შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

******


1-04-2016, 17:18
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 971

მოვიკრებ ფიქრებს ქარში აჩეჩილს,
როგორ მსურს ე მაგ თმების მოქაჩვა,
რომ წარმოგიდგენ დალალგაჩეჩილს,
ეს ნოსტალგიაც მოდგა.. მომაწვა...

ლექსი გთხოვე და არ დამიწერე,
მე კი სტროფები არ მენანება,
რომ დაგენანა არ დავიჯერე,
მოგელანდები ღამის ზმანებად!

პირობას ველი შეუსრულებელს,
წყალს წაუღია ჩემი ამაგი,
ცრუ დაპირებებს დაუსრულებელს,
ვეღარ მოისმენს გული ჭარმაგი.

რომ ლექსი მინდა.. ფრთათეთრი ლექსი,
ჩემსავით მღვრიე, შენსავით წმინდა,
ცისკენ ფენიქსი გავუშვი ექვსი,
ექვსივ გზამკვლევად გეახლოს მინდა.

მინდა ჩემს სტროფებს შეერწყას რითმად,
აზრთა სიშორე მაშფოთებს კიდევ,
სიტყვები მინდა შევიგრძნო იმ ხმად,
რომ მოუვლია ხმელეთის კიდე...

მინდა მოხვიდე სულში წყვდიადად,
მინდა დაისად თვალში ჩახვიდე,
მინდა სიკვდილი მშვიდად, დიადად...
მინდა აქ იყო, არსად წახვიდე!

მინდა შევიგრძნო შენი სურნელი,
ერთად ვიცეკვოთ წვიმაში ტვისტი,
სენი მსურს იყო განუკურნელი,
და სამუდამოდ მე მჭირდე, კრისტი!

აბა გამოიცანით ვის ეძღვნება



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Ai ma kristis:Dleqsi unda damewera magram poetebis imdeni leqsi wavikitxe ramodenime wutis win rom,chemi leqsi is dawyetili kapikebis tolpasia ert vigacas rom miveci...ra sainteresoa ugulo cxovreba..da ra borotia chveni grdznobebi,sul cuds rom gapiqrebinebs...(es agar unda metkva ubralod am xasiatze var)

Ai ma kristis:Dleqsi unda damewera magram poetebis imdeni leqsi wavikitxe ramodenime wutis win rom,chemi leqsi is dawyetili kapikebis tolpasia..ra sainteresoa ugulo cxovreba..da ra borotia chveni grdznobebi,sul cuds rom gapiqrebinebs...(es agar unda metkva ubralod am xasiatze var)

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ნუ ყველაფერი ისევე არ იწერება, როგორც არ ითქმის wink ეს ხუმრობით, ვეცადე უცნაური ყოფილიყო wink

Mehidos achrdili
Ai ma kristis:Dleqsi unda damewera magram poetebis imdeni leqsi wavikitxe ramodenime wutis win rom,chemi leqsi is dawyetili kapikebis tolpasia ert vigacas rom miveci...ra sainteresoa ugulo cxovreba..da ra borotia chveni grdznobebi,sul cuds rom gapiqrebinebs...(es agar unda metkva ubralod am xasiatze var)

Ai ma kristis:Dleqsi unda damewera magram poetebis imdeni leqsi wavikitxe ramodenime wutis win rom,chemi leqsi is dawyetili kapikebis tolpasia..ra sainteresoa ugulo cxovreba..da ra borotia chveni grdznobebi,sul cuds rom gapiqrebinebs...(es agar unda metkva ubralod am xasiatze var)


ბრუნავს დედამიწა... რა გინდა სხვა wink

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

wink wink ეს ეთიკაო, იქით ეტიკეტიო.. წესებიო და... wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent