შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Amortentia ~1


9-09-2019, 19:00
ნანახია 3 535

AMORTENTIA - Love Potion that causes a powerful infatuation or obsession in the drinker

თავი პირველი

საათს ვამოწმებ.
13:56
გაკვეთილის დაწყებამდე 4 წუთი რჩება,
სამხატვრო აკადემიამდე კი კიდევ რამდენიმე ასეული მეტრია დარჩენილი.
მზე უსაშველოდ აცხუნებს, ჩემი კედები კი ასეთი ამინდისთვის ზედმეტად მოუხერხებელია.
მე კი ამ დროს ნაბიჯის აჩქარების მაგვრად, წარმოსახვით მამაჩემს ვეჩხუბები დილინდელი პატარა ინციდენტის გამო, რის შემდეგაც მომიწია ადრიანი შემოდგომის, ამ ზედმეტად ცხელ დღეს, ამინდისთვის ერთობ შეუფერებელი ფეხსაცმლის ჩაცმა.
,,-არა რა, ხომ ვუთხარი დამცხება მეთქი?!
ამინდის პროგნოზიც ვანახე - +27°, ,,მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება მშრალი და თბილი ამინდი"... მაგრამ არა
,,-ცი, გთხოვ დამიჯერე, შეგცივდება. უკვე შემოდგომაა და ნუ დადიხარ სეზონის გიჟივით!" - უნიჭოდ ვაჯავრებ მამას, თან ბუზღუნით ვაგრძელებ გზას.
მწვანეს არც კი ველოდები ისე გადავრბივარ ზებრაზე, რის გამოც ეჭვი მაქვს რამდენიმე მანქანის მძღოლი "სართულებიან" გინებას მითვლის.
14:3
უკვე დავაგვიანე - მხოლოდ მასწავლებლის ლმობიერების იმედზე ვრჩები.
თან გულში ვლოცულობ, რომ, რადგან ჯერ სულ რამდენიმე გაკვეთილს დავესწარი, ამ დაგვიანებას საპატიოდ ჩამითვლის ქალბატონი მზია.
14:14
არაქათგამოცლილი ვაღებ აკადემიის კარებს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხელი ქუჩიდან სადმე ოაზისში გადავინაცვლე.
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან შემდგარი მალევე მოვდივარ გონს და სწრაფად ვათვალიერებ ფართო, თეთრ, მაგრამ საკმაოდ პირქუშ დერეფანს რომლის კედლებზეც ასობით ნამუშევარი კიდია და ვეძებ მეშვიდე აუდიტორიას სადაც ჩემი კლასელები ალბათ გამალებული მუშაობენ.
,,-ღმერთმანი, ნამდვილად არაპუნქტუალური გოგო ვარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. (ამ დროს თვალწინ მიდგას ჩემი ბედოვლათი ბიძაშვილი, ირაკლი, რომელსაც შაბათ დილით გაღვიძება და შემდეგ ჩემთვის სულის ჩადგმა დაეზარა. (გამოუსწორებელი ძილისგუდა ვარ) - გონებაში ვეუბნები საკუთარ თავს და კარზე მოთავსებული სარკიდან მომზირალ საკუთარ ანარეკლს ნერვიულად ვუღიმი.
ჩემს აწითლებულ ღაწვებზე და დაცვარულ შუბლზე ნამდვილად შესაძლებელია ნახევარსაათიანი შეუსვენებელი სირბილის ამოკითვა.
მხრებზე დაუდევრად დაფენილ წაბლისფერ თმას უკან ვიყრი და წამწამებიდან ქუთუთოების ქვემოთ, ცერა თითებით, ოდნავ ჩამოდღაბნილ ტუშს ვიშორებ, მაგრამ მოშორების ნაცვლად თვალის უპეები შავად მეღებება.
აი, ახალი დაბრკოლება.
ენით ოდნავ ვისველებ ცერა თითებს და შეძლებისდაგვარად ვცდილობ შავი საღებავის მოშორებას. ზედმეტი მონდომებისგან თვალებიც კი ჩამიწითლდა. ნამდვილად არ უხდება ჩემს ცისფერ სფეროებს წითელი გარსი.

ჩახველების ხმა მაკრთობს და ჩემმა მსუბუქმა წამოკივლებამაც არ დააყოვნა.
ამ უცნაურ საქმიანობაში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე ჩემს უკან მდგომი მაღალი სხეული, რომელიც უკვე რამდენიმე წამია ელოდება ჩემს სარკიდან მოცილებას, რომ კლასში შესვლა შეძლოს.
-გოგონა, იქნებ გამატაროთ? - ირონიულად მიღიმის და თაფლისფერი თვალებით გამომცდელად მაკვირდება ბიჭი, რომლის დანახვაზეც რატომღაც ვინი ფუჰი მახსენდება. (ახლა ვხვდები რატომაც... მისი თვალის ფერი თაფლს წააგავდა და თვალებიდანაც ოქროსფერი სითბო ეღვრებოდა)

დარცხვენილი მე კი, მის ირონიას ვაიგნორებ, სწრაფად ვიწევი და გზას ვათავისუფლებ.
- უკაცრავად. - ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
ის კიდევ ერთხელ მათვალიერებს და აუჩქარებლად შედის ოთახში.
,,- ესეც ახალია ალბათ, აქამდე არ მინახავს." - ვფიქრობ გულში, მხრებს ვიჩეჩავ, კიდევ ერთხელ ვუყურებ ჩემს თავს სარკეში და კლასში შევდივარ.



№1  offline წევრი მარიამი☻

შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები☻????

 


მარიამი☻
შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები☻????

აი, ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ ♡

 


№3  offline წევრი Niniko11

კარგიაა ასე განაგრძეე მომეწონაა ძაალიაან...
გელი მოუთმენლად
წარმატებები♡♡

 


Niniko11
კარგიაა ასე განაგრძეე მომეწონაა ძაალიაან...
გელი მოუთმენლად
წარმატებები♡♡

უზარმაზარი მადლობა ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent