შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული წლები !2!


21-08-2019, 22:00
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 699

თავი 2
საკუთარ კაბინეტში, ღია ფერის ტყავის სავარძელში იჯდა ახალგაზრდა ფსიქოლოგი, მის წინ მჯდომ გოგგონას თვალებში უყურებდა და ტირილს ძლივს-ძლივობით იკავებდა. ერთ დროს თვითონაც ასე იჯდა ფსიქოლოგის პირისპირ, ყვრბოდა თვის ამბავს და ემოციებისგან იცლებოდა. ტირილი, ეს ხომ ყველაზე დიდი შვებაა წყენის, გაბრაზებისა და სულში გამეფებული ტკივილის ჩასაცხრობად. ყელშ გაჩხერილი ბურთისაგან გათავისუფლება და თვალებში ჩამდგარი ცრემლების გადმოღვრა, ცრემლები, ეს ხომ ჩვენს სხეულშ გამეფებული სევდაა მარილიან სითხედ ქცეული რომელიც მუდან გარეთ გამოსვლას ლამობს. ებრძვის ორგანიზმს, გულსა, თავმოყვარეობას
და ბოლოს მაინც უმკლავდება თვალის ჯებირებს ჯარიკაცებივით რომ სდარაჯობენ ცრემლებს. ჩვენი თვალებიდან გადმოსული სულის ტკივილი ასველებს წამწამებს, აწითლებს თვალი გარს, ლოყებს, ცხვირის წვერს და ჩვენც აი ასე დაწითლებულუ სახითა და თვალებით ვპოვებთ შვებას. მაგრამ განა ყველას სჩვევია ტირილი? არა. მეცოდება ის ადამიანები ტირილი რომ არ შეუძლად რადგან პირადად მე სწორედ მასშ ვპოვებ შვებას. მაგრამ მეც ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს მძულს საზოგადოებაშ ცრწმლების ღვრა. რა ვქნა რომ ამას სისუსტედ მივიჩნევ? ძალიან რთულია გრძნობებს შიგნით, ჩვენს სულში დარჩენა ვუბრძანოთ, მაშინ როცა ღირსეულად ებრძვიან სხეულს,ესეც მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი გრძნობათა ჯიხურის გათავისუფლებისთვის. აი ასე ებრძოდა ცრემლებს და ყელში ჯიუტად გაჩხეეილ დიდ ბურთს ქალბატონი აბაშიძე. კიდევ ერთხელ მოუსმინა პაციენტის რთილ ისტორიას, დაამშვიდა და მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა. მხოლოდ მაშინ გაუთავისუფლა ცრემლებს გზა როცა სრულიად ცარიელ კაბინეტში დივანზე მოკუნტული აღმოჩნდა, სრულიად მარტო, სამარისებულ სიჩუმეში. დამძიმებულ გულს ლოდი მოხსნა, შწნობა დატოვა, შავ მერსედესში ჩაჯდა და სახლისაკენ მიმავალ გაზას დაადგა. კიდწვ ერხელ შეაღო დაცარიელებული სახლის კარი, იმ სახლის რომელშიც არავინ ელოდა, მაგრამ სადღაც იყო ის ვისაც მხოლოდ ეს ლამაზი ქალბატონი სჭირდებოდა, ის და არავინ სხვა. მაცივრის კარი გამოიღო, დაცარიელებული მუცელი მსუბუქი სალათით დააშოშმინა, ხილის წვენი მოსვა, თეფშები დარეცხა და მეორე სართულზე საკუთარი ოთახისკენ მიმავალ გზას ქუსლების კაკუნით გაუდგა. კიბეებზევე გაიხადა ფრხსაცმელები, ოთახში ლასლასით შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლშ ჩაესვენა. განა ისევ გრძნობდა 0ატარა სიცოცხლეს თავის სხეულში? არა. ეს სიცოცხლე გაყინული მიწის ქვეშ ეგულებოდა. განა ისევ ქმრის მკერდზე ედო თავი? არა. ცრემლებით გაჟღენთილ ბალიშზე,მონატრების, სიყვარილისა და სინანულის ცრემლებით.


გათენდა ახალი, კიდევ ერთი უხალისოდ დაწყებული დღე. დილაადრიან წამოდგა ფეხზე, გამოიცვალა და ბათუმის ბულვარში ჩვეულებისამებრ 1 საათი ისეირანა. სახლში დაბრუნებისთანავე აბაზანაში შეადგა ფეხი, გაიხადა და წყლის ნაკადს შეუშვირა თავი. ღმერთმა იცის რამდენჯერ გაჰყოლია წყლის წვეთებს აბაშიძის ცრემლები, ძლიერი ქალის რომელიც მხოლოდ მარტო, ოთხ კედელში გამოკეტილი ტიროდა,წლების წინ დაკარგულ შვილსა და ქმარს. რთულია მიწას მიაბარო ახლად დაბადებული შვილი რომლისთვისაც თვალიც არ მოგიკრავს და ქმარი რომელთანაც მთელი ერთი წელი ბედნიერად იცხოვრე. რთულია როცა ისიც არ იცი რომელ სასაფლაოზე დაიდეს ბინა საყვარელი ადამიანების ძვლება, ანდაც რა მნიშვნელობა აქვს იცი თუ არა. არა როგორ არ აქვს, ზუსტადაც რპმ აქვს, თითქოს სასაფლაოზე რომ განმარტოვდები მიწაში ჩფლულ გატყავებულ სხეულებთან რააცნაირად მათ სიახლოვეს გრძნობს, მიუხედავად იმისა რომ წყვდიადში დაკარგული სხეულები თვალის დახუჭვისთანავე დატოვა სულმა, დატოვა მარტოდ მარტო და გასახრწნელად გაიმეტა. აი ასე ღვთის ნებით სულმა სხეული მიატოვა და მიწას მიაბარა, თვითონ კი ცაში ღმერთთან ახლოს, საყვარელი ადამიანებაგან შორს უნებლიედ ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე, ამასაც თუ სიმშვიდე ჰქვია. გონებაში დალექილი საყვარელი მამაკაცის სილიეტი არასოდეს ტოვებდა ქალის სხეულს, სულსა და გულს, გრძნობდა მის სიახლოვეს, ან როგორ არ იგრძნობდა როცა მისი გულშ სამუდამო ბინა ჰქონდა დადებული. თვეების განმავლობაში საკუთარ სხეულშ მყოფმა არსებამაც მიატოვა, მხოლოდ რამდენიმე თვე გრძნობდა მის არსებობს, გრძნობდა, უყვარდა მთელი სულით, გულით და მთელი არსებით, ხშრად ეხებოდა თხელი თითებით გამობურცულ მუცელს, საყვარწლ მამაკაცთან ერთად არჩევდა სახელს, ტანსაცმელს, ოთახის ინტერიერს მუცელში მოკალაებული პაწაწუნა გოგონასავით. რული ფეხმძიმობა და ნაადრევი მშბიარობა, ნარკოზიდან გამოსული ქალის ყურს მოხვედირლი რამდწნიმე კოშმარული წონადადება, დედამთილის უემოციო, მკვლელი მზერა და იმ წამიდან დაწყებული ტანჯვა, ქალის სხეულს დასაკუთრებული უფერულ სუდარაში გახვეული სევდა, მონატრები, სიყვარული და ორგანიზმშ დაბუდებული სიკვდილის ჭინჭველები სუიციდისაკენ რომ უბიძგებდა, მანამ სანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაგა და ფსიქოლოგს არ მიმარა. სწორედ მაშნ მიხვდა რა სჭრდებოდა. ერთდერი ადამიანი ჰყავდა გამზრდელი მამიდა, ბათუმში რომ ცხოვრობდა. განათლება საზღვარგარეთ დაასრულა, როგორღაც გადამალა გრძნობები, შეძლო დაუფლებოდა სასურველ პროფესიას და ისევ იქ ზღვისირა ქალაქში დაბრუნდა. ისევ თეოს დახმარებით გახსნა საკუთარი ცენტრი.ყოველი დღ სამსახუღით იწყბა და სამსახუთვე მავრდება. საყვარელ ქალაქში დაიდო ბინა, ხშირად უყურებდა აღლვებულ ზღვას თითქოს ტალღებში იყო ჩდებული ყველა ის ემოცია შგნიდან რომ ჭამდა, თითქოს ტალღებიც ისე ეხეტქებოდენ ქვიშას როგორც გრძნობები ქალის გულს.

@@@@@@
გაზაფხულიც ზამთრის მსგავსად მიიწურა და გზა ყველაზე ცხელ სეზონს დაუთმო.
ტელევიზორის წინ რბილ დივანშ მოკალათებულიყვნენ მამა-შვილი. ელენას როგორც ყოველთვის მამ
მამიკოს მუხლებზე ედო თავი, ისიც ელენას ოქროსფერ ტალღებს თითებიზე იხვევდა. ოთახი კვლავ ჩბნელებეული იყო, დიდ სივრცეს ტელევიზორის მკრთალი შუქი ანათებდა. დივნის წინ, პატარა ხის მაგიდაზე დაწყობილ სასუსნავებს რიგრიგობით აგემოვნებდა პატარა ქალბატონი.მამაკაცი უხმოდ იჯდა. ელენას თვალებშ ჩმდგარი უჩვეულო სევდა სულს უტანჯავდა ახვლედიანს,სევდა რომელიც ელენას სხეულს ბოლო ორი თვის მაინძილზე დაესაკუთრა ატყობდა როგორ ჩაიკეტა. მაგრამ რატომ? აი ამას ნამდვილად ვერ ხსნიდა.წარსულში გადატანილი სტერისასა და ტრაგედიის მიუხედავად არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი, მუდამ აქტიური და ძალიან გახსნილი ბავშვი იყო, მაგრამ ახლა რაღაც თრგუნავდა. რამდენიმე თვეში ახალი სრულიად უცხო ეტაპი იწყებოდა, პატარა ახვლედიანის ცხოვრებაში . რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საფეხურზე ავყავართ ცხოვრებას, ერთ-ერთი კი ბაღიდან სკოლამდე გადადგმულ ნაბიჯს მოიცავს, სწორედ ამ საფეხურს ვინარჩუნებთ მთელი 12 წელი. რთულია კიბის ამ ნაწილზე მუდმივად მყარად, წაუბორძიკებლად დგომა, განსაკუთრებით ტკივათ ბავშვებს, ტოვებენ გართობას და შედარებითი უფრო მაღლა სერიოზული ეტაპისკენ მიიწევენ. ზოგჯერ რთულია შენს ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილების გაცნობიერება, განსაკუთრებით მაშინ როცა დედა არ გყავს , რაც არ უნდა კარგი მამა გყავდეს მაინც, დედას ვერც მამა შეცვლის და ვერც სხვა ნებისმიერი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების გრძელი გზის ამ ნაწილზე სწორად ჩანერგილ აზრს აქვს, სკოლაში შემავალი პირველი ნაბიჯი მშობლებთან ერთად უნდა გადადგა, წინასწარ უნდა გაიაზრო სად მიდიხარ, ზოგიერისთვის სკოლა მგლების ხროვადაც შიძლება იქცეს, ხროვად რომელიც ობოლი ბავშვის ნერვულ სისტემას ანადგურებს. ნებისმიერი ადამიანის მიერ გადაკვრით ნაქვამი სიტყვა ან ხემრობა ზოგიერთის გულშ წარუშელ ადგილს იკავებს. განა ყველა ხუმრობაში სიმართლის მარცვალი არ ურევია? სწორედ ერთი ინდივიდის მიერ გადაკვრით ნათქვამმა წინადადებამ აიძულა პატარა ახვლედიანს საკუთარ თავში გამოკეტვა. საკუთარი ხელით ჩაკეტა მუდმივად გახსნილი გული პატარა გალიაში. გადაულახავ სირთულედ მიაჩნდა ამ დიდი ნაბიჯის გადადგმა დედის გარეშე, საკუთარ თვზე მეტად უყვარდა ანდრია, მაგრამ ის მამაა, მამა და არა დედა.
-ელენა რა გჭირს? - ბოლოს და ბოლოს ანდრიამ დაიწყო საუბარი.
-არაფერი.
-როგორ თუ არაფეტი პატარავ, ვერ ატყობ რომ საშინლად ჩიკეტე? საერთოდ აღარ იცინი და იცი შენ ეს როგორც მტკენს გულს.
-მეძინება. - ანდრიას ნათქვამი გაატარა, წამოჰდამამიკოს ლოყაზე აკოცა და ოთახიაკენ სირბილით წავიდა. ისეთივე ძიერი იყო როგორიც ანდრია და უტეხი როგორც კატერინა. ცრემლები წასკდა. ის ცრემლები ბრაზი და მონატრწბა რომ ერქვა. მლაშე სითხით გაჟღენთილ ბალიშში ჩეფლო და ძლის სამყაროშ გადაეშვა.
ვერა და ვერ მოხუჭა ახვლედიანმა თვალი, ბოლოს ისევ საყვარელ ოთახა დაუბრუნდა.სუფთა ნაჭრით დაფარულ სურათს შეეხო, ნელა ჩამოუშვა ქსოვილი და დაუსრულებელ ნახატს სინანულით შეხედა.
წლების წინ, ბავშვის ოთახშ დიდი მუცლით დაბაჯბაჯებდა ქალბატონი კატერინა.
-მამიკო აბა ეს სათამაშ მოგვაწოდე. - მომღიმარი სახით გახედა სახემომცინარ ანდრიას და ხელით სათამაშსკენ მიუთითა.
-ინებათ თქვენო აღმატებულებავ. - სიცილით უთხრა, სათამაშო მიაწოდა და მუცელზე მოეფერა.
სათმაშო სარწეველა სკამში მოათავსა.
-მორჩაა. - ტაში შემოკრა და ანდროს ჩეკრა.
-ესეც ასე, ჩემი პრინცესას ოთახი მზადაა. აუ კატ მიდი ეს დათვი აიღე და ფოტოს გადაგიღებ რა. დაუყოვნებლივ შეასურა ქმრის სურვილი კატერინამ, ცალ ხელში პატარა დათუნია დაიჭირა, მეორე ხელი მუცეზე დაიდო და კამერას გაუღიმა.რამდწნიმე დღე სურათითან ხატავდა ახვლედიანი კატუსიას ფიგურას, მაგრამ რად გინდა, რამდენიმე დღეში ფარატინა ფურცელიდან მომღიმარი ქალი მოკვდა, მოკვდა ისიც და მისი ღიმილიც. კიდევ ერთხელ მიუჯდა მოლბერტს, ხელშ ფუნჯი დაიჭირა და საყვარელი ქალის ხატვას შეუდგა.ბერვრს უნდატრია საყვარელუ ნივთის ან თუნდაც ადამიანის ფოტოდან ოთახში გადმოსვლა, ნეყმტავ მარლაც შეიძლებოდეს ტილოზე დახატული ადამიანები ცოცხლდებოდნენ და გაეწმოს უერთდებოდნენ. ხატვაში გართულს გვერდითა ოთახიდან ტირილის ხმა მოესმა. წლების შემდეგ ისევ გამოჩნდა ელენას სიზმარში კატერინა. კიდევ ერხელ აატირა მონატრებით. ოთახშ კისრისტეხით შვარდა, ატირებულ ბავშვს გვერდით მიუჯდ, სწორედ ამ წამს გაიგონა ფრაზა რომელიც ელენას პირიდან პურველდა ამოვჯდა.
-დედა მინდა. - სლუკუნით წარმოთქვა და თავი მამის მკლავებში ჩარგო.
-მეც მინდა კატერინა ელენა, მეც ძალიან მინდა. - ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა და კიდევ უფრო მაგრად მიიკრა პატარა სხეული.
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, ისევ არ ტოვებდა ელენას უხასიათობა. საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ანნდრიამაც მიიღო გადაწყვეტილება.
-ელე ბათუმში ხომ გინდოდა წასვალა?
-კი, მივდივართ? - წამში გამოუკეთდა პატარას ხასიაი.
-ჰო მივდივარ, მე შენ აჩი, გიგი, გიო და გიოს შეყვარებული სალო.
-აუ რა კარგია მა, როდის წავიდეთ?
-ხვალ.
კიდევ ერხელ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახვლედიანმა, კიდევ ერთხელ გადადო გრძნობები და ელენას გამო იმ ქალაქ ესტუმრა რომელშიც მთელი ხუთი წელი არ დაუდგამს ფეხი, კიდევ ერთხელ შაღო დაკეტილი სახლის კარი და ელენასთან ერთად დაბინავდა. კატერინას გარეშე გაუფერულებულ ქალაქში.

@@@@@
მისაღებ ოთახში მდიდრულ სკამში მოთავსებული საკუთრ ცოდვებზე ფიქრობდა. მაია არაბული, ანდრია ახვლედიანის დედა და ამავდროულად ერადერთი ადამიანი რომელიც სძულდა. წლების წინ ჩდენილი ცოდვა ტვინ უღღრნიდა, დაუფიქრებდა და დაუნდობლად გაუბედურებული სამი ადამიანი, სამი უცოდველი სკცოცხლე. ნელ-ნელა მასაც ეპარებოდა სინანული და სევდა. ორგანიზმს მოდებული მეტასტაზები ცხოვრენასთან გამოთხოვ
გამოთხოვებას აიძულებდნენ, ცხოვრებასთან რომელიც თვითონ გახადა ასეთი. ღვთის წყალობით, მაიას მსგავსად ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს. მან ეს დაიმსახურა. მთელი სხეული უთრთდოდა,ცრემლები გაუაზრებლად სდიოდა, ტოვებდა წყეულ ცხოვრებას. ოთახისკენ მიმავალი გზა ნელი ნაბიჯებით გაიარა, თეთრ ფურცელი ლამაზი ასოებით გაავსო, ბოლოს და ბოლოს გაამხილა ცოდვა, ფურცელი გადაკეცა და ტუმბოსთან დადო. რამდენიმე კვირის აიცოცხლეღა დარჩა, მხოლოდ ამ კვირების განმავლობაშ იქნება ეს ფურცელი დაკეცილი, შემდეგ ისიც გაიხსნება და დიდი ხნის წინ ჩადენილ ცოდვასაც აეხდება ფარდა.

****
არც ძრვისპირა ქალაქმა არ უშველა ელენას. ბოლოს მოთმინება გამოლეული ანდრია შვილის ოთახ შევიდა, მის საწოლთან მჯდომ სავალძელზე დაჯდა და მშვიდად დაიწყო საუბარი.
-პატარავ, ჯერ კიდევ კვირებია წინ შევამჩნიე რომ ჩიკეტე, მე არ მომწონს ასეთი ელენა მა, და ვიცი არც შენ მოგწონს შენი ამჟმინდელი მდგომარეობა. ვიცი რომ კატო გაკლია, მეც მაკლია მა მაგრამ რა უნდა ვქათ? ვიცი ვერავინ შეგიცვლის მკს თავს და არც ვაპირებ მისი შემცვლელი ვეძიო, რადგან მეორე კატერინა არ არსებობს, ის ერთია და სამუდამოდ ჩვენი იქნება, მისი სული არასოდეს დაგვტოვებს მა, მთავარია ჩევენ არ დავკარგოთ მისი სიყვარული. დედიკოს რომ არ გაუხარდებოდა შენი მოწყენილი სახის დანახვა ხომ იცი ელე? ერთი რაღაც მინდა გთხოვო მა. სალომ მითზრა რომ აქ ძალიან კარგი ფსიქოლოგი არისო, თან ჩემი მეგობარიაო და გთხოვ იარე მასანრა. თურმე ბავშვებიც ძალიან უყვარს და მათთან კონტაქტს ადვილად ახერხებს. შნ იცი როგორ გიშველის მა? ისევ ისეთი გახდები როგორიც იყავი, ოღონდ სულ ყ ელაფერი უნდა მოუყვე, კარგი? - ყურებდაცქვეტილი უსმენდა პატარა ქალბატონი, ანდრიას საუბრის დამთავრებისანავე დაიწყო ლაპარაკი.
-მე ხომ გიჟი არ ვარ, რა მინდა ფსიქოლოგან? - მეამიტური გამომეტყველებით გახედა და პასუხს დაელოდა. ანდრიას გაეღიმა და განაგრძო.
-მა მისმინე ფსიქოლოგთან გიჟები არ დადაინ, მე თუ მკითხავ ფსიქოლოგი ყველას ჭირდება, მათ შორის მეც. დრო რომ მქონდეს მეც ვივლიდი დამერწმუნე. იცი საზღვარგარედ ოჯახებსაც ჰყავთ ფსიქოლოგი. წეაით ჩვენთანაც ასე უნდა იყოს.
-ანუ იქ გიები არ დადიან ჰო?
-არა ელე, არ დადიან.
-მართლა კარგი ქალია?
-ჰო, სალოს მეგობარი ცუდი გოგო არ იქნება ელენა.
-კარგი მაშინ ხვალიდან ვივილი ჰო?
-ჰო.
მეორე დღესვე მიიყვანა სალომ ელენა ფსიქოლოგთან. კაბინეტა ყურადღებით მოავლო თვალი პატარა ახვლედიანმა და ცისფერ სავარძელშ კომფორტულად მოთავსდა. მალევე შემოაღო კარი ფსიქლოგმა დაახლოებით 24 წლის იქნებოდა, თანამედროვედ ეცვა, თერი ფერანგი და ჯინსის მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა, წითელი კლასიკურიფეხსაცმელი ეცვა და ხელში ტაბლეტი ეჭირა. დატალღული, ძალიან ღია წაბლისფერი თმა მხრწბზე ჰქონდა ჩამოტრილი და იღიმოდა. პირველივე დანახვისთანაცე იგრძნო ქალისაგან მომავალი სითბო პატარა, დედის სურატი გაახსენდა, გაიფიქრა რაღაცით კატუსას გავსო, თითებს ნერვიულად ატკაცუნებდა, მაგრამ მაინც გულრწფელად იღიმოდა.პირველივე წამსვე მოიპოვა ფსიქოლოგმა პატარას ნდობა, პირველივე წამსვე.

****
საკუთარ კაბინეტში მომღიმარი სახით შაბიჯა აბაშიძემ, მართლა გულრწფელად იღიმოდა პატარა ქალბატონის დანახვისას, ყოველთვის უყვარდა ბავშვები. მეგობარს და პატარას მიესალმა, საკუთარი ადგილი დაიკავა და პატარას დააკვირდა. საოცარი სითბო იგრძო, სითბოდა კიდევ რაღაც უცნაური, სხეულს რომ ჭიანჭველებივით ესეოდა.
-რა გქვია პატარავ?
-ელენა. - ბავშვმა გაუღიმა და თითების ტკაცუნსაც მორჩა.
გულშ რააც ჩწყდა გაახსენდა როგორ არჩევდა ბავშვის სახელს და ბოლოს ელენაზე რომ შეაჩერა არჩევანი.
ანკეტის შევსებას შეუდგა, ისევ გაკვირვება მოიცვა მისი გონება. (მიზეზს მომავალში გაიგებთ).
სალოსაც დაუსვა კითხვები, ბოლოს გარე გასვლა სხოვა და ელენას პირისპირ აღმოჩნდა.
-ელენა იცი რა ლამაზი და საყვარელი ხარ?
-მადლობა. - პატარამ გაუღიამა და ნდობი სავსე მზერა მიაპყრო.
დიდხან არ უსაუბრიათ, როგორც ყოველთვის პირველი ჱეხვედრა მალევე დასრულდა მაგრმა ორივეს გულში დაგოვა რაღაც უცნაური გრძნობა, და წარუშლელი შთაბეჭდილება, აი ისე გონებიდან რომ ვერასოდეს ამოგლეჯ.



№1  offline წევრი Maia G.

ძალიან საინტერესოა,მგონი ელენა არაა ანდრიას შვილი,რატომღაც ესე ვფიქრობ,არ ვიცი,დაველოდები შემდეგ თავს ❤❤❤

 


№2  offline წევრი მმარიამმი

მაია❤
ძალიან საინტერესოა,მგონი ელენა არაა ანდრიას შვილი,რატომღაც ესე ვფიქრობ,არ ვიცი,დაველოდები შემდეგ თავს ❤❤❤


❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent