შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(თავი1)ნაწილი 2


19-08-2019, 10:16
ავტორი onezashvili
ნანახია 819

თითქოს ღრუბლებს ამოფარებული მზე,მთელი ძალით ცდილობდა, მის სინათლეს დედამიწამდე მოეღწია,მოეღწია და ადამიანების გულები გაეთბო, გამოეწვია მათში რაღაც უცნაური გრძნობა და კვლავ დარჩენილიყო ჩვენს საყვარელ მანათობლად.. სადღაც შორიდან მართლაც მომწვდა პატარა სინათლე რომელმაც ჩემს სულში ჩაიხედა, გული გამითბო და სხეულში სითბო ჩამიღვარა,ჩემს გონებაში ამოიკითხა ყველა ფიქრი და სურვილი,გამოარკვია ჩემი ოცნებები მერე კი,ცაში აიტაცა და სადღაც ძალიან შორს წაიღო...
ინტერესი,აღელვება,ინტრიგა,გაურკვევლობა..აი რა გამოიწვია მისმა უცნაურმა და ამავდროულად სასიამოვნო ხმამ ჩემში.ჩემს ერთ ნაწილს სურდა,რომ მივბრუნებულიყავი და მისი სახე დამენახა დავკვირვებოდი სათითაოდ ყველა ნაკვთზე და დეტალურად შემესწავლა...მეორე ნაწილს კი სურდა,რომ გზა გამეგრძელებინა და ეს უბრალო მოვლენად მიმეღო,მაგრამ არსებობს რაღაცეები,რასაც უბრალოდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევ ესაა და ეს. ცნობისმოყვარეობამ მძლია და უკან მივტრიალდი არც კი ვიცი რას ველოდებოდი..მასზე უფრო შემიძლია ვთქვა,რომ ლამაზია ვიდრე სიმპათიური.შავი კულულები შუბლს უფარავდა,კულულების ქვემოდან კი ჭაობისფერი თვალები მოუჩანდა და იდიოტივით იკრიჭებოდა.
-რას აკეთებ?(მეკითხება გამომცდელი ტონით) გაკვირვებული ვრჩები
-რატომ უბრალოდ გვერდს არ ამივლი და წახვალ? (ვეუბნები ისე,რომ ჩემს ხმას ვერც კი ვცნობ.)
-არ ვიცი ზოგადად,ადამიანის ყურადღებას იქცევს კოკისპირული წვიმის დროს შუა ქუჩაში გაჩერებული მომაღიმარი გოგონა.
-და შენც ჩერდები და კარგი მეგობარივით უსვამ კითხვას "გაგიჟდი?"
-ასე გამოვიდა
-რა მნიშვნელობა აქვს (ვამბობ და უკან ვტრიალდები)
-გამოდის წვიმა გიყვარს
-ძალიან ბევრ კითხვას სვამ მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთისთვის სრულიად უცხოსბი ვართ.
-ესეც მართალია (ამბობს და ისევ იღიმის)იყო რაღაც განსაკუთრებული მასში,რამაც ნამდვილად დამაინტერესა.ალბათ თავდაჯერებულობა,მაგრამ იყო კიდევ რაღაც,რაღაც ძალიან უცნაური მის ქცევაში ,რამაც უფრო მეტად გამოიწვია ჩემში ინტერესი,მაგრამ იმ წამს ნამდვილად არ ვიცოდი რა იყო ეს.
მისთვის აღარაფერი მითქვამს,უბრალოდ გამოვბრუნდი და წამოვედი.აღარც მას უთქვამს რაიმე,ალბათ მიხვდა,რომ ზედმეტი იქნებოდა ამიტომაც სვლა ნელა გავაგრძელე...
მის სიტყვებზე ვფიქრობდი,განა შორიდან მართლა ასე ჩანს თითქოს გიჟი ვარ? მაგრამ ვის რასი ადარდებს.ადამიანებს შეუძლიათ განიხილონ,გაკიცხონ ,მაგრამ არ შეუძლიათ იგრძნონ ის რაღაც განსაკუთრებული,რასაც შენ გრძნობ იმ წამს ეს დიდი განსხვავებაა,რასაც ისინი ძალიან დიდი ხანი ვერ ამჩნევენ,მანამ სანამ ზუსტად იგივე მათ თავსაც არ მოხდება....
თვალზე ისევ ცრემლები მადგება...ცრემლები ,რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვყლაპავ და თავს ვაჯერებ,რომ იმედის ქონდა აუცილებელია...სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ ყალბია..ადამიანები,რომლებთანაც დროს ვატარებთ საბოლოოდ მიდიან და გვტოვებენ...და ის რასაც განვიცდით,რასაც ვერავისთან ვამბობთ შიგნიდან გვიღებს ბოლოს...ვცდილობთ რაღაცეების შეცვლას,მაგრამ წინ წასვლის მაგივრად,უკან ვიხევთ,ვუბრუნდებით იმავე ადგილს საიდანაც სვლა დავიწყეთ... და ბოლოს...ბოლოს მეც არ ვიცი რა იქნება ალბათ ბოლოს ყველა იღებს იმას რაც უნდა ,მაგრამ ცხოვრება ასეთი მოწყალე,რომ იყოს ყველაფერი ბევრად ადვილად იქნებოდა...
მივაბიჯებ..ისევ ჩემს ფიქრებში გართული,დამძიმებული გულით,გადაღლილი სულით და დამახინჯებული აზროვნებით ..უცებ ტელეფონის ზარი მაფხიზლებს ეკრანს ვუყურებ და ვხედავ,რომ ემილი რეკავს სულ გადამავიწყდა მისთვის მიწერა,მაგრამ რას ვიზამ ახლა მომიწევს ავუხსნა რატომ არ წავედი სკოლაში.ტელეფონს ვპასუხობ და გრძელი დიალოგისთვის ვემზადები
-დილამშვიდობის ემილი
-პირველ გაკვეთილზე არ მოხვედი(მითხრა ოდნავ გაბრაზებულმა)
-ასე გამოვიდა(ვთქვი და ვცადე უხასიათობა დამემალა)
-სად ხარ?
-გარეთ...
-კარგად ხარ?
-კი
-ისევ თავის მოკატუნება თოთქოს ყველაფერი კარგად იყოს...
-ასეც არის
-შეიძლება სხვას ატყუებ,მაგრამ მე ხომ მაინც კარგად გიცნობ?
-ვიცი უბრალოდ...
-კარგი.მითხარი სად ხარ?
-სწრაფი კვების ობიექტთან პარკის მხარეს.
-კარგი მაშინ დამელოდე და მალე მოვალ
-კარგი
ემილი ის ადამიანია,რომელიც ყოველთვის გვერდითაა,საჭირო თუ არა საჭირო მომენტებში,ადამიანი,რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩემს იდეალურ ხასიათზე დაყენებას.ყველაზე მეტად რაც მიყვარს მასში არის ის,რომ ყოველთვის,როცა რამე ხდება არ მაძლევს უაზრო იმედებს და არ მარწმუნებს,რომ ყველაფერი კარგად იქნება არც თავზე მისვამს ხელს,პირიქით ის მაიძულებს დავინახო რეალობა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მტკივნეული იქნება ის ეს კი ნამდვილად გაიძულებს,შეეჩვიო შენს ყოველდღიურობას და აღიარო ყველაფერი ის რაც ბოლოს გიღებს და ამასთანავე გაძლევს ძალას რათა მყარად იდგე ფეხზე და გაუძლო.
ადამიანი ბედნიერია თუ მას ცხოვრებაში გაქჩნია ისეთი ვიღაც ვისაც უსიტყვოდ ესმის მისი და რჩევის მიცემა შეუძლია ზოგს არ აქვს ამის ბედნიერება მე კი შემიძლია ვთქვა,რომ ძალიან იღბლიანი ვარ რადგან მყავს ასეთი ადამიანი...
მალევე ჩემსკენ მომავალ ემილის ვხედავ.მშვიდად, აუღელვებლად და დინჯად მოაბიჯებს ჩემსკენ,როცა მიახლოვდება მშვიდ მზერად მაპყრობს და ნაზად მიკრავს გულში,მერე ხელკავს მიკეთებს და ნაზი ნაბიჯებით მიიწევს წინ.
-მაინტერესებს დღევანდელი უხასიათობის მიზეზი(მეუბნება მშვიდად)
-სერუოზული არაფერი უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა
-ბოლო რამდენიმე თვეა ისედაც სულ მარტო ხარ და ყველას თავს არიდებ..(დიდ პაუზას აკეთებს და ოდნავ გაბრაზებული სახით მიყურებს)იმედია არ ფიქრობ,რომ ეს შენი სიტუაციიდან თავის დაძვრენის იდეალური ხერხია!
-ხანდახან ვფიქრობ,რომ ნამდვილად იდეალური ხერხია...ყოველდღიურობას მოწყვეტა ძალიან მამშვიდებს(ვეუბნები და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,)
-ასეთი დაძაბული ვერაფერს მიაღწევ...გასაგებია,რომ გიჭირს დედასთან გამომშვიდობება,მაგრამ ასე საკუთარ თავს ვნებ და მეტი არაფერი.სულ ვერ აარიდებ თავს სკოლას,კლასელებს,მასწავლებლებს,საუბარს და სულ მარტო ვერ იქნები.სულ იმას ამბობდი,რომ გინდოდა ძლიერი ყოფილიყავი ხოდა ახლა ამისთვის სწორედ,რომ შესაფერისი მომენტია.
- ხო ვიცი მართალი ხარ,მაგრამ არ ვიცი როგორ დავემშვიდობო დედას სამუდამოდ და ცხოვრება გავაგრძელო ....ის ჩემი ნაწილი იყო ..
-მაგრამ ახლა აღარ არის...მაპატიე ამას,რომ გეუბნები,მაგრამ ახლა ცვლილებების დროა ... თუ ნებას მისცემ არც წარსული დაგანებებს თავს,ამიტომ რაც შენთვიაა უკეთესი ისე გააკეთე,ყოველშემთხვევაში სცადე მაინც..(მითხრა და ნაღვლიანად შემომხედა)
- ამის გაკეთება ნამდვილად შემიძლია...(ვუთხარი და იმედიანად გავუღიმე)
-ახლა კი სკოლაში წავიდეთ ხალხს დავენახოთ...
-კარგი წავიდეთ
სველ ქუჩას გავუყევით მერე აღარაფერზე გვილაპარაკია მივაბიჯებდით ქუჩაში ჩანდა თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო ჩვენც სწორედ ამის იმედი გვქონდა....
***
დამღლელი დღე იყო.სკოლაში მისვლამ, ნამდვილად გადამატანინა ყურადღება და ცოტა ხნით, ჩემს ჩაკეტილ სამყაროს მომწყვიტა.სახლში დაბრუნებისას,მამა და ჩემი ძმა შინ არ დამხვდნენ და ვიფიქრე,რომ სადმე წავიდნენ და ჩემს ოთახში ავედი.ცოტა ხანი უბრალოდ ლოგინზე ვიჯექი და ერთ ადგილს ვაშტერდებოდი,მერე ავდექი და სააბაზანოს კარი გავაღე,ცხელი წყალი მოვუშვი და ორი წამით გავჩერდი,მერე პირსახოცი ავიღე და უკანვე შევბრუნდი..
სიცივეში ცხელი წყალი მესიამოვნა და მოვდუნდი.მიყვარს ზამთარი,როცა გარეთ ქარია,წვიმს ან უბრალოდ ძალიან ცივა შენ სახლში ზიხარ,თბილად,ცხელ ყავას მიირთმევ და წიგნს კითხულობ...
გონება ფიქრებისგან დაიცალა.გადაღლილმა სულმა თითქოს შვებისგან ამოისუნთქა,სხეულიც მოეშვა,ყველა დაჭიმული კუნთი მოდუნდა,დაძაბულობაც თითქოს სადღაც გაქრა უკვალოდ,ჩემი შიშებიც და მონატრებაც ალბათ კარს იქით დავტო ე და მოგონებებისგან ცოტა ხნით თავი გავინთავისუფლე...
ცხელ და სასიამოვნო წყალს, ჩემი სხეულის შიგნით, არსებული ყველა მოლეკულა გრძნობდა, ისე თითქოს ვიღაც სულში ხელებს გიფათურებსო...
უცნაური გრძნობაა საკუთარ თავთან ჭიდილი მაშინ,როდესაც შენი პიროვნების დამორჩილება შეუძლებელია,შეიძლება იცოდე,რომ არასწორად იქცევი,მაგრამ მაინც შენ მოუღო ბოლო შენს თავს ისე,რომ ამისთვის ხელის შეშლაც კი ვერ მოასწრო,მაგრამ ბევრად დიდებული გრძნობა ისაა,როცა შენს სურვილებს არ ემონები და სწორ არჩევანს აკეთებ,ხელს უწყობ შენს თავს პიროვნების გაზრდაში და ყველაფერს აკეთებ სასურველის მისაღწევად,გეძლევა შანსი სიტუაციის გამოსწორების და ამ შანსს იყენებ კიდეც,არ გეშინია შედეგების ,რადგან ბოლოს სათქმელი არ გქონდეს,რომ შანსი გქონდა და არ გამოიყენე.
ბევრი რამ არის რასაც შევცვლიდი,თუნდაც წარსულში ჩემს გადაწყვეტილებებში,ჩემს არჩევანშიც,მაგრამ წარსულის შეცვლა არ შემიძლია,სამაგიეროდ შემიძლია შევცვალო ჩემი აწმყო და მომავალი,ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული....
სააბაზანოდან,რომ გამოვედი სარკეში ჩემს თავს დიდ ხანს ვუყურე,ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ჩემს სხეულში ვიყავი გამოკეტილი.ჩემს შიგნიდან ადამიანი თითქოს ფშვნიდა და ლეწავდა ყველაფერს,ყველა ლამაზ სურათს თუ ოცნებას რომელიც ცხოვრებაში დამიხატავს ბოლოს უღებდა,ამსხვრევდა ,ანადგურებდა ეს ყველაფერი ჩემს შიგნით,მაგრამ მე უბრალოდ მშვიდად ვიჯექი და სარკეში ვაგრძელებდი ყურებას.დიდი ხნის შემდეგ,როგორც იქნა ავდექი უკვე კარგა ხნის გამშრალი თმები დავიბარცხნე ტანსაცმელი ჩავიცვი და კომპიუტერს მივუჯექი.ალბათ თვეების შემდეგ პირველად გავაკეთე პასუხისმგებლობით დავალება იმდენად გავერთე,რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ მოვიდნენ სახლში მამა და ჰარი სანამ ჩემი ოთახის კარი არ გაიღო და შიგნით მამა არ შემოვიდა
-დაბლა არ ჩამოსულხარ(მითხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ)
-ხო დავალებას ვაკეთებდი და ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა
-შენი ძმა უკვე დასაძინებლად წავიდა.რას იტყვი ცხელ შოკოლადზე?
-კარგი იქნებოდა
-მაშინ მე წავალ შენ კი რაც შეიძლება მალე ჩამოდი(მეუბნება და ოთახის კარს ჩუმად ხურავს)
დიდი ხნის შემდეგ იმასაც მივხვდი,რომ მამას ძალიან ვეუხეშები მიუხედავად იმისა,რომ ამას არ იმსახურებს.უკვე დიდი ხანია ისე ვიქცევი,რომ არც მადარდებს რა შედეგები მოყვება ჩემს დაუფიქრებლობას,მაგრამ ამის გამოსწორების დროც მოვიდა,ახლა ზუსტად იმის დროა,რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს...
კიბეებზე ფრთხილად ჩავდივარ და სამზარეულოში მამას ვხედავ,რომელიც უკვე ფინჯნით ხელში მაგიდასთან ზის და მელოდება
-დაიღალე?(მეკითხება როდესაც მის გვერდით ვჯდები)
-სულ ცოტათი მაგრამ არაუშავს ამ ბოლო დროს იდეალური ნიშნები არ მყავს ამიტომ...
-კარგია,რომ უკვე ამაზეც დაიწყე ფიქრი(ამბობს და თბილად მიღიმის.მისი ღიმილი ყოველთვის იმედის მომცემი იყო ჩემთვის და ახლა უკვე დიდი ხნის შემდეგ ისევ გამაბედნიერა მისმა გახარებულმა სახემ)
-რას იტყვი უქმეებზე სადმე რომ წავიდეთ?
-კარგი იდეაა (ვამბობ და ახლა მართლა ბედნიერი ვარ რადგან აღარ ვაწყობ სიტყვებს და წინადადებებს საუბრის წინ რადგან არაფერი შემეშალოს და კიდევ რამე უაზრობა არ ვთქვა)
- ყველაფერი კარგად გაქვს ლოლა?(მეუბნება მზრუნველი ტონით)
- ჯერ ჯერობით მხოლოდ მცდელობაში ვარ მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება
-თავს უცნაურად გრძნობ არა?
მისმა კითხვამ დამაფიქრა და პირველივე რაც გამახსენდა ის ბიჭი იყო,რომლის ხმამაც ასე ძალიან დამაინტერესა ან შეიძლება სულ სხვა რაღაც იყო მასში რაღაც უფრო ამოუცნობი და ღრმად დამალული ვინ იცის
-სიმართლე გითხრა კი ცოტა უცნაურად ვარ
-დედას გამო?
-წესით ასე უნდა იყოს მაგრამ არა დედად გამო არა
-მაშინ რა ხდება?
-ეს ჯერ მეც არ ვიცი მაგრამ რაღაც ძალიან უჩვეულო და უცნაური ისეთი ჯერ რომ არასდროს დამმმართნია(ვამბობ და ვუღიმი მერე კი უბრალოდ ვჩუმდებით და საკუთარ ადგილებს ვეძებთ ამ სამარისებურ სიჩუმეში)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent