შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენთვის.თავი 3.


30-08-2019, 07:14
ავტორი zia-maria
ნანახია 3 004

ორი წელი გავიდა ელზას გარეშე,მოკვდა გრძნობები? მოკვდა სიყვარული? დარჩა კიდევ გულში სითბო? ეს ყველაფერი არ მომკვდარა,მაგრამ ერთ ადგილზე გაიყინა. ალექსანდრეს ცხოვრების რიტმი შეიცვალა,მან მიიღო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა,რადგან ელზას გარეშე ის დაცარიელდა.მან დაკარგა ცხოვრების ხალისი და ნეგატიური ენერგიით შეივსო,დეპრესიამ გაიდგა ფესვები მასში და გაღვივდა.ბევრჯერ შეეცადა ჩაკეტილიყო და ხმით ეტირა,მაგრამ მერიმ გამოაფხიზლა და დაცემის საშუალება არ მისცა.პატარა მართა უკვე ორი წლის და თვეების არის,ყოველ დილით ჯერ პატარასთან თამაშობს,შემდეგ მერის მოდუღებულ ყავას მიირთმევს,შუბლზე კოცნის და უხმოდ მიდის.
-დღეს რა დაგახვედრო,რას შეჭამ ალექსანდრე.
-რაც გინდა მერიემ შენს გემოვნებას ვენდობი,განა დავიწუნე როდისმე ამ ხელებით მომზადებული კერძი?
-არა მაგრამ მე მინდა რომ შენც გაგიხარდეს რაღაც,როგორც ადრე.
-ელზას გარეშე როგორც ადრე აღარაფერი აღარ იქნება და ეს შენც კარგად იცი.
-იქნებ დაბრუნდეს შვილო.უთხრა მერიმ და ცრემლით აევსო თვალები,ალექსანდრემ კი თვალი აარიდა მის ცრემლებს და წავიდა.ალექსანდრეს წასვლიდან რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო,მერიმ ელზას ფოტოს ხელი გადაუსვა ცრემლი მოიწმინდა და კარების გასაღებად წავიდა,კარი გააღო და უცხო მამაკაცი დახვდა კართან.
-გამარჯობათ.
-გამარჯობა შვილო ვინ გნებავთ.
-მე ელზას მეგობარი ვარ,ჩვენ ერთად ვსწავლობდით.
-ელზას მეგობარი? მე მის მეგობრებს ყველას ვიცნობ,თქვენ კი არ მახსენდებით.
-მე გარკვეული დრო იტალიაში ვცხოვრობდი,ელზას მდგომარეობა ინტერნეტის საშუალებით გავიგე და ჩამოვედი თუ არა თქვენი მონახულება გადავწყვიტე,მინდოდა ახლოდან მენახეთ.
-მობრძანდით,დაბრძანდით ყავას მოგართმევთ.მერის უცნაურად მოეჩვენა უცხო მამაკაცის სტუმრობა შეეშინდა კიდეც სახლში პატარა მართასთან ერთად მარტო იყო,მაგრამ შემდეგ ჩაეცინა და თქვა.
-ელზას ყველა მეგობარი ხომ არ გეცოდინება მერი რა გჭირს,ადამიანმა დაგაფასა და ამბის საკითხად მოვიდა.ხელი ჩაიქნია,ცუდი ფიქრები გულიდან და თავიდან განდევნა ყავა მოადუღა და სტუმართან გავიდა,უცნობი მამაკაცი ელზას ფოტოებს აკვირდებოდა.
-დაბრძანდით.
-გმადლობთ,ძალიან ვინერვიულე ელზას შესახებ რომ წავიკითხე.არ დავიჯერე და მის ნომერზეც გადავრეკე რამდენჯერმე მაგრამ ნომერი გათიშული აქვს,მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა მიპასუხა და მითხრა რომ ელზა გასული იყო თავად კი მისი ქმარია.
-რას ამბობ,როდის მოხდა ეს როდის ელაპარაკე შვილო.
-ერთი კვირაც არ არის,ვიფიქრე რომ დაბრუნდა და ისევ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ბედნიერი,ამიტომ გადავწყვიტე მოსვლა და ელზას მონახულება.
-არა, სამწუხაროდ არა.ალექსანდრე იმედს არ კარგავს ის ჯერ კიდევ ელზას ძიებაშია,მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.მე კი ყოველ დღე ვთხოვ უფალს არ მომკლას ჩემი შვილის უნახავად,მინდა სივდილის წინ მაინც შევხედო ჩემს შვილს.
-ვწუხვარ,თქვენც გაგახსენეთ ცუდი მოგონებები.
-არა უშავს შვილო.მერიმ ცრემლი მოიწმინდა და სტუმარს გაუღიმა.
-ელზას მეუღლეს არ უცდია დაქორწინება,ან რა გეგმები აქვს.
-მისი გეგმებში მხოლოდ ელზას ძიება გრძელდება,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვთხოვე ვინმე გაიცნოს და საყრდენი ყავდეს,ვისთანაც გულს გადაშლის და თავისუფლად ისაუბრებს ის უარზეა,არავის გაცნობა არ უნდა.
-როცა ნამდვილი და წრფელი სიყვარულით გიყვარს,შეუძლებელია სხვას შეხედო.
-ჩემი შვილი ვიცი დაბრუნდება,ალექსანდრეც დარწმუნებულია რომ ის სადაც არ უნდა იყოს დაბრუნდება,მაგრამ მე ვერ ვუძლებ ასეთ ალექსანდრეს.
-ღმერთმა დააბრუნოს ელზა,ალექსანდრეს კი დრო ჭირდება და გაუვლის ყველა ტკივილი.
-არ გაუვლის,ტკივილი უფრო ძლიერდება და შეუძლებელია მისი გაყუჩება.
-ყავისთვის მადლობა მინდა გითხრათ,უნდა წავიდე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ვერ დავიგვიანებ.
-მადლობა მინდა გითხრა შვილო რომ მობრძანდით.უცნობი მამაკაცი წავიდა და კიბეებზე ჩამოსულმა ჩაილაპარაკა.
-ელოდეთ,ელოდეთ ელზა არასოდეს არ დაბრუნდება.საღამოს ალექსანდრეს მერიმ უთხრა უცნობის სტუმრობა და ალექსანდრეს გაუკვირდა,რადგან ასეთი მეგობარი მას და ელზას არ ყავდა.
-მითხრა ერთი კვირის უკან ელზას ნომერზე დავრეკე და მამაკაცმა მიპასუხა,მითხრა ელზას ქმარი ვარო.
-ახლა დავრწმუნდი მერიემ რომ ელზა ცოცხალია,ცოცხალია და ვიპოვი,გეფიცები რომ ვიპოვი.ალექსანდრე კიდევ უფრო დაითრგუნა,მისი ეჭვები უფრო გამძაფრდა და გადაწყვიტა თურქეთში ისევ წასულიყო,მაგრამ საქმეში იხრჩობოდა და ვერ შეძლო წასვლა.
-მერიემ შენ დაიღალე და გადავწყვიტე მართას ძიძა ავუყვანოთ,ვიფიქრე საქმეს შეგიმსუბუქებს,რამდენიმე დღეში დაბრუნდება თურქეთში წავიდა აუცილებელ შეხვედრაზე.
-როგორც გინდა შვილო,შენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ მე თანახმა ვარ.სოფია კი ამ დროს განმარტოვებით იჯდა და ცხელ ჩაის მიირთმევდა,რომ ისევ ის გოგონა დაინახა,მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა,ორივეს წინა დღის ინციდენტი გაახსენდა და ერთმანეთი იცნეს,სოფიამ გაუღიმა და გოგონა მის მაგიდასთან მიიწვია.
-შეგხედე თუ არა გიცანი,აქაური ხარ?
-არა,სტუმარი ვარ თქვენს მხარეში მე ქართველი ვარ.
-მეც ქართველი ვარ,სოფია მქვია.
-რიტა,რიტა დვალი ვარ,თქვენ დიდი ხანია რაც აქ ხართ,ალბად მუშაობთ და ენაც კარგად იცით.
-არა,მე მე აქ ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად.
-თურქზე ხართ გათხოვილი?
-ჩემი ქმარი ნახევრად თურქია,ნახევრად იტალიელი.
-რა საინტერესოა,თქვენ სად გაიცანით.
-საქართველოში სწავლობდა რამდენიმე გარკვეული დრო.
-გასაგებია,მოგწონთ აქ?
-რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა მომწონს,მაგრამ რა იყო წარსულში ეს არ ვიცი.
-ეს როგორ,თქვენ..............
-გაგიკვირდა? მეც მიკვირს რადგან ვერ ვიხსენებ წარსულს,მხოლოდ თითქმის სამი წელი შემორჩა ჩემს მეხსიერებას,წარსულის მოგონებები კი წაიშალა ჩემს გონებაში.ექიმმა მითხრა,რომ ეს შოკის ბრალია და დრო უნდა დამიბრუნდეს წარსულის მოგონებები,მაგრამ ჯერ ისევ ველოდები.სოფიამ მხარზე ძლიერი ხელის დადება იგრძნო და შეეშინდა.
-მე ვარ,რამ შეგაშინა საყვარელო.
-ღმერთო,ალი როგორ შემაშინე.
-გეძებდი და გზიდან დაგინახე აქ რომ იყავი,მაგრამ ვხედავ მარტო არ ხარ.
-მართალია,მარტო არ ვარ გავიცანით ერთმანეთი ქართველია და ვსაუბრობდით.
-გასაგებია,წავიდეთ?
-წავიდეთ.რიტას უცნაურად მოეჩვენა ალის ქცევა და მიხვდა,რომ ალი ელზას ამნეზით სარგებლობდა,ამიტომ სასტუმროში დაბრუნდა და მის მეგობარს დაურეკა.
-გცალია?
-კი მცალია,დავასრულე მუშაობა და უკვე სახლში მივდივარ.
-თინა ისევ ვნახე,ჩაი დავლიეთ ერთად.
-მერე?
-მერე მითხრა რომ ამნეზია დაემართა,მხოლოდ ბოლო 2 წელი ახსოვს კარგად.
-ამნეზია? გითხრა ამნეზია როგორ დაემართა?
-არ ვიცი როგორ დაემართა,მისი ქმარი მოვიდა და წაიყვანა.
-ის თუ არის ვიზედაც ეჭვობ,რატომ არ მოიძია თავისი წარსული ძალიან საინტერესოა რიტა.
-არ ვიცი,არ ვიცი აქ რაღაც უცნაური ხდება თინა.
-კარგი,დაწყნარდი და მალე დაბრუნდი.რიტამ ვერ მოისვენა და გასეირნება გადაწყვიტა,სასტუმროს გასცდა ცოტა და სიბნელეს ადამიანის ფიგურა გამოეყო და პირდაპირ რიტასკენ წავიდა,რიტას შეეშინდა და ნაბიჯი ვერ გადადგა წინ,ადამიანის ფიგურა კი რიტას წინ დადგა და უთხრა.
-რა გინდოდა ჩემს ცოლთან.რიტა დაიძაბა და უკან დაიხია,ალის ჩაეცინა და უთხრა.
-არ მელოდი და რომ შემხედე შეგეშინდა? ეს კარგის ნიშანია ჩემთვის,მეც შევეცდები ძალიან თავაზიანი ვიყო შენს მიმართ და თურქეთში სტუმრობა ცუდად არ დაგამახსოვრდეს.
-გისმენთ ბატონო ალი ჩემგან რა გინდათ,ასე რამ შეგაშინათ.
-რა მინდა? მინდა აქედან წახვიდე,რადგან შენი აქ ყოფნა ძალიან მირთულებს ჩემს ცხოვრებას.
-ვერ გავიგე?
-არ ვიცი აქ რატომ ხარ,მაგრამ შენი აქ ყოფნა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის არ არის კარგი.
-რა გავაკეთე ცუდი,რა დაინახეთ ცუდად მხოლოდ ჩაი მივირთვით ერთად ერთი ქვეყნის შვილებმა უცხო მხარეში გაცნობის აღსანიშნად.
-ჩემი ცოლი ავად არის.
-თქვენ ამბობთ რომ ავად არის,მე ვერაფერი შევამჩნიე ალბად კარგად მალავს მის ავადმყოფობას.მაგრამ ის ავად არ არის,მას ამნეზია აქვს ეს თავად მითხრა და მას უნდა წარსულის გახსენება,საინტერესოა რატომ არ აძლევთ საშუალებას გაიხსენოს მან ვინ იყო ორი ან სამი წლის უკან,რამეს ხომ არ მალავთ ბატონო ალი?
-ეს არ უნდა ეთქვა და მით უმეტეს შენთვის.მას ექიმმა სიმშვიდეში ცხოვრება ურჩია და არ არის კარგი გაიხსენოს რაც იყო წარსულში,ის რაც დაავიწყდა.
-არა ბატონო ალი მან უნდა გაიხსენოს წარსული.
-რატომ?
-იმიტომ რომ ის ელზა არის და არა სოფია,რამდენიც არ უნდა დაუმალოთ სიმართლე ის ერთ დღეს გაიხსენებს წარსულს,გაიხსენებს რომ მას მისი კანონიერი მეუღლე ყავს,ასევე შვილი ყავთ მათ მართა და რა პასუხს გასცემ როცა გეტყვით ეს რატომ გააკეთეთ,რტომ დააშორეთ ის საყვარელ ადამიანებს.ვფიქრობ თქვენ პასუხს მკაცრად აგებთ ამ ყველაფერზე.ალიმ გაბრაზებულმა შეხედა რიტას და ორივე ხელი ყელში წაუჭირა,მაგრამ რიტას მიუხედავად იმისა ალის შეეშინდა,მაინც უთხრა ბოლომდე მისი სათქმელი.
-სიმართლეს ვამბობ და სწორედ ამიტომ არ გინდა ელზას ახლოს მე ვიყო,მე ვიცანი ის და მის ოჯახსაც ვიცნობ.ალიმ ორივე ხელები შემოაჭდო ყელზე და ყურში უჩურჩულა რიტას.
-წადი აქედან რიტა თორემ ცუდად დაასრულებ თურქეთში სტუმრობას.ალიმ ხელი გაუშვა თითით დაემუქრა რიტას და წავიდა,რიტას შეეშინდა,ძალიან შეეშინდა ალის მაგრამ დილით სასტუმროდან გამოსულმა შეხედა სოფიას და ალის.ტელეფონი ამოიღო და შეუმჩნევლად ფოტოები გადაუღო ორივეს,სასტუმროში დაბრუნდა თავისი ნივთები ჩაალაგა და თურქეთი დატოვა,საქართველოში დაბრუნებულმა ჩანთა დატოვა ბინაში და თინასთან წავიდა.რადგან შაბათი დღე იყო იცოდა თინა სახლში იქნებოდა და პირდაპირ მასთან მივიდა,თინამ ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა გააღო კარი და უცებ გამოფხიზლდდა რიტას რომ შეხედა.
-უკვე აქ ხარ? თინა მიხვდა რიტა ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგად და ჯერ ყავა მოადუღა ორივესთვის,შემდეგ კი რიტას შეხედა და თვალთით ანიშნა მოყევი ყველაფერიო.
-ვნახე,თინა მე ელზა ვნახე ის ცოცხალია.
-შეუძლებელია რიტა.
-ვნახე,თინა მე ელზა ვნახე და ჩვენ ერთად ვისაუბრეთ.
-რიტა დაუჯერებელია,თითქმის სამი წელი გავიდა ეს ხომ შეუძლებელია.
-ის არაკაცი საშიშია,დარწმუნებული ვარ რაღაცას უკეთებს ან რამეს ასმევს მეხსიერება რომ დაუქვეითდეს,ის ცდილობს ელზას მეხსიერება არ დაუბრუნდეს.
-რიტა დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ თინა აი ეს ფოტოები წამოსვლის წინ გადავიღე.თინამ ყველა ფოტო ნახა და ერთ-ერთ ფოტოს განსაკუთრებულად დააკვირდა.
-ეს არის ქმარი,ეს მამაკაცი?
-ეს არის,თინა ის ძალიან საშიშია.
-ეს მამაკაცი რამდენიმე კვირის წინ დავინახე,მერი დეიდასთან იყო მათი სახლიდან გამოვიდა.
-აქ იყო? გაოცებულმა შეხედა რიტან თინას.
-აქ იყო,ელზას მეგობარი ვარ და ძალიან შევწუხდი მისი დაკარგვის შესახებ ინტერნეტით გავიგეო.
-შეამოწმა ელზას გარეშე როგორ არიან,როგორ ცხოვრობენ.მე დამემუქრა,მაგრამ არა არ მეშინია ბოლომდე მივყვები და სიმართლეს გავიგებ.გადავწყვიტე დეტექტივი დავიქირავო და გავიგო რა ხდება,რას მალავს და რისი ეშინია ამ არაკაცს.
-მართალი ხარ,დეტექტივი ეს რა კარგად მოიფიქრე.
-მოვიფიქრემაგრამ კარგი დეტექტივი მინდა,სანდო და არა ფულის ხარბი.
-ეს მე მომანდე.თინამ ტელეფონი ამოიღო და ღიმილმა გაუნათა სახე.
-გუგა ხომ არ გაწუხებ მეგობარო?
-თინა? არა,შენ არასოდეს არ შემაწუხებ,რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-რაღაც მინდა გკითხო,ლევან სისაური ისევ დეტექტივად მუშაობს?
-რომელი ლევანი სინსილა? კი მუშაობს,რა მოხდა შეყვარებულს უნდა უთვალთვალო? გაეცინა გუგას.
777777777777777777777777777
777777777777777777777777777
777777777777777777777777777
-თადარიგს ვიჭერ,რომ მეყოლება მისი ყველა ნაბიჯი უნდა გავაკონტროლო.
-თინა ძალიან რთული ადამიანი ხარ,ეს იცი?
-ეს იცის თავადაც და ამიტომ არის დღემდე მარტო.მოესმა გუგას და თინას კითხა.
-ხმა შეიცვალე თუ ვინმე გყავს მანდ?
-რიტა არის ჩემთან ჩვენი მეგობარი.
-ააააააა,რიტა თქვენ ორი ერთმანეთისთვის იცლით და ჩემთვის დრო არ გაქვთ,ყოჩაღ გოგოებო.
-ნუ წუწუნებ დედაბერივით და მითხარი,ისევ მუშაობს ლევანი დეტექტივად?
-ვინ,რა მითხარი? ხო,ხო გამახსენდა კი მუშაობს,ერთად ვმუშაობთ რამე სერიოზულია?
-ტელეფონში ვერ გეტყვი გუგა საქმე მართლა სერიოზულია.
-მივდივარ უკვე მეც მასთან და თუ გინდა ერთად მივიდეთ.
-კარგი,მომწერე სად შეგვხვდები და მოვალთ,ჩვენც გამოვდივართ უკვე.გუგამ მიწერა სად უნდა შეხვედროდნენ და ჯერ გუგა მოინახულეს,ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ლევანთან.ლევანი არ ელოდებოდა გუგას და გაუკვირდა,ამიტომ ჩაილაპარაკა.
-უხორცო მოჩვენება ხარ თუ ხორცშესხმული მაცხოვარი.
-ხორცშესხმული ვარ,მარტო არ მოვსულვარ სტუმრები მოგიყვანე.
-ვინ მომიყვანე ამ დილა ადრიან გუგა.ლევანიმ თინას შეხედა და სახლში ბოლოს რიტა შემოვიდა.
-მეჩვენება? გუგა მეჩვენება თუ საუკუნის დაკარგული დაქალები გამოჩნდნენ.
-არ გეჩვენება,ხომ ხედავ რამდენი წლის უნახავი მეგობრები მოგიყვანე.ლევანმა გოგოებს გადაეხვია და შემდეგ სათითაოდ შეხედა სამივეს.
-ვერ ამბობს,მაგრამ ცნობისმოყვარეობისაგან სადაცაა მოკვდება,ხმა ამოიღეთ რა გჭირთ.თქვა გუგამ და გულიანად გაიცინა.
-თქვენი დახმარება გვჭირდება ბიჭებო.როგორც იქნა გაბედა და ხმა ამოიღო თინამ.
-გისმენთ, თინა ვხვდებით ორივე რომ საქმე ძალიან სერიოზულია.
-საკმაოდ სერიოზული,საქმე ერთ წყვილს ეხება,მაგრამ ისინი თურქეთში ცხოვრობენ.გუგამ და ლევანმა ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ისევ თინას დაუბრუნდნენ.
-პირველად მჭირდება დეტექტივის დახმარება,სხვაგვარად ვერ შევძლებ სიმართლის დამტკიცებას.
-ჩემამდე მოდი და ვხედავ თქმა გიჭირს,იმასაც ვხვდები რაღაც სერიოზულია,მითხარი გაბედულად ყველაფერი რომ მოგისმინო და დაგეხმარო,ამიხსენი რომ კარგად გავერკვე მეც საქმის არსში.
-საქმე ის არის რომ.....................
-შეჩერდი,ყავას მოვადუღებ დილის ენერგიით შევივსოთ და დარწმუნებული ვარ უფრო გაბედულად იტყვი შენს სათქმელს.
-არა,არა ყავა არ მინდა და არ შემაჩერო,მინდა რაც შეიძლება ჩქარა გავნთავისუფლდე სათქმელისგან და გული დავაცარიელო.
-ღმერთო უფრო დავიძაბე,მაშინ დაიწყე და მინდა იცოდე აქ რაც ითქმება ამ ოთახში ჩვენს შორის დარჩება და მხოლოდ ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან ამ საქმის გარშემო.
-მეც ეს მინდოდა მეთქვა,რომ ჯერ-ჯერობით არავინ არ უნდა გაიგოს,რადგან ეს თემა ერთ წყვილს ეხება მამაკაცი ალი მიამიში არის და მეუღლე სოფია,სოფია ქართველია და ალიზე არის დაქორწინებული,ასე ამბობს თავად,მაგრამ არის კი დაქორწინებული? პირველი ეს არის გასარკვევი,შემდეგ მეორე ის რომ სოფიას მხოლოდ ბოლო თითქმის სამი წელი ახსოვს და სხვა არაფერი.
-ეს როგორ არ ახსოვს ვინ არის?
-როგორც გავიგე ავტო საგზაო შემთხვევა მოუვიდათ და მეხსიერება დაკარგა სამი წელია გასული,არ ახსოვს ვინ არის და არც ის ახსოვს წარსულში რა ხდებოდა მის ცხოვრებაში,როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა.
-შენ რა გინდა გაიგო ამ ქალზე,სოფიაზე რიტა.
-მინდა გავიგო როგორ დაკარგა მეხსიერება,მინდა გავიგო ასევე რა ცხოვრებით ცხოვრობდა წარსულში სოფია თუ კი სოფიაა ის ქალი.
-ეს ინფორმაცია ძალიან მწირეა რიტა.
-მაქვს მათი ფოტოები,ლევან უნდა მომეხმარო ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-მე შევეცდები,მართლა შევეცდები გავიგო რა როგორ მოხდა,მაგრამ როგორ გავარკვევ ამ ყველაფერს ჯერ თავადაც არ ვიცი.ლევანის და გუგას ძალიან დააინტერესდა თემა და იმ დღიდანვე შეუდგნენ ინფორმაციის მოპოვებას,მეოთხე დღეს რიტას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
-რიტა უნდა შევხვდეთ,რაღაც ინფორმაცია მაქვს და მინდა ერთად განვიხილოთ.
-სად მოვიდე,სად უნდა გნახო ლევან.
-ჩემს ოფისში,მისამართს გამოგიგზავნი.
-გამომიგზავნე უკვე გამოვდივარ.რიტამ ტაქსი დაიჭირა და მისამართიც მიიღო,აჩქარებული გულის ცემით მივიდა ლევანის ოფისში და ლევანის წინ დაჯდა.
-წყალი დაილიე,სუნთქვა დაიმშვიდე და კარგად მომისმინე.ლევანმა წყალი მიაწოდა რიტას და შეხედა.
-მზად ხარ მოსასმენად?
-კი,მზად ვარ დაიწყე.
-მაშ ასე,ალი მეამიში იტალიაში დაიბადა,რომში და ის 20 წლის ასაკში დაბრუნდა თურქეთში.
-ეს ვიცი, სხვა რა ნახე რა გაარკვიე.
-ცამეტი წლის წინ გაიცნო სოფია და დაქორწინდნენ,ალი ექიმია,ქირურგი და ძალიან კარგი ქირურგი,მაგრამ ყველასგან მოულოდნელად 5 წლის წინ მან შეწყვიტა ექიმობა.
-შეწყვიტა? რატომ,მიზეზი რა იყო.
-ეს არავინ არ იცის,მხოლოდ გავიგე რომ ის მეუღლესთან ერთად იტალიაში წავიდა,მაგრამ იქედან ორივე არ დაბრუნებულა.
-სად გაქრა სოფია ესაა გასარკვევი ლევან.
-სოფია ახლა ხომ ალის გვერდით არის რიტა.
-არის ქალი სახელად სოფია ალის გვერდით,მაგრამ არის ის ალის კანონიერი ცოლი? იქ რაღაც მოხდა,სად გაქრა სოფია,ნამდვილი სოფია და რატომ დაბრუნდა თურქეთში ალი მარტო.შეძლებ ეს გაიგო?
-შევეცდები,მაგრამ ვფიქრობ თურქეთში წავიდეთ მე და გუგა.
-თურქეთში თქვენი წასვლით არ ვიცი თუ შევძლებ თქვენი ხარჯების დაფარვას ლევან.
-არ ინერვიულო,ამ თემამ მეც დამაინტერესა და აუცილებლად გავიგებ სიმართლეს.
-მადლობა ლევან არ ვიცი ეს სიკეთე როგორ გადაგიხადო.
-ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და შემდეგ მოვიფიქროთ როგორ გადამიხდი ან რა გადახდაზე მითანხმდები რიტა ჩვენ მეგობრები აღარ ვართ?
-ვართ მაგრამ შენც ხომ ხარჯები გაქვს,უფროსი გყავს.
-უკვე აღარავინ არის ჩემი უფროსი,მხოლოდ მე და გუგა ვმუშაობთ ერთად.
-მართლა? შენია ეს ოფისი?
-ჩემია,მომწყინდა სხვისთვის მუშაობა და მე გროშებზე ვმუშაობ,ამიტომ გავრისკეთ და ეს ოფისი გავაკეთეთ,ვნახოთ ამ საქმემ წარმატება უნდა მომიტანოს რიტა და ეს შენით მოხდება.
-მიხარია ამის მოსმენა,თუ სხვა არაფერია მე წავალ.
-კარგი წადი და შეგეხმიანები.

-სოფია სად ხარ საყვარელო.
-აქ ვარ მაღლა,უკვე დაბრუნდი?
-ადრე მოვედი რადგან გადაგვწყვიტე დღეს გარეთ ვისადილოთ.
-რატომაც არა,ძალიან კარგი იდეა არის და ამინდიც კარგია.
-გამოვიცვლი და წავიდეთ,წამალი დაგიტოვე დალიე დილით?
-დილით რომ მომეცი კი დავლიე.
-კარგი საღამოს წამალს მოგიტან და ისიც დალიე არ დაგვავიწყდეს,ახლავეს დავბრუნდები.სოფია დიდი ხანია უკვე ალის ეჭვის თვალით რომ უყურებდა და მის მოცემულ წამალს აღარ სვამდა,რადგან თავს უფრო კარგად გრძნობდა იმ წამლის გარეშე.იცოდა ისიც ალი რაღაცას მალავდა და არც თავად ჩქარობდა,რადგან აჩქარებით საქმეს გააფუჭებდა.ალის შესახედად ვითომ წამალი დალია და ღიმილით გაყვა სასადილოდ,ისადილეს მაგრამ დრო სწრაფად გავიდა და უკვე კარგად დაბინდებული იყო რომ დაბრუნდნენ,სახლში მისულებმა ალიმ ღვინის ბოთლი გახსნა და სოფიას უთხრა.
-მინდა კიდევ დავლიოთ თითო ჭიქა.
-ალი უკვე მთვრალი ხარ.
-ეს ისეთი წითელი ღვინოა ფერი თავად მიგიზიდავს,მოდი რა ხასიათი არ გამიფუჭო და ერთად შევსვა ჩვენი სიყვარულის სადღეგრძელო.სოფიამ მხარი აუბა და ნელა ნელა სვამდა,მაგრამ ალიმ ბოთლი თითქმის დაცალა და იქვე მდივანზე ჩაეძინა.სოფიამ ღიმილით დააფარა მძინარე ქმარს პლედი და თავად რადგან არ ეძინებოდა სურვილი გაუჩნდა კიდევ ერთი ჭიქა დაელია,სიმარტოვე მოწყინდა და ძველი ჟურნალების დათვალიერება დაიწყო,კითხულობდა საინტერესო სათაურებს და უეცრად თავის ფოტოს შეხედა,ალის გადახედა მას ღრმად ეძინა ჟურნალი აიღო და თავის ოთახში შევიდა,გიჟს დაემსგავსა.
,,სამი წლის წინ დაიკარგა ცნობილი მოდელი ფოტოგრაფი ელზა ყაველაშვილი.მას თურქეთის პოლიცია ყველგან ეძებს,ალექსანდრე აბაშიძე უკან დახევას არ აპირებს და არც იმედს კარგავს,ის დარწმუნებულია რომ ქალბატონი ელზა ცოცხალია და ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდება ოჯახს''. აწრიალდა,გაახსენდა ერთი დაკეტილი უჯრა სადაც ალი მნიშვნელოვან ნივთებს საგულდაგულოდ ინახავდა,მძინარე ალის გასაღებების აცმა ამოუღო ჯიბიდან და დაკეტილი უჯრა ფრთხილად გააღო.იქ საქორწინო ბეჭედი ნახა რომელსაც შიგნიდა ეწერა წვრილი ასოებით ,,მხოლოდ შენთვის'' ალექსანდრე.
-ეს ბეჭედი მითხრა რომ დედამისის იყო,ახლა მივხვდი რატომ არ მომწონდა ეს შენი გამოხედვა,ვხვდებოდი რომ რაღაც მნიშვნელოვანს მალავდი.იქ ტელეფონიც ნახა დასატენად შეაერთა და ცოტა ხანში ჩაირთო,ჩაირთო თუ არა ალექსანდრეს ფოტომ გამოანათა და ცრემლებით აევსო თვალები,მიხვდა რომ ალის ტყუილად არ ეშინოდა.ფეხის ხმა გაიგონა და ყველაფერი მიალაგა,თავად ისე გაუხდელად მიწვა საწოლზე.ალიმ ოთახის კარი შეაღო და სოფიას გაოცებულმა უთხრა.
-სოფია აქ იძინებ?
-ხო აქ მინდა ამ ღამით დავიძინო,საშინლად მტკივა თავი ალბად ღვინის ბრალია.
-ერთად დაგვეძინა და გაგივლიდა ტკივილი.
-არა,არ მინდა სიწყნარე მინდა ალი.
-კარგი,მაშინ წამალს მოგიტან რომ დაგამშვიდოს და ტკივილსაც დაგიამებს.ალიმ ჭიქით წყალი და წამალი შემოუტანა სოფიას და სოფიამაც გამოართვა,მშვიდად დალია და წყლის ჭიქა იქვე დაიდგა,მაგრამ ალი გავიდა თუ არა წამალი ხელში დასრისა.
-წამლებით მიბინდავ გონებას,სულ ცოტა და სიმართლეს გავარკვევ.მოუთმენლად დაელოდა ალის დაწოლას,ერთ საათში დახედა და ალის ისევ ისე ღრმა ძილით ეძინა ტელეფონი აიღო ხელში და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა,გზაზე გასულმა შემთხვევით გამვლელი მანქანა გააჩერა და აეროპორტში წასვლა თხოვა,ალის გაეღვიძა ოფლით სველმა და შეშინებული და განრისხებული სოფოს დაეძებდა სახლში.წარმოუდგენელი იყო ალისთვის იმის დაჯერება,რომ სოფია მისგან წავიდა,მაგრამ სოფია ხომ ფაქტის წინაშე დადგა.ალი დილით ადრე ზეინებს მიადგა,ზეინებმა შეხედა განრისხებულ ალის და შეშინებულმა შეეკითხა.
-რა მმოხდა,ალი რა სახე გაქვს.
-ზეინებ სად არის სოფია.
-სოფია სამი დღეა არ მინახავს ალი.
-ფსიქოლოგი? სად ცხოვრობს მისი ფსიქოლოგი, წამოდი მასთან უნდა მიმიყვანო.
-ის არ არის აქ გასულია ქვეყნიდან.
-ქვეყნიდან? მან წაიყვანა სოფია ნამდვილად.
-რას ამბობ,რას ბოდავ ფერიდეს სად უნდა წაეყვანა სოფია.
-მწარედ განანებთ ორივეს სოფიას გაუჩინარებას.ზეინებს შეეშინდა,ასეთი ალი არასდროს არ ენახა და შიშმა აიტანა,ალი კი ყველგან დაეძებდა სოფიას,სოფია კი უკვე მაღლა ღრუბლებში იყო და საქართველოსკენ მიფრინავდა.





№1 სტუმარი Marina gvalia

Kohag mzia cupermidic kvelaoeri.carmatebebii????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent