შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეთექვსმეტე თავი)


24-08-2019, 19:55
ავტორი murachashvili
ნანახია 3 348

ხომ ვიცოდი, რომ შაკო დაოჯახებული იყო, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოც არაერთხელ მქონდა ნანახი, ისიც კარგად მქონდა გააზრებული, რომ ერთ ქალაქში მცხოვრებნი შეიძლება ოდესმე ერთმანეთსაც შევხვედროდით, ფიქრებში ხშირად წარმომედგინა როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა, რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ იმ ქალს ჩემთან შედარებით იმხელა უპირატესობა ექნებოდა, რომ დანახვისთანავე ეჭვიანობით გავსკდებოდი.
ის კი არასოდეს მიფიქრია, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ასე პირის-პირ, ჩემი და სოფის საყვარელ კაფეში, ჩემ უახლოეს მეგობართან ერთად მენახა. ეჭვიანობისგან დაბრმავებულს სწორედ მას სდომოდა ჩემი გაქრობა. არადა, ზუსტად ასე მოხდა, ბედის ირონიაა ხომ?!
ვუმზერდი ჩემზე ათი წლით პატარა გოგონას და მთელი არსებით ვცდილობდი მასში რაიმე გამორჩეული, ის განსაკუთრებული შარმი შემემჩნია, რითაც მოახერხა და შაკოს თავი შეაყვარა. მაგრამ არაფერი, ჩემ წინ ერთი ჩვეულებრივი გოგო იჯდა. ზედმეტი წონის გამო ვიზუალით ორმოცდაათწლამდე ქალს რომ დამსგავსებოდა, ქერად შეღებილი თმა უკან კოსოდ ისე გადაეწია, რომ ერთი ღერიც არ ქონდა ჩამოშლილი, თუმცა ხელით წარა-მარა მაინც ისრესდა კისერს, თითქოს რაღაც ედებოდა და მოცილებას ცდილობდა.
თვალები ჩემი ბოტებისკენ გაექცა, სულ წამიერად სახეზე ირონიული ღიმილი გამოესახა, ჩემი თვალიერება ქვემოდან დაიწყო და სახემდეც ამოვიდა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა გამოთქმა „მზერით გაბურღვა“, თითქოს რენდგენზე გამატარა, ადამიანის გაქრობა რომ შეძლებოდა, იმ წუთას იქ აღარ უნდა ვყოფილიყავი, იმხელა ზიზღითა და სიძულვილით მიმზერდა. ისედაც თხელ ტუჩებს ერთმანეთს ისე აჭერდა, სილურჯე შერეოდა, თვალებს ნერვიულად აფახუნებდა.

- გამარჯობა, ნანა. - უდარდელი, მხიარული სახით გადაკოცნა სოფომ და მიპატიჟების გარეშე დაუსკუპდა გვერდით - უკაცრავად, ცოტა დაგვაგვიანდა.- მიმტანს შეკვეთის მისაცემად შორიდანვე დაუქნია ხელი - ისევ ნერვიულობ?!
-ახლა აღარ! - როგორც იქნა დაარღვია დუმილი დამხვედრმა.
არ ვიცი მღელვარებისგან დაემართა თუ რეალურადაც ასე საუბრობდა, უცნაურად წვრილმა და გაპრანჭულმა ხმამ მაშინვე ყური მომჭრა. გაოცებული დავაცქერდი, ვაღიარებ მის ვიზუალს მსგავსი ხმა ნამდვილად არ შეეფერებოდა.
- სულ გამოვშტერდი, - მხიარულად აკისკისდა სოფი - არც კი წარმიდგენიხართ, ქალბატონი ელენე ახვლედიანი.
- არამგონია წარდგენა მჭირდებოდეს. - ირონია გამერია ხმაში.
- ერთმანეთს იცნობთ?! - გაოცებული მოგვაცქერდა სოფი.
- შეიძლებას ასეც ითქვას! - ამოიწრიპინა ნანამ და გამომწვევად მომაცქერდა.
- რა უნდოდა, რატომ მოინდომა ჩემთან შეხვედრა? - მართალია ამ კითხვებზე პასუხი არ ვიცოდი, მაგრამ ფაქტია მისი გამომწვევი ქცევის მანერა მაღიზიანებდა.

- სძულდით?
- ამას მხოლოდ სიძულვილს ვერც დავარქმევ, ვეზიზღებოდი, რამაც ძალიან გამაკვირვა. დედას გეფიცები, მართლა არ მესმოდა შაკოს მეუღლეს ჩემთან რა პრეტენზია უნდა ჰქონოდა.
- ამას გულწრფელად ამბობთ?!
- კი, - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - არც ერთი ადამიანი არ გარბის იმ ოჯახიდან, სადაც უყვართ. არც ერთი ოჯახი არ ინგრევა, მესამე პირის გამო.
- ვერ დაგეთანხმებით, მესამე პირზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
- შეიძლება ვინმესთვის მაგალითად არ გამოვდგე, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვი, როცა მესამე ჩნდება, როცა სხვასთან ურთიერთობის სურვილი გიჩნდება, იქ უკვე ყველაფერი დასრულებულია. თუ გიყვარს, ღალატი და ტყუილი აზრადაც არ მოგივა.
- ხომ არიან ისეთი მამაკაცებიც, რომ მეუღლე უყვართ, ცოლთან დაშორება აზრადაც არ მოსდით, მაგრამ გასართობად მაინც სხვას ეძებენ?
- კი არიან, მაგრამ მომკალი და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ოჯახს სიყვარულის გამო ინარჩუნებენ. მართლა არ მესმოდა შაკოს მეუღლის, იმის ნაცვლად პრობლემა საკუთარ თავში ეძებნა, პრეტენზიებს მე მიყენებდა?!
- მის ქმარს ხომ თქვენ ეფლირტავებოდით? - გულწრფელად გამიკვირდა ახვლედიანის უტიფრობა.
- კი, ხომ არც ვუარყოფ. გგონია მე ვერ ვხედავდი საკუთარ მინუსებს, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ მექალთანე, ბუნებით მოღალატე ადამიანი მთწელი არსებით შევიყვარე. დაოჯახებულ მამაკაცს ფლირტში ავყევი და საკუთარ მახეში გავები. ვიცი, რომ სულელივით შემიყვარდა. მაგრამ არსებობდა კიდევ ერთი კითხვა, როგორ ფიქრობ, მე თუ არ მომწერდა შაკო, მე რომ გავმქრალიყავი, ქმარი აღარ უღალატებდა?
- ვერ მიგიხვდით, იმ ქალისგან რას ელოდით, გულ-ხელ დაკრეფილს უნდა ემზირა, როგორ ეფლირტავებოდით ერთმანეთს?
- არა, ეგ არ მითქვამს, ჩემთან კი არ უნდა მოსულიყო საქმის გასარჩევად, პრობლემა მის ოჯახში, ქმართან უნდა ეძებნა და იქ მოეგვარებინა.
- კარგით არამგონია, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდეთ! - ახვლედიანთან კამათი შორს წაგვიყვანდა - ალბათ, უმჯობესია ისევ თხრობა გააგრძელოთ!
- ალბათ. მოკლედ, მიმტანმა როგორც იქნა მოიტანა შეკვეთილი ყავა და ნამცხვრები. ღრმად შევიყნოსე ყავის არომატი, ქაფქაფა სითხეს გაციება არ დავაცადე, მაშინვე მოვსვი და ეკლერის ნაჭერიც გემრიელად მოვკბიჩე.

უნდა გითხრა, რომ ბავშვობიდან ერთი უცნაურობა მჭირდა, მე პირადად ჩემი ხასიათის ამ თვისებას პლიუსად უფრო ვთვლიდი ვიდრე მინუსად, რაც არ უნდა რთულსა და დაძაბულ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, ნერვიულობა არ მემჩეოდა, სახეზე ღიმილს ავიკრავდი და მხოლოდ უდარდელობასა და ბედნიერებას ვასხივებდი. შესაბამისად, რაც უფრო იძაბებოდა და რთულდებოდა სიტუაცია, მით უფრო ბედნიერი და კმაყოფილი სახე მქონდა.
- „რადგან ამდენი გაბედა, რომ სანახავად მოვიდა, სათქმელსაც თავადვე მეტყვის!“ - გავიფიქრე, თუმცა ხმამაღლა სულ სხვა რამ წარმოვთქი - არა, უნდა ვაღიარო, ასეთ ყავას ნამდვილად ვერსად აკეთებენ! - გაღიზიანება რომ არ შემტყობოდა, კმაყოფილმა შევცინე მეგობარს.
- ბავშვობიდან ასეა, გაგრილებასაც არ აცდის... - ჩემი ბედნიერი სახის დანახვაზე მხიარულად აკისკისდა სოფი.
კოპებშეკრული თვალებში მიყურებდა ნანა, არ ვიცი ჩემგან როგორ რეაქციას ელოდა, მაგრამ ფაქტია ვერ ხვდებოდა ჩემი ღიმილის მიზეზს, მისთვის მზერის არიდება არც კი მიფიქრია. მოთმინებით ველოდი როდის დაარღვევდა დუმილს.
ნანა ყავის ფინჯანს დასწვდა, სულ ოდნავ მოსვა და ხელისკანკალით ისევ ლანგარზე დააბრუნა. ერთი ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ასე ცდილობდა გამბედაობის მოკრებას.
- მე ნანა რაზმაძე ვარ, თუმცა მგონია ეს ისედაც იცით! - მის ხმაში გაპარული ირონია შეუმჩნეველი არც სოფის დარჩა.
- კი, დაუსწრებლად გიცნობდით, - ჩემმა პირდაპირობამ დააბნია - თუმცა ვაღიარებ, ნამდვილად გამიკვირა, ჩემთან შეხვედრა, სოფის დახმარებით რომ მოინდომეთ, შეგეძლოთ იგივე თქვენი მეუღლისთვის გეთხოვათ.
- შაკოსთვის?! - ირონიულად ახარხარდა ქალი - არც ასეთი სულელია, რომ თქვენთან ნაცნობობა აღიაროს, მართლა ფიქრობთ, რომ თქვენთან მოსვლის უფლებას მომცემდა?!
- ვერ მიგიხვდით, რაღაც გეშლებათ. - მართალია ვცდილობდი დამემალა, მაგრამ ხმაში გაღიზიანება მაინც შემეტყო.
- ქალბატონო ელენე, გინდათ დამაჯეროთ, რომ შაკო არ გწერდათ? - გაბრაზებულმა დამიქაჩა თვალები.
- კიდევ ერთხელ გავმეორდები, - ხმაში ისეთი სიცივე ჩამიდგა, რომ გაანჩხლებული ქალი, მაშინვე ჩამოჯდა - მგონი გავიწყდებათ ვის ესაუბრებით.
- ძალიან კარგად ვიცნობ თქვენისთანებს!...
- აშკარად არ გცნობიათ, კარგი იქნება თუ დამასრულებინებთ! მე ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, ნაცნობიც და უცნობიც. ჩემი მოვალეობაა ვუპასუხო და თუ დახმარებას საჭიროებენ, დავეხმარო კიდეც.
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ ჩემ მეუღლესთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, დებილს ვგავარ?! - გაკაპასდა ქალი.
- ნანა, - ვეღარ მოითმინა სოფიმ - ფიქრობ რას ამბობ?! მეგონა დახმარება გჭირდებოდა, ეს რა მასკარადი გამართე?! ელე, დედას გეფიცები წარმოდგენაც არ მქონდა...
- კარგად არ იცნობ შენ დაქალს, სოფი. - ცრემლები მოაწვა - შენ არც კი იცი...
- ნანა, ისეთ რამეს ნუ იტყვით შემდეგ რომ შეგრცხვეთ. - ისევ შემეცოდა ჩემი დაუდევრობით გამწარებული ქალი - მესმის რომ განიცდით, მაგრამ ჩემს ერთად-ერთ შვილს ვფიცავარ, ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლის გარდა სხვა მამაკაცი არ ყოფილა, მე არ ვიცი რატომ ფიქრობთ, რომ ჩემსა და შაკოს შორის რამე ხდებოდა, ან ხდება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დამიჯერეთ, მართლა ცდებით.
- კარგად ვიცნობ ჩემ ქმარს. ისიც ვიცი, როგორი ქალები მოსწონს!... - ყოყმანი შეეტყო ხმაში, აშკარად უნდოდა ჩემი დაჯერება, მაგრამ ეჭვი მაინც ეპარებოდა.
- თქვენი გადასაწყვეტია დამიჯერებთ თუ არა. იმედია იმდენს მაინც ხვდებით, რომ ეჭვიანობით მხოლოდ თქვენს ოჯახს კი არა, საკუთარ თავსაც ვნებთ. - ნამუსზე შევაგდე - არ ვუარყოფ და არც ვმალავ, მე და თქვენი მეუღლე ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობდით კიდეც.
- მეგობრობდით?! თუმცა რა მიკვირს, ახლა საყვარლებს მეგობრები ქვია ხომ? - მისი დარწმუნება მაინც ვერ შევძელი - იქნებ ისიც უარყო, რომ ერთმანეთი ფეისბუქით გაიცანით? - ზიზღით ჩამეკითხა.
- არა, არ ვუარყოფ.
- ვერ გავიგე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი რა მნიშვნელობა აქვს?! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან სოფი - ელენეს არც კი იცნობ, წარმოდგენა არ გაქვს მის ცხოვრებაზე, ხვდები მაინც რას აბრალებ?! დედას გეფიცები, როცა ამბობდი, შაკო მღალატობსო, სულ შენ ქმარს ვამტყუნებდი, ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ შეიძლება ეს ყველაფერი შენი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო. ვისთან-ვისთან და ელენესთან შენი ქმრის ურთიერთობას მომკალი და ვერ დავიჯერებ, ხვდები მაინც რამდენად მძიმე ბრალდს უყენებ?!
- არც ისეთი უმწიკვლოა შენი დაქალი, როგორც გგონია, ჩემი თვალით მაქვს ნანახი შაკოსთან გამოგზავნილი მისი ფოტოები.
- საკმარისია! - ხმას აუწია სოფიმ - აქ იმისვის მოგიყვანე, რომ დაკარგვამდე მისული ბინა როგორმე შეგენარჩუნებინა და არა იმიტომ რომ ჩემი დაქალი გელანძღა!
- სოფი, დამშვიდდი! ერთად-ერთი რის გამოც ახლა თქვენ გისმენთ, ისევ და ისევ თქვენი მეუღლეა. - მეც კი გამიკვირდა საკუთარი თავის, იმდენად მშვიდად ვსაუბრობდი - ნამდვილად არ მინდა უსაფუძვლოდ ადანაშაულებდეთ იმ საქციელში რაც არ ჩაუდენია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა ფოტოები ნახეთ და დიდად არც მაინტერესებს. ისედაც ჩემი და ჩემი ოჯახის ფოტოები ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ მიდევს და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ და მეორედ აღარ გავმეორდები, არ ვიცი თქვენი მეუღლე გღალატობთ თუ არა, ამით არც არასოდეს დავინტერესებულვარ, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული უნდა იყოთ, მე არ ვარ ის ქალი. ჩვენს შორის ნამდვილად არაფერი ყოფილა გარდა მიმოწერისა. თქვენი მეუღლე სულ რამდენიმეჯერ ვნახე და მაშინაც, როგორც იურისტს კონსულტაციისთვის მომმართა.
- კარგით, ვთქვათ დაგიჯერეთ. რა პრობლემა ქონდა ჩემ მეუღლეს ისეთი, რომ დახმარებისთვის თქვენ მოგმართათ? - ცინიკურად ჩამეკითხა ნანა.
- თუ არ მომატყუა, იპოთეკური სესხი ქონდა გაფორმებული, პროცენტს ვეღარ იხდიდა და ბინას ვკარგავო.
- და, თქვენც როგორც ნიჭიერმა ადვოკატმა, სახლის გაყიდვა და ქირით გასვლა ურჩიეთ, ხომ?
- არა, - მისი დამცინავი ტონი არც ამჯერად შევიმჩიე - ვურჩიე, ბანკისთვის მიემართა, რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, ასე რამოდენიმე თვეს მოიგებდა და სესხის დაფარვას შემდეგ გააგრძელებდა.
- და, რა გიპასუხათ?
- ის, რომ ბანკში იმხელა პროცენტს იხდიდა, ფაქტობრივად საკუთარ სახლში ისედაც მდგმურივით ცხოვრობდა. დიდი ალბათობით მისი ფინანსური მდგომარეობა რამდენიმე თვეში ვერ გამოსწორდებოდა და რესტრუქტურიზაციას აზრი არ ჰქონდა, ადრე თუ გვიან სახლის გაყიდვა მაინც მოუწევდა.
ქალის სახეზე ირონია და გესლი გამქრალიყო, ჩაფიქრებული უმზერდა კარგახნის გაციებულ ყავას.
- ქალბატონო ელენე, როგორც გგონიათ რესტრუქტურიზაცია დაგვეხმარებოდა?
- არ ვიცი, თქვენც გეცოდინებათ, ვალის რესტრუქტურიზაცია რეალურად სესხის ვადის გარდას, ვალის გადახდის გადავადებას გულისმობს. მე თქვენი საკრედიტო ისტორია არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ბანკისთვის დასაბუთებას შევძლებდით, რომ დროებით გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამო, სესხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება შეეჩერებინა, ჩემი აზრით ცდად ღირდა. ამ ყველაფერს ნაკლი ისქონდა, რომ შეიძლება პროცენტის ზრდაც მოჰყოლოდა. თქვენ მეუღლეს ზუსტად ეგ ნაწილი არ მოეწონა. თუმცა მაშინ თქვა, რომ დაფიქრდებოდა და გადაწყვეტილებას ისე მიიღებდა, როგორც ვხედავ აზრი დღემდე არ შეუცვლია.
- შაკოს უნდოდა რესტრუქტურიზაცია, სიმართლე გითხრათ, მე არ დავეთანხმე. - დამნაშავე ბავშვივით ამარიდა თვალი.
- რატომ? - გაოცებული ჩაეკითხა სოფი.
-სიმართლე გითხრათ, მეც გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, მათაც იგივე მირჩიეს, შაკოსგანაც ვიცოდი, რომ ვიღაც ახლობელ იურისტს მოინახულებდა და მის აზრსაც გაიგებდა, აზრადაც არ მომსვლია ის ახლობელი ქალი თუ იქნებოდა. ზუსტად იმ დღეებში მივიღე კეთილისმყოფელისგან კაფეში თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოები. იმდენად გავღიზიანდი, აღარც მოვუსმინე. ეჭვიანობისგან გონება დამებინდა, რესტრუქტურიზაციაზე სასტიკი უარი ვუთხარი.
- ნანა, ბოდიშით რომ ვერევი, მაგრამ ბავშვი გყავთ. დღევანდელ ცხოვრებაში ასე მარტივია სახლის დაკარგვა? მესმის რომ იეჭვიანეთ, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ზედმეტად ნაჩქარევად ხომ არ გეჩვენებათ?
- ვიღაც არანორმალურის გჯერა?!- აღშფოთდა სოფი - არა გრცხვენია, ვიღაც გიჟსა და ინტრიგანს როგორ ანგრევინებ საკუთარ ცხოვრებას? სცადეთ, რას კარგავთ? შენთვის რამდენიმე თვესაც აქვს მნიშვნელობა, ცოტა წელში გაიმართებით და გააგრძელებთ გადახდას, გაყიდვას ხომ ყოველთვის შეძლებთ, სადაც ამდენ ხანს იხდიდით მაგ სესხს, იქნებ გაგიმართლოთ? იცით ვინ გამოგიგზავნათ ის ფოტოები? - ინტერესით ჩავეკითხე სოფი.
- არა, ვიბერში გამომიგზავნეს უცნობი ნომრიდან. - აშკარად არ უნდოდა გამგზავნის ვინაობის გამხელა და არც მე ჩავეძიე.
- ნანა, თქვენ ჩემზე ეჭვიანობთ და ღიზიანდებით, არადა ზუსტად იმ ვითომ კეთილისმყოფელს უნდა ეძებდეთ, არამგონია თქვენი ოჯახისთვის მაგ ქალს კარგი უნდოდეს.
- თქვენ რა იცით რომ ქალია?! - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან ნანას.
- არამგონია მსგავს სისაძაგლეს ეჭვიანი ქმარი აკეთებდეს. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები სოფიმ.
- მოკლედ, არ ვიცი, როგორ მოიქცევით და რას გადაწყვეტთ, მაგრამ მართლა არ მინდა შაკოსთან ურთიერთობა ჩემ გამო გაგიფუჭდეს. რაც შეეხება სახლს, სესხის რესტრუქტურიზაციას თუ გადაწყვეტთ, შაკოს მივეცი ჩემი ახლობლის ნომერი, ბანკში სწორედ ვადაგასულ დავალიანებებსა და მათ რესტრუქტურიზაციებზე მუშაობს, თუ არ გსურთ მეუღლესთან ჩემი სახელის ხსენება, ნუ მახსენებთ, არცაა აუცილებელი ჩვენი შეხვედრის შესახებ იცოდეს. უთხარით, რომ დაფიქრდით და თქვენით გადაწყვიტეთ.
- უხერხული არ იქნება?
- მაგაზე ნუ ფიქრობთ! - თბილად ვუღიმოდი წინ მჯდომს.
- დიდი მადლობა, ელენე! უკაცრავად თუ რამე გაწყენინეთ, ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ! - აგრესია და სარკაზმი საბოლოს გაქრობოდა ხმიდან, თვალებში მხოლოდ მადლიერება ჩადგომოდა.
- სამწუხაროდ სხვაგვარად ვერ დაგეხმარებით, რაც შემეხება მე, მაგაზე ნუ სწუხხართ, მთავარია სახლი შეინარჩუნოთ! - თბილად გავუღიმე, სოფის მოვეხვიე და კაფედან გამოვედი.



№1 სტუმარი ანანია

უკაცრავად მაგრამ დაგვცინით? კვარტალში ერთხელ დებთ კიდევ და კიდევ დიდი ბოდიში, ძალიან მმწონს

 


№2 სტუმარი anna

მართლა კვარტალში ერთხელ დებთ და ისიც მოცუცქნულ თავებს, ალბათ დამთავრებას მინიმუმ ერთი წელი უნდა ველოდოთ. თუ დრო არ გაქვთ წერის, მკითხველი რომ არ დატანჯოთ ლოდინით ჯობია როცა დაასრულებთ მაშინ ატვირთოთ ხოლმე. თან მოვლენებიც ძალიან ნელა ვითარდება, ამდენი ხანი ველოდე და ორი ქალის დიალოგის, თუ საქმის გარცევის გარდა არაფერი მომხდარა. მივიდა ელენე ორი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და დამთავრდა ახალი თავიც. იმედგაცრუებული ვარ ძალიან.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ანანია
უკაცრავად მაგრამ დაგვცინით? კვარტალში ერთხელ დებთ კიდევ და კიდევ დიდი ბოდიში, ძალიან მმწონს

თქვენი დაცინვა აზრადაც არ მომსვლია. მესმის რომ ახალი თავის ლოდინი საკმაოდ რთულია

anna
მართლა კვარტალში ერთხელ დებთ და ისიც მოცუცქნულ თავებს, ალბათ დამთავრებას მინიმუმ ერთი წელი უნდა ველოდოთ. თუ დრო არ გაქვთ წერის, მკითხველი რომ არ დატანჯოთ ლოდინით ჯობია როცა დაასრულებთ მაშინ ატვირთოთ ხოლმე. თან მოვლენებიც ძალიან ნელა ვითარდება, ამდენი ხანი ველოდე და ორი ქალის დიალოგის, თუ საქმის გარცევის გარდა არაფერი მომხდარა. მივიდა ელენე ორი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და დამთავრდა ახალი თავიც. იმედგაცრუებული ვარ ძალიან.

მკითხველისნტანჯვა არცცმიფიქრია, ძალიან საწყენია, თუ იმედი გაგიცრუვდათ. თქვენს ადგილას ალბათ ისტორიის დასრულებას დაველოდებოდო და შემდეგ დავიწყებდი კითხვას.

 


№4 სტუმარი სტუმარი მაიკო 1234

დასრულებამდე რო ვერ ვითმენთ? როგორც თქვენი ყველა ნაწარმოები, ესეც ძან მომწონს, საინტერესოა. გვაწვალებ, მაგრამ მაინც კარგი ხარ. გელოდებით

 


№5 სტუმარი znnz

murachashvili
ანანია
უკაცრავად მაგრამ დაგვცინით? კვარტალში ერთხელ დებთ კიდევ და კიდევ დიდი ბოდიში, ძალიან მმწონს

თქვენი დაცინვა აზრადაც არ მომსვლია. მესმის რომ ახალი თავის ლოდინი საკმაოდ რთულია

anna
მართლა კვარტალში ერთხელ დებთ და ისიც მოცუცქნულ თავებს, ალბათ დამთავრებას მინიმუმ ერთი წელი უნდა ველოდოთ. თუ დრო არ გაქვთ წერის, მკითხველი რომ არ დატანჯოთ ლოდინით ჯობია როცა დაასრულებთ მაშინ ატვირთოთ ხოლმე. თან მოვლენებიც ძალიან ნელა ვითარდება, ამდენი ხანი ველოდე და ორი ქალის დიალოგის, თუ საქმის გარცევის გარდა არაფერი მომხდარა. მივიდა ელენე ორი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და დამთავრდა ახალი თავიც. იმედგაცრუებული ვარ ძალიან.

მკითხველისნტანჯვა არცცმიფიქრია, ძალიან საწყენია, თუ იმედი გაგიცრუვდათ. თქვენს ადგილას ალბათ ისტორიის დასრულებას დაველოდებოდო და შემდეგ დავიწყებდი კითხვას.


დასრულებამდე თუ უნდა ვითმინოთ ერთი წელი იმისტვის, რომ სრულად წავიკითხოთ, მაშინ თქვენც არ იჩქაროთ ხოლმე ატვირთვა თუ სრულად არ გაქვთ დაწერილი, რადგან იცით რომ ხშირად ვერ ატვირთავთ ხოლმე და უნდა დიდი ხანი ალოდინოტ მკითხველი.

 


№6 სტუმარი სტუმარი კეკე

თქვენს ადგილას,დავამთავრებდი და მერე დავდები.ალბათ ასე უფრო მოხერხებული იქნება ყველასთვის.აქ გამოქვეყნება,იმას ემსახურება რომ ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ თქვენი ნაშრომი.თუ მკითხველი ალოდინეთ და გაანაწყენეთ დაგარგავთ მათ და აქ დადებაც აზრს დაკარგავს.

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თქვენი გადასწყვეტია, რასაც მირჩევთ მკითხველი ისე მოვიქცევი მეც

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მაიკო 1234
დასრულებამდე რო ვერ ვითმენთ? როგორც თქვენი ყველა ნაწარმოები, ესეც ძან მომწონს, საინტერესოა. გვაწვალებ, მაგრამ მაინც კარგი ხარ. გელოდებით

მადლობა მაიკო

 


№9  offline წევრი თამოთამო25

როდის დაიდება, უოვე მერამდენედ ვამოწმე, აი ძაან მომწონს და მარლა მოუთმენლად ველი ახალ თავს.... ის მაინც გვითხარი დაახლოებით როდის ატვირთავთ....

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თამოთამო25
როდის დაიდება, უოვე მერამდენედ ვამოწმე, აი ძაან მომწონს და მარლა მოუთმენლად ველი ახალ თავს.... ის მაინც გვითხარი დაახლოებით როდის ატვირთავთ....

თამოთამო25
როდის დაიდება, უოვე მერამდენედ ვამოწმე, აი ძაან მომწონს და მარლა მოუთმენლად ველი ახალ თავს.... ის მაინც გვითხარი დაახლოებით როდის ატვირთავთ....

კომენტარებით ალბათ მიხვდებოდით, მკითხველების აზრის გათვალისწინებით, ისტორიის თავებად დადება სევწყვიტე. დავასრულებ და სრულად დავდებ.

 


№11  offline წევრი მაიკო 1234

ანი გელოდებით..... უბრალოდ შეგახსენე ხო მკითხველს უყვარხარ და გელოდება???? ეს მოტივაციისთვის❤????

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მაიკო 1234
ანი გელოდებით..... უბრალოდ შეგახსენე ხო მკითხველს უყვარხარ და გელოდება???? ეს მოტივაციისთვის❤????

ვიცი როგორი უსინდისოც ვარ, თავის გასაამრთლებლად მხოლოდ ის თუ მიშველის, რომ უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით kissing_heart

 


№13 სტუმარი Tako

Ar iqneba dasasruli??au dzalian mainteresebs

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Tako
Ar iqneba dasasruli??au dzalian mainteresebs

კი, მალე შემოგთავაზებთ სრულ ვერსიას.

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატა

გაგრძელება როდიის იქნებაა? ძალიან კარგია❤❤

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

დიდი ალბათობით ახალი წლების შემდეგ

 


№17 სტუმარი სტუმარი თეონა

ბედნიერი ახალი წლები მურაჩაშვილის ქალო!????
ე.ი დავიტანჯე დღეში მინიმუმ 2 3 ჯერ შემოწმებით რომ იქნებ დადებული დამხვდეს სიახლე.
გავიდა ახალი წლები მოდის "ძველითი" უკვე. :/

 


№18 სტუმარი სტუმარი ლელა

მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი უსაზღვრო პატივისცემა და გითხრათ რომ წლებია ამ საიტზე ვკითხულობ მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ავტორის ნაწერებს მერე ისინი გაქრნენ და შემთხვევით აღმოგაჩინეთ თქვენ საოცრად ნიჭიერი და მართლა წერისთვის დაბადებული(იმედია არავინ მიწყენს აქ კარგი ნაწერების ნაკლებობაა)და ახლა თქვენც გაქრით იმიტომ რომ ვიღაცას ურჩევნია ბოლოს წაიკითხოს.იმედი მაქვს დაგვიბრუნდებით და ნურავის ნუ უსმენთ უბრალოდ წერეთ და გამიხარეთ გული❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ლელა
მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი უსაზღვრო პატივისცემა და გითხრათ რომ წლებია ამ საიტზე ვკითხულობ მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ავტორის ნაწერებს მერე ისინი გაქრნენ და შემთხვევით აღმოგაჩინეთ თქვენ საოცრად ნიჭიერი და მართლა წერისთვის დაბადებული(იმედია არავინ მიწყენს აქ კარგი ნაწერების ნაკლებობაა)და ახლა თქვენც გაქრით იმიტომ რომ ვიღაცას ურჩევნია ბოლოს წაიკითხოს.იმედი მაქვს დაგვიბრუნდებით და ნურავის ნუ უსმენთ უბრალოდ წერეთ და გამიხარეთ გული❤

სტუმარი ლელა
მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი უსაზღვრო პატივისცემა და გითხრათ რომ წლებია ამ საიტზე ვკითხულობ მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ავტორის ნაწერებს მერე ისინი გაქრნენ და შემთხვევით აღმოგაჩინეთ თქვენ საოცრად ნიჭიერი და მართლა წერისთვის დაბადებული(იმედია არავინ მიწყენს აქ კარგი ნაწერების ნაკლებობაა)და ახლა თქვენც გაქრით იმიტომ რომ ვიღაცას ურჩევნია ბოლოს წაიკითხოს.იმედი მაქვს დაგვიბრუნდებით და ნურავის ნუ უსმენთ უბრალოდ წერეთ და გამიხარეთ გული❤

დიდი მადლობა ლელა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა იმის მოსმენა რომ ისევ მკითხოლობე, და გახსოვართ. რაც შეეხება წერას. ვწერ, სამწუხაროდ ისე ინტენსიურად ვეღარ როგორც ვისურვებდი, მაგრამ იმედია გამოვსწორდები, ეს ისტორია უნდა დასრულდეს, საკუთარ მკითხველსა და პერსონაჟებს ასე შუაგზაზე ნამდვილად ვერ მივატოვებ. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. მიყვარხართ ძალიან

 


№20 სტუმარი სტუმარი ანა

კი მაგრამ რატომ აღარ გააგრძელე? რა ქვია ამას ასე მიტოვებას შუა გზაში ვერ ვხვდები...????

 


№21  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანა
კი მაგრამ რატომ აღარ გააგრძელე? რა ქვია ამას ასე მიტოვებას შუა გზაში ვერ ვხვდები...????

არა შუაგზაში არ მიმიტოვებია, უბრალოდ მინდა დავასრულო და ერთად დავდო. ასე თავებად მკითხველიც იტანჯება და მეც

 


№22 სტუმარი თა თუ

უბრალოდ თქვი რომ აღარ აგრძელებ და ჩვენც აღარ დავიწყებთ ახალი თავის იმედით თქვენი გვერდის დათვალიერებას რა. ????????

 


№23 სტუმარი სტუმარი მაია

ანი გელოდებით დაიდება გაგრძელებ?

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიკა

ძალიან კარგად და საინტერესოდ წერ, სულ ვადევნებ თვალს როდის დაიდება ახალი თავი. არ გეცოდებით ამდენს რომ გვალოდინებ?ის მაინც გვითხარი როდის იქნებასიახლე?გასართობად ძველებს ვკითხულობ და კინაღამ ზეპირად ვისწავლე????❤️❤️

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

Არ ველოდი ასეთსშაკოს ცლს. Ისიც არ ვიცი როგორს ველოდი მაგრამ მსუქანს ასა შეპარულს არა

 


№26  offline ახალბედა მწერალი murachashvili

terooo
Არ ველოდი ასეთსშაკოს ცლს. Ისიც არ ვიცი როგორს ველოდი მაგრამ მსუქანს ასა შეპარულს არა

ალბათ არც ელენე ელოდა მასეთს smile ისე რატომაა რომ კარგ ტიპებს გვინდა ცოლებიც კარგი ყავდეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent