შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმიანი რენატა


10-09-2019, 20:24
ავტორი Yagam
ნანახია 885

მუქი ტონალობის ფერთა შეხამება, ფონად მომწვანო- მონაცისფრო საღებავის სქელი ფენა... მის სიღრმეში კი გრძელი პირისახის შავებში გამოწყობილი ქალბატონი. სახის ნაკვთები ნაზი, თვალები ნუშისებრი თუმცა ფერი არ უჩანს დახუჭულია აქვს. არც თმის ფერი უჩანს... შლაპა უფარავს...
ასე გამოიყურება ნამუშევარი "წვიმიანი რენატა"
თუმცა მისი გარეგანი შეხედულება ან შეფასება, სულაც არ ნიშნავს ნამუშევრის სრულიად შესწავლას. სვეტლანა ტელესის ეს ნამუშევარი დიდი სილამაზითა და პომპეზურობით არასოდეს გამოირჩეოდა.
არც დიდად იწუხებდა მისი ყიდვისთვის თავს ხალხი თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ნახატი ორჯერ გაიყიდა...
საინტერესო კი აქედან იწყება...
პირველი მყიდველი ბიზნესმენი ვილიამ რაპაპორტი გახლდათ, მისი მეუღლე ლორენ გოლასი მეტად მოიხიბლა მასზე გამოსახული ქალბატონით...
წყვილმა ნახატი სახლში მიიტანა და საკუთარ ოთახში დაკიდა.
მალევე ვილიამმა საყვარელი ცოლის მანიაკალური ქცევები დააფიქსირა. ლორეანი ხშიეად დგებოდა ღამღამობით საწოლიდან და შეეძლო
მთელი ღამის მანძილზე გაუჩერებლად ეყურებინა ნახატისთვის, თითქოს დაჰიპნოზებულიყო და მისთვის იმ მომენტში არაფერი იყო ფასეული, გამოფზისლებისას ის მთელი მისი არსებით უმტკიცებდა ვილიამს, რომ
ნახატი ღამით ცოცხლებოდა, მას ძალიან ლამაზი ოქროსფერი ხვეული თმა და ფოსდორიაფრად მნათობი თვალები ჰქონდა, ის ამბობდა, რომ ნახატზე გამოსახული
გოგონა ძალიან კეთილად ესაუბრებოდა თუმცა მის თვალებში სრულიად სხვას კითხულობდა. ვილიამი სიგიჟის პირას იყო, რადგან ცნობილი ბიზნესმენის ცოლი გაგიჟდა და ცნობილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აგრძელებდა მკურნალობის კურსს, თუმცა ლორეანს დიდხანს არ დაუყვია კლინიკაში სიცოცხლე სუიციდით დაასრულდა და წერილიც დატოვა. კერძოდ ვილიამს მიმართავდა, რომ ასე რენატამ ურჩია, ის კი აუცილებლად მიაკითხავდა მას მისი ამ მდგომარეობაში ჩაგდების გამო და შურს იძიებდა. ცნობილი ბიზნესმენი ვილიამ რაპაპორტი მისი მეუღლის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა სრულიად გაურკვეველ ვითარებაში...
ნახატი სახლიდან წამოიღეს და აუქციონზე გაიტანეს წინა პატრონების ტრაგიკული დასასრულის გამო ბევრი იკავებდა თავს ნამუშევრის ყიდვისგან, თუმცა ცრუწმენებს არ შეუშინდა ერთ-ერთი ცნობილი კოლექციონერი დიკ ფალენსკი, რომელმაც 1035$ შეიძინა ნამუშევარი, მიზეზი კი ძალიან სასაცილო იყო, დიკი ნამუშევარზე გამოსახულ ქალს ნაკვთებით მის ცოლს მარიას ამსგავსებდა, რომელსაც ოქროსერი ბზინვარე თმა და წყლიანი მწვანე თვალები ჰქონდა.
დიკს და მარიას პატარა ქალიშვილი ჰყავდათ.
გოგონას თავიდანვე შეშინდა ნამუშევრის თითქოს რაღაც უარყოფითს იღებდა მისი ყურებისას.
ერთ საღამოსაც კი როდესაც ოჯახმა ვახშომა დაასრულა და ყველამ საწოლებს მიაშურა, გოგონა კივილით გავარდა მშობლების საძინებლისკენ.
პატარა მშობლებს არწმუნებდა, რომ ნახატში მყოფ ქალს თვალები გაეხილა და შლაპაც აღარ ეხურა. ქალი ნახატში ძალიან გაბრაზებული ჩანდა და რაღაცაზე გაცხარებით ეკამათებოდა მის წინ არსებულ შეშინებულ პატარა გოგონას, რომელიც შემდეგ მშობლების ოთახისკენ გაიქცა.
დიკს გაეცინა შვილის ქცევაზე და იმ საღამოს მასთან დაძინების საშუალება მისცა.
თუმცა მალე ამაზე აღარ ეცინებოდა, რადგან მისი
მეუღლე უყურადღებო და ძალიან დაბნეული გახდა, დიკი ამას ნახატს არ აბრალებდა, პირიქით ეცინებოდა, თუმცა უკვე შესამჩნევი იყო მის მშვიდად მიმდინარე ცხოვრებაში დაძაბულობა ჩამოწოლილიყო და ეს მის სახლში ამ ნახატის შემოტანის დღიდან დაიწყო. თავიდან უბრალოდ დამთხვევა ეგონა. ისიც ეგონა სიტუაცოას ვაკონტროლებო, მაგრამ მალე
მიხვდა ასე არ იყო. მისიმეუღლე მარიას რამდენიმეჯერ მიკრო ინფაქტი დაუფიქსირდა, არადა ექიმები ირწმუნებოდნენ მარია სრულიან ჯანმრთელი იყო. გული მისდიოდა და მაღალი წნევები აწუხებდა. მარია სულ რაღაც 28 წლის გახლდათ, თუმცა 78ისას უფრო ჰგავდა, დასუსტდა და ჩამოდნა, მაგრამ ექიმები ამ ფაქტის ახსნას ვერ ახერხებდნენ. უკონტროლო გახდა, სამსაზურიდან დაბრუნებულ დიკს ის პანიკაში ჩავარდნილი ხვდებოდა და მის დაწყნარებას ძლივს ახერხებდა.
მარიამ რამოდენიმეჯერ სუიციდასაც მიმართა, ამბობდა რომ ეს ნახატი აშანტაჟებდა და მოსვენებას არ აძლევდა.
დიკმა მისი დაწვა გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და
მიხვდა მისი ექსპერტიზაზე მიტანა უფრო მართებული იქნებოდა, ასეც მოიქცა, ისინი ამბობდნენ რომ
ნახატში არსებული ბოროტი სულებიდან ბოროტება მოდიოდა და მისი მოშორება იყო საჭირო.
ასეც მოიქცა ნახატი ისევ აუქციონს ჩააბარა, მაგამ
მარიას ვერაფერი უშველა, მეუღლემ ერთი წლის მანძილზე იავადმყოფა და სული დიკის მკლავებში დალია...
ამ ამბის შემდეგ ნახატი ვეღარ გაყიდეს... არა იმიტომ ვინმეს მისი ყიდვის შეეშინდა, თუმცა ასეც იყო...
მაგრამ მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ნახატში მყოფი ქალი გაქრა, თითქოს ვიღაცამ ოსტატურად ამოშალა ისე რომ უკანა ფონს არც შეხებია...
მას შემდეგ ხალხის გარკვეული ნაწილი ირწმუნებოდა, რომ რენატას ქუჩებში ხედავდნენ, ზოგი მათი სახლის ან ოთახის ფანჯრებიდან სიბნელეში ჩაძირული ქალის სხეულს, ოქროსფერი თმითა ფოსფორისფრად მნათობი თვალებით, მაღალი ქათქათა კისერით, რომელსაც ტანზე გრძელი კოჭებამდე, ალაგალაგ დახეული და მურიანი კრემისფერი კაბა ეცვა... თუმცა თვითონ ქათქათა და უფთა კანით...
ისინი ამბობდნენ, რომ ქალი ხან გაცხარებით ჩხუბობდა, ხან კი რჩევა დარიგებებს იძლეოდა.
მას შორიდან ხედავდნენ, მაგრამ ისე, რომ მისი ტუჩების მოძრაობას ხედავდნენ... თუმცა ხმა ისე ახლოდან ესმოდათ თითქოს მის თავში ლაპარაკობდა ვიღაც...
რენატა მათ თვალებში უყურებდა...
მაგრამ რა იყო მიზეზი?!

უბრალოდ მოვიდა და დავწერე, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ <3



№1 სტუმარი მატილდა

გეტყობა კარგად ხარ გარკვეული იმაში რასაც აკეთებ გატყობ ნიჭიერი ხარ ამ საიტის ხშირი სტუმარივარ მაგრამ კომენტარების წერით თავს არასდროს ვიწუხებ ხოლმე დახვეწილი და ნააზრევი ნაწერია რისი მოტანაც გინდა აშკარაა რომ ახერხებ მომწონხარ და ასე გააგრძელე.

 


№2  offline წევრი Yagam

მატილდა
გეტყობა კარგად ხარ გარკვეული იმაში რასაც აკეთებ გატყობ ნიჭიერი ხარ ამ საიტის ხშირი სტუმარივარ მაგრამ კომენტარების წერით თავს არასდროს ვიწუხებ ხოლმე დახვეწილი და ნააზრევი ნაწერია რისი მოტანაც გინდა აშკარაა რომ ახერხებ მომწონხარ და ასე გააგრძელე.
მადლობა და მიხარია თუ მოგწონს

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესო გამოვიდაააა?? ლამის გული გამიჩერა...არა რა ვინ მაძალებდა კიდე ეს მინდოდა ..ისედაც მარტო ვარ სოფელში ამ შუა ღამით რაღა დამაძინებს...საოცრებაა..პატარაა მაგრამ ძალიან საინტერესო

 


№4  offline წევრი Yagam

სტუმარი მარიამი
საინტერესო გამოვიდაააა?? ლამის გული გამიჩერა...არა რა ვინ მაძალებდა კიდე ეს მინდოდა ..ისედაც მარტო ვარ სოფელში ამ შუა ღამით რაღა დამაძინებს...საოცრებაა..პატარაა მაგრამ ძალიან საინტერესო
დიდი მადლობა <3 მიხარია თუ მოგეწონა პ.ს არ შეგეშინდეს თუარა და ნახატები მოიშორე სახლიდან:დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent