მე, უშენოდ...(ნაწილი 2)
დილით ადრე გაიღვიძა მარიამმა და სამსახურში წასასვლელად მომზადებას შეუდგა. ბინა, რომელშიც ახლა ცხოვრობდა მას და მის მეგობარ ნუცას ჰქონდათ ერთობლივად ნაქირავები. ნუცაც მის მსგავსად სოფლიდან იყო ჩამოსული, უნივერსიტეტის პირველი კურსიდან მოდიოდა მათი მეგობრობა. მარიამი თვლიდა თბილისმა რაც მისცა ყველაზე კარგი ეს ნუცა იყო საიმედო და ყველაზე თბილი ადამიანი,რომელსაც ყველა სიტუციაში შეეძლო მისი გამხირულება. ნუცამ სამწუხაროდ მაგისტრატურის გაგრძელება ვერ შეძლო და არც მარიამივით გაუმართლა სამსახურის შოვნაში. ერთ-ერთი ბრენდული ტანსცმლის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა და ერთადერთ გამართლებად იმას თვლიდა, რომ მის ირგვლივ სიმპატიური და შეძლებული მამაკაცები მოძრაობდნენ. სამზარეულოს დახლთა იდგა ყავის ჭიქით ხელში და აბაზანაში მყოფ ნუცას ეძახდა - მალე გამოდი რა ნუც მეჩქარება. - კარგი რა მარიამ ყოველ დილით ერთიდაიგივე შეიძლება მეჩქარება, მალე, დროზე. ერთი სული გაქვს როდის ნახავ იმ შენ სიმპატიურ უფროსს?! -თავზე პირსახოც დაკოსებული გამოვიდა ნუცა სააბაზანოდან და მარიამს ხელში მოთავსებული ყავის ფინჯანი ისე ოსტატურად აართვა ნაკაშიძე აზრზეც ვერ მოვიდა. - შე ნაგლო ქალო ეხლა ისე მიგტყეპავ, რა შუაშია გიორგი უბრალოდ დაგვიანება არ მიყვარს- სერიოზული სახით გახედა მარიამმა და ხელი იქვე დადებულ მის პირსახოცს წამოავლო. - კარგი, კარგი რა გჭირს მარ? აი აიღე შენი ყავა მაინც ცივია უკვე მე ხომ იცი ასეთი არ მიყვარს - ენა გამოუყო და შემდეგ სერიოზული სახით დაამატა ნუცამ - რამე მოხდა? რაღაც არ მომწონხარ. - თან კი თან არა. არ ვიცი ნუცი ეს რა იყო მაგრამ გუშინ ისეთი რამ გადამხდა ახლაც ვერ ვხსნი. - რა მოხდა? მანიაკი აგეკიდა? გაუპტიურებას ხომ არ გიპირებდა? სექსუალური იყო? - დაახლოებით - უპასუხა სერიოზული სახით მარიამმა შემდეგ კი სიცილი აუტყდა- რა ფანტაზია გაქვს ღმერთო ჩემო, რა მანიაკი გოგო ერთი ტიპია ვინმე დათა ახვლედიანი ბატონი გიორგის კონკურენტია. ხოდა გუშინ სულ შემთხვევით დამხვდა სამსახურთან და სულ შემთხვევით იცოდა ჩემი არსებობის შწსახებ და რატომღაც სურვილი გაუჩნდა სახლამდე მოვეყვანე. - კაი ტიპია? - ინტერესით ჰკითხა ნუცა და ყავის მომზადებას შეუდგა. - დავაკმაყოფილებ შენს ინტერეს და გეტყვი რომ ერთი უტაქტო და ნაგლი ადამიანია, რომელსაც საკუთარ თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია. ტიპიური მილიონერი რა. დანარჩენი მეც არ ვიცი არ ვიცნობ ნორმლურად- მხრები აიჩეჩა ბოლო წინადადებაზე მარიამმა. - და რაო რა მინდაო?- პირი საყვრლად მოკუმა და თვალები დააწვრილ ნუციკომ. - თავხედი! იცი რა მკითხა?! გაბრიაძე მოგწონსო?- გახსენებისას ახლაც ცოფებს ჰყრიდა მარიამი. - და რაო მე რაში მაინტერესებსო არ გითხრა? - ისე გავბრაზდი გეფიცები სურვილი გამიჩნდა რაღაც ჩამერტყა თავში მან კი ვითომც აქ არაფერიო სერიოზული სახით დაამატა" არ გამოვა ეგ საქმე ჩემო მშვენიერო შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვსო" - გამოაჯავრა გაბრაზებულმა მარიამმა. - დაევასე იმ ტიპს მარიამ- დაასკვნა ნუცამ. - კაი რა, დავევასე არა ის კიდე. რომელი მონიკა ბელუჩი მე მნახე ერთი ის მდიდარი, გაბღენძილ მილიონერი რომ გაგიჟებულიყო. სულ ერთხელ ვნახე. გახსოვს გიორგიმ რომ დამპატიჟა რაღაც საქველმოქმედო საღამოზე?! სწორედ იქ ვნახე და ნორმალურად არც მახსოვს როგორ გამოიყურებოდა. - სამაგიეროდ იმას ახსოვხარ კარგად ჩემო ლამაზო და ნეტა შენ სარკე გქონდეს კარგად გაწმენდილი შენი თავის შეფასება და დაფასება რომ ისწავლო. თან რომ მოინდომო დამიჯერე ბევრ მასეთ ფულიან ბიძიკოს გადარევ, როგორც ჩვენი ბატონი გიორგი გაბრიაძეა გადარეული. - საიდან მოიტანე ახლა ეგ? გიორგი რა შუაშია? თან ახვლედიანი ბიძიკო არაა. ახალგაზრდაა და საკმაოდ სიმპათიურიც - უნებურად გაეღიმა ახვლედინის გახსენებაზე მარიამს და სახე უცბად მიატრიალა ნუცას მისი ღიმილი რომ არ შეემჩნია. - გოგო შენ თვალები სად გაქვს?თუ თავს იშტერებ? მოსწონხარ იმ შენ უფროსს და იმიტომ გელოლიავება ასე. თუ მოინდომა ერთ დღესაც ისე აღმოჩნდები მის მკლავებში თვითონაც ვერ მიხვდები, უბრალოდ ეტყობა კოტიკოს ფაქტორი მოქმედებს და შეტევაზე ასე სწრაფად ვერ გადმოდის - ჩამოაყალიბა თავის ნააზრევი ნუცა. მარიამი მხიარული სახით უსმენდა ნუცას მოსაზრებას და თან საათზე იყურებოდა - კაი ნუც უნდა გავეზადო თორემ დავაგვიანებ. საინტერესო იყო შენი მოსაზრება ამაზე საღამოს ვისაუბროთ კაი?! - თან სააბაზანოს კარი გამოაღო. - კარგი, კარგი მეც უნდა გავიდე მალე და დაიმახსოვრე ჩემი რჩევები მარიამ - ხელი შემართა და დაიწყო ნუცამ - თავს ვიფასებთ ყველა მილიონერთან, არ ვვარდებით თავით მაშინვე სიყვრულის მორევში და თუ ჯანდაბას და ჩავვარდით ვირგებთ ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ გაიგე? - ნეტა რა გეშველება, დააწყო ქალმა გეგმები - სიცილით მიხურა სააბაზანოს კარი მარიამმა, ნუცა კი საძინებელში გაუჩინარდა. .. სამსახურის კიბეები სირბილით აიარაა, ჩანთა თავის მაგიდასთან უდეირად მიაგდო და პირდაპირ სხდომათა დარბაზისკენ გაიქცა. ყოველ სამშაბათ დილით თათბირი ჰქონდათ და არც ეს დღე იყო გამონაკლისი. ოთახში ყველას თავი მოეყარა და აშკარად მარიამს ელოდნენ. უხერხულად შეიშმუშნა კარის გაღებისთანვე ამდენი მომლოდინე თვალებს რომ გადააწყდა. ბოდიში მოიხადა და უფროსის გვერდით მდგარ თავისუფალ სკამზე მოთავსდა. - რადგან მარიამიც შემოგვიერთდა მგონი დროა დავიწყოთ - ღიმილიანი სახით გახედა გაბრიაძემ მარიამს და თანამშრომლებს მიუბრუნდა. სიმპათიური კაცი იყო ბატონი გიორგი. საშუალო სიმაღლის, მხრებში ოდნავ ჩასხმული აღნგობის გაბრიძე ყოველთვის დახვეწილად იცვამადა, დიდი თავაზიანობით და ჯელტმენობით გამოირჩეოდა რაც დადებით იმპულსებს აგზავნიდა ყველა მასთან კონტაქტში შესულ ადამიანებთან, რაც ერგვარად პლიუსებსაც უწერდა მის კარიერაში. - მოდი ჯერ ტენდერებით დავიწყოთ, რა ხდება აბა სოსო შესყიდვები ბაზარზე?- ინტერესით გახედა აშკარად ამ საქმის ექსპერტს სოსო გოგიშვილს. - ცოტა რთული ვითარებაა ბატონო გიორგი. წინა თვეში უფრო მეტი ტენდერი მოვიგეთ. ახლა რა გვჭირს ვერ ვხვდები თითქოს ვინმე ჩასაფრებული გყვავს და გვაკონტროლებს. ახვლედიანი კუდში გვაზის და ყველა დიდი წინადადებას ისე გვაცლის ხელიდან ვერც ვიაზრებთ ეს როგორ ხდება - უპასუხა უფროსის შეკითხვას სოსომ. ახვლედიანის გვარის გაგებაზე მარიამს გული უცნაურად აუფართხალდა. ზუსტად ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მაგრამ კარგის მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონდა. თვალი გაბრაზებული სახით მჯდარი უფროსისკენ გააპარა, რომელმაც ხელში ათამაშებული კალამი უხეშად მოიშორა და გაცოფებულმა წამოიძახა - რა ჯანდაბა ხდება ამიხსნის ვინმე?! წინა თვეში დამთხვევა მეგონა ახლა კი ვხვდები რომ რაღაც ცუდ თამაშს თამაშობს ეგ ახვარი. ასეთი გიორგი მარიამს ნამდვილად არ ენახა. ყოველთვის ფიქრობდა რომ მისი უფროსი ყოველთვის გაწონასწორებული, მშვიდი და ტაქტიანი ადამიანი იყო. ახლა კი უყურებდა გაცოფებულ გიორგი გაბრიაძეს რომლის სულშიც დიდი მღელვარება გამოეწვია დათა ახვლედიანის სახელს და აშკარა იყო რომ მარტივად არაფერი დალაგდებოდა. - კარგი, ქარხანაში რა ხდება ლადო? - მიმართა ცოტა დამშვიდებულმა ფაღავას. - ამ ეტაპზე სიმშვიდეა, გუშინ ცოტა ჩავარდნა გვქონდა ერთდროულად გამოვიდა რამოდენიმე დანადგარი მწყობრიდან. არაფერი მესმის ამ ზაფხულს ჩამოვიტანეთ ყველა გერმანიიდან. ამ დილით სპეციალისტები მოვიდნენ და თათბირის წინ შემატყობინეს რომ ხარვეზი აღმოფხვრილია. - აშკარად ომი გამოგვიცხადა მაგ ნაბიჭვარმა - თავისთვის ჩაილაპარაკა გამწარებულმა გიორგიმ, შუბლზე ხელი მოისვა და ეცადა ცოტა დამშვიდებულიყო - კარგით ახლა ცოტა სასიამოვნო ამბავზე გადავიდეთ. ხვალ როგორც იცით ღვინის ორდღიანი ფესტივალი იხსნება სიღნაღში და ჩვენც მოგვიწევს წასვლა. ყველა ვერ წავალთ რათქმაუნდა. ლაშა, თამარი და მარიამი წამოვლენ ჩემთან ერთად დანარჩენებმა აქ მიხედეთ საქმეს. თათბირის მერე ჩემს კაბინეტში შემოდი თამარა და ერთად გავიაროთ წარმომადგენლობის საკითხი - მიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს თამარ ასანიძეს - ახლა კი დავიშალოთ და საქმეს მივხედოთ - დაასრულა თათბირი უფროსმა. სათათბირო ოთახი ნელ-ნელა დაიცალა თანამშრომლებისგან გაბრიძე კი არ ჩქარობდა გასვლას. -მარიამ შენ დარჩი ცოტახანს საქმე მაქვს-უთხრა კარებში თითქმის გასულ ნაკაშიძეს. მარიამს გული ისე გადაუქანდა ეგონა უფროსმა უკვე იცოდა მისი და დათა ახვლედიანის შეხვედრის შესახებ და ეს ესაა ჰკითხავდა ყველაფერს - დიახ რათქმაუნდა - უპასუხა ჩამწყდარი ხმით და ეცადა მღელვარება დაემალა. - ძალიან შეგაშინე?! - შენიშნა გიორგიმ მარიამის შეცვლილი დამოკიდებულება მის მიმართ, მიუახლოვდა და სახეზე ხელი ისე ნაზად ჩაამოუსვა უნებურად თვალები დახუჭა მარიამმა - მაპატიე თავი ვეღარ გავაკონტროლე ცუდი ამბები ისე მიეწყო. შენ არ იდარდო საქმე თუ არაფერი გვაქვს დღეს მიდი გაიქეცი სახლში და ხვალისთვის მოემზადე. ადრე გავდივართ. გამოგივლი და მე წაგიყვან თამარს კი ლაშა წამოიყვანს. ესღა აკლდა მარიამს მთელი გზა უფროსთან ერთად მარტო უნდა ყოფილიყო მანქანაში და კაცმა არ იცის რაზე უნდა ესაუბრა. ახლაც ისე ახლოს იდგა მასთან სულ უხუთვდა. - კარგით დაიხია ერთი ნაბიჯით უკან. მე წავალ თუ რამე საქმე გექნებათ შეგიძლიათ მობილურზეც შემეხმიანოთ - სიტყვის თქმაც არ აცალა გიორგის ისეთი გამოვარდა ოთახიდან. ჩანთა აიღო და ქუჩაში გამოსვლისას შვებით ისე ამოისუნთქა თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა ზურგიდან მაგრამ ხვდებოდა, რომ არც ასე ადვილად არ დამთავრდებოდა ყველაფერი როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.