დასასრული თუ ცუდი დასაწყისი ( 1 თავი)
მომენატრეთ. ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიდია. მხოლოდ წასაკითხად თუ შემოვდიოდი საიტზე, ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწყო თუ არა რამე ახალი. ეს დღეს დავწერე, ვყოყმანობდი დადებას, მაგრამ მივხვდი რომ გაგრძელებისათვის თქვენი მხარდაჭერაც მჭირდებოდა. იმედია მოგეწონებათ ♥ თუ არა და ამასაც არაუშავს. მოკლედ მინდა რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ----------------------------------------------------------------------------------- 6 თვე... სრული 6 თვე. ძველ სპორტულ შარვალსა და ახალი ნაყიდი მაისურით. ახალი ცხოვრებით, რომელიც იმდენად მოულოდნელად დაიწყო, რომ ვერც კი გაიაზრა, როგორ მოვიდა აქამდე. იდგა ერთი ნატეხი პურითა და კალბასით ხელში და ტვინს უკრძალავდა ძველ დროზე ფიქრს. ენატრებოდა და ცდილობდა ეს მონატრება როგორმე გაექრო , რომ ორგანიზმის ყოველ უჯრედს ისევ თავიდან არ აჰკიდებოდა ცეცხლი. დარწმუნებული ვარ ირგვლივ არავინ იცოდა მისი თვალების ფერი. თავჩაქინდრული ხმას არავის სცემდა. პირველი ერთი თვე ცდილობდა რომ ფული ეშოვა. 6 თვის განმავლობაში ერთხელაც კი არ უთხოვია რამე. ადამიანი რამდენად ამაყი უნდა იყო რომ მაშინაც არ ითხოვო დახმარება როცა არც ფული, არც საჭმელი და არც ჭერი გაქვს. საკუთარი თავი უყვარდა. მიუხედავად ყველაფრისა. მაინც არ სჯეროდა რომ მთელი ცხოვრების გატარება ასე მოუწევდა. პირველი თვე ხან რას ალაგებდა, ხან ვის ეხმარებოდა. გარკვეულ თანხასაც იღებდა სანაცვლოდ. ხვდებოდა რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გარეგნულადაც დაემსგავსებოდა უსახლკაროს, ვერ იტანდა ქუჩის ჭუჭყს, სძულდა ჩალურჯებები მის სხეულზე, ფულს ზოგავდა რომ მთლად ხელცარიელი არ დარჩენილიყო. ახალი ტანსაცმელი და შამპუნიც კი შეიძინა ერთი ხელფასიდან. მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერს აკეთებდა რომ დახმარების თხოვნა არ დასჭირვებოდა. საკუთარი თავის ბოლომდე დაცემას არ დაუშვებდა. არასდროს აკეთებდა რაიმე ბილწლს. არ ქურდობდა, არც ბდა. ხშირად მიდიოდნენ მამაკაცები მაგრამ თავის დასხნას ახერხებდა. ყოველთვის იღებდა სათანადო ზომებს რომ თავის სივრცეში სხვა არ შემოჭრილიყო. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ შეუძლებლისთვის იბრძოდა. მასზე უფრო წარსულ დროშიც მოგიყვებით. ოჯახი ჰყავდა. დედა, მამა და ძმა. პრობლემური ოჯახი იყო. მამა ცოტა გიჟი, დედას სცემდა კიდეც გაგიჯებული. ამაზე ძმა გამოვიდოდა და მეორე შეხლა შემოხლა მამასა და შვილს შორის ხდებოდა. მალე ყველაფერი დალაგდებოდა, ისევ ერთ სუფრასთან იჯდნენ, რა თქმა უნდა არ იყო ისეთი იდილია და ურთიერთდამოკიდებულება. შეიძლება საკუთარ თავს ატყუებდნენ. მერე მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ და გააუპატიურეს. მთვრალმა, დაბოლილმა ორმა ტიპმა ნამუსი ახადა როცა მეცადინეობიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ არ უნახავს ოჯახის წევრები. სახლში რომ მისულიყო მამა ყვლეას ამოხოცავდა. ოჯახის სახელი ის იყო რის გამოც ყველაფერს გააკეთებდა, არ აპატიებდა ოჯახის შერცხვენას, არავის. მას შემდეგ დადის ქუჩა-ქუჩა. ეძებდნენ, მისი პლაკატებიც კი იყო გამოკრული რამოდენიმე ქუჩაზე, ყველანაირად ცდილობდა რომ არავის ეცნო. მისი გრძელი თმა რომელიც უკანალსაც კი უფარავდა ყოველთვის შეკრული და დაფარული ჰქონდა, რომ არავის არ დაენახა. ცდილობდა ბიჭური მანერებიც ჰქონოდა. თვალში არავის ხვდებოდა, თავჩაქინდრული შეუმჩნევლად დადიოდა. ელოდა დღეს როცა ყველას წინაშე თავაწეული ამაყად გაივლიდა და მის რაობას დაამტკიცებდა. მეოცნებეც იყო და რეალისტიც. ხანდახან ფიქრობდა მის ძველ გეგმებსა და მიზნებზე. როგორ უნდოდა წარმატებული და დამოუკიდებელი გამხდარიყო.როგორ წამებში ჩაიფუშა მისი ყველა მიღწევა და მიზანი. ასე გაიტანა მთელი 6 თვე ქუჩაში. ხან სად ეძინა, ხან სად. ცდილობდა ყურადღება არ მიექცია შიშებისთვის, ელანდებოდა რომ სიბნელეში ვიღაც ეპარებოდა. მის ჩანთასთან ჩახუტებული იძინებდა, ეშინოდა ეს ბოლო იმედიც არ წაერთმია ვინმეს.ხანდახან კოშმარების გამო ეღვიძებოდა. ეჩვენებოდა რომ ვიღაც ხელებს უფათურებდა. მაინც არ ტყდებოდა, საკუთარ თავს იმის ფიქრის ნებასაც არ აძლევდა რომ ცუდად იყო. სულ ერთი და იმავეს იმეორებდა- „სულ ასე არ იქნება“ ერთ დღეს... შეიძლება ითქვას საბედისწერო დღეს , ქუჩაზე გადადიოდა როცა დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ ვერ შეძლო სწრაფად დამუხრუჭება და ბიძგიც იგრძნო. ცივი ზედაპირი, გინება, ამ წამებშიც კი, როცა შეიძლებოდა მომკვდარიყო, ისევ მისი ჩვევები ახსოვდა და ყველანაირად ცდილობდა სახე დაეფარა. ძლიერი შეჯახება არ ყოფილა. ფეხი სტკიოდა, იცოდა რომ მალე მთლიანად ჩაულურჯდებოდა. - ამის დედა შევ....ი, ეს რა იყო. საიდან გამოჩნდა!.. კარგად ხართ? საავადმყოფოში წაგიყვანთ, ადგომა შეგიძლიათ? ხელი გოგოს მკლავზე ჩაშჭიდა, უნდოდა აეყენებინა მაგრამ გოგონამ მხარი გაიქნია და ხელი მოიშორა. მამაკაცმა თავი მობეზრებულად გადააქნია. - ახლა ისტერიკები არ გვინდა რა, ისეთი სერიოზული არაფერი როგორც ვხედავ, საავადმყოფოში წაგიყვანთ და მოვრიგდებით- მის ხმაში თხოვნა ნამდვილად არ ჩანდა, იგრძნობოდა რომ ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა და თუ არ იქნებოდა ყველაფერი ისე როგორც უნდოდა სხვა გზებიც არსებობდა მისთვის. მარიამი ნელა წამოდგა და გაბედა, რომ თვალებში ჩაეხედა. შავი არეული თვალები ჰქონდა, ისეთი შავი როგორიც მას. წამით მამაკაცი შეცბა, მაგრამ მისი ამრეზული სახე ისევ დაიბრუნდა. მარიამი უსიტყვოს შებრუნდა და გზას კოჭლობით გაუყვა. ისევ თავს მალავდა. შიშიც იგრძნო, ეშინოდა რომ ამდენი თვის შემდეგაც იცნობდნენ. დაბრუნების ეშინოდა. არ იყო ჯერ მზად. - ჯანდაბა ... მოკიდეთ და მანქანაში ჩასვით.- ბიჭებს უთხრა და მძღოლის ადგილი დაიკავა. გულისცემა თავში ურტყამდა. მთელი სხეული აეწვა როცა ხელების შეხება იგრძნო. სხვადასხვა გამოცდილი ხერხით სცადა გათავისუფლება მაგრამ ბოლოს მიანც მანქანაში აღმოჩნდა. სარკეში ისევ არეული შავი თვალები დაინახა და გაჩუმდა. ელოდა. მიჩვეული იყო ამ მდგომარეობას, ისევ დინაბას მიჰყვებოდა, ისევ ელოდა სადამდე მივიდოდა. მანქანში ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ ის ორი გადახედავდნენ ხოლმე ჩუმად ერთმანეთს, რომელთან მარიამი მანქანაში ჩასვეს. მანქანა უზარმაზარ თანამედროვე კორპუსთან გაჩერდა. - წამოიყვანეთ. ხელი აიქნია და თავისით გაჰყვა უკან. ბინასთან მისულმა ბრძანა რომ შიგნით აღარ შემოსულიყვნენ. კარები გააღო და ბინაში შეაბიჯა. მარიამი ჩუმად მიჰყვებოდა უკან და ელოდა რა მოხდებოდა. - დაჯექი- მისაღებში დივანზე ანიშნა და თვითონ სააბაზანოში შევიდა. მალე იქედან სასწრაფო დახმარების ყუთით გამოვიდა. უხმოდ დაუმუშავა გადატყავებული ხელები, უხეშად სტაცა ხელი და თავი უკან გადაუწია. ქუდი მხრებზე მსუბუქად დაეცა, მას კი ისევ შავი თვალები შერჩა , რომელიც ისე უყურებდნენ თითქოს წეღან გულმოდგინებით არ ცდილობდნენო დამალვას. მეორე ხელით ატყავებული ლოყა დაუმუშავა ისე რომ თვალებისთვის თითქმის არ მოუშორებია მზერა. - ოთახში შედი და ჩაშავებულ ფეხზე ეს გადაისვი, დღეს შეგიძლია დარჩე.- უდარდელი ხმით უთხრა, მალამო მიაჩეჩა და კარები გაიხურა. უყოყმანოდ შევიდა ოთახში და სააბაზანოს მიაშურა. შხაპი საშინლად ესიამოვნა.ბარძაყი მთლიანად ჩაშავებული ჰქონდა.ისევ ჩაიცვა , თმები კოსად შეიკრა და ოთახში დაბრუნდა. რბილ საწოლზე წამოწვა და დილამდე არ გაჰღვიძებია. კლუბის კარებში შეაბიჯა და ნაცნობი სახეებისკენ გასწია. მალე კისერზე ორი წვრილი ხელი შემოეხვია და ენებიც მალე შეერწყა. ენაზე ცივი ლითონის შეხება იგრძნო, ცხვირი მის კისერში ჩარგო და ყურის ქვეშ ვნებიანად აკოცა. - დაგაგვიანდა- ხრინწინაი ხმა ჩაესმა და ცისფერ თვალებს შეხედა. - რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო. წამოდი- წვრილ წელზე ხელები შემოხვია და მაგიდას მიუჯდა. ღრმად ჩაისუნთქა როცა შეამჩნია რომ მისი არც ისე იაფასიანი საათი სახლში დარჩენოდა, გაიხსენა რომ მისაღებში ედო მაგიდაზე და ჩათვალა რომ სახლში მისულზე იქ აღარც დახვდებოდა. ყოველი საღამო ასეთი იყო. კლუბი, სასმელი, იშვიათად მაგრამ მაინც, ნარკოტიკიც.ამით შოულობდა ფულს, ამ საქმეში იყო, საზოგადოების ამ ფენაში.კრისტი ჰყავდა რომელიც ასევე ამ საზოგადოებიდან იყო და მისი იყო, მთლიანად, სხვას ვერავის უგებდა, ვერც ერთ ქალს.ერთი ორი სანდო მეგობარი ჰყავდა. დილით გამოღვიძებულს იგრძნო რომ სხეულზე სუსტი სხეული ზედ ეწვა. თბილად მოიშორა სხეულიდან, ყელში კოცნა დაუტოვა და სახლში დაბრუნდა. აინტერესებდა ისევ აქ იყო თუ არა, ოთახის კარი შეაღო. მარიამი სარკესთან იდგა და გრძელ თმას ივარცხნიდა. სარკეში დაინახა კარზე აყუდებული სილუეტი და წამით შეკრთა მაგრამ ისევ მშვიდად გააგრძელა თმების შეკვრა. მოეწონა დიტოს დანახული. გრძელი შავი თმები, შავი თვალები, ტუჩებსაც არაუშავდა. ისევ ჩვეულებრივად შეკრა ჩანთა, ზურგზე აიკიდა და მხოლოდ ამის შემდეგ შებრუნდა კარისკენ. დიტო ჩვეულებრივად უყურებდა.მარიამი მიხვდა რომ ამ ადამიანს ბევრი რამის მიმართ არ ჰქონდა რეაქცია, და ბევრ რამეს უსარგებლოდ მიიჩნევდა. მაგალითად, მას. უხმოდ აუარა და კარებისკენ წავიდა. - საით? - არ კი მიუხედავს. - გარეთ.- გაუხედავად უპასუხა და კარები მიიხურა. მისაღებში გავიდა და მაგიდაზე საათს დახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.