როცა გიყვარს
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ადამიანებს გულს უიმედო და ცალმხრივი სიყვარული ტკენთ გულს, თუმცა შეყვარებული ადამინისთვის ეს ტკივილიც კი ყველაზე სასიამონოა გრძნობაა, ალბათ ამიტომაც აგრძელებენ საკუთარი თავის ტანჯვას და ხანმოკლე ცხოვრების რთულ გზას კიდევ უფრო ისრთულებენ. მეც ამ დღეში ვიყავი, სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩემი მეგობარი შემიყვარდა, ტუმცა ამას ვერასდროს შეიტყობდა. და აი ისიც უნივერსიტეტის ყველაზე გამორჩეული ბიჭი, ირაკლი დოლიძე, რომელიც იმ წამსვე შეამჩნიეს გოგოებმა და, რა თქმა უნდა, არც ირაკლის დაუტოვებია ისინი უყურადრებოდ. როგორც იქნა შემამჩნია, გოგოები მიატოვა და ჩემკენ წამოვიდა. -როგორ ხარ ნანო? მომიკითხა და შუბლზე მაკოცა -კარგად შენ? რაც შემეძლო მხიარულად ვუპასუხე -კარგად, სად არიან დანარჩენები? -მოვლენ, ალბათ მალე. *** როგორც გითხარით, მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ, ამიტომაც ყოველდღიურად უწევთ შეხვედრა. ნინი, ნანო და თეკლა ბავშვობის დაქალები არიან. საბა ნანოს ძმაა ირაკლი და დუდა კი მისი ძმაკაცები. ყოველთვის ერთად იყვნენ. საბამ და გოგოებმა იციან ნანოს გრძნობების შესახებ. გოგოებს ნანომ უთხრა, საბა კი მიხვდა , რომ თავის ერთადერთ დას ირაკლი უყვარდა, თუმცა არ იმჩნევდა, სურდა ნანო თავისი სურვილით მისულიყო და ყველაფერი მოეყოლა. ნანო კი ირაკლის იმ დის მაგივრობას უწევდა, რომელიც არ ჰყავდა, ამიტომაც მისთვის სხვა თვალით არასდროს არ შეუხედავს. უფრთხილდებოდა და მისთვის ყველაფრის გაკეთება შეეძლო. *** ნანოს ეძინა და სიზმრებშიც არ ასვენებდა ირაკლი.ესიზმრებოდა, როგორ უხსნიდა სიყვარულს, თუმცა მალევე გაეღვიძა და დაბრუნდა რეალობაში. მალევე მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა, სადაც მთელი ოჯახი საუზმობდა. უხმოდ მიუჯდა მაგიდას საბას გვერდით. -მამას პრინცესა როგორ ხარ? -კარგად მა შენ? გიჟდება მამამისზე, ერთადერთი ადამიანი, რომელიც იცის, რომ რაც არ უნდა მოხდეს მის გვერდით იქნება და მის ყველა გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება. -მეც კარგად მამას პრინცესა -მე გაგიყვან -კაი მაშინ გავიდეთ ხო? მალევე მივიდნენ უნივერსიტეტთან. სანამ ნანო გადავიდოდა, შუბლზე აკოვა ჭკვიანადო მიაძახა და გადაუშვა. აუდიტორიაში ისე ავიდა არ შეხვედრია ირაკლი, მისი ნახვის იმედი აღარ ჰქონდა, მოწყენილი მიუჯდა გვერდით ნინის. -რას შვები? -რავი არ გინახავს ბიჭები? -ბიჭები თუ ირაკლი? სიცილით ჰკითხა ნინიმ -ოოოო ნუ სულელობ სერიოზულად გეკითხები ნანო ლოყებაწითლებული იჯდა. ვერ შეეჩვია ამ თემაზე ხუმრობას, იმისდამიუხედავად, რომ მეგობრები ხშირად ეხუმრებოდნენ. -კაი ხო რა იყო არ მინახავს. როგორ არის ნიკა ბიძია? -ნიკა ბიძია თუ საბა?ახლა ნინი გააწითლეს -უიმე რაში მაინტერესებს როგორ არის ის ხისთავიანი -კარგად არის ორივე-სიცილით უპასუხა ნანომ და ამ დროს შემოვიდა ირაკლი გოგოებს თვალი ჩაუკრა და უკან დაჯდა. ლექციის დასრულების შემდეგ ირაკლი მივიდა გოგონებთან და ორივე გადაკოცნა, ნანოს რაღაც სხვანაირად, უცნაურად აკოცა არც ყელში და არც ლოყაზე სადღაც შუაში -როგორ ხართ გოგოებო? -კარგად შენ? რას აპირებ ხვალ? -რავი ჩვენ პონტში ავიდეთ წყნეთში -ხოო ძალიან კარგი ისიც იქნება? -ვინ ის ნინი? -ვითომ ვერ ხვდება თათო-სახის მანჭვით უპასუხა ნინიმ -იქნება ხო ირაკლისაც გაეცინა, თუმცა ნანო მომწყენილი იყო.ნინი გავიდა და მარტო დატოვა ეს ორი. -რა გჭირს ნანო ცუდ ხასიათზე ხარ? -არაფერი ხვალ შეიძლება ვერ წამოვიდე ბევრი სამეცადინი მაქ. ეს საიდან მოიტანა თვითონაც ვერ ხვდებობადა, თუმცა რა ექნა ვერ უყურებდა მთელი საღამო ირაკლის და თათოს ერთად. -ხო არ ღადაობ შენ თუ არ იქნები მეც დავჯდები ჩმორივით სახლში -ეტყობოდა ძალიან ეწყინა ირაკლის -კაი რა ჩემ გამო, ხომ არ ჩაშლი, შენი დაბადების დღეა, თუ შევძელი ამოვალ -თუ კი არა ამოხვალ უეჭველი, მე ამოგაკითხავ, რვაზე მხად დამხვდი და არ მალოდინო იცოდა ნანომ რომ არ წავიდოდა, თუმცა არ ჰქონდა ირაკლის თავი და აღარ შეეწინაღმდეგა -ნანო არ მოდის ხვალ წყნეთში -ეე რატო? -ის გველიც მოდის და იმიტომ -ხო პროსტა ვერ ხვდება, რომ უნდა წამოვიდეს და ირაკლის თავი იმ გველს არ უნდა დაუთმოს გაცხარებული იყო ნინი რაშიც თეკლაც ეთანხმებოდა -მე რა უნდა ვქნა უყვარს ირაკლის -უყვარს არა ის, ნაშაა რა -უბრალოდ არ შემიძლია წამოსვლა, ვერ ვუყურებ ერთად -მაშინ არც ჩვენ წავალთ შენ თუ არ იქნები რა გვინდა ჩვენ მანდ -ხო არ გაგიჟდით ჩემ გამო რატომ არ უნდა წახვიდეთ ამ დროს შემოვიდა საბა -ვაა ჩემი ყველა გოგო ადგილზეა -მოვიდა იდიოტი თავისთვის ჩაიბურტყუნა ნინიმ -გველის სისინი მომესმა ხო? -ეს ნახე რა გველები შენკენ მოიკითხე რა -რაღა შორს წავიდე აქ არა ხარ? ირონიული ღიმილით უყურებდა საბა, რაზეც ნინი ცოფდებოდა -მორჩით ეხლა ორივე -კარგი ხო ბიჭები მოდიან და გაშალეთ რა სუფრა -ფუ რა ლოთები ხართ ყოველ საღამოს შეიძლება -კაი ახლა ნუ წუწუნებთ ირკლის გუნდლებიც იქნებიან და წესიერად ბუზღუნით წამოდგნენ გოგონები და სამზარეულოში შევიდნენ. საბა ტელევიზორთან იჯდა. გოგოებმა მალევე გაშალეს სუფრა და ბიჭებიც მოვიდნენ -ვა ვა ნახე რა სუფრა დაგვახვედრეს გოგოებმა-როგორც ყოველთვის ღადაობდა დუდა. ირაკლი არ ჩანდა მხოლოდ, თუმცა წამით არ მოუწყენია გოგონები არ აძლევდნენ ამის საშუალებას. აივანზე გავიდა და ფიქრობდა მასზე და ირაკლიზე იაზრებდა, რომ მასთან მცირედი შანსიც არ ჰქონდა, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა და მაზოხისტურად აგრძელებდა მის სიყვარულს. მალევე იგრძნო, რომ მარტო არ იყო -მარტო რატო ხარ? ბიჭების ერთ-ერთი მეგობარი იყო და თვითონაც იცნობდა -მარტო ყოფნა მინდოდა -იმედია ხელს არ გიშლი ხო? -არა რას ამბობ როგორ არის შენი და? -კარგად არის უკვე პირველ კურსზეა გამოცდების გამო წუწუნებს უბრალოდ-გეგამ სიგარეტს მოუკიდა და ნანოსაც მიაწოდა -არა მადლობა არ ვეწევი ბიჭს მეტი არ გაუგრძელებია, რადგან ნანო ოთახში შებრუნდა, სადაც ირაკლი უკვე მისული დახვდა. მალევე იპოვეს ერთმანეთი, თუმცა ირაკლიმ აივნიდან გამომავალი გეგა რომ დაინხა გამომეტყველება შეეცველა და მათკენ წავიდა -როგორ არის ჩემი ფერია? -კარგად ვარ ცივად უპასუხა, რადგან სამზარეულოდან გამომავალი თათო დაინახა. ირაკლიმ ხელი გადახვია, თუმცა ნანომ უხეშად მოიშორა და გოგოებისკენ წავიდა. ნინი გალეწილი მთვრალი იყო და იგივე მდგომარეობაში მყოფ დუდას აჭარულს ეცეკვებოდა, როცა ორივე დაიღალა დაჯდნენ და სმა განაგრძეს. ირაკლი და თათო მალე გაიპარნენ, ეს მხოლოდ ნანომ შეამჩნია და ისიც სასმელს მიეძალა. მეორე დილით ვის ვისზე ეძინა ვერ გაარკვევდი, მხოლოდ ნანო იყო თავის ოთახში. გაღვიძებულს ესეთი ამბავი, რომ დახვდა მიხვდა ყველას მოვლა მას მუწევდა და ამიტომაც სასწრაფოდ აყარა ყველა და გაყარა სახლიდან. თვითონ კი უნივერსიტეტში წავიდა.ირაკლი არ გამოჩენილა, დაბადების დღე ჰქონდა ბიჭს და უნიევრსიტეტში მივიდოდა. სამაგიეროდ ლექციების შემდეგ გეგა დახვდა -გეგა აქ რა გინდა? -შენს სანახავად მოვედითქო, რომ გითხრა ძალიან ცუდი ბიჭი ვიქნები? -არა არიქნები ღიმილით უპასუხა ნანომ -მაშინ გაყევი ამ ბიჭს ყავის დასალევად -არ შემიძლია.. ნანო გაგრძელებას აპირებდა თუ რატომ ვერ წავიდოდა,თუმცა გეგამ იმდენი თხოვა ახლა უკვე ერთ მყუდრო კაფეში ისხდნენ -მომიყევი შენზე რამე -რა მოგიყვე მკითხე და გიპასუხებ -რას საქმინაობ ფეხბურთის გარდა? -ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ ბიზნენის ადმინისტრირებაზე მისმა პასუხმა ნანო გააოცა, რაც არც გეგას გამოპარვია -რა იყო ხო არ ფიქრობ, რომ ფეხბურთელები გაუნათლებლები ვართ? -ხო რა ირაკლიც არ იკლავს თავს დიდად სწავლით-ღიმილით საუბრობდა ირაკლიზე რაც არც გეგას არ გამოჰპარვია -შენ რაზე გინდა ჩაბარება? -სამედიცინოზე კიდევ დიდხანს იყვნენ ერთად და ვერც კი შეამჩნია როგორ მოსაღამოვდა და არცერთი წამით არ გახსნებია ირაკლი. ახლაც გეგა უყვებოდა ათას ისტორიას მის ბავშვობაზე და ნანოც ღიმილით უსმენდა. საუბარი ნანოს ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ, ეკრანზე ირაკლის მომღიმარი ფოტო, რომ ამოხტა თითქოს რეალობაში წამიერად დაბრუნდა -გილოცავ ირაკლი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ -მადლობა ჩემო ფერი სად ხარ? ხომ გითხარი გამოგივლი და ერთად წავიდეთქო ქვევით ვდგავარ და ჩამო -ირაკლი მართლა არ მცალია -ნანო რატო ატრაკებ, ხომ იცი შენ გარეშე დაბადების დღე კი არა სიცოცხლე არ მინდა. ნანოს ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ თვალები აუწყლიანდა, იცოდა ამ სიტყვებს მხოლოდ როგორც მეგობარს ისე ეუბნებოდა -კარგი ხო მოვდივარ იღონდ ჩემით მოვალ არ ვარ სახლში -სად ხარ მითხარი მოგაკითხავ -ირაკლი არ ვარ მარტო -ნანო ვისთან ერთად ხარ? ხმაში სიბრაზე შეეპარა ირაკლის -მე და გეგა -ხოდა მაშინ ირივე წამოდით ეგრევე გათიშა ირაკლიმ ტელეფონი -ირაკლისთან ადიხარ? -ხო შენც? -ხო ერთად ავიდეთ -კარგი ოღონდ ჯერ საჩუქარს ავიღებ ნანოსთან მივიდნე საჩუქარი აიღეს და წყნეთისკენ წავიდნენ. კარები დაბღვერილმა ირაკლიმ გაუღო -გილოცავ ჩემო სიცოცხლევ ეს შენ ნანომ საჩუქარი გაუწოდა -გილოცავ ძმაო -მადლობა, თქვენ ორი ერთად საიდან? -კაფეში ვიყავით ერთად, შენ რომ დაურკე და წამოვედით რა კაი ჭორიკანა ქალივით ჩამოარაკრაკა გეგამ და ირაკლის გახედა გაღიმებულმა, რომელიც, ნანიკოს უყურებდა ისე თითქოს ვინმე მოეკლა. გეგა ოთახში შევიდა, ნანიკოც აპირებდა გაყოლას, თუმცა ირაკლის ხელმა შეაჩერა -ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ ყურში ჩასჩურჩულა და ისიც ოთახში შევიდა. ნანიკო საააბაზანოში შევიდა წყალი შეისხა და მეგობრებს შეუერთდა,ხალხმრავლობა იყო თავის გოგოები იპოვა და მათკენ წავიდა -რას შვებით? გოგოები გადაკოცნა -გვეგონა არ მოხვიდოდი -ხო არც ვაპირებდი პროსტა მერე დამირეკა და ქაჯობას ხომ არ დავიწყებდი -გეგასთან ერთად, რომ იყავი სად შეხვდი? -ერთად ვიყავით კაფეში ირაკლიმ რომ დამირეკა -რააა კაფეში იყავი ზე სიმპატიურ გეგასთან ერთად და შენ ყველაფერი დაგვიმალე არა?! მოყევი ყველაფერი -რა მოვყვე დამპატიჟა და მეც წავყევი -ისე ძალიან კარგი ბიჭია, იმ მიუხვედრელს კი ჯობია, რაც მთავარია, მოსწონხარ. ამ დროს ირაკლის ხმა გავიგეთ -ვის მისწონხარ ნანიკო? -არავის ხო იცი როგორები არიან არა , იგონებენ რაღაცას. მივხდვი, რომ საშინლად ვიცრუე -არაფერსაც არ ვიგონებ ვერ ხედავდი როგორ გიყურებდა აგრძელებდა ნინი -ნინი გეყოფა-თვალები დავუბრიალე, თუმცა უშედეგოდ -იტყვით ახლა რა ხდება? -შეუვალი იყო კვლავ ირაკლი -რა და გეგას მოსწონს ჩვენი ნანიკო -შენ ...შენ მოგწონს ნანიკო? მის ხმაში ნათლად იგრძნობოდა მოლოდინი იმისა, რომ თავისი პატარა ნანო უარყოფდა, თუმცა ახლა უკვე ნანიკოს ჯერი იყო -რავიცი ცუდი ბიჭი არ არის-თავჩახრილმა უპასუხა -ხო არ არის ცუდი ბიჭი, თუმცა უკეთეს იმსახურებ ნანიკო-თვალი ჩამიკრა და გაგვშორდა.გვანცას დახვდა, რომელიც იმ წამს შემოვიდა -იდიოტი ფუუ დებილია ამ ხელა კაცი-სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდნენ თათული და ნინი -გეყოფათ ახლა, რადგან არ ვუყვარვარ ამიტომ დებილია? -ზუსტადაც შენისთანა გოგო ხელიდან გასაშვებია?- არ ჩერდებოდა ნინი -კარგი რა გაჩერდი, გირჩევნია საბას მიხედო დღეს დილით მითხრა ირაკლის დაბადების დღეზე გოგოს ამოვიყვან და გაგაცნობთო -ისევ ვინმე ნაშა იქნება-უდარდელად ჩაილაპარაკა ნინიმ -არა მგონია მეც ეგრე ვუთხარი და თავი გაიგიჟა მართლა მომწონსო, ამის გაგონებაზე ფერი შეეცვალა ნინის,მაგრამ რას შეიმჩნევდა. მართლა ამოვიდა საბა ლამაზ გოგოსთან ერთად, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ნინის ვერ ჯობდა. ნინიმ ამის დანახვაზე უფრო მეტად უმატა სმას. ბილოს ირაკლის გუნდელს ეცეკვებოდა, რომელიც ურცხვად დაატარებდა ხელებს ნინის წელზე. ამ ყველაფერს საბა შორიდან უყურებდა, როცა უცნობის ხელმა საჯდომზე გარომელიც ურცხვად დაატარებდა ხელებს ნინის წელზე. ამ ყველაფერს საბა შორიდან უყურებდა, როცა უცნობის ხელმა საჯდომზე გადაინაცვლა ვეღარ მოითმინა და მოცეკვავე წყვილისკენ წავიდა.ნინი გამოგლიჯა ხელიდან გიჟივით გავარდა გარეთ და მანქანაში ჩატენა. -რას აკეთებ ცხოველო გააჩერე მანქანა-ბილო ხმაზე კიოდა ნინი საბა კი მშვიდად მართავდა საჭეს -არ გესმის რას გეუბნები რა უფლებით წამომიყვანე ვინ ხარ რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? -იქნებ ცოტახანი გაჩუმდე და დაისვენო დიდი გზა გვაქ გასალელი და დაიღლები-საბას მშვიდმა ტონმა უფრო გააბრაზა -შენ სულ გაგიჟდი ხო რას ნიშნავს გრძელი გზა გვაქ გასავლელი?-უკვე ცრემლებს ვეღარ იკავებდა ნინი -სვანეთში მიმყავხარ -რა გვინდა სვანეთში? -მოგიტაცე უკვე ჩემი ცოლი ხარ-ღიმილით უპასუხნა შოკში მყოფ ნინის საბამ -არ მიყვარხარ-ამის თქმაღა მოახერხა ნინიმ -ვინ გიყვარს აბა ის ბაჩო?-ირონიული ღიმილით შეახსენა ერთ-ერთი თაყვანისმცემელი -გიყვარვარ?-პირდაპირ კითხა ნინიმ, საბამ კი გაოცებულმა ღიმილით გახედა და მის იმედიან თვალებს, რომ წააწყდა ღიმილით მიუბრუნდა საჭეს და უთხრა -რომ არ მიყვარდე ცოლად მოგიყვანდი გოგო? -ხო მაგრამ მე მინდა, რომ მითხრა -მიყვარხარ-ხელზე აკოცა ნინის -მეც მიყვარხარ-გახარებულმა აკოცა ნინიმ უკვე მის ქმარს ლოყაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.