შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (6 თავი)


7-03-2015, 22:12
ავტორი once upon
ნანახია 4 668

მგონი ერთადერთი ადამიანი იყო ასეთი მხიარული, მწარე ენის პატრონი და საკუთარ თავზე შეყვარებული რომელიც საკუთარ დაბადების დღეს ვერ იტანდა! ბავშვობიდან სულ რაღაც ცუდი ხდებოდა მის დაბადების დღეზე. ხან გიორგი იყო ტრავმატოლოგიურში, ხან მისი მშობლები შორდებოდნენ, ხან სამსახურში ჰქონდა პრობლემები და ასე შემდეგ. ყოველთვის ისე ხდებოდა რომ უკვე ოცდამეოთხე დაბადების დღე ჰქონდა და არცერთი არ გაულევია ტირილის გარეშე.
-ამის გამო მაღვიძეეეებთ? - დაიყვირა და ოთახი მოათვალიერა. უცხო არავინ დაუნახავს. მარიამი, ლიკუნა, ანა, ლაშა, დათა, გიორგი და ნიაკო თავზე დიდი ქუდებით, ბუშტებით და ხელში სასმელებით. ნუცას სიტყვების გაგონებაზე ყველამ ერთმანეთს შეხედა. სულაც არ გაკვირვებიათ მისი ასეთი რეაქცია. სულ ასე იყო ნუცა და იმიტომ.
-ადე გოგო, დავლიოთ! - დაიყვირა დათამ და თხელი გადასაფარებელი გადახადა ნუცას. იმანაც გაიფიქრა, ღმერთო ამათ რა ეშველებათო და ოთახიდან ყველა გაყარა.
-გადით, გამოვალ. - თქვა და ყველას გასვლის შემდეგ უცებ გადაიცვა მოკლე შორტი და რაღაც მაისური. თმის დავარცხნა დაეზარა და კოსად შეიკრა შემდეგ კი თავის ‘ფლოსტებით’ გავიდა ოთახიდან.
ბავშვები მის სალხში თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობდნენ. მისაღებში, პატარა შუშის მაგიდაზე უკვე გაეშალათ სუფრა და ჭკუაზე არ იყვნენ. ბედნიერების ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. აშკარად ეტყობოდათ რომ ნუცას დაბადების დღე მათ უფრო უხაროდათ ვიდრე თავად.
-ჩვენ ხო ვიცით რო შენ დაბადების დღეს, ერთი ლუკას ჩამოსვლა გადახდევინებს. - თქვა ლაშამ და ნუცას გულში იმედი გაუჩნდა რომ ლუკა ჩამოვიდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანდა რომ ეს უბრალოდ ხსენება იყო და ისევ მოიღუშა.
ლუკა მათი ბავშვობის მეგობარი იყო. იტალიაში წავიდა სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ და მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს სულ ეკონტაქტებოდნენ ტელეფონით ან სოციალური ქსელით, მაინც ძალიან აკლდა.
-ჰო და ჩვენ ვიკისრეთ ეგ ამბავი. - კისკისი ატეხა მარიმ. ნუცამ თავი გააქნია და თავადაც გაეცინა.
-რას ვსვავთ? - იკითხა და მაგიდას თავადაც მიუჯდა.
შუა ღამის 2 -ზე მოსული ‘სტუმრები’ დილით 8-ისკენ დაიშალნენ და დატოვეს მთვრალი, აცეტებული და ღამენათევი ნუცა. საჩუქრებს და ფანტაზიას არცერთი მეგობარი არ უჩიოდა. გიორგის და ლაშას ერთხმიანი გადაწყვეტილებით, ქორწინების ბეჭედი აჩუქრეს და დაამატეს, შენ რომელი წესიერი გაჩუქებს საქორწინო ბეჭედს და აი ჩვენგან გქონდესო. ნიას ისედაც იმდენი რამე ჰქონდა ეგვიპტიდან მისთვის ჩამოტანილი ღმერთების ფიქურებიდან დაწყებული რამის კლეოპატრაც თბილისში ჩამოუყვანა. დანარჩენებმა იცოდნენ რომ წიგნის გარდა ნუცა არანაირ საჩუქარს არ მიიღებდა და რამის მთელი ბიბლიოთეკა უყიდეს.
უკვე 24 წლის ნუცას დილით 11-ზე მკვდარივით ეძინა ტელეფონის რეკამ რომ გააღვიძა. კარგად გამოლანძღა დამრეკი და არც დაუხედია სახელისთვის ისე უპასუხა:
-დამაძინე! - დაუყვირა და მამამისის სიცილის ხმა გაიგონა.
-ნუციკო გილოცავ დაბადების დღეს! - როგორც ყოველთვის, ახლაც თბილი, სასიამოვნო ხმით მიულოცა დიდმა გოცირიძემ -პატარას.
-მადლობა მამიკო. - უცებ მოლბა ნუცაც. ძალიან უყვარდა მამამისი.
-დღეს საღამოს ხომ გცალია?
-რა უნდა მითხრა, მამა რომ მცალია, უსაქმური ხარო? - გაიცინა ნუცამ.
-არ მესმის მე თინეიჯერული ხუმრობები ნუცა. - გაეცინა მამაკაცს.
-რომელი თინეიჯერი მე მნახე, გიბერდები შვილი. - კისკისი აუტყდა ნუცას.
-დღეს საღამოს გამოგივლი სახლში დამხვდი. 6 საათზე მოვალ.
-კარგი მამა მაგრამ მანქანა მყავს და აიფონიც მაქვს არ მინდა რამე ისეთი. - სერიოზული ხმით თქვა გოგონამ რადგან იცოდა რომ რამდენიმე ძალიან ძლიერი კომნპანიის მეპატრნოზე, გოგა გოცირიძე, საკუთარ ერთადერთ ქალშვილს რამე გრანდიოზულს მოუწყობდა.
-კარგი, კარგი... სახლში იყავი იცოდე! - ამის შემდეგ ნუცამ ტელეფონი გათიშა. სამსახურში დააგვიანა თუმცა რომ არ წასულიყო არ შეიძლებოდა. ადგა, შხაპი მიიღო და მოწესრიგდა. ძალიან ეძინებოდა და ნაბახუსევსაც უჩიოდა მაგრამ გზად, აფთიაქში თავის ტკივილის გამაყუჩებელს იყიდიდა და უეცრად გაუვლიდა ყველაფერი.
გარეთ საშინლად ცხელოდა და პირველად წყევლიდა ნუცა თავის სამუშაოს, მოკლე შორტებს რომ ვერ ჩაიცვამდა ადვოკატთა სააგენტოში. გზად ჩანაფიქრი აისრულა. ორი გამაყუჩებელი უწლოდ გადაყლაპა და ქალაქის ცენტისკენ გაემართა, სამსახურში.
-დაბადების დღეს გილოცავ, ნუცა! - ჩვეული წვრილი და გამაღიზიანებელი ხმით თქვა მარიამმა და ნუცას ჩაეხუტა.
-მადლობა მარიამ. - ცივად გაუღიმა გოგონამ და ლიფტში შევიდა. გზად ბატონმა ლუკამაც მიულოცა და უთხრა, თუ საჭიროა გაგანთავისუფლებ და ხელფასის დანამტსაც მოგცემო. ამან ნუცა ისე ასიამოვნა რომ რამის უფროსს ეძგერა და ჩაეხუტა.
კაკუნით მივიდა თავის კაბინეტამდე, კოლეგამაც (მარიამზე ნაკლებად ნერვების მწამვლელმა) მიულოცა დაბადების დღე და წინ საქმის საბუთები დაუყარა.
-ვიღაც ძაან მაგარი ტიპია გოგო. - გაიცინა ქეთამ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-მერე ძაან მაგარი ტიპი ‘ვიღაც’ არ იქნება. - წარბი აწია ნუცამ და საბუთების თვალიერება დაიწყო. თვალები შუბლზე აუვიდა და გამწარებულმა წამოიძახა:
-სერიოზულად?
-ნუცა? - გაიცინა ქეთამ ნუცას გაოგნებული სახის დანახვაზე.
-და მე ამასთან მაქვს შეხვედრა... - საათს დახედა და უფრო დააღო პირი. – 15 წუთში?
-კი! - დაუდასტურა გოგონამ.
-თან დაცვის მიზეზი აქვს საოცარი. ასიანი თავისმა პრინცესამ დამიქირავა. ღმერთო! - თქვა და წამოდგა.
-საით? - ჰკითხა ქეთამ.
-გაგა ნუცუბიძეს უნდა შევხვდე კაფეში. - ნუცა კარისკენ წავიდა და ჩუმად დააყოლა: რა მაგარი დაბადების დღე მაქვსო.

-----
იმედია მოგწონთ და ისევ გთხოვთ კომენტარებში გამოხატოთ თქვენი აზრი <3



№1  offline წევრი Unnamed

Patara iyo :D ise momewons kii kargi sakitxavia..

 


№2  offline წევრი Shore

Kargiaaa magraaam pataraa da ar myofniiis :(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent