Lacrimosa [9]
*** -ინდირა, დასვენებამდე გეჭამა, გამოდი ახლა! -ბატონო დავით, პულტთან თუ შეიძლება... -მის ფაბრონ, თქვენი ჯერია. -ბექა სად არის?! -ბატონო თამაზ, ადგილზე, გთხოვთ. -სიჩუმე! -ადგილებზე! ამ ფრაზების ფონზე მიდიოდა რეპეტიციები. კასანდრა ბოლოს ხალისობდა კიდეც ამ ყოველდღიურობაზე. ის და ელა ერთად კისკისებდნენ სასადილოდან ლამის ყოველდღე გიჟივით ამოვარდნილი მევიოლინე ინდირას დანახვაზე, რომელსაც მუდმივად ეშლებიდა შესვენების საათები და შესვენების დასასრულს ჩადიოდა საჭმელად. ბექა თავის სტიქიაში იყო. მასა და ვიოლინოს შორის ვერავინ ჩადგებოდა. კასანდრასი არ იყოს, ბექასაც დასჩემდა სიჩუმეში ყოფნა ნაწარმოების დასასრულის შემდეგ. თავისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე და ფიქრებსა და ოცნებას მიეცემოდა. კესო ყოველდღე ესწრებოდა რეპეტიციებს მაგრამ ბექა წესიერად არც კი ენახვებოდა. კასანდრა ჩუმად ჩაუკრავდა ხოლმე გოგონას თვალს და როგორც კი ბექას დაიმარტოხელებდა, ჭკუას არიგებდა: -მე ვაპატიე და შენ ვინ ხარ, რომ აწვალო?! ბექა დარცხვენილი სცემდა პასუხს: -ვერ ვაპატიებ იმ ფიქრებს, რაც აწუხებდა. -კარგი ერთი! შენ რომ ვინმე თავისნაირ ბიჭთან ერთად კაფეში მჯდომი დაგენახა, რას იფიქრებდი? -ჯერ გავარკვევდი რა ურთიერთობა აქვთ და მერე დავიწყებდი ენის ტლიკინს! -იცოდე, ქალები ბევრად იმპულსურები ვართ, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს. ქართველი ქალები მითუმეტეს. ყოველ შემთხვევაში, ნაწილი მაინც. -აქამდე ასეთი არაფერი გაუკეთებია! არც ერთ მეგობარ გოგოზე ასეთი ისტერიკები არ აუტეხავს. -იმიტომ, რომ იცოდა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. შენ აუხსენი, რომ მხოლოდ მეგობრები ვართ? -არა, არ ჩავთვალე საჭიროდ. -ხოდა, საჭირო იყო, როგორც ჩანს. ბექა დანებდა. -კარგი, კარგი! *** რეპეტიციის შემდეგ, ბექა ჩუმად გაიძურწა კულისებში და მეზობლის ბავშვივით მდგარ კესოს ხელი ჩაკიდა, იქედან გაიყვანა და გარეთ გავიდნენ. კესო ღამე ტირილისგან დასიებული თვალებით მისჩერებოდა ბექას მაისურის ბოლოს. -კესო. უხერხულად გაიხედა გვერდზე. -შემომხედე. ოდნავ ასწია მზერა და ახლა ბიჭის მხარს მიაჩერდა. თბილი თითები იგრძნო ლოყებზე. -შემომხედე. ბექა სიყვარულით სავსე თვალებით მისჩერებოდა გოგონას. -კესო, არაფერს გეუბნები. შემომხედე. წამით გაუსწორა მზერა და შემდეგ ისევ დახარა თავი. მხრებზე ნელა მოხვია ხელები ბიჭმა და ნაზად მიიხუტა. ჩუმად ასლუკუნდა გოგონა. -ჩშ, კესო... მორჩა. ჩშ... -ღმერთო, ჩემი თავის მრცხვენია, ბექა... როგორ მრცხვენია... -კესო, მორჩათქო. მორჩა, ჩემო ლამაზო. მის დაძახებულ სახელზე ხმამაღლა ამოიქვითინა და ხელები მაგრად მოხვია წელზე. -სანდრო ხომ მაპატიებს... არ მინდა ასე... ღმერთო, რა სულელი ვარ! -ჩშ...ჩშ... ნუ. ვსიო. მის ყელში თავჩარგული ჩუმად ეჩურჩულებოდა ყურში. სუნთქვა ოდნავ დაუმშვიდდა. ბექამ ხელები ნაზად მოხვია წელზე და უფრო მაგრად მიიხუტა. -ასე ვიდგებით, სანამ არ დაგამშვიდებ. კესოს გაეღიმა. მასზე თბილი არსება აქამდე არასოდეს ენახა. ყოველთვის მზად იყო მის სანუგეშოდ. ნელა გადაატარა ტუჩებზე ცერი და თავი ზემოთ ააწევინა. -ყოველ ჯერზე... როცა უკანა რიგებში მჯდომს გხედავდი... მოსვლა და შენი კოცნაში დახრჩობა მინდოდა. არ იტირო, გთხოვ რა. სანდრომ უკვე დაივიწყა ყველაფერი. დაჟე აქეთ მეკითხება ხოლმე, რატომ არ შევრიგდით აქამდე. შენთან მინდა კესო. არ იტირო. კესო სულ ოდნავ მოშორდა ბიჭს, რომ თვალები შეემშრალებინა. -გული მეღრღნება ბექა. რომ უკრავ, ისეთი დასევდიანებული ხარ... მგონია, რომ ჩემს გამო ხარ ესე და ჩემი თავი მეზიზღება. ყველაფერს ვიაზრებ, ყველაფერს, რაც შემეშალა. უბრალოდ, თუ ასე გტკენ, არ მინდა თვალში გეჩხირებოდე... საცოდავად სლუკუნებდა და ხელებს ნერვულად ისრესდა. ბექამ ნელა ჩასჭიდა თბილი ხელები და ნაზად აკოცა ყელში. -კესო, არ გესმის? ძალიან მიყვარხარ. შენ ეგრე ვერასოდეს მატკენ. გოგონა მიყუჩდა. ბექა ყოველთვის ხვდებოდა, როდის ამშვიდებდა შეყვარებულს თავისი სიტყვებით და იცოდა, ამ დროს არ უნდა გაჩერებულიყო და ბოლომდე დაერწმუნებინა გოგონა, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და ახლა ერთად უნდა ყოფილიყვნენ დიდხანს. *** სანდრო იმდენ დროს ვერ ატარებდა კასანდრასთან, რამდენიც სურდა. კონცერტამდე 2 კვირა რჩებოდა. ერთ კვირაში კი მხოლოდ სამჯერ ნახა. რეპეტიციებზე მკაცრად აიკრძალა დასწრება. სანდროს და კესოს დარბაზის გარეთ უწევდათ ლამის შუაღამემდე მოცდა. ისხდნენ ჩუმად და საყვარელ ადამიანებს ელოდნენ. კასანდრა სტრესში იყო იმ ემოციებისგან, რასაც ყოველდღე “ლაკრიმოზას” შესრულებით იღებდა. საგრძნობლად გახდა და ისედაც გამოკვეთილი ყვრიმალები სულ ჩაუცვივდა. სანდრო ვერ უყურებდა ასეთ მდგომარეობაში მყოფს და დანაშაულის გრძნობა ჭამდა — გოგონამ მისი დარწმუნების დახმარებით გადაწყვიტა ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ხედავდა დარბაზიდან მორიგეობით გამოსულ ორკესტრის წევრებს და ხვდებოდა, კასანდრას სიწყნარე სჭირდებოდა. კონცერტამდე 10 დღე იყო დარჩენილი, სანდრომ და კესომ დარბაზის ეზოში გიჟივით შემოვარდნილი სასწრაფოს მანქანა რომ დაინახეს. სანდრო ფანჯარასთან გახევდა. იმ წამსვე გამოიღო დარბაზის კარი და აცრემლებული ელა სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა და უკან დადევნებულ ორ მევიოლინეს გზა დაუთმო. შუახნის მამაკაცებს გამხდარი გოგონას სხეული მოჰქონდათ. სასწრაფოს ექიმებმა მამაკაცებს გულწასულის ხელში აყვანისთვის უსაყვედურეს და გოგონა საკაცეზე დააწვინეს. შემდეგი, რაც სანდროს ახსოვს ისაა, რომ სასწრაფოს მანქანაში გიჟივით შეხტა. გონზე ახალმოსულ კასანდრას აწყლიანებული თვალებით უყურებდა. დარდითა და სევდით სავსე თვალები ნელა გაახილა და სასწრაფოს მანქანას თვალი მოავლო. ლამის შეიშალა სანდროს დანახვაზე: -სანდრო... რა მოხდა, რა გჭირს?! -არაფერია. უბრალოდ, საშინელი სანახავი იყო, როგორ გამოგათრიეს დარბაზიდან. ბიჭმა გოგონას ხელი ჩასჭიდა და ხელის გულზე მიეფერა. -კას, ამდენი არ შეიძლება. გთხოვ, მომეცი უფლება, დაველაპარაკო ორგანიზატორს. ცოტა ხნით თუ არ დაისვენე, გადაიწვები. ვერ გცნობ, რომ გიყურებ. სადმე წავიდეთ რა, გთხოვ. ორი დღით მაინც. სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ, ძალებს აღიდგენ. წავიდეთ ყაზბეგში. საუბრის დროს კასანდრას ექიმი შემოწმებას უკეთებდა. -ახლა ვერა... სანდრო. ხომ იცი, როგორ მინდა. მე თვითონ რამდენჯერ მითხოვნია. მაგრამ ახლა ვერა... -გთხოვ... მე მოვაგვარებ, ოღონდ შენ წამოდი. გთხოვ, კას. გემუდარები. სულ ორი დღით. კასანდრამ თვალები დახუჭა და თავი ნელა დაუქნია. სანდრომ ხელის გულზე ნაზად აკოცა. -დღესვე დაველაპარაკები. -მე თვითონ ვეტყვი... -როგორც გინდა. *** უკვე ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე იყვნენ. 3 დღით კასანდრა სრულად სანდროს ეკუთვნოდა. სანდრო ბედნიერი იყო რომ გოგონას განტვირთვის საშუალებას მისცემდა მასთან ერთად. მგზავრობით დაღლილი პიანისტი სასტუმროში მისვლისთანავე გაითიშა. ჩაძინებამდე ჩუმად სთხოვა: -გთხოვ, არ გახვიდე. მარტო არ მინდა ყოფნა... სანდროს ოდნავ გაეღიმა და უკვე ღრმად ჩაძინებული სხეული მაგრად მიიხუტა თბილ გულზე. ასე მშვიდად არც ერთს არ სძინებია დიდი ხნის განმავლობაში. ჩემოდანიც ამოულაგებელი დარჩა, იმავე ტანსაცმლით იწვნენ საწოლზე. კასანდრა ღრმა ძილშიც ხელებს უფრო ძლიერად ხვევდა სანდროს და ისიც იკრავდა გულში ოდნავ შეცივნებულ გოგონას. ღამით გაეღვიძა სანდროს და საბანი გადააფარა ორივეს სხეულს. დილით კასანდრას პირველს გაეღვიძა. სიმშვიდეს ჰყავდა მოცული სანდროს მკლავებში და ისიც არაფერზე დარდობდა. ნელა გადაუსვა თითები ბიჭის სახეს და ლოყაზე ნაზად მიეფერა. ტუჩების კონტური მოუხაზა და ყვრიმალებზე მიეალერსა. შემდეგ, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, ხელი ადგილზე მიეყინა და ისევ საწყის ადგილზე დააბრუნა. სანდრომ ძილისგან ჩახლეჩილი ხმით ჩუმად ამოიბურტყუნა: -არ შეწყვიტო, გთხოვ... კასანდრას გაეღიმა და ისევ გადაუსვა თითები ბიჭის სახეს. ნელა ეფერებოდა თითქოს საათები. სანდრომ თვალები რომ გაახილა, კასანდრას ჯერ კიდევ უძილობით გადაღლილ თვალებს გადააწყდა. -კას... აქ შენ ისვენებ და არა მე. რამდენი ხანიც გინდა, გამოიძინე. გოგონას გაეცინა, ბიჭს მაგრად მოეხვია და ლოყაზე აკოცა. *** სასტუმროს სასადილოში ისხდნენ და სადილობდნენ, შუახნის ქალი რომ მოუახლოვდა მაგიდას. -კასანდრა ფაბრონ... კასანდრამ სწრაფად აიკრა ღიმილი სახეზე და ქალბატონს მხნედ მიესალმა: -bonjour(გამარჯობა). ქალმა ინგლისურად გააგრძელა საუბარი: -თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ბევრს ნიშნავს თქვენი ყოველი გამოსვლა ჩემთვის და ჩემი მეუღლესთვის... 2 წლის წინ ვაჟი დავკარგეთ და იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. კასანდრას თვალები აემღვრა: -ღმერთმა ნათელში ამყოფოს, madame(ქალბატონო). მე არ მინდა, ტკივილი გაგიახლოთ, ვცდილობ ისინი არ დაგვავიწყდეს. ცრემლმორეულმა ქალბატონმა კასანდრას ხელები ჩასჭიდა: -ძვირფასო, იმდენ სასიამოვნო მოგონებას მიღვივებს თქვენი ყოველი შესრულება... მხოლოდ ტკივილი არ მახსენდება. თქვენ ძლიერი ქალი ხართ და ამას ვასწავლი ჩემს გოგონასაც. ისიც უკრავს. ვასწავლი, რომ შეძლოს გააგრძელოს ის, რაც უყვარს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მომავალში. კასანდრა ცრემლიან თვალებს არ აშორებდა ქალს და თავს უქნევდა. -მესმის... მეც ამას მასწავლიან. ცრემლიანი ღიმილით გახედა სანდროს და ბიჭმაც თბილად გაუღიმა: -გოგონა აქ გყავთ? ქალმა გაიცინა: -კი. არაფრით დარჩა ბებიასთან. ძალიან უნდა რომ გაგიცნოთ. ქალმა მოშორებით მდგარ მაგიდასთან მსხდომ კაცს და ახალგაზრდა გოგონას ხელით ანიშნა, მოდითო. გოგონა და მამაკაცი მორიდებით მოუახლოვდნენ მაგიდას. კაცმა უხერხული ღიმილით ამოილაპარაკა: -ნინა, რა არის ჭამის დროს რომ დაადექი ადამიანს... კასანდრამ თავი გამალებით გააქნია: -non, monsieur!(არა, ბატონო!) პირიქით. თქვენი მეუღლის გაცნობა ბევრად სასიამოვნოა, დამიჯერეთ. მერე გოგონას მიუბრუნდა. სანდრომ მაშინვე შენიშნა, გოგონასაც კასანდრასავით სევდა ჩასდგომოდა თვალებში. სევდა, რომელსაც დრო ვერაფერს შველის და ადამიანის სულზე სამუდამოდ აისახება. -ღმერთო, რა ლამაზი შვილი გყავთ. — გოგონას ჰკითხა: - რამდენი წლის ხარ? გოგონამ მორცხვად უპასუხა: -თხუთმეტის... -რა გქვია? -სალომე. -დიდი ხანია უკრავ, სალომე? -ხუთი წელია... მეც ფორტეპიანოზე ვუკრავ და ჩემი ოცნებაა, თქვენთან ერთად დავუკრა. თბილისშიც მოვდივართ თქვენს კონცერტზე. -რა მაგარია! აუცილებლად მოდი ჩემს სანახავად. კასანდრამ გოგონას გაუღიმა და ხელები ჩასჭიდა. -სალომე, არასოდეს... არასოდეს არ თქვა უარი შენს სურვილებსა და ნიჭზე. ის ტკივილი, რაც გულში გვიგროვდება, გვაძლიერებს, გვზრდის. ღმერთს კი თავისთვის საუკეთესოები უნდა. შენს ძმას რა ჰქვია? -სანდრო... -სანდრო და ნოა ახლა შეიძლება მეგობრებიც არიან. ისინი ჩვენი ძმები, ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან. შენ კი, — გულზე ხელი მიადო — ის უნდა გვაგრძნობინო, რასაც ეს გეუბნება. ჩვენ ყველა ტკივილის გაძლება შეგვიძლია. ამაზე ბევრად ძლიერები ვართ. შენ ძალიან მამაცი ხარ და მჯერა, ერთ დღეს, ერთ როიალთან დავუკრავთ. გოგონას ყველაზე გულწრფელი ღიმილით გაუღიმა და ატირებული გოგონა მაგრად ჩაიხუტა. თავზე აკოცა და ქალს მიუბრუნდა: -ყურადღება მიაქციეთ, გთხოვთ. ახლა ყველაზე რთული პერიოდია მისთვის. მაქსიმალურად დაუდექით გვერდში, გთხოვთ. ქალმა თავი დაუქნია. სალომემ თვალები შეიმშრალა და კასანდრას უთხრა: -დიდი მადლობა, იმ ყველაფრისთვის, რასაც ყოველდღე აკეთებთ. თქვენ ჩემი მესაიდუმლე და მონათესავე სული ხართ. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს მინახიხართ, თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობთ. კასანდრამ გოგონას გაუღიმა და ხელები ოდნავ მოუჭირა. -ყველაფერი გამოგვივა, სალომე. *** სამახსოვრო ფოტოების გადაიღეს და თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. *** საღამოს, ნომერში სანდრო კასანდრას თვითკმაყოფილი ღიმილით მისჩერებოდა: -რას გეუბნებოდი? კასანდრას გაეცინა და ბიჭს მხარი მსუბუქად გაჰკრა. -სულ მართალი როგორ ხარ... მუზა... ის აქ არის... როგორც იქნა! გვეშველა. ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.