შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი და უკანასკნელი 1 თავი


13-08-2019, 15:36
ავტორი •LuLu•
ნანახია 2 479

პირველი და უკანასკნელი

დილას კარგ ხასიათზე მეღვიძება,რადგან ძალიან კარგად მეძინა.დავხედე საათს გაღიმებულმა და რას ხედავს ჩემი თვალები?გასაუბრებაზე ვაგვიანებდი.რაც ხელში მომყვა ის ჩავიცვი,თმა უბრალოდ ავიწიე და წავედი.შევდივარ ოთახში და 40წლამდე მისულ კაცს კრავის თვალებით ვუყურებ.
-შეიძლება?(სკამზე მივუთითე)
-კითხვასაც ბედავთ?მისმინეთ ეს სამსახური თქვენ გჭირდებათ და არა მე.იმის პასუხისმგებლობაც არ გაგაჩნია
რომ პირველივე შეხვედრაზე დროულად მოხვიდე?რა გარანტია არსებობს იმის რომ არ დამიგვიანებ მომდევნო დღეებში?თუ პირობას დადებ და მომიბოდიშებ დავფიქრდები.რადგან თავს შეურაწყოფილად ვგრძნობ.
ამაზე წამოვენთე.
-მომისმინეთ თუ შეიძლება. პირველ რიგში მე არასოდეს არ ვიძლევი დაპირებებს და ბოდიშებს ტყუილად არ ვისვრი და მეორე არ მაინტერესებს როგორ გრძნობთ თავს იმიტომ რომ თქვენ ჯერ ჩემი უფროსი არ გამხდარხართ და უბრალო ადამიანი ხართ.დაჯდომაც არ მაცადეთ დამაყენეთ აქ და პატარა ბავშვივით მტუქსავთ.კიდევ თქვენ ხართ დამცირებული?ვინ გაძლებს თქვენთან საერთოდ.
დავავლე ჩანთას ხელი და გამოვარდი.არა რა თათა ეს შენი სიამაყე ერთ დღესაც ბოლოს მოგიღებს.ახლა მე ვაგრძელებ ჩემი თავის დატუქსვას და გზად ახალ გაზეთებს ვყიდულობ.
ავედი სახლში,თან ყავას სვამ და გაზეთებს ვათვალიერებ.ხო აქვე გეტყვით მე თათა ვარ რომელმაც მშობლები დაარწმუნა რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას მიეჩვევოდა და უცხოეთში გაუშვა.უნივერსიტეტის დაწყებამდე პატარა სამუშაო მინდა ვიშოვნო რომ მერე არ გამიჭირდეს.
ყავის ჭიქას ხელი გავკარი, მშვენიერია, გაზეთებს დაესხა ვცდლობ ნელა მოვწმინდო და ლაქის ზემოთ ვკითხულობ განცხადებას.
"ახალგაზრდა ადამიანს სჭირდება მომვლელი.იმათ ვისაც სახლის დალაგება საჭმელის მომზადება და მოვლა შეუძლია დაგვიკავშირდით ნომერზე(5********)იკითხეთ თამარი''
დავრეკე მითითებულ ნომერზე:
-ალო გამარჯობათ განცხადების თაობაზე გაწუხებთ. ქალბატონო თამარ
-კი აგიხსნი სიტუაციას შვილო მისამართასაც გეტყვი.
ესეიგი ჩემი შვილი ავარიაში მოყვა.სერიოზული არაფერია მაგრამ ხომ იცი დედის გული როგორია.მე თვითონ ვერ ვახერხებ მოვლას უცხოეთში ვარ უკვე 2 წელზე მეტია.
-კარგით წავალ უბრალოდ მისამართი მითხარით....
მოკლედ მითხრა ქალბატონმა თამარმა მისამართი და მივედი.ნაზად ვაკაკუნებ და არავინ მიღებს.ცოტა ვუმატე კაკუნს, ბოლოს მუშტი ვკარი და მისით შეიღო კარი.
"უკაცრავაად"არის აქ ვინმე?"სახლში ხართ?" ვისროდი ამ სიტყვებს მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა.მეორე ოთახიდან რაღაც უცნაური ხმა მომესმა.რამე მყარი ნივთი მჭირდებოდა ამიტომ ახლოსმდებარე პულტს ჩავებღაუჭე და შევედი ჩუმათ..არავინ იყო. არა თათა მოწყდი ამ ადგილს სანამ საშინელებათა ფილმის გმირი გახდი.
ჩემი შემოტრიალება და ვიღაცისს შიშველ სხეულზე აკვრა ერთი იყო.კივილი მოვრთე.მარა იმ ვიღაცამ პირზე ამაფარა ხელი.
-რა გაყვირებს?ვის სახლში ხარ საერთოდ იცი?
თვალები ნელ-ნელა გავახილე და...
ო არა ამდენი ემოცია ერთ დღეს უკვე ზედმეტი იყო.
ვინ იყო ჩემს წინ? ნიკა. ვინ არის ნიკა?გაგეცინებათ და ჩემი პირველი(ჩახველება)პირველი ცალმხრივი სიყვარული.
3 წლის უკან:
-მარიამ დამელოდე წიგნს ავიტან და ჩამოვალ თან ელენეს ჩამოვიყვან.წინ არც ვიყურები ისე ვეუბნები და ჰოპ ვიღაცას ვეჯახები.ავხედე და მის მწვანე თვალებს ვეგებები.
-ვაიმე დიდი ბოდიში
-არაუშავს (იღიმის)მხარზე მადებს ხელს და ჩადის.
გაგიკვირდებათ და მეორე დღესაც იგივე მეორდება იგივე პიროვნებასთან მაგრამ ამჯერად სხვანაირი გაგრძელებით.
-ვაიმე შევწუხდიი(იყვირა)
-რა გაყვირებს?გგონია ძალით ვაკეთებ?
-წინ იყურე ხოლმე
-შენ რო იყურებოდი წინ ხო რას ამბობ ამიარე გვერდი.
-ნუ ყვირი აქ დამნაშავე შენ ხარ და მე ბოდიშს ველოდები
-ჰოდა ელოდე
-უზრდელი(წავიდა)
-იდიოტი
სულ რაღაც 3თვეში ეს "იდიოტი"მომეწონა.იდეალური ურთიერთობა არ გვქონია.ან სიმართლე ვთქვათ ურთიერთობაში არ ითვლება.
"ზარი იყო?" "ზარი რომელზე ირეკება?" ეს კარტი შენია?" "გეოგრაფიის კაბინეტი საითაა?"
"ხურდა დაგივარდა" სალფეთქი გაქვს?"
და კიდევ ბევრი სხვა.უბრალოდ იცოდა ვინ ვიყავი.მგონი ისიც რომ მიყვარდა იმიტომ რომ სულ ცდილობდა ეფექტის მოხდენას.სიამოვნებდა რომ "ვდნებოდი". სწორედ ეს დავდაჯერებული იდიოტი იდგა ახლა ჩემს წინ.



ჰეეეიი დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.როგორია ღირს გაგრძელება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent