შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის უსასრულობა


10-06-2018, 01:25
ავტორი Stranger things
ნანახია 1 454

მთვარე გამეფებულა ღამეში
სუსხი შეპარულიყო ქალაქში
მე კი ვიჯექი ღამეში
ღამის აჩრდილის ლანდებში

ირგვლივ სიჩუმე აღწევდა,
სკამს სუსტი ქარი არწევდა,
ხედვას უკუნი უშლიდა
ლანდსაც კი ვეღარ უქმნიდა

მხოლოდ ზუზუნი ისმოდა
ქარს რომ შორიდან მოჰქონდა
მხოლოდ სიჩუმე ისმოდა
მე რომ ამდენად მომწონდა

უეცრად რაღაც ხმაურმა
სმენა გააპო მალულად
მხოლოდ რაღაცა აკორდმა
რომ ჟღერდა ასე ზღაპრულად

წამში მომწყვიტა სამყაროს
რომელიც ასე მომწონდა
და წამიყვანა სამშობლოს
მე უსაზღვროდ რომ მიყვარდა.

თითქოს დაბრუნდა დღეები
რომლებიც ცხადად მახსოვა
თითქოს დაბრუნდა წამები
თეთრად რომ ციდან მათოვდა

თეთრი ფიფქები ცვიოდა
და თოვლზე იყინებოდა
ხელი სახისკენ მიმქონდა
ცრემლი რო არ შემყინვოდა

ცრემლი რომელიც მალულად
იპარებოდა თვალიდან
ცრემლი რომელიც ეულად
ჩემს  დარდს ამხელდა სულიდან

ვიყავი მარტო ზამთარში
ფიფქს ფიფქი ემატებოდა,
და ჩემს გარდა ვიც კი იქ იყო
მიზემი არვის ახსოვდა

ლანდი მოჩანდა მთვარეში
მუსიკაც წყანარად უკრავდა
დაი იმ უკუნით ღამეში
თითქოს არავინ სუნთქავდა

მუჭაში აი ის წერილი
თითქოს ვიღაცას ელოდა
ან შეიძლება რაღაცას
ვინც იმ ვიღაცას მისცემდა.

წერილზე აი ის ცრემლები
ნაწერს ასოებს უშლიდა
ჭიქაში ღვინის წვეთები
ქარვისფრად დასრიალებდა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent