ცხოვრების მეგობარი.თავი 2.
კაკ-კუკ,კაკ-კუკ.ეგონა ვიღაც თავში ძლიერად ურტყამდა და ტკივილისგან ტიროდა,მაგრამ არ იყო ეს ტკივილი ხმაურისგან გამოწვეული,ის მის წლებს ტიროდა,წლებს რომლებიც ტყუილში გაატარა. -ახლა რას შევცვლით,რა შემიძლია მე ხომ დროს უკან ვერ დავაბრუნებ. -დედა რას ამბობ,ადამიანი ვინც მთელი ჩემი ცხოვრება მეგონა ჩემი მამა იყო,ეს ტყუილია? ვინ არის მამაჩემი,სად არის მამაჩემი ან ასე რატომ მოხდა, რომ მის გარეშე გავიზარდე,რატომ წავიდა ის შენგან დედა.მითხარი სად არის,სად ვეძებო,სად უნდა ვიპოვო.ნინო სიბრაზით სავსე თვალებით უცქერდა დედას,დედას რომელიც ტიროდა,იჯდა და თვალს ვერ უსწორებდა შვილს. -ტირილით ვერ გამოასწორებ დაშვებულ შეცდომას დედა,ხმა ამოიღე გელოდები. -ის შენთან სულ ახლოს არის,ყოველ დღე ხედავ მას. -ყოველდღე ვხედავ? ახლოს არის ჩემთან და მან იცის მე ვინ ვარ? ის არის,კი ის არის მითხარი რატომ ხარ ჩუმად,თქვი რამე დედა.ნინო თავის თავს და ხმას ვერ აკონტროლებდა. -ის არის,ის არის მამაშენი შენ ვინც გაიფიქრე ახლა. -ის არის,რა ახლოს ყოფილა და თან რა შორს.იცის მე ვინ ვარ? -იცის,მანაც დღეს გაიგო შენთან ერთად რომ დამინახა. -უნდა მივმხვდარიყავი,დღეს ჩემთან ერთად რომ დაგინახა სახე შეეცვალა,უნდა მივმხვდარიყავი ისეთი თვალებით შემოგხედა და თქვა ,,უშენოდ დღემდე კენტად ვარო''.რამდენიმე დღე ნინო დაბნეული დადიოდა და ცდილობდა მთავარ ექიმს არ შეხვედროდა,მაგრამ მიუხედავად ნინოს მცდელობისა ისინი მაინც შეხვდნენ ერთმანეთს პირის-პირ. -ჩემთან გელოდები კაბინეტში,უნდა ვილაპარაკოთ. -აუცილებელია? ცოტა დრო მაქვს,ოპერაციაზე უნდა შევიდე ექიმო. -არ შეგაყოვნებ დიდი ხნით,მაგრამ რაც უფრო მომერიდები დრო უფრო გაიწელება და უფრო გაგვიჭირდება ერთმანეთთან ახლოს ყოფნა. -კარგი ვილაპარაკოთ.ნინო ანდრეას გაყვა და კაბინეტში თავდახრილი შევიდა,თითქოს რცხვენოდა საკუთარი მამასთვის თვალებში შეეხედა,მაგრამ ნინო ხომ არ იყო დამნაშავე,კითხვა იქით უნდა დაესვა,რატომ? თავი ასწია და ანდრეას შეხედა,რომელიც მას უცქერდა და ის კითხვა რაც ნინოს აწუხებდა მის თვალებში ამოიკითხა ანდრეამ. -ვიცი რა კითხვაც გაწუხებს და ეს კითხვაა,რატომ? -კარგად გამოიცანით და რატომ,რატომ მოხდა ასე რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. -არ ვარ იმ ასაკში რომ შენს წინაშე ფიცი დავიწყო,მხოლოდ უნდა დამიჯერო რომ შენი არსებობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი.როცა დედაშენმა გაიგო დედა გახდებოდა,ჩვენ ერთმანეთს აღარ ვხვდებოდით და მეც შორს ვიყავი მისგანაც და ქვეყნიდანაც,რომ ეცადა ხმას ვერ მომაწვდენდა,ჩემები მას არ ეტყოდნენ მე სად ვიყავი ისედაც იმდენი სიბინძურე უთხრეს,მე რომ მეპოვა და მისთვის დაქორწინება შემეთავაზებინა,დედაჩემთან შეხვედრის შემდეგ თავად არ დამთანხმდებოდა.ეს ჩვენი ბედისწერა ყოფილა შვილო,მოდი წარსულში ნუ დავბრუნდებით წინ ბედნიერი დღეები გველოდება და ვიცხოვროთ მომავლით. -თქვენი და? ის რომ გაიგებს რა აზრის იქნება ჩემზე,ის ხომ წინააღმდეგი იყო თქვენი ურთიერთობის. -დედაშენსაც ვუთხარი და შენც გეტყვი,მე და არ მყავს,ის ქალი ვინც ანასთან მივიდა დედასთან ერთად დედას ახლობლის შვილია,ის ჩემთან ცხოვრობდა მაშინაც და ახლაც.როგორ გგონია მე მას დავეკითხები თუ რა უნდა გავაკეთო ან ვის უნდა შევხვდე? მე არავინ არ მყავს,არ დავქორწინებულვარ და მინდა შენთან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს.მოდი შევეცადოთ მაინც რა გამოვა ჩვენი მცდელობიდან ორივე დავინახავთ. -კარგი ვცადოთ,ახლა უნდა დაგტოვოთ. -წადი და წარმატებებს გისურვებ.ნინო კართან მივიდა,უეცრად შებრუნდა და ანდრეას შეხედა. -გისმენ, მითხარი რაც გინდა. -ხალხი უცნაურია,არ მინდა სხვაგვარად გაიგოს ვინმემ და ხმა აგორდეს,დარწმუნებული ვარ სხვაგვარად გაიგებენ ჩვენს ახლო ურთიერთობას. -გამორიცხული არაფერია,ვიღაც ხშირად დაგვინახავს ერთად და ხმაც გავარდება ჭორის დონეზე,მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე.მე აქ ვარ,შენს გვერდით,შენთან ახლოს და დღეიდან მე დაგიცავ ყველგან.ნინომ გაუღიმა ახლად ნაპოვნ მამას და გავიდა,ანდრეამ კი ტელეფონი აიღო და მკაცრი ხმით დაელაპარაკა. -სად ხარ,სალაპარაკო მაქვს. -რა მოხდა ანდრეა. -წარსული დაბრუნდა და წარსულში ვის ვგულისხმობ სახლში მოვდივარ და გეტყვი.ტელეფონი გათიშა,სათვალე გულის ჯიბეში ჩაიდო და კაბინეტი დატოვა. -თომა მე გავდივარ და თუ რამე აუცილებელი ან გაუთვალისწინებელი მოხდეს ჩემს ნომერზე დამირეკე.ანდრეამ აუჩქარებელი და დინჯი ნაბიჯებით გაიარა საავადმყოფოს ჰოლი და ნინომ თვალი გააყოლა,ჩაეცინა თავის კაბინეტში შევიდა,ცოტა ხანში კი თომამ გაბრაზებულმა დაკეტა კარი და ნინოს შეხედა. -თომა? რატომ მიყურებ ასეთი გაბრაზებული. -რაღაცას მოვკარი ყური და მინდა სიმართლე შენგან გავიგო. -რას მოკარი ყური,ახალი რა გაიგე მეც მითხარი. -ასეთი მშვიდად როგორ ხარ ნინო. -სიმშვიდეს არასოდეს არ ვკარგავ,გისმენ. -თვეებია აქ ხარ და უკვე მთავარი ექიმის სიმპატია დაიმსახურე,ანდრეა არც ისე იოლად ეჩვევა ახალ პერსონალს,რა ხდება ნინო. -რა უნდა ხდებოდეს,არაფერი არ ხდება არც სერიოზული და არც მნიშვნელოვანი თომა. -კარგი,მე არ გეძალები მაგრამ გთხოვ ფრთხილად იყო. -კარგი ფრთხილად ვიქნები,მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ.გაუღიმა ნინომ თომას და ორივე ერთად გავიდა კაბინეტიდან.ანდრეა სახლში შევიდა თუ არა,პირველი რაც გააკეთა კონიაკი დაისხა და სულმოუთქმელად გადაჰკრა,გაოცებული იდგა მოშორებით თინია და ანდრეას უცქერდა.კარგად იცოდა,როცა ანდრეა ძალიან გაბრაზებული იყო მხოლოდ მაშინ სვამდა კონიაკს ყინვის გარეშე.მიუახლოვდა,მხარზე ხელი დაადო და შეეკითხა. -ანდრეა რა მოხდა, არ გქონდა კარგი დღე,მოხდა რამე? -მე კარგი დღე მქონდა,ძალიან კარგი დღე,მაგრამ შენგან არ ველოდი ასეთი გულცივი თუ იყავი თინია. -რას გულისხმობ,ასე რატომ მელაპარაკები.გაუკვირდა თინიას ანდრეას სიმკაცრე. -მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობ,18 წლის იყავი აქ რომ ჩამისახლდი.დედა სანამ იყო ცოცხალი მაშინაც აქ იყავი,დედა აღარ არის მაგრამ მაინც აქ ხარ,არ გიცდია აქედან წასულიყავი და შენი ცხოვრება აგეწყო.იცი რა მაინტერესებს? სინდისმა არ შეგაწუხა მთელი ეს წლები? არასოდეს დაფიქრებულხარ შენს მიერ ჩადენილ შეცდომაზე,რომ ერთ დღეს სიმართლეს გავიგებდი? -რა გავაფუჭე, ასე რატომ გაბრაზდი ანდრეა. -არ გაგიფუჭებია ახლა,შენ შეცდომა ჩაიდინე 26 წლის წინ და დამაშორე ჩემს საყვარელ ქალს.ანა,ჩემი ანიკო გაგასენდა? ვფიქრობ ძალიანაც კარგად გახსოვს. -არა,არ მახსოვს,ვერ ვიხსენებ. -კარგი არა უშავს,მე შეგახსენებ. შენ და დედაჩემი ერთად მიდით მასთან და დარწმუნებული ვარ ესეც შენი იდეა იყო,მიდით და მკაცრად დაელაპარაკეთ,რომ ჩემგან შორს დამდგარიყო.რატომ, თინია რატომ გააკეთე ეს და დამაშორე ჩემს საყვარელ ქალს. -მე მიყვარდი ანდრეა. -დავიჯერო დარწმუნებული იყავი ჩემს სახლში გოგონა დად მივიღე და მას როგორც ქალს ისე შევხედავდი? შენ მელოდი მთელი ეს წლები............ -მე ახლაც გელოდები ანდრეა. -თინია გაჩუმდი,შენ არასოდეს არ გიცდია ამ სახლიდან წასვლა,ბევრჯერ არ მოვსულვარ სახლში და საავადმყოფოში გამითევვია ღამე იცი რატომ? ვგრძნობდი შენგან წამოსულ კეკლუცობას და სიმხურვალეს,მაგრამ არ შემეძლო შენთან ახლოს დავმდგარიყავი ისე როგორც შენ გინდოდა. -რას ამბობ,გესმის რას ამბობ? ცრემლი მოერია თინიას ხმაში და ანდრეას თვალი ვერ გაუსწორა. -მე შვილი მყავს და შენი წყალობით ის ჩემგან შორს გაიზარდა,ის 25 წლის არის და ექიმია. -შვილი? რას ამბობ,იქნებ ეს ხაფანგია და შენი მოტყუება უნდათ,ასე ადვილად დაიჯერებ? -ვინ გითხრა რომ ადვილად დავიჯერე,დნმ-ის ანალიზი გავაკეთე და ეს სწორია.არავის არ უცდია ჩემი მოტყუება,ეს არც ისე ადვილა,მხოლოდ შენ შეძელი და საიდუმლოსაც კარგად ინახავ მთელი ეს წლები. -იქნებ გააყალბა ანალიზის პასუხი,რადგან იციან შენ არავინ არ გყავს,არც დაოჯახებული ხარ. -პანიკა არ არის საჭირო,მე ყველაფერი გადავამოწმე და კარგი იქნება თუ დაეთანხმები და მიიღებ ჩემს შვილს,არ მიიღებ და იცი კარი სადაც არის. -მე,მამიდად ვეკუთნი? -არანაირი მამიდა არ ხარ,მაგრამ თუ გინდა იყო მამიდა,იქნები კიდეც ეს შენზეა დამოკიდებული და შენს ქცევაზე. -მაშ ექიმია? მამას დაემსგავსა ნიჭით,შენ გგავს? -ბევრად არა, მაგრამ მგავს.ჩაეღიმა ანდრეას და თინიას შეხედა. -ალბად დედამისიც ნახე,სხვაგვარად როგორ მოხდებოდა თქვენი გაცნობა. -ნინო ჩემს საავადმყოფოში მუშაობს,კარგი სპეციალისტების გამოგზავნილია და მეც მივიღე,რამოდენიმე თვე გავიდა და მის კაბინეტში შევხვდი ანას და ეს ისეთი მოულოდნელი იყო,ორივე დავიბენით. -ალბად ბევრად არ შეცვლილა ასე ადვილად რომ იცანი -არა,სახეზე ემჩნევა დაღლილობა,მაგრამ მე შევხედე თუ არა ვიცანი.თვალები არასოდეს არ იცვლება,ჩემი ანა თვალებით ვიცანი რადგან ისევ ისეთი სიყვარულით სავსეა ის ორი სფერო.რომ არა შენი და დედაჩემის სიბოროტე,ჩვენ ერთად გავზრდიდით ჩვენს შვილს. -მაპატიე,დეიდა ლეილას იდეა იყო მასთან მისვლა და დამუქრება. -როგორ შეგეძლო მას აყოლოდი,რატომ არ შეუშალე ხელი მის სიბოროტეს. -ვნანობ,მართლა ძალიან ვნანობ,გთხოვ მაპატიე. -გაპატიებ თუ ამიერიდან არ ჩაერევი ბოროტად ჩემსა და ჩემი შვილის ურთიერთობაში. -ანა? -ანას მისი ცხოვრება აქვს,მას ქმარი ჰყავს და ის მისი ერთგულია,მისი ცხოვრების მეგობარია. -როდის გამაცნობ,აქ როდის მოიყვან? -არ ვიცი,მაგრამ შეგიძლია თავად მოინახულო.ანდრეას და თინიას საუბრის შემდეგ რამდენიმე დღეში თინია ესტუმრა ანდრეას და ჯერ შორიდან შეათვალიერა ნინო შემდეგ კი ანდრეამ გააცნო მათ ერთმანეთი და თავად მნიშვნელოვანი პაციენტის სანახავად წავიდა. -რას მიირთმევს ჩემი ძმისშვილი,არაფერს არ დალევს ჩემთან ერთად? -მადლობა,მაგრამ სპირტიან სასმელებს არ ვსვამ. -დავიჯეროო მართლა ანდრეას შვილი ხარ? -დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ ეს თქვენი გადასაწყვეტია,საინტერესო ადამიანი ხართ, როცა ანდრეა აქ იყო რატომ მაშინ არ იყავით ასეთი გაბედული? -იმიტომ რომ ეს საუბარი ჩვენს შორის უნდა დარჩეს,ანდრეამ ამ საუბრის შესახებ არ უნდა გაიგოს. -ჩემგან რა გინდათ,ვხედავ რომ არ ხართ აღფრთოვანებული ჩემი გამოჩენით. -სწორად გათვალე,ნამდვილად არ აღვფრთოვანებულვარ შენით და მითუმეტეს დედაშენით. -დედაჩემის ხსენება არ გაბედო მეორედ.სიბრაზისგან აენთო ნინო. -დაასახელე ციფრი რამდენი გინდა,რომ ანდრეას ცხოვრებიდან გაქრეთ შენც და დედაშენიც.ნინოს სახე შეეცვალა,ფეხზე ადგა და თინიას პირის-პირ დამდგარმა უთხრა. -უნდა გრცხვენოდეთ თქვენი თავის,თქვენ მე მეცოდებით.უთხრა ნინომ და თინია გამშრალი და თვალებგაფართოვებული დატოვა კაბინეტში. როგორც ადამიანებს,ყველა ჩვენგანს გვაქვს საჭიროება გვქონდეს კავშირი სხვა ადამიანებთან,მაგრამ ელენე უკვე ოთხი დღე იყო რაც რეამინაციის კართან იდგა ტირილისგან თვალებ ჩაწითლებული,მის სულ დაეუფლებოდა უზარმაზარი შიში,შიში მარტოობის და შიში დემეტრეს დაკარგვის. -ელენე არ გინდა წახვიდე და დაისვენო? -თეო გთხოვ შემიშვი,მხოლოდ შორიდან შევხედავ. -შენთვის სიურპრიზი მაქვს,ამიტომ მხოლოდ 5 წუთით შეგიშვებ.ელენემ გაუღიმა თეოს და დემეტრესთან შევიდა,მიუახლოვდა საწოლს და თავზე ხელი დაადო,დემეტრემ კი თვალი გაახილა და ბუნდოვნად შეხედა ელენეს რომელიც განადგურებული იყო ამ ოთხ დღეში. -ვიცოდი რომ ძლიერი იყავი და კარგად გახდებოდი,ძალიან ძნელი იყო ეს ოთხი დღე ჩემთვის,მიყვარხარ დემეტრე და შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. -ელენე მახსოვს რაც მოხდა,იმედია არავინ არ დაშავვებულა. -არავინ სხვა,მხოლოდ შენ დაშავდი. -ელენე მინდა ვიცოდე რა მოხდა იმ დღეს ვინ დაგირეკა,სად წახვედი,ისინი იყვნენ და მათთან იყავი? -ვიცი რატომ შეგეშინდა ასე ძალიან,მე გამომყევი და ახლა აქ ხარ,მადლობა უფალს რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.გთხოვ დამიჯერე,შენ რისიც გეშინია ის არ არის.გამოჯამრთელდი და შემდეგ ვისაუბროთ,ახლა 5 წუთით შემომიშვეს,ეს საუბარი კი სერიოზულ თემას შეეხება დემეტრე. -რა მოხდა,ელენე ახლავეს მეტყვი ყველაფერს და თან სიმართლეს. -ჯერ ისევ სუსტად ხარ,შემდეგისთვის გადავდოთ ეს საუბარი. -პირობა მომეცი,რომ მე რისიც მეშინია აღარ გაეკარები,სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ელენე. -გეფიცები,მშვიდად იყავი ასეთი არაფერი არ მომხდარა. -არც შეხვდები მათ,ელენე ისევ დაბრუნდები ბინძურ წარსულში და შენს მომავალს დაკარგავ,შენს ოცნებებს,შენს მიზნებს. -გვაქვს წინ მშვიდი და ჰარმონიული მომავალი,ეს არ შეიცვლება. -წადი დაისვენე,გამოიძინე დაღლილი ხარ. -ძალიან არ მინდა დაგტოვო,მაგრამ უარს ვერ გეტყვი,დასვენება მართლა მჭირდება. -წადი,ხვალ მოდი პალატაში ვიქნები გადაყვანილი. -კარგი,ამჯერად დამჯერი ვარ.ელენემ კოცნა დაუტოვა დემეტრეს და წავიდა,დაღონებული იყო არ უნდოდა სახლში წასვლა და თეონას დაედარა,ისიც სახლში მიდიოდა. -ძალიან მრცხვენია, მაგრამ სათხოვარი მაქვს შენთან თეონა. -მითხარი,როგორ შემიძლია დაგეხმარო. -შენთან წამოვალ,არ მინდა სახლში მივიდე. -გეშინია? ჩემთან წამოდი,დაიბანე და დაისვენე,მე კი ისევ დავბრუნდები ვერ დავტოვებთ მარტო დემეტრეს.თეონა ახლოს ცხოვრობდა საავადმყოფოსთან და მალე მივიდნენ,ელენეს თავისი საღამურები მისცა,თავად ვახშამი მოამზადა და ელენემ მხოლოდ მაშინ მიხვდა,თუ როგორ მოშივებოდა. -ახლა მივხვდი,როგორ ძალიან მომშივდა. -მოდი ვჭამოთ,მეც გამოვიცვლი და წავალ,შენ კი დაისვენე.ელენემ ბალიშზე დადო თავი თუ არა დაღლილს და ღამე ნათევს ფიქრის გარეშე დაეძინა,მაგრამ გვიან ღამით გაეღვიძა,ადგა და თავი მოიწესრიგა,ფრთხილად გამოიკეტა სახლის კარი და წავიდა.დემეტრე უკვე პალატაში გადაეყვანათ,გაიგო სად იყო და მასთან წავიდა. -ელენე? გაოცებული იდგა თეონა და ელენეს უცქერდა. -ასე ნუ მიყურებ,ვერ დავისვენე და წამოვედი. -წამოდი,მეც მასთან მივდიოდი.ღიმილით უთხრა თეონამ და ორივემ კიბეებს აუყვა,მივიდნენ კიდეც დემეტრეს პალატასთან და ორივემ ერთმანეთს შეხედა,იქ მისულ ელენეს სიურპრიზი დახვდა,სწორედ ის ქალბატონი იდგა დემეტრეს საწოლთან,რომელსაც დემეტრე ვერ შეხვდა აღფრთოვანებული. -შენ აქ რა გინდა,რისთვის მოდი. -შენ სულ დამივიწყე,გავიგე ავად არისო და მოვედი სანახავად. -რის მიღწევას ცდილობ,რა გინდა. -იცი უკვე რამდენი თვეა შენს ზარს ველოდები? -ძალიან ცუდი ბიჭი ვარ,არ მოგიკითხე. -დემეტრე შენ კარგად მიცნობ და ისიც იცი,რომ ჩემგან წასვლა არც ისე ადვილია. -მე უკვე წავედი შენგან დიდი ხანია მართა. -ვერ წახვალ,ვერ გამცვლი ასე იოლად ვიღაც ქუჩის ქალში,გაიგე? დემეტრემ სიბრაზით სავსე თვბალები შეანათა მართას და მტკიცე ხმით უთხრა. -სიტყვები შეარჩიე როცა ელენეზე იწყებ საუბარს,ის შენნაირი არასოდეს არ იქნება.ელენემ თეონას ხელზე ხელი მოუჭირა და სიამაყე იგრძნო,როცა დემეტრემ უცხო ქალთან დაიცვა. -იცოდე მწარედ განანებ ჩემს გამოყენებას და მიტოვებას. -რატომ ნერვიულობ,ან შეგიძლია ამიხსნა აქ რატომ ხარ? შენ ჩემთვის იმ დღიდან აღარაფერს აღარ ნიშნავ როცა ჩემი სახლის კარი გაიხურე და წადი.მე არ მიმიტოვებიხარ,შენ მოისურვე თავად წასვლა. -ჰოდა მოვედი,რომ აქ დავრჩე,ისევ იქედან გავაგრძელოთ სადაც შევწყვიტეთ. -ეს კარგად იცი რომ არ მოხდება,ჩვენ სამი წლის წინ დავშორდით ერთმანეთს და ესეც შენით.გაპატიებდი,ყველაფერს დავივიწყებდი,მაგრამ განქორწინება თავად მოინდომე და მეც დაგეთანხმე,შენც და მეც თავისუფლები ვართ,რაც გინდა და როგორც გინდა გააკეთე მე აღარ მეხება,მაგრამ არა ჩემთან. -ჩემგან სიურპრიზს ელოდე ყოველ ფეხის ნაბიჯზე,იცოდე შენს წინ ყოველთვის მე მნახავ და ამას აქედანვე შეეგუე. -წადი მართა მე ის 22 წლის ბიჭი აღარ ვარ ყველა შენს მოთხოვნას რომ ასრულებდა და ყველა შენს კაპრიზებს რომ იტანდა.გაშმაგებული გამოვარდა პალატიდან,იქვე მდგარ ელენეს შეხედა გაბრაზებულმა და უთხრა. -ვერ შევეგუები იმ აზრს,რომ დემეტრე ვიღაც ერთი ღამის ბოზმა ამართვას. -ხვდები რას ამბობ? -მე ვხვდები რას ვამბობ,მაგრამ შენ ვერ ხვდები ვისთან დაიჭირე საქმე,თქვენი დაუძინებელი მტერი ვარ დღეიდან.ელენე იდგა და თვალებ-გაფართოვებული უცქერდა მიმავალს,შემდეგ პალატაში შევიდა და დემეტრეს შეხედა. -გინდოდა გაგეგო სიმართლე,ისევ ამ აზრზე ხარ? -მითხარი რა მოხდა იმ დღეს,ვის შეხვდი. -იმ დღეს ამ ქალს შევხვდი,ეს არის დამნაშავე შენ რომ აქ წევხარ. -ეს ქალი? ეს მართაა ჩემი ყოფილი,რა ესაქმება იმ დღესთან და ჩემს აქ ყოფნასთან მართას. -იმ დილით დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,მასთან წავედი შესახვედრად რომ დამედევნე და შემდეგ რაც მოხდა იცი. -როგორ ვერ მივხვდი, ეს ალქაჯი რომ გამოჩნდებოდა.მაპატიე,რომ ეჭვი მქონდა მათ შეხვდი.შემეშინდა,ძალიან შემეშინდა ელენე. -დაგპირდი და პირობას ვასრულებ. -ნინო წავიდა თინია? -არა,თქვენს კაბინეტშია მე წამოვედი. -როგორც მივხვდი არ ხარ აღფრთოვანებული მასთან შეხვედრით. -არ მინდა ტყუილებზე აეგოს ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ კარგად მიხვდით არ მომეწონა,მასში არის რაღაც ისეთი რაც ზიზღს იწვევს,ალბად ყველა იმ ქალს ხედავს ამ ზიზღით ვინც გიახლოვდებათ. -ნუ იქნები ასეთი სასტიკი ნინო. -არა რატომ ვარ სასტიკი, მე პირდაპირი ვარ,რასაც ვხედავ იმას ვამბობ.ანდრეას გაეცინა და ნინოს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა,ნინოსაც გაეცინა და შემდეგ უთხრა. -სასწრაფო საქმე მქონდა და ამიტომ დავტოვე,იმედია ისევ გელოდება. -კარგი,მიხედე შენს საქმეს.ნინი გაეცალა თუ არა ანდრეას ცრემლით აევსო თვალები და თავს ძალა დაატანა,რომ სისუსტე არ გამოეჩინა,ანდრეა კი თავის კაბინეტში დაბრუნდა და ჩაფიქრებულ თინიას უთხრა. -აბა,როგორ მოგეწონა ჩემი ქალიშვილი,არაფერს არ მეტყვი? -მეორედ რომ შევხვდები უფრო კარგად შევაფასებ,ისე არ მინდა ცუდი მამიდა ვიყო, ვნახოთ. -კარგია რომ საერთო ენა გამონახე მასთან,ახლა კი რადგან აქ ხარ მინდა ანალიზები აიღო. -რა ანალიზები,ავად ვარ და მე არ ვიცი? -ამ ბოლო დროს ხშირად ამბობ რომ სუნთქვა გიჭირს,მალე იღლები და სანამ გართულდება შენი ჯამრთელობა მივიღოთ ზომები და გნახოს ექიმმა. -არ გადაიფიქრებ? -არა,რომ მეთქვა ვერ წამოგიყვანდი,პატარა ბავშვი არ ხარ ხელში აგიყვანო და მოგიყვანო,აქ ხარ და ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ. -რა გაეწყობა შენს ხელში ვარ.ანდრეამ თომას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა. -გისმენთ ექიმო. -მინდა თინიას გულზე გამოკვლევა ჩაუტარდეს და პასუხები ჩემთან მოიტანეთ. -წამობრძანდით.თომამ კარი გაუღო თინიას და მასთან ერთად დატოვა ანდრეას კაბინეტი,უეცრად ნინოს მოკრა თვალი და მასთან მივიდა. -ნუ შეეცდები ანდრეასთან ერთად ჩემთან ტკბილი იყო,შეგიძლია მითხრა პირდაპირ რასაც ფიქრობ,მაგრამ დაიმახსოვრე შენ და დედაშენს გაგანადგურებთ თუ აქედან არ გაქრები. -მომისმინე,მე არ ვითხოვ თქვენგან არაფერს,მე ჩემი სამსახური მაქვს და არავის არ ვაწუხებ. -ახლა ამბობ ასე და სულ ცოტა ხანში კისერზე შემოაჯდები ანდრეას. -ზედმეტები მოგდით და კარგად დაიმახსოვრეთ,თავი შორს დაიჭირეთ ჩემგანაც და დედაჩემისგანაც,გასაგებია? და კიდევ,ვინ ხართ თქვენ ანდრეასთვის ასეთი ზიზღით რომ მელაპარაკები.თინია არ ელოდა ნინოსგან ასეთი ტონით საუბარს და გაოცებულმა შეხედა ნინოს,თომამ შეხედა თინიას და მიუხედავად იმისა რა მოხდა ამ ორს შორის არ იცოდა,უთხრა. -უსამართლო ხართ ნინოს წინაშე,ის ძალიან კეთილი და გულიუსხმიერი პერსონალია ამ საავადმყოფოში.თინიამ გაბრაზებულმა შეხედა თომას და უთხრა. -არ მჭირდება შენი გაცილება,შენზე უკეთ ვიცი რა სად არის.თომა გაბრაზდა,მაგრამ ვერაფერი ვერ თქვა და ნინოსთან შევიდა. -ნინო ტირი? იმ ალქაჯის გამო ტირი? კარგი რა ნუ მიაქცევ ყურადღებას მის სიტყვებს. -აღარ შემიძლია ამ ტვირთის ზიდვა, თომა აქედან უნდა წავიდე. -რა მოხდა,რატომ დაიძაბა სიტუაცია თქვენს შორის. -თომა ვერავის ვერ ვენდობი,შეგიძლია საიდუმლო შემინახო? -მითხარი რა გჭირს, ნინო ეს დღეებია გიყურებ და შენ ის ნინო არ ხარ აქ რომ მოხვედი მხიარული და მომღიმარი გოგო,მე სულ სხვა ადამიანს ვხედავ ჩემს წინ.რა უქენი შენს თავს,სად გაუშვი ჩემი მეგობარი მე რომ ვიცნობდი ის ნინო სად არის. -ეს ისეთი მოულოდნელი იყო დაჯერება თავად მიჭირს,ეს დღეებია 180 გრ-ით ვტრიალებ და ვერაფერს ვერ ვცვლი,ძველ ადგილზე ვერ ვბრუნდები თომა. -რატომ,რატომ ხარ ასეთი დაძაბულიც და დაბნეულიც. -აღმოჩნდა რომ ანდრეა ჩემი მამაა. -რააააააა? მთავარი ექიმი ანდრეა? მაგრამ ის ხომ დაქორწინებული არ არის,ეს როგორ. -ეს დიდი ხნის ისტორიაა,მეც ახლა გავიგე. -ღმერთო რას არ გააგონებ ამ პატარა ყურებს,მაგრამ მაინც ვერ გავიგე იმ ქალს რა უნდა შენგან,როგორც მივხვდი დიდი სიყვარულით არ შეხვედრია თქვენს მამა-შვილობას. -ასეა,მარტო რომ დავრჩით ფული შემომაძლია აქედან წავიდე. -არა,არსადაც არ წახვალ,თავი არ დაუხარო ნინო და არც დაუთმო ის რაც შენ კანონით გეკუთნის,ის ქალი არავინ არის ასე გელაპარაკოს. -შენ რას ფიქრობ,მამად მივიღო ანდრეა? -უნდა მიიღო,მე შენს ადგილზე არც დავფიქრდებოდი. -დავფიქრდები,თომა არ შემიძლია ასე ადვილად მივიღო მამად ჩემთვის უცხო ადამიანი და ვინც მამობა გამიწია,გამზარდა მას გული ვატკინო? -შენი მესმის და მართალი ხარ,სწორად მსჯელობ მაგრამ გაუგე მასაც,მან ხომ არ იცოდა შენი არსებობის შესახებ,მიიღე და მომავალი გქონდეთ საერთო. -მადლობა თომა შენთან საუბარმა დამამშვიდა. -ახლა წავალ და მარტო დაგტოვებ,იფიქრე მეგობარო და იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტიოლებას მიიღებ.თომამ დაფიქრებული დატოვა ნინო და შეხედა ანდრეას კაბინეტთან მდგარ თინიას. -ანდრეა ერთად წავალთ თუ ტაქსს გამოუძახებ. -ერთად წავალთ,მაგრამ მითხარი რატომ წადი ანალიზების ასაღებად მარტო მე ხომ თომას ვუთხარი გამოგყოლოდა. -არ გითხრა შენმა ვითომ ქალიშვილმა მარტო რატომ წავედი? -ნინო საერთოდ არ მინახავს,ის ოპერაციაზე არის შესული. -მაშინ შეეკითხე და გეტყვის,რომ შენმა ქალიშვილმა წაიყვანა თომა მე მჭირდებიო,არც თომა გამოუშვა და არც თავად მოინდომა გამყოლოდა. -რატომ ვარ დარწმუნებული,რომ შეხედე თუ არა ნინოს ზიზღი დავინახე შენს თვალებში,მის მიმართ მტრულად განეწყვე,რისი გეშინია თინია. -ისევ მე ვარ დამნაშავე? -თქვენ ტყუით და სწორედ თქვენ ხართ დამნაშავე. -რას გულისხმობ თომა. -ნინოს ადანაშაულებს,მაგრამ თავად გაბრაზდა არც ვიცი რაზე ან ვისზე და მარტო გადაწყვიტა წასვლა ანალიზების ასაღებად,სიმართლე ეს არის ექიმო. -მადლობა თომა.ანდრეამ ხელი მოკიდა მკლავში თინიას და კაბინეტში შეიყვანა. -მეტკინა, გამიშვი ანდრეა. -დიდი იმედი მაქვს,იმ ასაკში არ დაბრუნდები და ისეთ ბოროტებას აღარ გააკეთებ როგორიც გააკეთე ადრე წლების წინ და ამჯერად ჩემს შვილს არ დამაკარგვინებ. -დიახ არ მომეწონა ის ამპარტავანია,გაიგო ექიმი მამა მყავსო და ცხვირი აქვს აწეული მაღლა. -შენ ვინ ხარ ჩემს შვილზე ცუდი რომ მითხრა,მას გვარსაც მივცემ და მთელ ჩემს ქონებას. ის არის ჩემი ერთადერთი მემკვიდრე,შეეგუები ამ აზრს შეეგუები,სხვაგვარად მოგიწევს ჩემი სახლი დატოვო. -რა თქვი? მას მისცემ ყველაფერს და ასე ადვილად? -შენ რა არ მოგეწონა? ეს არ ნიშნავს იმას რომ მე ჩემს შვილზე უარი ვთქვა იმ ნაპოვნ მარგალიტზე რომელიც 25 წლის შემდეგ ვიპოვე. -გინდა მითხრა რომ................. -რომ ცხოვრება ძალიან რთულია,მაგრამ უარს არ ამბობენ იმაზე რაც ცხოვრებას შეუძლია მოგცეს.ეს იშვიათად ხდება და ამ იშვიათ ბედნიერებაზე უარს არავინ არ ამბობს,მათ შორის მეც რა თქმა უნდა თინია.თინია გაბრაზებული და გონება არეული გამოვიდა ანდრეას კაბინეტიდან,კიბეებზე ჩადიოდა,ნინო რომ დაინახა კიბეებზე ამომავალი,ისინი კიბის თავში შეხვდნენ ერთმანეთს,თინიამ გაიხედ გამოიხედა და ნინოს მოულოდნელად ხელი კრა,ნინომ თავი ვერ შეიმაგრა და კიბეებზე დაგორდა,ბოლო საფეხურზე ის უგრძნობლად დავარდა.თინია კიბის თავში იდგა და ყველაფერს ხედავდა,ჩაირბინა კიბეები ერთი დახედა ნინოს ფეხი გადააბიჯა,წელში გასწორდა და წავიდა,მაგრამ შორს ვერ გაასწრო თომას ხმამ შეაჩერა. -გგონია ვერ დაგინახე რაც გააკეთე? -მე,მე,მე არაფერი................... -გაჩუმდი,ამ ყველაფერზე პასუხს აგებ.თომა უგონო მდგომარეობაში მყოფ ნინოს მიუბრუნდა და აყვირდა,საკაცე მოიტანეს და ნინო საოპერაციოში შეიყვანეს მას თავიდან სისხლი სდიოდა. -სასწრაფოდ მთავარ ექიმს შეატყობინეთ.იყვირა თომამ და ნინოს გვერდით ჩაჯდა,თინიამ კი შეშინებულმა უსიტყვოდა დატოვა საავადმყოფო. -რა მოხდა,სად დაეცა.იკითხა ანდრეამ და ნინოს შეხედა,გულზე ხელი მიიდო და თავადაც იქვე ჩაიკეცა,გონს მოვიდა თუ არა ანდრეა გიჟს დაემსგავდსა და ბავშვივით ტიროდა. -სისხლი,სისხლი დაგვჭირდება,გაიგეთ რომელი ჯგუფის სისხლი აქვს. -პირველი დადებითი,მე მივცემ სისხლს.თქვა ანდრეამ და ყველამ გაკვირვებულმა შეხედა. -თქვენ? დაიბნა ერთ-ერთი ექიმი და ანდრეას დასამალი აღარაფერი ჰქონდა. -ნინო ჩემი ქალიშვილია. -შვილი? თქვენი შვილი? -ახლა გაოცების დრო არ არის ექიმო,გთხოვთ პაციენტს მიხედეთ და რაც საჭიროა გააკეთეთ. -მზად ვართ ექიმო,სიმშვიდე შეინარჩუნეთ. -თომა შედი შენც მასთან იყავი და იმედი არ დამიკარგო,იცოდე გენდობი. -დამშვიდდი ექიმო,ვილოცოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება.ერთი საათი ანდრეა ნერვიულად დადიოდა საოპერაციოს წინ და ყოველ 5 წუთში საათს დასცქეროდა,ზუსტად ერთ საათში თომა დაღლილი,მაგრამ ღიმილით დადგა ანდრეას წინ. -თომა,როგორ არის ჩემი შვილი -შევძელით,საშიშროებამ ჩაიარა და მხოლოდ ის დაგვრჩა რომ მის გაღვიძებას დაველოდოთ. -მადლობა თომა საუკეთესო ხარ,შენ შვილი დამიბრუნე. -დემეტრე როგორ ხარ,თავს როგორ გრძნობ. -კარგად ვარ,თეო რა თქვა ექიმმა როდის გამიშვებენ სახლში. -ხვალ დილით წაბრძანდები,რამოდენიმე დღე დაისვენებ და დატკბები თავისუფლებით. ადამიანებს ცხოვრების მანძილზე უწევთ სიკვდილთან შეჯახება,თითქმის ყველას აქვს გამოცდილი გონებაში ადამიანების ვირტუალური დაკარგვა,მაგრამ ეს არ იყო ვირტუალური,ანდრეა რეალურ ცხოვრებაში იდგა შვილის საწოლთან და ელოდა როდის შეწყდებოდა მისი სუნთქვა,მოულოდნელად ხელზე შეხება იგრძნო და მის გვერდით თინია იდგა,რომელმაც ჩამწყდარი და შეშინებული ხმით იკითხა. -როგორ არის. -მეშინია,რომ ბოლო იმედსაც დავკარგავ. -მაპატიე,ძალიან ეგოისტი ვიყავი. -კარგია რომ გვიან მაინც აღიარე შენი სისუსტე. -ნინო კარგად იქნება და გპირდები სულ სხვანაირი ვიქნები მის წინაშე. -იმედია რასაც ამბობ გულით ამბობ. -ანდრეა შეხედე,შეხედე თითები გაანძრია,თვალებსაც ახამხამებს.თქვა თინიამ და ნინოს ხელს დააცქერდა. -ნინო,ჩემო გოგო ჩემი გესმის? ანდრეას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. -მესმის.სუსტად უპასუხა ანდრეას ნინომ და თინიას შეხედა,რომელსაც ფერი არ ედო სახეზე. -გახსოვს რა მოხდა? -მახსოვს,ყველაფერი მახსოვს. -კარგია,ახლა არ დაგღლით.შეხედე ვინ მოვიდა შენს სანახავად? პალატაში დემეტრე შემოვიდა ხელჯოხით და მათმა ერთმანეთს გაუღიმა. -რა გჭირს დემეტრე,ეს ხელ-ჯოხი რა არის.გაუკვირდა ნინოს და დემეტრე ხელჯოხით. -ნაღდი მეგობარი ხარ,შენც არ ჩამომრჩი და კიბეებზე დაგორდი,მე კი მანქანით შევასკდი ხეს და ახლა ორივე დაზარალებულმა ზღაპრები ვუკითხოთ ერთმანეთს. -ნუ მაცინებ,დემეტრე ყველაფერი მტკივაააა.უთხრა დემეტრეს და თინიას თვალს განგებ არიდებდა,თითქოს ვერც ამჩნევდა იმ ოთახში მის არსებობას. -რა მოხდა,ნასვამი იყავი თუ რამ წაგაქცია კიბეზე ამდენი ბრუნი რომ გააკეთე არავინ იყო ახლოში რომ შეეჩერებინე? -რაღაცამ გამაქანა თუ ვიღაცამ ხელი მკრა ეს არ მახსოვს. -რა თქვი? ვინმემ ხელი გკრა,ეს განგებ გააკეთეს? -არა,არა ვხუმრობ,ფეხი გადამიბრუნდა და დავეცი. -კარგი დაისვენე,მეც წავალ და დავისვენებ. -დროებით დემეტრე.დემეტრე წავიდა თუ არა ნინომ თომას ნახვა მოისურვა და ისიც მასთან გაჩნდა. -როგორ მიხარია რომ დაგვიბრუნდი მეგობარო,როგორ ხარ. -ყველაფერი მტკივა,ასე მგოინია ყველა ძვალი მაქვს გატეხილი.თომა სათხოვარი მაქვს შენთან,იმ დღის ვიდეო კამერები გადაამოწმე და წაშალე. -იქ წავშლი,მაგრამ მე ყველაფერი ტელეფონით გადავიღე. -რა ქენი? -დიახ,შენახული მაქვს ვიცი რაც მოხდა და ვინ გკრა ხელი. -არავის არაფერი არ უთხრა,გესმის? ახლა წადი და ვიდეო წაშალე. -მივდივარ,მაგრამ არ მომწონს ხელს რომ აფარებ,მას ხომ შენი მოკვლა უნდოდა. -წადი თომა გთხოვ.თომა წავიდა,პალატის კარი დაკეტა და თინია დადგა მის წინ,რაღაც შეხვეული მისცა და უთხრა. -ერთ ამდენს კიდევ მოგცემ,ანდრეას არაფერი არ უთხრა. -გინდა ჩემი სიჩუმე იყიდო? -გთხოვ თომა ანდრეა არ მაპატიებს რომ გაიგოს. -არც მე გაპატიებდით,თქვენ მისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეთ. -აიღე და მშვიდად ვიქნები. -მე ვერ გავყიდი მეგობარს,არ შემიძლია ავიღო ეს ფული. -გეცოტავება? კიდევ გადავიხდი რამდენსაც მეტყვი. თომას ერთმა აზრმა გაუარა თავში,თინიას ფული გამოართვა და წავიდა,თინია კი დამშვიდებული წავიდა სახლში.თომამ ვიდეო წაშალა როგორც უთხრა ნინომ და შემდეგ ანდრეასთან შევიდა და ფული მაგიდაზე დაუდო,ანდრეამ კი შეხედა და უთხრა. -ეს რა არის თომა.თომამ ტელეფონი ამოიღო და ვიდეოები აჩვენას ანდრეას,ანდრეა ფეხზე წამოდგა და სახლში მიდიოდა,მაგრამ თომამ დააკავა. -ეს ფული ჩემი სიჩუმისთვის გადამიხადა,მაგრამ კიდევ მინდა რაღაც გითხრათ ექიმო. -მითხარი თომა,ყველაფერი მითხარი. -მან ნინოსაც შეაძლია ფული დაეტოვებინა საავადმყოფო და აქედან წასულიყო,უარი მიიღო და გაბრაზებულმა რაც გააკეთა თავადაც ნახეთ. -გასაგებია,ისე მოვიქცევი რომ თითქოს მე არაფერი არ ვიცი. -მეც ეს მინდოდა მეთქვა,ნინოს გვერდით ვიქნები და არ მივცემ უფლებას კიდევ რამე დაუშავოს მას ის ჩემი მეგობარია და მას არასდოდეს არ გავყიდი არც ფულზე და არც არანაირ სიმდიდრეზე. -მადლობა თომა რომ ყველაფერი მითხარი.თომა დამშვიდებული სინდისით გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან და შეხედა ფერდაკარგული ალექსანდრე შევიდა ნინოსთან. -ნინო? შენ მიცინი და იცი როგორ შემეშინდა? -მეც შემეშინდა,შემეშინდა რომ დაგტოვებდი და წავიდოდი.რამდენიმე დღე იწვა ნინო და დემეტრე,ელენეც მათთან ერთად იყო,მაგრამ თავისუფლების დღეები ძალიან მალე დასრულდა,დემეტრე და ელენე წავიდნენ,ნინო ისევ მარტო დარჩა,კიდევ რამდენიმე დღე და ისევ გავიდოდა სამსახურში.ეს დღეც დადგა,ნინოს სიხარულით შეხვდნენ თანამშრომლები,ანდრეამ ახალი პირადობა მისცა,სადაც ეწერა არა ნინო ურუშაძე,არამედ ნინო გაგლოევა.რამდენიმე დღე ნინო მხოლოდ დღის საათებში მუშაობდა,მაგრამ ისევ დაუბრუინდა მის სმენას თომასთან ერთად და პირველი ღამე ურთულესი ღამე იყო მისთვის. -ბატონო ანდრეა. -ბატონო რამაზ გისმენთ,ხომ კარგად ხართ. -მე კარგად ვარ,ჩემი შვილი მოვიყვანეთ და გთხოვთ გადამირჩინეთ. -რა მოუვიდა,ის ხომ ჯერ სულ ახალგაზრდაა. -19 წლის არის,კალათბურთის თამაშის დროს გული გაუჩერდა. -ნინო,თომა სხვას ვერ ვანდობ მას,მისი სიცოცხლე თქვენს ხელშია.რამოდენიმე საათი დაძაბული იყო ექიმებიც და პაციენტის ახლობლებიც.იმედი თითქმის ნული,მაგრამ იყო რისკი და ეს რისკი მის თავზე ნინომ აიღო.რამოდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ ნინო გამოვიდა და ლოდინით დაღლილ ახლობლებს უთხრა. -ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ,ახლა უნდა დაველოდოთ 24 საათი დავაკვირდებით,თუ რამე შეიცვალა შეიტყობთ.მთელი ღამე და მთელი დღე ნინო პაციენტთან იყო,ალექსანდრე ტელეფონზე ურეკავდა,მაგრამ უშედეგოდ პასუხი არ იყო ნინოსგან.შეეშინდა და საავადმყოფოში მივიდა,მაგრამ ნინო დაინახა და გულში ჩაიკრა. -რა მოგივიდა,სირცხვილია ხალხი გვიყურებს. -შემეშინდა,იცი როგორ ვინერვიულე? -მძიმე ავადმყოფი გვყავს,დღესაც აქ უნდა ვიყო. -ნინო პაციენტი ცუდად არის,სასწრაფოდ მოდი. -წადი არ დამელოდო,არ ვიცი რა დროს გავნთავისუფლდები,უთხრა და გაიქცა. -რა მოხდა,რამდენიმე წუთის წინ ვნახე და მშვიდად იყო. -წნევა დაუვარდა და გულიც გაუჩერდა. -როგორ არის,ლაურა როგორ არის ჩვენი შვილი.მაღალი, ჭაღარა შერეული მამაკაცი მიუახლოვდა ტირილისგან დაღლილ ქალბატონს,მან კი გაბრაზებულმა შეხედა მამაკაცს. -სად ხარ,ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა,ექიმები გარბიან და გარეთ არცერთი არ გამოსულა,არავინ არაფერს არ ამბობს.დაიმახსოვრე,თუ ჩემს შვილს რამე დაემართება ადგილი ეძებე სად დაიმალო რამაზი. -ექიმი მოდის,გავიგებთ რა მოხდა. -ანდრეა როგორ არის ჩემი შვილი -ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერ დარწმუნებით,რამაზ მას გული ისევ გაუჩერდა,მაგრამ ვფიქრობ რომ გადავლახავთ ამ სირთულეს. -გაიგონე? ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო. -შემიძლია ვნახო? ცრემლიანი თვალებით შეხედა ლაურამ ანდრეას მაგრამ ნინომ შეხედა დამწუხრებულ მშობლებს და ნაღვლიანად თქვა. -მოითმინეთ,მან სულ ეს წუთია ურთულესი სტრესი გადაიტანა,სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება.დილამდე ვერ ნახავთ,მე მასთან ვიქნები და გპირდებით მარტო არ დავტოვებ. ნინო მთელი ღამე პაციენტთან იყო,ნაშუაღამევს პაციენტმა გაიღვიძა და ახლად ჩაძინებულ ნინოს მისი სუსტი ჩურჩული ჩაესმა ძილში. -სად ვარ,თქვენ ვინ ხართ.ნინომ თავი ასწია და ჯერ კიდევ ბურუსში მყოფ პაციენტს გაუღიმა. -დამშვიდდით,საავადმყოფოში ხართ,მე კი თქვენი მკურნალი ექიმი ვარ. -მე ვიფიქრე ღრუბლებში ვიყავი წასული ანგელოზებთან. -ნინო მქვია დაიძინეთ,თქვენ ძილში უნდა გამოხვიდეთ. -არ წახვიდე,აქ თუ იქნები მშვიდად დავიძინებ. -აქ ვარ,შეგიძლია მშვიდად იყო.დილით ჭრილობა დაუმუშავა პაციენტს და ფრთხილად დატოვა ოთახი. -ნინო აქ იყავი,არ წასულხარ? -ვერ წავედი,ვერ დავტოვე არ დამტოვოო მთხოვა თავად პაციენტმა. -წადი დაიძინე,დაისვენე და ხვალ მოდი დღეს კიდევ ვერ გადააბავ ღამეს,გაგიჭირდება. -კარგი,მართლა ძალიან დავიღალე. -წადი შვილო და დღეს აღარ მოხვიდე,ხვალ მოდი ძალებ აღდგენილი.ნინო წავიდა და საღამომდე ეძინა დაღლილს,პაციენტს თომამ გადაუხვია ჭრილობა საღამოს და შეამჩნია ის სულ კარისკენ იხედებოდა,შემდეგ თომას შეეკითხა. -საავადმყოფოში არის ვინმე ექიმი ნინო? -არის,ის თქვენი პირადი ექიმია,მაგრამ დღეს არ არის ხვალ მოვა.გინდოდა რამე? -არა,მეგონა დამესიზმრა თურმე რეალობა ყოფილა.თომამ პალატა დატოვა და პაციენტის მშობლებთან გავიდა. -ექიმო დავიღალეთ,გთხოვთ კარგი რამ გვითხარით. -დამშვიდდით,საშიშროება გადავლახეთ და დღეს პალატაში გადავიყვანთ,იქ კი შეგეძლებათ მოინახულოთ თქვენი შვილი. -დიდი მადლობა ექიმო,შეიძლება ცალკე დაგელაპარაკოთ? -შეიძლება, გისმენთ. -თქვენს კაბინეტში უკეთესი იყო საუბარი. -ჩემს კაბინეტში? არა ბატონო აქ მითხარით რისი თქმა გინდათ. -რატომ? გაუკვირდა რამაზის ექიმის უარი. -იმიტომ რომ მე არ ვარ თქვენი შვილის პირადი ექიმი,დღეს მის მოვალეობას ვასრულებ. -გასაგებია,როდის შეგვიძლია მისი ნახვა? -ხვალ აქ იქნება და შეგეძლებათ პირადად დაელაპარაკოთ. ნინომ გაიღვიძა თუ არა შეშფოთებული ადგა,თავი მოიწესრიგა და საავადმყოფოში წავიდა.ხალათი ჩაიცვა თუ არა,პირველად მისი პაციენტი მოინახულა. -როგორ ხართ,გავიგე რომ მზად ხართ ფეხბურთიც კი ითამაშოთ. -ვინც ეს გითხრა,ის არ გითხრა რომ ფეხბურთი არ მიყვარს? -ასეთი რთული დღეების შემდეგ ასეთ შედეგს არ ველოდი,თქვენ უკვე შეგიძლიათ კიდეც ფეხზე დადგეთ დამოუკიდებლად. -თვალი რომ გავახილე ექიმო და პირველად თქვენ შეგხედეთ,ჩემს თავს ვუბრძანე რომ საკმარისი იყო წოლა და ცუდად ყოფნა.ფეხბურთს ვერ ვითამაშებ,მაგრამ ცოტა გავიარე ახლა კი ცოტას დავიძინებ რადგან თქვენ აქ ხართ. -დაიძინე,მშვიდად იყავი აქ ვარ.ჩაეძინა პაციენტს და ნინოს ტელეფონმა დაურეკა და ჩურჩულით უპასუხა. -გისმენ დემეტრე. -რატომ ლაპარაკობ ჩუმად,რა გჭირს ვინმეს ემალები? -ნუ მაცინებ პაციენტთან ვარ,შენ როგორ ხარ. -ნინო მე და ელენე მივდივართ,დაგირეკე რომ დაგემშვიდობო.ჩავალთ,მოვეწყობით და მოგწერთ. -ესე იგი გადაწყვიტეთ წასვლა,ველოდები შენს ზარს დემეტრე და ელენე მომიკითხე.დემეტრეს და ელენეს ტირილით დაემშვიდობა თეონა. -უშენოდ როგორ გავძლო დემეტრე. -გაძლებ,ჩემი შემცვლელი სოსო შენს გვერდით იქნება,მეც ხშირად შეგეხმიანები.დემეტრემ არავინ არ გაიყოლა,ყველას ადგილზე დაემშვიდობა და რამდენიმე საათის ფრენის შემდეგ ჩავიდნენ ამერიკაში,აეროპორტში კლერი დახვდათ და მათთვის ნაქირავებ ბინაში მიიყვანა. -აქ იცხოვრებთ,სამი თვის ფული გადახდილია,შემდეგ რამეს მოვიფიქრებთ. -გაგაწვალეთ კლერი,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო მეგობარო. -მე ვიცი მადლობა როგორ უნდა გადამიხადოთ. -როგორ,აბა გისმენ მითხარი რა გინდა მექრთამე,ასე იყავი ბავშვობაშიც ნაბიჯს არ გადაადგამდი ქრთამის გარეშე.გაეცინა დემეტრეს. -მე გავიზარდე დემეტრე ახლა ჩემი მადლობა ის იქნება,ელენემ იმეცადინოს და დაკარგული დრო დაიბრუნოს.გთხოვ ელენე შენ შეგიძლია ეს გააკეთო,ჩვენს კურსზე ელენე ყველაზე კარგი სტუდენტი იყო დემეტრე. -ჯერ დემეტრემ იმკურნალოს და მერე ჩემს თავს უფრო მშვიდად მივხედავ. -დემეტრე იმკურნალებს,შენ შენს სამეცადინოს მიხედე. -აი ხომ გესმის,კლერი შენი მეგობარია და ჩემზე უკეთ გიცნობს,მეც ვეთანხმები მას -კარგი,დაისვენეთ და ორშაბათს მივალთ ექიმთან,ჩაწერილები ვართ.კლერი წავიდა,დემეტრემ და ელენემ დაისვენეს,მეორე დღეს კი სასეირნოდ გავიდნენ და ერთ უცნაურ ფაქტის წინაშე დადგნენ,დემეტრე უკვე მზად იყო რომ ფანჯრიდან დაინახა მეზობელ სახლში რაღაც ხდებოდა,შემდეგ ქალის განწირული კივილიც შემოესმა. -მიშველეეეთ,ხელი გამიშვი,გამიშვი. -გაგიშვებ როცა ჩემსას მივიღებ.მამაკაცმა ტანისამოსი შემოახია გაგიჟებულ ქალს და მის გაუპატიურებას შეეცადა,მაგრამ დემეტრემ ფანჯარა ჩაამტვრია და ისე შეაღწია მეზობლის სახლში,მამაკაცს გოგონა ხელიდან გამოგლიჯა და კარგადაც უთავაზა,მამაკაცი უგონოდ დაეცა გოგონას ხელი მოხვია და სახლიდან გამოიყვანა,ცნობისმოყვარეებს კი მთელი ხმით იყვირა. -პოლიციას დაუძახეთ,სასწრაფო მოვიდეს ქალი შოკშია.ცოტა ხანში პოლიცია მოვიდა,შოკირებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს,დემეტრემ პოლიციას უამბო რაც მოხდა და უგონოდ მყოფ მამაკაცზე მიუთითა,მამაკაცს პირველადი დახმარება გაუწიეს,მაგრამ საოიცარი ის იყო მამაკაცი მოულოდნელად გამოცოცხლდა და პოლიციას დაუსხლტდა ხელიდან.დემეტრე შოკირებული იყო მომხდარით გაახსენდა სახლში ელენე მარტო იყო და მასთან დააპირა წასვლა,მაგრამ ელენემ მხარზე დაადო ხელი. -აქ ვარ,სახლში წავიდეთ დემეტრე ცუდად გამოიყურები.ელენეს ხმა ყრუდ ჩაესმა და უაზრო,უსიცოცხლო თვალები მიანათა,მაგრამ ნელა-ნელა აზრზე მოვიდა და ელენეს ხელი მოხვია. -არ ვიცი რა გავაკეთე,ელენე ქალი რომ ისაეთ მდგომარეობაში დავინახე გონება დამებინდა,ჭკუა გადამეკეტა და არაფერი მახსოვს,ვინმე მოვკალი? -არა,არა ნუ ნერვიულობ.სიბრაზისაგან შენმა მოქნეულმა ხელმა გათიშა დამნაშავე,დააკავეს კიდევაც,მაგრამ ისე მოულოდნბელად დაუსხლტდათ ხელიდან,ეს მათი დანაშაულია და არა შენი.პოლიცია დროულად მოვიდა,თორემ შემოგაკვდებოდა ხელში ის არამზადა. -არ შემომაკვდებოდა,მოვკლავდი ელენე და ბედი ჰქონია რომ პოლიცია დროულად მოვიდა. დემეტრემ ხელი მოხვია ელენეს და ნელი ნაბიჯით გაუყვნენ ქუჩას,მოულოდნელად მისი სახელი გაიგონა და შეჩერდა. -დემეტრე? დემეტრე ნადირაძე.დემეტრე ნელა-ნელა მიუბრუნდა უცნობს და მის წინ მდგარ გაღიმებულ 20-21 წლის ბიჭი იდგა. -გისმენთ,მაგრამ.............. -თქვენ,თქვენ აქ ხართ,ღმერთო რა პატარაა ეს ქვეყანა,ეს რა სასიამოვნო სიურპრიზია. -უკაცრავად,მაგრამ........... -ვერ მიცანით, 4 წლის უკან თქვენ მე სიცოცხლე შემინარჩუნეთ,ურთულესი ოპერაცია გამიკეთეთ რაშიდაც არც თქვენ იყავით დარწმუნებული,არ იცოდით რა შედეგით დასრულდებოდა ოპერაცია,მაგრამ გაამართლა თქვენს მიერ გაწეულმა რისკმა.მე ირაკლი ვარ ცხოვრებაძე თბილისიდან. -ირაკლი,ირაკლი ცხოვრებაძე გამახსენდა,რა პატარა იყავი მაშინ 17 წლის მოზარდი ბიჭუნა,ახლა კი ვაჟკაცი ხარ. -აქვე ვცხოვრობ ჩემთან წამობრძანდით. -არა,არა არ შეგაწუხებთ. -სახლში მივალ და ვინ დამიჯერებს რომ ვიტყვი ექიმი დემეტრე ნადირაძე ვნახეთქო,ალბად მამა იფიქრებს რომ გავგიჟდი,გთხოვთ.ირაკლიმ გახარებულმა შეაღო სახლის კარი და მამას უთხრა. -მამა სტუმარი გვყავს,არ დაიჯერებდი რომ მეთქვა და ამიტომ სახლში დავპატიჟე. -ვინ არის შვილო,ვინ მოიყვანე.მამაკაცი გაოცებული უცქერდა დემეტრეს და შემდეგ ღიმილმა გაუპო ბაგე. -ექიმო,როგორ ხართ ძალიან გამახარეთ. -მადლობთ კარგად ვართ.შემდეგ ელენმეს შეხედა და თქვა. -საქორწილო მოგზაურობაში ხართ? გილოცავთ. -ირაკლიმ ისურვა თქვენთან მოვსულიყავით,ბოდიში რომ მყუდროება დაგირღვიეთ. -არც კი გაიფიქროთ.ბევრი თემის გარშემო ისაუბრეს,დემეტრე ცდილობდა ხელების ცახცახი დაეფარა,ამიტომ მალე დაემშვიდობა ოჯახს. -ვინ იყო დემეტრე ეს ბიჭი? -კარგად არც მახსოვს,მაგრამ მახსოვს ერთი პატარა ბიჭი რომელიც ჩემი ჩარევით ის დღეს ცოცხალია და ეს ძალიან მიხარია. -შემ კიდევ ძალიან ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენ და სიცოცხლის სურვილსაც დაუბრუნებ მათ.დემეტრემ შეხედა ელენეს და უთხრა. -იცი რას ვფიქრობ? -რას? იმედია კარგ რამეს ფიქრობ. -ვფიქრობ,რომ შენ შემთხვევით არ გამოჩენილხარ ჩემს ცხოვრებაში.შენ უფლის საჩუქარი ხარ და მიხარია რომ ჩემს გვერდით ხარ. -დემეტრე................... -არაფერი არ მითხრა ელენე აქედან რომ წავალთ,მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო. -სად უნდა წამიყვანო.გაეღიმა ელენეს -სადაც შენ გინდა,სადაც შენ ოცნებობ წასვლას. -შენს გვერდით ვიყო და სადაც ვიქნები,ჩემთვის ესეც დიდი ბეედნიერებაა. -ჩემზე იყოს შენი კიდევ უფრო გაბედნიერება.იცი ახლა რა ვიფიქრე? არ მინდა აქედან წავიდე ისე რომ ის გოგონა არ ვნახო,მინდა გავიგო რით შემიძლია მას დავეხმარო. -მოდი ახლავეს წავიდეთ და ვნახოთ,შოკირებული იყო მომხდარით და ცუდად გამოიყურებოდა. -წავიდეთ.დემეტრემ ადვილად მოიძია საავადმყოფო შევიდა და გოგონა იკითხა. -გოგონას დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული და მისი ნახვა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. -მადლობა.გული დაწყდათ ვერაფერი ვერ გაიგო გოგონას შესახებ,უკვე საავადმყოფოდან გამოდიოდნენ,რომ ვიღაცამ მძიმე ხელი დაადო მხარზე,დემეტრე შებრუნდა და მის წინ მასზე კიდევ ერთი თავით მაღალი ჩაფსკვნილი მამაკაცი იდგა -მაპატიეთ,თქვენ მგონი ის ხართ ვინც დღეს ჩემი ცოლი ვიღაც მანიაკის ხელიდან დაიხსნა და გადაარჩინა,მე გვიან მოვედი თქვენ უვე წასული იყავით. -დიახ,მე ვარ როგორ არის. -ცოტნე გამბაშიძე,ჩემს მეუღლეს ლილიანა ჰქვია.მადლობა მინდა გითხრათ,თქვენც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით,უცნობი და უმწეო ქალის დახმარება არ დაიზარეთ. -არცერთი ქართველი მამაკაცი არასოდეს არ აუვლის გვერდს ასეთ ფაქტს და გასაჭირში არ მიატოვებს უმწეო ქალს,გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი ამ სიბინძურეს,არ შემეძლო ამის გაკეთება. -გახსოვს როგორ გამოიყურებოდა ის არაკაცი? -მახსოვს,ყურადღება მივაქციე იმ მომენტიდან როცა ლილიანა მისგან გაქცევას სცდილობდა,აუზში ჩახტა,მაგრამ მამაკაცმა ის თმებით დაიჭირა და ამოიყვანა წყლიდან.სიბრაზე მომერია როცა ტანზე შემოახია და იქვე აპირებდა მის გაუპატიურებას.არ ვიცი რა დამემართა,გონება დამებინდა ვეღარ მოვითმინე და თქვენს გალავანს ისე გადავახტი მეც მიკვირს ეს როგორ შევძელი,მაგრამ მამაკაცი გავთიშე.პოლიციას გათიშული დახვდა,მაგრამ არ ვიცი როგორ ხელიდან დაუსხლტდათ. -თავად მამაკაცი როგორი იყო,ჩვენება მიეცი? -კი მივეცი,მაღალი იყო ტანად და ქერა გრძელი თმები ჰქონდა,ასევე გრძელი სახე და ცივი თვალები. -ცისფერი თვალები? -ცისფერი? არა,არ ვიცი როგორი ფერის იყო მისი თვალები,უფრო კვამლისფერს ვიტყოდი. -მადლობა,ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და ძალიან გამიხარდება თუ შემეხმიანები.დემეტრე და ელენე დაღონებულები დაბრუნდნენ სახლში,დაისვენეს და დილით კლერიმ გამოუარათ,ექიმთან ვიზიტზე კარგ დროს მივიდნენ.დემეტრეს კიდევ ახალი ანალიზები და გამოკვლევები ჩაუტარეს და დაიწყო მკურნალობა. -კლერი აუცილებელია გადავიღოთ თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია. -საშიშია რამე? პაციენტი თავად ექიმია და უნდა ყველაფერი იცოდეს პირველი წუთიდანვე. -ჯერ-ჯერობით საშიშს ვერაფერს ვხედავ,მაგრამ ამ დაავადებას შესაძლებელია მოყვეს გონებრივი დაქვეითება.პაციენტი უნდა დაკავდეს ფიზიკური ვარჯიშით,რეგულარულად უნდა დაუკვირდეს შარდ-სასქესო სისტემას. -მაშ ასე,ჩაიწერე რა გვჭირდება. 1. თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. 2. სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი.მხოლოდ ეს ორი ანალიზია სასწრაფო,სხვა ანალიზებს დრო და დრო გავაკეთებთ.დემეტრემ ჯერ ელენე მოათავსა კლინიკაში და შემდეგ თავად დაიწყო მკურნალობა,მათი მდგომარეობა დღითი დღე უკეთესი ხდებოდა,როგორც დემეტრესი ისე ელენესი.ერთ დღეს დემეტრემ ელენეს ნახვა მოისურვა,მაგრამ ელენემ არ შეხვდა,მხოლოდ ლამაზად დაკეცილი ქაღალდი გადასცა კლერის და უთხრა. -ეს წერილი გადაეცი დემეტრეს და როცა დრო მოვა, მე თავად შევხვდები.დემეტრემ წერილი გამოართვა კლერის და იქვე წაიკითხა. -გადავწყვიტე შენთვის წერილი მომეწერა,რადგან ასე უფრო გამიადვილდებოდა საუბარი შენთან.კალენდარი მაქვს საწოლთან და უშენოდ გატარებულ დღეებს ვითვლი,ღამე არ მძინავს ფარჯარასთან ვდგები და უკიდეგანო ცას ვუყურებ.დღესაც ისეთი ლამაზი ღამეა მე რომ მიყვარს,ვარსკვლავები ჭორფლებივით აყრია შავ უკიდეგანო ცას.ვუღიმი ამ საოცრად ლამაზ პეიზაჟს და ვფიქრობ,იცი რას ვფიქრობ? ახალ ცხოვრებაზე ვფიქრობ,ჩემს ახალ ცხოვრებაში მე და შენ ვართ.რამდენიმე წლის წინ დაინგრა ჩემი ცხოვრება,იმ ღამით როცა სახლიდან გამოვიპარე სუსხიანი თებერვალი იყო ისე როგორც ახლა,მაგრამ ახლა არ მცივა რადგან გარეთ შენ მელოდები.ქარი,ცივი ქარი დაძრწოდა ჩემთან ერთად ცარიელ ქუჩებში,მივდიოდი და სად მივდიოდი მეც არ ვიცოდი.დაღლილმა ერთი მაღაზიის წინ ჩამოვისვენე,სიცივეში ვიჯექი და სახეზე ცრემლები მდიოდა,მახსოვს ვიღაც მამაკაცი მოვიდა და დახმარება შემომთავაზა,მაგრამ უარი ვუთხარი,შემეშინდა.იქნებ მან გულით მითხრა დახმარება,მაგრამ მე ნდობა დაკარგულს ვერ ვენდე,შემდეგ კი უფრო დიდი განსაცდელი მომივლინა უფალმა და აქ ჩავიძირე,ვეღარ შევძელი თავის დახსნა და სრული სამი წელი ვიცხოვრე ჯოჯოხეთში.დღეს კი შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში,ადამიანი ვინც სახლის კართან ერთად გულის კარიც გამიღო.ძალიან მინდა გნახო,მაგრამ შენთვის დიდი სიურპრიზი მაქვს და უნდა დამელოდო,ლოდინი უნდა ისწავლო.ჩვენი ბილიკები შეერთდა,მე ჩემი სავალი ბილიკი დავტოვე და შენს ბილიკზე გადმოვედი,ბილიკი რომელმაც შენამდე მომიყვანა.ცოტაც მოითმინე სულ ცოტაც და სიხარულს სიყვარულთან ერთად გაგიორმაგებ.ჩვენს შეხვედრამდე კი ჩემმა სიყვარულმა უნდა გაგათბოს,მიყვარხარ დემეტრე.დემეტრემ წერილი ხელში შეატრიალა,შემდეგ კლერის შეხედა და უთხრა. -კლერი რამე სერიოზულია? -გეფიცები თავადაც არ ვიცი,ეს მომცა და მითხრა დემეტრეს გადაეციო სხვა არაფერი არ ვიცი. -საინტერესოა რა სიურპრიზს მიმზადებს,ალბად ის რომ დროზე ადრე დაასრულებს მკურნალობადს,სხვა რა უნდა იყოს. -არ ვიცი,მოდი ერთი თვეც დაველოდოთ და გავიგებთ. -კლერი რას ამბობ,ასე ადვილია ერთი თვის ლოდინი? -მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. -მართალი ხარ,უნდა დაველოდოთ სხვა გზა არ გვაქვს.ლოდინში გაიარა დღეებმა,კვირეებმა და დადგა ისევ ის დღე,რომ ელენეს ნახავდა და მის სიურპრიზსაც გაიგებდა. -ბატონო ანდრეა,მინდა ჩემი შვილის ექიმი ვნახო და პირადად ვესაუბრო მას. -ნინო? დავურეკავ და მოვა. -მინდა პირისპირ ვიყო მასთან,მხოლოდ მე და ის. -გასაგებია.ანდრეამ ნინოს დაურეკა და თავის კაბინეტში დაიბარა. -გისმენთ ექიმო. -მე გავალ,ბატონ რამაზის სურს შენთან საუბარი.ნინო მიუბრუნდა იქვე მდგარ რამაზს და თავაზიანად მიუთითა სავარძელზე. -დაბრძანდით ბატონო რამაზ და გისმენთ. -ექიმო მინდოდა მადლობა პირადად გადამეხადა თქვენთვის,თქვენი ძალისხმევით მე შვილი დამიბრუნეთ. -ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის,ჩვენ ყველამ ვეცადეთ და ვიბრძოლეთ მის გამოჯამრთელებაზე,ვინც იმ ღამით ვიყავით,ყველამ ერთად გადავარჩინეთ თქვენი შვილი და მასზე ვიზრუნეთ ეს ჩვენი საქმეა,ჩვენი მოვალეობა. -მინდა მცირედი საჩუქარი გადმოგცეთ და უარს არ მივიღებ. -ვერ ვიტყვი იმას,რომ არ არსებობს ექიმები რომლებიც არ ითხოვენ ან არ არიან გათამამებულები შეძლებული პაციენტის ახლობლებისგან,მაგრამ ვწუხვარ რომ უნდა გაგაწბილოთ და გეტყვით, მე მათ სიაში არ ვწერივარ. -გასაგებია,მაგრამ თქვენ შვილი მაჩუქეთ და მე მინდა რამე გავაკეთო თქვენთვის -ძალიან გთხოვთ,მადლობა რომ აფასებთ ჩემს შრომას,მაგრამ არა ასე როგორც თქვენ გადაწყვიტეთ,ჩემთვის ერთი ღიმილიანი მადლობა საკმარისია.ნინო გაბრაზებული გამოვიდა ანდრეას კაბინეტიდან და წინ თომა შეხვდა. -მიდიხარ უკვე,დაასრულე შენი სმენა. -ნახევარ საათში წავალ,არ მითხრა რომ უნდა დავრჩე. -არა,მეც მივდივარ და მინდა ერთად გავიდეთ დღეს სადმე. -გავიდეთ,მე და შენ? თომა................... -დამაცადე ბოლომდე თქმა ნუ აგივიდა შუბლზე თვალები,ელზა მომწონს,ამიტომ მინდა შენც წამოხვიდე,შენთან ერთად თამამად იქნება. -კარგი აზრია,ალექსანდრეს დავურეკავ და გაგაცნობ ჩემს სიყვარულს. -ალექსანდრემ უკვე გაიგონა ყველაფერი,აქ არის და მოუთმენლად გელოდება.მოესმა ალექსანდრე ხმა ნინოს და დენ დარტყმულივით შებრუნდა,გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და კითხა. -შენ აქ ხარ? -აქ ვარ,გავიგონე რაც თქვი და არც იფიქრო უარყოფა,უკვე ნათქვამი გაქვს შენი სიტყვა. -არც ვაპირებ,მაგრამ აქ ამ დროს შენმა ნახვამ გამაოცა.დღეს ხომ არ გეცალა,მახსოვს რომ მითხარი. -და მაინც მოვიცალე შენთვის,აქ ვარ და ველოდები ჩემი ფიფქია როდის დაასრულებს მუშაობას ღამით მაინც რომ ვნახო.ოთხივე ერთად წავიდა და ის საღამო მხიარულად გაატარეს,მოულოდნელად წვიმა წამოვიდა,ნინომ წვიმაში გავიდა,ალექსანდრე ღიმილით უცქერდა შემდეგ თავადაც წამოდგა და ნინოსთან მივიდა. -სულ დასველდი,გაცივდები.ნინო შებრუნდა,ალექსანდრეს უცქერდა და უთხრა. -მიყვარხარ,მიყ ვარ ხარ. -ბედნიერი ვარ,შენ გამაბედნიერე ნინო. -წავიდეთ,აქედან წავიდეთ ალექსანდრე. -სად,მითხარი სად წაგიყვანო. -ბუხარი მინდა,ბუხარში ცეცხლი და იქ მხოლოდ მე და შენ რომ ვიყოთ,მხოლოდ ჩვენ ორნი. -წავიდეთ,ვიცი ასეთი ადგილი.ალექსანდრემ თომას შეხედა და დაუძახა. -თომა ელზას შენ გაბარებთ,მშვიდობით მიიყვანე სახლამდე ჩვენ მივდივართ.თომამ თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს და უთხრა. -ხვალ დასვენების დღე გვაქვს,ზეგ თუ ნინოს ვერ ვნახავ,პირველი რასაც ვაკეთებ პოლიციაში მივდივარ.მხიარულად დაშორდნენ და ალექსანდრემ წყალტუბოს გზას დაადგა,ბებო ყავდა წყალტუბოში,მაგრამ ახლა სახლი დაკეტილი იყო.ის ღამე სწორედ ისე გაატარეს,როგორც ნინოს სურვილი იყო. -არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა ნინო. -წარმოგიდგენია ალექსანდრე ერთ დღეს ეს სიყვარული რომ გაქრეს და ერთმანეთის მიმართ ვერაფერი ვეღარ ვიგრძნოთ? -ნინო რა უნდა გაქრეს,უშენოდ ვეღარ ვაზროვნებ ყველგან შენ ხარ ჩემთან ერთად.არა,ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და არ ჩავაქროთ ის რაც ჩვენს შიგნით დავანთეთ. ,,სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის''-ეს გალაქტიონის სიტყვებია და როცა გულში ეს გრძნობა იბადება,ადამიანის ცხოვრებაც იცვლება და თავს მხოლოდ საყვარელ ადამიანს უძღვნის.იდგა დემეტრე და გულის ფანცქალით ელოდა ელენეს გამოჩენას,ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ ისიც გამოჩნდა,ორი თვე არ ენახა და გაოცებული უცვქერდა -ელენე გასუქდი? როგორ გიხდება სიმსუქნე. -კიდევ უფრო რომ გავსუქდე,გამიბრაზდები? -არა,არ გაგიბრაზდები,მაგრამ იმედია 100 კილოზე არ ახვალ. -დამცინი? გაბრაზებულმას შეხედა ელენემ და შემდეგ გაეღიმა. -რა უცებ გაბრაზდი,რა გჭირს. -მინდა სადღაც წაგიყვანო და სად მივდივარ არ შემეკითხო,უბრალოდ მენდე. -ეს ის სიურპრიზია რომელსაც მპირდებოდი? -დიახ,ეს ის სიურპრიზია.ელენე ერთ-ერთი ექიმის კაბინეტში შევიდა და ღიმილით შეხვდა ექიმი. -ელენე მოდი შვილო,გადავიღოთ? -გადავიღოთ ექიმო.ექიმმა ელენე ცალკე ოთახში გაიყვანა და დემეტრეს დაუძახა. -შემობრძანდით ბატონო დემეტრე დღეს თქვენი შვილის სქესს გაიგებთ. -რაააა? შვილი,მე შვილი მეყოლება? -მობრძანდით,შეგიძლიათ მოისმინოთ მისი გულის ცემა.დემეტრე იდგა და ხან ელენეს უცქერდა,ხან მის ოდნავ წამოზრდილ მუცელს,შემდეგ კომპიუტერს გაუშტერა თვალი და ოთახში გაისმა ხმა ,,დუგ-დუგ,დუგ-დუგ''. -ძლიერია თქვენი ბიჭი,თუმცა არა გოგონაა.არა,არა ორია,ტყუპები არიან ბიჭი და გოგო. -ელენე აქ შენს მუცელში,შენს სხეულში ორი პატარა ზის,ტყუპი გოგო და ბიჭი.ექიმო კარგად ნახეთ,დარწმუნებული ხართ რომ ორია? -დარწმუნებული ვარ,თქვენ ტყუპები გყავთ და შეგიძლიათ სახელები მოიფიქროთ. -მიყვარხარ,ელენე ძალიან კარგი სიურპრიზი გამიკეთე და ბედნიერი გამხადე. -მართლა გაგაბედნიერე? -მთელი ცხოვრების მანძილზე უკეთესი ნატვრა არც მექნება.დედამიწაზე თუ არსებობს მშვენიერება,ეს სიყვარულია და სიყვარული შენ დამიმტკიცე დღეს. -ელენე შვილო როგორც გითხარი,ორსულობა ძალიან კარგად მიდის და ეს ძალიან კარგია,გილოცავთ მაგრამ ვხედავ ჯერ კიდევ შოკში ხართ. -მართალია ჯერ კიდევ შოკში ვარ,მადლობა ექიმო,ყველაფრისთვის მადლობა.დემეტრემ ექიმს დაემშვიდობა და კაბინეტიც დატოვა,მიდიოდა და ელენეს თვალს არ აშორებდა. -სიურპრიზი მოულოდნელი იყო,მაგრამ ეფექტური. -სიმართლე გითხრა, გამაოცე. -როგორ? -როგორ შეძელი და მთელი ორი თვე ჩემგან დამალული გყავდა ეს ორი საოცრი არსება და უჩემოდ უყვებოდი მას რაღაც ისტორიებს. -მაპატიე საყვარელო ეგოისტი გავხდი და არ გითხარი,მინდოდა ჯერ დავრწმუნებულიყავი. -ელენე მინდა ცოტნე ვნახოთ,ვნერვიულობ მასზე და ლილიანაზე. -მეც ვნერვიულობ,გინდა ახლავეს წავიდეთ? -შეძლებ? -შევძლებ,დემეტრე ორსულად ვარ განა ფეხები მტკივა. -კარგი წავიდეთ. -არ ვიცი წინ რა მელოდება,მაგრამ, ბედს არ დავემდურები,იმიტომ რომ იმედი არ დამიკარგავს ტატა მე დარწმუნებული ვარ ჩემი ლილიანა კარგად იქნება. -მომისმინე პიცა გამოვაცხვე და სამზარეულოში მაგიდაზე დევს,დედამ დარეკა,მითხრა რომ მოდის. -ხომ ვუთხარი არ ჩამოხვიდეთქი,რატომ არ ესმის მას ჩემი.არ მაქვს მასთან კამათის თავი,გთხოვ დაურეკე და უთხარი არ ჩამოვიდეს,მე თავად გავუმკლავდები ყველაფერს. -თქვენ დედაც და შვილიც ერთმანეთს ჰგავხართ,ორივე ჯიუტები ხართ და არ ვერევი თქვენს საქმეში.ვიცი არ გინდა დედა ანერვიულო,მაგრამ ამ სახლს ქალის ხელი ნამდვილად ჭირდება,აიყვანე მაინც ვინმე რომ მოგხედოს შენც და შენს შვილსაც. -ტატა................ -კარგი მივდივარ და ჭკუით იყავით ორივე, მამაც და შვილიც. -მე მარიგებ ჭკუით იყავიო? შენ რომ დაგარიგო რას იტყვი. -ნუ დაიწყებ ახლა თავიდან,მე ჩემი ცხოვრება მაქვს ძმაო.არ ვეხები შენს ცხოვრებას და შენც ნუ შეეხები ჩემსას.მიდი პატარას მიხედე,მთელი დღე გელოდება დღეს. -კარგი,მივხედავ და დაველაპარაკები.ტატამ ძმა გადაკოცნა და წავიდა,ცოტნე კი პატარას ოთახის კართან დადგა და ფრთხილად დააკაკუნა. -შემოდი.მოესმა გაბრაზებული ხმა და ჩაეცინა,ფრთხილად ჩამოუჯდა საწლზე შვილს და თმებზე მოეფერა. -მაპატიე,დღეს შენი წაყვანა ვერ შევძელი პარკში,გპირდები ხვალ წაგიყვან. -ნუ მპირდები მამა,ვიცი რომ ხვალაც დააგვიანებ. -ვერ შევძელი დღეს მოსვლა საყვარელო, უცხოელ სტუმრებს ველოდებოდი. -მოვიდნენ? -მოვიდნენმ,მოლაპარაკებამაც კარგად ჩაიარა,მაგრამ პასუხს ველოდებით.შევრიგდით? -შევრიგდით,მაგრამ რაღაც მინდა შეგეკითხო. -მკითხე შვილო,გისმენ. -დედა,დედაზე მინდა გკითხო,როგორ არის ან როდის შევძლებ მის ნახვას. -ხვალ მე მინდა ვნახო და შემდეგ შენც წაგიყვან,კარგი? -კარგი,ახლა დავიძინებ. -მამიდამ პიცა გამოაცხო, არ გინდა? -არ მინდა,მეძინება უნდა დავიძინო. -კარგი,დაიძინე შვილო.დემეტრემ თავზე აკოცა შვილს და ოთახიდან გავიდა.ფიქრებმა წაართვა თავი,ჭამაც დაავიწყდა და დრო ისე გავიდა ვერც კი გაიგო როდის გათენდა,მთელი ღამის უძილომ ერთი საათით მოატყუა თვალი და ისევ ადგა,საუზმე მოამზადა და თავად ყავა გაიკეთა. -დილა მშვიდობისა მამა. -დილა მშვიდობისა,დღეს ხომ შაბათია რატომ ადექი ასე ადრე? -გამეღვიძა და ვფიქრობდი. -ფიქრობდი? რაზე ფიქრობდი შვილო. -მამა დედა ხომ ისევ გიყვარს. -რა თქმა უნდა მიყვარს შვილო. -ის ავად არის და შენ ამის გამო მას არ მიატოვებ,სხვაზე არ დაქორწინდები. -მომისმინე შვილო,დედა ავად არის,მაგრამ ის გამოჯამრთელდება და კარგად იქნება,ის დაგვიბრუნდება და ჩვენ ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით.დამიჯერე შენ სხვა დედა არ გეყოლება,ხომ გჯერა ჩემი. -მჯერა მამა,შენი მჯერა. -კარგია,ახლა ისაუზმე ძიძა მოვა და მასთან იქნები,მე დედასთან წავალ.ცოტნე სახლიდან გავიდა და ფსიხიატრიულ კლინიკაში მივიდა,შორიდან შეამჩნია განმარტოვებით მჯდარი ლილიანა და ნელა ნელა მიუახლოვდა,გვერდით დაუჯდა და სახეზე დააკვირდა. -ხშირად მინდა დავჯდე და ჩვენი ცხოვრება შორიდან დავინახო,სხვისი თვალით,მაგრამ ეს შეუძლებელია.მაგრამ შესაძლებელიც არი შენ თუ მოინდომებ დამიბრუნდე,შენ ხომ მეუბნმებოდი და მარწმუნებდი,რომ თუ რამ გულით გინდა ის აუცილებლად აგიხდებაო.ლილიანა შენ ძლიერი ხარ და შეძლებ კარგად იყო.ნახე,შეხედე შენი საყვარელი შოკოლადი მოგიტანე,რამდენჯერ წავსულვარ ღამით მაღაზიაში შენთვის შოკოლადი რომ მომეტანა. -რა გინდათ ჩემგან,ვინ ხართ ჩემს ქმარს და შვილს არ შეეხოთ. -ლილიანა დამშვიდდი,აქ მხოლოდ მე და შენ ვართ. -არ შემეხოთ,გთხოვთ არ შემეხოთ. -ლილიანა სტეფანე ვარ შენი ქმარი,რა გიყო იმ არაკაცმა,გთხოვ დამიბრუნდი საყვარელო.ლილიანამ შეხედა ცოტნეს,სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა და ფეხზე წამოდგა. -არ შემეხო,არ გაქვს უფლება შემეხო.თქვა და გაიქცა,ცოტნეც უკან გაყვა და ლილიანას თავისი ექიმი შეხვდა წინ,რომელცას შეშინებულმა და გაოცებულმა უთხრა. -მომდევენ მიშველეთ,დამმალეთ არ წამიყვანონ,მას ჩემი წაყვანა უნდა და ცუდი განზრახვა აქვს. -დაწყნარდი,გთხოვ დაწყნარდი ლილიანა.ცოტნე ვიცი,ვიცი რომ ძნელია შენთვის,მაგრამ უნდა შეეგუო მეგობარო მის მდგომარეობას და ჩვენ კი ნელა შეძლებისდაგვარად მოვეხმაროთ,რომ ცხოვრებას დაუბრუნდეს,რომ ის საშინელება დაივიწყოს რაც თავს გადახდა.აქ მშვიდად არის,ბედნიერია როგორც ცხოვრობს.ვიცი ძნელია და ვიცი რთული მოსასმენია,მაგრამ ეს ის ქალი აღარ არის ვიზედაც დაქორწინდი 8 წლის წინ. -რამდენიმე თვის წინ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა ექიმო,რომ თავადაც ბედნიერი იყო და სხვასაც აბედნიერებდა.რამე გააკეთე დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. -ნუ მიეძალები,დრო უნდა და დროთა განმავლობაში შესაძლებელია დაუბრუნდეს მის ცხოვრებას.ეს ისევ ლილიანასთვის არის კარგი აქ მშვიდად იყოს,დღევანდელი შეხვედრა კი დასრულდა.ცოტნე დაღონებული დაბრუნდა უკან და დემეტრეს შეხვდა სახლთან. -ცოტნე? შენთან მინდოდა დარეკვა და ლილიანას ამბავი მეკითხა,როგორ არის. -დავკარგე,დემეტრე ჩემი ლილიანა თანდასთან მშორდება. -როგოირ დაკარგე,გარდა.................... -არა,არა მომხდარით იმდენად დიდი შოკი მიიღო მას დაავიწყდა მე ვინ ვარ,დაავიწყდა თავად ვინ არის და მთავარი არ ახსოვს რომ შვილი გვყავს და სულ რაღაც 3-4 თვის წინ ბედნიერები ვიყავით. -ვწუხვარ,ექიმი რას ამბობს. -დრო,დრო უნდა რომ დაგვიბრუნდეს ან თუ დაგვიბრუნდება. -არ ვიცი რა გითხრა,გაიგეთ ვინ იყო ის არაკაცი? -ეს ძნელი არ არის სულ მალე ჩემს ფეხებთან დააჩოქებენ,მაგრამ ლილიანას რა.დემეტრე გაუფრთხილდი შენს საყვარელ ადამიანებს,ამ დამპალ ცხოვრებაში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანები როგორიც შენ ხარ,მადლობელი ვარ მეგობარო. -ბევრი ვერაფერი გავაკეთე,ნეტავ უფრო ადრე მიმესწრო. -შენ რომ არა,ჩემს შვილს მოკლავდნენ დემეტრე.მე ველოდები მას,ჩემი გული არ ნებდება და ელოდება,თვალებიც მას ეძებს რადგან ენატრებათ.დრო,დრო უნდა დემეტრე და ის დაბრუნდება. -დილა მშვიდობის საყვარელო. -დილა მშვიდობის,აქ ჩაგვეძინა? -აქ ჩაგვეძინა,შენ ჩემს მკლავზე დაგეძინა. -მართლა? არ დაგაძინე ხომ? -შენ კი დამაძინე,მაგრამ არ დამაძინა შენმა ტელეფონმა,მგონი შენზე ძებნაა გამოცხადებული. -მართლა? სად არის ტელეფონი,ვნახო ვის გავახსენდი. -გათიშე ტელეფონი. -არა,ოოოო მთავარი ექიმია უნდა გადავრეკო. -ნინო სად ხარ,სადაც არ უნდა იყო სასწრაფოდ მოდი შვილო,მჭირდები. -მოვდივარ,მაგრამ ეს დღე არ ითვლება. -ვიცი,ახლა მოდი სასწრაფოდ და დასვენების დღეზე მერე ვილაპარაკოთ.ნინომ ტელეფონი გათიშა და ალექსანდრეს შეხედა. -ვიცი,თქმაც არაა საჭირო ისეთი თვალებით შემხედე. -თან სასწრაფოდ.ნახევარ საათში ალექსანდრე საავადმყოფოს შესასვლელთან იყო,ნინომ მანქანიდან გადასვლის წინ შეხედა და უთხრა. -გაბრაზდი? -არა,მაგრამ ერთი დღე გმართებს ვალად. -კარგი,ამ ვალს როგორმე გადავიტან.ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ნინო თავის კაბინეტში შევიდა,ხალათი ჩაიცვა და უკვე გასვლას აპირებდა,რომ თომამ შემოაღო კარი. -თომა? -ნინო? -ორივეს ჩაგვიფლავდა დასვენების დღე? -ორივეს არა,სამივეს ელზაც აქ არის. -რა ქენი დაელაპარაკე? -დაველაპარაკე,მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ წინ რთულზე რთული პაციენტი გვყავს. -რა მოხდა. -ავტო-საგზაო შემთხვევაა. -წავედით,რამდენია დაშავებული. -ორია,მამაკაცი სულ სისხლიანია,მაგრამ ვფიქრობ ქალი უფრო რთულად არის.ნინომ ორივე გასინჯა და თქვა. -ქალბატონს ფარული დენა აქვს,საოპერაციოში გაიყვანეთ.ნინო და თომა მთელი ღამე ფეხზე იდგა,ძალიან დაღლილი დაბრუნდა სახლში და ალერქსანდრე სახლში დახვდა. -ალექსანდრე? აქ როგორ შემოდი,კარი დამრჩა ღიად? -არა,არ ინერვიულო მე მქონდა ამ სახლის გასაღები,დემეტრემ მომცა წლების წინ და ახლა გამოვიყენე.როგორც ვხედავ ძალიან დაღლილი ხარ,რთული დღე გქონდა? -დღეც და ღამეც ძალიან რთული იყო. -არ გშია? -არა,მაგრამ ჩაის დავლევ. -კარგი,მეც შემოგიერთდები.ალექსანდრე ადგა და ჩაი მოამზადა,ნინო უცქერდა და გაუბედავად კითხა. -ალექსანდრე შენი და სად არის,მითხარი რომ თავად გამეცნობოდა. -ჯერ არ დაბრუნებულა,კლარა ანუ კლერი ამერიკაშია ისიც ექიმია შენსავეთ და მამიკოს გოგოა. -შენ? შენ არ ხარ მამიკოს შვილი? -არა ნინო.არასოდეს ვყოფილვარ ამაყი მამის ფულებით,ყოველთვის მქონდა ჩემი საქმე თუნდაც მცირე ყოფილიყო ანაზღაურება,ის ფული ვიცოდი რომ ჩემი გამომუშავებული იყო,არ მინდოდა მისთვის ფული მეთხოვა. -როგორც შევატყვე ძალიან რთული ხასიათი აქვს მამას. -ურთულესი პიროვნებაა,მას ყოველთვის უნდოდა მის სიტყვაზე გაგვევლო.როგორ გითხრა დიქტატორია ოჯახში,რომ იტყვის არ გადათქვამს.უნდოდა იურისტი გავმხდარიყავი,ეს არ იყო მისგან თხოვნა,ეს მოთხოვნა იყო,ბრძანება და მეც ავდექი და სულ წავედი საქართველოდან 18 წლის ასაკში და დღემდე ჩემი ფულით ვცხოვრობ. -როგორ მიაღწიე ამდენს დაუხმარებლად. -ჩემი და ჩემზე უფროსია,მას ბევრი ძალიან კარგი მეგობრები ყავს და მათი დახმარებით ავედი მეც ჩემს დიდ მწვერვალზე.მეგობრებიც მყავს დღეს,სამსახურიც მაქვს და ფულიც.უფრო მეტიც,ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ. -დედამ იცის თქმა, რომ დრო ტყუილად არ დაკარგო ის არ დაგელოდებაო,და არც მე მინდა დრო დავკარგო,მინდა შენთან ერთად ვიყო ძალიან ბედნიერი. -რა ჩაიფიქრე,რის მიღწევას ცდილობ ექიმო იცოდე მაოცებ.შენ მხოლოდ ჩემი ექიმი ხარ და მინდა მხოლოდ მე მიექიმო,ჩემთან იყო.მინდა ჩემი ცხოვრების მეგობარი გახდე,ჩემი სიხარული და ჩემი ტკივილი............. -ყველაფერი ერთად ერთი ბილიკით გავიაროთ? მთავაზობ ერად ვიცხოვროთ? ალექსანდრემ თვალებში ჩახედა ნინოს და გაუბედავად უთხრა. -უარს მეტყვი? -არა,უარი რატომ უნდა გითხრა მე თანახმა ვარ,მაგრამ ხომ არ ვჩქარობთ. -მე კი ვფიქრობ დავაგვიანეთ. დაუვიწყარია ის მომენტი,როცა ექიმი ეტყვის პაციენტს,რომ თქვენი მკურნალობის სრული კურსი დასრულდა,თქვენ უკვე კარგად ხართ.ელენეს სიხარულს საზღვცარი არ ჰქონდა და დემეტრეს დაურეკა. -გისმენ ელენე. -დემეტრე მე სახლში მიშვებენ,ჩემი მკურნალობა დასრულდა. -როგორ გამახარე ელენე მეც ექიმთან შევდივარ,საბოლოო გადაწყვეტილებას მეტყვის და შენთან წამოვალ,უჩემოდ სახლში მარტო არ წახვიდე. -კარგი,არ წავალ დაგელოდები.დემეტრე ექიმის კაბინეტში შევიდა. -კარგია,რომ მოდი დემეტრე,შენთან მოვდიოდი ერთ სერიოზულ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. -რა მოხდა ექიმო,მკურნალობის კურსი კიდევ უნდა გაგრძელდეს? -არა,შენზე ინფორმაცია შევაგროვე და დავრწმუნდი რომ საუკეთესო ქირურგი ხართ,მოკლედ ექიმად ხართ დაბადებული. -გმადლობ ექიმო,მე მიყვარს ჩემი პროფესია,ჩემი საქმე. -მაგრამ არის რაღაც შვილო რაც აუცილებლად უნდა იცოდე არა როგორც პაციენტმა,არამედ როგორც ექიმმა.დემეტრე დაიძაბა თვალებში სისხლი მოაწვა და ასე შეხედა ექიმს. -რაც არ უნდა რთული სათქმელი უნდა იყოს თქვენთვის,უნდა მითხრათ და გისმენთ. -თქვენმა მკურნალობამ ჩვენს კლინიკაში წარმატებით ჩაიარა,ყველა ანალიზი კარგია და საშიშროებაც აღარ არის.შეგიძლიათ იცხოვროთ როგორც გინდათ და ჭამოთ რაც გინდათ,ივარჯიშოთ და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროთ.თქვენ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით იცხოვრებთ,მაგრამ არის ერთი დიდი და რთული მაგრამ.................... დემეტრემ ყელში დაგროვილი ნერწყვი გადაყლაპა და ექიმს პირდაპირ თვალებში შეხედა და უთხრა. -ექიმო,მაგრამ...............რას ნიშნავს ეს მაგრამ............. -მაგრამ შორს უნდა დაიჭირო თავი ოპერაციებიდან. -რაააა? რატომ,ხომ თქვით ყველაფერი კარგად არისო. -მთავარია შენ ხარ კარგად და მე ვფიქრობ სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია დემეტრე. -რატომ,მინდა ვიცოდე რატომ დავტოვო ჩემი საყვარელი საქმე ექიმო. -იმიტომ რომ შესაძლოა ოპერაციის დროს გიმტყუნოს ხელებმა და ეს პაციენტის სიცოცხლეზე აისახოს,შენი ხელები საშიშია დემეტრე ოპერაციისათვის.დემეტრეს ფერი დაეკარგა და წყალი დაისხა,ფანჯარა გამოაღო და ჰაერი შეისუნთქა. -შენ ექიმი ხარ და ძალიან კარგი ექიმი,ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის თქმა,მაგრამ უნდა გცოდნოდა რა შედეგი დაგიტოვა ამ ავადმყოფობამ.არის ერთი დადებითი რამ შენს საექიმო და ქირურგიულ პაუზაში. -რა არის დადებითი,რას ხედავთ დადებითს. -დადებითი ის არის,რომ ეს დროებითია.დრო უნდა დემეტრე რომ შენი ავადმყოფობა შენგან სრულიად განიკურნოს. -დროებითი,და მაინც რამდენია ეს დროებითის დრო. -შესაძლოა კიდევ ერთი წელი,ორი ან სამი,მაგრამ რომ დარწმუნდე სრულიად გამოჯამთელებაში დრო და დრო უნდა ჩამოხვიდე და კონტროლი გაიარო,გავაკეთოთ შემოწმებები და იყო ექიმის ანუ კარგი სპეციალისტის კონტროლის ქვეშ.დემეტრემ დაემშვიდობა ექიმს და წავიდა.არ უნდოდა ელენეს შეემჩნია მისთვის ეს დიდი ტკივილი და ყალბი ღიმილით მიუახლოვდა კლინიკას სადაც ელენე იმყოფებოდა.ცოტნე კი ისევ იმ გზაზე იდგა და ლილიანას სანახავად მიდიოდა,ლილიანა განმარტოვებით იჯდა და ისევ მის ფიქრებში იყო ჩაძირული. -მოვედი და შენც ისევ აქ დამხვდი,როგორ ხარ საყვარელო.ნახე რა მოგიტანე,ჩვენი შვილის ფოტო,მას ძალიან ენატრები.წავალ შენს ექიმს ვნახავ და დაველაპარაკები. -ცოტნე? შემოდი,შემოდი.ფეხზე წამოდგა და წინ შეეგება ცოტნეს მაღალი,სუსტი აღნაგობის მამაკაცი და ცოტნეს ხელი ჩამოართვა -ეზოშია გასული,ნახე? როგორ მოგეჩვენა დღეს ლილიანა. -გრძნობს მის გვერდით რომ ვარ,დარწმუნებული ვარ რომ გრძნობს. -გრძნობს,გეთანხმები გრძნობა აქვს,მაგრამ ის ჩაკეტილია მის მიერ შექმნილ პატარა სამყაროში.ის რაც მან გადაიტანა,მისთვის შოკი იყო და დიდი სტრესიც,ის ახლა ისეა როგორც პატარა ბავშვი.ლილიანა ჩემს კლინიკაში პატარა გოგონაა,მაგრამ დიდ ასაკში. -მე დარწმუნებული ვარ რაღაც ხდება,დარწმუნებული ვარ რომ ის დაბრუნდება,დაგვიბრუნდება ჩვენც და მის ძველ ცხოვრებასაც. -შეძლებს დაბრუნდეს? -შეძლებს,ჩვენ შვილი გვყავს,შვილი რომელსაც დედა ენატრება და გამუდმებით მას კითხულობს.ცოტნე ისევ ლილიანასთან დაბრუნდა,მისი ხელი ხელში აიღო და უთხრა. -მიჭირს,ლილიანა ძალიან მიჭირს ასეთს გიყურო,ასე უმოძრაოდ შენ ვერასდროს ვერ წარმოგიდგენდი.წამოდი, წავიდეთ უკვე საღამოა და შეგცივდება.ცოტნემ ხელი-ხელ გადახვეული მიიყვანა მის ოთახამდე ლილიანა და ექიმი დაინახა მათკენ მოდიოდა. -მიდიხარ ცოტნე? -მივდივარ,მაგრამ ვფიქრობ დღეს ლილიანა კარგად მომეჩვენა,უფრო მშვიდი იყო და ჩემთან ყოფნა არ გაუპროტესტებია. -ეს კარგია,ფსიქიურად დაავადებული პაციენტი ძალიან სწრაფად იწყებს გამოჯამრთელებას პირველ პერიოდში,მაგრამ უეცრად შეჩერდება და ერთ წერტილშია გაჩერებული.ლილიანა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი პაციენტია ჩემს კლინიკაში,მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ცოტნე. -მახსოვს,აქ რომ მოვედი თქვენ ელექტრო შოკზე მითხარით. -კი მახსოვს და უნდა გითხრა ძალიან ბევრს დაეხმარა თავისი თავი ისევ ეპოვნათ.შეგვიძლია გავაკეთოთ ელექტრო შოკი,მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა,იმედი ლილიანას შემთხვევაში ძალიან ცოტაა შვილო. თუ შენ თანახმა ხარ ვცადოთ,მაგრამ იმ დროს აქ უნდა იყო. -დავფიქრდები,უნდა დავფიქრდე და გადაწყვეტილ პასუხს გეტყვით ექიმო.ცოტნე ლილიანას ოთახის კართან მივიდა და კარებთან მყოფ ლილიანას უჩურჩულა. -ლილიანა დამიბრუნდი გთხოვ ჩემო სიყვარულო,მჭირდები,ძალიან მჭირდები ისე როგორც არასდროს.თვეები გავიდა,დემეტრე ბედნიერია ელენესთან,ნინო კი ალექსანდრესთან,თომა ელზასთან,მაგრამ თეონა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.