შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი სამეფოს ლორდი (თავი 3)


30-08-2019, 21:53
ავტორი Amaghlobeli
ნანახია 1 106

-დამშვიდდი - ისევ გაიღიმა და უცებ წამოდგა და მხარზე შემომიგდო
-გასწავლიიი პატარა დემონო რომ ტირანს მოთინება აქ და მას აღარასდროს შეეხო
-დამსვი
-იოცნებე
ბაღში გამიყვანა. მოდი პოზიტიურად ვიფიქროთ, იქნებ ბაღში საუზმობა სურს. არა, პოზიტივი არ მივარგა.
ის ხომ ურჩხულია და ურჩხულები ბაღში დღისით, მზისით არ საუზმობენ და ეგ გეგმა, რომ ქონოდა არ მომიკიდებდაა.
ახლა ნეგატივზე გადავიდეთ. ალბათ ის დიდხანს მატარებს, სანამ დიდ კლდეს არ მიადგებააა და იქიდან გადამაგდებს. ამის გამკეთებელი ნამდვილად არის.
მალევე მივედით დიდ აუზთან, რომელიც ბაღის შუაგულში იდგა. საკმაოდ ლამაზი იყო. გარშემო ყველაფერი ბრწყინავდა, თუმცა უკუღმა ვიყავი მოკიდებული, შესაბამისად სწორად რომ დამენახა, ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა.
-აუზთან რა გვინდა ტირანოო... კლდიდან გადაგდებას არ მიპირებ?
-არაა. იქ შეიძლება გადარჩე, ისეთი ხარ და რაზე უნდა ვიწვალო ამიტომ .... -სიტყვა არ ქონდა დასრულებული რომ აუზში ჩამაგდო თანაც ცურვა არ ვიცოდი
ჯეიმსი:
აუზში ჩავაგდე ამ დროს ლუსი გამოიქცა
-ბატონო უშველეთ მან ცურვაც კი არ იცის -გამეღიმა როგორც ჩანს თავიდან მოვიშორებდი ცოტა ხნით მაინც. ვიცი გადარჩებოდა მაინც. მისი სიკვდილის ბედნიერება არ მექნება, იქამდე ალბათ მე უნდა მოვკვდე.
-ბატონო გესმით? -აღელდა ლუსი
-კაია. ეხლა ისწავლის ცურვას -რენესთვის არც შემიხედავს. დაცვამ მიირბინა საშველად, მე წამოვედი იმედია ჭკუას ისწავლის.
რენესმი:
წყლიდან ძლივს ამოვედი, ნუ ამომიყვანეს. ჯეიმსი ისევ ნერვებს მიშლის, თუმცა სამაგიეროს გადავუხდიი. საძინებლში რომ დავბრუნდი, გამოვიცვალე და წამოვწექი.
მალევე კარზე კაკუნი გაისმა
-მის შეიძლება? -მკითხა მადიმ
-დიახ
-იორკის ერლი, ედვარდი მობრძანდა და თქვენ გელოდებათ. ლორდი ჯეიმსიც მასთანაა.
-კარგი სად მელოდება?
-ჰოლში
-კარგი. მოვწესრიგდები და მალე მოვალ.
მადი გავიდა თუ არა სარკესთან მივედი და თმა შევისწორე. ავნერვიულდი, იგი უბრალოდ არ მოვიდოდა. ნეტა რახდება.
ჰოლში რომ ჩავედი, სავარძელში მოთავსებულები დამხვდნენ.
ერლი ფეხზე წამოდგა და მომესალმა
-ლედი რენესმი , გთხოვთ -მიმითითა დაბრძანდითო მეც არ დავაყოვნე.
-გისმენთ
-რენესმი მოგეხსენებთ რომ ბრიტანეთი ახლა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ქაოსია და თანაც ჩვენი მეფე, ჯორჯი უკვე მოხუცდა და მეფის ტიტული უნდა რომ სხვას მიანიჭოს, რომელიც ამ მძიმე დროს გაგვიძღვება.
-დიახ. გასაგებია, თუმცა მე რა შუაში ვარ, ბიძია თუ გადადგომას აპირებს ტახტი ავტომატურად ჩემს ბიძაშვილს გადაეცემა, მარგარეტს.
-დიახ. თუმცა მარგარეტმა უარი განაცხადა. თანაც მალე დაქორწინდება და ესპანეთში გადავა საცხოვრებლად.- ფორმატი გაშალა მაგიდაზე და მითითებით განაგრძო- მეფეს ორი უმცროსი ძმა ჰყავს მამათქვენი და ბიძათქვენი. ვინაიდან მამათქვენი უფროსია, გვირგვინი მას გადაეცემა ამიტომ ედინბურგში მოგიწევთ გადასვლა. ამასთან დავსძენ რომ მეფის გადადგომას დიდი აურზაური მოჰყვება. შეიძლება საფრთხეე შეგექმნათ, ამიტომ მანამ სანამ მამათქვენის კორონაცია არ დასრულდება, ლორდი ჯეიმსის სასახლეში უნდა დარჩეთ.
-კი მაგრამ, ვფიქრომ ლედი რენესმი მის სახლშიც კარგად იქნება -თქვა და მკვლელი მზერა მესროლა, ჯეიმსმა.
-იცით, აქაურობას მივეჩვიე. აქ დავჩები- მივუგე ერლს მხოლოდ იმიტომ რომ ჯემსი გამწარებულიყო.
-კარგით ჩემი წასვლის დროა.
-მადლობა რომ მაცნობეთ.
ერლი გავაცილეთ და დავჩით მე და ჯეიმსი.
-აბა დემონო, წყალში არ იხრჩობი, აქედან ვერ გაგდებ, მამაჩემიც წინააღმდეგია შენი წასვლის. მითხარი რა გავაკეთო?
-ჯეიმს თუ მშვიდად ინები შენ, მეც მშვიდად ვიქნები. მეტი არაფრის გაკეთებაა საჭირო.
-კარგი. ხვალ საღამოს მეჯლისია, უამრავი სტუმარი იქნება. მეჯლისი მეორე სართულზე, აღმოსავლეთ ფრთაში, მუხის დარბაზში გაიმართება.
-მიხარია. ძალიან მიყვარს მეჯლისები. -მართლა ძალიან გამიხარდა და მესიამოვნააა.
-კარგი. ვინაიდან ერთ სასახლეში ვცხოვრობთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს. -მისი ეს სიტყვები გამიკვირდა თუმცა უკეთესიც იქნებოდა.
არვიცოდი ხვალამდე რითი დავკავებულიყავი. წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს, ამიტომ ბიბლიოთეკაში შევედი დაა მთელი დღე ვკითხულობდი. ისეთი სილამაზე იყო, თანაც დაიკარგებოდი. საღამოს უკვე დავწექი.
დილით როგორც ყოველთვის, მადიმ და ლუსიმ გამაღვიძეს.
სასაუზმოდ მალევე ჩავედი იქ ჯემსი დამხვდა.
-რენესმი -გამიღიმა. უკვე მეშინია, ეს ამბავი თუ მისი ღიმილით დაიწყო, ჩემი განადგურებით დასრულდება. ყოველთვის ასე იყო.
-დილამშვიდობის -ძალდატანებით გავიღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე.
-მინდა რომ დღეს ერთ ადგილას გამომყვე - აი ხომ გითხარით ეს ბიჭი ალბათ მომკლავს და ჩემი თმებისგან ჩიტებს გაუკეთებს ბუდეს.
-კარგი - არ შევიმჩინიე ნერვიულობა
საუზმობის შემდეგ წინ გამიძღვა და ჩემს ოთახში აღმოვჩდით. გამიკვირდა თანაც ძალიან.
-ჯეიმს ჩემს ოთახში რა გვინდა? ეს ადგილი ხომ ვიცი.
კარი ჩაკეტა, ცივმა ოფლმა დამიარა.
-კარგი რა რენე. მე და შენ მინდა, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს -ამას მართლა ამბობს ნეტა?.
-იცი მეც ასე ვფიქრობ -ვიცრუე
ნელნელა მომიაღლოვდა მე კი უკან უკან მივდიოდი. საბოლოოდ ჩემს გარდერობს მივასკდი. თვალებში მიყურებდა.
-რენე, მიყვარხარ.
-რაააა? -ახლა მგონი უბერავს
-არმენდობი?
-არა, რა თქმა უნდა. ეხლა გაიგე? -ვუთხარი უკმეხად.
მანაც არ დააყოვა და მისი ხელები ჩემს თმაში შეაცურა, გული ამიჩქარდა, იმის გამო არა რომ ეს გააკეთა, იმიტომ რომ ჯეიმს ვიცნობ და ამეებს უმიზეზოდ არ მეტყვის. მგონი სიკვდილის ბუზი, მოფრინავს ჩემსკენ.
-რენეე -ხელი ჩამკიდა და საწოლისკენ წამიყვანა. ხელი მკრა და მეც საწოლზე დავვარდი. ზევიდან მომექცა, მე ხმა ჩამივარდა. ვერ მივხვდი უცებ რამოხდა, ის ჩემსკენ მოიწევდა ტუჩები ჩემ ყურთან მოიტანა.
-გაებიი დემონო -უცებ წამოდგა და ოთახიდან დაიკარგა. სუნთქვა გამიხშირდა, მან არ მომკლა და არც სხვა რამ მოიმოქმედა. ეს სიტყვები რას ნიშნავს დავიბენი. რა უნდა სდომებოდა? უცებ გონება გამინათდა -დღიური.
გარდერობისსკენ გავიქეცი. დღიური ისევ აქ დამხვდა. ხელში ავიღე და ამოვისუნთქე
-ხომ გითხარი გაებითქო - გავშეშდი
შევბრუნდი და ჯეიმსი დამხვდა
-ჯეიმს -ენა ჩამივარდაო ამაზეა ნათქვამი...
-შენზე ჭკვიანი ვარ. შენვე მიმიყვანე მასთან.
-არ მოგცემ - შიშისგან ფანჯარასთან გავიქეცი
-კარგი რა რენესმი გადააგდებ და რა? ვერ ავიღებ, ქვევით რომ ჩავალ?
-დავხევ, არ მომეკარო -მომიახლოვდაა, ავკანკალდი. დღიური ისე სწრაფად გამომგლიჯა, ვერც გავიაზრე.
მერე კედელზე ამაკრო და თავი ახლოს მოწია.
-გაები დემონო, იცოდეე აქ კარგი დღეები გველის და ჩემი გამოწვევა სულ ასე დამთავრდება. შემდეგ ჯერზე ხელს მოგტეხავ და იცი რომ არ ვხუმრობ.
-არც მე დაგჩები ვალში -გავღიზიანდი
-საღამოს მეჯლისია მოემზადე
საღამოს 8 საათი ახლოვდებოდა. მეც გამზადება დავიწყე, ლუსი და მადი მეხმარებოდნენ.
-მის, რომელ კაბას ჩაიცმევთ?
-ნახავთ -გავუღიმე გოგონებს.
სააბაზანოში შევედი, გავემზადე და გამოვედი. მადი და ლუსი გაოცებულები მიყურებდნენ.
სარკეს მივუახლოვდი და ანარეკლს დავაკვირდი.
მთლიანი, შავი უზარმაზარი, კაბა მეცვა. ზურგზე ამოღებული. მეჯლისისთვის შესაფერისი. ძალიან გაშლილი იყო, თითქოს კონკია ვიყავი, თუმცა ჩემი კაბა შავია ეს განგვასხვავებს.
ჩემი თმები ჩამოვიშალე და წინ ოდნავ ავიკარი ლამაზად.
მაკიაჟი, მკრთალად წამისვეს და შავი ჩრდილებიც გამიკეთეს. როგორც ჯეიმსი ამბობს, დემონივით შავი ვიყავი.
-დროა მის. -მითხრა ლუსიმ
-ულამაზესი ხართ -მადი
-მადლობა
ოთახიდან გამოვედი.
კიბეები ჩავიარე, მედი და ლუსი უკან მომყვებოდნენ და დიდი დარბაზის კარსაც მივადექი.
დაცვამ კარი გამიღო.
მეც არ დავაყოვნე და შევედი. დარბაზი ორი სართულის გაერთიანება იყო. ულამაზესად მოერთოთ.
ქვევით უამრავი სტუმარი იყო. მზერა ყველამ მე მომაპყრო, ნელი ნაბიჯებით ჩავიარე კიბეები და შევჩერდი. ჩემსკენ ჯეიმსი მოემართებოდა.
-ულამაზესი ხარ დემონო.
ისიც უსიმპატიურესად გამოიყურებოდა. თმაც კარგად ჰქონდა დაყენებული, შავები ეცვა, თუმცაა ვაღიარებ ისე უხდებოდა გულს აგიჩქარებდათ.
-შენც ასევე, ჯეიმს.
-მინდა საცეკვაოდ გაგიწვიო
-სიამოვნებით.
დარბაზის შუაგულში მოვთავსდით. წელზე ხელი მომხია, მე მხარზე დავადე და მუსიკამაც არ დააყოვნა. ცეკვა დავიწყეთ. საოცარი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს ის ჯეიმსი არ იყო ვისი მოკვლაც მინდოდა. ისე ახლოს იყო ჩემთან მის ცხელ სუნთქვასაც კი ვგრძნობდი.
რიტმულად ვაყოლებდით მოძრაობებს მუსიკას.
-ცეკვა კარგად გამოგდის - მითხრა ჯეიმსმა
-ბევრი რამ მეხერხება -მივუგე და ღიმილით დავასაჩუქრე.
-მათ შორის ჩემი გამწარებაც, ხომ რენე?!
-დიახ, მილორდ.
-დატკბი ამ საღამოთი. იქნებ რა გელოდება
-იგივეს ვიტყოდი შენზეც, ჯეიმს -არც მე დავაკლე წაკბენა. მუსიკა შეწყდა და მყუდრო ადგილი დავიკავე. ჯეიმსი სტუმრებს შეუერთდა
-ლედი რენესმი - ლორდი რაიანი მომიახლოვდა -მინდა წაცეკვაოდ გაგიწვიოთ.
-გმადობთ -რაიანთან ერთად ცეკვა დავიწყე. რაიანი ჩემი მეგობარია. თანაც სიმპატიური. ბავშობიდან მოვწონვარ ვგრძნობ. სიმართლე რომ ვთქვათ მეც მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა.
-მიყვარს შენთან ცეკვა, კარგად გამოგდის.
-რა თქმა უნდა -გამეცინა,
შემთვევით ფეხი დავაბიჯე,
-მაპატიე
-არაფერია. რენე მინდა ჩემთან დაგპატიჟო რამდენიმე დღით. ხომ იცი ჩემთან უსაფრთხოდ იქნები. ვიცი აქ არ გსიამოვნებს.
-დავფიქრდები, ჯერ ნებართვა მჭირდება ხომ იცი.
-რა თქმა უნდა. იცი როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ -გამიღიმა.
-ვიცი, მადლობა.
რაიანი ჩემს მიმართ ყოველთვის თბილი იყო. ერთად გავიზარდეთ, ამიტომ ჩემთვის ძვირფასია.
ცეკვას როგორც კი მოვჩით ჩემი ადგილი დავიკავე.
-რაიანთან ცეკვა მოგწონს? - ჩემს გვერდით ჯეიმსი გაჩნდა
-დიახ. შენსავით ურჩხული არააა.
-დიახ. ჩემნაირი რომ იყოს მინიმუმ ტვინი უნდა ჰქონდეს.
-შეურაწყოფას აყენებ
-იმსახურებს
-თავისთან მიმიპატიჟა. მხოლოდ რამოდენიმე დღით.
-მერე?
-ხომ შეიძლება წავიდე? -ვკითხე აუღელვებლად. ალბათ სიხარულით გამაგდებს და აღარ მომიშვებს უკან.
-არა -საკმაოდ გამიკვირდა მისი პასუხი
-რატომ?
-იმიტომ რომ ჩემს სასახლეში ხარ და მე მემორჩილები. მე კი არ მინდა მასთან გავუშვა შენნაირი ლამაზი გოგონა.
-ხომ კარგად ხარ?
-არა. არა ვარ . ვხუმრობ უბრალოდ მას არ ვენდობი სულ ესაა
-ის ჩემი ბავშობის მეგობარია.
-ვიცი, მაგრამ არ გამოვა
-ჯეიმს!
-დემონო მეჯლისის შემდგომ ვისაუბროთ.
-როგორც გენებოს ურჩხულო.



სალამი მკითხველს
ბოდიშით დაგვიანებისთვის
გამოხატეთ თქვენი აზრი
შემდეგი თავი თქვენზეა დამოკიდებული



№1 სტუმარი სტუმარი ციკო

იჰუუუ,ვგიჟდებიიი ჯეიმსზეეეე

 


№2  offline წევრი Gelo-mgelo

ფანტასტიკური იყო, იმედია შემდეგ თავს მალე დადებ

 


№3  offline წევრი Amaghlobeli

სტუმარი ციკო
იჰუუუ,ვგიჟდებიიი ჯეიმსზეეეე

❤️❤️❤️

Gelo-mgelo
ფანტასტიკური იყო, იმედია შემდეგ თავს მალე დადებ

დღეს, საღამოს დავდებ❤️

 


№4 სტუმარი ნია

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

 


№5  offline წევრი Amaghlobeli

ნია
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

დავაგვინე მარაა აი დღეს აუცილევლად დაგიდებთ ღამე❤️

 


№6  offline წევრი Gelo-mgelo

რატომ აგვიანებ

 


№7  offline წევრი Amaghlobeli

Gelo-mgelo
რატომ აგვიანებ


სკოლა რომ იწყება გადარბენებზე ვარ და მოკლედ ხვალ არვიცი დღის რომელ მონაკვეთში მარა აუცილებლად დავდებ აღარ გადავაგვიანებ❤️

 


№8  offline წევრი Gelo-mgelo

?!?!?!? ¿¡¿¡¿¡¿

 


№9 სტუმარი კიკი

გთხოვ დადე რა

 


№10  offline წევრი Marita_G

მმმ აღარ აგრძელებ? საინტერესოა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent