შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში როგორც ხელოვნება ტომი 3 (თავი პირველი)


30-08-2019, 20:27
ნანახია 968

დაცემა არც ისე მტკივნეულია,რადგანაც უკვე ყველა ათასობით წელია ფიქრობს,რომ შენ უკვე დაცემული ხარ. ყველა გმირს სჭირდება ბოროტმოქმედი და როცა ის აღარ არსებობს,გიწევს თავად შექმნა იგი. დაახლოებით ისე როგორც ორუელი ამბობდა,მტრის ხატის შექმნაზე. პრინციპი იგივეა,მხოლოდ მოქმედი გმირები იცვლებიან. ადამიანების წარმოდგენა სამყაროზე ზედმეტად მიამიტური და ხშირ შემთხვევაში ამპარტავნულია,ხოლო ამპარტავნებასთან ბრძოლისთვის რელიგია საუკეთესო იარაღია,მაგრამ ხანდახან ისეც ხდება,რომ ჩვენი წარმოდგენები იმ საკითხის შესახებაც,რომელიც აქსიომად არის ქცეული,სინამდვილეში უბრალოდ მითი აღმოჩნდება,ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ჩვენს დროში სასწაულები თითქმის აღარ არსებობს, ადამიანი უკვე ფიქრობს,რომ იმდენად განვითარდა,რომ შეუძლია ყველა სასწაულის თავად წარმოქმნა,რაც გააქარწ....ბს ზე ადამიანური ძალების არსებობს და სიმართლე ითქვას ლოგიკის მარცვალი არსებობს. რაც არ შეგვეძლო გუშინ,შესაძლებელია მოხდეს ხვალ. ამრიგად ლოგიკური ახსნა ამ ისტორიასაც გააჩნია. ყველაფერი საკმაოდ მარტივად დაიწყო,ბევრისთვის შეუმჩნეველიც კი დარჩა ეს ფაქტი. ცაზე რაღაცამ გაიბრწყინა წამიერად,როგორც ვარსკვლავი ბრწყინავს შუა ღამისას და სინათლე მყისვე გაქრა, რამდენიმე ადამიანმა მოჰკრა თვალი და იფიქრა ვარსკვლავი ჩამოვარდაო,ნეტავ ვინ მოიფიქრა პირველად ეს ფრაზა ,,ვარსკვლავი ჩამოვარდა“ ან რატომ არის დამკვიდრებული დღემდე წარმოუდგენელი სისულელე და ვიმეორებთ ყოველივე ჩვენგანი,თუმცა ეს იქით იყოს. შესაძლოა მეტაფორა აშკარად სისულელეა,თუმცა ამ შემხვევაში მეტაფორული საწყისი რეალობას შეეფარდებოდა. ცაზე დანახული ბრწყინვალება პირდაპირი მნიშვნელობით ვარსკვლავი არ იყო,თუმცა ვარსკვლავივით მბრწყინავი და უზომო ინტერესის საგანი ნამდვილად იყო. დემიენი ალბათ ყველას გვახსოვს,წინა სერიიდან,სებასტიან კარდინალეს შვილობილი. მაღალი,ყორანივით შავი თმებით და შავი, უძიროდ შავი თვალებით. ახლა კიდევ უფრო სიმპატიური გახდა,სხეული უფრო მამაკაცური გაუხდა,წვერიც მოხდენილად დაიყენა. მისი მეწამული,მოელვარე ტუჩები გოგოებს მოსვენებას უკარგავს და თვალებს სხვაგან არ აწევინებს. ბოლო ინციდენტის შემდეგ მისმა უზადო ცხვირმა ოდნავ დეფორმაცია განიცადა,თუმცა ახლაც მშვენივრად გამოიყურება ჰო ალბათ ისიც გემახსოვრებათ,რომ ალსტრუისტებმა საწადელს მიაღწიეს და შესაბამისად დემიენს საქმე აღარაფერი ქონდა ამ მომენტისთვის მათთან,მას მხოლოდ თავისუფლება და შეცდომების დაშვების ფუფუნება სჭირდებოდა,რომელსაც ბოლო პერიოდში ასე ხშირად უშვებს. მოწესრიგებული, კეთილი,ჭკვიანი დემიენი ახალი სამეგობროს წყალობით სრულიად შეიცვალა,შესაძლოა ამ ყველაფერზე გავლენა მეძავმა სუზანმა იქონია,თუმცა მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა,თანაც მეძავთან მიჯაჭვულობა დემიენის გონებას ნამდვილად არ შეეფერება,სავარაუდოდ სხვა რამე ხდება,თუმცა დემიენი ყველაფერზე საუბრობს ამის გარდა და განსაკუთრებით თქვენს მონა მორჩილს ამაზე გულს ნამდვილად არ გადაუშლის,ის ხომ ასე ვერ მიტანს. გასულ წელს დემიენი და მისი საუკეთესო მეგობარი როზალი ქალაქიდან წავიდნენ,მათმა წასვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია,იმ საღამოს ალტრუისტები გამარჯვების აღსანიშნავად წვეულებას აწყობდნენ,კარდინალე შვილის გარეშე კი რა კარდინალეა,ხოდა ამ მშვენიერ დღეს უძღებმა შვილმა სახლი დატოვა, დადიოდა ჭორები,რომ სებასტიანთან იჩხუბა, როზალი შეუყვარდა და ამიტომ გაიქცნენ,მე კი ვფიქრობ მაინც თავისუფლება სჭირდებოდა,უბრალოდ ასაკის ბრალია. როგორც რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა როზალი დასავლეთით წავიდა,ზუსტად არ ვიცით სად,ხოლო დემიენი ჩრდილოეთით. ბედის ირონიით მეც ჩრდილოეთის გზას დავადექი. ჩემს შემთხვევაში ყოველივე გაკვირვების საგანი არ არის,მთელი ცხოვრება გაწერილი მაქვს,ჩრდილოეთში საუკეთესო სასწავლებელია და მე მასზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი,მძიმე შრომის და ტანჯული დღეების შემდეგ როგორც იქნა მე აქ ვარ,მაგრამ დემიენი სულ სხვა შემთხვევაა. მისი აქ ყოფნა უცნაურია,სიცივეს ვერ იტანს, არც სწავლა ადარდებს,თუმცა მისი გონების შემხედვარე ეს არ მაკვირვებს,მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის,რომ მის შესახებ ამდენი ხანი არაფერი გამეგო,არც მე და არც სხვას,ხოლო მოულოდნელად ის ჩემს წინ აღმოჩნდა. ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მე უჩინარი ვარ,ვერავინ მამჩნევს და ვცდილობ ყველაფერი ასე დავტოვო. ქალაქში სწავლის დაწყებამდე ორი თვით ადრე ჩავედი,რომ ყველაფერი მომეწესრიგებინა. ნ-სტუდენტური ქალაქია,თუ შეიძლება საერთოდ ქალაქი ვუწოდოთ. სტუდენტების გარდა ალბათ სულ 500-ამდე ადამიანი თუ ცხოვრობს. სასწავლებელი მთებისკენ,ქალაქის ბოლოში დგას,პირველი სწორედ ის მოვინახულე. შუა საუკუნეების ციხე სიმაგრეს ჰგავს,გახსოვთ ტიუდურები,რომ ილუზიის სახლებს აშენებდნენ?სწორედ ისეთია. შენობა ერთდროულად რამდენიმე ეპოქას აერთიანებს. გარედან შუა საუკუნეებია,უკანა მხარეს ანტიკური ეპოქა,თავისი ოთხი დიდებული ქანდაკებით შესასვლელში,ისე როგორც ბერძნების ღმერთები,თუმცა ეს ქანდაკებები არა ბერძნების არამედ სტუდენტების ღმერთები იყვნენ,როგორც აღმოჩნდა მეხუთეს აშენებაც იგეგმება და გამოიცანით მეხუთე ვინ იქნება?რათმაუქნდა კარდინალე,ის უკვე იქცა ჩვენი ეპოქის ღმერთად. ხო...სად გავჩერდი,რაც შეეხება შიგნით...შიგნით თანამედროვეობის მთელი მშვენიერება იყო გადაშლილი. ხელოვნება,პოლიტიკა,მეცნიერება,თანამედროვე ისტორია,ყველაფერს თავი მოეყარა ერთდროულად. ალბათ,რომ არა სასწავლო ოთახები და მკაცრი მზერით შემოგებული ლექტორები,მუზეომს უფრო მივამსგავსებდი,ვიდრე უნივერსიტეტს. უნივერსიტეტის თვალიერებით ტკბობის შემდეგ,დაბინავება გადავწყვიტე,აჯობებდა ეს უფრო ადრე გამეკეთებინა,ზურგჩანთამ,მხარი მატკინა,ვიცი,ვიცი დედაჩემიც სულ ამას მეუბნებოდა-ზურგჩანთის ადგილი ზურგზეა და არა მხარზე და ბლა ბლა. წესით საერთო საცხოვრებელში უნდა გავჩერდე,უბრალოდ მე ხომ ასეთი სულ სწრაფი ვარ და ორი თვით ადრე ჩამოვედი,საერთო საცხოვრებელი კი მხოლოდ შემდეგ თვეში გაიხსნება,ხოდა ამ პერიოდის სასტუმროში გატარება მომიწევს,პრინციპში სასტუმრო არა უფრო მოტელია.პატარა ვიწრო ოთახები,აბაზანა,რომელშიც ცხელი წყალი მხოლოდ საღამოს რვა საათის შემდეგ მოდის და მეზობელი წყვილით,რომლებიც ყოველ ღამე თავიანთი უსაზღვრო ენერგიით ძილს არ მაცლიან.
რამდენიმე დღე მოწყენილობაში გავატარე,უმეტეს ნაწილს ქალაქის ერთადერთ ბიბლიოთეკაში ვატარებდი,მგონი ბიბლიოთეკარი გოგონაც მომეწონა,შეიძლება მის გამო უფრო მივდიოდი ვიდრე წიგნებისთვის,რადგან წიგნები ისეთი ცოტა იყო ყველას წაკითხვას რამდენიმე თვეში მოახერხებდი. როგორც ჩანს მხოლოდ მე არ მომწონს ჩვენი ბიბლიოთეკარი გოგონა,სხვა უსაქმურებიც ბლომად არის აქ,მაგალითად კუთხეში მჯდარი ჭორფლიანი ბიჭი,ერთ საათზე მეტია წიგნი გადაშლილი უდევს და ერთი გვერდიც კი არ წაუკითხავს, ჩემს უკან წვერიანი ხის მჭრელი,ისე გიფიქრიათ ყველა ხის მჭრელი წვერიანი რატომ არის ? წარმოიდგინეთ,როგორი მოწყენილობაა,რომ ხის მჭრელის წვერებზე ვფიქრობ,ასე და ამგვარად გაილია ჩემი ორ ნახევარი დღე. შემდეგ ბარში წასვლა გადავწყვიტე,ქალაქის შემოსასვლელში დავინახე შემოსვლის დროს,იქაურობა უფრო დუქანს გავდა,მაგრამ ეს ერთადერთი ადგილია სადაც დალევას შევძლებდი,ასე,რომ ჩათრევას,ჩაყოლა ვამჯობინე და ბარისკენ გავემართე. ქვაფენილს,რომ ჩავცდი მარცხნივ ბარისკენ შევუხვიე და სწორედ იქ დავინახე ამდენი ხნის შემდეგ პირველად დემიენი,მეგობრებთან ერთად იყო,როგორც აღმოჩნდა მე ერთადერთი არ ვარ ვინც ადრე ჩამოვიდა,დემიენი უკვე ორი თვეა რაც აქ არის, მისი მეგობრები უფროსკურსელები არიან,ყოველშემთხვევაში უმეტესი მათგანი. სიმართლე ითქვას მისი დანახვის შემდეგ ერთ წამს შევყოყმანდი ბარში შესვლაზე,თუმცა ვსძლიე ჩემ თავს და შევედი. დემიენი და მისი მეგობრები ბოლოში რბილ სავარძელში მოთავსდნენ,მე გადავწყვიტე ბართან დავრჩენილიყავი,ბარმენი კარგი მოსაუბრე და კარგი ჭორიკანა აღმოჩნდა,ერთი კათხა ლუდი შევუკვეთე და ბარმენთან საუბარი გავაბი დემიენზე და მის მეგობრებზე. როგორც აღმოჩნდა უკვე ორი თვეა ყოველ დღე აქ დადიან,პრინციპში სხვა გასართობი აქ რა უნდა იყოს სხვა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა დიდხანს არ ჩერდებიან,ცოტას სვავენ,ისვენებენ,შემდეგ ყიდულობენ ძალიან ბევრ ალკოჰოლს და ტომის სახლში მიდიან. ტომი მდიდარი,განებივრებული,მაბეზარი ადამიანია, იმდენად ამპარტავანია,რომ საერთო საცხოვრებელი არ ისურვა და სახლიც კი იყიდა ქალაქში,სადაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ დღესაც აღარ გაატარებს,თუმცა რა ჩემი საქმეა რაში ხარჯავს ტომი ფულს. მე რამდენიმე კათხა ლუდი კვლავ შევუკვეთე,ბარმენს ვოვა ერქვა,როგორც აღმოჩნდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არის,აქ უკვე მეშვიდე წელია რაც ცხოვრობს, ოცდაათსა და ორმოცს შუა თუ იქნება ასაკით,მოკლედ სანამ მე ლუდით ვთვრებოდი ვოვას ყველაფერი გამოვკითხე დემიენზე,მის მეგობრებზე,ქალაქზე,სტუდენტებსა ყოველდღიურ,რუტინულ სისულელეებზე.
#ველი შენიშნვნებს მოუთმენლად




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent