შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების მეგობარი.თავი 1.


21-08-2019, 19:46
ავტორი zia-maria
ნანახია 4 474

--დილა მშვიდობის.
-დილა მშვიდობის შვილო.
-როგორი იყო თქვენი ღამე პოროფესორო.
-ძნელი,ძალიან ძნელი შვილო,მაგრამ მადლობა უფალს რომ ჩემი სიცოცხლის კიდევ ერთი დღე მაჩუქა.როგორია ჩემი ანალიზების პასუხები თეონა.
-თქვენს დასმულ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ პროფესორო,რადგან ჯერ-ჯერობით ხელთ არ მაქვს ყველა ანალიზის პასუხი,ცოტა ხანში ვნახავ და გეტყვით.
-თეონა შვილო მგონი დაგავიწყდა,რომ მეც თავად ექიმი ვარ და ვიცი როდის არის ექიმის ხელში ყველა ანალიზის პასუხი და კიდევ,თავისუფლად მითხარი სათქმელი რადგან ვიცი რაც მჭირს,ამას ვგრძნობ.
-დაწყნარდი,ნუ ნერვიულობ შუადღემდე მექნება თქვენი ყველა ანალიზის პასუხი ხელთ და შემოვალ.
-იმ წუთიდან,როცა გაიგე აქ ამ საავადმყოფოში მომიყვანეს,პირველად ვიცი რომ ჩემი ანალიზებით დაინტერესდი და იცი ყველაფერი,მითხარი რამდენად რთულია ჩემი მდგომარეობა.
-როცა მითხრეს აქ ხარ,მართლა ვერ მოვიცალე თქვენამდე მოვსულიყავი,დილიდან საოპერაციოში ვარ და სამი ოპერაცია გავაკეთე უკვე,ძალიან რთული პაციენტი მყავს და მთელი ყურადღებით მასთან ვიყავი,მაგრამ გპირდები აქედან გავალ თუ არა ვნახავ თქვენს ისტორიას და ანალიზებსაც გადავხედავ.მთავარმა ექიმმა გაკვრით მითხრა,რომ მდგომარეობა რთულია,მაგრამ მკურნალობას ექვემდებარება.
-ექიმი ვარ 45 წელია და ოპერაციებს ვაკეთებ მთელი ეს წლები,1000-სჯერ მაქვს ნახული ასეთი მდგომარეობა,მაქვს გავლილი რთულზე რთული პერიოდები,როცა არ ვიცოდი რა მეთქვა თვით პაციენტისთვის,პაციენტის ახლობლებისთვის და უნდა ვაღიარო არ მინდა ეს გამოუვალი მდგომასრეობა ჩემს თავზე გამოვცადო.ვიცი რომ უკურნებელი სენით ვარ დაავადებული და გთხოვ ყველაფერი მითხარი,მინდა ყველაფერი ვიცოდე.
-ბოდიში რომ გაწყვეტინებთ საუბარს,მაგრამ თეონა სასწრაფოდ საოპერაციოში გვჭირდები.,
-წადი შვილო, ჩემისთანა უამრავი პაციენტი მოუთმენლად ელოდება შენს გამოჩენას.
-გავიქეცი და ისევ შემოვივლი თქვენთან პროფესორო.თეონამ პროფესორის პალატა დატოვა და როცა მისგან შორს იგრძნო თავი,ცრემლებს გზა მისცა გარეთ გამოსულიყო და არც მორიდებია ტირილი.
-ვერაფერს ვერ შევცვლით,ვიცი რომ პროფესორი შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია,მაგრამ მის ამ მდგომარეობას უნდა შეეგუო,ვერცერთი ვერ შევცვლით ვერაფერს,ეს არ შეგვიძლია.
-ვიცი და არ მინდა მასზე ვიფიქრო,ვინ გვყავს საოპერაციოში წამოდი გველოდებიან.
-საოპერაციოში არავინ არის,შეგხედე რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყავი და გადაგარჩინე,პროფესორის კითხვებისგან დაგიხსენი.
-შენ არ იცი როგორ დამეხმარე,მადლობა დემეტრე.
-სამაგიეროდ ჩემს კითხვებზე მიპასუხებ,ხომ ასეა თეო.
-რა გაინტერესებს,რაღაც ეშმაკურად გიცინის თვალები.
-ვინ იყო გუშინ ის შავთმიანი გოგონა რომ მოგაკითხა.
-შავთმიანი? ააააა,ჩემი ბიძაშვილია,რატომ მეკითხები?
-რატომ გეკითხები? თავისუფალი მამაკაცი რატომ დაინტერესდება ახალგაზრდა და ულამაზესი გოგონას ვინაობით, თეონა მეღადავები?
-სხვათაშორის კოლეგაა და ისიც კარდეოლოგია.
-პროფესია უნდა რომ წამართვას?
-ვფიქრობ რომ არა,ქუთაიში გამოიძახეს და იქ მიდის,რომ წამოვედი ემზადებოდა წასასვლელად
-ბედი არ გინდა? მე ვფიქრობდი კიდევ ახლოს გავიცნობთქო,უბედო ადამიანი ყოველთვის რომ მიუწვდომელზე ფიქრობს და ოცნებობნს.თეონას გულიანად გაეცინა და მის გვერდით მჯდარ დაღვრემილ მეგობარს შეხედა.
-სიმართლე გითხრა,ძალიან კარგი წყვილი იქნებით.
-კიდევაც რომ მაქეზებს.
-შენ იბურდღუნე და მე უნდა გავიქცე,უნდა გავაცილო ჩემი გოგო ჩვენ კი დილით შევხვდებით ერთმანეთს მეგობარო.
-უნდა გააცილო? მე წაგიყვან,იცოდე უარს არ მივიღებ.
-კარგი წამოდი.ღიმილით დაეთანხმა თეონა და მეგობრებმა ერთად დატოვეს საავადმყოფოს კედლები.
-აბა ახლა შენზე მომიყევი,როგორ ხარ თეო.ჩვენ როგორც მეგობრებს,დიდი დრო გავიდა ერთად არ გვისაუბრია.
-გვაქვს კი დრო? მაგრამ კარგად ვარ,მადლობა დემეტრე შენ ყოველთვის მზრუნველი მეგობარი ხარ.
-ირაკლი?
-კარგად არის ირაკლი,ორივემ მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ შვილი გავაჩინოთ.
-ეს ძალიან კარგია,შვილის გაჩენა და პატარას არსებობა წყვილში სიყვარულს ამყარებს და აძლიერებს მათ ურთიერთობას.
-მეც ასე ვფიქრობ და იქნებ საბოლოოდ დალაგდეს ჩვენი ურთიერთობაც.აი მოვედით,კარგია რომ მოვუსწარი ნინოს.
-ტაქსით მიდის ქუთაიში?
-ალბად,ბევრი ბარგი აქვს და უკეთესია ტაქსით თუ წავა.თეონას შავგვრემანმა გოგონამ გაუღიმა და წყნარი ხმით უთხრა.
-მოხვედი? მეგონა გადაუდებელი რამ მოხდა და ვერ შეძლებდი მოსვლას.
-და შენც მიდიოდი დაუმშვიდობებლად,ძია ფრიდონ როგორ გამახარე შენც აქ ხარ.
-აქ ვარ შვილო,ძნელია ერთადერთი შვილი ასე შორს გაუშვა,მაგრამ რას ვიზამთ,ეს მისი სამსახურია.
-არ ინერვიულო,ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ქყუთაიში ჩასვლა და ნინოსაც მოვინახულებ ძია.
-მადლობა შვილო,თქვენ......................
-მე თეონას მეგობარი და კოლეგა ვარ,ქირურგი-კარდეოლოგი დემეტრე ნადირაძე.დემეტრეს ტელეფონი ამღერდა,ნომერს დახედა და თქვა.
-ბოდიში უნდა ვუპასუხო,მნიშვნელოვანი ზარია.დემეტრემ ტელეფონს უპასუხა და შემდეგ თეონას და ნინოს შეხედა გაღიმებულმა.
-ვფიქრობ ტაქსი უნდა გავუშვათ,ზარი ქუთაისიდან იყო.
-ქუთაისიდან? რა ხდება დემეტრე.
-დამირეკეს,რომ მე და შენ სასწრაფოდ ქუთაიში უნდა ჩავიდეთ,ასე რომ დრო აღარ არის და უნდა წავიდეთ ნინი.ნინომ მაცრად შეხერდა დემეტრეს და წარბაწეულმა უთხრა.
-მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ბატონო დემეტრე.
-გისმენთ.
-ჩემი თხოვნაა სახელს ნუ დამიმახინჯებთ,მე ნინო მქვია და არა ნინი.
-გასაგებია,თხოვნა მიღებულია და რას იტყვით ქუთაიში ერთად წასვლაზე,ბარგი ჩემს მანქანაში გადმოვიტანოთ? ნინომ შეხედა ჯერ თეონას შემდეგ დემეტრეს და იკითხა.
-თეონაც მოდის?
-რა თქმა უნდა,ჩვენ ხომ განუყრელი დუეტი ვართ,თუ შენ დაგვემატები კვარტეტი ვიქნებით.
-კარგია,წავიდეთ მაგრამ ტაქსი?
-მე მივხედავ ტაქსის.დემეტრემ ბარგი თავის მანქანაში ჩაალაგა,ტაქსის მძღოლს გაუსტუმრა ანგარიში და თქვა.
-წავიდეთ ისტორიულ ქალაქში.ნინომ მანქანის კარი გააღო,რომ ფრიდონიმ დაუძახა.
-ნინო შვილო ერთი წუთით.
-გისმენ მამა.ფრიდონიმ ბანკის წიგნაკი ამოიღო და ნინოს მისცა.
-ეს გამომართვი შვილო.
-ეს რა არის მამა.გაოცებული უცქერდა ნინო მამას.
-ვიცი ძალიან ამაყი ხარ და არასოდეს არ მთხოვ დახმარებას,ამიტომ არ შეგეკითხე და შენს სახელზე გავხსენი ანგარიში.
-მამა რატომ გააკეთე,მე ხომ დახმარება არ მითხოვისა.
-არ გითხოვია და არც მთხოვ,მაგრამ მე მინდა დაგეხმარო მანამ,სანამ მყარად დადგები ფეხზე.
-მამა...............
-აიღე შვილო,გულს ნუ მატკენ მე შენს მეტი არავინ არ გამაჩნია და გახსოვდეს,მამას დახმარებას თუ თხოვ ეს სირცხვილი არ არის.
-რა ვთქვა,მადლობა მამა მაგრამ ამ ფულს იმ შემთხვევაში ავიღებ,რომ ბოლო თეთრამდე უკან დაგიბრუნებ.
-კარგი,როგორც შენ იტყვი.გაუღიმა ფრიდონიმ და შვილს ორივე ხელები მოხვია.
-წავედით? იკითხხა დემეტრემ და გოგოებს გადახედა.
-წავედით,დრო აღარ გვაქვსა წინ დიდი გზაა და მე და შენ სახლში უნდა გავიაროთ ჩვენი ბარგის წამოსაღებად.უთხრა თეონამ დემეტრეს და მანქანისაკენ წავიდა,მაგრამ დემეტრეს სიტყვებმა გააჩერა და გაოცებულმა შეხედა დემეტრეს.
-არაა საჭირო სახლში გავლა,ყველაფერს იქ ვიყიდით.
-რაააააა,დემეტრე რა ჩაიფ.....................
-წამოდი,ნუ მიყურებ ბეცივით.დემეტრეს გაეცინა,თეონას თვალი ჩაუკრა და წინ წავიდა.თეონამ უცქირა დემეტრეს და გვიან მიხვდა მის ეშმაკობას და ჩაეცინა,მაგრამ ნინოს შეხედა და უთხრა.
-წავედით,ნინო ვაგვიანებთ წინ დიდი გზა გვაქვს.მხიარულად გაიარეს რიკოთამდე და იქ შეისვენეს,წაიხემსეს კიდეც და გზა გააგრძელეს,4 საათისთვის უკვე დემეტრე ორ სართულიან სახლთან გაჩერდა და ეზოშიც უპრობლემოდ შევიდა.
-ვისი სახლია დემეტრე,სად მოვედით ან ვისთან.
-ნინო მომისმინე,ეს სახლი ჩემი ახლობლისაა,ის საზღვარგარეთ ცხოვრობს წლებია და ყოველ მეორე ზაფხულზე ჩამოდის ოჯახით,წელს არ ჩამოვა რადგან გასულ ზაფხულზე იყვნენ და ასე რომ სახლი შენს განკარგულებაშია,მხოლოდ აირჩიე რომელ ოთახში იცხოვრებ.
-იციან? ქირა რამდენი უნდა გადავიხადო,შეეკითხე?
-არ ინერვიულო ამას მე მოვაგვარებ, შევიდეთ სახლში?
-შევიდეთ,მაგრამ....................
-ნინო გთხოვ მომენდე,ახლა კი მშია და დარწმუნებული ვარ მაკარონი მაინც გვექნება სახლში,მოვხარშოთ და პომინდორის სოუსი გავუკეთოთ,მე კარგად დავნაყრდები,თქვენი არ ვიცი.თეო შენ მიხედე ამ საქმეს,მე და ნინო მარკეტში გავალთ.
-არსად არ წახვალ,მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ.დემეტრემ თეონასთან ახლოს დადგა და ჩუმად უთხრა.
-ხმას დაუწიე,წავალთ და გზაში ვილაპარაკოთ.ახლა კი მიხედე მაგ მაკარონს ხახვიც ყოფილა აქ და ნიორიც,ზეთიც გეყოფა.თეონამ ოთახისკენ გაიხედა ნინომ არ შეგვხედოსო და დემეტრეს დაუსისინა.
-მატყუარა,მოიტყუე ეს ყველაფერი ხომ?
-როგორ ძალიან დავაშავე შენ თან რომ წამოგიყვანე,ხომ ვიცოდი რომ ასისინდებოდი.
-დემეტრე..................
-გაჩუმდი და მომისმინე,ტელეფონს დავტოვებ და დამიძახე რომ მირეკავენ,გამოვასწორებ დაშვებულ შეცდომას და იქედან როგორც ერთად მოვედით ისევ ერთად წავალთ,მაგრამ ერთის გამოკლებით.
-წადი,ნუ მეჩურჩულები ნინო მიხვდებსა შენს ეშმაკობას და აქ აღარ დარჩება.
-რატომ?
-იმიტომ რომ მიხვდება ეს სახლი რომ შენია.
-ვერ გიტან თეონა.
-სხვათა-შორის ვერც მე.დემეტრემ გაეცალა გაბრაზებულ თეონასა და კიბეები მეორე სართულამდე დინჯად აიარა,გასაღები კარს მოარგო და დიდი ხნის დაკეტილი კარი გააღო.კარმა დაიჭრიალა თითქოს შვება იგრძნო და სახლში დემეტრეზე ადრე სუფთა ჰაერი შეიჭრა,ფარდები ააფრიალა და კედლებიც მოიარა.სინანულით შეავლო თვალი ობლად მდგარ პიანინოს და მის კლავიშებს შეეხო.ცრემლი დაუგუბდა თვალებში, მშობლების ფოტოს გვერდით ერთადერთი დაიკოს ფოტოს რომ შეხედა,ხელი ასწია და ფოტო აიღო დას ჩურჩულით უთხრა.
-მომენატრე მანცი,შენს დემეტრეს ენატრები ძალიან.ფოტო ადგილზე დააბრუნა და თეონას ხმა გაიგონა.
-დემეტრე,დემეტრე სად ხარ ტელეფონი შენი არ ჩერდება.
-დაელაპარაკე თეო და მოვალ.
-შენ გელოდებიან,სად ხარ.
-მოვდივარ,მოვდივარ.დემეტრემ ჩაირბინა კიბეები და თეონას ტელეფონი გამოართვა,შეხედა ნინოც გარეთ გამოსულიყო და ვითომ მოსაუბრეს უპასუხა.
-გისმენთ,მე უკვე აქ ვარ თეონასთან ერთად.არა,არა ნუ მებოდიშებით არა უშავს.დემეტრემ ტელეფონი გათიშა და იქვე მდგარ თეონას მიუბრუნდა.
-რაო,ტყუილა ჩამოდითო?
-მიხვდი,უკან................................დემეტრეს ტელეფონმა ამჯერად მართლა დაურეკა და თვალებგაფართოვებული უცქერდა ნომერს,რომელსაც იმ წუთში მართლა არ ელოდა და გაღიმებულმა უპასუხა.
-გისმენ კოლეგა.
-დემეტრე ერთი შეკითხვა მაქვს შენთან და მინდა გულწრფელი იყო.
-გისმენ ანდრეა რა მოხდა.
-ახალი ექიმი უნდა მივიღო ამ დღეებში,ვიფიქრე თუ იცნობდი ვინმე ნინო ურუშაძეს.
-ააააა,კი ვიცნობ და ძალიან კარგად.
-ესე იგი არ შევცდები თუ ავიყვან.
-ნამდვილად არ შეცდები,ახლა ვერ გეტყვი სხვას და ხვალ პირადად დაგირეკავ.
-მივხვდი,რომ ვერ მელაპარაკები თუ კარგად მივხვდი ისიც თქვენთან ..............
-დიახ,დიახ კარგად მიხვდით.მიხარია რომ კარგი კარდეოლოგი იპოვეთ და თუ ოდესმე დაგჭირდეთ მე და თეონა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან ვითანამშრომლოთ.ტელეფონი გათიშა და იქვე მდგარ თეონას და ნინოს შეხედა.
-რა მოხდა,რა გითხრეს დემეტრე.
-რა მითხრეს? ჩამოვედით, ქუთაისის ჰაერი ჩავისუნთქეთ და უკან ვბრუნდებით ჩვენს ხმაურიან თბილიში,მაგრამ მე და შენ მხოლოდ.
-მიზეზი? რა არის უკან დაბრუნების მიზეზი.
-იპოვეს მუდმივი ექიმი და ჩემზე უკეთესი ქირურგი კარდეოლოგი,გილოცავ ნინო ეს ექიმი შენ ხარ.
-მეეე? ადგილი წაგართვი,როგორ ვწუხვარ.
-არა უშავს,კარგად გავერთეთ ერთად,ვთქვათ რომ ჩვენს თავს რამოდენიმე საათი განტვირთვა მოვუწყვეთ,ეს კი მართლა გვჭირდებოდა.
-ძალიან რთულია,ისევ უკან რომ ბრუნდებით
-გეთანხმები,რთულია მაგრამ არა შეუძლებელი.წავიდეთ მარკეტში, ხომ ვაპირებდით წასვლას.
-არ დაგაგვიანებთ?
-არა,ერთი საათი კიდევ მოვპაროთ ჩვენს დროს.
-კარგი,წავიდეთ.
-მივდივართ მარკეტში და შენ ხომ იცი მე როგორი ცხარე სოუსი მიყვარს.
-ვიცი და ერთ დღეს კარგი იქნება ამდენი ცხარე კერძებისგან ეს ენა მოგძვრეს.სამივეს გაეცინა,დემეტრემ თეონას თმები აუბურდა და ნინოსთან ერთად მარკეტში წავიდა,მალე დაბრუნდნენ,ისადილეს და ისევ დაადგნენ თბილისისკენ გრძელ გზას.
-არ შეგეშინდეს,მე ყოველთვის ხაზზე ვარ და როცა იგრძნო მარტო ხარ, დამირეკე.
-კარგი,დაგირეკავ საყვარელო.თეონა და ნინო ერთმანეთს მოეხვია,დემეტრემ კი ნინოს სერიოზულად შეხედა და უთხრა.
-შენზე ყველაფერი იცის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.
-იცის? როგორ,საიდან ან ვისგან.
-ხვალ გასაუბრება გაქვს,მე კი უკვე უნდა მოგილოცო ახალი სამსახური ახალ სამყაროში,მაგრამ არ გაბედო და ჩვენზე ახლო მეგობარი არ გაიჩინო.
-რა გიჟი ხარ დემეტრე, სერიოზულობა შენგან ძალიან შორს არის.გული დაწყდა ნინოს რომ წავიდნენ,სახლში შევიდა მიალაგა და დაისვენა,მგზავრობით დაღლილს ჩაეძინა და დილამდე მშვიდად ეძინა.კარგად გამოიძინა და დილით მშვენიერ ხასიათზე ადგა,მზადების ფაცი-ფუცში იყო ტელეფონზე თეონას ნომერი რომ დაინახა.
-გისმენ საყვარელო.
-დილა მშვიდობის,უკვე გაიღვიძე თუ მე გაგაღვციძე?
-არა,ვემზადები წასასვლელად და არ დაგიმალავ,ვნერვიულობ.
-ეს ლოგიკურია,მეც ვნერვოიულობ და ველოდები შენგან სიახლეს.
-კარგი შეგეხმიანები,გავდივარ თეო.
-წარმატებები და არ დაგავიწყდე.მუხლების კანკალით შევიდა საავადმყოფოს შენობაში ნინო და დირექტორის კაბინეტი იკითხა.
-ჩაწერილი ხართ მიღებაზე,გელოდებათ?
-დია, მელოდება.ნინო ურუშაძე ვარ,ექიმი.
-დიახ,დიახ ვიცით.ვეტყვი რომ მობრძანდით.ნინომ დაელოდა და გოგონამ შიდა ტეკლეფონით აცნობა უფროსს ნინოს მისვლა.
-გისმენ ეკატერინე.
-ბატონო ანდრეა მოვიდა ექიმი ნინო....
-შემოვიდეს,ველოდები.
-გელოდებათ,მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში მარჯვნივ ბოლო კაბინეტია.
-მადლობა.ნინო წავიდა,კაბინეტს მიუახლოვდა და მამაკაცის ხმა შემოესმა.
-მოვიდა,უკვე აქ არის და გავესაუბრები.
-არ გათიშო კომპიუტერი,მინდა მოგისმინოთ.
-დემეტრე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ რაც არ უნდა მთხოვო,მაგრამ თუ ამ ჩანაწერებს გინდა გადავხედო,უკვე გადავხედე და რაც აქ წავიკითხე ნიჭიერს არა,უნიჭიერეს ექიმს მიგზავნი.
-მართლაც ასეა და ვფიქრობ ერთ დღეს მადლობას მეტყვი ანდრეა.ნინომ კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და ხმაც მოესმა.
-მობრძანდით.ნინომ კარი შეაღო და ანდრეა წუითიერად ადგილზე გაიყინა,ნინოს უცქერდა და მის თვალებს თვალი ვერ მოწყვიტა.
-გამარჯობათ,მე ნინო ურუშაძე ვარ.
-გამარჯობათ,ანდრეა გაგლოევა და ეს კი ჩემი ახლო კოლეგა და მეგობარი დემეტრეა.ანდრეამ კომპიუტერი შეაბრუნა და ნინოს დემეტრე ღიმილით უცქერდა,ნინომ შეხედა და მისი გაოცება სიხარულმა გადაფარა.
-დემეტრე? დემეტრემ ხელი დაუქნია ნინოს და ღიმილით უთხრა.
-ხომ გითხარი მარტო არ დაგტოვებთქო და აი მეც აქ ვარ,შენზე ადრე მოვედი და ანდრეას შენზე ძალიან ცუდი რამ ვუთხარი არ აგიყვანოს სამსახურში.
-მართლა? არ ვარ დარწმუნებული,შენი თვალები სულ სხვას ამბობენ დემეტრე.
-ნუ გაგაოცებს დემეტრეს ეს ქცევები,ის ასეთია ყოველთვის მხიარული თუნდაც ერთი თვის უძილო იყოს.რაც შეეხება თქვენს საქმეს,მე გადავხედე თქვენს ანკეტას და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ასე რომ,გილოცავთ დღეიდან აქ მუშაობთ.
-მართლა? ძალიან დიდი მადლობა.
-მე მოგილოცე პირველმა გუშინ და რომ ჩამოვალ ყავაზე დამპატიჟებ.
-დემეტრე ვალში ვარ თქვენთან.
-თუ გინდა ეს ვალი გაასწორო,შენობით დამელაპარაკე და როცა რამე დაგჭირდეს ანდრეა არ იყოს ადგილზე შეგიძლია დამირეკო და დამელაპარაკო,გასაგებია? ახლა კი წავედი,მეც საქმეები მაქვს და სანამ მომხვდა უფროსობისგან გავიქეცი.
-ამდენი დროც არ უნდა დაგეკარგა კოლეგა,თქვენ კი თეთრ ხალათს მოგცემენ და შეუდექით მუშაობას პირველი პაციენტი გელოდებათ,მიხედეთ თქვენს პაციენტს ექიმო.ნინო დაიბნა,მაგრამ ექიმის ღიმილიანმა სახემ ძალა მისცა.პირველი სამუშაო დღე ახალ სამყაროში და პირველი პაციენტი.ხალათი მოირგო და თავის პაციენტს ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა,უეცრად გული აუფრიალდა,შეხედა ერთიანად დალურჯებულ ახალგაზრდა 27-იოდე წლის გოგონას,იქვე მდგარ მამაკაცს შეხედა და სიბრაზე მოერია,ხმა ვერ გააკონტროლა და თქვა.
-რა მოხდა,თავს დაგესხა ვინმე თუ მაღალი სართლიდან გადმოვარდით.გოგონამ თვალი გაახილა,დაგროვილი ცრემლი სახეზე დაედინა ნინოს შეხედა და სუსტი ხმით უთხრა.
-მიშველეთ ექიმო,ორსულად ვარ გადამირჩინეთ ჩემი პატარა.
-ორსულად ხართ? იყვირა ნინომ და იქვე მდგარ ექთნებს გასძახა.
-სასწრაფოთ ეხოზე გაიყვანეთ და ვნახოთ პატარა რა მდგომარეობაშია,მაგრამ რომ ვიცოდე რა დაგემართათ,ვიღაცამ უნდა მითხრას რა მოხდა.
-არ ვიცით რა მოხდა,სახლში რომ დავბრუნდი ასეთ მდგომარეობაში დამხვდა,მეც სასწრაფო გამოვიძახე.
-პოლიცია? პოლიციას შეატყობინეთ?
-რა საჭიროა პოლიცია,აქ ხომ მოვიყვანე.
-უკაცრავად,თქვენ ვინ ხართ პაციენტის.
-მეუღლე ვარ და მის გვერდით უნდა ვიყო.
-აქ დამელოდეთ,იქ თქვენი შესვლა არ შეიძლება.მკაცრი იყო ნინო და ეს მამაკაცი საერთოდ არ მოუვიდა თვალში,მაგრამ ახლა ორსულ ქალზე და მის პატარაზე უნდა ეზრუნა,დაკვირვებით გასინჯა და შემდეგ უთხრა.
-ამჯერად გადარჩით თქვენც და თქვენი შვილიც,მაგრამ მე ვერ დამაჯერებთ, რომ ან დაეცით ან თავს დაგესხნენ,ეს თქვენმა ქმარმა ჩაიდინა და ამ დღეში მან ჩაგაგდო,როგორც მივხვდი პირველად არ აუწევია მას თქვენზე ხელი.
-არა,ამჯერად მას არ ჩაუდენია,სახლში მარტო ვიყავი და ორი უცნობი შემოვიდა,ჯერ მცემეს და შემდეგ მითხრეს,ეს კარგი გაკვეთილია შენი ქმრისთვისო.
-კარგი,ხელს აფარებ მაგრამ იცოდე ყოველთვის არ გაგიმართლებს,გთხოვ დაფიქრდე.

-დემეტრე როგორ ხარ,დაიღალე?
-რატომ მეკითხები.
-პაციენტი გადაღებაზე უნდა გაგეყვანა და ვხედავ ჯერაც არ გაგიყვანია.
-ოოოო,დამავიწყდა თეო.
-ნეტავ ვიცოდე შენი ტვინი ახლა სად დაფრინავს.
-იქ სადაც უნდა ვიყო და არ ვარ.
-სად ხართ დემეტრე,თეონა სასწრაფოდ საოპერაციოში.
-რა მოხდა,სოსო რატომ ყვირი.
-ჩქარა,ავტო საგზაო შემთხვევაა და დაშავებულები მოიყვანეს.
-სოსო 515 პალატაში ტომოგრაფიაა გადასაღები და გაიყვანე პაციენტი გთხოვ,აუცილებელია.
-გავიყვან,თქვენ იჩქარეთ.დემეტრე და თეონა საოპერაციოსკენ გაიქცნენ და დემეტრემ უეცრად თვალი მოკრა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მეგობრების გადარჩენას ითხოვდა.
-ყველაფერი გააკეთეთ მათთვის და გადაარჩინეთ,გთხოვთ ჩემი მეგობრები გადაარჩინეთ.
-სიმშვიდე შეინარჩუნეთ,თავს თუ ვერ იკავებთ გთხოვთ დატოვოთ საავადმყოფო.მკაცრი იყო დემეტრე გოგონას მიმართ,მაგრამ მისმა ცრემლიანმა თვალებმა და სახემ გული აუფორიაქა,ასეთი რამ არასოდეს არ უგრძვნია და თავადაც ვერ მიხვდა რა დაემართა.თავს კონტროლი გაუწია და ოპერაცია წარმატებით დაასრულა.საოპერაციოდან გამოსულმა წყალი დალია და მკლავზე შეხება იგრძნო,მიიხედა და ისევ ის თვალები დაინახა,ისევ აუფრიალდა გული და გოგონას თვალებში ჩააშტერდა.
-როგორ არიან ჩემი მეგობრები.დემეტრემ ხმა ვერ ამოიღო და გოგონამ მკლავზე მოქაჩა.
-ექიმო,მითხარით როგორ ჩაიარა ოპერაციამ.დემეტრე გონს მოეგო და გოგონას უთხრა.
-არ შემიძლია ავღწერო მათი მდგომარეობა,დაელოდეთ,მაგრამ დღეს ნუ დაელოდებით აქ,შემდეგი 24 საათი ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით.გოგონა კანკალებდა,თავისი ნომერი ფურცელზე დაწერა და დემეტრეს მისცა.
-ეს ჩემი ნომერია,გთხოვთ დამირეკეთ თუ რამე შეიცვლება.
-დაგირეკავ.დაპირდა გოგონას და აიძულა სახლში წასულიყო,თავად კი რთული ღამე ჰქონდა,დილით ისევ პრობლემით და რთულად დაიწყო დღე,ახალ ნაოპერაციებს მაღალი სიცხე ჰქონდა და დამწევი გაუკეთა.თეონას პაციენტის საწოლთან ჩასძინმებოდა და არ გააღვიძა,ფრთხილად გამოიკეტა პალატის კარი და ისევ ის გოგონა დაინახა,გოგონამაც დემეტრესთან მივიდა და აკანკალებული ხმით იკითხა.
-ექიმო როგორ არის ჩემი მეგობრები.
-ხომ გითხარი წადი,ჯერ რთული მდგომარეობა არისთქო.
-წავედი ექიმო,მაგრამ ვერ მოვისვენე და ისევ მოვედი.
-რა გქვია,ეს ბიჭები შენი რა არიან.
-ელენე მქვია და ეს ბიჭები კი ჩემი მეგობრები არიან.
-გინდა გულწრფელად ვისაუბროთ?
-ვისაუბროთ ექიმო.
-ელენე მინდა პირდაპირ შეგეკითხო,რამდენი ხანია რაც ნარკოტიკის მომხმარებელი ხარ.
-რაააააა? გაოცებულმა შეხედა ელენემ დემეტრეს.
-ექიმი ვარ ელენე და შეგხედე თუ არა მივხვდი,რომ ჯერ კიდევ შეიძლება შენი გადარჩენა.
-თქვენ გინდათ გადამარჩინოთ? და ხომ არ გამიმხელთ თქვენს საიდუმლოს,როგორ შეძლებთ ჩემს გადარჩენას?
-შენი თანხმობაა საჭირო და მონდომება,მე დარწმუნებული ვარ შეძლებ დაუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას.
-როგორ ცხოვრებას,იმ ცხოვრებას სადაც ვცხოვრობდი? იმ ცხოვრებას სადაც საკუთარმა მამამ და ძმამ გამყიდა? მე მქონდა ჩემი ცხოვრება,ჩემი ოცნებები,ჩემი სამყარო,ვსწავლობდი კიდეც,იცი? მე ვსწავლობდი,მეც მინდოდა თქვენსავით თეთრ ხალათში გამოწყობილი ვენახე ჩემს დედას და მამას,ექიმობაზე ვოცნებობდი,მაგრამ მოვხვდი ბინძურ ჭაობში და ჩემმა საკუთარმა ძმამ და მამამ დამინგრია ეს ყველაფერი.ახლა? ახლა ძნელია ჩემი შემობრუნება ექიმო და ნუ იოცნებებ ამაზე.
-ნუ ჩაიქნევ ხელს,მოდი ვცადოთ რას ვკარგავთ.
-ახლა რაც მინდა,მხოლოდ მერაბი და ზაზა იყოს კარგად,ფეხზე დადეს ორივე და შემდეგ ჩემი გეგმები მაქვს.
-სახლში ხომ წადი წუხელ,იგივე ტანისამოსით რატომ მოდი.
-მე სახლი არ მაქვს,ის სახლი სადაც ოდესღაც ბედნიერი ბავშვობა მქონდა დაიმსხვრა ის ბედნიერი წუთები იმ დღეს,როცა დედა გარდაიცვალა და მე მარტო დავრჩი ორი არაკაცის გვერდით.
-მოდი ასე ვქნათ,ჩემთან წამოდი და ჩემთან იცხოვრე.
-თქვენთან? გაოცებულმა შეხედა ელენემ დემეტრეს.
-ნუ გეშინია მარტო ვცხოვრობ,მეტს ნუ შემეკითხები ნურაფერს ელენე და ერთად შევებრძოლოთ შენს დაავადებას.ელენემ დაფიქრდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ დემეტრეს უთხრა.
-მომცემ დროს რომ დავფიქრდე?
-შემოვლაზე მივდივარ და ერთ საათში მოვალ,იმედია გადაწყვეტილება მიღებული გექნება.დემეტრე წავიდა,ელენემ ტელეფონზე გადარეკა და მეგობრებს რჩევა კითხა.
-არ ვიცი რა გავაკეთო,ვერ ვწყვიტავ ვერაფერს.
-ახლა სად ხარ,მაღლა ხარ?
-კი აქ ვარ,არსად არ წავსულვარ.
-გარეთ ვართ ჩვენც,გამოხვალ? ელენემ საავადმყოფო დატოვა და მეგობრებთან მივიდა,დემეტრემ მაღლიდან შეხედა ელენეს და თეონას უთხრა.
-უნდა წავიდე თეონა.
-სად მიდიხარ,მძიმე ავადმყოფები გვყავს დემეტრე მარტო ვერ გავუმკლავდები.
-სოსო მოიხმარე და დავბრუნდები ერთ საათში.
-რა გადაწყვეტილება მიიღე,ელენე წახვალ ექიმის სახლში?
-ალუდა ეს რა კითხვაა,ან არ იცი რომ უნდა წავიდეს? ელენე დაფიქრებაც არ გაბედო,ექიმს უნდა დაეთანხმო და მასთან წახვიდე.თქვა ლადომ და ელენეს შეხედა.
-მოიცადეთ,ლადო რატომ უნდა წავიდე და თქვენ რატომ მიწყვიტავთ მე რა გავაკეთო.
-იმიტომ რომ შენ ვერ ხვდები ეს შანსი ჩვენთვის ყველასთვის რომ კარგია,იქ ჩვენც მოვალთ და ის ექიმია,ადვილად შეუძლია წამალი მოიტანოს.
-თქვენ ამიტომ ხართ აღფრთოვანებულები,რომ ექიმი წამლით მოგამარაგებთ?
-კარგად გაიგე პატარავ,როცა დაგირეკავთ წამალს მოგვიტან და თუ არ მოხვალ,მოგძებნით და დაისჯები,შედეგებზე პასუხს მკაცრად აგებ.იმედია შეხსენება არ გინდა,თუ როგორი მძიმე სასჯელის ატანა მოგიწევს.
-დაფიქრდი ელენე არც შენ უნდა წააგო და არც ჩვენ წაგვაგებინო,თორემ.............
-ელენე.მოესმა ელენეს დემეტრეს ხმა და შეშინებულმა გაიხედა მისკენ,დემეტრემ კი ისევ დაუძახა.
-ელენე მივდივარ,უკვე თავისუფალი ვარ.
-წადი რას ელოდები.უთხრა ლადომ ელენეს და ხელით უბიძგა წასულიყო,ელენემ კი გულში გაიფიქრა.
-ელენე დაუჯერე დემეტრეს და ის გადაგარჩენს.ელენემ მეგობრებს შეხედა და თითქოს ახლა მიხვდა ვის გვერდით უცხოვრია მთელი ეს დრო და დეეტრეს შეხედა,გაუბედავად გადადგა ერთი ნაბიჯი და შემდეგ უკან არც მოუხედია ისე წავიდა,გადაწყვიტა ამიერიდან დემეტრეს ამოფარებოდა.
-სად იყავი, კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე,ცუდად ხომ არ ხარ.
-კარგად ვარ,უბრალოდ დავიღალე.
-რა მოიფიქრე,რა გადაწყვიტე წავედით?
-მივიღე გადაწყვეტილება,წავედით.
-იცი რომ დღეიდან ჩემთან იცხოვრებ.დემეტრემ გვერდით დაისვა ელენე და უცნაურად მოეჩვენა მისი ნერვიულობა,ჯერ იფიქრა ერიდება და ამიტომ ნერვიულობსო,მაგრამ სარკეში თვალი მოკრა ელენეს მეგობრები მოყვებოდნენ უკან და მისი ნერვიულობის მიზეზსაც მიხვდა.
-დემეტრე შესაძლოა..................
-ვიცი ელენე უკან მოგვყვებიან,მაგრამ არა უშავს მე მათ ჩამოვიშორებ.მართლაც აუბნია მათ გზები და ჩამოიშორა,კვალი დაკარგეს ელენეს მეგობრებმა დსა ბრაზობდნენ შემდეგ კი ტელეფონზე დაურეკეს,მაგრამ ტყელეფონი დემეტრემ აართვა ხელიდან და უთხრა.
-მოვედით,სახლში შევიდეთ.ელენე უკან მიყვებოდა დემეტრეს და მის შემდეგ შევიდა სახლში.
-დღეიდან აქ იცხოვრებ,ყველაფერი გაქვს რაც კი დაგჭირდება.მე ცოტას დავისვენებ და საღამოს ისევ წავალ,კარებს მე დავკეტავ გასვლისას, დაწექი და დაიძინე დილამდე არავინ არ შეგაწუხებს,დილით მოვალ.სახლში არ არის ინტერნეტი და არ არის ტელეფონი,შენი ტელეფონი კი მე მექნება.შენ კი ჩემს ტელეფონს მოგცემ,აქ მხოლოდ მე შემიძლია დაგირეკო თანხა არ არის შიგნით და ვერსად ვერ დარეკავ.
-ვერც გარეთ ვერ გავალ?
-ვერა,ვერ გახვალ.მე რომ დავბრუნდები გარეთ ერთად გავალთ,ელენე ამ ყველაფერს შენს გამო ვაკეთებ და უნდა შეძლო,გესმის? უნდა შეძლო შენს თავს სძლიო და მდგომარეობიდან გამოხვიდე და გპირდები,დაგეხმარები რომ სწავლა გააგრძელო,შენ ექიმი გახდები.
-დემეტრე გამიჭირდება,მაგრამ შენ შეეცდები ჩემთან ერთად იბრძოლო?
-ვიცი რომ ძნელია,მაგრამ უნდა შეძლო,რაც შეეხება მე ვიბრძოლებ თუ არა,გპირდები შენთან ერთად ვიბრძოლებ.
-შევეცდები,ვიცი ადვილი არ არის მაგრამ ვცდი.
-კარგია,ახლა მოვწესრიგდები და ისევ უნდა წავიდე.
-უნდა დავისვენოო?
-არა,უნდა წავიდე მძიმე ავადმყოფები დავტოვე და იქ უნდა ვიყო დილამდე.შენ კი ივახშმე და თუ მოგწყინდეს სახლში ბიბლიოთეკაც არის,თუ კითხვა გიყვარს შეგიძლია წიგნები წაიკითხო.
-კითხვა მიყვარს,მაგრამ შეიძლება შეგეკითხო?
-მკითხე,თუმცა ვიცი რასაც შემეკითხები.
-რატომ აკეთებ ამას დემეტრე.
-რატომ?დემეტრე ჯერ დაფიქრდა,გაახსენდა წარსული ელენეს გვერდით დაჯდა და უთხრა.
-ელენე მე და მყავდა,სწორედ იმან ვინც გვეგონა ჩემი დის საუკეთესო მეგობარი იყო და გასაჭირში არასოდეს არ მიატოვებდა,ასევე გვეგონას მისი ერთგული მეგობარი იყო,მაგრამ შევცდით.მოულოდნელად მოხდა საშინელება და მშობლები დავკარგეთ,მე მოსკოვში ვსწავლობდი,დასაფლავებაზე ჩამოვედი და დრო დამჭირდა აზრზე მოვსულიყავი,მე რომ აზრზე მოვედი ჩემი 16 წლის და უკვე წუმპეში იყო,ვეღარ გადავარჩინე.დიდი სტრესი მივიღე და რამოდენიმეჯერ მეც გავიკეთე წამალი,მაგრამ მადლობა ღმერთს მალე დავსტოპე,ეს კი ჩემს რამოდენიმე მეგობარს შევატყვე რომ არ მოეწონა.მივხვდი რომ მათ ჩემი გამოყენება უნდოდათ ისე როგორც ჩემს დას იყენებდნენ,ახლა კი შენ ხარ ამ დღეში,ამიტომ გთხოვ მომენდე და ნამდვილ,რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდი.
-კარგი,დემეტრე თანახმა ვარ.
-აი ასე,აქ მარტო იქნები და ფიქრისთვის დრო გაქვს მე კი აღარ შეგაწუხებ და წავალ.დემეტრემ წყალი გადაივლო,გამოიცვალა,მსუბუქად ივახშმა და წავიდა.საავადმყოფოსთან მისულმა დაინახა ელენეს სამეგობრო ისევ იქ იყვნენ და ნერვიულად გადი-გამოდიოდნენ.
-როგორ დაგვისხლტდა ხელიდან,ვერ ვიჯერებ.
-მოვა და ისევ ავედევნოთ,უნდა გავიგოთ სად ცხოვრობს.ტელეფონი გათიშა,ამისათვის კი მე პირადად დავსჯი ელენეს.დემეტრეს ჩაეცინა და სულ სხვა მხრიდან შევიდა საავადმყოფოში.


-სასწრაფოდ უფროსი გიბარებს,გელოდება.
-მეეეე? ნინომ გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ ერთიანად წითლად შეღებილ ქალბატონს,რომელსაც თმებიც წითელი ჰქონდა და პომადაც წითელი წაესვა.
-ჩვენი ორის გარდა შვილო აქ კიდევ ხედავ ვინმეს? ახალი ხარ და კარიერას შეცდომებით იწყებ თუ არ იცი სხვას უნდა შეეკითხო,მაგრამ თეთრ ხალათს ჩაიცმევთ და გგონიათ ყველაფერი იცით.
-რას ამბობთ,ვერ გავიგე რა გავაკეთე შეცდომით.
-მე ნუ მიხსნი,უფროსს აუხსენი.ნინო გაოცებული შევიდა მთავარო ექიმის კაბინეტში და უთხრა.
-მითხრეს რომ მეძახდით,გისმენთ.
-ნინო შვილო სულ ორი დღეა რაც აქ მუშაობ,დღეს დილით კი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, იმედი მაქვს ეს შეცდომა შენ არ დაგიშვია.
-მე ახლა მოვედი ექიმო და ეს ესაა ჩემი პაციენტი მოვინახულე.
-წამალი გაუკეთეს შეცდომით ახალგაზრდა მამაკაცს.
-ჩემი პაციენტი ახალგარდა გოგონაა,ორსული და ვფიქრობ მეუღლის მსხვერპლია, ის სასტიკად არის ნაცემი.
-მხოლოდ ეს ერთი პაციენტი გყავს?
-დიახ,ისტორიაც აქ მაქვს და გადახედეთ რა გავუკეთე და რა უნდა გავუკეთო.
-მჯერა შენი,მააგრამ რომ დავრწმუნდე გამომყევი.ნინო მთავარ ექიმს გაყვა და ისიც ერთ-ერთ პალატაში შევიდა.
-გამარჯობათ,როგორ ხართ.
-როგორც ყოველთვის ექიმო.იყო პასუხი.
-როგორც იცით შეცდომა მოხდა,ვის არ ეძინა იმ დილით და ვინ დაინახა ეს გოგონა იყო ვინც პაცინტს შეცდომით გაუკეთა ნემსი?
-არა ექიმო ეს ახალი ექიმია,ის კი ასაკოვანი არის სულ აწითლებული დადის.
-გასაგებია,ციცო ექიმის პაციენტი იყო ის მამაკაცი?
-დიახ,დიახ ციცო ექიმი.
-წადი შვილო თავისუფალი ხარ,სხვას მე მივხედავ.თქვა და პალატიდან გამოსულმა მკაცრი ხმით დაიგვირგვინა.
-ციცოოო სასწრაფოდ შემოდი ჩემთან.ნინო გაოცებული იყო,სულ ორი დღეა რაც მოვიდა და მტრებმა კბილებიც და ბრჭყალებიც გამოაჩინეს.
-ციცოო,ჩემს კაბინეტში გელოდები,სასწრაფოდ. ციცომ გაფითრებულმა შეხედა მშვიდად მიმავალ ნინოს და უფროსთან შევიდა.
-გისმენ უფროსო.
-მისმენ? რას ფიქრობდი შეცდომას რომ უშვებდი, მაგრამ არც არაფერს არ ფიქრობდი გამოასწორო შეცდომა არ გიცდია,უფრო ადვილი იყო შენთვის შენი შეცდომის სხვაზე გადაბრალება.არც კი შეგრცხვა,უტიფრად მითხარი ამხელა ტყუილი.
-მე,მე,მე.......
-რა შენ ციცო,რა შენ.ვფიქრობ დროა პენსიაში გახვიდე.
-არა,ეს არ გააკეთო ექიმო გთხოვთ.
-არ მეგონა თუ ასეთი კარგი მსახიობი იყავი,თურმე ვერ შემიცვნიხარ აქ დაბერდი.ნივთები მოაგროვე და კადრებში ჩადი კომპესაციას მოგცემენ,უმჯობესია პენსიით წახვიდე უხმოდ,ვიდრე შერცხვენილი და ლიცენზია ჩამორთმეული ექიმის სახელით.
-ექიმო გთხოვ.
-რას მთხოვ,მე ვცდილობ დამსახურებული ექიმის სტატუსით გაიხურო ამ საავადმყოფოს კარი,სადაც იმ გოგონას ასაკის შემოხვედი და ახლა მისი კარიერის დანგრევას შეეცადე,ციცო აცრემლებული გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან,ნინოს გვერდი ჩაუარა და უთხრა.
-არ გაგახარებ იცოდე.ნინომ კი ის დღე მშვიდად დაასრულა და სახლში წავიდა,სახლში დაღლილმა ივახშმა და უკვე დაძინებას აპირებდა,მაგრამ კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და შეშინებულმა შეხედა კარს.
-ვინ ხართ.
-გვერდით ვცხოვრობ,მეზობლები ვართ შუქი ჩაგვიქრა და იქნებ სანთელი გქონდეს.ნინომ კარი გააღო და სტუმარი სახლში შეიპატიჟა.
-დავიბენი,არც კი ვიცი გვაქვს თუ არა.უჯრები გამოაღო და ბედად იპოვა ერთი სანთელი,ღიმილით შეხედა მეზობელს და უთხრა.
-ბედი გქონია,ვიპოვე.
-ვიცი რომ ბედი ჩემსაკენ არის,მეც ვპოულობ მას ვისაც ვეძებ,მადლობა.კარში გადიოდა,რომ უეცრად მობრუნდა,ნინოს შეხედა და უთხრა.
-მე ალექსანდრე ვარ,თუ რამე დაგჭირდეს შეგიძლია შემაწუხო.
-მე ნინო ვარ.
-მარტო ცხოვრობ?
-კი,მარტო ვარ.
-დროებით ნინო,დაგპატიჟებდი მაგრამ მარტო ბიჭები ვართ და მოგწყინდება,ჩემი და საზღვარგარეთ არის,რომ დაბრუნდება თავად გაგეცნობა და შეეხვეწები წადი მარტო დამტოვეო.
-კარგია,თუ დამჭირდით შეგაწუხებთ.
-დროებით ნინო.
-დროებით ალექსანდრე.ღიმილით მიიხურა კარი შიგნიდან გადაკეტა და მისი ტელეფონის ხმა გაიგონა.
-გისმენთ.
-ნინო როგორ ხარ,მოიწყინე?
-დემეტრე თავად როგორ ხარ,ასე გვიან რატომ დამირეკე ალბად მუშაობ.
-კი დღეს ღამის თევაში ვარ,შენ?
-მე არა,სახლში ვარ.
-კარგია,შეეჩვიე სამსახურს,კოლეგებს,ხომ არ გიჭირს.
-შევეჩვიე,არა არ მიჭირს.ახლახანს მეზობელიც გავიცანი ალექსანდრე.
-ალექსანდრე? არ ვიცოდი აქეთ თუ იყო,კარგია მეც დავურეკავ და ვეტყვი ხანდახან მოგაკითხოს.მიხარია რომ კარგად ხარ ნინო უნდა გავთიშო,სადღაც აფეთქება მოხდა და დაჭრილები მოიყვანეს
-დაემშვიდობე სიმშვიდესა,მთელი ღამე უნდა იდარაჯო.
-რას ვიზამთ,ეს ჩვენი ვალდებულებაა ნინო.

გვიანი ღამე იყო,მაგრამ არ იყო საავადმყოფოში სიმშვიდე,ექიმებმა ბოლო შემოვლა გააკეთეს და ექთნებს დავალება მისცეს.მთავარი ექიმის კაბინეტის კარი დიდი სიფრთხილით გაიღო და დარცხვენილი ციცო შევიდა მთავარ ექიმთან.ანდრეამ შეხედა და დაღლილი ხმით უთხრა.
-ციცო გავდივარ და გამოიყენე ეს მცირედი დრო რაც მაქვს,გისმენ.
-მაპატიე ანდრეა ჩვენი მეგობრობის ხათრით,აღარ განმეორდება ასეთი რამ.
-ვიცი აღარ განმეორდება,რადგან აქ აღარ იმუშავებ.ანდრეას თავიც არ აუწევია,მნიშვნელოვან საბუთებს ალაგებდა,მაგრამ უეცრად თავი ასწია და ციცოს უფერულ სახეს შეხედა.
-რა გჭირს,ციცო ცუდად ხარ?
-ცუდად ვარ,ანდრეა გთხოვ ხელი არ გამიშვა ყველაფერი ტრიალებს.
-წნევა გაქვს? აი ეს გამომართვი და ენის ქვეშ დაიდე.ეს წყალი კი დალიე,მალე გაგივლის.რამდენიმე წუთით სიჩუმე იყო და ანდრეამ ციცოს ხელი აიღო პულსი გაუსაინჯა,შეხედა და უთხრა.
-როგორ ხარ,უკეთ გამოიყურები.
-კი,უკეთესად ვარ.
-ანჟელა მთავარი ექიმი წავიდა თუ ჯერ კიდევ აქ არის.
-არ ვიცი,არ დამინახია გამოსული.მოესმა გარედან ხმაური ანდრეას და წელში გასწორდა,მაგრამ უეცრად ციცომ ხალათი შემოიძრო ტანზე და ექიმს ორივე ხელები კისერზე შემოხვია,კარიც გაიღო და ერთ-ერთი მორიგე ექიმი კაბინეტში შემოვიდა.
-ექიმო რა კარგია აქ ხართ,არ წასულ........................ გაშეშებული იდგა და უცქერდა მის წინ თითქმის ნახევრად შიშველ ციცოს და გაოგნებულ ანდრეას რომელმაც ციცოს ხელები ცივად მოიშორა და ხელი აღმართა დასარტმელად,მაგრამ გონზე ექიმის ხმამ მოიყვანა.
-არ გააკეთოთ ექიმო,ეს ქალი თქვენს რისხვასაც არ იმსახურებს.
-გაეთრიე აქედან და ჩემმა თვალებმა აქ არ გნახოს.ციცომ ხალათი ჩაიცვა და ირონიული ღიმილით დატოვა კაბინეტში ორი ექიმი.
-ეს როგორ გაბედა,ეს რა გააკეთა მას უნდოდა ჩემი სახელი შეელახა თომა.
-დამშვიდდი,ციცოს წლებია ვიცნობთ და არა ერთხელ მოქცეუილა ასე თვითეულ ჩვენთაგანთან,მაგრამ მადლობა ღმერთს მის ხაფანგში არ გავბმულვართ.
-შენ რა გინდოდა,რამე აუცილებელია?
-არა,არა დამშვიდდი,შემდეგ ვისაუბროთ.
-კარგი,მაშინ დამტოვე გთხოვ მარტო მინდა ვიყო.თომამაც გაუგო ანდრეას და მარტო დატოვა,ექიმი დაფიქრდა და ვერ მიმხვდარიყო რატომ იყო ეს ქალი ასეთი ცუდად განწყობილი ყველა ახალ მოსული ექიმის თუ ექთნის მიმართ.ნინოს სამუშაო საათები დასრულდა მარკეტში შეიარა ძეხვი,პური და მწვანე სალათა იყიდა,სახლში მისულმა ჯერ წყალი გადაივლო და შემდეგ სალათის ფურცლები გარეცხა,სალათაც დაჭრა და ძეხვიც შეწვა,კარზე ფრთხილი კაკუნი გაიგონა და გაყუჩდა,მაგრამ მიხვდა ვინც იქნებოდა და გაეღიმა.
-ნინო ალექსანდრე ვარ,არ შეგეშინდეს.
-უკვე აღარ მეშინია,შენს ფრთხილ კაკუნს ვცნობ.კარიც გააღო და ღიმილი შეაგება ალექსანდრეს.ალექსანდრემ შეათვალიერა ნინო და შემდეგ სახლს მოავლო თვალი და თითქოს ნაწყენი ხმით უთხრა.
-ცუდ დროს მოვედი?
-არა,რატომ სალათს ვაკეთებ და თუ გინდა დამეწვიე.
-მართლა? მეც მშია,დასალევს მოვიტან.
-არა,დასალევი არ გვინდა ისე ვისაუბროთ.
-კარგი,როგორც შენ იტყვი.ალექსანდრე სახლში შევიდა და სამზარეულოში მოკალათდა,თვალს ადევნებდა ნინოს ფუსფუსს და გული აუფრიალდა ნინოს თავზე შემოხვეული პირსახოცი რომ ჩამოუვარდა,ჯერ კიდევ სველი თმები მხრებზე დაეფინა და სასიამოვნო სუნი იგრძნო.
-ალექს ძმარი არ მქონია,არც ლიმონი.მოწყენილმა შეხედა ალექსანდრეს და თმები ხელის ერთი მოძრაობით შეიკრა.ალექსანდრე წამოდგა,ნინოს მიუახლოვდა თვალებში ჩააშტერდა, ხელით თმები გაუშალა და უთხრა.
-როცა შენთან მე ვიქნები თმები არასოდეს არ შეიკრა,ძმარს სალათისთვის მე მოვიტან და გაიღიმე,მოწყენილობა საერთოდ არ გიხდება.ნინო დაბნეული უცქერდა უკვე კარებთან მისულ ალექსანდრეს და თავადაც რაღაც განსხვავებული იგრძნო,შემდეგ ყველი გამოიღო მაცივრიდან,ძეხვიც ლამაზად დააწყო თეფშზე და მაგიდაც დახურა მწვანე სალათით.

-დემეტრე რა გჭირს,ავად ხარ?
-თეო ცუდად ვარ,ეს დღეები რაღაც თავს ცუდად ვგრძნმობ.
-რატომ,რა დაგემართა ალბად გადაიღალე, ეს დღეები ძალიან რთული იყო ყველასთვის.
-ვფიქრობ გადაღლილობის ბრალი არ არის,შეხედე ჩემს ხელებს,ვერ ვიმორჩილებ თეო.თეონამ გაოცებულმა შეხედა დემეტრეს და შეშინებულმა შეხედა.
-დემეტრე ეს რა არისა,სულ ერთიანად ცახცახებ.
-შეგაშინე?
-ჩემს შეშინებას ნუ ჯავრობ, დიდი დროა გასული რაც შეამჩნიე?
-სამი დღეა ასე ვარ და ვერ გავიგე რა მჭირს.
-ანალიზები აიღე?
-არა და აქ არ ავიღებ,უკეთესია სხვაგან წავიდე უცხოსთან.
-მოდი ასე ვქნათ,მე მოგცემ ჩემი ახლო მეგობრის ნომერს,მიდი მასთან და პასუხებს ერთად გადავხედოთ.
-კარგი,მაგრამ სანდოა? არ მინდა რომ მიცნოს და პრესაში დაწეროს რამე.
-მე მოვაგვარებ ყველაფერს.თეონა შეაშინა დემეტრეს მდგომარეობამ და ნაცნობი ტელეფონის ნომერი მოიძია,დაურეკა ყველაფერი მოაგვარა და დემეტრესთან შევიდა.
-მომისმინე,უკვე ჩაწერილი ხარ მიღებაზე ხვალ 9 საათზე იაშვილში მიხვალ თუ არა ნინუცა იკითხე და თავად მოგხედავს,ეს ნომერი კი შენც გქონდეს.დემეტრემ იმ ღამით ნერვიულად გაატარა,მაგრამ მის პაციენტებს ღიმილით ხვდებოდა,ელენესაც რამდენჯერმე დაურეკა,ელენეს მეგობრები კი მეორე დღე იყო დემეტრეს ელოდნენ,დაიღალნენ ლოდინით და წავიდნენ.დილით როგორც თეონამ უთხრა პირდაპირ იაშვილის საავადმყოფოში წავიდა და მიმღებში ნინუცა იკითხა,პატარა და ცქრიალა გოგონა დახვდა კაბინეტში, რომელმაც ღიმილით გული გაუთბო დემეტრეს.
-მობრძანდით,თეონამ მითხრა თქვენზე.პუნქტუალობა გყვარებიათ,ზუსტად დათქმულ დროზე მობრძანდით.
-მოვედი,მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ..............ნინუცამ გაღიმებულმა შეხედა და უთხრა.
-ნემსის გეშინიათ?
-არა,მაგრამ.....................
-არა,მაგრამ გეშინიათ.თავს იკავებდა ნინუცა მაგრამ დემეტრემ შეხედა და უთხრა.
-ნუ დამცინი,ნემსის ბავშვობიდან მეშინია.ნინუცამ თავი ვეღარ შეიკავა გულიანად გაიცინა და დემეტრეს სიცილით უთხრა.
-გინდა ზღაპარს მოგიყვები,ეს თითი კი მე მათხოვე და შენ არა აქ,არამედ მე მიყურე.
-თვალი თავად გარბის თითისკენ.
-დემეტრე მე მიყურე,ან გვერძე გაიხედე რამე წერტილს შეხედე.უთხრა ბოლოს მკაცრად და დემეტრემ ჩხვლეტაც იგრძნო.
-ვაუუუუუუ.
-ვაუუუუუუ და დასრულდა,სულ ეს იყო შენი ვაუუუუუ.
-სულ ეს იყო?
-არა,ეს პირველი პროცედურა იყო,ახლა ვენიდან ავიღებ სისხლს და გთხოვ ამ სკამიდან არ წამოდგე,არც გაინძრე და მხოლოდ ერთ წერტილს მიაჩერდი.
-ოხ,ნინუცა.............
-არავითარი ოხ,დემეტრე ნემსი არ ჩამატეხიო ვენაში თორემ პირდაპირ სისხლში წავა და დაიღუპები.
-კარგი რა, შენს წინ პატარა ბიჭუნა ზის რომელსაც ტყუილებით ბერავ რადგან გინდა გააჩერო?
-დემეტრე გაჩუმდი,უკვე ვენაში ვარ,აი ხედავ სისხლიც ავიღეთ და სულ ცოტაც და დასრულდება.
-ასე მიღებს ყველა სისხლს და ამიტომ გავხდი ცუდად.
-ნუ მაცინებ,დასრულდა საკმარისად გამოვიღე.დემეტრემ შეხედა აღებულ სისხლს და ნინუცას გაოცებულმა უთხრა.
-დედაააა რამდენი სისხლი წამართვი,არ შეგეცოდე?
-რას ვიზამთ,დემეტრე ისევვ შენს გამო და არა ჩემს გამოო.
-პასუხები მზად გაქვს.
-რას იზამ პასუხებს დაელოდები თუ საღამოს მოხვალთ.
-რომ დაველოდო მალე იქნება პასუხები?
-ორი საათი დააგვიანდება,თუ მეტი არა.
-მაშინ წავალ და საღამოს მოვალ.
-კარგი,მაგრამ შეგიძლიათ ტელეფონის ნომერი დატოვოთ და დაგირეკავთ,როცა ხელთ მექნება პასუხები.
-ნიჭიერი ხართ,აი ჩემი ნომერიც და ველოდები თქვენს ზარს.
-თეონამ ბევრი რამ მითხრა თქვენზე და მითხრა ისიც რომ მხიარული ხასიათი გაქვთ,მართლაც ასეა და მიხარია რომ გაგიცანით.
-თქვენც ძალიან მხიარული გოგონა ხართ,მადლობა ნინუცა და დროებით.
-დროებით დემეტრე.დემეტრე სახლში წავიდა და გააღო თუ არა კარები სასიამოვნო სურნელი იგრძნო,მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ძალიან შიოდა,სამზარეულოში შევიდა და ელენეს მიუახლოვდა,თეფშზე დაჭრილი პომინდორის ერთი ნაჭერი აიღო და შეჭამა,თან ელენეს უთხრა.
-გიხდება სამზარეულო თუ შენ უხდები სამზარეულოს ამას დრო და დრო მივხვდები.ელენემ შიშისაგან შეჰკივლა,დანა ხელიდან გაუვარდა და მეორე ხელი გულზე მიიდო,ნელა-ნელა შებრუნდა და დემეტრეს უთხრა.
-გული ლამის გამიხეთქე,როდის მოდი ვერ გავიგონე კარების ხმა.დემეტრემ უცნაურად შეათვალიერა ელენე და უთხრა.
-ეს ჩემი სპორტულებია,სად ნახე ცოტა დიდი ხომ არ გაქვს?
-სხვა ვერაფერი ვერ ვნახე,მაპატიე.
-გაპატიებ თუ მეტყვი,რომ შიდა საცვალი ჩემი არ გაცვია.
-გააფრინე? უთხრა ელენემ და უკან-უკან დაიწია,მაგრამ დემეტრემ გულიანად გაიცინა და უთხრა.
-კარგად ხარ? გინდა სარკე მოგიტანო შენს თავს რომ შეხედო?
-მე კარგად ვარ,მაგრამ შენ ვერ ხარ კარგად.
-ღამე-ნათევი ვარ ელენე და ყავა გამიკეთე,მივიღებ ყავას და კარგად გავხდები,ყველაფერიც თავის ადგილზე დადგება,ყავის გარეშე კი ყველაფერი ტრიალებს ისე როგორც ნაბახუსევზე.
-ღმერთო მომეცი ძალა და მოთმინება.ჩაილაპარაკა ელენემ და დემეტრეს ყავა გაუმზადა,იგრძნო რომ ცუდად ხდებოდა,თვალებში დაუბნელდა და შეეცადა სააბაზანოში შესულიყო,მაგრამ ცახცახი დაიწყო.წყალიც შეისხა სახეზე,მაგრამ ჰაერი არ ყოფნიდა,შეძლო და ფანჯარაც გამოაღო,კედელს მიეყრდნო და ვერ შეძლო დაეძახა დემეტრესთვის ნელა-ნელა ჩაიკეცა და იატაკზე დავარდა,ცახცახებდა და ცდილობდა თავს მორეოდა,მაგრამ ვერ დაძლია ის ლომკაში იყო.დემეტრემ სამზარეულოში შევიდა და იატაკზე მოცახცახე ელენეს გაოცებულმა დააცქერდა,ჯერ ვერ გაიგო რა ხდებოდა,მაგრამ ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა.
-გთხოვ,გთხოვ გაუძელი.ვიცი ეს ძნელი და ხანგრძლივი პროცესია და გაუთავებელი ბრძოლა გიწევს საკუთარ თავთან,ისიც ვიცი რომ უამრავჯერ გიმტყუნებს ნერვები,უამრავჯერ დაეცემი კიდეც,მაგრამ მე აქ ვარ შენს გვერდით და ამ ტკივილს ერთად გავუძლებთ.
-გამიშვი,გთხოვ გამიშვი ნუ დამაკავებ ამ ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვერ გავუძლებ.
-არც იფიქრო ელენე აქედან გაგიშვა და იმ წუმპეში დაბრუნდე,იმ სიბინძურეში,რომელიც ადამიანს თავმოყვარეობას და ყველაფერს აკარგვინებს.
-გთხოვ გამიშვი,ცახცახი ელენეს ხტუნვაში გადაუვიდა და დემეტრე ორივე ხელებით იჭერდა,დაიღალა თავადაც,ელენე ოფლში სულ დასველდა უზარმაზარ ძალას ფლობდა ორჯერ შეეცადა გაქცეოდა დემეტრეს,მაგრამ ბოლოს დემეტრემ იატაკზე დააწვინა და ორივე ხელებით და ფეხებით გააკავა,ორმა საათმა ამ ტანჯვაში გაიარა და ნელა ნელა ჩაწყნარდა,დაიღალა და ჩაეძინა,დემეტრემ იქვე დატოვა ნოხზე და ზემოდან პლედი დააფარა,შემდეგ კი ნაცნობ ექიმს დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა.
-დემეტრე? რა მოხდა,როგორც კი დამირეკე წამოვედი.
-მამუჩ შენი დახმარება მჭირდება.
-არ მითხრა,რომ შენ ისევ ძველი.......................
-არა,არა ჩემთვის არ გთხოვ,ერთი გოგონაა და მინდა მის ცხოვრებას დაუბრუნდეს ჯერ კიდევ შეიძლება ეს მამუკა და შენი დახმარებით დაძლევს.
-ეს გოგონა ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა შენს ცხოვრებაში?
-არ ვიცი,მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ,მაგრამ მინდა გზას აცდენილი მომავალ ექიმს დავეხმარო.
-კარგი და ახლა სად არის.
-ძინავს,ჩაეძინა დაღლილს სულ ცოტა ხნნის წინ ჰქონდა ძლიერი ლომკა.
-შენ ეს პროცესი კარგად იცი,ნელა ნელა უნდა შეაჩვიო რეალობას და როცა ძლიერი ლომკაში ჩავარდება მცირე დოზა გაუკეთო.გავლილი გაქვს ეს გზა დემეტრე და იცი როგორი მძიმეა ეს წუთები.კარგი ხელშეწყობით 2-3 თვეში ლომკა უნდა დაამარცხოს,მაგრამ გარკვეული დრო დაცარიელებული იქნება,მკვდარია რადგან მას ცხოვრება არ უხარია.დაკარგული ემოციების დაბრუნებას საკმაო დრო და მოთმინება სჭირდება.
-მაინც რამდენია დრო საჭირო რომ განიკურნოს.
-ერთი წელი სულ მცირე და ის ნელა-ნელა დაუბრუნდება საზოგადოებას,იგრძნობს რომ ისიც ამ სამყაროს სრულფასოვანი და წარმატებული წევრია,მაგრამ მას სურვილიც უნდა ჰქონდეს,რომ იყოს მნიშვნელოვანი ვიღაცისთვის,ჰქონდეს ლტოლვა და საწინააღმდეგო სქესისგან გრძნობდეს ყურადღებას,გრძნობდეს თავს სასურველ პარტნიორად,სასურველ ქალად.
-ამ ყველაფერს თუ ვაგრძნობინებ,სურვილი თავად უნდა გამოხატოს რომ წამალს არ გაეკაროს.
-მართალი ხარ,სურვილი მისი მხრიდან ეს ძალიან დიდ როლს ითამაშებს მასზე,მაგრამ მას გვერდით გამუდმებით უნდა ჰყავდეს ვიღაც,რადგან ის სულ თავიდან იწყებს ცხოვრებას,მას სჭირდება ადამიანებთან ადაპტაცია და ურთიერთობები.
-მინდა შევეშვა ამ ყველაფერს და დავუბრუნდე ჩემს ძველ ცხოვრებას,ჩემი პირვანდელი სახე მინდა დავიბრუნო.მოესმათ ორივეს ელენეს ხმა და ორივე მასთან მივიდა.დემეტრემ ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა,თვალები ჩაცვენოდა და ჩაშავებოდა,რამოდენიმე საათით მის თავთან ბრძოლა მის სახეზე საშინლად აისახა.დემეტრემ წყალი მიუტანა და მამუკა გვერდით დაუჯდა ელენეს,მისი ხელი აიღო ხელში და უთხრა.
-მთავარია სურვილი გქონდეს და ჩვენ სულ თავიდან დავიწყებთ ყველაფერს,დემეტრე შენ რას ფიქრობ,საიდან დავიწყოთ.
-ელენმე სამედიცინოზე სწავლობდა მას სამი კურსი აქვს დახურული,ჩემი აზრით ყველაზე კარგი იქნება თუ მეცადინეობას დაუთმობს ყველა მის დროს,მისი აზროვნება,მისი გონება მხოლოდ იმისკენ უნდა იყოს მიმართული რომ ექიმი გახდება.მამუკა შენ გვჭირდები,შენი პაციენტი იქნება ელენე და მე დაგეხმარებით.
-კარგი, მე თანახმა ვარ.რთულია ძალიან,მაგრამ სურვილია პაციენტის მხრიდან და ეს გაგვიადვილებს მკურნალობის პროცესს.მე ერთ რჩევას მოგცემთ,უმჯობესია კლინიკაში დაწვეს.
-ეს მეც ვიფიქრე,მაგრამ მოდი ჯერ სახლის პირობებში ვცადოთ და შემდეგ საბოლოოდ რომ გავდევნოთ ეს დაავადება კლინიკაშიც დაწვება.
-საუკეთესო გამოსავალი საზღვარგარეთ გაგზავნაა,ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.დემეტრეს ტელეფონზე უცხო ზარი დაფიქსირდა და მიხვდა ვისგან იყო ეს ზარი,სამზარეულოში გავიდა და ზარს უპასუხა.
-გისმენ ნინუცა.
-პასუხები მზად არის დემეტრე და მისაღებში დაუტოვებ გოგოებს,მე ვერ დაგელოდები სასწრაფო საქმე გამომიჩნდა.
-დახმარება ხომ არ გჭირდება ჩემგან ნინუცა.
-არა,არა მადლობა.
-კარგი,როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ,პასუხებისთვის კი უკვე გამოვდივარ.დემეტრემ მამუკას შეხედა და უთხრა.
-იყავი ელენესთან ესაუბრე და მალე დავბრუნდები.
-კარგი წადი მიხედე შენს საქმეს,ელენესთან მე დავრჩები.დემეტრე წავიდა,როგორც ნინუცამ უთხრა მიმღებში იკითხა და მასაც გადასცეს დახურული კონვერტი.დემეტრემ დააპირა იქვე გაეხნა კონვერტი,მაგრამ არ გახსნა,ნერვიულობისაგან ოფლმა დაასხა მანქანაში ჩაჯდა და გულმა ვერ გაუძლო ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და პასუხები გადაიკითხა,თვალები დახუჭა და შემდეგ ჩურჩულით თქვა.
-მადლობა უფალო.ანალიზები ცუდს არ მიჩვენებს,მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი.თეონა გაახსენდა,დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-შენს ბინასთან მოვალ მალე ჩამოდი ძირს.
-მზად არის პასუხები?
-კი მზად არის,უკვე აქ მაქვს.
-მოვდივარ.თეონა უკვე დემეტრეს ელოდა და მივიდა თუ არა დემეტრეც დიდი ინტერესით გადაამოწმა პასუხები და როგორც დემეტრემ ვერც მან ვერ აღმოაჩინა რამე საშიში და სანერვიულო.
-თეო ხვალ დილით წაიღებ ამ ანალიზებს და აჩვენებ ნევროპათოლოგს და არ ეტყვი ვინ არის პაციენტი,ძალიან მაინტერესებს რას გეტყვის.შეგიძლია ეს გააკეთო ჩემს გამო?
-მივიტან,მეც დამაინტერესდა.
-მეც ძალიან მაინტერესებს,რაღაც ცუდი გრძნობა მაქვს.დილით 11 საათზე ოპერაციაა და ჩემს გვერდით იყავი,სხვას არ ვენდობი,მეშინია თეონა.
-ნუ გეშინია,მე შენთან ერთად ვიქნები და ერთად გადავლახავთ ამასაც როგორც ყოველთვის დემე.
-კარგი ნინოს დაურეკე? როგორ არის.
-ველაპარაკე,კარგად არის და მგონი მოსწონს იქ მუშაობა.
-მიხარია რომ გაუმართლა,კარგი უნდა წავიდე და დილით შენს ზარს ველოდები,მაგრამ........................
-ეს არავინ არ უნდა გაიგოს,გპირდები ვერავინ ვერ გაიგებს,მხოლოდ მე და შენ ვიცით.
-მჯერა შენი,შენ ჩემი ერთგული მეგობარი ხარ.დემეტრე წავიდა და თეონამ სევდიანად გააყოლა თვალი მიმავალ მანქანას და ცრემლიც კი მოერია.
-დემეტრე შენ კარგად იქნები არაფერიც არ გჭირს.ბუტბუტით ავიდა ბინაში და ყველა ანალიზის პასუხები თავიდან გადაიკითხა,მაგრამ ვერც ამჯერად ნახა რაიმე საგანგაშო და დამშვიდდა.

-არ ვიცი ხვალ რას აკეთებ და რა გეგმები გაქვს,მაგრამ მინდა საღამოს ვახშამზე დაგპატიჟო.
-ხვალ? არა,ეს შეწუძლებელია.
-რატომ?
-იმიტომ რომ როცა ასეთი გეგმები გაქვს ჯერ მე უნდა შემითანხმდე,რომ მეც ვიცოდე.ხვალ მორიგე ვარ ალექს და ამიტომ არის შეუძლებელი ეს ვახშამი შედგეს.
-ოოოო,ეს არ გამითვალისწინებია.
-კარგი არა უშავს,შემიძლია ერთად ვისაუზმოთ.
-მართლა?
-მართლა,ხვალ 2 სთ-ზე ვიწყებ სმენას და ზეგ 2 ს-თამდე ვერ მოვალ.
-მაშინ თანახმა ვარ ერთად ვისაუზმოთ,ახლა კი დაგემშვიდობები ნინო მშვიდი ძილი მინდა გისურვო.
-ღამე მშვიდობის ალექსანდრე არ გეწყინოს უნდა გაგითიშო მეორე ხაზზე მირეკავს ჩემი მეგობარი.
-კარგი,დილამდე.
-დილამდე.დაემშვიდობა ალექსანდრეს და თეონას ზარს უპასუხა.
-გისმენ თეო როგორ ხარ.
-მე კარგად,შენ?
-მეც ძალიან კარგად ვარ,შევეჩვიე უკვე ჩემს სამსახურს და კოლექტივს.
-კარგია,ძალიან მიხარია შენ რომ ბედნიერი ხარ.სახლში დარეკე?
-კი ყოველ დღე ვერ ვახერხებ,მაგრამ ვეხმიანები როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა.
-ნინო ბედნიერი ხმა გაქვს,რამე ახალი ხდება შენს ცხოვრებაში?
-არა,არაფერი ჯერ-ჯერობით.
-ნინო რამე ხომ არ გჭირდება.
-არა საყვარელო,მადლობა.
-თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს,დამირეკე.
-სხვას ვის უნდა დავურეკო თუ არა შენ,მიყვარხარ ძალიან თეონა.
-მენატრები.დიდხანს იჭორავა მეგობრებმა და ორივეს ტელეფონზე ჩაეძინათ,დილით პოზიტიურ განწყობაზე გაიღვიძა,თავი მოიწესრიგა და კარზე ნაცნობი ფრთხილი კაკუნიც გაისმა.ღიმილით გააღო კარი და ალექსანდრეს უთხრა.
-მეც მზად ვარ,წავედით?
-წავედით.ალექსანდრე ერთ ნაცნობ კაფეში შევიდა და ნატურალური ხილის წვენი მოითხოვა გემრიელ საუზმესთან ერთად.
-როგორ უნდა გავიგო რა გჭირს,არასოდეს არ გიცდია ჩემთვის გული გადაგეშალა და დამლაპარაკებოდი.
-არ ფიქრობ რომ ძალიან დავშორდით ერთმანეთს?
-რას ამბობ,ჩემი ბრალია ჩვენი ასე შორი შორს ყოფნა,მე დავაშავე რამე შენთან?
-არა,შენი ბრალი არ არის,ჩემი ბრალია მე ვარ დამნაშავე.
-მე ყოველთვის შენთან ვიცლებოდი,რადგან ვფიქრობდი შენ იყავი ჩემი ცხოვრების მეგობარი.
-დაგირეკე,მიჭირდა და გთხოვე შემხვდითქო,შენ?
-შენ იცოდი,ძალიან კარგად იცოდი რომ იმ დროს არ შემეძლო შენთან მოსვლა და შენი ჭრილობების მოშუშება,მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა და გაგაფრთხილე კიდევაც გუშინ შესაძლებელია შენს ზარს ვერ ვუპასუხო ხვალთქო,მაგრამ როცა მე მჭირდები და გირეკავ,შენ ყოველთვის თავს მარიდებ.შენ რა,მე დებილად მთვლი?
-ნუ ყვირიხარ,აქ ჩვენს გარდა სხვებიც არიან,გაიგე რომ არ შემიძლია ჩემი ოჯახის საქმეში გაგრიო.
-მე ვინ ვარ შენი,შენი ოჯახი არ ვარ?
-ეს არ მიგულისხმებია.
-რა იგულისხმე,მიმანიშნე რომ მხოლოდ შენი საყვარელი ვარ და სხვა სტატუსი შენს გვერდით არ მექნება?
-არასოდეს მიგულისხმია რომ შენ მხოლოდ ჩემი საყვარელი ხარ, ხარ კიდეც საყვარელი,მაგრამ ხარ საყვარელი ქალი და არა ვიღაც ვინც მხოლოდ სურვილებს დამიკმაყოფილებს.
-ნეტავ რასაც ამბობ იმის დამტკიცება შეგეძლოს ოთო.აღარ ვიცი რა გავაკეთო,გელოდები და ყოველთვის შენს მხარეზე ვარ,მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს.მომწყინდა მხოლოდ შენს პრობლემებზე საუბარი,მომწყინდა.ჩემგან რა გინდა,რას ითხოვ.
-თათა მგონი შეცდომა დავუშვი შეხვედრაზე რომ დაგთანხმდი,შენ სულ სხვაგან ხარ შენი ფიქრებით.
-მე? მე ვარ სხვაგან ჩემი ფიქრებით? შენ რას აკეთებ,დასდევ მამაშენის მეორე ქალს და სიტყვის შებრუნებაც არ შეგიძლიათ ძმებს,ვერ ხედავთ როგორ მოერგო ყველაფერს და ყველაფრის მმართბვველად დაგიჯდათ? ვფიქრობდი დღემდე რომ შენთვის ვიღაცას ან რაღაცას ვნიშნავდი,მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი რომ დრო შენთან ყოფნით დავკარგე.
-რას გულისხმობ თათა.
-დღეიდან ერთმანეთს არ ვიცნობთ და არც იფიქრო ვინანო ეს წუთები და ეს სიტყვები.
-ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ვფიქრობ მამაკაცმა.თქვა ნინომ და ალექსანდრეს შეხედა.
-შეცდომა შეიძლება დაუშვა,მაგრამ მამაკაცი მაშინ გქვია როცა შენს დაშვებულ შეცდომას გაიაზრებ და გამოასწორებ,რადგან როცა შეცდომას უშვებს ადამიანი გააზრებულიც უნდა ჰქონდეს თუ რა მოყვება მის მიერ დაშვებულ შეცდომას,შეცდომა რომელიც ზოგჯერ ცხოვრების მეგობარს დაგაკარგვინებს და არა მარტო მას,შესაძლებელია თვით ცხოვრებაც დაკარგო და ამ დროს შეიძლება ცხოვრების გზაც გაგიმრუდდეს.
-გეთანხმები,მეც ასე ვფიქრობ.
-იმედი მაქვს ერთ დღეს ისე გავატარებთ ერთად,რომ არსად არ იჩქარებ წასვლას.
-ვნახოთ,ჯერ ახალი ვარ სამსახურში და არ შემიძლია არაფლის შეცვლა.
-არაუშავს,ეს პირველი ნაბიჯიას ჩვენი უკეთესად გაცნობისთვის,მიხარია რომ დამთანხმდი და გამოვედით.
-მეც მიხარია ალექსანდრე უფრო ახლოს რომ გაგიცანი.
-დიდი იმედი მაქვს ჩემს გაცნობას არ ინანებ ნინო.
-რატომ? გაეცინა ნინოს და ალექსანდრეც აყვა მას სიცილში.
-გუშინ იცი ვინ დამირეკა და ვინ მთხოვა ყურადღება მოგაქციო,ხშირად მოგინახულო და მარტო არ იგრძნო თავი? ნინომ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ვინ? ვინ ფიქრობს ჩემზე მე რომ არ ვიცი?
-დემეტრე ნადირაძე საოცარი ადამიანი.
-როგორ ვერ მივხვდი სხვა ვინ იქნებოდა,თუ არა დემეტრე.თუ რამე დამჭირდება გეტყვი,ახლა კი ჩემი წასვლის დროა,არ მინდა დავაგვიანო.
-მე წაგიყვან.ალექსანდრემ ფული გადაიხადა და კაფიდან გასვლისას ნინო ტირილისაგან თვალებდაწითლებულმას გოგონამ შეაჩერა.
-გიყვარს? სიტყვებს არ ენდო,ყველა ერთნაირად ჭიკჭიკებს,მაგრამ დაიმახსოვრე ყველა ერთნაირად მშიშარაა.
-მადლობა გაფრთხილებისთვის,თქვენ თქვენი გამოცდილებიდან მაფრთხილებთ მე კი აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს გაფრთხილებას.ნინომ იქვე მდგარ ალექსანდრეს შეხედა და გოგონას გაეცალა,უხმოდ გაიარეს მთელი გზა და ბოლოს ნინომ დაარღვია დუმილი.
-შემეცოდა ის გოგონა,ძალიან არის გულნატკენი.
-ბევრმა არ იცი ქალს როგორ მოექცეს ისე,რომ გული არ ატკინოს.
-შენ? შენ გესმის ქალის?
-ნინო ქალის მოპოვება და მისი გულის მოგება,მისი სიყვარულის დამსახურება რამდენად რთულია,იმაზე მეტია იმის შიში რომ არ დაკარგო შენი მონაპოვარი.რაც არ უნდა ძლიერი სიყვარული იყოს წყვილს შორის,ერთი დაუფიქრებელი სიტყვა,ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი ისეთ ზომამდე მიგიყვანს,რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს.გულის გატეხვაც ძალიან ადვილია,მაგრამ გატეხილი გულის აღდგენაა შეუძლებელი.
-გეთანხმები მხოლოდ,სხვას ვერაფერს ვერ დავამატებ ამ სიტყვებს.
-ხვალამდე ნინო.
-ხვალამდე ალექსანდრე.ნინო შევიდა საავადმყოფოში და ჯერ კიდევ ალექსანდრეს თვალები იდგა მის წინ,თეთრი ხალათი ჩაიცვა თუ არა ექთნის დატოვებულ ქაღალდებს გადახედა,მასთან თომა მივიდა და უთხრა.
-ნინო როგორ ხარ,კარგია რომ ცოტა ადრე მოდი პრობლემები გვაქვს.
-რა მოხდა,რა პრობლემებია.
-უფროსთან უნდა შევიდეთ და იქ გეტყვის.ნინო და თომა ერთად შევიდა მთავარი ექიმის კაბინეტში.
-ნინო მოდი? გუშინ რა დროს წადი შვილო.
-როგორც ყოველთვის 12-ზე გავედი აქედან
-ალბად გაიგებდი,პაციენტი ვისაც უვლიდი წუხელ კომაში ჩავარდა და დღეს დილით გარდაიცვალა.
-რაააა? შეუძლებელია,ის ხომ თითქმის გამოვიდა მდგომარეობიდან.
-დაწყნარდი,როგორც ვიცი შეამჩნიე რომ მას მეუღლესთან ჰქონდა პრობლემები.
-შევამჩნიე და ვთხოვე კიდეც პოლიციისთვის ეთქვა,მოეყოლა მისი გაჭირვცების შესახებ,ის ძალადობის მსხვერპლი იყო,მაგრამ მითხრა რომ ეს ბევრჯერ სცასდა რამაც საქმე უფრო გაართულა.
-რატომ არ უთქვია?
-მითხრა,რომ მისი მეუღლე თავად არის პოლიციელი.
-გასაგებია,მაგრამ ახლა ის პოლიციელი ქმარი საავადმყოფოს უჩივის ნინო.
-საავადმყოფოს? რატომ,რისთვის, ეს ხომ უსამართლობაა.
-გარდაცვლისას პაციენტის ანალიზში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ნარკოტიკი.
-შეუძლებელია,დღეს დილით ექთანმა აუღო 7 საათზე სისხლი და პასუხები აქ მაქვს,ჯერაც არ მინახავს.
-მაჩვენე.ანდრეამ გარდაცვლილის ანალიზებს თვალი გადაავლო და ანალიზები სუფთა აღმოჩნდა.
-გამოდის ვიღაცამ ხელი შეუწყო გოგონას გარდაცვალებას
-როდის გაუკეთეს ეს ანალიზი გარდაცვლილს.დაეჭვებულმა შეხედა ნინომ თომას
-ანჟელამ მოგვიტანა და გვითხრა,ციცომ დამიტოვა ეს მისი ბოლო საქმე იყოო,წუხელ აუღია სისხლი.
-რომელ საათზე,12-ზე აქედან გავედი,დილით კი 7-ზე აუღო სისხლი გარდაცვლილს ელზამ ის იყო დილამდე,მასთან სხვა არავინ არ უნდა შესულიყო.ექიმო აქ რაღაც სხვა ხდება დარწმუნებული ვარ საავადმყოფოს და თქვენი პრესტიჟის შელახვა უნდა ვიღაცას.ციცო სამსახურიდან დაითხოვეთ და რა უფლება ჰქონდა ის ჩვეულებრივად ისევ ექიმის სტატუსით შემოსულიყო აქ,ეს ყალბი ანალიზებია ექიმო.
-ნინო დარწმუნებული ხარ? შენი სიტყვები ძალიან ბევრ რამეს ცვლის,გამოდის რომ ჩვენ შეგვიძლია მას იქით ვუჩივლოთ.
-ციცო ისევ აქ არის? რა მოუშორებელი ჭირი გვჭირტს მისი სახით,დავუძაცხოთ მას და დაველაპარაკოთ.
-თომა დაუძახე ციცოს,ეს ქალი ხომ ვერ მოვაშორე ამ კედლებს,მაგრამ ვფიქრობ ეს უკანასკნელი ბინძური საქმეა რაც ჩაიდინა.თომა გავიდა და ციცოსთან ერთად დაბრუნდა.
-გისმენთ ექიმო,მეძახდით.
-რომელ საათზე აუღე გარდაცვლილს სისხლი.
-დღეს დილით უზმოზე,როგორც ყოველთვის 6-ზე ექიმო.
-ციცო ბევრი რამ გაპატიე და თუ ხვდები რომ ადამიანის მკვლელობაზე ვსაუბრობთ,ამჯერად შენ გამოდიხარ მკვლელი.გიჩივლებ ცილისწამებისთვის თუ არ მეტყვი ვისი დავალებით ატეხე ეს აურზაური და აჟიოტაჟი,არც კი შემეკითხე ისე მიეცი ინტერვიუ ჟურნალისტებს.
-ყველაფერი წინ გიდევს და ნახე,კარგად წაიკითხე.
-ტყუი,ცრუობ ურცხვად და ყველას ცილს გვწამებ.ფეხზე წამოდგა ნინო და ციცოს წინ დადგა,ციცომ ზიზღით სავსე თვალებით შეხედა ნინოს და დაუსისინა.
-დამიმტკიცე რომ ვცრუობ ჭიაყელა.
-დაგიმტკიცებ,აი ეს ნახე და კარგად დააკვირდი რომელ საათზე არის აღებული გარდაცვლილის სხეულიდან ბოლო ანალიზისთვის სისხლი.ციცომ ჯერ ნინოს ხელში არსებულ ქაღალდებს შეხედა,შემდეგ ისევ ნინოს და ბოლოს ექიმს მიუბრუნდა.
-დიდი იმედი მაქვს გუშინდელ მოსულ ექიმთან არ მიადარებ ჩემს აქ მუშაობას და გამოცდილებას,სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო ექიმო.
-შენი ქმედებით დავრწმუნდი რომ ნინო მართალია,შენი დანახვა არ მინდა და დღეიდან სამუდამოდ დატოვებ აქაურობას,თომა ამჯერად შენ დაწერ საჩივარს ცილისწამებისთვის,დამნაშავემ სახალხოდ უნდა მოიხადოს ბოდიში საავადმყოფოს შელახული პრესტიჟისთვის და არა მარტო ეს,ბოდიშს მოუხდი ყველას დამლაგებლიდან დაწყებული მთავაქრი ექიმით დამთავრებული.დღეიდან კი განთავისუფლებული ხარ,შენი ნივთები ჩაალაგე ეს დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა.
-გიღირდა ამად ეს ყველაფერი? ასე ბევრი გადაგიხადეს? უთხრა ნინომ და ციცოს გაეცალა.
-როგორც იქნა შენგან დავისვენებთ,ციცო ისევ შენი აჩქარებით და დაუფიქრებელი საქციელით შენს თავს ავნე.
-თავიდან მომწყდი.შეუღრინა თომას და თეთრი ხალათი გაიხადა.ნინო ჯერ არ მისულა და უკვე დაღლილი იჯდა თავის კაბინეტში,რომ კარზე კაკუნი იყო,თავი არ აუწევია ისე უპასუხა.
-მობრძანდით.კარი გაიღო და იქ გაღიმებული დედა იდგა.
-დედა? როგორ ხარ,რატომ ჩამოდი ხომ კარგად ხართ,.მამა?
-კარგად ვართ შვილო,მომენატრე.დედა-შვილი ერთმანეთს მოეხვია და ვერცერთმა ვერ შეამჩნია როგორი დიდი სიყვარულით უცქერდა მას მთავარი ექიმი,შემდეგ ჩაახველა და დედა-შვილის ტკბილი წუთები დაარღვია.
-მაპატიეთ ექიმო,არ ველოდი დედას და მოულოდნელმა სიურპრიზმა ძალიან გამახარა.
-მოვედი შვილო რომ შენთვის პირადად მეთქვა მადლობა,შენ დღეს გადაგვარჩინე,მაგრამ ვხედავ დაკავებული ხარ.
-არა,არა ახლავეს დავუბრუნდები ჩემს საქმეს.
-დღეს თავისუფალი ხარ,მე გიშვებ დედას მოეფერე და გაუმასპინძლდი.შემდეგ შეხედა განზე მდგარ ქერა ქალბატონს და უეცრად გულზე მიიდო ხელი,მაგრამ ქალს თვალს არ აშორებდა.
-დაუჯერებელია,ანა?
-ანდრეა? ეს,ეს შენ ხარ? ნინო გაოცებული უცქერდა ხან დედას და ხან მთავარ ექიმს და ორივეს თვალებში ცრემლი შეამჩნია.
-ანდრეა გაგლოევა წლებმა ვერ მოგდრიკა,ისევ ისეთი ხარ,ოდნავ ჭაღარა შეგპარვია თმაში.
-წლებმა შენი სილამაზე ვერ დაჩრდილა,ძნელი იყო ყველა ის წუთი რომელსაც უშენობა დაარქვი ანა.ეს ყველაფერი სიტყვით თქვა ადვილია,უშენობის ტარება ჩემთვის დიდი ტვირთი იყო და არის.ბევრი გრძელი გზა გავიარე უშენოდ,შენს გარეშე და წინ კიდევ გრძელი გზაა,რომელსაც დღესაც კენტად მივუყვები,შენ კი ვხედავ რამხელა შვილი გყავს,ძალიან მალე ოჯახი შეგიქმნია და ბედნიერი დედა ხარ,ექიმი შვილი გყავს.
-ღმერთო ძალა მომეცი.ჩურჩულით თქვა ანამ და ანდრეას შეხედა.
-დედა,კარგად ხარ?
-კარგად ვარ შვილო.
-მაშინ ამიხსენი რა ხდება და საიდან იცნობთ ერთმანეთს შენ და ბატონი ანდრეა.
-შვილო.......................
-ნინო გთხოვ მარტო დაგვტოვე მე და დედა,გთხოვ.
-მაგრამ მე კითხვაზე პასუხი მჭირდება.
-გთხოვ ნინო.
-ექიმო.....................
-მეც რამდენიმე კითხვაზე მაქვს პასუხი მისაღები,რამდენიმე წუთი დაგვტოვე მარტო.
-კარგი,აქვე ვიქნები.ნინო გავიდა,ანდრეა ანას მიუბრუნდა და უთხრა.
-რატომ დამიმალე,რატომ არ მითხარი სიმართლე.
-როგორ გაიგე,როდის.
-დღეს გავიგე,ახლა ეს წუთია უკვე დამიდასტურე ჩემი ეჭვებნი.
-ნინომ არაფერი არ იცის,გთხოვ არ უთხრა ჯერ-ჯერობით.რ
-როდის უნდა გაიგოს სიმართლე.
-მე თავად დაველაპარაკები,ადვილი არ იქნება მაგრამ უნდა შევძლო.
-ვიცი წარსულის დაბრუნება შეუძლებელია,მაგრამ მომავალი წინ გვაქვს.ახლა კი მითხარი რატომ დამტოვე,რატომ წადი ყველაფრის აუხსნელად,რა იყო შენი წასვლის მიზეზი.
-შენგან წასვლის მიზეზი ისევ შენები იყვნენ, დედაშენი და შენი და.ნათელში იყოს მისი სული,გარდაცვლილზე აუგის თქმა დიდი ცოდვაა,მაგრამ მან დაგვაშორა ერთმანეთს ანდრეა.
-დედამ და ჩემმა დამ? დედა კარგი,მაგრამ მე და არ მყავს,მე დედისერთა შვილი ვარ ანა.
-იმ დღეს ერთმანეთს უნდა შევხვედროდით,მაგრამ რამდენბიმე საათით ადრე დედაშენი და ჩვენი ასაკის გოგონა მოვიდა,მითხრა რომ შენი და იყო,მაგრამ ისიც მითხრა,რომ საქორწილოდ ემზადებოდი.
-საქორწილოდ,მე?
-ფოტოებიც მაჩვენა ნიშნობის,ბედნიერი იდექი პატარძლის გვერდით როცა თითზე ბეჭედს უკეთებდი.
-თითზე ბეჭედი გავუკეთე მე ვინმეს? მერე სად არის ის ჩემი დანიშნული ქალი, ანა მე არასოდეს დავქორწინებულოვარ,მახე დაგიგეს და ასე დაგვაშორეს ერთმანეთს.
-როცა წავედი აქედან მივხვდი რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იყო,გამეღიმა და გულში ვთქვი,რომ ჩემს შვილს თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად გავუფრთხილდებოდი.მშობლებმა გარეთ გამაგდეს,დავრჩი მარტო,სულ მარტო არაფლის გარეშე და მოულოდნელად გაჩნდა ფრიდონი ჩემი ახლო მეგობარი.დაქორწინება შემომთავაზა და მეც არჩევანის წინაშე დავდექი,უნდა ამერჩია ან ოჯახი ან საერთოდ არაფერი და ქუჩაში ვყოფილიყავი.დავქორწინდით,საცხოვრებლად ცალკე გადავედით და მან ჩემი შვილი შვილად მიიღო,გვარი მისცა და მამობა გაუწია.
-არ გსაყვედურობ ანა მეც დავაშავე,გავბრაზდი იმ საღამოს რომ არ შემხვდი და არ დავინტერესდი რა მოხდა,რატომ არ მოდი.არ მოგძებნე და სიმართლეს თვალებში არ ჩავხედე,ეს ჩემი ყველაზე დიდი დანაშაულია.

-დემეტრე ოპერაციაზე შევდივართ,თავისუფლად იყავი და კონცენტრაცია მხოლოდ პაციენტისკენ გქონდეს.
-შევეცდები.
-არ შეეცდები დემეტრე ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც ადრე,გესმის?
-ჩემს გვერდით დადექი.
-შევდივართ,ოპერაცია იწყება.საოპერაციოში შევიდნენ და თეონამ პაციენტის მდგომარეობა იკითხა.
-როგორ არის,წნევა ნორმაშია?
-ნორმაშია,შეგიძლიათ დაიწყოთ.დემეტრემ დანა აიღო ხელში და პაციენს საჭირო ადგილზე დაუსვა,მტკიცედ იდგა,მაგრამ ბოლოს მარცხენა ხელმა დაუწყო შეუმჩნევლად კანკალი,ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ თეონამ შეატყო და უთხრა.
-გააგრძელე,ყურადღება მხოლოდ პაციენტზე გადაიტანე,სულ ცოტაც და დასრულდენა.
-თეონა შემომეშველე.
-როგორ ვართ,წნევა როგორაა გავაგრძელოთ? იკითხა თეონამ და ექთანის შეშინებული ხმაც გაისმა.
-წნევა ეცემა,ძალიან დაბალია პაციენტს ვკარგავთ.
-არ შეჩერდე დემეტრე გააგრძელე,გააგრძელე. მკაცრი იყო თეონას ხმა და დემეტრემ თეონას დახმარერბით ოპერაცია ბოლომდე მიიყვანა.
-დასრულდა,მადლობა თეონა.
-არასოდეს შეგეშინდეს,იცოდე თუ ერთხელ იგრძენი შიში მას ვეღარ განდევნი შენგან,გესმის?
-მესმის და მადლობა.დემეტრე დაღლილი დაბრუნდა და ელენე შეხვდა მას თვალებდაწითლებული.
-რა მოხდა,იტირე? რატომ, შეგეშინდა?
-მე კომპიუტერი ვნახე და მაპატიე,წავიკითხე რასაც წერდი.
-წაიკითხე? მერე,რა დასკვნა გამოიტანე როგორც მომავალმა ექიმმა.
-დემეტრე ვიცი გაბრაზდები რა შენი საქმეაო მეტყვი,მაგრამ მე უკან არ დავიხევ,ჩემს ერთ ახლო მეგობარს დაველაპარაკე ამერიკაში.
-მერე?
-შენს დაუკითხავად გადავუგზავნე შენი ანალიზებიც რაც აქ გქონდა და მითხრა,რომ აჩვენებს მის კოლეგას და პასუხსაც მომწერს ან დამირეკავს.
-როგორ დაგირეკავს,შენ ხომ არც ტელეფონი გაქვს და არც კომპიუტერი.
-მაქვს სოციალური ქსელი და ჩემი გვერდიდან გადავუგზავნე.
-არ გაგიბრაზდები,დაელაპარაკე ვნახოთ რას გვეტყვის.ელენემ ისევ გახსნა თავისი პროფილი,უამრავ შემოსულ წერილს გვერდი აუარა და ერთ ფოტოზე შეჩერდა,დემეტრე კი გაოცებული უცქერდა ნაცნობ ფოტოს.
-აქ ხარ,შემიძლია დაგირეკო?
-მშვიდობა შენს გამოჩენას,კი დამირეკე სახლში ვარ.წერილიც წაიკითხცა და ზარის ხმაც გაისმა.
-როგორ ხარ ელენე.
-ეს შენგან მოცემულ ინფორმაციაზე არის დამოკიდებული როგორ ვიქნები,გისმენ მეგობარო.
-მაშ ასე,რაც ამ ანალიზებში წავიკითხე ეს იშვიათი დაავადებაა და მას ,,თეთრი კანტუზია'' ჰქვია.
-იმედი? არის იმედი,ღირს გასარისკად რომ ჩამოვიდეს?
-როგორც გავიგე შეამჩნია თუ არა ანალიზები აიღო და ვფიქრობ ახალი შემდგარია და ჯერ არ არის გართულებული,ამიტომ რაც მალე ჩამოვა და მკურნალობას დაიწყებს მით უკეთესი.
-მადლობა,ძალიან დიდი მადლობა მეგობარო.
-თუ წამოსვლას გადაწყვიტავთ გამაგებინეთ
-აუცილებლად,მადლობა კიდევ ერთხელ.
-თავად პაციენტს შემიძლია დაველაპარაკო?
-კი აქ არის,დემეტრე დაელაპარაკები? დემეტრე კომპიუტერის წინ დაჯდა და გაუღიმა კლერის.
-გამარჯობა ძველო მეგობარო.
-მეგობარო? თქვენ იცნობთ ერთმანეთს? თვალებგაფართოვებულმა შეხედა დემეტრეს ელენემ.
-დემეტრე? ეს შენ ხარ პაციენტი?
-მე ვარ კლერი.
-საიდან იცნობთ ერთმანეთს.შეეკითხა ელენემ და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-ჩვენ ერთად გავიზარდეთ ელენე და ქუთაიში გვერდი-გვერდ ვცხოვრობთ,ასე რომ შენ მე მეგობარი მაპოვნოინე,დაკარგული მეგობარი.
-დემეტრე გელოდები,არც კი დაფიქრდე მალე წამოდი,იცოდე შემომაკვდები ხელში.გათიშა კომპიუტერი და დემეტრე ელენეს მიუბრუნდა.
-ელენე მე თუ გადავწყვიტე წასვლა ჯერ არ ვიცი,მაგრამ თუ წავედი შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.
-მეეე? მე რატომ.
-შენ იმიტომ,რომ მკურნალობის კურს გაივლი და სწავლას გააგრძელებ.გინდა ასეთი ნიჭი რაც შენში დევს,დაკარგო? არა,ამის უფლებას მე არ მოგცემ.
-დავფიქრდები,არ ვიცი დემეტრე როგორ გადავწყვიტო.
-მაშინ მეც დავფიქრდები,არ ვიცი წავალ თუ არა.
-დემეტრე რა გჭირს.
-ელენე ხვდები რომ ბავშვივით გავჯიუტდით ორივე?
-შევამჩნიე.თქვას ელენემ და სიცილი აუვარდა,დემეტრე კი იდგა და უცქერდა.
-გიხდება სიცილი,პირველად შეგხედე ასე გულიანად რომ იცინი.
-ყოველთვის მხიარული ვიყავი.
-გთხოვ დაიბრუნე ელენე შენი ძველი სახე.
-დემეტრე პირობა მოგეცი და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ.დემეტრე ახლოს მივიდა ელენესთან და თვალებში ჩახედა,თითქოს ელენეს თვალები მისკენ იხმობდნენ,მისი სიღრმისკენ მიიწევდა მისი გონება.
-არ დაიჯერებ,მაგრამ შენს თვალებში ჩემს თავს ვხედავ,ელენე გრძნობებით მიგებ მახეს? მახე რომელშიც რამდენიმე თვეა ჩემი გული გაება და სულიც შეიპყრო
-რას ამბობ, დემეტრე ეს შეუძლებელია.
-გითხრა რას ვამბობ გაგიმეორო? იმას ვამბობ რასაც გული მკარნახობს.რატომ არის შეუძლებელი ელენე,ამიტომ ხარ დაძაბული რომ შეუძლებელია? არ აღიქვამ სერიოზულად რასაც ვამბობ? შეუძლებელი არაფერია გული შენსკენ მოდის,მეუბნება რომ არ გაგიშვა და სულ ახლოს მყავდე.ელენე ვერაფერს ამბობდა და მხოლოდ თვალებში უცქერდა დემეტრეს,დემეტრემ ორივე ხელით მისკენ მიიწია ელენე და ფრთხილავ შეეხო მის აკანკალებულ ბაგეებს.
-დემეტრე..............
-გაჩუმდი ელენე.
-დემეტრე ეს,ეს შეცდომაა.
-ვიცი,მაგრამ სასიამოვნო შეცდომაა.რაც ამ სახლში შემოდი ყველგან შენი სუნია და მეც შენი სუნით გაბრუებული დავდივარ.
-დემეტრე გთხოვ.........
-ელენე შავშიშვილო გაჩუმდი და მომეყრდენი,ამ წუთებს ნუ გააფუჭებ უაზრო ფიქრებით.
-ღმერთო შენ მიშველე. ჩაიბუტბუტა ელენემ და დემეტრეს თვალებში ჩახედა,სულ ცოტა ხანში ორივე საწოლში აღმოჩნდა.განსაკუთრებული და სულ სხვა გრძნობით გათენდა დილა,ელენემ როგორც იქნა თავი დაიხსნა დემეტრეს მკლავებიდან და ღრმად ამოისუნთქა,დემეტრემ ცალი თვალით შეხედა და ისევ თვალდახუჭულმა უთხრა.
-რატომ ხვნეში,რა გაწუხებს არ გიხარია ლამაზად რომ გათენდა? ამიერიდან ყველა დილა მაგარია, რომელიც ერთად გაგვითენდება.ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია გულწრფელი სიყვარულის, საიმედო დასაყრდენების და შინაგანი სიძლიერის გარდა.
-დემეტრე...................
-დემეტრე ახლა უნდა ადგეს,შენ იყავი ჯერ ადრეა შენთვის მე უნდა წავიდე,საღამოს არაფერი არ გააკეთო გარეთ გავიდეთ და გარეთ ვივახშმოთ,თან მინდა შენთან სერიოზულად ვისაუბრო.
-რაზე უნდა ვისაუბროთ დემეტრე.
-ახლა არ შემიძლია თქმა,ეს სიურპრიზია და მოდი სიურპრიზად დავტოვოთ.
-წავიდეთ მაგრამ რა ჩავიცვა, შენი სპორტულებით წამოვიდე? დემეტრემ გულიანად გაიცინა და ელენეს უთხრა.
-შეკვეთა მიღებულია,დღეს მინდა ჩემი გემოვნებით შეგმოსო.დემეტრე წავიდა,ელენე ნერვიულად გადი-გამოდიოდა და იმხელა სივრცეში ადგილს ვერ პოულობდა.საღამოს 6 საათი იყო დემეტრე რომ დაბრუნდა,ელენეს ჩანთა გადასცა და უთხრა.
-მაპატიე დამაგვიანდა,ჯერ გადაუდებელი ოპერაცია ჩავატარეთ,მერე წამოვედი და საცობში მოვხვდი,როგორც იქნა მოვაღწიე,ეს ჩანთა გამომართვი და რაც შეიძლება იჩქარე.ელენემ უხმოდ გამოართვა ჩანთა და ნახევარ საათში უკვე დემეტრეს წინ იდგა საოცრად ლამაზი ქალი,წარბი მაღლა ასწია მოწონების ნიშნად და უთხრა.
-წავედით?
-წავედით.კარი გააღო და გზა ელენეს დაუთმო,თავად შუქები ჩააქრო და კარიც ჩაკეტა.უხმოდ მიდიოდნენ,მხოლოდ ერთხელ გადახედა ელენეს რომელიც დაძაბულად იჯდა და უთხრა.
-როგორც ყოველთვის ქალები მომზადებას დიდი დროს ანდომებენ,ასეთ მცირე დროში და ასეთი შედეგი? არ ველოდი.
-მიყვარს ბუნებრივობა ყველაფერში და უფრო ჩემს თავში.
-ძნელია არ დაგეთანხმო,მოვედით.ელენემ გაოცებულმა მოათვალიერა გარემო და თქვა.
-რა სილამაზეა,აქ არასოდეს არ ვყოფილვარ.დემეტრეს ჩაეღიმა,ელენემ კი დაღონებულმა უთხრა.
-ალბად მეტყვი,სად გქონდა დრო შენ სილამეზე აღგექვა და ასეთი ადგილები დაკვირებით გენახაო.
-მსგავსი არაფერი არ მიფიქრია,ეს შენი ტვინიდან წამოსული შენივე ფანტაზიებია და მე ნუ გამრევ, გთხოვ.
-კარგი ნუ ბრაზობ,მივხვდი რომ გადავაჭარბე.
-კარგია რომ დროულად მიხვდი,ახლა წამოდი.ელენემ ხელმკლავი გაუკეთა დემეტრეს და ამაყად გაიარა უამრავი ცნობისმოყვარეთა შორის,ულამაზეს წყვილს ყველა უცქერდა.
-დემეტრე სად ვართ,ყველა ჩვენ გვიყურებს.
-გვიყურონ,რა რამეს ვაშავებთ? ისევ გაეღიმა დემეტრეს და თავიანთ მაგიდას ღიმილით მიუახლოვდა და ჯერ ელენეს გამოუწია სკამი დასვა და შემდეგ თავად დაიკავა მისი ადგილი.ნერვიულობდა,მაგრამ ელენეს შეხედა და უთხრა.
-ელენე რამდენი დროა გასული რაც ჩემს სახლში ცხოვრობ.
-ალბად 5 არა 6 თვეა გასული,რატომ მეკითხები დემეტრე.
-სწორია და მთელი ეს დრო,შენი მეგობრები მითვალთვალებს
-ჩემს გამო, ისინი დაუნდობლები არიან დემეტრე.
-მართალია,შენს გამო,მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა.
-სხვაგვარად? როგორ,სხვაგვარად.
-შენი მეგობრები წინააღმდეგი არ არიან ჩემს სახლში რომ ხარ,ჩემს გვერდით.ისინი ცდილობენ დამიახლოვდნენ და ჩემს სახლში შემოვიდნენ,ჩემს სიახლოვეს იყვნენ და ფიქრობენ რაშიდაც დარწმუნებული ვარ,რომ ჩემგან მიიღონ ის რაც მათთვის ძნელი მოსაპოვებელია.
-დაუჯერებელია.
-რატომ ეს მათი რეალობაა და სიმართლეა,მაგრამ როგორც იცი მე გადავწყვიტე საზღვარგგარეთ წავიდე და მარტო არა,შენთან ერთად წავალ ელენე.
-მეეე? შენთან ერთად მეც წამოვიდე? მეგონა ამას სერიოზულად არ ამბობდი დემეტრე.
-მე როცა რამეს ვამბობ,იმიტომ ვამბობ რომ ასე მინდა იყოს როგორც ვამბობ,რას ჰქვია არ მიიღე სერიოზუილად ის რაც გითხარი,გგონია მე შენთან ერთი ღამე გავატარე და ამით დასრულდა ყველაფერი?
-არა,მაგრამ.................
-არანაირი მაგრამ არ არსებობს,თუ გინდა ბოლომდე განიკურნო ჩემი გადაწყვეტილება უნდა მიიღო,უარის შემთხვევაში მე წავალ და შენ კი ისევ იმ სიბინძურეში აღმნოჩნდები.
-ისინი არ მომეშვებიან,სადაც არ უნდა წავიდე მიპოვნიან.
-გითხარი რომ მე შენს გვერდით ვარ და ჩემთან ერთად ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
-ეს დროებით არის,მაგრამ........
-მაინც მაგრამ,მაგრამ რომ დროებით არაფერი არ იყოს,ამიტომ რას იტყვი ჩემი ცოლი რომ დაგარქვა და იყო დემეტრე ნადირაძის ქალი სამუდამოდ.
-დემეტრე ეს,ეს მართლა გინდა გააკეთო?
-შენ? შენ არ გინდა ასე მოხდეს? რას ნიშნავს ან როგორ მივიღო შენი გაოცებული და ცრემლებით სავსე თვალები,დადებითად თუ უარყოფითად?
-რომ გითხრა, რომ არ ვოცნებობდი ამ წუთებზე ტყუილი იქნება და არ მინდა მოგატყუილო.
-დათანხმდიიიიი,დათანხმდიიიიი,რას ელოდები დათანხმდიიიი.
-ნუ ალოდინებ, დათანხმდიიიი.გაისმა უეცრად ხალხის ხმა და ყველა ფეხზე იდგა,ელენეს თანხმობას ელოდნენ,დემეტრე კი იდგა და ელენეს დაბნეულ,დამფრთხალ თვალებზე ეცინებოდა.ელენემ ყველას ღიმილით გადახედა,ორივე ხელები სახეზე მოისვა,ღრმად ამოისუნთქა და დემეტრეს შეხედა ღიმილით,ფეხზე წამოდგა დემეტრეს მიუახლოვდა და უთხრა.
-თანახმა ვარ.
-თანახმაა,დამთანხმდა გესმით? ის თანახმაააა.იყვირა დემეტრემ და ბეჭედიც გაუკეთა,მაგრამ სიხარული აქ არ დასრულებულა ხალხის ბრბოს რომლებიც ფეხზე იდგა და ახალ შექმნილ წყვილს ტაშს უკრავდა თეონა,ნინო და ალექსანდრე გამოეყო და მათ მიუახლოვდათ.
-ნინო? ალექსანდრე თქვენც აქ ხართ? როგორ გამახარეთ თქვენი მოსვლიოთ.დემეტრე დიდი ხნის უნახავ მეგობრებს გადაეხვია და თეონას მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა,მარცხენა ხელი გაუწია და უთხრა.
-დაარტყი,ჩვენ საუკეთესოები ვართ.
-ეს ჩვენი დემეტრე ექიმი არ არის? მოესმა დემეტრეს და გვერძე გაიხედა,ნაცნობი ვერავინ შეამჩნია,მაგრამ მას ღიმილით მიუახლოვდა ასაკოვანი წყვილი
-თქვენი სახით მივხვდი რომ ვერ მიცანით ექიმო,თუმცა არ მიკვირს,თქვენ ჩემისთანა პაციენტი უამრავი გყავთ შეუძლებელია ყველა დაიმახსოვრო.
-თქვენ,თქვენ გამახსენდით ძია მირზა ძალიან მიხარია ისევ თქცვენი ნახვა.
-გილოცავ შვილო,ეს წუთები დაუვიწყარი წუთებია ადამიანის ცხოვრებაში,მინდა ბედნიერები იყოთ.
-როგორც ვხედავ ისევ ბიზნესით ხართ დაკავებული,თქვენს საქმეს აგრძელებთ.
-ვაგრძელებ შვილო,მაგრამ ჩემს შემდეგ ვინ გააგრძელებს ეს აღარ ვიცი.ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,ძალიან გამახარებ თუ შემეხმიანები.
-აუცილებლად შეგეხმიანებით,მხოლოდ გარკვეული დრო გასვლა მომიწევს ქვეყნიდან,დავბრუნდები თუ არა აუცილებლად გინახულებთ.
-დაგელოდები შვილო,დაგელოდები.ელენეს თეონა მიახლოვდა,გადაეხვია და უთხრა.
-ელენე ძალიან ბედნიერი ვარ დემეტრეს რომ ასეთ ბედნიერს ვხედავ,მისი ბედნიერება მეც მაბედნიერებს.მხიარული საღამო მხიარულადვე დასრულდა,დემეტრე მეორე დღიდან შეუდგა გასამგზავრებელ საბუთებზე მზადებას,ერთ დილით დემეტრემ ელენეს საუბარი გაიგონა და გაოგნებული იდგა.
-გისმენთ,დიახ მე ვარ.სად გინდათ რომ შეგხვდეთ?
-???
-კი,კი მოვალ აუცილებლად.ელენე ჯერ ფიქრობდა და გადაწყვიტა ისე წასულიყო დემეტრესთვის არაფერი ეთქვა და უცნობის მიერ გაგზავნილ მისამართზე წავიდა.
-ელენე მე გავდივარ,საღამოს არ ვიცი დავბრუნდები თუ არა და კარებები დაკეტე.
-კარგი,დავკეტავ კარებებს.დემეტრე წავიდა,მაგრამ ელენეს დაელოდა და ელენეც გამოვიდა ტაქსი გააჩერა და წავიდა,დემეტრე უკან შეუმჩნებვლად გაყვა,მაგრამ გზაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და დემეტრე ხეს შეასკდა,შეჯახება ძალიან ძლიერი იყო,თვითმხილველებმა სასწრაფოს დაურეკეს და დემეტრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.ელენე კი უცნობის მიერ მიცემულ მისამართზხე მივიდა და იქ საოცრად დახვეწილი და ელეგანტურადფ ჩაცმული ქალი დახვდა.
-ნუთუ მართლა გგონია დემეტრე სადაც წავა თან წაგიყვანს და ისიც საზღვარგარეთ? არ გგონია და არ ფიქრობ,რომ ოცნების კოშკებს ნაადრევად აგებ?
-თქვენ ვინ ხართ,ან რატომ გაწუხებთ ეს ფაქტი.იცით? მე ძალიან ბევრი რამ გადავიტანე და როგორმე თქვენი გაფრთხილების გარეშეც გადავიტან ტკივილს,ეს ტკივილი თუნდაც დემეტრესგან იყოს მოყენებული რაშიდაც არ ვარ დარწმუნებული,ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
-დემეტრესგან თავი შორს დაიჭირე,მე გაგაფრთხილე.
-რომ არ მივიღო თქვენი გაფრთხილება?
-ეს თქვენს თავს დააბრალეთ.
-თქვენ ვინ..................................წინადადება ვერ დაასრულა,რომ ელენეს ტელეფონმა დაურეკა.
-გითხარი,უკვე შენს ძებნაშია შენი შეყვარებული,არ უთხარი სადაც მოდიოდი? ეს არ უნდა დაგეფიცათ მისთვის,უნდა გეთქვა.
-გისმენ დემეტრე.
-დემეტრე არ ვარ,თეონა ვარ.
-თეონა? დემეტრეს ტელეფონი შენ რატომ მირეკავ,რა მოხდა თეო.
-სასწრაფოდ საავადმყოფოში მოდი ელენე,დემეტრე სერიოზულად დაშავდა ავტო საგზაო შემთხვევაა.
-რაააა? მოვდივარ,რამდენიმე წუთში მანდ ვარ.
-რა მოხდა,დემეტრეს რა შეემთხვა.
-დემეტრეს რაც შეემთხვა,თქვენი ბრალია და ილოცეთ რომ კარგად დასრულდეს ყველაფერი.



№1 სტუმარი სტუმარი მაყვალა

ძალიან გამახარეთ მზია საინტერესოა და გელოდები გაგრძელებას გეფერე

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაყვალა
ძალიან გამახარეთ მზია საინტერესოა და გელოდები გაგრძელებას გეფერე

მადლობა ქალბატონო მაყვალა არ დავაგვიანებ მეორე თავს,ხვალ დავდებ. kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი იაკო
ძალიან კარგია მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

heart_eyes მადლობა,არ დააგვიანდება მომდევნო თავსაც. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან საინტერესოა ქალბატონო მზია, მოვლენებიც კარგი ტემპით ვითარდება, დახვეწილი წერის მანერა, ერთი სიტყვით ძალიან კარგია.

მაგრამ ერთი დეტალი- ,,ბუმერანგ,,-ს ველოდები ძალიან, იქნება თუ არა? და თუ იქნება დაახლოებით როდის?

 


№6  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
ძალიან საინტერესოა ქალბატონო მზია, მოვლენებიც კარგი ტემპით ვითარდება, დახვეწილი წერის მანერა, ერთი სიტყვით ძალიან კარგია.

მაგრამ ერთი დეტალი- ,,ბუმერანგ,,-ს ველოდები ძალიან, იქნება თუ არა? და თუ იქნება დაახლოებით როდის?

open_mouth გადავიკითხავ თავიდან და იქნებ შევძლო მისი ბოლომდე მიყვანა,მეც არ ვიცი რატომ ვეღარ ვწერ. kissing_heart

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

zia-maria
სტუმარი მანანა
ძალიან საინტერესოა ქალბატონო მზია, მოვლენებიც კარგი ტემპით ვითარდება, დახვეწილი წერის მანერა, ერთი სიტყვით ძალიან კარგია.

მაგრამ ერთი დეტალი- ,,ბუმერანგ,,-ს ველოდები ძალიან, იქნება თუ არა? და თუ იქნება დაახლოებით როდის?

open_mouth გადავიკითხავ თავიდან და იქნებ შევძლო მისი ბოლომდე მიყვანა,მეც არ ვიცი რატომ ვეღარ ვწერ. kissing_heart

გელოდებით, მადლობა წინასწარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent