შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (2)


8-09-2019, 00:54
ავტორი Holly_Holly
ნანახია 3 370

-რა იყოთ მოჩვენება ხო არ დაინახეთ? სიცილით და უფრო ირონიით მოგვიგო დევდარიანმა
-ვაიმე ბიჭებო ღმერთმა გამოგვიგზავნა თქვენი თავი,ბენზინი გაგვითავდა კაკრას-ღიმილით თქვა ლენკამ და ჯობდა მიწა გამსკდარიყო ამ დროს და შიგ ჩავეტანე,სულ გასულელდა ეს გოგო.
-არ გვჭირდება თქვენი დახმარება,ჩვენ თვითონ გავართმევთ თავს,იდაყვი მივარტყი ლენკას,რომ იქნებ გონს მოეგოსთქო..
-ცოტას მგონი გოიმობ-სიცილით გამომხედა დევდარიანმა
-თავხედების აზრი არასდროს მაინტერესებდა ახლა რომ დამაინტერესოს
-შენ ბევრს ხო არ ლაპარაკობ? გამკაცრებული ტონით შემომიბრუნა სიტყვა
-არამგონია
-ჩემთან ბევრ ლაპარაკს არავისთვის კარგი არ მოუტანია შენ რომ მოგიტანოს და ენას კბილი უნდა დააჭირო-თვალი ჩამიკრა და ახალ ღერს მოუკიდა
-ენაზე კბილის დაჭერა ჩემთვის უცხო ხილია,მითუმეტეს შენნაირებთან
ელვის სისწრაფით მომიახლოვდა და მკლავზე ხელი მომიჭირა,თვალებში ზიზღით შემომხედა რაღაც უნდოდა ეთქვა,მისმა ძმაკაცმა ხმა რომ ამოიღო
-აუ შეჩ*მა წამოდი რა გვაგვიანდება ისედაც
დევდარიანი სწრაფად ჩაჯდა მანქანაში..
-ბოლოჯერ გეკითხებით,მოდიხართ თუ არა? მობეზრებული ხმით გვკითხა დევდარიანის ძმაკაცმა
-არ მოვდივართ-უხეშად ვუპასუხე,ლენკა გაბრაზებული თვალებით მიყურებდა და შუბლზე ეწერა შენ ხო არ გაგიჟდიო..მანქანა დაქოქეს და მოწყდნენ ადგილს..
-აუუუუ ანანო შენ სულ გააფრინე? რა ჯიბრის დრო გამონახე? ან ვისთან გოგა დევდარიანთან ? მეორე ლაშა იყო,მისი ძმაკაცი,აუ როგორ მომწონს..მოწყენილად ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა..
თითქოს ვერ ვიაზრებდი ვერც ამ დიალოგს,წვიმასაც ვეღარ ვგრძნობდი..გავშრი ადგილზე და ვერაფერს ვერ ვამბობდი,არვიცი რა დამემართა..შემეშინდა მისი? რა სისულელეა,ანანო გონს მოეგე..ფიქრებიდან ლენკას ხმამ გამომიყვანა
-გოგო ჩაჯექი მანქანაში და ბიჭებს მაინც დავურეკოთ,შენი უაზრო საქციელის გამო აქ გათენებას ნამდვილად არ ვაპირებ..
ბიჭებს დავურეკეთ და სანდრო მოვიდა,არაფერი არ მოვუყევით არ მინდოდა გამემწვავებინა..სახლში მივედი თუ არა აბაზანში შევედი,დავდექი ცხელი წყლის ქვეშ და დავიწყე ფიქრი,მინდოდა გადამეხარშა ეს ყველაფერი..ნუთუ ახლა სულ წინ უნდა გადამეღობოს ეს მანიაკი? ბიჭებმა რომ გაიგონ,ცოცხალს არ დატოვებენ..მაგრამ ცუდი ურთიერთობაც არააქვთ და ვერაფერს ვერ მოვუყვები..ამაზე ფიქრიღა მაკლდა,ვითომ ძაან კარგად ვგრძნობდი თავს ახლა ხო საერთოდ..საშინლად დაღლილი ვიყავი,აბაზანიდან გამოვედი,ჩავწექი თბილ ლოგინში და მალევე ჩამეძინა..

8;30
დილით ყოველთვის დაღლილი ვიღვიძებ და მიჭირს გამოფხიზლება..მაგრამ ლექციებს ვინ დაესწრება..ავდექი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი..ლიზა წასული იყო კლინიკაში,კრუასანები გაკეთებული ჰქონდა,მანებივრებდა ყოველ დილით..
გზაში ნინი შემხვდა.
-ლენკამ მომიყვა ყველაფერი,ღამე რაც მოხდა
-ხო ვინ დაასწრებს მაგას-ღიმილით შევხედე ნინის
-ძალიან უშიშარი დაქალი,რომ მყავს ყველაააამ უნდა იცოდეს
-აუ ნი ნუ სულელობ,ისედაც სულ მაგაზე ვფიქრობ,ეს ვინ გადავიკიდე მეთქი..ესღა მაკლდა
-კაი დავიკიდოთ ეგ თემა,დღეს გიორგის დაბადების დღეა,წყნეთში ქირაობენ ბიჭები სახლს 2-3დღით,ჩვენ ვიქნებით და მისი ახლო მეგობრები,კაია ბევრნი არ ვიქნებით და გავერთობით,იქნებ ვინმე ბიჭი ავაგდო,დავიღალეეე მარტო ყოფნით
-აუ მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმა-მობეზრებულად ჩავიქნიე ხელი
ლექციებს დავესწარით..ბიჭებიც ვნახეთ,შევთანხმდით მანქანებში ვინ ვის ჩაუჯდება..
ხუთი საათი ხდებოდა,რომ სანიმ დამირეკა
-შენს სახლთან ვარ და ჩამოდი
ჩავედი და თვალები შუბლზე ამივარდა,სანდრო და გოგა ერთად რომ ვნახე..
-ჩემიიი პრინცესიტა,მომეხვია სანდრო..გოგა ირონიულად მათვალირებდა და ჩაიღიმებდა იდიოტივით
-სანდრო ეს რას აკეთებს შენს გვერდით? ჩურჩულით ვკითხე
-ანო არის რაღაცეები,რაც გვაკავშირებს და ეს თქვენ საერთოდ არ გეხებთ,ანდაც შენთვის რამნიშვნელობააქვს? ყველას აზრებით ნუ ცხოვრობ
-ხო ნუ არა ისე ვიკითხე
-კაი ჩაჯექი მანქანაში,დაგვაგვიანდა
-მოიცა ესეც მოდის?
დევდარიანმა სათვალე შუბლზე აიწია და მწარე თვალებით გამომხედა
-ეს არა გოგონი,გოგა მქვია და აღარ შეგეშალოს მიმართვა
-ჰეი დაეშვით და მოდუნდით,არ მინდა აქ ზედმეტი ლაპარაკები,სარკედან გამომხედა სანდრომ და თვალებით მანიშნა გაჩუმდიო..
ისევ ფიქრებმა ჩამითრიეს..რა გაძლებს ამ ადამიანთან ერთად ერთ სახლში,ვაიმე პიკი მჭირს..ყველაზე მეტად ასე ადამიანი თუ იმოქმედებდა ჩემს ნერვებზე და გამაღიზიანებდა არ მეგონა,ცხოვრებისგან გაბოროტებული და მხეცი ადამიანი იყო,ნორმალურ ენაზე დალაპარაკებაც კი ვერ გამოვიდოდა,ასეთებმა საერთოდ სიყვარული იციან? მშობლები? მეგობრები? ასეთ სასტიკ ადამიანს ძმაკაცებიც,რომ უძლებენ საინტერესოა,ის ფიქრებიც არ მასვენებდა,რა აკავშირებდათ ჩვენს ბიჭებს მათთან,ყველაფერი ერთმანეთზე არეული და საშინელია,ფიქრიც მაშინებდა..
როგორც იქნა,ჩამოვედით..ლენკა და ნინი სრაფად მოცვივდნენ ჩემსკენ
-შოკში ვარ გოგოებო,სრულ შოკში
-მეც მაგრამ რაღაც პონტში მიხარია ლაშას აქ დანახვა
-აუ ბავშვებო სულ გააფრინეთ,ერთი წუთი ვერ ვუძლებ ამათ და რამდენიმე დღე ამ მანიაკს რა აიტანს..
-ისე კი უხდებით შენ და გოგა,იდაყვი მომარტყა ლენკამ და ბოროტულად ჩაიცინა
-ვაიმეეეე მომშორდი,მსოფლიოში ბიჭები რო ამოწყდნენ და ეს ერთი დარჩეს მთელს დედამიწაზე,მაინც არ შევხედავ სერიოზულად ამ მხეცს
-მაგარ ვიდზე კია დევდარიანი,ეს საწოლში რა ცეცხლი იქნება-სიცილი დაიწყო ნინიმ
-თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ,მართლა ვერ ხართ საღ გონებაზე,წავედი მე სახლში შევედი..
მშვიდ ადგილას იდგა სახლი,ლამაზი იყო აქაურობა,ძალიან მშვიდად ვიქნებოდი დევდარიანი თუ არ იქნებოდა აქ..სუფრა გავშალეთ და დავსხედით,დალევა დავიწყეთ..გოგა ჩემს წინ იჯდა და ცეცხლებს აფრქვევდა,ლაშა ლენკამ უკვე დაკერა და რამდეინმე ჭიქის მერე სიცილ-კისკისი ატეხეს,ნინი იმდენს ლაპარაკობდა,ენა გადაიტყავა..მე ერთი ჭიქის მერე ვგრძნობ როგორ მეხსნება დაძაბულობა..ორი ჭიქის მერე ვწითლდები და ლაპარაკს ვიწყებ..სამი ჭიქის მერე,ვხვდები გრადუსში როგორ შევყავარ და ვიკიდებ ყველაფერს,ბიჭები კარგად დათვრნენ,გოგა ისევ საღ გონებაზე იყო,არადა ჭიქა არ გამოუტოვებია..მოყვა მეხუთე,მეექვსე ჭიქა და ვხვდები როოგორ მეხვევა თავბრუ და ენა მებმევა..ადგომა და გასვლა გადავწყვიტე გარეთ,თავი ხელში ავიყვანე და შევეცადე არ დავვარდნილვიყავი..ჰაერმა ცოტა არიყოს მიშველა,ერთი წელია ასე უბედურად არ დამილევია..
-რაიყო ასე მალე თუ თვრებოდი არ მეგონა-მომესმა დევდარიანის დამცინავი ხმა
-ახლა შენი თავი სულ არ მაქვს,ჩემს კუდში დევნას როდის შეეშვები?
-კუდში არავის არ დავსდევ,შენ მითუმეტეს არაფერი გაქვს ისეთი,რომ მომინდეს შენი კუდში დევნა..-ჩაიცინა ცინიკურად
-იუმორი რომ დაგეხვეწა ცუდი არ იქნებოდა
-შენ ენა რომ დაგემოკლებინა კაი იქნებოდა
-იოცნებე-ზურგი ვაქციე,უცბად შემომატრიალა და მის მკერდს მიმაკრო,მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი,თვალებს დამატარებდა,ხან თვალებში ჩამხედავდა ღრმად,შემდეგ გადაატარებდა ჩემს ტუჩებს,გონს მოვეგე და ხელი გავაშვებინე..
-მითხარი,რომ ჩემი კოცნა გინდა -ამაზრზენად ჩაილაპარაკა
-ფუ არასოდეს,მეზიზღები - ხელი მომიჭირა მკლავზე და კბილები გასრისა
-მაგ სიტყვას ჩემთან მიმართებაში აღარ იხმარ,თორე ძალიან ძალიან გეტკინება
-ხელი გამიშვი - უკვე ვუყვირე
-ტონსაც გააკონტროლებ
-შენ საერთოდ ვინ გგონია შენი თავი? თავს რამდენის უფლებას აძლევ?
-იმდენის უფლებას,რამდენსაც მოვინდომებ და ისე იქნება ყველაფერი,როოგორც მე ვიტყვი
-ვაიმე ნუ მაცინებ,დამცინავად გავძახე..მე არავის პრიკაზებზე არ მივლია და შენ საერთოდ ვინ გამიხდი,წინ რომ მეღობები
-ძალიან მალე გაიგებ ანანო გოცირიძე,ძალიან მალე..თავი დამიქნია და საჩვენებელი თითი გამომიწია..სახლში შევიდა,მის მერე აღარ მინახავს,ჩემს საძინებელში მოვთავსდი და გოგოებს ვეჭორავე..ბიჭები ისევ სვავდნენ..
-შოკში ვარ ანო,ეგ ბიჭი ძალიან საშიშია - სიცილი დაიწყო ლენკამ
-ძაან დამამშვიდე,ყოჩაღ
-აუ გოგოებო ლაშა ძაან მომწონს,ვდნები მასთან რო ვარ
-ლენკა ეგ ტიპი ისეთივეა,როგორიცაა გოგა და მოერიდე,ეს ყველაფერი მე არ მომწონს,ძაან ცუდად გიყენებს
-ხუმრობა იქეთ იყოს და მეც ანოს ვეთანხმები,ლენ არარიან სანდოები -როგორც იქნა გვიკადრა ნინიმ
-გოგოებო ცოტა დაფიქრდით,ჩვენი ბიჭების სანახევრო სასტავია და როგორ ფიქრობთ,ჩვენით გაბედავენ თამაშს? გაამართლა უცბად ლენკამ
-ასეთებისგან ყველაფერია მოსალოდნელი,არვიცი მე პას ხელებს მაღლა ვწევ და უკან ვიხევ- დაამატა კომენტარი ნინიმ
-კაი დავიძინოთ,თორე ისე მეერევა გული მეშინია არ დაგარწყიოთ ზედ - სიცილი ავტეხე
-ფუ რა საშინელი ხარ -ზიზღით ამომხედა ლენკამ
ღამის 4 საათი იყო,რომ გამეღვიძა..სუშნიაკი მჭირდა და საშინლად ითხოვდა ჩემი ორგანიზმი წყალს..ჩავედი პირველ სართულზე,წყალი რომ დამელია და მეტი არაა ჩემი მტერიი,ყველგან ეს უნდა მაფრთხობდეს,გავიფიქრე..
-ამ კურდღლის პიჟამაში სასაცილო ხარ -დიალოგი ისევ დევდარიანმა წამოიწყო
-შენ კი ისე საშინლად ყარხარ არყის სუნად,შეუძლებელია აქ გაჩერება
-რომ არ დაგეძინა და იმდენი დაგელია,რამდენიც მე არანკლებ აყროლდებოდი გოცირიძე
ჭიქა მაგიდაზე დავდე გამოსვლას ვაპირებდი..
-ვიცი რო არ გეძინება და წამოდი გავისეირნოთ
-დამცინავად შევხედე.მე და შენ? სეირნობა?
-მანიაკი არ ვარ არ მოგკლავ და გვამს არ გადავმალავ,ნუ გეშინია
-თავს ვიზღვევ მაინც
-რატო ასე გეშინია სიკვდილის?
-ნწ..თავი გავაქნიე
-მაშინ წამოდი..უცბად ისეთი ნიღაბი ჩამოიცვა სახეზე,პლედიც კი მომაფარა,მაგრამ ამის ტრიუკებზე არ გავთამაშდებოდი
-ცივა და კარგად მოიფარე
-აუფ მზრუნველობაც დაგიწყია
თავი გააქნია,ტუჩის კუთხე ჩატეხა და სიგარეტს მოუკიდა..სუშნიაკზე სიგარეტი გამისწორებდა გავიფიქრე,მაგრამ არვიცი რამდენად სწორი იქნებოდა მისთვის მეთხოვა სიგარეტი,მაგრამ ნაფაზებს ისე ურტყავდა მეც მომანდომა..
-შენ არ ეწევი?
-ათასში ერთხელ
-მოწევ?
დიდიხნის დუმილის შემდეგ ვუპასუხე
-კი
მომიკიდა..
-გიხდება სიგარეტი,სექსუალურს გაჩენს,ამათვალიერა..დაჟე ამ პიჟამაშიც ტო
-არ გიფიქრია იუმორის დასახვეწად კურსებზე გევლო?
-მხოლოდ შენთან ერთად -იცინის
-მალე დაგვათენდება,წავიდეთ
-ვერ ჩერდები დიდხანს ჩემს გვერდით ხო?
-კი უხეშ ადამიანებთან მირთულდება გაჩერება
-შენს თავთან როგორ ჩერდები მაშინ? -წარბები აწია
-უხეში არ ვარ
-ხარ ანანო,ზუსტად ეგ მხიბლავს
-ნუ მაცინებ..მივუგდე ორი სიტყვა და სახლში შევედი,საძინებელში ისე ჩავიკეტე,მეგონა აქაც შემომყვებოდა..ეს რაიყო ახლა? დავიწყე ფიქრი..გასეირნება,მასთან ერთად სიგარეტის მოწევა..რას ვაკეთებ საერთოდ..გონს მოეგე გოცირიძე..გულის ტკენას ვეღარ აიტან,ნუღარ შეტოპავ ღრმად!!ფიქრებში ჩამეძინა..

14;35
ძლივს ვახელ თვალებს,საათს დავხედე და წამოხვტი..წყალი გადავივლე და ქვემოთ ჩავედი..ყველა იქ იყო მის გარდა..
-რაიყო უფრო ადრე ვერ აწიე ტრ*კი? ბალიში მესროლა სანდრომ
-ყავაა გააკეთე,რადგან გვიან ადექი -ენა გამომიყო ლენკამ
-თქვენ უნდა მომართვათ ყავა..მივედი და მათთან დავჯექი
მაინტერესებდა სად იყო დევდარიანი,მაგრამ არვიცოდი რანაირად მეკითხა..
-და ყველა სადარის? უაზრობა წამოვიძახე
-ყველა რა დევდარიანია გასული ნუცასთან -თქვა ვაჩემ
-ნუცა ვინაა? არ მოველოდი ასეთ პასუხს
-მისი ნაშა რა ეტყობა
გულში რაღაც ჩამწყდა თითქოს..მაგრამ რატო? აი რატო? რაში მაინტერესებს გოგა ვისთან ან სადარის? მე არმინდოდა ყველაზე მეტად აქ ყოფილიყო თვითონ და რომ გამეხარდეს ასე რატო დამაინტერესა მის შესახებ,ნერვები მეშლება საკუთარ თავზე..ჩემი წინა ცხოვრების მერე ასე არცერთი ბიჭი არ მიმიყვანია გულთან ახლოს,მითუმეტეს ეს ადამიანი კი არა ცხოველია,რომელიც ნებისმიერის გრძობებით თამაშობს და ერთობა..რატო გამოიწვია ასეთი ინტერესი ჩემში..არ მინდოდა ამდენის აღიარება საკუთარ თავთან,მეშინოდა..ძალიან მეშინოდა.
-შენ რაში გაინტერესებს დევდარიანი სად და ვისთან იქნება? ირონიულად გამომხედა გიომ
-ყველა ერთად ვიყავით და რომ გაქრა დამაინტერესა,რა არ შეიძლებაა? თავი გამოვიძვრინე უცბად
-ნუ გაოფლიანდი - სიცილი დაიწყო ნინიმ
ლენკა ისევ ლაშას ეფლირტავებოდა..საწყალი ბიჭი,რამდენს ელაპარაკება და ტვინს უჭამს საცოდავად გავხედეთ მე და ნინიმ მათ,სიცილი აგვიტყდა..ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა..გარეთ გამოვედი
-გისმენთ
-რაიყო ხო არ მოიწყინე უჩემოდ პატარავ? სიცილნარევი ხმით დაიწყო ლაპარაკი დევდარიანმა
-უი აქ არხარ? ვერც კი შევამჩნიე
-თავს იძვრენ?
-რაიყო თავს იმშვიდებ? არ ვიხევ უკან
-კითხვაზე ყოველთვის კითხვით მპასუხობ გოცირიძე
-ჩემი ნომერი საიდანღა გაიგე?
-აუფ გოგა დევდარიანისთვის ამაზე ადვილი არაფერი არარის
-ხო არც ბევრი ნაშობის ყოლაა რთული ხო? ვთქვი და ვინანე,რა შტერი ხარ ანანო
-ვაუ ეჭვიანობ? გასწორებული ხმით მკითხა
-ნუ მაცინებ რა,შენზე საეჭვიანო რამაქვს
-იქნებ გაქვს
ნერვები მომეშალა და ტელეფონი გავუთიშე..მასზე კი აარაა ვისზეც უნდა მომეშალოს ნერვები მხოლოდ ჩემს თავზე..რამ მათქმევინა ეს სიტყვა არვიცი..უფრო მეტი მიზეზი მივეცი ამ ცხოველს ახლა..ცხრა საათი იყო,როცა თბილისში ჩავედით,სახლებში დაგვტოვეს ბიჭებმა..წყალი გადავივლე და წიგნის წაკითხვა დავაპირე,როცა კარების ბრახუნი გაისმა..
-ვინ არის?
-კარი გააღე თორე შემოვანგრევ,გაისმა დევდარიანის გაბრაზებული ხმა,კარი გავაღე და სახლში შემომივარდა
-ვინ მოგცა ამდენის უფლება,ამდროს მომივარდე და კარები მიმტვრიო? ვუყვირე
-შენ ვინ მოგცა მაგდენის უფლება ტელეფონი გამითიშო? მკლავზე ისევ მომიჭირა ხელი
-მემგონი სულ გააფრინე,პარანოიები გჭირს და არიცი რას აკეთებ ახლა..მუშტი კედელს მიარტყა და გამწარებული თვალებში ჩამხედა
-არავის არასოდეს ჩემთვის ტელეფონი არ გაუთიშავს და მეორედ ამას ვერც შენ ვერ გაბედავ
-შენს თავს რამდენის უფლებას აძლევ? არავინ ხარ ჩემთვის გესმის? არაფერს წარმოადგენ,რომ კიდე მივარდები და ამხელა პანიკებს მიწევ! ნერვიულობისგან ამაკანკალა,ტუჩებმა თავისით იწყეს გაშრობა,მძიმე ჰაერი ჩამოწვა,ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი და ისტერიკული სიიცილი მეწყებოდა..
-გოცირიძე ერთხელ და საბოლოოდ დაიმახსოვრე,რომ არ მოგცემ უფლებას ასე მელაპარაკო,ჩემთან ლაპარაკისას უნდა მიიღო რაღაც გარკვეული ზომები,გასაგებია?
-შემეშვი და წადი ჩემი სახლიდან
-იმას ვერასდროს ვერ ეღირსები,რომ შეგეშვა,ახლა წავალ და დაიმახსოვრე ეს კარგად..საჩვენებელი თითი მომიქნია 2წლის ბავშვივით და გაქრა ადგილიდან..
დავრჩი ისევ ჩემს ფიქრებთან ერთად,გაგიჟებული და გაოგნებული..რა ხდებოდა ჩემს თავს?არვიცი ეს ყველაფერი მომწონდა თუ უბრალოდ შიშს მგვრიდა..რა სახელი უნდა დამერქმია ამ სიტუაციისთვის არვიცოდი..საშინელი ადამიანი ყოფილა გოგა დევდარიანი,მხოლოდ ცუდი მოქმედებს მასზე დადებითად,კარგი კი პირიქით აფუჭებს..გავიდა 3 დღე ისე,რომ არც გამოჩენილა,სიმართლე თუ გაინტერესებთ მაკლდა,არვიცი ალბათ ეს ყველაფერი მომწონდა,მაგრამ ჯობდა სულ აღარ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში,ვიდრე საშინელებათა ფილმი გაგრძელებულიყო მასთან ერთად.ალბათ ნუცასთან ერთად ერთობოდა,ნებივრობდნენ ერთ საწოლში,ისე გაქრა თითქოს არც არაფერი ყოფილა..და იქნებ მართლა არც არაფერი იყო ეს მისთვის და ერთგვარი თამაშის ნაწილი იყო,ასეთებისგან რას ველოდი? ასეთებს რამე ცვლით? მემგონი არა.ბავშვები ვნახე ლექციების მერე ბარში ვისხედით და ლუდს ვსვავდით,ჩვენი სიჩუმე დაირღვა როგორცკი ბარის კარი გაიღო და დევდარიანი წამოვიდა ჩვენი მიმართულებით ვიღაც მაღალ ქერა გოგოსთან ერთად..
ისე მოგვიახლოვდა ჩემთვის არც შემოუხედავს,ისე დასხდნენ თითქოს არაფერი
-ვაა გოგა იქნებ გაგვაცნო ეს ლამაზი გოგო -ირონიულად წამოიძახა ვაჩემ
-გაიცანით, ნუცა ლაგვილავა.
ადგილზე გავშრი,ეს უკვე მეტისმეტი იყო და მაინც მეშლებოდა ჩემს თავზე ნერვები რატო მანაღვლებდა ეს ყველაფერი? გულთან ახლოს რატო მიმქონდა,მასთან დაკავშირებული მოვლენები,როცა ამდენი ხანი ყველასთან ყველანაირ კონტაქტს ვწყვეტდი და ჩემს სიახლოვეს არ ვუშვებდი..რა დამმართა გოგა დევდარიანმა?!

ბავშვებო მოგწონთ? გავაგრძელო?



№1 სტუმარი ana

dzalian kargia da gaagrdzele aucileblad

 


№2  offline წევრი Holly_Holly

ana
dzalian kargia da gaagrdzele aucileblad
მადლობა.

 


№3  offline წევრი isterichka123

კი კი ძალიან კარგია გაგრძელე

 


№4 სტუმარი Lizi

Magaria imedia male dadeb shemdegs

 


№5  offline წევრი Holly_Holly

მადლობა ბავშვებო სტიმულისთვის.. ყოველდღე შევეცდები დავდო,მინდა კარგი თავები გამოვიდეს

 


№6  offline წევრი anako

არ შეწყვიტო რაა არ მიყვარს ასე კარგად რო წერენ და მერე არ აგრძელებენ
წინა თავიც წავიკითხე და მომეწონა კარგად წერ
დევდარიანის ნაირი ცუდი ბიჭები ძაან მომწონს
კარგია ჩვენს ანოს ცოოოტა თავდაჯერებულობა მიეცი ცოტა მწარედ ალაპარაკე და გრძნობებს ნუ გამოაშკარავებს ჯერ შეინიღბოს ხო ხვდები...ნუ ეს ჩემი პირადი აზრია და შეიძლება არ მოგეწონოს მარა ასე უფრო საინტერესო და მიუწვდომელის შტაბეჭდილებას დატოვებს
დევდარიანში არ შეცვალო არაფერი მერე ცოტა დაათბე და ვაფშე კლასნი იქნება
საინტერესოა ძალიან და წარმატებებს გისურვებ
ზემოტ რაც დავწერე ეს ცემი პირადი აზრია და არ მინდა ტავს მოგახვიო უბრალოდ მე მომეწონებოდა ასეთი გოგო.მიუწდომელი,მწარე,ვითომ არ აინტერესებს არაფერი
მოკლედ წარმატებები და მალე დადე ახალი თავიი heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი Holly_Holly

ბავშვებო თქვენი აზრი რათქმაუნდა მთავარია ჩემთვის,მადლობა დიდიიიიი

 


№8  offline წევრი Niniko11

ძაალიაან მომეწონაა ასე განაგრძეე ♡♡♡
ახალი თავი მალე დადე რა ვკვდები ინტერესიით ძაალიაან დამაინტერესაა ამ ისტორიაამ♡♡♡
წარმატებები♡♡

 


№9  offline წევრი Holly_Holly

Niniko11
ძაალიაან მომეწონაა ასე განაგრძეე ♡♡♡
ახალი თავი მალე დადე რა ვკვდები ინტერესიით ძაალიაან დამაინტერესაა ამ ისტორიაამ♡♡♡
წარმატებები♡♡
მადლობა დიდი მესე თავი დავდე უკვე.

 


№11  offline წევრი sofo_sofia13

საააოცრებააა

 


№12  offline წევრი sofi_sofiaa13

ნუცად გაწიწკვნის სურვილიმკლავს
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent