ბრძოლა სიცოცხლისათვის თავი 1
"ყველაფერი არც ისეთი ადვილია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყოველთვის ყველაფერი ისე არ წარიმართება ხოლმე როგორც ეს, ჩვენ, ადამიანებს, გვგონია. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, იმის მიუხედავად თუ რა გვინდა ჩვენ. დღესაც თითქოს არაფრით გამორჩეული დღე ჩავამთავრე. თითქოსდა ეს დღეები ერთმანეთს გავს, ყოველ დილით ადგომა უაზროდ ძიება რაღაც ახლის მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ არაფრით განსხვავებული დღე მიილია. ისევ ისე დილით ადრე ადგომა, საუზმეზე მხოლოდ ყავა, მომზადება და სამსახურში წასვლა. სამსახური კი ისეთი მაქვს ათას ადამიანთან მიწევს შეხვედრა, ყველას კი თავისი გასაჭირი აქვს, ზოგი სიხარულით მიდის მაგრამ ზოგი ადამიანის გულმოკლულ სახეზე მეც გული მიკვდება. დიახ მე ექიმი ვარ და მიწევს არც თუ ისე კარგი ამბების შეტყობინება ჩემი პაციენტებისთვის. უკვე დაახლოებით მესამე წელია თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვცდილობ დავამარცხო ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე დაავადება - სიმსივნე. რატომ მაინც და მაინც ონკოლოგიური? წლების წინ დედა დამეღუპა იმავე მიზეზით, სწორედ მაშინ გადავწყვიტე რომ ამ საშინელი დაავადების დამარცხებაში სხვებს მაინც დავეხმარებოდი, დედას შემთხვევაში ეს არ გამომივიდა. ამ სამყაროში სრულიად მარტო დავრჩი, სრულიად მარტო. ამ ყველაფერს კი რასაც ახლა წარმოვადგენ ჩემი მძიმე შრომით მივაღწიე. დედის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ განათლება მიმეღო. როგორც დედას უნდოდა სწორედ ისეთი საამაყო შვილი ვარ ახლა, ყველაფერი ეს მისთვის გავაკეთე, ჩემზე ზედმეტს ვერავინ ამბობს ამის მიზეზი არავისთვის მიმიცია. ბავშვობიდან თავაუწევლად და თავდაუზოგავად ვმუშაობ და ჩემი შრომით მივიღე განათლება. განებივრებული მამიკოს გოგო არასდროს ვყოფილვარ, პირიქით ზოგჯერ ულუკმა პუროდაც კი ვყოფილვარ, მაგრამ როგორც იქნა ფეხზე დავდექი, დღეს წარმატებული ონკოლოგი ვარ." დღიურის წერა დავიწყე თავიდანვე გავანდე დღიურს ჩემი ბედკრული ცხოვრების შესახებ. ეს ჩემი პატარა ისტორიაა. ჩემი წარსული. ჩემი აწყმო და მომავალი კი ადამიანების დახმარებაა. აი ახლაც სამსახურისკენ მივდივარ, დღეს პაციენტს ველოდები, ახალგაზრდა ბიჭია რომელსაც ეს წყეული დაავადება სიცოცხლეს ართმევს. აი მივუახლოვდი კიდევაც ამ დაწყევლილ შენობას, ვინ იცის რამდენი ტირილი უნახავს ამ კედლებს ან რამდენი გულწრფელი ლოცვა, ანდაც გულწრფელი სიხარული, რას გაიგებ ადამიანი... ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული ისე მივაბიჯებდი ჩემი ოთახისკენ, გზად ჩემი ახალი პაციენტის ანალიზების პასუხები ავიღე. ის ის იყო ოთახთან მივედი რომ ვიღაცას შევეჯახე ყველა ფურცელი ძირს დამიცვივდა. - ცოტა ფრთხილად ვერ ივლი?! - ვიღაც იდიოტი ჩემს წინ ასვეტილიყო და ზედ დამყურებდა როგორ ვკრეფდი მიმოფანტულ ფურცლებს. მოთმინება დაკარგული წამოვდექი და ის ის იყო ჩხუბი უნდა დამეწყო როდესაც ბიჭის დალურჯებები შევამჩნიე რომლებიც ამაყად იყურებოდნენ მოშიშვლებულ ხელებზე. - მაპატიეთ არ მინდოდა... - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ჩემს ოთახში შევედი. ანალიზის პასუხები მაგიდაზე დავაწყვე თეთრი ხალათი მოვირგე და მაგიდას მივუჯექი. ანალიზების პასუხებს გადავხედე მათ მიხედვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემეძლო ბიჭს ლეიკემია ჰქონდა. ღრმად ამოვისუნთქე და დერეფანში გავედი. - ნინო ჩემი პაციენტი არ მოსულა? - ვიკითხე შემოსასვლელში. - კი სადღაც აქ იყო, გელოდებოდა... - კარგი თუ დაინახავ ჩემთან შემოუშვი. ნინოს ზურგი ვაქციე და ისევ ოთახში დავბრუნდი, ქაღალდებს მივუბრუნდი ისევ რაიმე საიმედოს ძებნა დავიწყე ანალიზის პასუხებში მაგრამ ჯიუტად ვერაფერს ვპოულობდი. კარებზე კაკუნი გავიგე თავი მაღლა ავწიე და სწორედ ის ბიჭი იდგა ჩემს წინ რამოდენიმე წუთის წინ რომ შევეჯახე. - მობრძანდით, დაბრძანდით. - ბიჭი უხმოდ თავდახრილი შემოვიდა ოთახში. - როგორ ხართ? - ვკითხე და ინტერესით შევხედე, ის კი ჯიუტად არ წევდა თავს მაღლა. - ეგ ახალი მოდაა ცუდი ამბის თქმის თუ რაშია საქმე ქალბატონო - ცოტა ხანს დადუმდა, მაგიდაზე დადებულ ბლანკს დააშტერდა თითქოს რაღაცას იხსენებდა.- მარიამ?! - მის ხმაში ზიზღის მეტი არაფერი იკითხებოდა. - იქნებ ცოტაოდენი პატივისცემა გამოგეჩინათ? - სწრაფად მითხარით რა მჭირს, ნამდვილად არ მაქვს იმის დრო აქ ვიღაც გოგოსთან ვიჭორავო. - მის ხმაში აშკარა უინტერესობა და გაღიზიანება იგრძნობოდა. ხოლო თვითონ კი ტელეფონში რაღაცას ჩაჰყურებდა. - დავიჯერო ასე უინტერესოა თქვენთვის თქვენი ჯანმრთელობა ? - ხმაში გაბრაზება ვერ დავმალე. - მომისმინე პატარა ქალბატონო, შენ არავინ გკითხავს ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი და რა არა! და თუშეიძლება თქვენი საქმე გააკეთეთ და ანალიზების პასუხები მითხარი!- ისევ ისეთივე ზიზღი იყო მის ხმაში. - თქვენ, თქვენ... ნუ ჩვენ თუ ვიმკურნალებთ ყველაფერი მოგვარდება, უბრალოდ რამოდენიმე ანალიზის აღება დაგვჭირდება, არ მოგატყუებთ და საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება ეს ყველაფერი... - იქნებ ცოტა გარკვევით მითხრათ რაშია საქმე. - ხმაში ანერვიულება შეეტყო. - თქვენ - ფეხზე წამოვდექი მის წინ ჩავიმუხლე - ლეიკემია გაქვთ... - ამის თქმისას პირველად შემომხედა თვალებში, საოცრად ლამაზი ლურჯი ფერის თვალები, რომელიც ახალი ამბის გაგებისას საგრძნობლად გაუმუქდა... თვალებში ცრემლები ჩაუდგა მაგრამ ამაყად არ ტიროდა მაგრად იჯდა, ხმასაც კი არ იღებდა, აღარც კი უხეშობდა. - კარგად ხართ? წყალი ხომ არ გინდათ? ბიჭი უცებ ადგა მეც ამაყენა და ძლიერად შემომხვია ხელები. ძალიან მოულოდნელი იყო მისი ეს ქმედება, ასე გაშეშებული ვიდექი და შევყურებდი ერთ წერტილს, ის კი უფრო და უფრო მაგრად მხვევდა ხელებს. მეც ცოტახანში გონს მოვეგე და ხელები მაგრად მოვხვიე.. და გაუაზრებლად დავიწყე მეც მასთან ერთად ტირილი. ხელები ნელ-ნელა ვუშვი თვალებში ჩავხედე, უდიდესი ტკივილი იყო მის თვალებში... მეც ასეთი ტკივილი დედაჩემის გარდაცვალების მერე არ მიგრძვნია... მისი სახე ხელებში მოვიქციე - მისმინე ყველაფერს შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, შენ კარგად იქნები გესმის? ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ მოგარჩენ დედის საფლავს გეფიცები მოგარჩენ! - ის კი უბრალოდ თვალებში მიყურებდა და ნელ ნელა წყნარდებოდა. არ ვიცი ამდენი რამ როგორ რანაერად მაგრამ ამ ბიჭის გადარჩენა მინდოდა მე ეს მჭირდებოდა, მე ის აუცილებლად უნდა გადავარჩინო. მისი სიცოცხლე უნდა გადავარჩინო. ამ ფიქრებში ვიყავი როცა მოულოდნელად ისევ ჩამეხუტა... ასე ძალიან დიდხანს ვიდექით შემდეგ? შემდეგ კი უბრალოდ თვალებიდან ცრემლები მუშტებით მოიწმინდა, ანალიზების პასუხები მუჭში მოკუჭა და ჩემი კაბინეტი სირბილით დატოვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.