- შენ ჩაგიფიქრე ჩიჩუა! (მეორე ნაწილი სრულად)
ოცდათერთმეტი დეკემბერი იყო. დევდარიანი ახალი წლისთვის ემზადებოდა კი არა,იჯდა საწოლზე და წიგნს კითხულობდა. ცვაიგის “მარიამ სტიუარტს”. ზეპირად იცოდა ლამის,მაგრამ უყვარდა და რა ექნა?! კარზე ზარი ეუცნაურა. არ ელოდა არავის. - ლუ,მე ვარ,ლუ! - ხმაზე ეტყობოდა მთვრალი იყო ჩიჩუა. ამ ხმის გაგონებაზე შეცბა. არ უნდოდა კარის გაღება. ყველა ჭრილობა თითქოს თავიდან გაეხსნა გოგონას და მაინც,უზომოდ უნდოდა ისევ მოხვეოდა გიუშკის განიერ მხრებს. საკეტმა ძლივსშესამჩნევად გაიჩხაკუნა და კარსმიღმა ჩიჩუას ლურჯი თვალებიც გამოჩნდა. - ლუ ! - გაეღიმა გიოს,არ ელოდა მისგან ამ საქციელს. - შემოდი,გიორგი. - გიუშკი - ისევ ღიმილით შეუსწორა გოგონას სახელი სახლში შესულმა ჩიჩუამ უკმაყოფილოდ შეჭუხნა წარბები როცა ვერც ნაძვისხე დაინახა და ვერც საახალწლო სუფრა. - ეს რა არის ლუ? - არ ვემზადები. - რატომ? - შენც ხომ იცი იცოდა ჩიჩუამ,მისი ასეთი ფეხებზე ობა თავისი ბრალი რომ იყო და ყრუდ,მაგრამ ძლიერად სტკიოდა მაინც ! - ლუ,მენატრები - ლუნა ვარ მე,გიორგი. ჩვეულ სიმტკიცეს არ კარგავდა დევდარიანი. -ლუ,მიყვარხარ. -გიუშკი,ჩვენ ყველაფერი ერთი წლის წინ სამ იანვარს დავასრულეთ. ხომ იცი,მე ლუ ვარ,ლუ კი უკან არასდროს ბრუნდება.შენ მაინც იცი,გიუშკი! - ლუ... - გიო,წადი რა,გთხოვ,სალის და ანდროს გაფიცებ,შენს შვილს გაფიცებ წადი რა! რა უნდა ექნა? გეკითხებით! რა უნდა ექნა? წავიდა ჩიჩუა. იმ ღამეს არცერთს უძინია. ენატრებოდათ. უზომოდ ენატრებოდათ. შვიდ თებერვალს,ლუს დაბადების დღეზე ისევ გამოჩნდა გიო. -ლუნა! -გიორგი! უყვიროდნენ ერთმანეთს და სულ არ აქცევდნენ შეკრებილ ხალხს ყურადღებას. - ამოდი ჩემთან. ჩუმადღა ჩაილაპარაკა დევდარიანმა და სახლისკენ გაუძღვა. - არ არის ის ბავშვი ჩემი! - ცხოველივით იღრიალა თვალებანთებულმა გიორგიმ. გოგონა შეკრთა,მაგრამ მაინც არ შეიტყო. - სალი ხომ არის შენი ცოლი? - ერთი თვის წინ დავშორდით,ლუ! იმდენად უნდოდა ლუს შეხებოდა,იმდენად უნდოდა გოგონას ტუჩებს შეხებოდა,რომ აღარ შეეძლო. ამიტომაც მოდუნებულ გოგონას ფეხზე ხელი ნელა აუსრიალა და ტუჩებზე მოულოდნელად დააცხრა. აყვა კოცნაში დევდარიანის ქალიც. აყვა! განა არ იცოდა არასწორად,რომ იქცეოდა. იცოდა! ძალიან კარგად იცოდა,მაგრამ ვერ ჩერდებოდა. არც უნდოდა გაჩერება. შეყვარებულ ქალს საღად აზროვნება მოსთხოვო,ეს იგივეა სთხოვო დელფინს გაფრინდეს. ჩიჩუას მკლავებში იყო გატრუნული და ერთი წლის განმავლობაში პირველად გრძნობდა თავს ასე დაცულად. - ლუ,სალის ორი თვის წინ დავშორდი! - მიყვარხარ,გიუშკი! - თვალები გაუბრწყინდა გოგონას. - მეც,ლუ,მეც. - ხომ გახსოვს? იმ დღეს,ჩვენს ადგილას.შენ ჩაგიფიქრე ჩიჩუა! ___________________________________________________ ესეც ჩვენი ჩიჩუასა და დევდარიანის “ სთორი” აზრი გამოხატეთ ყველამ ^^ დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 იმედი მაქვს ღირდა დადება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.