შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი მერი "მეხუთე თავი"


14-08-2019, 22:17
ავტორი Natiiaa33
ნანახია 1 172

_ ექიმი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა, თავი დახრილი ჰქონდა და ცდილობდა საუბარი დაეწყო.
-მერის მშობლები თქვენ ხართ?
-დიახ ექიმო. როგორაა ჩემი შვილი?
-შეიძლება პაციენტი დავკარგოთ. ძლიერი ტრამვა მიიღო, ამჯერად ვვარაუდობთ რომ კლინიკური სიკვდილი აქვს. გაგიმართლათ რომ ჩვენს კლინიკაში მოიყვანეთ. უამრავ კლინიკაში ვერ ხვდებიან, როდესაც კლინიკური სიკვდილი დგას და პაციენტს უკვე გარდაცვლილად აცხადებენ. არვიცით ეს რამდენხანს გაგრძელდება. გამძლეობას გისურვებთ და უფლის წყალობას.
-ექიმო ჩემი შვილი მოკვდა? _სუნთქვაშეკრული ძლივს აბავდა ერთმანეთზე სიტყვებს, ცრემლები სდიოდა და თავს ძლივს იკავებდა გონება, რომ არ დაეკარგა
-არა ჯერ ჯერობით ცოცხალია. გონს როდის მოვა ეგ თქვენს შვილზეა დამოკიდებული.
-შესაძლებელია რომ გონზე ვერ მოვიდეს?
-სამწუხაროდ კი. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა ალბათობა.
-ჩემი შვილი.. ჩემი ერთადერთი შვილი. ღმერთო გევედრები ასე არ გამწირო, ღმერთო გევედრები არ წამართვა ერთადერთი ღირებული, ნათელი სხივი ჩემი სიცოცხლის. ჩემი გიჟი და გადარეული გოგო. გულს თუ ამომგლეჯ, სულს თუ წამართმევ ისე არ მეტკინება როგორც ჩემი მერის წართმევა, გამოგლეჯვა და შენთან წაყვანა. მეწამიყვანე ღმერთოო..
_იატაკზე დაცემული ბოლო ხმაზე ღრიალებდა ლილი. ვერც ექიმები ამშვიდებდნენ, ვერც ქმარი და ვერც დანიელი რომელიც მის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას თავის თავს ორმაგად იდანაშაულებდა. სიკვდილი ერჩია იმ მომენტში ლილის ამ მდგომარეობაში დანახვას და მერის ფერდაკარგული, უგონო სხეულის ნახვას.
-შეიძლება შევიდე? _თითქმის ჩურჩულით უთხრა ექიმს, როდესაც ლილის დამამშვიდებელი გაუკეთეს და პალატაში მოათავსეს. ვახოც მის გვერდით იყო. მისი ხელი ეჭირა და ცრემლებს იმშრალებდა.
-შეგიძლიათ, მაგრამ აზრი არ აქვს. ვერაფერს გაიგებს.
-არაქვს მნიშვნელობა. უნდა შევიდე! _ფორმა ჩააცვეს და ცოტახნით პალატაში შეუშვეს.
-არ მჯერა რომ ჩემი არ გესმის. არ მინდა დავიჯერო, რომ შეიძლება ვეღარ გნახო. შეიძლება წახვიდე და დამტოვო. არ გაპატიებ! შენს სიცოცხლეს ვფიცავარ არ გაპატიებ, რომ დამტოვო. პირველი სიყვარული ხარ, პირველი შეგრძნებების და ემოციების ლამაზი წყარო. შენით ვიგრძენი ის რაც აქამდე არასდროს მიგვრძნია. მეცინებოდა როცა ამბობდნენ, მუცელში პეპლები დაფრინავენო. შენი წყალობით ვიგრძენი მუცელში პეპლები, გულში სულ უცნაური სითბო მეღვრება, როცა გხედავ, გეხები, გესაუბრები. როცა გიყურებ სულ მიჭირს ღიმილის შეკავება. ვცდილობდი თვალები ამერიდებია, არ მეყურებია შენთვის, რომ არ შეგენიშნა ჩემი მოციმციმე თვალები, რომელიც მხოლოდ შენი დანახვისას ბრწყინავს რაღაც უჩვეულოდ. იმდენად არაამქვეყნიური ხარ, ამოუცნობი და უჩვეულო, რომ ჯერ ვერ ამოგხსენი..ახლაც, როცა შენი ხელი მიჭირავს და გესაუბრები გული ამოვარდნაზე მაქვს. ღრმად ვსუნთქავ და ემოციებს ძლივს ვაკონტროლებ. ექიმმა მითხრა შენი არ ესმისო. ვიცი რომ გესმის. უნდა გესმოდეს, სხვაგვარად არ შეიძლება. უნდა დამიბრუნდე, მჭირდები. მე მჭირდები, დედაშენს სჭირდები, რომელიც გვერდით პალატაში ჩაწითლებული თვალებით წევს. მამაშენს სჭირდები, რომელსაც თავის ცოლის ხელი უჭირავს და ორმაგად ნერვიულობს. უფლება არ გაქვს წახვიდე!!! _ფეხზე წამოდგა, შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა.


ერთი კვირა გავიდა. ტკივილიანი ერთი კვირა და არანაირი იმედი. ფიქრი რომ მერი უკვე მკვდარი იყო და არანაირი კლინიკური სიკვდილი არ ჰქონდა ყოველ წამს აგიჟებდათ. შედიოდნენ, ესაუბრებოდნენ და საპასუხოდ მხოლოდ მერის ნაცრისფერ სახეს და დუმილს იღებდნენ. დანიელი სულ მის გვერდით იყო. არც სვავდა და არც ჭამდა. სახლში მხოლოდ შხაპის მისაღებად და გამოსაცვლელად მიდიოდა. წვერი გაზრდოდა, თმა უჩვეულოდ არეოდა და ერთი შეხედვით მოუწესრიგებელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მერვე დღე, ისევ მერის გვერდით იჯდა და მისი ხელი ეჭირა.
-ანუ არ მიბრუნდები? მიდიხარ, ასე ნელ-ნელა მაქრები ხელიდან და მტოვებ? არ გცხვენია? ნუთუ სულ არ მოგენატრები?
-მენატრები, სულ მენატრები
-ხედავ? მოლანდებებიც დამეწყო უკვე. შენი ხმა ჩამეს....რაოო?? _თავი ასწია და მერის შეხედა. თვალები ღია ჰქონდა. დიახ, ღია ჰქონდა და მე არ ვიცი საკმარისი სიტყვები, იმ ემოციის აღსაწერად რომ გადმოგცეთ მაშინ რა იგრძნო.
-ნუთუ დაბრუნდი? აქ ხარ? არ მელანდები? ხომ ნამდვილი ხარ?
-გეგონა სადმე წავიდოდი და შენ აქ დაგტოვებდი? _ძალაგამოცლილმა ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს და ოდნავ გაიღიმა.
-ჩემი მერი დაბრუნდა.. ლილიიი, ვახოო... მერი დაბრუნდაა..ექიმოო
_დერეფანში გავარდა, დარბოდა და ყველა შემხვედრს ეუბნებოდა. პატარა ბავშვს დაემსგავსა, საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა. არც ადარდებდა სხვები რას იფიქრებდნენ, ფაქტი ერთი იყო, მერი დაუბრუნდა და სხვა არავინ და არაფერი ადარდებდა.
სასწრაფოდ ყველა გამოკვლევა ჩაუტარეს. კუნთები საკმაოდ სუსტად ჰქონდა და თერაპიის კურსი სჭირდებოდა. ორკვირიანი თერაპიის განმავლობაში ერთი წამით არ მოშორებია გვერდიდან დანიელი. სულ მის გვერდით იყო, ანთებული თვალებით უყურებდა და ყოველ მის შეხებაზე იწვოდა. მერი ისევ სიჩუმეს არჩევდა. თან ახლოს იყო და თან შორს. თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა. უყვარდა თუ უბრალოდ მოწონდა. გაორებული იყო, აზრები ერთმანეთში ერეოდა, ერთ წუთს რომ მხოლოდ მის გვერდით ყოფნა სურდა მეორე წუთს მაქსიმალურად იკავებდა მისგან თავს. ეს გარემოება ორმაგად აგიჟებდა დანიელს. ვერ ხვდებოდა მისი საქციელის მიზეზს. არ უნდოდა კიდევ ეთქვა და ძალა დაეტანებია. უნდოდა დრო მიეცა, საკუთარ გრძნობებში უკეთ გასარკვევად.
-დედა უკვე კარგად ვარ. წადით მე ჩემ თავს მივხედავ.
-ასე როგორ დაგტოვებ? მეორედ აღარ გაიმეორო ეგ!!
-დედააა! არაფერი მიჭირს. წადი თორემ გეფიცები ხმას აღარ გაგცემ.
-შენი თავისთვის რომ მოგევლო ეგ კი არ დაგემართებოდა.
-დედა კარზე ზარია. გააღებ თუ გავაღო?
-გააღე მიდი მე სუფრას გავშლი.
_ კარი გააღო და დანიელი დახვდა დიდი ყუთი ეჭირა ხელში.
-იქნებ შემომიშვა, ძალიან მძიმეა მომტყდა ხელები.
-ეგ რა არის?
-იმედი მაქვს მოგეწონება.
_ყუთი გახსნა და ნივთების ამოლაგება დაიწყო. ზუსტად ის ნივთები შეარჩია რომელიც მერის სიგიჟემდე გაახარებდა. სხვა და სხვა ფერადი ბლოკნოტები, რვეულები, წიგნები, კალმები და უამრავი საკანცელარიო ნივთები...
-არმჯერაააა..ნუთუ ეს ჩემიაა?ეს ყველაფერი სულ ჩემია? ეს კალამიც? და ეს ბლოკნოტიც? თან კოდიანია.ვუაიმეე რა სილამაზეებია
_ალაგებდა და საოცარი სიამოვნებით აღვსილი ლაპარაკობდა. ისეთი საყვარელი დანასანი იყო..
-დანიელ შვილო როგორ ხარ?
-კარგად ლილი დეიდა, თქვენ?
-მერის გადამკიდე როგორ ვიქნები? მაგდებს წადი აღარ მინდა შენი მოვლაო. _ნაწყენი ხმით ლაპარაკობდა და თან სუფრას შლიდა.
-მე მივხედავ თქვენს ქალიშვილს. გპირდებით საკუთარ თავზე მეტად მოვუვლი.
-ღმერთმა გამოგვიგზავნა შვილო შენი თავი. ძალიან შეგვაყვარე თავი და ჩვენი ნდობაც მოიპოვე. მშვიდად წავალთ.
-დედააა გეყოს. პატარა ხომ არ ვარ?
-აბა რახარ რა? თავი დიდი გგონია და პატარა ბავშვივით სულ რაღაცას აფუჭებ.
_ერთად ივახშმეს, ბევრი ისაუბრეს, უამრავი თემა განიხილეს და წასვლის წინ დანიელმა ლილის ნებართვა თხოვა
-ხვალ მერისთვის სიურპრიზს ვაწყობ და თუ ნებას მომცემთ მერის მოგტაცებთ.
-წაიყვანე შვილო წაიყვანე. თუ გინდა სულ არ მოიყვანო სახლში. დავიღალე ამ ბავშვის ახირებებით და ცოტას განვიტვირთები მაინც.
-დედას თავი მოვაბეზრე როგორც ჩანს. _ზუზღუნებდა და სავარძელში მოკალათებული თმას იწვალებდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent