შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევდარიანი დაბრუნდა! (1)


21-08-2019, 00:26
ავტორი თათუ♡
ნანახია 11 276

"-დევდარიანების უმცროსი ვაჟი ალექსანდრე დაბრუნებულა."

"-არ მჯერა ის ალექსანდრე დაბრუნდა?"

"-არ არსებობს, რა მაგარია!"

როგორ უშლიდა ნერვებს, არ უნდოდა, რომ დაბრუნებულიყო, ჯერ კიდევ რვა თვის წინ წავიდა ამერიკაში ახლა კი ისევ დაბრუნდა.

წინასწარ იცოდა, რომ ძალიან რთული წელი ელოდა წინ, ერთის მხრივ იმიტომ, რომ მომავალი აბიტურიენტი იყო, მეორეს მხრივ კი იმიტომ რომ დევდარიანი ბრუნდებოდა. ვერ იტანდა განებივრებულ, ამპარტავან, ქედმაღალ იდიოტს, რომელზეც ასეთი დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა მთელი თბილისის მოსახლეობა.

ალექსანდრე დევდარიანი ადამიანი, რომელიც ყველასა და ყველფერზე მეტად უშლიდა ნერვებს, ვერ იტანდა მის ქცევებსდა ალბათ ეზიზღებოდა კიდეც.

ყველაზე მეტად იმ გოგონებზე ეშლებოდა ნერვები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ სკოლის დაწყებას, რადგან ალექსანდრე დევდარიანი ენახათ. ნეტავ ახლა სადღაც გადაკარგულიყო, ოღონდ მისი სახე არ დაენახა, განა მას დაუშავა რამე, არა უბრალოდ ვერ იტანდა მას და მისნაირებს. მისგან მუდამ შორს იჭერდა თავს, არ უნდოდა რამე შარს გადაყროდა განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მისმა ბიძაშვილმა და ალექსანდრემ სიკვდილ-სასიცოცხლო ომი გამართეს პირდაპირ სკოლის კორიდორში, მანდატურებმაც კი ძლივს გააშველეს. მიზეზი უცნობია დღემდეც კი ვერ ათქმევინა ირაკლის თუ რატომ იჩხუბეს, ამ ფაქტმა უფრო დაძაბა, რადგან აქამდე ირაკლის არაფერი დაუმალავს მარიამისთვის.

-------------

14 სექტემბერი იყო დღემ, როგორც ყოველთვის წინასწარვე გაამზადა სკოლისთვის არჩეული ტანსაცმელი და დაძინებას აპირებდა როდესაც ალექსანდრე გაახსენდა. მისთვის ჯერ კიდევ ის იყო გასაკვირი, რომ სასწავლად ამერიკაში წავიდა ახლა კი ის უფრო უკვირს ასე უეცრად დაბრუნება რამ გადააწყვეტინა. ეგონა ამ წლის განმავლობაში მაინც არ იქნებოდა და სკოლაშიც სიმშვიდე დაისადგურებდა.

თვითონ მარიამმა ისიც კი არ იცოდა ალექსანდრემ საერთოდ მისი არსებობის შესახებ იცოდა თუ არა, თუმცა დიდი ალბათობით არა, რადგან მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის. ვერ იტანდა უბრალოდ ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე მისი ქცევებით და თავს მეტად აზიზღებდა.

მალევე ამოუტივტივდა თავში მისი მორიგი მსხვერპლის მარიამის კლასელის მდგომარეობაც, რომელიც ისე სცემა კინაღამ ჩააკვდა ხელებში, თუმცა ეგ ფაქტობრივად მკვდარი იყო ერთი კვირის განმავლობაში უგონოდ იწვა რეანიმაციაში, შემდეგ კი როგორც იქნა გონს მოვიდა, ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და საბოლოოდ სკოლიდანაც გადავიდა.

-----------

-გაიღვიძე მარიამ სკოლაში არ დაგაგვიანდეს-დედის ხმამ გააღვიძა, ისიც კი არ ახსოვდა როდის ჩაეძინა ფიქრებში, თუმცა ფიქრები რომ ალექსანდრეს უკავშირდებოდა მის გონებაში მალევე ამოტივტივდა და უსიამოვნოდ გასცრა ტანში. სკოლისათვის მზადებას მალე მორჩა მის მეგობარ ანისაც დაურეკა და გზას გაუდგა.
-მარიამ დამელოდე-უკნიდან მისი საუკეთესო მეგობრის ხმა მოესმა და სასწრაფოდ გაბრუნდა.
-ნინი-ისე ჩაეფსკვნა ორი გადარეული ერთმანეთს, როგორც, არასოდეს. უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ნახეს ერთმანეთი. მეგობრები, რომლებისთვისაც 2 დღეც კი ბევრი იყო უერთმანეთოდ იდგნენ ახლა მონატრებულები და ერთმანეთს ისე ძლიერად ეხუტებოდნენ მალე ალბათ ძვლებიც დაიწყებდა ტკაცუნს, რომ არა მომავალი მანქანა, მაშინ გაიაზრეს, შუა გზაზე იდგნენ და ეს საერთოდ არ შეუშნიშნავთ. სიცილით გადავიდნენ გზიდან და განაგრძეს სკოლისაკენ სვლა.

-დევდარიანი დაბრუნებულა-გახედა მეგობარს ნინიმ.
-ხო დაბრუნდა და საერთოდ რას გადადიოდა, ასე უეცრად თუ ისევ უნდა დაბრუნებულიყო ვერ ვხვდები.
-ხო, თავიდან ვერ ვიჯერებდი, მაგრამ გუშინ დავინახე კაფეში იყო ძმაკაცებთან ერთად.
-როგორ ვერ ვიტან.
-კი მაგრამ ასე რატომ გძულს? ხო გასაგებია, რომ მაგ ბიჭმა და შენმა ბიძაშვილმა იჩხუბე, მაგრამ მანამდეც არ იყავი მია მიმართ კეთილად განწყიბილი მიუხედავად იმისა რომ თითქმის მასთან კონტაქტი არ გაქვს.
-ხომ იცი ვერ ვიტან მისნაირებს, თავი ვინმეზე რაღაცით მეტი, რომ ჰგონიათ და იკის გამო, რომ ფული აქვთ ყველას ზემოდან უყურებენ. მით უმეტეს, რომ მას და მის საძმოს რაც კი გზაზე ეღობებათ ყველაფერს ანადგურებენ.
-მაგრამ საზღვრებში.
-კარგი რა ისიც საზღვრებში შედიოდა ჩვენი კლასელი ლადო, რომ კინაღამ მოკლა?
-სწორედაც, რომ ღირსი იყო
-რას ჰქვია ღირსი იყო? სულაც არა დარწმუნებული ვარ ყველაფერი დევდარიანის ახირებების გამოა.
-შენ რა არ იცი რატომ იჩხუბეს?
-არა და არც მაინტერესებს.
-მეც შემთხვევით გავიგე ამ ზაფხულს, რომ მის დას აწუხებდა, ბარბარე კი ცდილობდა, რომ თავიდან მოეშორებინა, მაგრამ მაინც არ ანებებდა თავს, საბოლოოდ ამ ამბავმა მისი ძმის ყურამდეც მიაღწია და შედეგიც ვნახეთ. იმასაც კი ამბობენ, რომ ბარბარეზე ძალის გამოყენებას აპირებდა, როდესაც შეუსწრო და ასეთი ამბავი იმიტომ დაატრიალა თორემ მაგას ეგეთები არ ეშლება უბრალოდ მისი და მისთვის ყველაფერზე ძვირფასია მის წყენინებას კი არავის აპატიებს.
- მე რატომღაც არ მჯერა ეს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის აზრია, რომელზე დაყრდნობითაც მსჯელობა არ შეიძლება-კი დააფიქა ნინის ნათქვამმა, მაგრამ მაინც არ სჯეროდა იმდენად ჰყავდა საკუთარი თავი დევდარიანის მიმართ ცუდად განწყობილი, რომ ალბათ მისი თვალითაც, რომ ენახა რამე კარგს აკეთებდა, ალბათ, თვალებსაც არ დაუჯერებდა.

სკოლაში შესულმა მაშინვე დაინახა დევდარიანი და მისი ძმაკაცები, რომლებიც გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. ყურადღება აღარ მიუქცევია თითქოს არაფერიო ნინის მიუტრიალდა და , შეუმჩნევლად გავლა არჩია არ უნდოდა მისი სახის კიდევ ერთხელ დანახვა და დილიდან ცუდ ხასიათზე დადგომა თან მისი ბიძაშვილის ამბავიც მუდამ თავში უტრიალება ამიტომაც გულში გაიფიქრა შორს და მშვიდობითო და კიბეებს აუყვა, როდესაც დევდარიანის ირონიული ხმ ამოესმა.
-სულ როგორ უნდა გამირბოდე მარიამო?!

---------

გთხოვთ ყველამ გამოთქვას თავისი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

საინტერესო ჩანს ძალიან..იმედია ძალიან ბავშვური და ბანალური არ იქნება..წარმატებები და არ დააგვიანო ეგაა მთავარი..

 


№2  offline წევრი isterichka123

Sul karg momentebshi rato wydeba kaia gagrdzelw

 


№3 სტუმარი ნი

დამაინტერესეა..
უბრალოდ ამ გოგოს ძალიან იდიოტური დასკვნები აქვს..
იმედია მალე დადებ

 


№4  offline წევრი Maia G.

მშვენიერი დასაწყისია,საინტერესო,აბა ვნახოთ რა უნდა დევდარიანს :D

 


№5  offline წევრი Worlds gone crazy

მემგონი საკმაოდ საინტერესო ისტორიას დაედო საფუძველ))იმედია ასე საინტერესოდვე გააგრძელებ როგორც დაიწყე:D ველოდები შემდეგ თავს სულმოუთფენლად<3

 


№6 სტუმარი სტუმარი ციკო

აუუ ძაან საინტერესოაა,ერთი სული მაქვს ახალი თავი როდის დაიდება,ალექსანდრე უკვე მომწონს და თან მეც დევდარიანი ვარ

 


№7  offline წევრი თათუ♡

სტუმარი ნინო
საინტერესო ჩანს ძალიან..იმედია ძალიან ბავშვური და ბანალური არ იქნება..წარმატებები და არ დააგვიანო ეგაა მთავარი..


მეც იმედი მაქვს რომ ბანალურობაში არ გადავიყვან ამ ჩემს ისტორიას და მალე დავდო რაც შეიძლება. მადლობა დიდი♡

isterichka123
Sul karg momentebshi rato wydeba kaia gagrdzelw


ინტრიგა ხომ გვჭირდება ახლა სულმოუთქმელად დაელოდები ისტორიას :)))

ნი
დამაინტერესეა..
უბრალოდ ამ გოგოს ძალიან იდიოტური დასკვნები აქვს..
იმედია მალე დადებ


კი ვიფიქრე შემეცვალა ეგ მისი ფიქრებიც მაგრამ გადავწყვიტე რომ ასე ყოფილიყო მერე ამერეოდა ყველაფერი.:დ

მაია❤
მშვენიერი დასაწყისია,საინტერესო,აბა ვნახოთ რა უნდა დევდარიანს :D


ვნახოთ ვნახოთ♡

Worlds gone crazy
მემგონი საკმაოდ საინტერესო ისტორიას დაედო საფუძველ))იმედია ასე საინტერესოდვე გააგრძელებ როგორც დაიწყე:D ველოდები შემდეგ თავს სულმოუთფენლად<3



ძალიან დიდი მადლობა. იმედია მისი ყოველი თავი ასეთი საინტერესო იქნება შენთვის. მართლა არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას ♡

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ჩემთვის ბანალურობის პიკია, ამ გოგოს ქცევა/ფიქრი.
ტიპმა არაფერი იცის და მაინც თავისას უბერავს+სასაცილოა რომ საკუთარ თავს თვითონ იღზიანებს იმაზე ფიქრით, ვინც ეზიზღება თურმე.
მოკლედ, ცოტას თუ დაასერიოზულებ და უაზრო ტლიკინი ანუ საუბარში შეჯიბრი/არ ჩამორჩენა არ იქნება(როგორც საიტზე მსგავს ისტორიებშია) ძალიან მესიამოვნება მეც და ეჭვი მაქვს სხვებსაც:))).
წარმატებებს გისურვებ:*.

 


№9  offline წევრი თათუ♡

grafo
ჩემთვის ბანალურობის პიკია, ამ გოგოს ქცევა/ფიქრი.
ტიპმა არაფერი იცის და მაინც თავისას უბერავს+სასაცილოა რომ საკუთარ თავს თვითონ იღზიანებს იმაზე ფიქრით, ვინც ეზიზღება თურმე.
მოკლედ, ცოტას თუ დაასერიოზულებ და უაზრო ტლიკინი ანუ საუბარში შეჯიბრი/არ ჩამორჩენა არ იქნება(როგორც საიტზე მსგავს ისტორიებშია) ძალიან მესიამოვნება მეც და ეჭვი მაქვს სხვებსაც:))).
წარმატებებს გისურვებ:*.



ძალიან დიდი მადლობა ზემოთაც აღვნიშნე უნდა შემეცვალა მარიამის რაღაც მომენტები მაგრამ მერე სუპ ამერეოდა ყველაფერი და ისე დავტოვე როგორც იყო. მადლობა დიდი♡

 


№10 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიის დასაწყისი ჩანს, მომეწონა.

 


№11  offline წევრი თათუ♡

სტუმარი ლია
კარგი ისტორიის დასაწყისი ჩანს, მომეწონა.



მიაეია თუ მოგეწონა ♡

თათუ♡
სტუმარი ლია
კარგი ისტორიის დასაწყისი ჩანს, მომეწონა.



მიხარია თუ მოგეწონა ♡

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

უკომენტაროდ ! ((( რაღაც თავისი მუღამი აქ ყველაფერს ამ ისტორიაში მარიამის ასეთი ფიქრები დევდარიანზე როგორსაც ხედავს იმისდამიხედვით ეწყობა ამბიჭზე .... ვნახოთ აწი რაიიქნება ნუალბათ მერ გაიიცნობს კარგადდ და შეეცვლება წარმოდგენა და ა.შ ((((((( ვაიიდა ასეე არმოხდესს ))))) :- ddddd მოკლედდ ველოდები მთელი გულითთ

 


№13  offline წევრი თათუ♡

სტუმარი ანი
უკომენტაროდ ! ((( რაღაც თავისი მუღამი აქ ყველაფერს ამ ისტორიაში მარიამის ასეთი ფიქრები დევდარიანზე როგორსაც ხედავს იმისდამიხედვით ეწყობა ამბიჭზე .... ვნახოთ აწი რაიიქნება ნუალბათ მერ გაიიცნობს კარგადდ და შეეცვლება წარმოდგენა და ა.შ ((((((( ვაიიდა ასეე არმოხდესს ))))) :- ddddd მოკლედდ ველოდები მთელი გულითთ



ხო რა იცი რა ხდება :დდ მადლობა დიდი ♡

 


№14 სტუმარი შეშლილიი

ძალიან საინტერესო და აზრიანი დასაწყისია❤მომეწონა და იმედია შემდეგი თავები უფრო დიდი და უფროდაუფრო საინტერესო იქნება❤ველოდები შემდეგ თავსს

 


№15  offline წევრი თათუ♡

შეშლილიი
ძალიან საინტერესო და აზრიანი დასაწყისია❤მომეწონა და იმედია შემდეგი თავები უფრო დიდი და უფროდაუფრო საინტერესო იქნება❤ველოდები შემდეგ თავსს


მადლობა დიდი ♡

 


№16  offline წევრი დამპალი სული

ძალიან პაპსა

 


№17 სტუმარი grosmaisteri

კარგი იყო მომეწონა

 


№18  offline წევრი თათუ♡

დამპალი სული
ძალიან პაპსა

grosmaisteri
კარგი იყო მომეწონა

მადლობა დიდი♡

 


№19 სტუმარი სტუმარი ნათი

ძალიან დებილი გოგოს შთაბეჭდებას ტო ებს ეს მარიამი, უბრალო ამოკვიატებასავით არის და უაზრო მიზეზია იმისთვის რომ ეს ალექსანდრე სძულდეს... უფრო ვრცლად რომ დაწერო უკეთესი იქნება და ნუ იხტუნავებ... ეგეთი ბიჭები კი რეალირად არ არსებობენ და არც ეგეთი უცხო ბიჭზე სიძულვილით სეპყრობილი გოგოები. ძალიან ნუ გააზღაპრებ. ისე კარგი ისტორია ალბათ. არ გეწყინოს გთხოვ <3

 


№20  offline წევრი თათუ♡

სტუმარი ნათი
ძალიან დებილი გოგოს შთაბეჭდებას ტო ებს ეს მარიამი, უბრალო ამოკვიატებასავით არის და უაზრო მიზეზია იმისთვის რომ ეს ალექსანდრე სძულდეს... უფრო ვრცლად რომ დაწერო უკეთესი იქნება და ნუ იხტუნავებ... ეგეთი ბიჭები კი რეალირად არ არსებობენ და არც ეგეთი უცხო ბიჭზე სიძულვილით სეპყრობილი გოგოები. ძალიან ნუ გააზღაპრებ. ისე კარგი ისტორია ალბათ. არ გეწყინოს გთხოვ <3




არა რა უნა მეწყინოს ყველას თავისი აზრი აქვს, მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის ♡იმედია მომდევნო თავები უკეთესი გამომივა ♡

 


№21  offline წევრი Niniko11

კარგი ისტორიაააა ♡

 


№22  offline წევრი თათუ♡

Niniko11
კარგი ისტორიაააა ♡

მადლობა ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent