შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც მიჰქრის დრო...


19-10-2018, 23:30
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 435

მისრიალებს დრო ჩუმად მიჰქრის ღრუბლებს შორის,
შენც მიდიხარ შორს ან იქნებ სულ არ არის შორი,
ავედევნე ჭორს გულით წრფელი სულით სუფთა,
გაიშლება შორს დემონთათვის სისხლის სუფრა..

იცი, იყო დრო, ერთ დროს ძლიერ რომ მიყვარდი,
გაბოდებდი რადგან ვთვლიდი შენც გიყვარდი,
აღარ მოვა სხვა, იქ ბნელში ვეღარ მოვა..
არ გამოვა.. რა?! არ ვიცი, თუმც არ გამოვა..

მელოდია მშვიდი, მიღღრნის სველ გულს სულო,
აგონიაში და ჩემში ჩაკარგულო,
დაიწყო და არ შეწყდება სულში თოვა,
აღარ ველი მას.. მე ვიცი აღარ მოვა..

გზას მიარღვევს დრო.. შორს მიჰქრის წყნარი მშვიდი,
სისხლისფერ მინდორს მხედარი მოადგა შვიდი,
სიკვდილს თესავს ის ვინც ჩვენივ ნებით მოვა,
ილოცებთ და თქვენი მზე აღარ ამოვა.

ვიცი ვგავარ ყბედს, მკვდარს, ამდენ ცოცხლებს შორის,
სუიციდის ჟამს, საბელგამობმული ჯორი,
მოაკითხავს ბევრს, ბედი იწყებს სისხლის რწყევას,
აეწია ზევსს მგონი შიდა ქალის წნევა..

მისრიალებს დრო ჩუმად მიჰქრის ღრუბლებს შორის,
შენც მიდიხარ შორს ან იქნებ სულ არ არის შორი,
ავედევნე ჭორს გულით წრფელი სულით სუფთა,
გაიშლება შორს დემონთათვის სისხლის სუფრა...

Kiseijuu-Next To You წაიკითხეთ მხოლოდ ამ მუსიკის ფონზე



№1  offline წევრი luana

ლექსებიი რომ ძალიან კარგები “გყავს” მაგაზე შევთანხმდით, მაგრამ ყველა კომენტარს რომ ასე გულით პასუხობ ეგ ცალკე შექების ღირსია. კარგი ხარ!

 


№2  offline წევრი Jane18

ძალიან მომეწონა, რამდენიმე ლექსი წავიკითხე კიდევ და ალბათ ისევ წავიკითხავ. რაღაცნაირად არაზედაპირული ლექსებია და ალბათ ამიტომ მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent