შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიკვდილოდ ლამაზი. #3-4


18-08-2019, 11:56
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 282

გაოგნებული ჩამოჯდა სარკის წინა. საკუთარ თავს უყურებდა და აკანკალებულ ტუჩებს კბილებით იჭერდა. ბოლოს რომ უკვე გაუსაძლისი გახდა სიჩუმე, ხმამაღლა ატირდა და აწითლებული სახე ხელებში დამალა.
-მე ამას შენგან არ ვიმსახურებდი. რატომ.! რატომ დაანგრიე ყველაფერი, როცა უკვე შემიყვარდი?! რატომ ახალა, როცა საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ? ასე როგორ დამინგრიე ცხოვრება. ასე როგორ გამიმეტე.. -ქვითინს აყოლებდა სიტყვებს და სახეს ხელებიდან არ სწევდა.-ახლა როგორ უნდე ვენდო ვინმე? როგორ უნდა შემიყვარდეს სხვა? ამისთვის როგორ გამიმეტე დენ.. -თხემიდან ტერფამდე დაუარა დენმა, როცა კიდევ ერთხელ გაიხსენა ვიდეო. ისე ძალაიან ეტკინა.. იმდენად მოუჭირა გულს რომ ამოსუნთქვა ვერ შეძლო. ასე ეგონა ყველაფერი გაჩერდა ორგანიზმში..სისხლიც კი აღარ მოძრაობდა ვენებში, მხოლოდ იყო ღალატი.! უსაშველოდ დიდი ტკივილი და ის რომ მას უღალატეს.! საწოლზე მოკუნტული დაწვა და ბალიში მთელი ძალით მიიხუტა.აწითრებულ თვალებს ნაბავდა, მოდუნებული გონებაში ატრიალებდა კადრებს. მათი ბედნიერების მომენტებს და უარესად იღრმავებდა გულზე არსებულ ჭრილობას. დამძიმებულმა ქუთუთოებმა თავისი ქნა,ღრმად ჩაეძინა. შუაღამე იქნებოდა ხელის ფრთხილმა შეხებამ რომ შეაფხიზლა.
-თათი გაიღვიძე.-ბიჭის ხმამ თითქოს ისევ სიზმარში წაიყვანა მაგრამ ნაზმა შერხევამ სრულიად გამოაფხიზლა.
-რა გინდა აქ?-თვალების ფშვნეტით წამოდგა და მისი ხელი მოიშორა.
-პატიება მინდა გთხოვო.-თავი დახარა.
-რისთვის?
-რომ განერვიულე.-ახლა ყველაზე მეტად ეტკინა გული,ტყუილით კიდევ ერთხელ და უკვე საუდამოდ მოუკლა გული.იმ მომენტში ალბათ შეეძლო ყველანაირი სიმართლე ეპატიებინა.. მაგრამ ტყუილს?! არა! ვერ აპატიებდა.
-არ მინერვიულია... დარწმუნებული ვარ კარგ ხელში იყავი..
-თათი..
-დენის მოკლედ ვიფიქრე და გადავწყვიტე რა.. აღარ მინდა ასეთი ურთიერთობა.სკოლა დასრულდა და სჯობს ჩვენი ეს ამბავიც დავასრულოთ.
-რას ამბობ გოგო ხვდები?-ხმა დაუმძიმდა და სკამი საწოლთან დადგა, თვითონ კი ჩამოჯდა და შეშინებული თვალებით დააკვირდა მესხს.
-კი, ვხვდები.! ეს ურთიერთობა მე კარგს არაფერს მომიტანს, ისედაც უკან დამხია და იმის მაგივრად რომ მემეცადინა, შენთან ერთად დროს ვატარებდი. არ მინდა მშობლებს იმედი გავუცრუო.-ნერწყვი მძიმედ გადაუშვა და დადიანს ჩახედა ჩამქრალი თვალებით. -უნივერსიტეტში უნდა ვისწავლო, კარიერა შევიქმნდა და მოვძებნო ადამიანი ვისაც შევიყვარებ და მასთან ერთად ბედნიერ ოჯახს შევქმნი. -სრულიად განადგურებულმა ამოხედა ლოტუსის ფორმაში მჯდარ თათიას, რომელიც მშვიდად ლაპარაკობდა მათ დასასრულზე. ყურებში საშინლად უკიოდნენ სიტყვები. მთელი სხეული დაეჭიმა, არ უნდოდა ამ გოგოს დაკარგვა..
-მე შენ..
-ჩუ.. დენ.-თითი ბაგესთან მიუტანა.-არ გაართულო რა. უბრალოდ წადი და წარსულის ტკბილ მოგონებად დამტოვე შენს ცხოვრებაში.
- ხვდები მაინც რას მეუბნები?! როგორ უნდა წავიდე?! გამაგებინე!-მკლავებში ჩააფრინდა და ფრთხილად შეარხია უღონოდ მჯდარი სხეული. აალებული სახით უყურებდა მესხს. სწყევლიდა საკუთარ თავს იმ ღამისთვის, რომელმაც ასე გაართულა თითქმის დალაგებული ურთიერთობა.
-ისე როგორც გუშინ წახვედი! -თვალებში არ შეუხედავს , იცოდა დენისი მარტივად გაუშიფრავდა გრძნობებს და ახლა ნაკლებად უნდოდა მის თვალში სუსტი გამოჩენილიყო.
-რა?
-დენ..-ბიჭის სახე ნატიფ მტევნებში მოიქცია, მათ შორის მანძილი შეამცირა.-ეს მხოლოდ შეჩვევაა.! ჩვენ ერთმანეთს შევეჩვიეთ, ამიტომ არის რთული. -თვალის დახამხამება და უწყვეტი რაოდენობით დაედინნენ ცხელი ცრემლები.
-ჩემი ხარ.! -ბაგეებს ნაზად შეეხო და აწითლებულ, ათრთოლებულ ტუჩებს მზერა დაასო.-არ გაგიშვებ, არ მოგცემ უფლებას ჩამი ცხოვრებიდან წახვიდე.თათი გთხოვ ასე არ დავასრულოთ რა.. ამის დედაც.. უშენოდ პროსტა ვერ გავძლებ!-მის ტუჩებზე ეჩურჩულებოდა და შიგადაშიგ კოცნებსაც უტოვებდა.
-ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ეცი.!
-შენ მართლა გინდა თათია ეს?! მართლა გინდა დავასრულოთ? -ცივად შეუშვა ხელი დადიანმა და მანძილი გაზარდა.
-მინდა! მინდა ადგე და წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან!
-კაი..-თათიას მტევანი ხელებში მოიქცია, სევდიანი სახით დახედა. თვალები დახუჭა და ძლიერად მიაკრა ტუჩები. -მშვიდობით.
-მშვიდობით დენ.-გონს რომ მოვიდა ოთახი უკვე ცარიელი დახვდა, სამაგიეროდ ჰაერი იყო გაჟღენთილი საყვარელი კაცის სურნელით.. საწოლის თავს ზურგით აეკრა, მუხლებს ნიკაპით დაეყრდნო და მოშიშვლებულ წვივებს მკლავები შემოხვია. საშინლად ტკიოდა მისი ღალატი. ვერ შეძლებდა სხვისი ნაფერებ სხეულს მიკარებოდა. არ შეეძლო მისი დენისის განაწილება. ასეთ იყო თათია მესხი, საშინლდა ეგოსიტი მესაკუთრე. ვერ შეგუა ფაქტს! ალბათ მოკლავდა უდენისობა.!
-რა რთულია.!
***
დღეების გადატანა საშინლად გაუჭრდა. დადიანის „ლომკა“ ჰკლავდა, ენატებოდა.. ჰაერივით სჭირდებოდა მისი გამოხედვა. მონატრებისგან შეშლილი და მარტო დარჩენილი ისე დადუმდებოდა სუნთქვაც კი უჭირდა . ყველაფერი ისე რთულად გადაიტანა თითქოს ეს ბიჭი მისი ცხოვრების ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ყოფილიყო. ლამაზი ყავისფერი თვალები მუდამ აწყლიანებული ჰქონდა. სევდიფერი იყო თათიას გონება და უკვე აზრი ყველაფერს დაკარგვოდა.
***
პირველი შემოდგომა ერთმანეთის გარეშე დაიწყვეს, ორივე სრულიად განსხვავებულ გზაზე იდგნენ და ერთმანეთისკენ მიმავალ ბილიკს ზედაც არ უყურებდნენ. უკვე ნოემბრის ბოლო რიცხვებია, გარეთ კი საშინელი სუსხი ძვალსა და რბილში ატანს. მეგობრებთან ერთად ერთ მყუდრო კაფეს მიაუხლოვდა. შავი როლინგი და მუქი ლურჯი მანტო, უხდებოდა მის ნაცრისფერ თვალებს და უკვე კარგად შეცვლილ გარეგნობას. შესასვლელთან გაჩერდა და მომღიმარმა ფანჯრის იქით მჯომი ძველი, მააგრამ ყველაზე სანატრელი ნაცნობი დალანდა. ცალი ფეხი სკამზე აეკეცა და მეგობარას გულიანად უცინოდა. ნატიფი თითები თმის ერთ კულუკს იწვალებდა და საჩვენებელ თითზე იხვევდა. მესხის გულწრფელ სიცილზე დენისსაც გაეღიმა.. წამები დასჭირდა მონატრების სურვილს ისე აეჩქარებინა გულის ცემა ლამის თავისი ადგილიდანაც ამოაგდო. სუნთქვა შეკრული უყურებდა მონატრებულ ქალს და ვერ პატიობდა თავს მის დაკარგვას. ნაღვლიანმა მზერამ მალევე შეცვალა მომღიმარი სახე და აწყლიანებული თვალები ძირს დახარა.
-არ შემიძლია!- ამღვრეული თვალებით ამოიჩურჩულა, მანქანას მიუბრუნდა და ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს.
***
ამაყი, მყარი ნაბიჟებით მიდიოდა აეროდრომის ტერიტორიაზე მთელი მისი დიდებულებით. წითელი ფორმა მის ტანს უნაკლოდ აკვდებოდა. ცხენის კუდად შეკრული გრძელი ბზინვარე თმა ყველასს შესაშურად ეხებოდა ამ სანატრელ სხეულს.
-ეს ვინ არის?
-ოო ეს „სკაიივერიას“ ბორტგამყოლია.. -გაიცინა ქერამ და მხარი მის გვერდით მდგომ კაცს გაჰკრა, რომელიც დაჟინებულად უყურებდა ბილიკზე მიმავალ თითქოს და ნაცნობ ქალს. -ტყუილად ყლაპავ ნერწყვებს.. დაბალ ეშელონს არ აძლევს.!
-ეშელონსაც გააჩნია! -კმაყოფილმა ჩაიცინა.
-მიდი ერთი ამ საბუთებს გადახედე, ვერ გიშველის თათიაზე დორბლების ყრა.!
-რა ქვია?!-სახე წაშლილმა გახედა კოლეგას.
-თათია ქვია მგონი..
-გვარი იცი?
-არა.. აბა საიდან ხომ გითხარი დაბალ ეშელონს არ ძლევსთქო!- გაღიზიანებულმა პასუხი არ დაუბრუნდა და იქვე მიატოვა კოლეგა.
***
-თაუერი, „სკაიივერია“ითხოვს ჩარლის გადაკვეთას.! -რაციაში მძღოლმა ჩასძახა.
- „სკაიივერია“ გადაკვეთეთ! -პასუხიც მალე მიიღო და აეროდრომის ნაწილი გადაკვეთა.
-უი თათი დღეს ნავიგაციიდან მოგვყებიან იცი?!- გვერდით მჯმომ კოლეგას გახედა მარიამმა.
- ვა რატომ ხომ არ იცი?- პიჯაკი მკლავზე გადაიკიდა და პატარა ჩემოდანი მანქანიდან ჩამოდგა.
-გოგო ახალი ბოინგით მივფრინავთ, ალბათ ამოწმებენ.
-უფ ალბათ ბიზნესსში დასვამენ.!
-წამო ავიდეთ ბრიფინგ რომში და გავიგებთ.! -კიბეებს აუყვა და შენობაში შევიდა.-სალამი ყველას.! -პილოტების ოთახში შეიხედა, უკან მშვიდი ნაბიჯით მესხიც მიჰყვა, ნახევარი ტანი შეყო ოთახში .
-გამარჯობა ლიოჩიკებს.!-სიცილით მიმართა და მალევე გამოვიდა. ოფიციალური ნაწილი შეასრულა და ერთ საათში ისევ ავტომობილში ავიდა, ახლა უკვე ეკიპაჟთან ერთად. ცხვირზე დაკოსილი სათვალით უყურებდა გარემოს და სადღაც.. ღრუბლებში დაფრინავდა.
-თაუერი, „სკაიივერია“ითხოვს ჩარლის გადაკვეთას.! -მობეზრებულმა უკვე მეათასჯერ გადაცა რაციით.
- „სკაიივერია“ ნებადართლია! - ბორტამდე მალევე მიიყვანეს. ქუსლების კაკუნით, საქმიანი სახით დადიოდა სალონში და დეტალურად ამოწმებდა ბორტს. უყვარს ეს საქმე! არასდროს არ მობეზრებია და ისეთივე ენთუზმიით აკეთებს ამას როგორ სამსახურის დაწყების პირველივე დღიდან.
-სადაა ეს კაცი, მაინდამაინც სლოტი უნდა მოგვცენ?!-სამზარეულოში ქოთქოთებდა და პილოტითვის განკუთვნილ ყავას ურევდა.
-გამარჯობა! -მეხივით გაისმა კაცის დაბოხებული ხმა.სიმწრით ჩაეღიმა და ნაცნობი ხმისკენ მიბრუნდა.
-გამარჯობა. თქვენი ადგილი დაიკავეთ. -ზედმეტად მზერა ერთი წამითაც კი არ გაუჩერებია. არადა კლავდა სურვილი, ის ნაკვთები კარგად დაეთვალიერებიდა ყოველ ღამე მოსვენებას რომ არ აძლევნდენ და ინტერესი კლავდა როგორი იქნებოდა დენის დადიანი წლების შემდეგ..კაბინაში შევიდა ყავა კაპიტანს მიაწოდა.
„ახლა ეს მინდოდა! რა უნდა აქ? რატომ გამოჩნდა..ღმერთო შენ გადამატანინე ეს დღე.! „-აკანკალებული ხელით შუბლს იზელს და თვალებს არ ახელს. –„ ჯანდაბა.. ჯანდაბაა. ვაიმე რა მჭირს ხომ აღარ მადარდებდა.. ასე რატომ ამიჩქარდა გული?! „ მათი შეხვედრა არასდროს იქნებოდა ჩვეულებრივი. ყოველთვის აუჩქარებს ერთმანეთის მეზერა გულს. მუდამ ამოტივტივდება ყველა ის შეგრძნება, რომელიც ასე დაუვიწყებლად არის დამარხული ღრმა კუნჭულში!-„დამშვიდდი თათია... ღრმად ისუნთქე.! შენ ის აღარ გახსოვს! „-ამოისუნთქა და სალონში გავიდა. რობოტივით დაპროგრამებული აკეთებდა თავის საქმეს, მგზავრისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.
-მგზავრები დაითვალეთ?-უფროსმა ბორტგამყოლმა ინტერესით მოავლო მზერა სალონს და თათიას მიუბრუნდა.
-კი, 158 მგზავრია..
-კაი, მშვენიერი წავალ პილოტებს ვეტყვი.. -სალონი ასაფრენად მოამზადეს და თავადაც დაიკავეს ადგილები. საბედნიროდ დადიანის წინ აღმოჩნდა და მშვენივრად უყურებდა კაცი მონატრებულ ნაცნობს.
- Cabin crew take you seats, have a nice flight.-გაისმა მეორე მფრინავის ხმა და თვითმფრინავმაც აკრიფა სიჩქარე.
-ეკა გთხოვ რა ეკონომ კლასში გადავალ და ვინმეს გამოვუშვებ აქ სამუშაოდ..-დადიანის მზერისგან შეწუხებულმა მავედრებელი სახით ახედა უფროს ბორტგამყოლს.
-რატომ თათია?-წარბ აწეულმა გადმოხედა.
-არ მინდა აქ რა.. გთხოვ ახლა არ ამახსნევინო.
-ვინმეს იცნობ და იმიტომ?-არადა არ ანებებდა თავს..
-კი ეკა, გთხოვ რაა.
-არა. შენ დარჩები შეს სთიშენზე. არ გამიგია აქეთ იქით სირბილი რა. -გაღიზიანებულმა გადაატრიალა თვალები და სიბნელეში კარგად დალანდა მოგიზგიზე თვალები. ხელები ფეხებს ქვეშ ამოიწყო და თავი მაღლა ასწია. ნერვიულობისგან აკანკალებულმა მძიმედ ამოისუნთქა.თვითმფრინავმა უკვე საკმარის სიმაღლეს მიაღწია. ღვედების შეკვრის ტაბლო გაითიშა და თათიაც ფეხზე წამოდგა. მის ადგილსა და ბიზნეს კლას შორის ფარდა ჩამოაფარა, ახლაღა შეძლო ახურებული სხეულის ოდნავ დამშვიდება. მაგრამ კარგად იცოდა რომ იოლად ვერ დაუძვრებდა. 15 ივე ბიზნეს კლასის მგზავრს მოემსახურა და ბოლოს მისი ცხოვრების მამაკაცი დაიტოვა.
-რას მიირთმევთ?! -თეთრი ხელსახოცი მაგიდაზე დაუფინა და მომღიმარმა გახედა.
-საჭმელი არ მინდა, ყავა მომიტანე.-მკაცრი ხმით უპასუხა და ისევ თავის პლანშეტს დაუბრუნდა.
„საზიზღარი კაცი.! „-გაიფიქრა გულში და სამზარეულოში დაბრუნდა. მწარე ყავა გააკეთა.
-გაგითქვია სახელი მთელს ავიაციაში! -დაძაბული ხმა ამოუშვა იოგებიდან დენისმა. -ეს იყო შენი გეგმა?!
„აბა დიდი გამძლეობა თათი შენ. არ უნდა აყვე! „-მომღმარი სახით გაიფიქრა და უპასუხოდ დატოვა. –„რა ჯანდაბა უნდა, ღმერთო შენ გამაძლებინე..“-ფიქრები მალევე გადაიტანა სხვა ფაზაში-„რა სხვანაირია. როგორ შეცვლილა, უფრო სექსუალურია.! ღმერთო მე მიკეთბ ამას.?! ხომ ვიტყუებდი თავს, ხოდა ახლა იყავი იმის წინ და მოკვდი ნერვიულობით!“-საკუთარი თავი გალანძღა, დასვრილი ლანგრები კარადაში მოათავსა ხმაურით და კარიც უხეშად მიხურა. –„მისი შეხების სურვილი რატომ მკლავს?! რატომ! რატომ მინდა ისევ ისე მიყურებდეს.! „- ჯამპსითზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩამალა. ბორტი სპიჩჰოლის აეროპორტში დაეშვა.
-ეკა მე ბარგზე ჩავალ..
-როგორ არ მიყვარს თავის მოვალეობას რომ არ ასრულებენ. ახლა ჩადი და მეორე ასეთ რაღაც არ გავიგო. დამღალეთ რა! -საბუთები მუხლებზე დაიდო და ინფორმაციის კითხვა დაიწყო.
-ქალბატონებო და ბატონებო თვითფრინავი დაეშვა სპიჩქოლის აეროპორტში. ადგილობრივი დროით 24: 25 წუთზე. ჰაერის ტემპერატურა არის 23 გრადუსი. რეისი დასრულებულია. „სკაიივერიის“ და მისი პარტნიორი კომპანიის „კაელემის“სახელით მადლობას გიხდით.იმედიაა კვლავ მოხვდებით ჩვენს რეისებზე. მადლობა და ნახვადის.! -სადგომზე გაჩერდა ბორტი, კარებზე მძიმე კაკუნის ხმა გაისმა და მესხმაც გახსნა ბორტი.
-გამარჯოაბთ.!-მომსახურე პერსონალს მიესალმა, თვითონ მწვანე ჟილეტი მოიცვა და აეროდრომზე ჩავიდა.
( თავი 4)
დაბღვერილი სახით იდგა საბარგულთნ, ხელები გულზე დაეკრიფა და მარჯვენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა.
-თათია, ცოტა წარბები გახსენი, ნუ დააფრთხე მთელი ამსტერდამი.-თვითმფრინავიდან მეორე პილოტმა გადმოძახა სიცილით.
-დავაი რა.!
-კითხვაზე რატომ არ მპასუხობ?-უკნიდან მოპარული ცხელი ტალღა შეასკდა ზურგზე და შიშისგან გააკანკალა.
-დენის ჩემს საქმეს ვაკეთებ შენ კიდევ ხელს მიშლი.-არ გაუხედია გვერდით.
-აი კიდევ.! არ მაინტერესებს თათია.
-აბა რა გაინტერესეებს?როგორ მხმარობს მთლი „სკაი“?!-გაღიზიანებული შებრუნდა მისკენ.
-და ეგ მართალია?!-წარბ აწეულმა მანძილი შეამცირა მას და ქალს შრის. როგორ მოსწონდა ისევ ეს დაბნეული სახე, მისი მიახოებისთანავე აჩქარებული სუნთქვა. მზერა რომელიც დაადიანის ტუჩებზე არის მიყინული.! -რა იყო სიყვარულს აღარ ეძებ?!
-რომელ სიყვარულს ?-პასუხად სიცილი მოჰყვა და ისევ მარტო, აბნეულ-დაბნეული დატოვა მესხი. -სიყვარულის რწმენა, ღრმა ბავშვობაში დამიკარგეს.!- ჯერ არ გაცდენილ დენის მიაძახა, თვითონ კი უკანა საბარგულთან გადაინაცვლა.
-ყველაფერი დამაგრებულია დაბლა.. საბარგულებიც დავკეტე. -ბორტზე ასულმა მოახსენა კაპიტანს.
-კარგით შეგვიძილია წავიდეთ. -საბუთების ჩანთა აიღო და ჯერ თვითონ გავიდა აეროდრომზე, უკან მიყვნენ ეკიპაჟის წევრები.
-დენისი სად არის?-ხმადაბლა იკითხა მეორე პილოტმა.
-ნავიგააციის უფროს ესუბრება, თვითონ მოვა სასტუმროში. არ დამელოდოთო.-ეკამ გასცა პასუხი და ამით თათიას ინტერესიც მოკლა.
***
შუადღე იქნებოდა ყველა სასტუმროს რესტორანში ისხდნენ და სადილის შემდეგ მხიარულობდნენ.
-რა სისულელეს ამბობთ ახლა, სულაც არ ვგავარ იმ თურქ მსახიობს.-თავი გააქნია რეზიმ და სიცილით გაიქნია ხელი.
-აი თათია კი ქეთოს გავს!
-ეკა რომელ ქეთოს?-მოჭუტული თვალებით გადახედა რეზიმ და შემდეგ მომღიმარ თათიას გახედა.
-ქეთო და კოტედან რეზი.
-არამგონია ქეთოს ასეთი ვულგარული გარეგნობა ჰქონოდა.-ჰოლში დადიანის ირონიული ხმა გაისმა. თათიას ფეხზე გადადებული მარჯვენა წვივი, რომელსაც მხიარულად ამოძრავებდა გაუშეშდა. სიბრაზემ შუბლამდე ააღწია და გონების ყველა ის წერტილი გადაკეტა რომელსაც საღად აზროვნება შეეძნო.ფეხზე წამოფრინა, ამხელა ბრგე მამაკაცს მივარდა, მკლავში წაავლო ხელი და სულ არ აინტერესებდა მისი თანამშრომლების აზრი, ისე გაათრია რესტორნიდან.
მბჟუტავი ნათურა ოდნავ ანათბდა პატარა ჰოლს. კედელთან ჰყავდა პატარა თათიას მიმწყვდეული ორი თავით მაღალი კაცი. მარჯვენის მოქნევით შეალეწა ლოყაზე.
- ხარ! -ახლა მეორე ლოყა აუხურა მესხის მწარე მტევანმა.
-ასეთი მწარე იყო სიმართლე?! -არა და არ შორდება ეს ირონია ამ კაცს და ისედაც გაცოფებულს უარეს დღეში აგდებს.
-რა გინდა დენის?! რა გინდა ჩემგან რაა?- ყელზე კარგად ემჩნევა სიბრაზის კვალი.
-რა მინდა? -ხელით აწითლებულ ყბებს იშუშებს და მზერას არ შორებს-რა იყო თათია ასე ვერ ელევი კაცის ორგანოს?!
-უხ შე ნაბი*ვარო!-კიდევ ერთხე უნდა აგემოს მისი მარჯვენა მაგრამ ჰაერში უშეშდება მესხს ხელი.
-არ გაბედო მეორე დარტყმა გოგო გესმის?!
-როგორ ვერ გიტან.!
-ვერ მიტან? თუ ჩემ მონატრებას იკლავ სხვა და სხვა კაცში? -ჰაერში გაშეშებული ხელი უღონოდ ჩამოაგდო მესხმა და იმედ გაცრუებულმა ახედა ბავშვობის სიყვარულს.
-მეზიზღება ყოველი ჩვენი ღამე.-კბილებში გამოსცრა და ხმაშიც კარგად ემჩნეოდა დარდი.- მეწვის! ახლაც მეწვის ყველა შენი ნაფერები ადგილი.! ახლაც მაქვს გულზე შენი ღალატის ნაიარები! ბოროტი ხარ დენის! ცუდი კაცი ხარ შენ.! -ვერ აღმოცნდა ისეთი ძლიერი, ისევ დამარცხდა მის წინ. ვერ დამალა გრძნობები. მის მაჯებზე ჩაფრენილ დენის სხეული დაუმძიმდა. - ხო.. მართალია დაბალ ეშელონს არ ვაძლევ.! -კარგად გავრცელებული წინადადება გაიმეორა. -და მეზიზღები შენ იმიტომ, რომ თურმე სულ არ მიცნობ.! -მოიშორა კაცი და უკან მოუხედავად წავიდა ნომრისკენ.
***
ნაცრისფერი თვალები სითხეს მთლიანად დაეფარა. გაფითრებული სახით იჯდა ნომერში და ვერ იაზრებდა ასეთ სისაძაგლეები რისთვის თქვა. რატომ მოუკლა ქალს გული თან ისე რომ საერთოდ არ სჯეროდა აეროპორტშ გავრცელებული ხმების.! ეგოისტურად უნდოდა მხოლოდ მისი ყოფილიყო თათია მესხი.! ფიქრებით წარსულში წავიდა და ისევ ის 20 წლის ბიჭი დაინახა ხეს უკან ამოფარებული, რომ დარაჯობდა მის გოგოს.უჩუმრად რომ უგზავნიდა მაინც ყვავილებს ყოლვე დაბადების დღეზე და წამით არ მოუშორებია ფიქრები. წლების მანძილზე უამრავი ქალი ჰყოლია, მაგრამ გრძნობა რაასაც მესხთან შეხებით იღებდა არავისთან არ განუცდია. მუდამ თათიას ლამაზი თვალები ედგა წინ და აქტის ბოლოს ისევ ის საშინელი გრძნობა იპყრობდა, რაც წლების წინ შემთხვევით იგრძნო. მუდამ ეგონა, რომ ხვასთნ შეხებით დაკარგულ თათიას კიდევ ერთხელ ღალატობდა.
„ახლაც მაქვს გულზე შენი ღალატის ნაიარევი.“-ექოსავით ესმოდა მესხის წკრიალა და ათრთოლებული ხმა.
„-ამის დედა შე**ცი. ამიტომ დამშორდა. იცოდა იმ ღამის შესახებ.-შუბლი ნერვიულად მოსრისა და იქვე მდგარ სავარძელს ფეხი ჰკრა.
***
რამდენიმე საათში მთელი ეკიპაჟი აეროპორტის ტერიტორიაზე იყო. მესხს სახეზე ყველაფერი ეწერა, წინა ღამის ტკივილებს კვალი საკმაოდ კარგად დაუტოვების მის თვალებზე.. შიშით ხმას ვერავინ სცემდა, მხოლოდ დადიანი იდგა და თვალმოუშრებლად უყურებდა თვალებს, წლების წინს მისით რომ ანათებდნენ.. ეკამ ახლა ნამდვილად არ უთხრა უარი და გაუშვა უკანა მხარეს. ყველაფერს მშვიდად აკეთებდა, ოდნავადაც არ ეტყობოდა გარეგნულად ტკივილი, სამაგიეროდ მის სულში უნდა ჩაგეხედათ, იქ იყო ყველაზე ცუდად. ხმამაღლა ტიროდა, გული ტკიოდა.. საშინლად არ უნდოდა დადიანისგან ასეთი მოპყრობა.
მისი ადგილი დაიკავა და პატარა ილუმინატორიდან მოწითალო ფერის ცას გახედა ამღვრეული თვალებით .თავი კედელს მიადო და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო.
-ცუდად ვარ..-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა, ძრავის ხმაურში ვერავინ შეძლო მისი ხმის გაგება.
წყვდიადში, ემბრიონის პოზაში იწვა.. მოშორებით კი მისი ცხოვრების სიყვარულს მბჟუტავ სინათლე ანათებდა. დადიანი მეფურ სავარძელში წამომჯდარიყო და ირონიული მზერით უღებდა ბოლოს.
-მიშველე გთხოვ..-ყვიროდა მაგრამ ბგერები არ ისმოდა.- დენის მიყვარხარ.. დენის გადამარჩინე.. -ცხელი ცრემლები სახეზე ღარებს უჩენდა და სადღაც დასალიერში იკარგებოდა. გრძნობდა მთელი არსებით გრძნობდა როგორ აცლიდნენ გულს და უმოწყალოდ საშინელი ტკივილისთვის იყენებენ..
***
უღონოდ ჩამოვარდნილ ხელს დახენა მეორე მხარეს მჯომმა ნუგომ.. მალევე გაერკვია სიტუაციაში და გვერდით მიუჯდა.
-თათია.. თათია ხმა გამეცი..ამის დედაც..-ღვედი შეუხსნა და მოგრძო სავარზელზე დააწვია.-თათიი..-კიდევ ერთხელ შეეცადა გამოეფხიზლებინა.. კედელზე ჩამოკიდებულ ტელეფონს დაწვდა და შიდა კოდი აკრიფა.
-დიახ.
-ეკა ნუგო ვარ.. ეკა თათიამ გონება დაკარგა..
-ახლავე გამოვალ..-სწრაფად აიღო პირველი დახმარების ყუთი და თვითმფრინავის ბოლოში სირბილით გავიდა.-რა მოხდა ნუგო? რა დაემართა?-მესხთან ახლოს ჩაიმუხლა და ყუთი გახსნა.
-არ ვიცი რო გავხედე უკვე გონებადაკარგული იყო..
-აი ნიშადური აყნოსე..მე წნევას გავუსინჯავ.. -ფარდა დადიანმა გადასწია და სავარძელში უგონოდ მყოფ თათიას დახედა. გულს თუ რამე ასე შეუკუმშავდა არ ეგონა. იატაკზე უღონოდ დავარდნილმა ქალის სუსტმა მტევანვა სისხლი გაუყინა და ერთ ადგილას გააშეშა
-რა მოხდა?
-გონება დაკარგა..ნიშადურსაც არ მოჰყანს გონზე.-ანერვიულებულმა დახედა კოლეგას.-თათიაა, გონს მოდი. გაახილე თვალები..-სახეზე ცივი წყალი ხელის მოძრაობით დააწვეტა..-აი ასე ჩემო გოგოო. არა, არა თათი გაახილე თვალები.. მიდი ჩემო ლამაზოო..-სველ მტევანს უსვამდა გაფითრებულ სახეზე.-გესმის ჩემი?!- სუსტად დაუქნია თავი მესხმა და მის უკან მდგარ გაფითრებულ დადიანს მოჰკრა თვალი..
-გადამარჩინე..- სუსტად,ისევ უბგეროდ წარმოთქვა და კვლავ დაეხუჭა თვალები..
-თათ მიდი მოიკრიბე ძალები და მოდი გონს..ნუგო ჟანგბადი მოიტანე.. სწრაფად! -ბრძანა და სახიდან მაკიაჟის მოშორება დაიწყო.
-რომელზე დავაყენო?
-მაღალზე.. სწრაფად ნუგოო გონზე ვერ მომყავს ბავშვი..
-მომეცი მე..-ხელიდან სწრაფად გამოართვა ჟანგბადის ბალონი და ოსტატურად მოარგო ნიღაბის მილი სპეციალურ რეჟიმზე.. -ვრთავ.! -ჟანგბადი მოუშვა და სახესთან მიიტანა დადიანმა.. -გამოდის ჰაერი.- მოკლედ თქვა და ლამაზ პირ-სახეზე ჟანგბადის ნიღაბი მოარგო. დენისის გული დამწყვდეული მხეცივით აწყებოდა კედლებს.. ერთმანეთისგან ოდანვ დაშორებული ქუთუთოებიდან შესძლო გაფითრებული კაცის დანახვა.
-თათია გონს მოდი, თავს ძალა დაატანა..-სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია, ძლიერი მტევნით-მიდი პატარავ და გპირდები აღარასდროს დაგტოვებ.- ეჩრჩულებოდა. საფეთქელზე სველ კოცნებს უტოვებდა და თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებსაც ტუჩებით აქრობდა. -აი ასე თათი გაახილე თვალები.. -ნიღაბი მოხსნდა, კეფანზე შეუცურა მკლავი და თავი კარგად დაადებინა. -ჩემი გესმის?-სუსტად დაუქნია თავი.-ახლა შეეცადე თვალები გაახილო.. ყველაფერი კარგად არის მე შენთნ ვარ.-არეული მზერით, აწყლიანებული თვალებით უყურებდა მის თავთან ჩამუხლულ დენის და სულ არ უნდოდა გონზე მოსვლა..
-მიყვარხარ პატარავ.! -ყურთან უჩურჩულა დენისმა და იქვე სუსტტად მფეთქავ არტერიაზე მხურვალედ აკოცა.

***
ჩემო კარგებო ესეც ახალი თავები, იმის გამო რომ ცოტა დავაგვიანე ორი თავი ერთად ავტვირთე.. იმედია მოგეწონებათ.. ველი შეფასებას .<3



№1  offline წევრი elene2619

როგორი გელოდი და როგორი კარგი თავი იყო heart_eyes
აღარ დაიგვიანო რა ერთი სული მაქვს როდის გახვალ ფინალში და გვაიგებთ რა მოხდება heart_eyes
სასიყვარულო ისტორიები დრამებით შენი სტილია და ძალიან კარგადაც გამოგდის... ცრემლებთან ერთად სიხარულიც მოგაქვს და ძალიან მოწონს შენი ეს სტილი heart_eyes
მოუთმენლად გელოდები heart_eyes

 


№2  offline მოდერი Phoenix..

elene2619
როგორი გელოდი და როგორი კარგი თავი იყო heart_eyes
აღარ დაიგვიანო რა ერთი სული მაქვს როდის გახვალ ფინალში და გვაიგებთ რა მოხდება heart_eyes
სასიყვარულო ისტორიები დრამებით შენი სტილია და ძალიან კარგადაც გამოგდის... ცრემლებთან ერთად სიხარულიც მოგაქვს და ძალიან მოწონს შენი ეს სტილი heart_eyes
მოუთმენლად გელოდები heart_eyes

დაგვიანებით შეიძლება დავიგვიანო ხოლმე ისეთი სამუსაო მაქვს მაგრამ დიდი ხნით არაა❤️❤️მადლობა შეფასებისთვისა

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან მაგარი თავი იყო kissing_heart kissing_heart
უმაგრესი არ ვიცი რა უნდა გითხრა.კი ვთქვა არ მომწონდა ეს წყვილითქო,მაგრამ ეხლა აზრი შემცევალა და მართლაცსაუკეთესოები არიან.
წარმატებები შენ ! heart_eyes heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline მოდერი Phoenix..

ნორმი
ძალიან მაგარი თავი იყო kissing_heart kissing_heart
უმაგრესი არ ვიცი რა უნდა გითხრა.კი ვთქვა არ მომწონდა ეს წყვილითქო,მაგრამ ეხლა აზრი შემცევალა და მართლაცსაუკეთესოები არიან.
წარმატებები შენ ! heart_eyes heart_eyes

მიხარია მიხარია.. <3 სხვანაირი წყვილი მყავს ახლა და მეც ძალიან მომწონს ^_^

 


№5  offline წევრი Kalina

ყოველ ჯერზე როგორ ახერხებ ისე, რომ შენი ყველა წყვილი სიგიჯემდე შემაყვარო?!

ბედნიერი ვარ, რომ ამას ვკითხულობ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline მოდერი Phoenix..

Kalina
ყოველ ჯერზე როგორ ახერხებ ისე, რომ შენი ყველა წყვილი სიგიჯემდე შემაყვარო?!

ბედნიერი ვარ, რომ ამას ვკითხულობ❤️

KALINA ჩემი როგორც ავტორის მთავარი მისიაც ეს არის რომ გიყვარდეთ ჩემი შექმნილი და გამოზრდილი პერსონაჟები და ამას თუ მართლა ვახერხებ მაშინ ბედნიერი ვიქნები <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ვაიმე ეს რა იყო სრული შოკიიიი❤❤ თათიზე ჭკუა მეკეტება როგორი ძლიერი გოგოა დარწმუნებული ვარ დენის შემდეგ არცერთი კაცი არ ყოლიადა ეს ვოთომ "მაღალი.ეშელონის ნაშა" უბრალოდ ჭორია.... ნუ არვიცი თუგინდა რომ ინფაქტი არ დამემართოს და 19წლის ასაკში არ.მოვკვდე მაქსიმალურად მალე დადე შემდეგი თავი ❤❤❤❤

 


№8  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნინუცა
ვაიმე ეს რა იყო სრული შოკიიიი❤❤ თათიზე ჭკუა მეკეტება როგორი ძლიერი გოგოა დარწმუნებული ვარ დენის შემდეგ არცერთი კაცი არ ყოლიადა ეს ვოთომ "მაღალი.ეშელონის ნაშა" უბრალოდ ჭორია.... ნუ არვიცი თუგინდა რომ ინფაქტი არ დამემართოს და 19წლის ასაკში არ.მოვკვდე მაქსიმალურად მალე დადე შემდეგი თავი ❤❤❤❤

ზოგადად უყვართ მიუწვდომელ ქალებზე ჭორებია გავრცელება კაცებს❤️:/

 


№9 სტუმარი ტუკა

აუ არ მინდა
სხვა ყავდეს ვინმე .დენი მინდა .მე და ველი დენთან ,ჰო ასე რო მალე დადე ..იმედია ერთად ტოვებ თორე
ვერ გადამირჩები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent