მხოლოდ შენთვის.თავი 4.
-ალექსანდრე საუზმე მზად არის შვილო და ყავასაც მოგიდუღებ. -მოვდივარ მერიემ და დღეს არ გახვიდე გარეთ,დილის საათებში ძიძაზე რომ გითხარი დამირეკა და მითხრა,რომ უკვე შეუძლია გამოვიდეს სამსახურში. -აააა,კარგია სად გავდივარ შვილო,სახლში ვარ.საუბრობდნენ ტკბილად,ალექსანდრემ საუზმე მიირთვა წასასვლელად მოემზადა და კარზე ზარი იყო,მერიმ კარი გააღო და ახალგაზრდა გოგონა სახლში შემოიპატიჟა. -გამარჯობათ,მე რიტა ვარ ძიძად ამიყვანეს თქვენს სახლში. -დიახ, მობრძანდი შვილო ალექსანდრეც სახლშია.ალექსანდრემ შეხედა რიტას და აუხსნა რა ევალებოდა,შვილს მოეფერა და წავიდა.მერი და რიტა საუბრობდნენ, რომ მართა ბებოსთან მივიდა და ტირილით შესჩივლა. -ბებო ჩემი კუკა ჩუდად ალის. -რატომ ბებო,რა დაემართა ელზას? -სიჩხე აქვს და წალალი უნდა დაალევინო,მომეხალები? მერიმ თვალი უქნია რიტას რომ დრო იყო ჩართულიყო პატარასთან საუბარში და მართას მისი ახალი ძიძა ახლოს გაეცნო,კარგად შეეგუა პატარა ძიძას და მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა,მერიც კმატოფილი იყო და ალექსანდრეც.სამი დღის შემდეგ რიტას უნდოდა მერისთან საუბარი,მაგრამ ვერ მოახერხა ტელეფონზე ლევანმა დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა. -ვმუშაობ ლევან დამისრულდება სამუშაო საათები და პირდაპირ ოფისში მოვალ.ლევანი ელოდებოდა რიტას და რიტაც ცოტა მოგვიანებით მივიდა. -მოდი რიტა მოდი მე და გუგამ გავიგეთ ძალიან საინტერესო,ვფიქრობ მნიშვნელოვან კვალს მივაგენით თუ რატომ დაბრუნდა ალი იტალიიდან მარტო. -რა გაიგეთ ლევან. -ძალიან უცნაური ისტორიაა,მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური თვით ალი არის რიტა. -რაში გამოიხატება მისი უცნაურობა. -ჩვენ მოვიძიეთ და ვესაუბრეთ ალის მეგობარს. -მეგობარს? ამ ადამიანს ვერ ვიჯერებ რომ ყავს მეგობრები, ის ხომ შეურაცხადია ლევან. -შენდა გასაკვირად ყავს მეგობრები და ერთ-ერთ მათგანთან მქონდა სერიოზული საუბარი.ის იყო ალის ერთადერთი მეგობარი იტალიაში,მითხრა რომ 5 წლის წინ მათი გზები გაიყარა,მხოლოდ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში სამი წლის წინ და მან სოფია მოიკითხა რადგან სოფიასაც კარგად იცნობდა,ალიმ კი დანაღვლიანებულმა უთხრა რომ სოფია მასთან აღარ არის. -რატომ არ არის მის გვერდით,გაიყარნენ? -არა,იმიტომ არ არის რომ სოფოას სერიოზული რამ შეემთხვა. -რა შეემთხვა,რაა ეს სერიოზული ლევან სად არის სოფია,ნამდვილი სოფია და რატომ დაბრუნდა ალი მარტო თურქეთში.თუ ეს გავიგეთ საიდუმლოს კვანძიც გაიხსნება. -რიტა გავიგე ყველაფერი,სოფია გარდაიცვალა. -რააააააა? როგორ,სად.რიტა შოკისგან ფეხზე წამოხტა და თვალრებგაფართოვებული უცქერდა ჯერ გუგას და შემდეგ ლევანს. -დამშვიდდი,ვიცი რომ ეს მოულოდნელი იყო შენთვის,მაგრამ ეს სიმართლეა, სოფია ზღვაში დაიხრჩო 5 წლის წინ. -ღმერთო ამას არ ველოდი,როგორ დაიხრჩო. -ზღვაში გასულან სასეირნოდ იახტით ალი და სოფია და მშვიდი ზღვა მოულოდნელად აღელვებულა,სოფიამ არ იცოდა კარგად ცურვა ის ზღვაში გადავარდა,როცა ალიმ გაიგო სოფიას გაუჩინარება მისი ძებნა დაიწყო,მაგრამ დაგვიანებული იყო სოფიას კვალს ვერსად ვერ მიაგნო.რიტა დადუმდა და რამდენიმე წუთი ასე მდუმარედ იჯდა,გუგამ მხარზე შეეხო და უთხრა. -რიტა მითხარი რომ სოფიას შენ პირადად ესაუბრე,პირადად გაიცანი ის და მას მეხსიერება აქვს დაკარგული,ასევე თქვი რომ ის ფოტოგრაფია. -ყველაფერი სწორია სოფია გავიცანი და ერთად ჩაიც კი მივირთვით,თავისუფალი და კარგი მოსაუბრე პიროვნებაა. -როგორ შეიძლება რიტა, სოფია ხომ 5 წლის წინ დაიხრჩო ზღვაში.რიტამ ცუდად იგრძნო თავი და ბიჭებს შეეშინდა. -ცუდად ხარ? გუგა წყალი მომაწოდე,ლევანმა თავის ხელით შეასვა წყალი რიტას და მის დამშვიდებას დაელოდა. -უკეთ ხარ? -უკეთ ვარ და მომისმინეთ,ალბად გემახსოვრებათ სამი წლის წინ გაუჩინარდა გაურკვეველ ვითარებაში ელზა ყაველაშვილი ფოტო მოდელი, ალექსანდრე აბაშიძის მეუღლე. -მახსოვს,მაგრამ სად ელზა და სად სოფია.გაოცებული უცქერდა ორივე რიტას. -გამახსენდა,ბევრი მცდელობის მიუხედავად ის მეუღლემ ვერ იპოვა,მახსოვს კარგად ეს ამბავი,მაგრამ ელზა აქ რა შუაშია რიტა. -თავშია ლევან თავში,რადგან სწორედ ის სოფია ალი რომ მის ცოლად ასაღებს დარწმუნებული ვარ ელზა არის.გუგაც და ლევანიც გაოცებული უცქერდა რიტას და ალიმ ამ დროს ფეხით შემოიარა ყველაფერი და ბოლოს განრისხებულმა ფეხით შეაღო ფსიქოლოგი ფერიდეს ბინის კარი და ფერიდეს თმებში ჩაავლო ხელი. -რას აკეთებ,გაგიჯდი? -სად არის სოფია. -მე საიდან უნდა ვიცოდე ალი სად არის სოფია დღეს დავბრუნდი ანტალიიდან. -შენ მოეხმარე მას წარსული გაეხსენებინა და აქედან წასვლაშიდაც შენ დაეხმარე. -რას ამბობ,ხვდები რას ამბობ? თქვენ ხომ წლებია ერთი ოჯახი ხართ,წარსულს თუ გაიხსენებდა რატომ უნდა წასულიყო შენგან,დაწყნარდი ალი და მოდი მშვიდად ვისაუბროთ. -შენ არ გესმის,მე გითხარი და გაგაფრთხილე რომ სოფია მთელი ჩემი ცხოვრება არისთქო,მაგრამ კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე თუ სოფია დავკარგე შენ ძალიან გეტკინება,გესმის? ძალიან გეტკინება. -ეს,ეს დაუჯერებელია.სოფია 5 წლის წინ გარდაიცვალა,ის აღარ არსებობს და ელზა მისი პირადობით ცხოვრობს თურქეთში? თქვა გუგამ და გაოცებული უცქერდა რიტას. -მეც უცნაურად შევხედე თავიდან,მისი ქმარი ძალიან საშიში პიროვნებაა,ვფიქრობ ის არაფერზე დაიხევს უკან ელზა მასთან გააჩეროს და შესაძლებელია წამლებით აბრუებს,არაა გამორიცხული მეხსიერებას უქვეითებს იმიტომ რომ არ გაიხსენოს სინამდვილეში ვინ არის. -გუგა საქმე იმაზე მეტად სერიოზულადაა,ვიდრე თავიდან ვიფიქრეთ. -გეთანხმები ლევან,რიტა კიდევ რა გითხრა ელზამ. -მითხრა რომ არ ახსოვს როგორ დაკარგა მეხსიერება და ახსოვს მხოლოდ ბოლო სამი წელი.კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ ალი მოვიდა და წაიყვანა,წასვლისას კი ისე შემომხედა ელზამ მივხვდი თვალებით მითხრა მიშველეო. -შემდეგ არ გინახავბს? -არა,ალი იმ ღამით ქუჩაში დამხვდა და დამემუქრა,მისმა გამოხედვამ ძალიან შემაშინა და დარწმუნებული ვიყავი მუქარას შეასრულებდა. -შეხედეთ ამ ფოტოებზე ერთი და იგივე ქალი არის? გუგას ორივე ხელში ფოტო ეჭირა,ერთი შეხედვით ტყუპებივით გავდნენ ერთმანეთს,მაგრამ რიტამ თქვა. -ეს ელზა არის მე გადავუღე ეს ფოტო წამოსვლის წინ. -ეს კი სოფიაა და ახლა იხსნება აქ საიდუმლოს კვანძი,ელზა ძალიან ჰგავს სოფიას და ალიმ მოიტაცა ელზა. არც ისაა გამორიცხული ძალის გამოყენებით ყავდეს მის გვერდით,რიტა მართალია ელზას უნდა ვუშველოთ.თქვა გუგამ და ლევანს შეხედა. -რატო შემომხედე გუგა შენც იგივეს ფიქრობ რასაც მე? -ჩვენი აზრები ძალიან ემთხვევა მეგობარო,თურქეთში უნდა წავიდეთ. -მომისმინეთ,მე აქ ვწყვიტავ თქვენთან ურთიერთობას,რადგან მე მეტი ხარჯებს ვერ დავფარავ. -რა ხარჯებზე მელაპარაკები რიტა ასეთი უცნაური ისტორია არასოდეს შემხვედრია და ამ თემას ნამდვილად ვერ გავუშვებ ხელიდან.შენ ფული არ ინერვიულო,მთავარია ელზას ვუშველოთ,გუგა მოემზადე ჩვენ დღესვე გავდივართ.რიტა გაოგნებული დაბრუნდა თინასთან,თინამ შეხედა თუ არა მეგობარს მიხვდა რომ რასაც ეჭვობდნენ ის სინამდვილე აღმოჩნდა. -ეს დაუჯერებელია,მაგრამ ფაქტი ხომ ჩვენს წინ არის,ახლა რას იზამ რიტა. -ალექსანდრეს უნდა ვუთხრა,მან უნდა გაიგოს რომ ელზა ცოცხალია. -დაველოდოთ,ჯერ მშვიდობით დაბრუნდეს ლევანი და გუგა,ვნახოთ რა შეიცვლება. -რა უნდა შეიცვალოს თინა,ელზა ცოცხალია და ალექსანდრე სამი წელია იტანჯება.რიტამ ვერ შეძლო ალექსანდრესთან საუბარი ამიტომ თომას და ნიკას დაურეკა. -თომა ნიკას უთხარი და აუცილებლად უნდა შემხვდეთ. -რა მოხდა რიტა. -ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ.გაუკვირდა თომასაც და ნიკასაც და შეხვედრა არ გადადეს,რიტას სახლში ესტუმრნენ. -მობრძანდით,დაბრძანდით რა მოგართვათ. -არაფერი რიტა გვითხარი რა ხდება. -ვიცი გაგაოცათ ჩემმა ზარმა,მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. -გისმენთ, რიტა უკვე გვაშინებ. -თემა ალექსანდრეს ეხება. -ალექსანდრეს? რა ჭირს ალექსანდრეს ისეთი რაც შენ იცი და ჩვენ არა. -მომისმინეთ,შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ ალექსანდრეს მეუღლე ელზა ცოცხალია. -რაააა,ცოცხალია? ფეხზე წამოდგა თომა. -რიტა დარწმუნებული ხარ რასაც ამბობ? ასევე გაოცებული უცქერდა რიტას ნიკა. -1000%-ით. -ეს ალექსანდრემ უნდა გაიგოს,ვალდებული ხარ ეს მას უთხრა.ის იტანჯება,მთელი ეს წლები იტანჯება და არა მარტო ის,დედამისიც უარეს დღეშია. -ყოველთვის მიყვარდა ალექსანდრე და ელზას დაკარგვის შემდეგ მეგონა შანსი მქონდა,მის სახლში მის შვილთან ძიძადაც კი ვმუშაობ,მაგრამ შევცდი.მიუხედავად იმისა რომ არავინ იცის ელზა დაბრუნმდება თუ არა,მე არ შემიძლია დავმალო სიმართლე.ამიტომ თქვენ უნდა დამეხმაროთ,რადგან ვერ შევძლებ სიმართლე ვუთხრა ალექსანდრეს. -ამ სამ წელიწადში ალექსანდრე ძალიან შეიცვალა,მან ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა და როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე მან ეს უნდა გაიგოს რიტა.თუ გასაგებია დროულად უნდა გაიგოს და რა თქმა უნდა შენგან გაიგებს,რადან შენ ნახე პირადად ელზა.რამდენიმე დღე გავიდა რაც ლევანი და გუგა თურქეთში წავიდნენ,რიტას ახსნით ადვილად მიაგნეს ალის სახლი,სიბნელეში იდგნენ და უთვალთვალებდნენ სახლს,რომ უეცრად გუგას ცივი საგანი შეეხო ყელზე და ასევე ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში. -ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ.გუგამ არ შეუშინდა ცივ იარაღს და ლევანს დაუძახა. -ლევან ფრთხილად.ლევანს არ მოეწონა გუგას ხმა და მასთან მივიდა,შეხედა გუგას სახეზე მანდილ აფარებული მამაკაცს ყავდა გუგა კედელზე მიკრული,მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -ასე ხვდებიან თქვენში სტუმრებს? -ვინ ხართ და აქ რა გინდათ,რატომ მოდით. -ჩვენ ქართველები სტუმარს არ ვეკითხებით რატომ შეჩერდა ის ჩვენს სახლის კართან,თუნდაც ის დაუძინებელი მტერი იყოს ჩვენი,ეს რა დახვედრაა მეგობარო,ჩვენ სოფიას მეგობრები ვართ,მასთან მოვედით მაგრამ ვხედავთ სახლში არავინ არ არის.ალი სად არის შეგიძლია გვითხრა? -მეგობრები თუ ხართ,უნდა იცოდეთ სად არის ალი ახლა ამ წუთში. -ძალიან დიდი დროა გასული რაც აღარ გვინახავს ერთმანეთი,თითქმის სამი წელი და ეს პატარა დრო არ არის მეგობარი არ მოგენატროს. -აქ აღარ ცხოვრობენ,აქედან წავიდა ბატონი ალი. -საინტერესოა ახლა სად წავიდა,სად გადამალავს სოფიას. -როგორ თუ გადამალავს,ან რატომ უნდა გადამალოს საკუთარი ცოლი.გაიკვირვა მანდილიანმა მამაკაცმა,მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რასაც ამბობდა ლევანი. -ხო გადამალავს ვინმემ არ მიაგნოს,რადგან უკანონოდ მალავს თავის სახლში და დატყვევებული ყავს სხვისი ცოლი.ეს ძალიან უცნაურად არ გეჩვენება? შესაძლებელია თქვენში მოსულია ეს სხვას აართვათ ცოლი,მაგრამ ჩვენში არა. -რას გულისხმობთ ვერაფერი ვერ გავიგე. -ვერ გაიგე? არც ის იცი რომ ალის საკუთარი ცოლი 5 წლის წინ დაიხრჩო ზღვაში? მაგრამ სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ქართველი ქალი ელზა ყაველაშვილი,ეს ის ქალია ვინც ალიმ დააჯერა რომ მისი ცოლია,რომ მას ამნეზია აქვს და ძალიან ბევრი ეჭვობს რომ ეს ის ელზაა და არა სოფია.გასაგებია ახლა აქ რატომ ვართ? -არა,მე არაფერი არ ვიცი.თქვა შავებიანმა და წასვლა დააპირა,მაგრამ გუგამ ხელი კრა და ახლა თავად ააკრა კედელზე. -შენ ძალიან ბევრი რამ იცი,ყველაფერს იტყვი წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალს დაგდებ და ციხეში გაგიშვებ ადამიანის გატაცებაში მონაწილეობისთვის. -მე და ჩემი მეგობარი ვფიქრობთ არ გინდა ციხეში წასვლა და ამიტომ სიმართლეს იტყვი. -გეტყვით,არ გინდათ პოლიცია თქვენ სწორ გზაზე ხართ,5 წლის წინ დაიკარგა სოფია ის ზღვაში დაიხრჩო,ალიმ ასე მითხრა.ის ძალიან ცუდად იყო,რადგან სოფია ძალიან უყვარდა.ერთ საღამოს ხელში აყვანილი მოიყვანა ქალი სახლში რომელიც ძალიაბ ჰგავდა სოფიას და მითხრა. -ახმედ სოფია ვიპოვე.შევხედე მართლა ძალიან ჰგავდა სოფიას მაგრამ ის მაინც განსხვავებული იყო მისგან და ვუთხარი. -არა,შეცდომას უშვებ ალი ის არ არის სოფია ის ხომ ზღვაში დაიხრჩო, უნდა შეეგუო რომ სოფია აღარ არის. -ის გაიგებს სიმართლეს და წავა,ამიტომ გაუშვი მერე უფრო გეტკინება. -ყველაფერს გავაკეთებ რომ არ გაახსენდეს წარსული და ის ჩემთან დარჩეს. -რა მოუვიდა,როგორ დაკარგა მეხსიერება. -ალიმ ვიღაც მოისყიდა და ელზას სანაპიროზე თავს დაესხნენ,ყველა სამკაული რაც კი ეკეთა წაართვეს და შემდეგ თავში ჩაარტყეს,გაითიშა გონება დაკარგა და შეეშინდათ,ამიტომ იქვე მიატოვეს,ალი ალექსანდრეს უთვალთვალებდა ის ტელეფონზე საუბრობდა და დრო იხელთა,ხელში აიყვანა გულწასული ქალი და სახლში მოიყვანა. -საავადმყოფოში რატომ არ წაიყვანე,ალი ეს ხომ სულ სხვა ქალია.სახლში რომ მოიყვანა რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა და თავად უმკურნალა,მისი მეთოდებით და წამალსაც აძლევდა მეხსიერება არ დაბრუნებოდა,ამიტომ მთელი ეს დრო იცის ქალმა რომ ის ალის ცოლია. -მეგობარო ხომ ხვდები თავად,რომ ეს ადამიანი არ არის კარგად. -მე ვთხოვდი,გეფიცებით ვთხოვდი ეს არ გაეკეთებინა,რომ ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვეოდა...................... -მაგრამ არ მოგისმინათ,კარგი მეგობარო მადლობა გულახდილი საუბრისთვის.ლევანმა ახმეტის საუბარი ჩაიწერა და გადაწყვიტა დილით საელჩოში წასულიყვნენ და ელჩი ენახათ,ელზამ კი რიტას სახლს მიაგნო და კარზე ფრთხილად დააკაკუნა,მაგრამ კარი არავინ გაუღო,იდგა კართან და ელოდა,რომ მხარზე ვიღაც შეეხო შეშინებულმა შებრუნდა და რიტა დაინახა. -დაწყნარდი,არ მინდოდა შეგშინებოდა.უთხრა რიტამ და გაუღიმა. -მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო,რომ გავიგო ვინ ვარ. გთხოვ,აღარ შემიძლია ასეთ გაურკვევლობაში ყოფნა. -შევიდეთ სახლში და იქ ვილაპარაკოთ.ძალიან მშვიდი იყო რიტა კარი გააღო და შევიდნენ თუ არა სოფიამ დაიწყო მოყოლა. -შემთხვევით ვნახე ჟურნალში ფოტო ვინმე ელზა ყაველაშვილის მაგრამ ფოტო ჩემია,მე ვარ ფოტოზე.სამი წელია ვცდილობ გავიხსენო ვინ ვარ,რამდენიმე თვეა მივხვდი რომ ალი წამლებით მაბრუებს და მას არ უნდა ჩემი წარსული გამახსენდეს.ვნახე ასევე ბეჭედი რომელსაც აწერია ქართულად ,,მხოლოდ შენთვის'' ალექსანდრე მაგრამ მითხრა რომ ეს ბეჭედი დედაჩემის არისო.ვნახე აგრეთვე ეს მობილური იმ ყუთში და აქამდე ვიცოდი რომ როგორც დედის ძვირფასი სახსოვარი იმიტომ ინახავდა,მაგრამ ეს მამაკაცი რამდენჯერმე ვნახე სიზმარში,ის მოდის ჩემთან ხელს მიწვდის და დაბრუნებას მთხოვს,ასევე გვაქვს სიზმარში სექსი და მასთან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.შევიშლები,რიტა მართლა შევიშლები დამეხმარე გთხოვ. -დაწყნარდი სიმართლეს გეტყვი,ელზა ყაველაშვილი შენ ხარ და არა სოფია როგორც გითხრა ალიმ. -არა,ეს შეუძლებელია ჩვენ ქორწინების მოწმობაც გვაქვს,მაქვს პირადობაც და მაქვს საზღვარგარეთ წასასვლელი პასპორტიც,ეს როგორ შეიძლება. -ელზა ყურადღებით მომისმინე,სოფია იყო ალის ცოლი ვიზედაც 13 წლის უკან დაქორწინდა მაგრამ ის აღარ არის,ზღვაში დაიხრჩო 5 წლის წინ. -არა შეცდომაა,აქ რაღაც შეცდომაა. -არა,არ არის შეცდომა.როცა პირველად გნახე იმ წუთში გიცანი,უცნაურად მომეჩვენა ეს ყველაფერი იმის შემდეგ როცა ალიმ დამემუქრა და შემეშინდა,თბილიში დავბრუნდი თუ არა დეტექტივი ავიყვანე,შენ ელზა ხარ და არა სოფია.ელზამ ძალიან ცუდად იგრძნო თავი,მაგრამ რიტას არ დაუჯერა და სასტუმროში წასვლა გადაწყვიტა,წავიდა კიდეც მაგრამ გზაში დაფიქრებულ მიმავალს მოჩვენება დახვდა,მის წინ ალი იდგა. -ალი? -სოფია? არ გამაფრთხილე ისე წამოდი,გიპოვე და მინდა დაგაბრუნო ჩემს გვერდში. -დავბრუნდები,გეფიცები დავბრუნდები მაგრამ ორ დღეში. -სოფია დაჯექი,ჩვენ ერთად წავალთ ჩვენს სახლში.შეეშინდა,ძალიან შეეშინდა ელზას და უხმოდ გაყვა ალის,რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ სახლში მივიდნენ,შეივიდნენ სახლში და მოულოდნელად ალი ურჩხულად გადაიქცა ძლიერად მოქნეული ხელი ელზას სახეში მოხვდა. -როგორ გაბედე და სახლიდან გადი ჩემს დაუკითხავად. -ვინ ხარ,რა გინდა ჩემგან ან აქ რატომ მამწყვდევ. -მე შენი ქმარი ვარ და უნდა შემიყვარო,უნდა შეეგუო ჩემთან ცხოვრებას. -ვინ არის ელზა,ვინ არის სოფია ეს ორი სხვადასხვა ადამიანია.მე ელზა ვარ ვინც შენ სოფიად შეცვალე,მითხარი რომ ის მობილური დედაშენის არის,მაგრამ არა ის ჩემია და იქ ჩემი ქმრის ფოტო მაქვს და ეს შენ არ ხარ,ეს ის მამაკაცია ვისთანაც ყოველ ღამით სექსი მაქვს,გიჟური სექსი.ეს საქორწინო ბეჭედიც ჩემია,შენ ვინ ხარ ალი და რა გინდა ჩემგან. -შენ ჩემი ცოლი ხარ,ჩემი სოფია. -სოფია 5 წლის წინ მოკვდა,ის ზღვაში დაიხრჩო. -რას ამბობ,ეს ვინ გითხრა.ისევ მოხვდა ალის მოქნეული ხელი,ერთხელ გაუძლო,მეორედაც და მესამედ უკვე უგონოდ დაეცა,როცა თვალი გაახილა ის სარდაფში იყო ჩაკეტილი,კარებთან კი ალი ჩამჯდარიყო და ნერვიულად ჩურჩულებდა. -შენ ჩემი სოფია ხარ,ჩემი სიყვარული და არ მოგცემ ნებას ჩემგან წახვიდე.ალექსანდრე დაღლილი მივიდა სახლში და ვახშმად უნდა დამსხდარიყვნენ,რომ კარზე ზარი იყო და მერის შეხედა. -ველოდებით ვინმეს? -არა შვილო,წავალ ვნახავ ვინ არის.მერიმ კარი გააღო და კართან რიტა იდგა და ნერვიულობისაგან კანკალებდა. -მობრძანდი შვილო,ასე გვიან რატომ მოდი მოხდა რამე? -ალექსანდრე დაბრუნდა? მერი დეიდა უნდა დაგელაპარაკოთ,უკვე აღარ შემიძლია უთქმელობა და გულით ვეღარ ვუძლებ. -ჩემთან გინდა საუბარი თუ ალექსანდრესთან,შემოდი ისიც სახლშია,ახლა მოვიდა. -რიტა? შენი ნახვა მეც მინდოდა,ნიკა და თომა ვნახე დღეს და მითხრა ჩემთან საუბარი გინდა და გერიდება,გისმენ მართაზე უნდა მითხრა რამე? ვიცი რომ ჯიუტი ბავშვია,მაგრამ რაც დედამისი...................... -ის რაც მინდა გითხრათ,ძალიან მნიშვნელოვანია. -ვისთვის,რა მოხდა რიტა. -შენთვის,თქვენთვის ყველასთვის.ალექსანდრეს ხელები აუცახცახდა და რიტას თვალებში ჩახედა. -რიტა რამე გაიგე ელზაზე? -ელზა? რიტა შვილო რა გაიგე თქვი,ჩემი ელზა ცოცხალია? ხმა აუკანკალდა მერის. -გავიგე რა შეემთხვა ელზას.იმ დღეს როცა დაიკარგა და შენ ყველგან ეძებდი,ელზას თავს დაესხნენ და მის გაუპატიურებას შეეცადნენ,შემდეგ თავში ჩაარტყეს და როცა გონზე მოვიდა ის სადღაც უცხო სახლში იყო და მის გვერდით უცხო მამაკაცი იჯდა ვინც უვლიდა მაღალ სიცხიანს.ალექსანდრე ელზას არაფერი არ ახსოვს,არც მისი სახელი,არც ის ვინ არის და რა წარსული აქვს,რა ცხოვრებით იცხოვრა,არც ის იქ როგორ მოხვდა და ვინ მიიყვანა. -გამოდის,რომ ......................... -გამოდის რომ მან მომხდარისგან შოკი მიიღო და მეხსიერება დაკარგა,მამაკაცმაც მიხვდა რომ ელზას აღარაფერი აღარ ახსოვდა და უთხრა,რომ ის მისი ცოლი იყო,ადვილად დააჯერა,რადგან მას ისედაც არაფერი არ ახსოვდა. -შენ ვინ გითხრა ეს ყველაფერი.შეეკითხა მერიმ დაალექსანდრე გაშეშებული იჯდა,მხოლოდ რიტას უცქერდა. -მე გადავწყვიტე მომეძებნა მას შემდეგ,როცა თურქეთში ვიყავი ერთი თვის წინ პირადად ვნახე ელზა და ვესაუბრეთ კიდეც,ჩვენ ერთად ჩაიც მივირთით. -რატომ აიყვანე დეტექტივი.უთხრა ალექსანდრემ ჩუმად,მაგრამ რიტამ ჩანთა გახსნა მისივე გადაღებული ფოტოები აჩვენა ალექსანდრეს და მერის. -ეს სოფიაა,სოფიად გამეცნო მსაგრამ მე ის ვიცანი ის ელზაა.ალექსანდრესათვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს ამბავი გულზე ხელი მიიდო და მერის შეეშინდა,რიტამ ჭიქით წყალი მიაწოდა და ცოტა სული მოითქვა,რიტას შეხედა და უთხრა. -გააგრძელე გისმენ რიტა. -ეს ფოტო რომ გადავიღე,სწორედ ამ ფოტომ გამიჩინა ეჭვი.ალექსანდრემ ფოტო აიღო და ხმის კანკალით თქვა. -შეუძლებელია,შეუძლებელია ელზას არ ვახსოვდე. -ალექსანდრე თავი ხელში აიყვანე შვილო -რიტა,შენ მართლა ელაპარაკე მას? -ველაპარაკე,მაგრამ მას წარსული საერთოდ არ ახსოვს. -რამდენი ხანია რაც სიმართლე იცი. -ერთი თვე,აქ რომ მოვედი ჯერ კიდევ ვარკვევდი სიმართლეს მინდოდა დავრწმუნებუკიყავი რომ არ ვცდებოდი.იმ კაცმა შემაშინა,დამემუქრა და ამიტომ ავიყვანე დეტექტივი.ვიცი დავაშავე და უნდა მეთქვა,მაგრამ მეგონა არ დამიჯერებდი.ალექსანდრე იმ ღამით გადაფრინდა თურქეთში ნიკასთან ერთად,ელზა ისევ სარდაფში იყო ჩაკეტილი და ტიროდა,ნანობდა რიტას რომ არ დაუჯერა. -არავინ არ დამსხმია თავს,ეს თავად შენ იყავი.შენ იყავი დარწმუნებული ვარ. -მე რომ არ მოვსულიყავი ის მამაკაცი შენ მოგკლავდა სოფია. -სოფიას ნუ მეძახი,არ ვარ სოფია და შენც კარგად იცი.კარგი,მესმის რომ გტკივა რპცა საყვარელ ადამიანს კარგავ,მაგრამ მე არ ვარ სოფია და ამიტომ უნდა გამიშვა,მომცე საშუალება წავიდე. -არა,შენ არსად არ წახვალ,რატომ გინდა მაიძულო უფრო მტკივნეულად მოგექცე,გაიგე ჩემთან მინდა იყო. -მაგრამ მე ხომ ქმარი მყავს,ოჯახი მაქვს,შვილი მყავს უნდა წავიდე.შენც კარგად იცი რომ ერთ დღეს წავალ და უნდა შეეგუო.ალიმ ისევ ჩაკეტა სოფია და ნერვიულად დაიწყო სიარული სახლში,უეცრად ადამიანის ლანდი შენიშნა და ფარდა გადასწია,მან უცნობი მამაკაცი დაინმახა მის სახლთან და შემდეგ ალექსანდრეც დაინახა,შეეშინდა? არა,იარაღი ამოიღო და გადაწყვიტა ალექსანდრე საერთოდ მოეშორებინა თავიდან,კარი გააღო და ალექსანდრე სახლში შეუშვა.ალექსანდრემ კარი დაინახა ღია ფრთხილობდა,მაგრამ სახლში შევიდა გაბედულად და იყვირა. -ელზა,მე აქ ვარ და მოვედი შენს წასაყვანად.ალიმ კარს უკან მდგარმა ხელი მიკრა კარს და ნიკა გარეთ დარჩა,ალექსანდრე კი შიგნით და ზიზღით შეხედა ალექსანდრეს რომელსაც სახეზე ნერვიც არ შეტოკებია. -არავინ ელზა აქ არ არის. -არის და მას შენ მალავ,ვერ ხვდები რომ დანაშაულს სჩადიხარ? -დანაშაული შენ ჩაიდინე ახლა სხვის სახლში რომ უნებართვოდ შემოიჭერი.ალექსანდრე არ ელოდა და თავში მძიმე საგანი მოხვდა,გონს მოვიდა ადგა,კარი გააღო და გარეთ გავიდა მაგრამ შორს არ წასულა,იქვე დაიმალა ნიკასთან ერთად,ალიმ ალექსანდრე ვეღარ ნახა და ღიად დარჩენილ კარიდან გაიხედა,ეგონა წავიდაო,ამიტომ კარი ისევ დაკეტა შიგნიდან და სარდაფიდან ხმები შემოესმა,სოფიამ შეძლო და მოახერხა შიგნიდან კარზე საკეტი გაეტეხა და გამოვიდა,მაგრამ შორს ვერ შეძლო წასვლა,ისევ დაიჭირა ალიმ და ისევ ჩაკეტა. -სად მიიპარებოდი,სად მიდიოდი,შენ ჩემთან უნდა იყო და ვერასოდეს ვერ წახვალ.ტანისამოსი ჩაალაგე,აქედან მივდივართ ჩემგან ვერავინი ვერ შეძლებს შენს წაყვანას,ხელი ჩაკიდა კარი გააღო და თავში რაღაც მძიმე მოხვდა,ნიკამ ალის შეშის ნაჭერი ჩაარტყა თავში,ელზას ხელი მოკიდა და სახლიდან გაიყვანა,გასვლამდე კი ალის ზემოდან დახედა და უთხრა. -ზღვა თუ გიყვარს ტალღებთან ბრძოლა უნდა იცოდე ბატონო ალი და თუ გაფრენას ცდილობ,ჯერ ფრთები უნდა გაგეზარდოს,რომ უშიშრად გაშალო ისინი.წავიდეთ ელზა,ეს მძორი აქ ეგდოს და ვიღაც ნახავს,ალექსანდრე გელოდება გარეთ.ელზა გარეთ გავიდა ნიკასთან ერთად და ალექსანდრეც დაინახა,თავიდან სისხლი მოდიოდა. -ელზა,ელზა ჩემო სიყვარულიო აქედან წავიდეთ,დასრულდა კოშმარი სადაც სამი წელი ცხოვრობდი.სამი წელია დაგეძებ,იცი რამდენჯერ ვიყავი ამ სახლის გარშემო? მაგრამ დავივიწყებ ყველაფერს შენ ისევ ჩემთან ერთად ხარ,როგორც იქნა გიპოვე,მაგრამ ეს სამი წელი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში,სწორედ სირთულეებმა უშენოდ ცხოვრება მასწავლა.ელზა ჩემი სხეულის ბოლო უჯრედმაც რომ მიღალატოს,მე მაინც გავიღიმებ და მხოლოდ შენთვის იქნება ჩემი ბოლო ამოსუნთქვა. -ერთი სათხოვარი მაქვს,იმედია უარს არ მეტყვი. -მითხარი,რა გინდა გავაკეთო. -აქედან წასვლამდე,მინდა ჩემს ფსიქოლოგი ვნახო,აქვე ცხოვრობს. -წავედით,ეს არ არის გადაუჭრელი პრობლემა.ალექსანდრემ ელზას ნათქვამ მისამართზე მიიყვანა და ელზას გაოცებული უცქერდა ფერიდე ელზას დალურჯებულ სახეს და გახეთქილ ტუჩს. -სოფია? სად იყავი მე ყველგან გეძებდი,სახეზე რა გჭირს მეგობარო ასე ალი მოგექცა? მითხარი რა გავაკეთო ტკივილი შეგიმსუბუქო. -კარგად ვარ ფერიდე,გასული ვიყავი ქალაქიდან ამიტომ ვერ მიპოვიდი. -სოფია ალი მოვიდა და დამემუქრა,ძალიან შემეშინდა. -დრო არ მაქვს უნდა წავიდე,მხოლოდ ამ კონვერტს გიტოვებ აქ ყველაფერი წერია,წაიკითხე და თავად მიხვდები ჩემი წასვლის მიზეზს და კიდევ ერთი და უკანასკნელი თხოვნა.ფერიდე გთხოვ ალის დაეხმარე,მას მართლა სჭირდება შენი დახმარება. -მიდიხარ და ვეღარ გნახავ? -მე თბილიში ვიქნები,როცა გინდოდეს შეგიძლია ზეინებს უთხრა და მესტუმროთ,ჩემთან დაკავშირებას წერილში დატოვებულ ნომერზე შეძლებ,ამ წერუილს წაიკითხავ და შენს ზარს ველოდები,მადლობა ყველაფრისთვის შენ მე სიცოცხლე დამიბრუნე.ელზა და ალექსანდრე სასტუმროში დაბინავდა,ელზამ სააბაზანოში შევიდა ცივი წყალი შეისხა სახეზე და უეცრად გონება განათდა,მას გაახსენდა ყველაფერი რაც კი თავს გადახდა და ხმით მოთქვამდა,ალქსანდრემ ნიკას შეხედა და გიჟივით შევარდა სააბაზანოში,სადაც ელზა უკვე გულწასული ეგდო უგონოდ. -ელზა,ელზა რა გჭირს.ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა,ნიკამ წყალი მოუტანა და ალექსანდრემ სველი ხელით კისერი დაუზილა. -რა დაგემართა,მე აქ ვარ დასრულდა კოშმარი. -გამახსენდა,ყველაფერი გამახსენდა ალექსანდრე. -მეხსიერება დაგიბრუნდა,ეს ხომ ძალიან კარგია სახლში წავალთ სადაც დედა გველოდება,მართა გველოდება,იცი როგორ გაიზარდა მართა? მათმა არ იციან რომ წამოვედი და მოდი შენი დაბრუნება მათთვის დიდი სიურპრიზი იქნება.ნიკამ მარტო დატოვა წყვილი და თავის ნომერში შევიდა ცოტა დაისვენა და თავად მიუკაკუნა ალექსანდრეს კარზე. -ალექს უნდა წავიდეთ,აქურობას უნდა გავეცალოთ. -მოვდივართ,სამივემ დატოვა სასტუმრო და აეროპორტში წავიდნენ,ალექსანდრე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო ასული,რამდენიმე საათში გულის ფანცქალით დადგა ელზა მისი სახლის წინ და ალექსანდრეს შეხედა. -აქ იყავი,მე შევალ და მერის გარეთ გამოვიყვან.თავი დაუქნია ალექსანდრეს და გარეთ დაელოდა მონატრებულ დედას. -მერი,მერიემ სად ხარ.ყვირილით შევიდა სახლში ალექსანდრე და გაოცებული მერი წინ შეეგება შეშინებული,მაგრამ ალექსანდრეს ბედნიერი სახე რომ დაინახა გული აუფრიალდა. -რა მოხდა,რა მოგივიდა რა გაყვირებს რამე შეგემთხვა? -ყოველთვის ცუდზე რატომ ფიქრობ მერიემ მოხდა,ყველაზე კარგი რამ მოხდა და ეს თავად უნდა ნახო შენი თვალით.მერიმ ღიად დარჩენილ კარს გახედა და შემდეგ ნელა-ნელა მიუახლოვდა,ჯერ უცქირა იქ მდგარ სახე დალურჯებულ და ტუჩ გახეთქილ ელზას და შემდეგ ტირილი აუვარდა,ხმით მოთქვამდა და მონატრებულ შვილს ეფერებოდა,ვერც ელზამ გაძღა დედის მონატრებული სურნელით და ორივე ერთმანეთს უწმინდავდა ცრემლიან თვალებს. -ეს ცხადში ხდება,შენ დამიბრუნდი შვილო. -დაბრუნდა,რომ არა რიტა კიდევ მრავალი წელი ვერ მივაკვლევდით ელზას კვალს. -მართალია რიტამ გიპოვა,რიტამ დეტექტივი დაიქირავა და მან გაარკვია სიმართლე,სიმართლე რომელიც არა საპატიებელია.ელზა ტყუილის მსხვერპლი გახდა,ის მოატყუეს და მისი ამნეზიით ისარგებლეს. 777777777777777777777777777777777 7777777777777777777777777777777777 7777777777777777777777777777777777 -არაფერი არ მახსოვდა ჩემი წარსულიდან და არც არანაირი კონა არ მქონდა გონებაში რამე გამეხსენებინა,მან კი ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა და მეც ეს წლები ტყუილში მაცხოვრა,მაგრამ ბოლო პერიოდი ხშირად მაღვიძებდა შენი თვალები,ცრემლნარევი ხმით ნათქვამი ,,დამიბრუნდი შვილო'' და ალექსანდრესთან ვატარებდი ღამეებს. -ეჭვი არ გაგიჩნდა,რომ შენს თავს რაღაც ვერ იყო ისე როგორც უნდა იყოს? -სწორედ ამ სიზმრების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი და მის მიერ მოცემულ წამლებს აღარ ვსვამდი,ნელა ნელა გონება გაიხსნა ყველაფერი არ მითქვია,მაგრამ ალექსანდრეს რომ ძილში ვნახულობდი ეს პირდაპირ ვუთხარი,წუხელ ვიღაც მამაკაცი ვნახე სიზმარში,შეეშინდა და გამომკითხა როგორი იყო ის მამაკაციო,რა უნდა შენთან,რა გითხრა.არაფერი არ მითხრა,მაგრამ ჩვენ სექსი გვქონდა და ეს იყო ძალიან რეალური,სულ სხვანაირი გრძნობა რაც შენთან არ მიგრძვნიამეთქი. -გაბრაზდა? -კითხულობ თუ გაბრაზდა? გაბრაზდა,ყველაფერი დალეწა და ჩემზე ხელიც კი ასწია,შემდეგ კი მითხრა,მხოლოდ მე მაქვს უფლება შეგეხო და სხვას არავის. -და გაგიჩნდა ეჭვიც. -სწორედ აქედან გამიჩნდა ეჭვი და არც გასულა დიდი დრო,რომ რიტა გამოჩნდა. -ალექსანდრე,როგორ ფიქრობ დაუსჯელი დარჩება ეს მამაკაცი? -რა თქმა უნდა არა,ჯერ იფიქროს რომ არ შევეხები,მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მივაკითხავ. ალი გამოფხიზლდდა და გიჟივით შემოირბინა სახლი,ბაღშიდაც გავიდა ეგონა სოფია იქ დახვდებოდა და გაუღიმებდა,მაგრამ სოფია იქ არ დახვდა.ალექსანდრემ რიტას დაურეკა და თავისი სიხარული გაუზიარა,რიტამ კი უთხრა. -მიხარია რომ შენი ბედნიერება სრულყოფილია ალექსანდრე. -ეს შენით არის,მე შენით ვარ ბედნიერი და მადლობა ეს ბედნიერება რომ დამიბრუნე.რიტამ ტელეფონი გათიშა,ფული დაითვალა ჩანთაში ჩაიდო და ლევანთან წავიდა. -რიტა მოდი უკვე გავდიოდი. -არ დაგაყოვნებ დიდი ხნით,ლევან და გუგა თქვენ დიდი შრომა გასწიეთ ელზას პოვნაში და ოჯახს ბედნიერება დაუბრუნეთ,ეს ის თანხაა რაზედაც შევთანხმდით,შრომის საფასურს გადახდა უნდა მეგობრებო. -მე ჩემი საქმე გავაკეთე ისე როგორც გუგამ და ეს თანხა უკან წაიღე, რიტა ჩვენ უკვე გადაგვიხადეს იმაზე მეტი რაც უნდა გადაეხადათ. -ვინ გადაიხადა თანხა,ეს ხომ ჩვენ მოვილაპარაკეთ. -ალექსანდრე მოვიდა,ყველაფერი ვუთხარით თანხაც გადაიხადა და მადლობაც გვითხრა.ახლა კი მხოლოდ ის შემიძლია ვახშამზე დაგპატიჟო, რიტა მოდი ერთად ვივახშმოთ. -რატომაც არა,წავიდეთ და სამივემ გემრიელად ვივახშმოთ.გუგამ თინას დაურეკა და სამეულს ისიც შეუერთდა,მეგობრებმა ძველი დრო გაიხსენეს და იმხიარულეს.ელზა დაბრუნდა და ბედნიერებამ ოჯახში სინათლე შემოიტანა,რთული იყო ელზას და მართას ერთად ყოფნა,მართა ვერ აღიქვამდა მას რომ ის მისი დედაა,ელზა კი ამას ვერ ეგუებოდა,მაგრამ იმედი ჰქონდა დრო და დრო მართა მიიღებდა. -თავი უნდა შეიკავო,ცხოვრებას ცვლილებები მოაქვს მაგრამ რაღაცეები უცვლელი რჩება. -მაგალითად? -მაგალითად ის რომ ალექსანდრეს ისევ ისე უყვარხარ შვილო როგორც ადრე,მართაც შეგეგუება და ოჯახი ისევ გაერთიანდება.ელზა ბედნიერია ოჯახში დაბრუნებით,მაგრამ ალიმ ვერ აიტანა სიმარტოვე და მთელ სახლში ბებზინი მოასხა,უნდოდა თავადაც სახლში დარჩენილიყო,მაგრამ ახმედმა ნება არ მისცა ცეცხლმოკიდებულ სახლში დარჩენილიყო სახეში ძლიერად გაარტყა და გათიშული გამოიყვანა სახლიდან,რამდენიმე წუთში მთელი სახლი ცეცხლის ალში გაეხვია,ყველაფერი დაიწვა და ნაცრად იქცა.გვიან ღამით სახლის ტელეფონი ახმაურდა და ალექსანდრემ აიღო. -ბოდიშს გიხდით ასეთ დროს რომ გაწუხებთ,არც ის ვიცი ახლა რა დროა თქვენთან,მაგრამ სოფიამ,მაპატიეთ ელზამ დამიტოვა ეს ნომერი მე მისი ფსიქოლოგი ვარ,შეიძლება ელზას რამდენიმე სიტყვა ვუთხრა? ალექსანდრემ ელზას შეხედა და უთხრა. -შენთან არიან,ელზას ფსიქოლოგი ვარო.ელზამ ტელეფონი გამოართვა და თითქოს ცუდის მოლოდინში იყო,შეშინებული ხმით უპასუხა. -გისმენთ. -ელზა წავიკითხე წერილი რომელიც დამიტოვე და ვიცი რომ ალი უცნაურად იქცეოდა და რაღაც დიდ საიდუმლოს მალავდა,მაინც დაუჯერებლად მეჩვენება ეს ყველაფერი. -მაგრამ ყველაფერი სიმართლეა და ეს მე გადამხდა თავს,შენთვის ეს დაუჯერებელი ისტორია ჩემი პირადულია ფერიდე. -ელზა ვიცი ეს კითხვა ყოვლად უადგილოა რასაც ახლა შეგეკითხები,მაგრამ დღეს ალის ხომ არ დალაპარაკებიხარ. -არა,რა მოხდა.შიშმა აიტანა ელზა. -როგორც წერილში მთხოვე წავიკითხე თუ არა წერილი ალისთან წავედი,სახლი ცეცხლის ალშია გახვეული. -ის,ის ნახე? -არა,იქ არ იყო და სახლში ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო ვერავინ გაბედა შიგნით შესვლა.ელზა ბოდიში რომ აგანერვიულე,მაგრამ ფრთხილად იყავი. -მადლობა ფერიდე ფრთხილად ვიქნები,თუ რამე გაიგო შემატყობინე. -რა მოხდა,რა ცეცხლზეა საუბარი.შეეკითხა ალექსანდრე და ელზას არეულ სახეს დააკვირდა. -ალის სახლი დაიწვა,მაგრამ თავად ალი არ ჩანს მითხრა რომ ფრთხილად ვიყო. -თავად არ დამწვარა? არც შემეცოდებოდა თუ ცოცხლად დაიწვა,საინტერესოა შენ რატომ დაგირეკა,გაგაფრთხილა? -გამაფრთხილა,ალექსანდრე ის არ არის სრულ ჭკუაზე,ის ავადაა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. -ვიცი კარგად მახსოვს რომ ავადაა სამი წელი გმალავდა,ცხოვრება წაგართვა და გპირდები რომ ის დაისჯება,ყველაფრისთვის გადაიხდის რაც დაგიშავა.ალექსანდრემ ვეღარ გაჩერდა სახლში და გადაწყვიტა გაევლო,მიხვდა რომ სამი წლის დაშორებამ გრძნობები ერთმანეთის მიმართ გააცივა,ვერაფერს ვერ ხვდება რას გრძნობს,მხოლოდ ის იცის კარგად რომ ერთადერთი გამოსავალი მათი ცალ-ცალკე ცხოვრებაა.ალექსანდრეს წასვლიდან რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო და კართან წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული დახვდა და გაეცინა,თაიგული აიღო და სახლში შევიდა,ასე გრძელდებოდა რამოდენიმე ღამე და ერთ საღამოს თაიგული არ დახვდა,კართან თავად ალი იყო.ელზამ გაბრაზებულმა შეხედა ალის და უთხრა. -შეეეეენ? როგორ გაბედე აქ მოსვლა.ალიმ ჩაიცინა,ხელი კრა ელზას და სახლში შეაგდო თავადაც შევიდა ორივე ხელები წელზე ძლიერად შემოხვია და ვნებამორეული ხმით უთხრა. -მელოდი,თქვი რომ მელოდი სოფია. -არ ვარ სოფია,არ ვარ სოფია.მთელი ხმით იყვირა ელზამ და შეეცადა თავი დაეხსნა მისი მკლავებიდან,მაგრამ ალი უფრო და უფრო უჭერდა ხელს და ხმაშიდაც სიბრაზე ემატებოდა. -შენ ყოველთვის ჩემი სოფია იქნები,გესმის? როგორც იქნა თავი დაიხსნა ელზამ კარი გააღო და ხელით ანიშნა. -წადი,წადი და აქ აღარ დაბრუნდე. -მე წავალ აქედან,მაგრამ მარტო არა შენთან ერთად. -მე ყველაფერი გამახსენდა. -მოგატყუეს,თავი თავიანთი შექმნილი ფანტაზიებით გამოგიტენეს და შენც დაიჯერე. -ყველაფერი,ყველაფერი გამახსენდა.ვინ ვარ მე,ვინ არის ჩემი ქმარი,შენ სამი წელი ტყუილში მაცხოვრე და ახლა აქ მოდი და იგივეს იმეორებ? წადი,გთხოვ წადი.შენ ავად ხარ და შენ დახმარება გჭირდება. -არა,მხოლოდ შენ მჭირდები.შენს გარეშე ეს სამყარო ჩემთვის ჯოჯოხეთია,წამოდი ერთად წავიდეთ, აქედან გავიქცეთ სოფია.ალიმ ისევ წვდა ელზას ხელი მოხვია და შეეცადა მისთვის ეკოცნა, მაგრამ ელზამ იკივლა და მერი შეაშინა ელზას ხმამ. -ელზა შვილო რა მოხდა.მერი შეშინებული და ფეშიშველა იდგა და ალის უცქერდა,იცნო,იცნო ალი ის ხომ იქ იყო და მას ესაუბრა. -შენ? შენ ისევ აქ მოდი ისე თითქოს არც არაფერი არ მომხდარა,სამი წელი ტყუილში აცხოვრე ჩემი შვილი.წადი,წაეთრიე ჩემი სახლიდან თორემ პოლიციას დავურეკავ.ალიმ ისეთი თვალებით შეხედა დედა-შვილს რომ ორივეს შეეშინდა,წავიდა იმ წუთში ალი მაგრამ ის არ წასულა შორს,ფეხია ხმა გაიგონა და შეხედა ალექსანდრეს ის სახლს ამოეფარა,რამდენიმე წუთში ალექსანდრე ელზასთან ერთად გამოვიდა სახლიდან,მაგრამ ელზა შებრუნდა და მერის უთხრა. -კარებები დაკეტე დედა და არავის,არავის არ გაუღო. -კარგი შვილო,არ გავაღებ კარს.ალექსანდრე და ელზა თითქმის შუაღამე იყო გადასული რომ დაბრუნდნენ ორივე ნასვამ მდგომარეობაში,ჩუმად შეიპარნენ სახლში უხმაუროდ,მაგრამ რაღაც ხმა შემოესმათ და ელზამ ეჭვის თვალით მოავლო სახლს თვალი სიბნელეში,ფეხაკრებით მივიდა მერის საძინებლის კართან და ბებიას და შვილიშვილს ტკბილად ეძინათ,ასევე ფრთხილად დაკეტა კარი,მაგრამ უეცრად პირზე ხელი ააფარეს და ყურში ალის ჩურჩული მოესმა. -გამაგდე სახლიდან,მაგრამ მე ისევ მოვედი და აქ ვარ,უშენოდ არ წავალ. -ხელი გამიშვი,ხელი გამიშვი მანიაკო და წადი.ალექსანდრეს ელზას ხმა შემოესმა,ადგა და შეხედა ალის მკლავებში მომწყვდეულ ელზას და თვალებში ცრემლი მოაწვა და თქვა. -წარსულმა რომელმაც ტკივილი მომაყენა,წარსულს არ ბრალდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.