აკოცა , მერე მთელს ოკახს ჩაეხუტა და ბოლოს ძლივს გასვეს სახლიდან. თორნიკეს მანქანაში ჩასხდნენ დ თხუთმეტ წუთში უნივერსიტეტის შესასვლელთან იყვნენ.
-მარიამ მე დამაგვიანდება და რამე მოიფიქრე რაა.
-კარგი მაგრამ სად მიდიხარ?
-მერე გეტყვი ახლაა მაგვიანდება.
-აუ მითხარი რაა მეწყინება
-ალქაჯი ხარ, ალქაჯიი. ლიზა უნდა ვნახო. დაკმაყოფილდი?
-ლიზაა? ის გოგონა? ჟღალი რომაა და მწვანე თვალები რომ აქვს? მე რატომ არ ვიცოდი აქამდე არაფერი?
-ხო..რომმოვალ გეტყვი.
-მიდი მერე აქ რას მიდგახარ. არ ალოდინო დამიდგა აქ , წიწილა ეს.
-ოხ მარიამ-როგორც ყოველთვის ლოყაზე აყოცა ჩაეხუტა და თავის ჟღალთან წავიდა...
მარიამის გვერდით დაჯდა. იღიმოდა.. ბედნიერი იყო და ამას მარამიც გრძნობდა. ბლოკნოტიდან ერთი ფურცელი ამოხია მარიამმა და წერილი თორნიკეს გაუჩოჩა.
"რატომ არის ჩემი წიწილა ასეთი ბედნიერი?" ტორნიკეს უფრო გაეღიმა მის ამ მონაწერზე და უპასუხა "შეყვარეუბულია" ეს რომ წაიკითხა მარიამა უნდოდა ეყვირა, აქამდე არაფერი რატომ არ მითხარიო,მაგრამ ჩუმად იყო ფურცელზე წერას აზრი აღარ ქონდა, იცოდა ბევრი ექნებოდა სალაპარაკო ამიტომ ლექციების მერე კაფეში წავიდნენ.
-ახლავე წადი და ჩემი საყვარელი ხილის ტორტი მომიტანე და წვენი. ნაწყენი ვარ და უფრო არ გამაბრაზო.-სინამდვილეში კი ნაწყენზე მეტად ბედნიერი იყო მისი "ძმის" ბედნიერებით. თორნიკე უსიტყვოდ დაემორჩილა გაბრაზებულ ქალბატონს და ტორტი დაუდო მაგიდაზე მის საყვარელ წვენთან ერთად.
-ახლა მომიყევი ყველაფერი ჟღალზე.
-მოკლედ, ჩვენი პარალელი იყო. მასწავლებელმა ორივე ერთ დღეს დაგვიბარა თავის კაბინეტში. რადგან მათემატიკის აზრზე არ ვარ მას სთხოვა დაეხმარეო. ისიც უარზე იყო და მეც.მე მათემატიკის ნერვები არ მქონდა, მას კი უცხო ბიჭის დახმარება არ უნდოდა. მოკლედ შორენამ დგვითანხმა და გაკვეთილების მერე ერთი კლასი დაგვითმო. პირველ დღეს ისე გავაბრაზე რომ მისი თმის მსგავსი გაუხდა სახე. სულ აწითლდა და ჩხუბი დაიწყო. მეც ავუყვირდი და მას შეეშინდა ჩემი ყვირილის და უცებ მისი გაბრაზება გაქრა და ტირილი დაიწყო. იმ წამს მივხვდი რომ მხეცივით მოვიქეცი. მივედი და ჩავეხუტე. ისიც ჩუმად იყო. დაახლოებით ხუთი წუთი ვიდეექით ასე და მერე უცებ მომშორდა, ლოყები აუწითლდა და არც შემოუხედავს ისე წავიდა. იცი რა საყვარელი იყო? მთელი ღამე ვფიქრობდი მასზე. მეორე დღეს კი ბოდიშით მოვიდა ჩემთან.ხელებს ნერვიულად ათამაშებდა და თვალებს იქით აქით აცეცებდა. არადა მე უნდა მომებოდიშებინა .ისევ ვერ მოვითბინე და ჩავეხუტე. მეგონა მომიშორებდა და შემომილაწუნებდა მაგრამ თავისი თხელი მკლავების შეხება რომ ვიგრძენი გულმა თითქოს ორმაგად დაიწყო ფეთქვა.მერე ყოველ დღე მამეცადინებდა. გავიგე რომ შოკოლადებზე გიჟდებოდა და ყოველ გაკვეთილს შოკოლადის მიცემით ვიწყებდი. ის კი მადლობის ნიშნად ლოყაზე მკოცნიდა და მერე ვიწყებდით მეცადინეობას.
-ამდენი რამ როგორ დამიმალე. რამდენი ხანია რაც გამეცადინებს? დღეს რატომ იყავი ასეთი ბედნიერი? ჯერ კიდევ სკოლოდან იცნობ და მე არაფერი ვიცი?
-. პირველი ცოტახანს გავაცდინეთ და გავისეირნეთ. უცებ წაიქცა. ვერც მოვასწარი დაჭერა. ფეხი გადაუბრუნდა და იქვე ჩაიკეცა. ატირდა.. ხელში ავიყვანე და ჩემთან ავიყვანე სახლში. კიდევ კარგი უნის წინ ვცხოვრობ. მოკლედ მდივანზე დავსვი და ყინული დავადე. თან პატარა ნაკაწრიც ქონდა ფეხზე და ისიც დავუმუშავე. ის კი უკვე აწითლებული ლოყებით ტიროდა. ისეთი სავარელი იყო. მერე ადგომა სცადა მაგრამ ძალიან ეტკინა და ვუთხარი
დარჩითქო,ახლა სადაა იცი? ჩემთანაა სახლში. სახლში უნდა წავიყვანო. დედისთვს უთქვამს მეგობარს მივყვები რაღაცეების საყიდლადო და დარჩა.
-ვაუ, შენ აღარ ხუმრობ. წადი მაშინ შენს გოგოსთან. მეც უნდა წავიდე მათეს თამაში აქვს და უნდა ვიყო იქ.
-კარგი გაგიყვან და წავალ მერე.
-არაა საჭირო ტაქსით წავალ.
-მარიამ, რომ ვთქვი გაგოყვანთქო ანუ გაგიყვან.
-კარგი ხოო.-მანქანაში ჩასხდნენ და მათესთან მივიდნენ. თამაშის დაწყებამდე მათე ნახეს და წარმატებები უსურვეს. კალათბურთი მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო. მიღწევებიც ქონდა და ძალიან კარგად თამაშობდა. მაღალი იყო. ქერა, როგორც მამამისი და მწვანე თვალები ქონდა. მის სხეულზე კი ექვსი კუბიკი ისე ლამაზად ეწყო რომ გოგოებისგან ხშირად დასვენება სჭირდებოდა...
თორნიკემ სახლის კარი გააღო თუ არა იატაკზე "დაგდებული" ჟღალი დაინახა. სიცხისგან იწვოდა. წამსვე აიყანა და მის ოთახში შეიყვანა. საწოლზე დააწვინა და მის გამოფხიზლებას ეცადა. თვალები რომ გაახილა გოგომ თითქოს გულიდან ლოდი მოხსნესო ისეთი შვება იგრძო.
-მე..მე უნდა წავიდე. დედა ინერვიულებს. რომელი საათია?ღმერთო დამაგვიანდა.-ისეთი სახე ქონდა თორნიკეს ხარხარი უნდოდა მაგრამ თავს იკავებდა.
-სად უნდა წახვიდე ასე? სიცხე გაქვს და ვერ დადიხარ თან
ჯერ ადრეა
-ასე რომ დამინახავს გული დაარტყამს. ძალიან ნერვიულია. ადრე ბზიკმა მიკბინა და იმ წამსვე საავადმყოფოში გამაქანა. მთელი ორი დღე ვიწექი იქ. ისე ტიროდა და ნერვიულობდა ვინმეს ეგონებოდა რომ სიკვდილს გადავურჩი-ლიზა ტიტინებდა, თორნიკე ხარხარებდა.
-დაქელებთან გტოვებს ხოლმე?
-მენდობა და მტოვებს ხოლმე.
-ხოდა უთხარი დაქალთან დავრჩებითქო და დარჩი აქ.
-რა სისულელეა, ისედაც შეგაწუხე. დედას უკვე მოვატყუე საყიდლებზე მივყვები თიკასთქო. არადა კარგი აზრია მართლა მასთან დავრჩები.
-კარგი როგორც გინდა.
-არაა..დღეს პარასკევია?
-ხოო რაიყო?
-სამი დღით აგარაკზე მივდოვარო გუშინ მითხრა. სახლში წავალ მადლობა ყველაფრისთვის. წამოდგომა სცადა მაგრამ ფეხი ისევ ტკიოდა და თან ისე სუსტად იყო მაღალი ტემპერატურის გამო ,რომ თორნიკეს რომ არ დაეჭირა დავარდებოდა.
-ასე სად წახვალ?
-ვეცდები არ შევიმჩნიო.
-არამგონია გამოგივიდეს ვერ დადიხარ. მოდი ახლა დაურეკე დედაშენს და უთხარი რომ შენც აგარაკზე გინდა წასვლა. ხომ გაგიშვებს?
-გამიშვებს მაგრამ თიკა უკვე წასულია.
-თიკას დაურეკე და უთხარი დედაშენს თხოვოს რომ მასთან ერთად გაგიშვას.
-უბრალოდ სახლში წავალ.
-კარგი წავედით.
ძლივს მიდიოდა. თორნიკემ ვეღარ გაუძლო მის ტანჯვას და ხელში აიტაცა. მანქანაში ჩასვა,ღვედიც კი თვითონ შეუკრა და წავიდნენ. მისამართი უთხრა და თხუთმეტ წუთში მისი სახლის წინ იყო. თორნიკემ გზაში გააჩერა მანქანა შოკოლადები იყიდა და ვიღაცას ელაპარაკა. ლიზამ შოკოლადები დაინახა თუ არა თვალები გაუბრწყინდა და თორნიკეს ლოყაზე აკოცა.
-ახლა შედი დედაშენმა იცის რომ თიკასთან მიდიხარ. თიკამ დაურეკა და ისიც დათანხმდა. ჩაალაგე ნივთები რაც დაგჭირდება მოდი. აქ გელოდები.
-მე.. კი მაგრამ...
-ისევ აქ ხარ? გინდა შომოგყვე? დედაშენსაც გავიცნობ თან.
-სულ გაგიჟდი ხო შენ. მალე მოვალ. ძლივს მივიდა სახლამდე. ხუთ წუთში ჩანთით ხელში გამოვიდა.
-ასე უცებ როგორ მოამზადე მინიმუმ სამი საათი მჭირდება მე.
-უკვე ჩალაგებული ქონდა.-ახლა შეამჩნია რომ ჟღალს ლურჟი კაბა ჩაეცვა.მუხლებამდე კაბა იყო.არც ზედმეტად ამოღებული და არც ზედმეტად მოკლე.მაგრამ ისეთი მიმზიდველი იყო რომ თორნიკეს რამდენჯერმე გაექცა
თვალი.უკვე მის ბინასთან იყვნენ. გოგონა ისევ ხელში აიყვანა და ისე შეაღო სახლის კარები. მდივანზე დასვა თვითონ კი სამზარეულოში გავიდა.ბოსტნეული მოიმარგა და სალათის გაკეთება დაიწყო. ლიზას წყალი მოუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა.რომ დაინახა თორნიკე წელს ზემოთ შიშველი ამზადებდა რაღაცას სულ დაავიწყდა წყალი. როცა მოამზადა მაგიდა გააწყო და ლიზასთვის უნდა დაეძახა, მაგრამ ის უკვე სამზარეულოს კარებთან იდგა.
-ბევრხანს მიყურებდი?-ღიმილით უთხრა ჟღალს და ისიც წამსცე აწითლდა.
-არა, მე წყალი მიმდოდა და იმიტომ მოვედი.
-მაცივარშია და აიღე. მე ზედას
ჩაციცვამ თორემ ვატყობ ერთი გოგო მოშტერებას არ შეწყვეტს.-ეს რომ თქვა ლიზა უფრო ააწითლა. ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში შევიდა.გამოსულს ლიზა უკვე მაგიდასთან დამჯდარი დახვდა . თავადაც დაიკავა მის წინ ადგილი,შემდეგ ერთად აალაგეს მაგიდა. ლიზა უკვე კარგად იყო.
-მე სასეირნოდ მინდა წასვლა. -უცებ აუციმციმდა თვალები ჟღალს. სეირნობა მისთვის აუცილებელი იყო. მშვიდდებოდა, განტვირთვაა მისთვის სეირნობა.
-მარტო უნდა წახვიდე?
-მე მარტო დავდივარ ხოლმე ან თიკასთან ერთად.
-მეც მინდა სეირნობა, გამოვიცვლი და წავიდეთ.
-მეც უნდა მოვემზადო.
ჯერ ლიზა შევიდა თორნიკეს ოთახში. რომ გამოვიდა თორნიკე კიდევ ერთხელ გააოცა. გრძელი თმები ჩამოეშალა მხრებზე, ყვავილებიანი თხელი კაბა ეცვა. მუხლებამდე იყო თუმცა გულთან ცოტა დიდი ჭრილი ქონდა. თეთრი კედები და მხარზე გადასაკიდი ჩანთა. თორნიკე კი თეთრი მაისურით და დახეული მუქი ჯინსით გამობრძანდა. სახლიდან გავიდნენ. სახლთან ახლოს პარკები იყო, ამიტომ ლიზამ იქ მოისურვა წასვლა. ერთერთ პარკში დანახა როგორ გადმოეშვა პატარა გოგონა სასრიალოდან სანამ ადგებოდა მეორე ბავშვი დაეჯახა უკნიდან და ისიც წაიქცა. მუხლიდან სისხლმა დაიწყო დენა. ლიზა იმ წამსვე ბავშვთან გაჩნდა და ხელში აიყვანა. დაახლოებით სამი წლის ცისფერთვალენა გოგონა იყო ღია ყავისფერი თმებით ,უზარმაზარი ლოყებითა და პატარა საყვარელი ცხვირით]მის დას რომელიც 8-9წლის იქნებოდა სათამაშოდ გამოუყვანია. გოგონა სკამეიკაზე დასვა. ჩანთიდან სანტავიკი ამოიღო და გოგონას ნატკენ მუხლზე მიაკრო. მალევე შეწყვიტა ტირილი გოგონამ. ახლა უკვე ლიზას ეხუტებოდა და კოცნიდა.
-ის ბიწი ლატო გიკულებს აჩე?
-ის ბიჭი ბეკეკაა-ისე საყვარლად აკისკისდა გოგონა რომ ლიზას და თორნიკესაც გაეცინათ.
-ის ბიწი ჩენი ჩეკალებულია?დედიტომ მითქლა ლომ გაიძლდები მელე გეტკვი სიკალული ლა ალიჩო.
-შეგჭამ ახლა იცოდეე-ლიზამ სიცილით უთხრა გოგონა კი გაიქცა
-ალ ჩემწამოო, ალ ჩემწამოოო
ლიზამ ბავშვი დაიჭირა და იმდენჯერ აკოცა მართლა შეჭამა გოგონა. თორნიკე უყურებდა მათ და უბრალოდ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. მისი ჟღალი ანგელოზი იყო. ულამაზესი ანგელოზი. მისივე გრძნობებში თანდათან რწმუნდებოდა თორნიკე. ხვდებოდა რომ სიგიჟდე იყო შეყვარებული.ლიზამ ჩანთიდან შოკოლადი ამოიღო და გოგონას მისცა მან კი ლოყაზე აკოცა მადლობის ნიშნად. შემდეგ სახლისაკენ წავიდნენ.
-როგორც მივხვდი ბავშვები გიყვარს
-ძალიან მიყარს, ისინი ანგელოზები არიან. კეთილი და თბილი გულები აქვთ.
-შენც ანგელოზი ხარ ჟღალო-ლიზას აღარაფერი უთქვამს, თუმცა მისი ღიმილი და აწითლება უკვე პასუხი იყო. სახლში რომ შევიდნენ ჯერ ლიზა შევიდა სააბაზანოში მერე თორნიკე. ორივე მოწესრიგდა. ლიზა რომ გამოვიდა მოკლე იასამნისფრი პენუარით აი აქ უკვე თორნიკე თვალს ძლივს აშორებდა. ჟღალი ძალიან წითელი იყო.
-მე.. დედაჩემმა ჩამილაგა ესენი. არვიცოდი...
-არაუშავს ლამაზია. საწოლი რბილია. ასე რომ ტკბილიძილი.
-და შენ? შენ სად იძინებ?
-მდივანზე
-ის ხომ ძალიან პატარაა. ვერ დაეტევი იქ. მდივანზე მე დავიძინებ ასე აჯობებს.
-ჩემი ჟღალი ჩემზე ღელავს? თუ საწოლს გამიყოფ უფრო კარგი იქნება.
-თუ ნორმალური ძილი იცი და არ შემეხები მოდი- მართალია არ ელოდა თორნიკე მაგრამ მდივანზე ძილი ნამდვილად არ უნდოდა. ამიტომ საწოლის მეორე მხარე დაიკავა. როგორღაც მოახერხეს და დაიძინა ორივემ. დილით ისეთ ფორმაში გაიღვიძეს რომ გოგონა დილაადრიან პომიდორს გავდა. თორნიკე ისევ თავის ადგილას იწვა, ჟღალი კი თორნიკეზე იწვა. მის გულთან ედო თავი და ხელები მოხვეული ქონდა.ფეხები მოშიშვლებული და გულთან დიდი ჭრილიც თავისას შვრებოდა. თორნიკემაც გაახილა თვლები და მერე. უკვე მზესავით ცხელი იყო.
-რას მიშვები ასეთ ბიჭს ჰაა?
-მეე.. მე ბოდიში. არვიცოდი.. -არ იცოდა რატომ მაგრამ უნდოდა ეთქვა თორნიკეს მისთვის. უნდა ეთქვა და უთხრა კიდეც.
-მიყვარხარ ჟღალო.
-მეც მიყვარხარ მაგრამ ჩვეულებროვ ესეთი ძილ...რაა?მეე..
-შენც გიყვარვარ ხოო?
-დედა ისერვიულებს-მხოლოდ ეს თქვა და სააბაზანოში შევიდა. რომ გამოვიდა უსიტყვოდ აიღო ჩანთები და თორნიკეს შეხედა.
-მე უნდა წავიდე.
-წაგიყვან.
მანქანაში ჩასხდნენ. მთელი გზა ჩუმად იყვნენ. ლიზას სახლთან გააჩერა მანქანა. სანამ გაავიდოდა ლოყაზე აკოცა თორნიკეს.
-მეც მიყვარხარ.-უთხრა და მანქანიდან გადასვლას რომ აპირებდა თორნიკე მაჯაში წვდა და მისკენ მიქაჩა ჟღალი. ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ერათმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ. წამში გადაკვეთა თორნიკემ თითქმის არ არსებული მანძილი და ჟღალის ტუჩებს დაეწაფა. ნაზად კოცნიდა. იგრძნო რომ პირველი კოცნა წაართვა ჟღალს და ოდნავ ჩაეღიმა. იმდენად ტკბილი ტუჩები ქონდა ალისფერთმიანს რომ ჰაერის უკმარისობა რომ არა არასდროს შეწყვეტდა მის კოცნას.ორი აჩქარებული გული.ორი სიყვარულით გაგიჟებული სული იყო მანქანაში..ლიზამ გაუღიმა თორნიკეს და მაქანიდან გადავიდა.
_________
თორნიკე სახლში იყო მარიამმა რომ დაურეკა.
-სად ხარ თოკააა?-
-სახლში ვარ მარიამ რამოხდა?
-მე, ნინი, თიკა ,ლაშა და ცოტნე გასართოვად მივდივართ და ხო წამოხვალ? აკო და ანაც წამოიყვანე რაა და ჟღალიც თუ წამოვა.
-კარგი დავურეკავ სამივეს.
-კარგი მაშინ პირდაპირ ჩვენს ადგილას მოდით.
-კარგი ალქაჯო
-წიწილავ-კისკისით გათიშა ტელეფონი მარიამმა და მომზადება დაიწყო. ჯინსის შარვალი და ტოპი ეცვა. თმა კოსად ქონდა შეკრული.თორნიკემ აკოს და ანას გაუარა შემდეგ ლიზის და ერთად წავიდნენ კიკეთისკენ. მათ არა ბარებში ან დისკოტეკებზე, არამედ იქ უყვარათ ერთად ყოფნა. მათი სასტავი მიდიოდა და ეთობოდნენ. სვავდნენ და მოკლედ მაგრად აფრენდნენ. მარიამი,ნინი,თიკა, ლაშა და ცოტნე უკვე იქ იყვნენ . რაღაც კომედია ჩაერთოთ და მთელი სახლი ზანზარებდა ისე იცინოდნენ. აკო და ანი შეყვარებულები არიან,აგრამ აკოს ტანჯავს ანა და ცოლად არ მიყვება. ერთად ცხოვრობენ და ორივე ერთნანეთზე მეტად აფრენენ. ნინის ცოტნე უყვარს და ცოტნესაც უყვარს ნინი მაგრამ ვერ უტყდებიან ერთმანეთს. სულ ჩხუბობენ და დანარენები ხალისობენ მათ ჩხუბზე. აი თიკა და ლაშა მარტოები არიან. თიკა უწყნარესი გოგონაა. ისეთი ლამაზია რომ ბიჭები მის ირგვლივ სულ ტრიალებენ თუმცა მას არავინ მოწონს. აი ლაშა კი ნამდვილ სიყვარულს ელოდება. კარზე ზარის ხმა და მარიამი იმ წამს გაიქცა კარისკენ. ჯერ თორნიკეს მოეხვია მერე ლიზი გაიცნო , აკოს და ანასაც ჩამოეკდა კისერზე და მოკლედ ერთი ამბავი ატყდა. სუფრა გააწყვეს და ერთად დასხდნენ მეგობრები.თიკა ადგა ჭიქით ხელში
-ხოდა მოდით ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს ჯერ ჩვენს სასტავში მარტო სამი წყვილია.ოდესმე მეც
ვიპოვი ჩემს პრინცს ალბათ და ლუკაც-მაიმც წაკბინა მეგობარი და მერე მოეხვია. უკვე ყველა ნასვამი იყო თაკოს და ანას გარდა. გამთენიისას შევიდნენ თავიანთ ოთახებში და ყველა მიესვენა თავიანთ საწოლზე. მეორე დილით თაკო დარბოდა ბორჯომით ხელში და თან წვნიანს ამზადებდა.
-თავი მისკდება ტოო-დაიწყო აკომ და ანას მუხლებზე დადო თავი.
-აკოო, რაღაც უნდა გთხოვო
-გისმენ საყვარელო რახდება?
-ალუჩა მიმდა მე.. და შოკოლადის ტორტი-ისე თქვა ყველა მას მიაშტერდა.
-ახლა სად ვნახო ეგენი? რომ წავალთ თბილისში იქ გიყიდი.
-მე ახლა მინდოდა. შენ სულ არ გიყვარვარ და არაფერს მისრულებ-უცებ თქვა და ტირილი დაიწყო. არადა არასდროს არ ტირის სხვების წინ, ახლა კი ცხარე ცრემლებით ტიროდა და თან რის გამო.
-რა გატირებს პატარავ ?ახლავე წავალ და მოგიტან ოღონდ არ იტირო.- უცებ წამოდგა აკო მაგრამ ანამ გააჩერა.
-ალუჩა აღარ მინდა ბანანი მინდა-მორცხვად
თქვა.
-კარგი პატარავ ორივეს მოგიტან.წასვლას აპირებდა თიკა რომ დაადგა თავზე და უთხრა მეც მოვდივარ საქმე მაქვსო. რას გამოაპარებ ერთი წელიც და ტრავმატოლოგი გახდება ქალბატონი. თუმცა მაინც ადვილად მიხვდა რაც ხდებოდა აკოს თავს. ქალაქში ჩავიდნენ. აკომ ყველა ხილი იყიდა რაც კი ნახა. აი თიკა კი აფთიაქში იყო და ორსულობის ტესტებს ყიდულობდა თან ერთი წითელი პომადა იყიდა და მანქანაში ჩასხდნენ. მალევე ისევ მეგობრებთან ერთად იყვნენ. ანამ იმდენი ვაშლი ჭამა ყველა გააგიჟა.მერე თიკამ გაიყვანა და ანას ოთახში ავიდნენ. ტესტები ხელში მიაჩეჩა და არც უთქვამს რამე ისე შესვა სააბაზანოში. აი წუთი ელოდა და მერე კივილის ხმა გაიგი.რათქმაუნდა ორ წამში ყველა ანასთან გაჩნდა. ტირილით და გაღიმებული გამოვიდა და აკოს მოეხვია.
-მშობლები ვხდებით საყვარელოოოო-ეს რომ თქვა აკომ ხელში აიტაცა და ატრალა მერე მსხვილი ტუჩები დაუკოცნა.რომ დასვა ანა მერე ბოლოხმაზე ყვიროდა მამა ვხდებიო. ატყდა მილოცვები. ის საღამო ძალიან კარგად გაატარეს. ახალი სიცოცხლე იბადებოდა და ყველა ბედნიერი იყო. ბოლოს ისევ თბილისში დაბრუნდნენ. ანას ყველაფერი საოცრება უნდოდა. დილის ოთხ საათზე აკომ საწოლში რომ არ დაინახა ლამის გულმა დაარტყა. სამზარეულოში ჩავიდა სხვაგან რომ ვერ ნახა და დაინახა ანი რომელიც გემრიელად ილუკმებოდა. გაეღიმა და მივიდა მასთან.ცოტახანში კი ისევ ჩახუტებულებს ეძინათ.

__________
მარიამი სახლში რომ მივიდა ნინიკომ ახარა რომ მისი დისშვილები ჩამოდიოდნენ ხვალ. ძალიან გაუხარდა დეიდაშვილების ჩამოსვლის ამბავი. დილით თავზე რომ დაახტა მეგი და კესო ჯერ ნინიკო ეგონა და აჯუჯღუნდა ახლაა მაინც დამაძინეო.მერე კი მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა როცა მეგი და კესო დაინახა. ისე მოეხვია გოგოებს ლამის ძვლები ჩაუმსხვრია.
-როგორ მომენატრეთთთ. საბა სადაა? არ მითხრათ ახლა არ ჩამოვიდაო თორემ დავახრჩობ.
-ქვემოთაა გოგო. მისი ძმაკაცი და ჩემი ერთი დაქალი ჩამოვიყვანეთ და მათთან ერთადაა-მეგიმ უპასუხა.
მეგი მომავალი გამომძიებელია. კესო სამედიცინოზე სწავლობს, ბოლო კურსზეა და ოფთალმოლოგია მომავალი. აი საბას კი თავისი კომპანია აქვს თბილისში და დოკუმენტებშია მთელი დღე.
მარიამი მოწესრიგდა და სტუმრებთან ჩავიდა. ისე შემოახტა და ჩაეხუტა საბას რომ ძლივს ამოისუნთქა ბიჭმა.
-ჩემოო ველუროო გოგო როგორ მომენატრეე
-მეც მაგრად საბუუ. სტუმრებს არ გამაცნობ?
-ეს მიშოა ჩემი ძმაკაცი და ვაჩე ჩემი ძმაკაცი და მარჯვენა ხელი კომპანიაში. ეს კი მეგის დაქალია სალი.
-სასიამოვნოა. მე მარიამი ვარ მომავალი ქირურგი. და იმედია მალე მოვრჩები სწავლას დავბერდი ქალი.
მარიამმა ყელა გაიცნო . კარგი ტიპები ჩანდნენ. ადვილად გამონახეს საერთო ენა და დამეგობრდნენ. სახლში მოწყენილობა არასდროს იყო და ყველა მაგრად ერთობოდა.
მიშო სერიოზული იყო მაგრამ ამავე დროს მხიარულიც. დილოთ დარბოდა და ვარჯიშობდა, რაც სხეულზეც ეტყობოდა.
მორიგი დღე,მხიარულებით დასრულდა.მიშო ვიღაცას ესაუბრა ტელეფონით და გაბრაზებულმა დატოვა სახლი. დანარჩენებს უკვე ეძინათ.მარიამი კი მის ოთახში ავიდა თუ არა ტანსაცმელი გაიხადა და კარადის წინ მხოლოდ საცვლებში იდგა და პენუარს არჩევდა.უცებ ვიღაცამ შემოაღო კარები და მარიამს რომ უნდა ყვირა მის წინ მდგომმა პირზე ხელი ააფარა.
-ჩჩშ მე ვარ მარიამ. -ვერც ერთმა გააანალიზა როგორ ფორმაში იდგნენ.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მიშომაც ფრთხილად მოაშორა ხელი სახიდან.
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ? შენ რა..მოიცადე შენ დაჭრილი ხარ. -უცებ დაინახა როგორ ედო ბიჭს ხელი მუცელზე და სისხლით იყო მთელი მისი ხელი დასვრილი. მარიამმა ძალები მოიკრიბა და მის წინ ახლა სამედიცინო ყუთით იდგა.
-უნდა გავკერო. ცოტათი გეტკინება , მაგრამ ასე ვერ დავტოვებ.
-არაუშავს მიჩვეული ვარ. -ეს რატომ უთხრა ვერ მიხვდა მარიამი.
-მაისური უნდა გაგხადო.
-კარგი მაგრამ იქნებ შენ ჩაიცვა ჯერ რამე? არა მე ყურადღება კი გადამაქვს მაგრამ..
-საშინელო.-უცებ გადაიცვა კაბა მარიმმა და მაისურს რომ მოკიდა ხელი მაჯაში წვდა მიშო.
-რასაც ახლა ვაკეთებთ არავინ უნდა გაიგოს,თორემ ჩემი ხელით მოგკლავ-მის სახეზე მოჩვენებითი სიბრაზე შეატყო მარიამმა.
-მუქარას ჯობს დამაცადო ჩემი საქმის კეთება.
-მაისურს რომ გვიხდი არ გაგიკვირდეს პატარავ. ცოტა შრამებია მანდ.
მარიამმა არ უპასუხა.მაისური რომ გახადა იმდენი შრამი დაინახა რომ თითქოს მასაც ტკიოდა ყველა ის ადგილი.
-ესენი საიდან გაქვს? საერთოდ რასსაქმიანობ?
-ახლა ვერაფერს გეტყვი,მაგრამ ოდესმე შეიძლება გაიგო ყველაფერი ჩემზე.
გამაყუჩებელი გაუკეთა და ჭრილობის გაკერვა დაიწყო. რომ დაასრულა იქვე საწოლთან დაჯდა იატაკზე და სისხლიან ხელებს უყურებდა. არც კი იცოდა ასეთი რიმის გაკეთება თუ შეეძლო. უცებ წამოდგა და სააბაზანოში შევიდა შხაპი მიიღო და უკან დაბრუნდა. მიშოს უკვე საწოლზე მშვიდად ეძინა. თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა და დილამდე თვალი არ მოუხუჭავს. უყურებდა მიშოს, უყურებდა და უნდოდა გაეგო მის შესხებ. იცოდა რომ დიდ ტკივილს მალავდა მაგრამ არ იცოდა გაიგებდა თუ არა რამეს...
დილით თვალები რომ გაახილა მარიამი იდგა მის წინ, ძალიან ახლოს შუბლზე ჰქონდა ხელი დადებული, აინტერესებდა სიცხე ჰქონდა თუ არა. სიცხე არ ქონდა თუმცა მისი მისი სხეული იწოდა სურვილით რომ მარიამისთვის ეკოცნა. ორმხრივი იყო თუ არა? არც კი ვიცი.
-მე მაინტერესებდა სიცხე გქონდა თუ არა.
-რა გაარკვიე პატარავ
-არგაქვს. -ღიმილით უთხრა მარიამმა
-კარგია-მანაც ღიმილითვე უპასუხა
-ვინ დაგჭრა?ხვდები საერთოდ რა დამემართა?იცი რა რთული იყო? რამე რომ დაგმართნოდა? არ გიფიქრია?-ღიმილი სახეზე შეეყინა და ახლა მის წინ განრისხებული იდგა.
-ასე ძალიან შეგაშინე? მოდი აქ.-თავისკენ მიიზიდა და ცრემლები შეუმშრალა. მარიამი არავისთან ტირის. არასდროს უტირია სხვასთან და ახლა? ახლა ის სუსტია? თუ უბრალოდ იპოვა ის ვისთანაც შეძლებს ტირილს,ვისაც ნამდვილად ტკივა მისი ტკივილი.ახლა კი ჩახუტებულები იდგნენ და სხვა არაფერი იყო მათ ირგვლივ. თუმცა რა საჭირო იყო სიტყვები. ისინი თავიანთი ქცევით იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე სიტყვებით იტყოდნენ.ალბათ დიდხანს იდგებოდნენ ასე მათე რომ არ შესულიყო ოთახში.
-მარიამ,მოიცა თქვენ რაა ერთად ხართ? ვაუ მარიამ უკვე მეგონა გოგოები მოგწონდა და ამას შეხედეთ რა ბიჭი ყავს.-სიცილით ლაპარაკონდა მათე.
-ჩვენ არ ვართ ერთად. უბრალოდ მეგობრები ვართ.-მარიამმა ეს რომ თქვა მიშო უბრალოდ დაიფლითა იმ წამს. დაიშალა სულიერად. ძლივს დაეთანხმა და შემდეგ თავის ოთახში შევიდა.მალევე მათე იჯდა მის წინ.
-ვიცი რომ გიყვარს.- როგორ შეიძლება არ ცოდნოდა. ისეთი ნათელი იყო ყველაფერი,თუმცა ამავე დროს იდუმალიც.
-აზრი არ აქვს.
-აქვს!თუ გიყვარს უნდა იბრძოლო და თუ არ გიყვარს გირჩევ შეეშვა-მხოლოდ ეს უთხრა და წავიდა.
ის დღე ჩვეულებრივად დამთავრდა. მარიამი თითქმის არც გამოსულა მისი საძინებლიდან. მეორე დღეს თიკა ესტუმრა.არც იცოდა სახლში უცხო თუ იყო ვინმე. პიდაპირ შეაღო მარიამის საძინებლის კარები და თავზე
დაახტა.
-მარიაამმ გაიღვიძეეეე მარიამმ, კარგი რაა რას მეღადავები..მარიამმ მაშინებ.-არ ინძრეოდა. უგონოდ იყო,ძალა გამოცლილი მისვენებულიყო საწოლზე და სიცხისგან იწვოდა. თვალები ჩაშაცებული ჰქონდა. ტუჩები თითქოს ფერმრკთალი და სახე უჩვეულოდ წაშლილი ქონდა. ისეთი სუსტი ჩანდა რომ არამგონია ახლა ვინმეს შეემჩნია მისი სიძლიერე.თიკა უკვე წყლის ჭიქით ხელში ადგა და სახეზე წვეთწვეთად შეასხა, მაგრამ გონს მაინც არ მოდიოდა.თიკა უკვე გიჟს გავდა არც კი იცოდა როგორ მოქცეულიყო. ოთახიდან გავარდა და პირველი რომელი საძინებელიც შეხვდა სწორედ იქ შევიდა. საწოლზე იწვა ბიჭი მხოლოდ სპორტული შარვალის ამარა და
მშვიდად ეძინა. არ ელოდა რომ ვინმე შეუვარდებოდა ოთახში დილის ცხრა საათზე,თანაც შეშლილი სახით.მხოლოდ ორი სიტყვა გაიგო ალბათ ასამდე ნათქვამი სიტყვებიდან და ორ წამში მარიამთან გაჩნდა. ისე აიტაცა ხელში თითქოს ხუთი კილო ეჭირა და სახლი დატოვა სამივემ.მთელი გზა ესმოდა თიკას ტირილი."ახლა რაღა მოხდა მარიამ,ახლა რამ წაგართვა ძალებიი? ბოლოს ასე წლების წინ დაგემართა ნერვიულობის ფონზე,მარუსა ბებია რომ გარდაიცვალა და ახლაც ინერვიულე? ვინმემ გაგაბრაზა? გთხოვ თვალები გაახილე მარიამ" მანქანა საავადმყოფოს წინ გაჩერდა ორი სხეული გადმოვიდა შემდეგ კი მარიამი ისევ ვიღაცის მკლავებში იყო მოქცეული თუმცა უგონოდ იყო. დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა გონს თუმცა მის გვერდით მხოლოდ თიკა იყო. არადა ახსოვდა ის სურნელი. სურნელი რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ასე ძალიან ძულდა რადგან მან მისი სიცოცხლე ჩააბარა იმ დღეს. ფიქრობდა რომ ვერ გადაერჩინა? რამე რომ არასწორად გაეკეთებინა? ოდესმე აპატიებდა ამას საკუთარ თავს?არა! სწორედ ამ ფიქრებმა მიიყვანა მარიამი აქამდე.
-აქ ვინ მომიყვანა?-თვალები რომ გაახილა პირველი ეს თქვა.
-მე მოგიყვანე, არც კი ვიცი როგორ შევძელი მარტომ მაგრამ მოგიყვანე მადლობა ღმერთს-რის გამო დუმდა? რატომ იცრუა. არც კი ვიცი თუმცა ეს სიცრუე გახდა მარიამის ცრემლების მიზეზი.გული ისე ტკიოდა როგორც არასდროს. ტკიოდა რომ ეს სიყვარული ცალმხრივი იყო. როგორ შეიძლება ასე მოკლე დროში ადამიანი ასე უსაზღვროდ შეგიყარდეს? არც მე მესმის, მაგრამ ფაქტი სახეზეა.პალატიდან რომ გავიდა იმ წამსვს დაურეკა მიშოს. სიტყვის თქმაც არ აცადა ისე კითხა
-რა ხდება კარგადაა?
-არა, არ არის კარგად. ძალიან ცუდააა და შენც უმატებ ტკივილს. ტირის. რატომ ტირის იცი? მკითხა აქ ვინ მომიყვანაო.შემდეგ ტორილი დაიწყო. რა ხდება თუ არ მეტყვი იცოდე სიმართლეს ვეტყვი. და საერთოდ რატომ უნდა დავუმალო რომ შენ მოიყვანე-ეს ყველაფერი ერთ წამში ჩაატია და პასუხს დაელოდა.
-ტირის? ანუ მასაც... ღმერთო ჩემო ათ წუთში მანდ ვარ.-არც აცადა რამის თქმა ისე გათიშა. მართლაც მალე მივიდა და პალატის კარს რომ აღებდა თიკა გამოჩნდა არსაიდან და წინ გადაეღობა.
-სანამ არ ამიხსნი ყვალაფერს არ შეგიშვებ-მკაცრი ტონით საუბრობდა
-ანუ ასე? კარგი გრტყვი. მარიამი მიყვარს. მიყვარს მთელი არსებით, მაგრამ. ღმერთო როგორ ვერ ვიტან ამ "მაგრამ"-ს. მაგრამ მას ვერ დავტანჯავ. ამ ტკივილისთვის ვერ გავიმეტებ. ჩემს გვერდით ბედნიერი ვერ იქნება. ჩემზე რომ გაიგოს ყველაფერი. შეიძლება აზრიც შეიცვალოს ჩემზე. ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ,თუმცა ცხოვრებას ვერ დავუნგრევ.-მიშო, კაცი რომელსაც არავის წინაშე არ ყოფილა ასეთი სუსტი ახლა თიკას წინ იდგა და არ იცოდა რა უნდა ექნა. ცხოვრებაში პირველად არ იცოდა როგორ მოქცელიყო.
-არც კი ვიცი რა გითხრა მხოლოდ ამას გეტყვი. "ადამიანს ბნელი მხარე ყოველთვის აქვს. იცი ჩემთვის მთავარია სხვის სისხლში არ ქონდეს ადამიანს ხელები გასვრილი და სხვას რას არ გადაიტანს ადამიანი." ეს ჩემი სიყვები არაა. მარიამის აზრია ასეთი. და თუ არავი სისხლი არ არს შენს ხელზე მაშინ ის გაპატიებს. და კიდევ, ერთ დღეს მარიამს ვკითხე რას ვერ აპატებ საყვარელ ადამიანსთქო და მიპასუხა "ღალატს,ტყუილს და ძალადობას" მხოლოდ ამას ვერ გაპატიებს ის. მარიამი ჩემი ანგელოზია და დარწმუნებული ვარ გაგიგებს.
არვიცი რამდენად შეძლო იმედების მიცემა მისი სიტყვებით თუმცა ვიცი რომ მიშო და მარიამი ერთმანეთზე უბრალოდ შეყვარებულები კი არა ერთმანეთის ღმერთები იყვნენ. თიკას წასვლა აუცილებელი იყო. მარიამთან კი მიშო შევიდა.მთელი ღამე უყურებდა და მის თითოელ ნაკვთს შეისწავლიდა.დილით როგორც კი თვალები გაახილა მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. იცის კი იფიქრა მეჩვენებაო თუმცა ყველაფერი რეალური იყო. ფიქრებში გართულმა მიშოს ხმა რომ გაიგო დარწმუნდა რომ ნამდვილი იყო.
-დილამშვიდობისა პატარა ქალბატონო-ღიმილით შეხვდა ახალგაღვიძებულ მარიამს.
-დილამშვიდობის. შენ საიდან გაჩნდი აქ? თიკა სადაა?
-თიკას საქმე გამოუჩნდა და უნდა წასულიყო. ახლა მოემზადე, მე ექიმს ვნახავ და წავიდეთ. აღარაფერი უთქვამს მარიამს მის ნებას დაჰყვა. სახლში რომ მივიდნენ მერე დაიწო მოკითხვები და ცრემლები.როგორც იქნა მიაღწია თავის ოთახამდე. სააბაზანოში შევიდა და დიდხანს ნებივრობდა წლის ქვეშ. პენუარი გადაიცვა და საწოოლში შეწვა. მის ოთახში დიდად არ შედიოდა ხმა თუმცა ის უმნიშვნელოდ მოსმენილი ერთი სიტყვა რომელიც თთქმის არ ისმოდა ისიც კი აღიზიანებდა. როგორღაც შეძლო დაძინება. დილით ადრე ადგა და ზურგჩანთაში ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩაალაგა.მშობლების ოთახში შევიდა და უთხრა სოფელში მივდივარო. მარტო მინდა ცოტახანს ყოფნაო და წავიდა. სანამ ყველამ არ გაიღვიძა იქამდე მხოლოდ ნინიკომ და ნიკოლოზმა იცოდა მარიამის წასვლის შესახებ.
___________
ალექსანდრე , სალი , ვაჩე, ნინი და ცოტნე კლუბში იყვნენ გვიანობამდე. ისხდნენ სვამდნენ,საუბრობდნენ და ერთობოდნენ.ყველამ ბევრი დალია.უკვე ნასვამებიც აღარ ერქვათ ისე იყვნენ გათიშულები. ცოტნემ ნინის რომ ცოლობა თხოვა აი მაშინ კი უფრო დათვრნენ. უკვე პირველი საათი მთავრდებოდა და კიდევ კლუბში იყვნენ. სალის შავი მუხლებს ოდნავ ზემოთ კაბა ეცვა. მკერდთან საშუალო ჭრილით და მომაჭადოვებლად იცინოდა ცეკვასთან ერთად. ტანზე გამოყვანილი კაბა მის ფორმებს უფრო ნათელს ხდიდა.ისე არხვდა სხეულს რომ ალექსანდრე შეიშალა. ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა.
-მოიცა სად მიგყავარ დანარჩენები არ მოდიან?
-ნინი და ცოტნე უკვე წავიდნენ,ვაჩეც წავიდა და მეც აღარ მინდა იქ.
-კარგი მაშინ წავიდეთ.-მანქანის კარი გააღო და ჩაჯდა თუმცა იმდენად გათიშული იყო ღვედიც კი ვერ შეიკრა.ალექსანდრე დაეხმარა და საჭსთან მოთავსდა ბოლოს. როგორ გადარჩა არ ვიცი მთვრალი ატარებდა მანქანას,თუმცა მშვენივრად ატარებდა. სალის თვალები დიდხანს ქონდა დახუჭული და როცა გაახილა მიხვდა რომ აშკარად არ მიდიოდნენ სახლში.
-სად მივდივართ?სახლის გზა არაა ეს ალექს
-ასე სახლში როგორ მიგიყვანო გალეწილი მთვრალი ხარ.სასტუმროში დავრჩეთ.
-მართალი ხარ.-ორი სიტყვა თქვა და თვალები ისევ დახუჭა. ამჯერად ჩაეძინა ქალბატონს.სასტუმროში შევიყვანა. რადგან სასტუმრო მისი საკუთრება იყო პირდაპირ გამოართვა თავისუფალი ოთახის გასაღები გოგონას რომელიც ღიმილით შეხვდა და თავისი ნომრისკენ დაიძრა.სალი მის მკლავებში იყო მოქცეული და მშვიდად ეძინა. ფრთხილად გააღო კარი და პირდაპირ საწოლისკენ დაიძრა.სალი ფრთხილად დააწვინა და თავადაც მის გვერდით დაწვა.არ ეხებოდა უბრალოდ უყურებდა გოგონას მშვიდად ეძინა თითქოს.რამდენიმე წამში სალი ალექსანდრეს ტუჩენთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და სურვილმა სძლია. ისე უცებ დაეწაფა ბიჭის მსხვილ ტუჩებს რომ გაუკვირდა კიდეც. კოცნიდა მთელი სინაზითა და ამავე დროს უხეშად.ალექსანდრეც წამში აყვა და ორი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვნებამ შეიპყრო. სალი ალექსის სხეულზე დაატარებდა თითებს და ბოლოს მაისურის ქვეშ აღმოჩნდნენ მისი ხელები. მაისური წამში გახადა და უკვე ვერც ალექსანდრე იკავებდა თავს.სალის კაბა წამში ჯანდაბაში მოისროლა და უფრო ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. არცერთი არ იყო საღ გონებაზე. მხოლოდ სურვილები ამოძრავებდათ. ვნებისგან გაგიჟებული ორი სხეული შეერწყა ერთმანეთს.
დილით სალიმ გაიღვიძა პირველი, თავი უსკდებოდა. გვერდით რომ გაიხედა და ალექსანდრე დაინახა ლამის ცუდად გახდა.ყველაფერი გაახსენდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.სწრაფად ადგა და კაბა გადაიცვა.საწოლზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელიც მოირგო.სახლში დაბრუნდა და თავის ოთახში შეიკეტა. საწოლზე დაწვა და ტირილი დაიწყო.ალექსანდრე უყვადა, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო.ალექსანდრემ რომ გაახილა თვალები მხოლოდ თავის ტკივილს გრძნობდა.არც კი ახსოვდა მარტო მივიდა სასტუმროში თუ ვინმესთან ერთად.ძლივს ადგა და სააბაზანოში შევიდა.შხაპი მიიღო და ოდნავ უკეთ გახდა. ჩაიცვა, მოწესრიგდა და ფეხსაცმელს რომ იცვამდა უცებ საფულეს მოკრა თვალი. როგორ არ ვიცი მაგრამ იცნო,თან პირადობის მოწმობაც საფულეში იდო და შეიშალა. ყველაფერი გაიხსენა და გიჟივით გავარდა სასტუმროდან.სახლში რომ მივიდა ცოტახანს ოთახში ავიდა შემდეგ დაუძახეს.უკვე სუფრასთან იჯდნენ ყველანი,მხოლოდ მარიამი და სალი არ ჩანდა.
-ნინიკო მარიამი და სალი სადაა-ალექსანდრემ იკიხა და სიჩუმეც დაარღვიეს.
-მარიამი დილით ადრე წავიდა სოფელში ცოტახანს მარტო მინდა ყოფნაო-ეს რომ თქვა მიშოს გულში ისარი ჩასცხეს თითქოს-და სალი თავის ოთახშია არ მშიაო განაცხადა.რომ დაასრულეს ნინიკომ მაგიდა აალაგა და ყველა თავიანთ ოთახებში გაიფანტნენ.
ორი კვირა გავიდა და სალი თითქმის არ გამოდიოდა თავისი ოთახიდან.მარიამი კი ისევ სოფელში იყო და მარტოობით ტკბებოდა.ერთ დღეს კარზე კაკუნი გაისმა და შეეშინდა კიდეც. მეზობელი ნამდვილად არ იქნებოდა.კარი რმ გააღ და მიშო დაინახა გაუკვირდა.კარი გააღო თუ არა იმ წამსვე ჩამალა ბიჭმა მის მკლავებში.
-აქ რა გინდა? ყველა კარგადაა?
-არა მე ვარ ცუდად.უშენოდ ძალიან ცუდად ვარ.მთელი ორო კვირა გავიდა და ამ მანძილზე ლამის შევიშალე.შენი ხმა არ მესმოდა,ვერ გხედავდი და შენს გარეშე აღარ შემეძლო.არ ვიცი შენ რას გრძნობ,ახლა მართლა არაფერი არ ვიცი გარდა ერთსა,მიყვარხარ და მინდდა მთელი ჩემი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო.-იდგა და უსმენდა.ცრემლებმა დაიწყეს თვალებიდან დაუკითხავად დენა და ის ხმას არ იღებდა. როგორ შეეძლო სიტყვებით ამ წამების გაფუჭება.გაიღიმა,მიშოს რომ უყვარს ზუსტად ისე.ბიჭი მის მსხვილ ტუჩებს დაეწაფა და იმ წამს არაფერი არ არსებობდა მათ გარდა. კიდევ ორი კვირა დარჩნენ.ორი უმშვენიერესი კვირა იყო მარიამის ცხოვრებაში.
________
სალი ოთახიდან არ გამოდიოდა თითქმის. ძალიამ ცუდად იყო.ერთ დღეს სამზარეულოში რომ შევიდა და კვერცხის შეწვა გადაწყვიტა სუნზე გულის რევის შეგრძნება ქონდა და იმ წამსვე სააბაზანოში გაიქცა.ალექსანდრე კი წყლის დასალევად შედიოდა და ყველაფერი დაინახა.უკან გაყვა სალის.პირს იბანდა უყვე ალექსანდრე რომ შევიდა.ისე გაფითრდა თითქოს რამეს აშავებდა.
-სალი რა გჭირს?-იჭვით კითხა
-მე არაფერი უბრალოდ მოვიწამლე ალ...-სიტყვაც ვერ დაამთავრა ისე დაკარგა გონება.სახლში არავინ იყო ამიტომ ხელში აიყვანა და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ მალევე.ექიმი გამოვიდა პალატიდან და მხოლოდ ერთი წინადადება თქვა"გილოცავთ 8თვეში მამა გახდებით"მხოლოდ ეს სიყტყვვები ესმოდა ალექსანდრეს. უზომოდ ბედნიერი იყო თუმცა არ იცოდა რა გაეკეთებინა. სალის რომ არუნდოდეს ბავში? მისი მოშორება რომ გადაწყვიტოს?ამას ვერ დაუშვებდა.პალატაში რომ შევიდა უკვე ყველაფერი იცოდა სალიმ.ტიროდა..ისიც იმავეს ფიქრობდა,რომ ეთქვა ბავშვი არ გაჩნდებაო?როგორ გაეზარდა პატარა მარტო?ფაქტი იყო რომ ვერ მოიშორებდა ბავშვს,არ ეეძლო უცოდველი არსების მოკვლა.
-გთხოვ ნუ ტირი-ალექსანდრე მივიდა და ცრემლები შეშრო თითებით.
-მე..მე მას ვერ მოვკლავ, არ შემიძლია.უცოდველია ის..მე..-ცრემლებმა ისევ დაიწყეს დენა.
-არასდროს არ გაიმეორო ეგ. . რვა თვეში ჩვენი პატარა ბიჭი ან გოგო გაჩნდება დაერთად გავზრდით.ისე მეყვარება როგორც არასდროს არავინ მყვარებია.შენი ცრემლები სულს მტკენს.ნუ ტირი.არ ვიცი რას ფიქრობ ახლა თუმცაა ეს აქამდეც უნდა მეთქვა. რომ დაგინახე იმ წამდან შემიყვარდი. შენი მწვანე თვალები შემიყვარდა. ეგ სურნელი თამზე რომ გეფრქვევა.ბევრ ლამაზ და საოცარ სიტყვას ვერ გეტყვი თუმცა გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ.და თუ შენც იგივეს გრძნიბ და წინააღმდეგი არ ხარ მინდა რომ როგორც კი გავალთ აქდან უფლის წინაშე გახდე ჩემი მეუღლე.-ძლივს უთხრა და პასუხს დაელოდა.
-მე არვიცოდი თუ შენც გიყვარდი. მიყვარხარ ალექსანდე.მიყვარხარ და თანახმა ვარ. -მერე იყო კოცნა. უსაზღვრო ბედნიერება და ორი შეყვარებული სული.საავაფმყოფოდან გავიდნენ თუ არა ხელი მოაწერეს,ჯვარი დაიწერეს.უყვე ცოლ-ქმარი იყვნენ.სახლში რომ მივიდნენ და ახალი ამბავი განაცხადეს ყველა შოკში იყო. ახალი სიცოცხლის მოვლენის შესახებ რომ გაიგეს უკვე მათ სიხარულს საზღარი არ ქონდა.დაიწყო სალის არაამქვეყნიური სურვილები,ტირილი ათას სისულელეზე და ასეშემდეგ.მარიამი და მიშო კი კიკეთში იყვნენ. მხოლოდ ორნი და უამრავი ბედნიერი წამი.აი მიშო კი სრულ გადატრიალებას გეგმავდა მათ ცხოვრებაში. თბილისში რომ ჩავიდნენ ვაჩეს დაბადებისდღე ახლოვდებოდა.აი აქ უკვე გეგმა დაისახა ბატონმა მიშომ. და აი დადგა ვაჩეს დაბადების დღეც.ყველანი რესტორანში წავიდნენ და დაიწყო გართობა. ნინიკო და დემეტრეც იყვნენ და მოკლედ მთელი სამეგობრო წრე ადგილზე იყო. ცოტახანში შუქი ჩაქრა და ტორტიც გამოჩნდა.ტორტი პატარა გოგონას და ბიჭს მიქონდათ.
-გილოცავ მამიკოო-ორივემ ერთხმად შესძახეს და მამიკოს ჩაეხუტნენ.ვაჩე კი იმ წამს ყველძე ბედნიერი კაცი იყო. დროებით ნიას სწავლის გამო საფრანგეთში ცხოვრობდნენ.არ ელოდა რომ ჩამოვიდოდნენ.თუმცა დიდი სიხარული დაატყდა თავს.შემდეგ ნია გამოჩნდა,ულამაზესი იყო.ღია ვარდისფერი გძელი კაბა ეცვა მულხზე ჩახსნილი და მაღლები. ისედაც ულამაზესი იყო მაგრამ ახლა ანგელოზს გავდა.ვაჩესთან მივიდა და მათი ტუჩები ერთნამეთს შეერწყნენ.ყველა ტაშს უკრავდა,ყველა ბედნიერი იყო.
-გილოცავ-ნიამ პატარა ყუთი გაუწოდა და ღიმილიც არ დავიწყებია.ვაჩემ ყუთი ძლივს ვახსნა იმდენ რამეში იყო საჩუქარი გადხვეული რომ უკვე ნერვებიც ეშლებოდა.ბოლოს როცა საჩუქარი ნახა სიხარულისგან ცრემლებიც კი წამოუვიდა. უკვე მესამედ ხდებოდა მამა. ყუთში სულ პატარა ფაჩუჩები იდო და პატარა ბარათი "გლოცავ მამიკო".უსაზღვროდ ბედნიერი იყო. კიდევ ერთხელ შეეხო მათი ტუჩები ერთმანეთს.
-მამიტოო მე მინდა ლომ ბაია გოგო იკოჩ- ტასომ სერიოზული სახით განაცხადა და ამას ნიკოლოზის ბრაზიც მოყვა-გოგო არა ბიჭი იქნება აი ნახავ. ცოტახანს უსნიმა ვაჩემ და მერე ორივე გემრიელად ჩაკოცნა.უკვე მაგიდასთან ისხდნენ ყველანი,მარიამიც თუმცა მიშო არ ჩანდა. არ მეგონა ამ დღის კიდევ უფრო გალამაზება თუ შეიძლებოდა მაგრამ ფაქტია დაუვიწყარი იყო ყველასთვის ეს საღამო. მიკროფონთან რომ მივიდა მათე ყველას გაუკვირდა.
-მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა ვაჩეს მივულოცო.გილოცავ ძამო ბერდები ნელ-ნელა. მამაც უკვე მესამედ ხდები და ჩემი ნათლულიც მალე მოევლიმება დედამიწას.ახლა კი მინდა მარიამს ვთხოვო მოვიდეს ჩემთან.ყველა გაოცებული იყო.მარიამს კი საერთოდ არ ესმოდა რა ხდებოდა.ხმის გვერდით იდგა უკვე.შუქები ჩაქრა და ვალსის მელოდია გაისმა.მარიამი კარგი მოცეკვავე იყო.უცებ მიშოც გამოჩნდა და ცეკვა დაიწყეს.ეს იყო საოცარი ცეკვა,ცეკვა გრძნობენით.ირგვლივ ყველაფერი გაქრა.მხოლოდ მიშო და მარიამი არსებობდნენ.მელოდია რომ დამთვრდა მიშომ მარიამის წინ დაიჩოქა და ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან.ულამაზესი ბეჭედი იყო,თითოდ მარიამისთვის იყო შექმნილი.ცრემლებმა იწყეს დენა.არ ელოდა,თუმცა მალევე მოვიდა გონს.ხალხის მხურვალე ტაში მარიამის თანხმობის შემდეგ და დაუვიწყარი კოცნა.ყველა ბედნიერი იყო.არვიცი ეს დღე ასეთი ლამაზი იქნებოდა თუ არა რომ არა სიყვარული.სახლში გამთენიისას წავიდნენ.დაღლილებს იმ წამსვე ჩაეძინათ როგორც კი ბალიშზე დადეს თავი.მეორე დღეს კი ქორწილისთვის გეგმებს ისახავდნენ.ყველაფერი მოაგვარეს.ერთი კვირა სამზადისში იყვნენ.მარიამი იკვ სარკის წინ იდგა თეთრ უზარმაზარ კაბაში გამოწყობილი.უცნაურად ლამაზი იყო.მგონი ქალი ყველაზე ლამაზი საქორწინო კაბაშია.თავზე ფატა გაუკეთა სალიმ და თაიგულიც აიღო. მარიამის მეჯვარე სალი იყო.ისიც ულამაზესი იყო ატმისფერ კაბაში.უკვე დიდი მუცელი ქონდა და ძალიამ საყვარელი იყო. ყველაფერი წესისამებრ იყო. უკვე სიძე-დედოფალ მათ მაგიდასთან ისხდნენ.შემდგ მათი ცეკვა და მხურვალე ტაში.თაიგულის სროლის დროც დადგა.გოგონები შეიკრიბნენ და თორნიკემ სალი ძალით დააყენა. უკვე იცოდა მარიამმა რაც უნდა ექნა და თაიგული ისროლა.სწორედ რომ ლიზას ჩაუვარდა ხელებში.მარიამის და თორნიკეს შეთანხმება ყლვე შესრულებული იყო.ლოზი გაოცებას ძლივს მალავდა თორნიკე რომ მივიდა და ბეჭედიტ ხელში დაიჩოქა მის წინაშე.კიდევ ერთი ბედნიერი წყვილი.კიდევ ერთი თანხმობა და კიდევ ცრემლები.ულამაზესია ბედნიერებისგან ატირებული ქალი.შემდეგ ყველა ერთობოდა. მარიამი დ მიშო კი გაიპარნენ.სასტუმროს შესასვლელთან გაჩერდა მანქანა და მათ აქაც სიხარულით შეხვდნენ.ნომრის გასაღები მისცეს და ისინიც მალე ნომერში იყვნენ.დაღლილობა ლვალოდ გაქრა,ახლა მხოლოდ ერთი სურვილი ქონდა ორივეს.ორივე ვნებით იყო აღსავსე. სადღაც მოსროლილი ტანდსაცმელები, შიშველი სხეულები და მხურვალე ღამე.სიამოვნების ამოძახილებ და უამრავი ემოცია...
____________
დრო გავიდა...სალი და ალექსანდრე უკვე ბავშვის მოლოდინში ივნენ ყოველ დღე.
-ააააააა,დამეწოოო,ბავშვიი-დილით ყვირილის ხმამ გააღვიძა ალექსანდრე და ისიც წამსვე მზად იყო ყველაფრისთვის.წინასწარ მომზადებული ჩანთა აიღო და საავადმყოფოში იყვნენ რამდენიმე წუთში. სამშობიაროდან გამოსლი განწირულ კივილს ხმა და ძალიან ანერციულებული და გახარებულ მომავალი მამიკო და სრულიად დაუგეგმავი რა.მართალია სალის ძალიან დიდი მუცელი ქონდა თუმცა ყველას ეგონა რომ ბავშვი იყო დიდი. უკვე მარიამი და მიშოც იქ იყნენ,ნინიკო და დიმიტრი მოკლედ ყველა ადგილზე იყვნენ. ექი რომ გამოვიდა ყველა მის წინ იდგა წამსვე.
-როგორც ვიცი თქვენ ერთ ბიჭს ელოდებოდით,თუმცა სრლიად მოულოდნელი შემთხვევაა ეს. ბიჭუნა დაიბადა ნორმალური წონით.შემდეგ გოგონაც და მესამეც მალევე დაინადა, იცის ბიჭია.-სრული შოკი ქონდა ყველას.ისინი ბიჭს ელოდნენ თუმცა მხოლოდ ერთს.ალექსანდრეზე ბედნიერი ადამიან იმ წამს არ არსებობდა.ყველა ულოცავდა,ყველა ბედნიერი იყო,ტიროდნენ კიდეც. მარიამმა გონება რომ დაკარგა იქ კი სიხარული აღარავის ახსოვდა.ექიმმა გასინჯა და ახალი ამბავი ახარა."გილოცვთ სულ რაღაც რვა თვეში პატარა ბიჭი ან გოგონა გეყოლებათ"ამ სიტყვებმა მხიარულება უფრო დიდი დოზით დაუბრნა ყველას.ცოტახანში ალექსანდრე სალისთან შევიდა პალატაში და ყველაზე ლამაზი კადრი ნახა რაც კი ოდესმე უნახავს.სალის სამივე ბავში ეჭირა და იღიმოდა. ულამაზესი იყო იმ წამს.მასთან მივოდა და შუზე აკოცა.შემდეგ ბავშვებს გადახედა და ცრემლებნა დუკითხავად დაიწყეს დენა.გოგონა ძუძუს მიირთმევდა.ბიჭები კი გაუჩერებლად მოძრაობდნენ.
-სახელები არ გაინტერესებს?
-უბედნიერესი კაცი ვარ და ეს ყველაფერი შენს გამოა მხოლოდ.რა ქვიათ ჩემს პატარებს.
-ჩვენი გოგონა ასე მშვიდად რომ წევს ქალბატონი კესანე ბერიძეა.ჩვენი ბიჭი გაუჩერებლად რომ ხვანცალებს გაბრიელი ქვია,ხოლო ეს გაუჩერეად რომ ტილის ანდრიაა.იმედია მოგწონს
-როგორ შეიძლება არ მომწონდეს.ახლა უკვე ტუჩები შეეხო ტუჩებს.ბედნიერებით დასრულდა ეს დღეც და ახლა უკვე სამი შვიკის მამა იყო ბატონი ალექსანდრე.ნიამ კიდევ ერთი ბიჭი მოავლინა დედამიწას.და მათეც მისი ნათლია გახდა.
_________
მარიამს რთული ორსულობა ქონდა.წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული.ძალიან სუსტად იყო ბოლო ორი თვე.შუაღამე იყო ყვირილი რომ დაიწყო დამეწყოო და საავადმყოფოში გაჩნდნენ წამსვე. ტყუპებს ელოდებოდნენ მიშო და მარიამი.სახელებიც შერჩეული ქონდათ უკვე.მარიამს ლილუ მოსწონდა მიშოს კი ნატალი.ბიჭის სახელზე კი ორივე ერთი აზრის იყო,დამიანეს არქმევდნენ ბავშვს.საკეისრო გუკეთეს.ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ.მარიამი კი ძალიან მძიმედ იყო.ყველა საავადმყოფოში იყო.ექიმი გამოვიდა.
-ბავშვები ჯანმრთელები არიან გილოცავთ.ქალბატონი კი ძალიან მძიმედ არის. მომდევნო ოცდაოთხი საათი იქნება გადამწყვეტი.
მომიტევეთ-ეს თქვა და ყველას სიხარული უკვალოდ გაქრა.ნინიკო ტიოდა,მიშო გიჟს გავდა. ალექსანდრე კი დუმდა.ექიმმა მხოლოდ ერთ ადამიამს მისცა მარიამთან შესვლის უფლება მეორე დღეს.მიშო შევიდა და გული მოუკვდა მარიამი ათას მილში და ნემსებში გახვეული რომ დაინახა.
-შენ ხიმ ძლიერი ხარ მარიამ,ახლა არ გაბედო და არ მიმატოვო, შენი შვილები არც კი გინახავს.რომ წახვიდე არასოდეს გაპატიებ გეფიცები.გვჭირდები მარიამ.შენს შვლებს და მე მჭირდები.არ გაბედო და არ წახვიდე.ვერ გაპატიებ.-ტიროდა და თან ხელს თმაზე უსვამდა.იმ წამს არაფერი აინტერესებდა მმარიამის გარდა.მის წასვლას ვერ გადაიტანდა.მთელი ღამე უყურებდა.ყველა ლამაზ დღეს იხსნებდა მარიამთან ერთად გატარებულს,თუმცა მასთან ერთად არცერთი დღე არ იყო ცუდი.მიშოს ქალი იყო მარიამი და მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო მისთვის.მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.მეორე დღეც ასე გავიდა.უკვე ყვეალამ იცოდა რომ ეს იყო დასასრული.მაგრამ მარიამი იმაზე ძლიერია ვიდრე მათ ეგონათ. მიშო ისევ მას უყურებდა.წამით რომ აამოძრავა თითები იფიქრა მომეჩვენაო.მაგრამ მიშოო რომ დაიძახა ულვე მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ყველა ტკივილი წამსვე. გაქრა და მხოლოდ ბედნიერება დარჩა მათ ირგვლივ.
-მარიამ,პატარავ ჩემო ერთადერთო. როგორ შეგვაშინე იციი? მორჩა,მთავრია კარგად ხარ-კოცნიდა და ცერ კმაყოფილდებლდა. იმდენად ენატრებოდა მისი შეხება და მისი ტუჩების გემო.
-ბავშები-ძალები არ ქონდა ამიტომ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა.
-დაიანე და ლილუ მახარაძეები მალე მოვლენ შენთან.ორივე კარგადაა,მაგრამ დედიკოს სურნელს რომ ვერ გრძნობენ ტირიან.-ამ სიტყვებმა მარიას ყველა დაკარგული ძალა აღუდგინა.უკვე ყველამ უცოდა მისი გონზე მოსვლის ამბავი და ყველა ბედნიერი იყო.მეორე დღეს უკვე ძლიერად იყო. ბავშვებით ხელში რომ შევიდა მიშო სიხარულისგან ატირდა.ბავშვებს ჩაეხუტა და მათი სურნელი შეიგრძნო.აქამდე რომ ტირილს არ წყვეტდნენ ახლა ჩუმად იწვნენ დედიკოს მკლავებში.მიშო კი უბედნიერესი ადამიანი იყო.ერთი კვირის შემდეგ როგორც იქნა გამოწერეს და სახლში დაბრუნდნენ.ყველაფერი დალაგდა.ერთ საღამოს მუშო აივანზე იდგა მიაჯირს ეყრდნობოდ და ეწეოდა.მარიამი რომ მოეხვია მისკენ შებრუნდა ის კი აშკარად გაბრაზებული იყო.
-ისევ ეწევი,ეგ სიგარეტი კლავს მიშო.
-არა ეს არკლავს.მხოლოდ შენობა კლავს მარიამ,მხოლოდ უშენობა!- ქარი ნაზად ურხევდა თმებს,მისი ყვავილებიანი ყვითელი კაბის ბოლოებსაც აფრიალებდა ქარი. სიცივე იყო,თუმცა ისინი იწვოდნენ, ვნებითა და სიყვარულით.მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო და ალბათ არასოდეს მოწყდებოდა მარიამის ტუჩებს რომ არა უჰაერობა.



არვიცი კარგია თუ ციდი.ამგვარი ისტორია არ დამიწერია და ეს პირველია.მაინტერესებს თქვენი აზრი
და მიყვარხართ ყველა. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.

BONADEA



№1 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ წარმატებებიიი????❤❤❤????????????

 


№2 სტუმარი დავრდომილი დედამთილი

ძალიან კარგი იყოოო????????????????❤❤❤

 


№3  offline წევრი BonaDea

სტუმარი იაკო
ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ წარმატებებიიი????❤❤❤????????????

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️მიხარია თუ მოგეწონათ❤️❤️

დავრდომილი დედამთილი
ძალიან კარგი იყოოო????????????????❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent