შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიკვდილოდ ლამაზი.! #5


21-08-2019, 22:07
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 704

-თუ რამეა გარეთ ვართ..
-მადლობა.-თავი საზურგეს მიადო და ილუმინატორში მოთეთრებულ სივრცეს გახედა. -ღმერთო როგორ დავიღალე.-გატეხილი ხით ამოიჩურჩულა და სახე ხელებში ჩარგო. -რატომ ახლა? რატომ დაბრუნდა მაშინ როცა უკვე ვისწავლე მისი აჩრდილის მართვა.. როცა შევძელი და ოდანვ დავალაგე ჩემი არეული ცხოვრება.. დაბრუნდა.. გამოჩნდა და აურია ყველაფერი. მიჭირს ასე ახლოს მასთნ მიჭირს...-მუჭით მოიწმინდა ცრემლები, ჩანთიდან მაკიაჟის ჩანთა ამოიღო. ფარდა გადაწია და იქვე დარაჯად მდგარ ნუგოს გახედა. საპირფარეშოში შეიკეტა, საკრეში კიდევ ერთხელ შეხედა საკუთარ თავს. წარსულის სიყვარულმი გაახსენდა, ნიკაპი აუკანკალდა და ქვედა ბაგეც სატირლად დაბრიცა. ერთ ხანს ასე იყო, გაქვავებულლი უყურებდა სასოწარკვეთილ თავს და ჯერ კიდე ვერ იჯერებდა გაგონილს.
„-ალბათ მომესმა?! ასეც ხომ ხდება ხოლმე, როცა რაღაც ძალიან გინდა და მასზე მუდამ ფიქრობ, მერე გელანდება..! ხო ხო შეიძება ასეც არის. დაუჯერებელია დენისს მე არ ვეყვარები.!“-ფიქრები გაფანტა და სახის მოწესრიგება დაიწყო. ტირილისგან დაბურცული ბაგეები წითლად შეიღება.აწეწილი თმა ისევ კუდად შეიკრა. თეთრი პერანგის ბოლოები კი ქვედაბოლოში ჩაიჩურთა და ჟილეტიც გაისწორა. უკვე სხვანაირი თათია უყურებდა სარკიდან. ტკვილის კვალი სახეზე აღარ ეტყობოდა. მაგრამ თუ დაკვირდებით თვალებში ყველაფერს დაინახავთ.! თვალები ხომ სულის სარკეა.!
-თათი როგორ ხარ?!-კარებზე ფრთხილად დაუკაკუნა ეკამ.
-გამოვდივარ..
-კარგი ჩემო კარგო.- ყველა ნივთი ჩანთაში დააბრუნდა და სამზარეულოში გავიდა.
-თათია რას გავხარ!-გაკვირვებულმა შეხედა ნუგომ.
-რას?
-რა გეტყობა შენ ახლა ცუდად ყოფნის? ისე ხარ თითქოს მე ვიყავი უგონოდ გაშოტილი აქ.
-შე პატარა მაიმუნო..-აკისკისდა და მუცელთან მოუღუტუნა.
-პატარა ძალიან შეგვაშინე..-დასერიოზულდა ჯაში და გულში ჩაიკრა მასზე წლოვანებით დიდი მაგრამ გარეგნობით პატარა ქალი. -მე მეგონა რამე მოგივიდა.. -ტუჩები შუბლზე მიაკრო.
-ჩემი სიყვარული ბავშვი.! -ხელები მოხვია მეგობარს და თვალები მშვიდად დახუჭა.
***
თეთრ რკინის კარებს გაუსწორდა მესხი. ფრთხილად დააკკუნა და მეორე მხრიდან მალევე გაიგო პატარა გოგოს ტიქ-ტიკი.
-ელენე დე დაეცემი.. -კარგად ესმოდა მეგობრის დაღლილი ხმა. -დე ნახე ვინ მოვიდა.. -კარები გააღო და ზღურბლთან მეგობარი რომ დაინახა მაშინვე შვილს ახარა.
-დათია მოიდა.-კისკისით გამოიქცა პატარა გოგონა და მასთან უკვე ჩამუხლულს და გათნაბრებულ მესხს მოხვია წვრილი მკლავები.
-ჩემი სიყვარული გოგო.. ჩემი ტკბილი.-გემრიელი ლოყები და კისერი დაუკოცნა პატარას. ელენეს ეშმაკურად გაექცა თვალი, სტუმრის მკლავზე ჩამოკიდებულ პარკზე.. -ღორმუცელა. მაკოცე და მოგცემ.-ლოყა მიუშვირა. პატარაც არ დაიბნა თვითონაც მიადო ლოყა ლოყაზე და ჰაერში გაუშვა კოცნა.
-რა განადგურებული სახე გაქვს.?-მეგობარმაც გადაკოცნა. თათიამ ჯერ ჩემოდანი კედელს მიაყუდა, ფეხსაცმელებიც იქვე მიყარა და ფრატუნით მისაღებში გავიდა. გზაში ჯერ ჟილეტი გაიხადა და პერანგის რამდენიმე საკინძეც შეიხსნა.
-დენისი ვნახე.-უემოციო ხმით თქვა მაგრამ სახელი ყველაზე თბილად წარმოთქვა.
-სად?
-ჩვენთან ერთად იყო რეისში.. შენ იცოდი ნავიგაციაში რომ მუშაობდა?! ნინო გულმა კინაღამ დამარტყა ის რომ დავინახე.
-რავი რომ გეკითხათ თქვენთვის არაფერი არ ხდებოდა.-ბავშვობის ამბები შეახსენა.
-ხდებოდა ნინო ყველაფერი ხდებოდა მაგრამ მხოლოდ ჩემში.! -სევდიანად თქვა.-გთხოვ ყავა გამიკეთე..რომ იცოდე რეები მელაპარაკა..-უკან აედევნა ნინოს.
-რა უნდოდა უტიფარს?
-ბოლომდე მიწასთან გამასწორა.. არ მინდა გახსენება.! დავიღალე ნინი, დავიღალე მასზე ფიქრით და მერე ჩემი თავის დარდით.. როდემდე უნდა იყოს ასე.?-თავი მაგიდაზე დადო და ამოიხვნეშა.
-თქვენ ერთმანეთისთვის იმაზე მეტი ხართ ვიდრე წარმოგიდგენია თათი. არც მიკვირს, რომ ვერ დაივიწყე. პირველ სიყვარულს, პირველ პარტნიორს და მითუმეტეს თუ ეს ორი ერთი და იგივე ადამიანიაა ვერ ივიწყებენ თათი.!
-მიყვარხარო..-გაპარული ხმით თქვა.-გონება დავკარგე ფრენის დროს. შეიძლება მომეჩვენა კიდეც მაგრამ აშკარად მითხრა მიყვარხარო..
-რა დაგემართა? ახლა როგორ ხარ? ექიმს გამოვუძახო?
-ტიპური დედა ხარ! პანიკიორი.-მეგობრის რეაქციამ გაახალისა.
***
სახლში დანგრეული მივიდა, ტერფები ისე ეწვოდა სიარულისგან უკვე თითქმის ვეღარც გრძნობდა. სასწრაფოდ გაიხადა ტანსაცმელი და შიშველი შევიდა სააბაზანოში. აბაზანა უკვე ავსებული იყო წყლით და დაღლილი სხეულით ცხელ წყალში ჩაესვენა. მოდუნებულ სხეული ისევ დაეჭიმა როცა დადიანის სიტყვები გაახსენდა და მინაბული თვალები გაახილა.
-დენის მირაჟივით ხარ. ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდი მაშინ გამომეცალე ხელიდან.-წყალი თითქმის ნახევარ სახეს უფარავდა. -8 წელი, დაწყევლილი რვა წელი გავიდა უშენოდ.შენ უფრო მეტი ხარ ჩემში ვიდრე საკუთარი თავი.-ფიქრი შეწყვიტა დუშის ქვეშ დადგა და მალევე გადმოვიდა სველი ტერფებით ცივ მეტლახზე. სველი თმა პირსაწმენდით აიკეცა, თავისუფალი მაისური გადაიცვა და საწოლზე გადაწვა. ემოციებმა, დაღლილობამ ერთიანი ძალებით შეუტიეს და მალევე გადაეშვა მორფეოსის სამფლობელოში.
***
რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ მესხის გონებას წამითც არ დაუსვენია და აფორიაქებული რეჟიმით მუდამ ერთი და იგივე მომენტს იხსენებდა. სამაგიეროდ დადიანს არ შეუწუხებია თავი და არ მოუნდომებია საყვარელი ქალის მონახულება. მშვიდი, მეფური გამომეტყველებით იჯდა კაბინეტში და მომღიმარი სახით იღდგენდა ქალის აჩქარებულ გულის ცემას გონებაში. საშინლად მოსწონდა ის ფაქტი რომ ისევ მისია. მას ეკუთვნის და არა ვინმე სხვას.! ეგოისტურად ახარებს ეს ფაქტი და უარესად უდუღებს სისხლს ვენებში. რას იზამს ბუნების ძალით არის დაკავშირებული ამ ქალთან.
-ნეტა რას შვება ახლა.?!- მის წინ უაზროდ დაყრილი დოკუმენტები ერთად მოაგროვა. თვითონ სავარძელზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და ბაგეები ღიმილმა გაუპო. -როგორი გალამაზებულია.. ჯანდაბა ასე უკვე ვეღარ გავძლებ.. -ფეხზე ელვის სისწრაფიდ წამოდგა. ხელი იქვე მიკიდულ პიჯაკს დაავლო და გარეთ გამოვიდა.
-ნინო როგორ ხარ?
-დენის შენხარ?-მეორე მხრიდან დაბნეული მეგობრის ხმა გაიგო.
-ჰო. მე ვარ. რას შვები აბა როგორ ხარ?- მხარით დაიჭრა ტელეფონი და თვითონ საჭეს მიუჯდა.
-ნუ დამაბნიე ახლა, იმიტომ მირეკავ რომ მომიკითხო და გაიგო რას ვაკეთბ..
-რატომ იციინი ნინო იცი რამე?-მომიღმარმა საჭე ოსტატურად დაატრიალა.
-გააჩნია შენ რატომ რეკავ?
-კაი ხო.! ისევ ისეთ ხარ.. მოკლედ თათიას მისამართი მჭირდება.
-აჰამ.. აი თურმე რისთვის რეკავს დიდი დადიან ბატონი..
-მორჩი სიცილს ნინო რაა.
-ახლა ჩამოვიდა რეისიდან და ჯერ არ იქნება სახლში მისული.
-მე ეგ გკითხე?!
-კაი ხო. შეტყობინებას მოგწერ.! მაგრამ იცოდე რამე ნიტო არ მიქარო თორემ დაგააცლი ყველა ორგანოს.! გაიგე ბიჭო?-თითქოს მკაცრი ხმით თქვა მაგრამ მაინც კარგად ემჩნეოდა,როგორ უხაროდა მათი ამბავი.!
-მადლობა.-კითხვაზე არ უპასუხა ისე გათიშა ტელეფონი და მალე შეტყობინებით მოსულ მისამართზე გადაუხვია. გულის სიღრმეში პატარა ბიჭივით ნერვიულობდა. ერთმანეთის მიყოლებით ეშლებოდა მოგონებები და უკვე წამებს ითვლიდა როდის მივიდოდა სასურველ ქალთან. რამდენიმე სართული სულ სირბილით აიარა. ანერვიულებული მტევანი თავზე გადაისვა და კარებზე მძიმედ დააკაკუნა.. ერთს მეორე მოჰყვა და უკვე შეშინებულმა სიარული დაიწყო წინ და უკან..
-ჰო.ჰო მოვდივარ..-მეორე მხრიდან მესხის ხმაზე ბედნიერს გაეღიმა და ღრმად ჩაისუნთქა. კარები გაიღო. ჯერ ფეხებიდან დაიწყო თათიამ კაცის შესწავლა, ნელ-ნელა ამოუყვა და სახეს გაფითრებულმა შეხედა. -შენ?- უსიტყვოდ შევიდა სახლში, ქალის წინ იდგა და საერთოდ არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. რამდენიმე ვარიანტი მაშინვე გამორიცხა.
-შენი ნახვა მინდოდა.-თვალებში უყურებდა. მონატრებულ, ლამაზ მწვანეებს თაფლისფერი შერეოდა და ის პატარა პიგმენტი ასე სასიკვდილოდ რომ ალამაზებდა ამ ქალს ისევ იმ გრძნობებს უღვიძებდა კაცს. -როგორ ხარ.?-ფეტვის მარცვალივით იყო დაბნეული დადიანი და არ იცოდა როგორ ან რა გზით დაეწყო მის მონატრებაზე საუბრაი.
-კარგად ვარ დენ. მადლობა მოკითხვისთვის. -მორცხვად დახარა თავი.. -ირომიულ ხასიათზე არ ხარ დღეს. -წინა შეხვედრა გაახნესა.
-ხო.. იმ დღეს საშინლად ცუდ ხასიათზე ვიყავი. -მისაღებში მის დაუკითხავად გავიდა და გაეღმა უკან ადევნებული ქალის ფეხის ხმაზე. „ისევ ისე დაფრატუნობს.! „-წლების წინ შემჩნეულ მესხის ჩვევაზე გაეღიმა. მოწყვეტით დაეშვა სავარძელში.
-მე არ შემომიპატიჟები ხარ!
-არაუშავრს. როდის იყო შენგან ნებართვას ვიღებდი.. ახლა ცოტა მაღალზე ცხოვრობ და ვერ გავრისკე აივნიდან შემოპარვა.. თან ასაკიც უკვე აღარ მიწყობს ხელს..
-დენის რა გინდა ? რისთვის მოხვედი?! -თვალებ მოჭუტულმა, გაბრაზებული სახით გადაიჯვარედინა ხელები გულზე და მის წინ გაღიმებულ დადიანს დახედა.
-არ გინდა ეს ვითომ გაბრაზება რაა.. შენს ლამაზ სახეს არ უხდება.. მოდი აბა დამენახე როგორ გოგო ხარ.! -ისე წამოდგა ფეხზე და ისე დააბზრიალა მკავებში, მესხმა გააზრებაც ვერ მოასწრო.
-ხელი გამოშვი ახლავე..-მისი ხელისკენ წაიღო მტევანი რომელიც უკვე ჩაფრენოდა თმაში ჩამაგრებულ ჩხირს.
-აი ასე.. სასიკვდილოდ ლამაზი ხარ თათი.! -ჩურჩულით უთხრა და წინ ჩამოყრილი თმები ხელის ერთი მოფერებით გადაუწია უკან. ისევ ის გრძნობა დატრიალდა ორივეს ორგანიზმში.. ვნებამ კვლავ დაამარცხა ლოგიკა და წამით ისევ შეეხო ამ ორი ადამიანის ბაგეები ერთმანეთს.
-გეყოს.! დენის მომშორდი.-აფართხალდა მის მკლავებში.
-ვიცი საშინელი ადამიანი ვარ.! იმ დაწყევლილ დღეს უგონოდ დავთვერი.სახლში მისულს მამაჩემთან ჩხუბი მომივიდა და უზომოდ ბევრი დავლია. თათია დამეფიცება იმ ქალთან არაფერი მქონია..
-აი ახლა გაჩერდი რა.! -სიცილით აქცია ზურგი მესხმა.- უტიფარი ხარ. უნამოსოდ მატყუებ თან წლების შემდეგ.. და რატომ გგონია ახლა აღსარებას რომ ჩამაბარებ, მკლავებში ჩაგივარდები?! დენ.. შენ მაშინ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან როცა..
-კაი რა თათია, ხომ იცი ახლა ეგ რომ თქვა მაგრად დაგცინებ.-თავისი ტორი ისე შემოხვია სახეზე რომ მესხს გატოკების საშუალებას არ ააძლევდა. -თვალები, სხეული, შენი გულის ცემა გყიდის და ნუ დაიწყებ რიჟა ბაზარს რა.! დღემდე ჩემი გოგო ხარ. ჩემი ქალი.. ვცოფდები როცა საზიზღრობებს ამბობენ შენზე.!-სახე დაექუფრა დადიანს. სიბრაზე აუკიაფდა თვალებში და ალბათ ყველას მოკვლას შეძლებდა იმ დღეს.
-რატომ გგონია ტყუილი? იქნებ არც იგონებენ და მართლა ეგრეა?-ირონიულად ჩატეხა ღიმილის კუთხე.
-არ არის ეგრე.! ვიცი შენს გონებაში იმდენად ვარ გამჟდარი რომ გაგიჭირდებოდა ჩემს მერე სხვასთან წასვლა..
-ერთიი თავდაჯერებული იდიოტი ხარ.! -მტევანს რომელიც ქალის სახე ეჭირა მესხის ნატიფი თითები ჩაებღაუჭა და განთავისუფლებას ცდილობდა.! -შემეშვი გესმის.! არ დაბრუნდება ის დრო. მე და შენ ერთად „პროსტა“ აღარ ვიქნები. შენ მე ყველას იმედი დამიკარგე. ყველაფერი რაც კი მჯეროდა გააქრე და გაანადგურე. ყველაფერი ვნახე.! ჩემი თვალით დავინახე როგორ ეხვეოდი ამ ხელებით.-მის მტევნებს ჩააფრინდა.-წინა დღეს მე მეხებოდი შე ნაბი*ვარო.!-ყვირილზე გადავიდა. -როგორ გაბედე.. როგორ არ იფიქრე ჩემზე.. რა გეგონა შენთან იმიტომ ვიწექი რომ მხოლოდ ჰორმონები დამეოკებინა.. შე იდიოტო მთელი არსებით მიყვარდი. იმ დღიდან მიყავრდი ასე ურცხვად რომ დამიწყე თვალიერება...-ცრემლებმე კიდევ ერთხელ გადმოკვეთეს დადიანის წინაშე საზღვარი.-მერე ვხედავ, ვხედავ როგორ ეხუტები, როგორ კოცნი და ეხვევი ვიღაც ქერას.. იქვე რომ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.. უნდა მეთქვა შენთვის რომ უგონოდ.. ამის დედა ვატირე უგონოდ შეყვარებული ვიყავი შენზე.! -უღონოდ ჩამოჯდა სავარძელზე. თავი სახელურს ჩამოადო და გაიყურსა.
-ვიცი საშინელება გავაკეთე. თათი მისმინე..-მასთან ჩაიმუხლა. -არაფერი მომხდარა.. სასტუმროში მისულს ჩამეძინა.! თათი შემომხედე.. ვიცი დიდი ნაბი*ვარი ვარ მაგრამ გთხოვ დამიჯერე, იმ დედა მოტ**ულმა გვიან მითხრა რომ არაფერი მომხდარა ჩვენს შორის.
-არ მჯერა შენი..მე მაშინ შენს გამო ნანგრევებად ვიქეცი და აღდგენას დიდი ენერგია, ფსიქიკა და ძალა შევალიე. ახლა კიდე შენ ერთი რიგითი კლასელი ხარ რომლის დანახვაც არ მინდა.!
-შენ ხომ იცი რადგან გამოვჩნდი უკან არაღ დავიხევ. ამის დედა შევ**ი ახლა იმდენად მინდა შენი შეხება შეიძება გავრეკო.. ორგანულად მჭირდები გოგო გესმის? მიყვარხარ.. ხო მიყვარხარ და არ ვაპირებ შენს გაშვებას. მაშინ დავუშვი შეცდომა ასე რომ „დაგაპაშოლებინე“ თავი.! არა პატარავ, ახლა შენს ჭკუაზე აღარ ვივლი.-წელში გაიმართა და ფანჯარასთან დადგა.. -პროსტა არ გამოგივა ჩემთან ბრძოლის მოგება. მითუმეტეს როცა ისევ ისე სველდები ჩემს შეხებაზე. -ისეთი ვნება ჩამდგარი თვალებით გამოხედა უკან გაფითრებულ მესხს, ლამის დაადნო..
-დენის კარგად მისმინე.!
-არა პატარავ შენ მომისმინე კარგად.! -მანძილი შეამცირა მათ შორის და „მოცუცქნულ“ ცხვირს როგორც თვითონ ეძახდა ტუჩეებით შეეხო.-რაც არ უნდა მოხდეს, სულ რომ გაიგიჟო თავი შენი პრინციპების გამო მაინც ერთად ვიქნებით. ამდენი წელი გავიდა. ეს დედა აფეთქებული მთლი 8 წელი ნორმალურად არ მძინებია და თავს ვაიძულებდი შენგან შორს ვყოფილიყავი. ათასი ყ**ობა ვაკეთე, მხოლოდ იმის გამო, რომ დამევიწყებინე. ახლა როცა მეც და შენც სიმართლე ვიცით არ მოგცემ უფლებას ჩემი ცხოვრება კიდევ ჯოჯოხეთს დაამსგავსო.!
-მე სხვა მიყვარს.!-წამოროშა უაზროდ დაბნეულმა.
-დაგიმტკიცებ რომ შენს გულს ჩემს მეტი არავინ უნდა.-წამებში დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს. მთელი ვნებით, სიყვარულით უკოცნიდა ერთი, მეორეს მიყოლებით. ენას ოსტატურად ასრიალებდა და ვენებში ადუღებულ სისხს ტემპერატურას უმატებდა. ქალის ხელები რომ იგრძნო თეძოებზე, ბედნიერს ჩაეღიმა და კოცნაც უფრო მომთხოვნი გახადა. მთელი ძალით მიიკრა ძლიერ სხეულზე მესხი. სინაზეში შერწყმულ ველურ ვნებებს ერთი-მეორეს მიყოლებით აგზავნიდა ქალის ორგანიზმში.
-ხედავ პატარავ, ისევ მეგიყვარვარ.!-შუბლით ეყრდნობოდა მესხის შუბლს და თვალებ დახუჭული ისრუტავდა ქალის სურნელს.
-შენს გამო ისევ დავინგრევი დენ. და მე უკვე აღარ მაქვს აღდგენის ძალა.! -ტუჩებზე ამოიჩურჩულა.-გთხოვ წადი.
-წავალ მაგრამ ჩემი პირობა ძალაშია.! არ მოგცემ უფლებას ორივეს ცხოვრება ჯოჯოხეთში დატოვო.! -შუბლზე აკოცა და კარებიც ისე გაიხურა როგორც წლების წინ სჩვეოდა. ისევ ისე დაუტოვა მისი სიყვარული და ვნებით გაჟღენთლი ორგანიზმი. სურნელი ნესტოებში, რომელსაც უკვე ზღვარზე მიჰყავდა. ემოციებმა თავისი ქნა და გადმოჰყარა.. არ ვიცი ბედნიერების ან უსუსურობის ცრემლები.!
***
მეორე დღეს ისევ მეგობრის სახლისკენ აიღო გეზი. როგორც ყოველთვის მაღაზიაში შევიდა და პატარა ელენესთვის სასუსანოები იყიდა. ბედნიერმა აიარა სამი სართული და კარებზე დააკაკუნა.
-შემო, შემო. შენ დაქალს ახალი შეყვარებული ყავს.-სიცილით უთხრა მესხს და მისაღებისკენ გაუძრვა.
-დათია, დათია..-სიცილით ჩამოხტა სავარძლიდან და ახლად მოსულისკენ სირბილით გაიქცა. -ლა მომიტანე?
-აჰა და ნახე, იცოდე არავის არ აჭამო. -სიცლით აიტაცა ხელში პატარა და სავარძელზე მასთან ერთად დაჯდა. -გოგო გავიგე ახალი შეყვარებული ყავს ელენესო. და მომიყავები აბა ვინ არის.
-ქო.. ახალი შეკარებული მკავს.. აქაა. მამაცთან არის დავუძახებ.-მალევე ჩამოხტა.
-ვინ არის ნინო? სიძე ასე იოლად შემოუშვი?
-აი გამოვა და ნახავ ვინც არის.! -ეშმაკურად აახამხამა თვალები.
-აი ჩემი შეკარებული. -კარებთან მაღალი სილუეტი იდგა, პატარა ელენე თითქმის მუხლამდე სწვდებოდა და თან აბრდღვიალებული თვალებით უყურებდა ახალ შეყვარებულს. პატტარა მტევანი კი კაცის ხელში საერთოდ აღარ უჩანდა.
-ვაა ელენე რა მაგარი შეყვარებული გყავს.-არ დაიბნა, შემობრუნდა და ახლა ნინოს ახედა გაბრაზებულმა.
-მე ნუ მიბღვერ, რა ვიცოდი რომ მოხვიდოდი. დე ნუ დაღალე რა დენისი. მოდი ჩემთან დაჯექი.
-კაი რა დე რა დაღლის..-უცებ ატიკ-ტიკდა, ყველა გაამხიარულა.
-როგორ ხარ თათია?! -გადაკოცნა გაქვავებული მესხი და მის პირდაპირ ჩამოჯდა, კალთაში კი ბედნიერი პატარა დაისვა.
-გადასარევად.
-რაუნდა ელენე შენს დაქალს რას იბუსხება? -მსუქან ლოყაზე გემრიელად აკოცა და მესხს თვალებ ამღვრეულმა გახედა. ყოველთვის მოსწონდა მბზინვარე ელასტიკაში გამოწყობილი თათია, მითუმეტეს როცა ასეთ ლამაზი სხეული უჩანდა.
-უტიფარი.-ჩაიდუდღუნა.-ნინო სამზარეულოში გავალ ყავას გავიკეთებ.
-კაი წამო.-ამ ორის შემხედვარე ჯაში კარგ ხასიათზე დადგა და მეგობარს ეშმაკურად გახედა.
-ნუ მიყურებ ეგრე ნინო, ჩვენს შორის არაფერი..
-თქვენი არაფერი ვიცი მე. სკოლაში თურმე რა დღეში ყოფილხართ და მე სულ ერთი და იგივეს მეუბნებოდით გაფუჭებული რადიოსავით.. ვსო! ვეღარ მომატყუებთ.
-გაკლია რა.!
-დე დენისი სად გიყვარს?-ახლად შემოსულ შვილს სიცილით კითხა. პატარამ მაშივე აიწია ზედა და ფაფუკ თეთრ მკერდზე დაიტყაპუნა ხელები.
-გულჩი.
-ხედავ როგორი კონკურენტი გყავს. ცოტა გაახილე თვალები.! -სიცილით აიყვანა ხელში შვილი და ჩაკოცნა.
-დამღალეთ უკვე დედა-შვილმა. გეყოს ახლა ჩემი დაცინვა და სად არის შენი ქმარი?
-ოთახში რაღაცას აკეთბს და მოვა მალე. წავალ ამ ცეტს დავაძინებ თორე გადაუცდება მერე. -ხელში დაიწვინა შვილი და ფეხზე წამოდგა.
-კაი მიდი.-სამზარეულოში მარტო დარჩენილმა ტელეფონი ამოიღო და სოციალური ქსელის თვალიერება დაიწო..
-არ დაგვიწყებია ჩემი გემოვნება. -მის გვერდით ჩამოჯდა , მაგიდას იდაყვით დაეყრდნო.
-გეყოს რა დენის. არ ვარ ახლა კამათის ხასიათზე. -არ შეუხედავს ისე უპასუხა.
-„შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის“-მისი საყვარელი ლექსიდან ციტატა თქვა და თვალებში ჩააშტერდა. -პირველ პაემანზე როდის წავიდეთ?
-შენ არ ხარ დალაგებული ხო? თუ გასაგებად ვერ აგიხსენი?! მე და შენ არსად და არასდროს ვიქნებით ერთად !
-არა ალბათ ეს შენ ვერ გაიგე რაღაც. ან იმ დღეს ისე გაგაბრუე არაფერი გესმოდა.! ისე გიხდება ეს უკარებას როლი, უფრო აღმაგზნებ.-მის ტუჩებს დაასო მზერა სწრაფად, წამიერად აკოცა.
-აღარასდროს..-ფეხზე ყვირილით წამოდგა.-აღარასდროს..-სიტყვა დადიანის კოცნამ გააწყვეტინა.განიერ მკლავებში მოიმწყვიდა საყვარელი ქალი და ისევ ისე დაიმორჩილა.!
-აღარასდროს გაკოცო?! ამის თქმა გინდოდა?-ისევ დაღებული პირი რაღაცის სათქმელად კოცნამ დაუღშო.. - როცა რამე არასწორის თქმას გადაწყვეტ, ყოველთვის კოცნით გაგაჩუმებ.! -თვალი მომხიბლელად ჩაუკრა და ისევ მარტო დატოვა, ფიქრებთან.!
-საზიზღარი კაცი.!-სიცილით თქვა და მისი კოცნით დამწვარ ბაგეებზე თითები გადაიტარა. -ძალიან მენატრება.!-ღრმად ამოისუნთქა და სიტყვებიც ჩუმად ამოჰყვა გულიდან.



№1 სტუმარი სტუმარი waka

vgijdebi shenze... dzalian magari xat da dzalian gamixarda ro vnaxe dade axali tavi

 


№2 სტუმარი nini

დენისი მოსაკლავია???????? დეგენერატი ასე თუ იტანჯებოდა უთათიაობით რატომ არ შეეხმიანა რატომ არ მოიძია სად იყო ან როგორ იყო ახლა მოუნდა ჩემი გოგოს გრძნობებზე და ნერვებზე თამაში... იქნებ მართლა სხვა შეუყვარდა თათის თან ეს ნარცისი ხეპრე რატომ მიდის თათიას სურვილის საწინააღმდეგოდ...

ნუ ისტორია ფანტასტიკურია აღარ დაიგვიამო ხოლმე გთხოვ❤❤❤❤

 


№3  offline მოდერი Phoenix..

nini
დენისი მოსაკლავია???????? დეგენერატი ასე თუ იტანჯებოდა უთათიაობით რატომ არ შეეხმიანა რატომ არ მოიძია სად იყო ან როგორ იყო ახლა მოუნდა ჩემი გოგოს გრძნობებზე და ნერვებზე თამაში... იქნებ მართლა სხვა შეუყვარდა თათის თან ეს ნარცისი ხეპრე რატომ მიდის თათიას სურვილის საწინააღმდეგოდ...

ნუ ისტორია ფანტასტიკურია აღარ დაიგვიამო ხოლმე გთხოვ❤❤❤❤

მადლობა შეფასებისთის ❤️ ნელ-ნელაბყველაფერს გაიგებთ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

შენი ყველა ისტორია ვიცი ძალიან მომწონს ყველა. და მიხარია ძალიან შენი ნიკის ნახვა.დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და უნდა გაგიზიარო ჩემი აზრი, რათქმაუნდა თუ არ გეწყინება. მგონია რომ ცოტა ამოვარდნილი ხარ შენი სტილიდან.რაღაც საოცრებას ველოდი,როგორიც შენი ძველი ისტორიებია..რო წავიკითხე ნიკი გადავამოწმე შენ იყავი თუ არა მართლა.აი როგორ გითხრა რაღაც აკლია,აკლია შენებური.არ გეწყინოს რა ჩემი აზრი გაგიზიარე,შეიძლება ვცდები და ბოდიში..მაინც ბოლომდე მოგყვები მაინტერესებს როგორ დასრულდება.წარმატებები

 


№5  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნინო
შენი ყველა ისტორია ვიცი ძალიან მომწონს ყველა. და მიხარია ძალიან შენი ნიკის ნახვა.დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და უნდა გაგიზიარო ჩემი აზრი, რათქმაუნდა თუ არ გეწყინება. მგონია რომ ცოტა ამოვარდნილი ხარ შენი სტილიდან.რაღაც საოცრებას ველოდი,როგორიც შენი ძველი ისტორიებია..რო წავიკითხე ნიკი გადავამოწმე შენ იყავი თუ არა მართლა.აი როგორ გითხრა რაღაც აკლია,აკლია შენებური.არ გეწყინოს რა ჩემი აზრი გაგიზიარე,შეიძლება ვცდები და ბოდიში..მაინც ბოლომდე მოგყვები მაინტერესებს როგორ დასრულდება.წარმატებები

მადლობა შეფასებისთვის, მიხარია ჩემი მკოახველი რომ ხარ..ზოგადად არ ვაპირებდი ჯერ რამის დაწერას მაგრამ იმდენად მინდოდა თქვენთან კონტაქტი გადავწყვიტე რამე მარტივი და უბრალო ისტორია დამეწერაა..გამიხარდება თუ ბოლომდე გამომყვები

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

Phoenix..
სტუმარი ნინო
შენი ყველა ისტორია ვიცი ძალიან მომწონს ყველა. და მიხარია ძალიან შენი ნიკის ნახვა.დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და უნდა გაგიზიარო ჩემი აზრი, რათქმაუნდა თუ არ გეწყინება. მგონია რომ ცოტა ამოვარდნილი ხარ შენი სტილიდან.რაღაც საოცრებას ველოდი,როგორიც შენი ძველი ისტორიებია..რო წავიკითხე ნიკი გადავამოწმე შენ იყავი თუ არა მართლა.აი როგორ გითხრა რაღაც აკლია,აკლია შენებური.არ გეწყინოს რა ჩემი აზრი გაგიზიარე,შეიძლება ვცდები და ბოდიში..მაინც ბოლომდე მოგყვები მაინტერესებს როგორ დასრულდება.წარმატებები

მადლობა შეფასებისთვის, მიხარია ჩემი მკოახველი რომ ხარ..ზოგადად არ ვაპირებდი ჯერ რამის დაწერას მაგრამ იმდენად მინდოდა თქვენთან კონტაქტი გადავწყვიტე რამე მარტივი და უბრალო ისტორია დამეწერაა..გამიხარდება თუ ბოლომდე გამომყვები


აუცილევლად აბა რა. ასე მგონია ბოლოს მაინც შენებურს გაუშვებ და ველი მოუთმენლად თბილო.წარმატებები

 


№7  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნინო
Phoenix..
სტუმარი ნინო
შენი ყველა ისტორია ვიცი ძალიან მომწონს ყველა. და მიხარია ძალიან შენი ნიკის ნახვა.დავიწყე ამ ისტორიის კითხვა და უნდა გაგიზიარო ჩემი აზრი, რათქმაუნდა თუ არ გეწყინება. მგონია რომ ცოტა ამოვარდნილი ხარ შენი სტილიდან.რაღაც საოცრებას ველოდი,როგორიც შენი ძველი ისტორიებია..რო წავიკითხე ნიკი გადავამოწმე შენ იყავი თუ არა მართლა.აი როგორ გითხრა რაღაც აკლია,აკლია შენებური.არ გეწყინოს რა ჩემი აზრი გაგიზიარე,შეიძლება ვცდები და ბოდიში..მაინც ბოლომდე მოგყვები მაინტერესებს როგორ დასრულდება.წარმატებები

მადლობა შეფასებისთვის, მიხარია ჩემი მკოახველი რომ ხარ..ზოგადად არ ვაპირებდი ჯერ რამის დაწერას მაგრამ იმდენად მინდოდა თქვენთან კონტაქტი გადავწყვიტე რამე მარტივი და უბრალო ისტორია დამეწერაა..გამიხარდება თუ ბოლომდე გამომყვები


აუცილევლად აბა რა. ასე მგონია ბოლოს მაინც შენებურს გაუშვებ და ველი მოუთმენლად თბილო.წარმატებები

მადლობა ჩემო კარგო❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ აღარ აგრძელებ? ((((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent