ნოსტალგია (2)
ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ნახევრად მოხუჭული თვალებით აკრიფა ნომერი, ზარი გადიოდა, თუმცა არავინ პასუხობდა, საკმაოდ გვიანი იყო, ზარი უშედეგოდ გადიოდა, აღელვებული და დაღლილი რატი ისევ წამოდგა საწოლიდან და სახლის კარისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, თავში ათასი აზრი უტრყალებდა, რა უნდა ეფიქრა? ნინი სულ მარტო იყო სახლში, ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო და დაერწმუნებინა საკუთარი თავი, დაემშვიდა ნერვები და ენახა, რომ ნინი კარგად იყო. *ნინი. უმთვარეო ღამეში, ცარიელ ქუჩაზე, მარტო მიაბიჯებდა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, თუ რამდენად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ძმა დაკარგა, ერთი შეხედვით გადატანილ ტკივილს, მოგონებები უმძაფრებდნენ, ცრემლით ევსებოდა თვალები, მაგრამ ითმენდა, იცოდა რომ აზრი არ ქონდა, იმ დღიდან როცა ალექსს საკუთარი ხელით დააყარა მიწა მარტო დარჩა, არავინ ჰყავდა გვერდში, მშობლები ძმაზე ადრე გარდაეცვალნენ, მარტო იყო, მაგრამ თითქოს მარტივად აუწყო ცხოვრებას ფეხი, მის გულში დარჩენილ იარას საგულდაგულოდ მალავდა, ნახევრად ცოცხალი დადიოდა ქუჩაში, ნახევრად დაზომბირებული, მაგრამ ცრემლებს მალავდა, იცოდა, რომ მისი სისუსტე არ უნდა გამოეჩინა, მის ძმას არ მოეწონებოდა ცრემლიანი რომ ენახა, თან არ უნდოდა სხვები შეეწუხებინა მისი გაუთავებელი გლოვით ან ვინმეს შესცოდებოდა ამის გამო, თავიდან ყველას ეცოდებოდა, ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ რათქმაუნდა ხალხს თავისი სადარდებელიც ააქვს და მალევე მიავიწყდათ. ეს ქუჩები მოგონებებს უღვიძებდა, ახსენდებოდა როგორ მიჰყავდა ძმას სკოლაში, როგორ უტარებდა ჩანთას და როგორ ეფერებოდა თითებზე, როცა ხელს ჩაჰკიდებდა ხოლმე, მის ალექსს მუქი მწვანე თვალები ჰქონდა, ყველაფრის მთქმელი, ზოგჯერ მისდამი მკაცრი, მაგრამ სიყვარულით სავსე.. მოგონებები იმდენად რეალური იყო, რომ იკარგებოდა, რეალობად ქცევის სურვილი აკარგინებდა ილუზიის და რეალობის აღქმის უნარს, გზა ნელ-ნელა იწურებოდა, უკვე კორპუსის შესასვლელთან მისულს ძალა გამოეცალა მუხლებში აუტანელი სიმსუბუქე იგრძნო და უღონო კედელთან ჩაიკეცა, რამდენიმე წამი მოპირდაპირე მტვრიან კედელს მიაშტერდა, თვალები დახუჭა და ჩაიჩურჩულა, "ძამიკო უშენოდ მიჭირს" ჩანთა ძირს დააგდო, გაყინული ხელები ჩავარდნილ თვალებზე მოისვა ერთი ღრმად ამოისუნთქა,ტირილ ნარევი ხმით ალექსის და მისი საყვარელი სიმღერა წაიმღერა, წამიერად თითქოს ჩამოეძინა და მერე ისევ გაახილა თვალები, აიღო დაგდებული ჩანთა და სადარბაზოში კიბეებს აუყვა, ნესტის სუნი და სიბნელე მისთვის უკვე სულ ერთი იყო, ადრე ეშინოდა, მაგრამ მაშინ ჰყავდა ისინი ვინც მის შიშს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ, ახლა კი გააძლიერა ყველა იმ ფაქტმა, რისი გადატანაც მოუხდა. როცა მშობლები გარდაიცვალნენ ნინი და ალექსი სკოლაში სწავლობდნენ, ალექსი მეათე კლასში იყო, ნინი კი მეორეში, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამიტომ ალექსი ნინის მამაც გახდა დედაც და ძმაც, დის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებდა, ეშინოდა მისთვის არაფერი დაეშავებინათ და მუდამ ხელჩაკიდებული დაჰყავდა. იმხელა სითბოს და სიყვარულს შეჩვეული ახლა თითებ გაყინული და აკანკალებული მიჰყვება მტვრიან ძველ კიბეებს და შიშს იკლავს გულში, პატარა ხელებზე ძმის თითების სითბოს ვეღარ გრძნობს, დაკარგა ის ღიმილი, ის თვალები და მისი გამოხედვა რომელიც უბრალოდ ენერგიით და სიყვარულით ავსებდა ძალა გამოცლილს, აღარ დაუბრუნდება. ფიქრებმა საკუთარ თავში ჩაკეტა, არასდროს ფიქრობდა, რომ მისი ძმა მისგან წავიდა, ხშირად ესაუბრებოდა კიდეც, მაგრამ მაინც თითქოს გარშემო არავინ ჰყავდა, ძალიან უჭირდა, სხვა გზა არ ჰქონდა, უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ მისი ძმა არ შეერცხვინა. ფიქრებში გართულს ოთხი სართული აევლო თავის სახლამდე ორი ნაბიჯი რჩებოდა, შესვლისას უბრალოდ ჩაიღიმა და ცივ კარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა, თვალები ერთხელ დახუჭა, ამოიოხრა თითქოს რეალობას დაუბრუნდა და სახლის კარი შეაღო. - ძამიკო მოვედი.. ინსტიქტურად წამოიძახა , თითქოს პასუხსაც ელოდა, მაგრამ რეალობა სხვა, უფრო მწარე ფაქტს თვალწინ უყენებდა, წამიერად შეჩერდა, თვალების წვა იგრძნო, გული საგულეში აღარ ეტეოდა, თვალები ჩაუწითლდა და ქუთუთოები დაუმძიმდა, უნდოდა მთელი ხმით ეღრიალა, მაგრამ იცოდა, ძამიკოს ეს აღარ დაუბრუნებდა, აკანკალებულ ხელებს იზელდა, ჩამოვარდნილი ცრემლი წამში მოიშორა, მოსასხამი და ფეხსაცმელი გაიხადა და ძმის ოთახისკენ წავიდა, შავ კარზე მიკრულმა წარწერამ "ნინი კარი ღია არ დატოვო" გახდა საწინდარი ნინის მოგონებების ფილმად ქცევისა, წარნოიდგინა ის პერიოდი როცა ჯერ კიდევ ოჯახი ერქვათ, ოჯახი რადგან ორი იყვნენ. როცა დედის სუნი ენატრებოდა პატარას და სიბნელის ეშინოდა ძმასთან შედიოდა ოთახში და საბანში შეძვრებოდა, ალექსმა კი იცოდა ნინის რა უყვარდა და როგორ იძინებდა, ამიტომ თმას გაუშლიდა და ეთამაშებოდა მანამ, სანამ არ ჩაეძინებოდა. დღეს კი უკვე მერამდენედ , ცარიელ ოთახში უწევს შესვლა, მერამდენედ ჯდება ძმის საწოლზე და უაზროდ აცეცებს ჩასისხლიანებულ თვალებს. - ძმაო ვიცი, რომ აქ ხარ, დღევანდელმა დღემაც ისევ უშენოდ ჩაიარა, ვიცი ფიზიკურად ჩემთან არ ხარ, მაგრამ შენს სიახლოვეს ვგრძნობ, ძმაო რატომ მიმატოვე? ნუთუ ასეთი ადვილი იყო ჩემი დატოვება შენთვის? შენს გარდა ხომ მე არავინ მყავდა? ხომ ხედავ ჭკუიდან ვიშლები, აღარ შემიძლია ამ ქუჩებს, ამ სახლს და ამ ხალხს შენს გარეშე ვერ ვუყურებ. თვალებ ჩალურჯებული ერთ წერტილს მიშტერებოდა და შეშლილივით იმეორებდა ამ სიტყვებს, როცა უეცრად კარი ალექსის ერთ-ერთმა ძმაკაცმა შემოაღო.- ნინი, კარგად ხარ? ჩაფიქრებულს ცოტაც და გული წაუვიდოდა, ისე შეეშინდა, აკანკალებული ხელებით ძლივს მოიწმინდა ცრემლები, საწოლიდან წამოდგა და კარებთან მივიდა. - კი კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? აქ საიდან გაჩნდი? მალავდა ემოციას, არადა ახლა მართლა ჭორდებოდა ვინმე. აკანკალებული ხელების გაჩერებას ცდილობდა, მაგრამ ხმა მაინც უკანკალებდა, დაბნეულობისგან აქეთ-იქით იხედებოდა. წამიერი დუნილის შემდეგ რატიმ უბრალოდ საუბარი დაიწყო - ნინი, მე ვერ მომატყუებ, შენ მარტო ალექსის კი არა, ჩემი უმცროსი დაც ხარ, მე და ალექსი ერთად გზრდიდით, გახსოვს? სიტყვის დამთავრება აღარ აცალა ნინიმ, მაშინვე ცრემლები წამოუვიდა. - აღარ შემიძლია რატი, მის გარეშე ვეღარ ვძლებ, მისი სუნი, შეხება, მასთან საუბარი მენატრება, მის გარეშე ღამითაც კი ვერ ვიძინებ როცა თმებზე არ მეთამაშება.. სუნთქვა შეკრული ძლივს ლაპარაკობდა, ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა. კარებთან მდგომი რატი ცრემლებს ძლივს იკავებდა, წამიერად შევარდა ოთახში და ნინი გულში ძლიერად ჩაიკრა, - მომისმინე, არავის მივცემ უფლებას რამე გატკინოს, არც შენ მოგცემ უფლებას, რომ საკუთარი თავი ასე ტანჯო, რადგან ვიცი, რომ ალექსს ეს არ მოეწონებოდა და თან ამასთან ერთად მეც არ მომწონს, შენ არ ხარ მარტო, შენ კიდევ ერთი დიდი ძმა გყავს, მართალია მე ალექსი არ ვარ, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ.. ამშვიდებდა რატი ნინის, როცა ალექსი ავარიაშიბმოყვა და საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა ნინი ძმოსთვის საჩუქრის საყიდლად იყო გასული, ალექსის დაბადების დღე იყო, მანქანით მოდიოდნენ როცა წინ მოხუცი ქალი გადაუდგათ და საჭე ვეღარ დაიმორჩილეს, ალექსი მძიმე დაზიანებით გადაიყვანეს ექიმებმა, მაგრამ უკვე სიკვდილის პირას მყოფს რატის ხელი ეჭირა, შინაგანად გაყინული რატი ძლივსღა ამხნევებდა ძმაკაცს, ბოლო წამებში ბოლო სურვილიც თქვა ალექსმა "ნინის მიმიხედე, თუმდაც სიცოცხლის ფასად, ჩემდას მიხედე რატო" და სულიც დალია, ალექსი მას ყველაზე მეტად ენდობოდა, თავიდანვე ამჩნევდა რომ მისთვისაც ძვირფასი იყო ნინი რადგან მართლა ერთად გაზარდეს, მათი მშობლების დაღუპვის შემდეგ ალექსი და მისი ძმაკაცები ზრდიდნენ ნინის. რატი ახლა ცრემლებს ძლივს იკავებს, ნინის აკანკალებული ხელი მხარზე უდევს და ცდილობს დაამშვიდოს - ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ხომ იცი მის გარეშე სიცოცხლეს აზრი არააქვს ჩემთვის? ძლივს ამოილუღლუღა ნინიმ - კარგად შემომხედე, შენი აზრით უფლებას მოგცემ სადმე წახვიდე? შენს ძმას რა პასუხი გავცე მერე მე? წამიერად მკერდიდან მოიშორა რატიმ, თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა, თვალები ერთიანად გაწითლებოდა. - ერთია მომცემ თუ არა უფლებას და მეორე გავაკეთებ თუ არა.. ნინი თან ბრაზდებოდა, თან ფიქრობდა, თან მადლიერება ეღვრებოდა გულში, გაბრაზებულმა ხელები გააშვებინა, გვერდი გაჰკრა რატის და სააბაზანოსკენ წავიდა, რატიმ გააზრებაც ვერ მოასწრო, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა საკეტის ხმა გაიგო, შეშინებული აბანოს კარს მივარდა და აჯანჯღარებსა, ცდილობდა გაეღო, ესმოდა როგორ მოუშვა ნინიმ წყალი, ნელ-ნელა ვანა ივსებოდა, ნინის გონება დაბინდული ჰქონდა, ვერაფერზე ფიქრობდა, ერთიანად კანკალებდა და ყელში მობჯენილი ბურთი ლამის ახრჩობდა, ცრემლები უკვე აღარ მოსდიოდა, კისერი დასჭიმვოდა მეტი ნერვიულობით, ძარღვები დაჰბერვოდა და უბრალოდ უყურებდა როგორ ივსებოდა ვანა, არც რატის ყვირილი ესმოდა, რატი კი უყვიროდა და უყვიროდა, ცდილობდა კარი შემოემტვრია, ბრაზი და სინანული ერთად მოსძალებოდა და ჯავრს კარზე იყრიდა, მგრამ ამაოდ, კარი რკინის იყო, რამაც გაართულა მისი შემტვრევა, ნინი კი უკვე ჩაჯდა ვანაში, და წყალმა მთელი სხეული მოიცვა, სახიანად, ცხვირიანად და პირიანად წყალში იყო, ცოტაც და გონებას დაკარგავდა, როცა ალექსი დაინახა, რომელიც თითქოს ერთ დიდ ხის ტახტზე იჯდა და ნინის ბრაზით სავსე თვალებით უყურებდა სადაც მონატრებაც იკითხებოდა, ნინიმ მთელი გამბედაობა მოიკრიბა და საუბარი დაუწყო. - ძმაო, სად ხარ? აქ ხარ? მოხვედი? შენთან საუბარი მინდოდა, მინდოდა მეკითხა რატომ მიმატოვე? რატომ დამტოვე ამ სამყაროში კენტად? რატომ ჰყავთ ისეთებს დიდი ძმა ვისაც საერთოდ არააქვს სურვილი, და მე რატომ არ მყავს? ნუთუ შეგეძლო ისე წასულიყავი რომ არ ჩამხუტებოდი, მოდი და ატირებულს მომწმიმდე ცრემლები გაწითლებული ლოყებიდან, რატომ არ მეკითხები ნინი , რა გჭირს ვინ გაწყენინაო? ალექსი ისევ ისე იჯდა, ცრემლები სდიოდა და არაფერს ამბობდა - ნუთუ არ შეგეძლო დარჩენილიყავი ამ იდიოტურ სამყაროში? ახლა აქ იქნებოდი, მეტყოდი ნინი, გამოდი ამ სააბაზანოდან დროზე ცუდად ვარ უკვეო, ხომ იცი დაგაგვიანდებაო. არ მესმის გოგოების ვინც ამბობს რომ დიდი ძმა არ უნდა მხოლოდ იმიტომ რომ მათ აკონტროლებს, მე მომენატრე, მთელი გულით, შენ ჩემი სიცოცხლე იყავი, გოგოებს უნდათ თავისუფლები იყვნენ, მე კი ისეთი ძმა მყავდა ისინი, რომ ოცნებობენ, მხოლოდ ერთხელ მინდა შენი დანახვა და ჩახუტება, მინდა ვიგრძნო ისევ შენი სუნი, შენი თვალები ან თმები, შენი ხმა, თბილი შენი სითბო, ძმაო, ხელი მომკიდე გთხოვ.. ნინი ილუზიაში ძმას უწვდიდა ხელს, ან ვინ იცის, იქნებ არც იყო ილუზია და მართლა ეცხადებოდა. -არ ვვიცი ახლა სად ხარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ აქ ხარ, მართლა აქ ხარ თუ არა? ალექსი ისევ ჩუმად ზის, დროც თითქოს გაიყინა, ეს წამებში მოხდა. ძმაო, იმაზე არ ფიქრობდი მე როგორ ვიქნებოდი უშენოდ? არ გიფიქრია რომ დამჭირდებოდი? იცი რა გრძნობა მაქვს როცა შენსსაფლავზე მოვდივარ? თითქოს არც კი მომკვდარხარ, ისიც კი არ შემიძლია უბრალოდ, როგორც ყველა თინეიჯერი გოგო ეუბნება თავის უფროს ძმას, ისე გითხრა რომ იდიოტი ხარ, და გულში მაინც მთელი არსებით მიყვარდე.... როგორც ადრე, იცი ძმაო, ადამიანების რწმენა დავკარგე, აღარ ვიცი ვის უნდა ვენდო, საით წავიდე, გთხოვ გამოჩნდი და გულში ჩამიკარი, მითხარი რომ ყველაფერი კარგადაა, რომ მუდამ ჩემთან იქნები და არასდროს წახვალ, მითხარი რომ მუდამ ხილული იქნები. სულ მინდოდა და წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ მიტარებდი ჩანთას სკოლიდან მომავალს და როგორ მეკითხებოდი (( დღეს ვინმემ რამე ხომ არ გითხრა? იმასთან როგორაა საქმე, ზედმეტი ხომ არ მოსდის? ხვალ იმასთან პაემანი მაქ და რა ჩავიცვა?) მაკლდა ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც წახვედი. ჩემს უნუგეშობისაგან დაღლილ სხეულს შენი სურნელი ვერასდროს ანუგეშებს, ვერასდროს მეტყვი ნინი რა ფილმს ვუყუროთ? ვეღარასდროს აგიჩქარდება გული, ჩემი ცრემლების დანახვაზ ასდროს ჩამიკრავ გულში და თმაში ჩამირგავ თავს. წარმოგიდგენია მაინც? რას ვგრძნობ როცა ვხედავ სხვა გოგონებს ძმები როგორ უფრთხილდებიან? შენ მახსენდები ალექს.. წარმოგიდგენია როგორ მინდა ახლა მთელი ძალით გეხუტებოდე და გეუბნებოდე რომ მთელი გუთ მიყყვარხარ? ახლა ყელში უზარმაზარი ბურთი მაქვს გაჩხერილი და ვერ ვსუნთქავ, მხოლოდ ის შემიძლია რომ ასე გიყურო შორიდან, გთხოვ ძმაო.. წამიყვანე, მომკიდე ხელი.. ალექსი თითქოს წამოდგა ტახტიდან.. - გეყოფა, ჯერ შენი დრო არარისს.. მიყვარხარ, შენ ჩემი საამაყო დაიკო ხარ, დაუჯერე რატის მას შენ.. - მე ჯერ არ დამისრულებია ძამიკო. შეიძლება შეგაწუხე კიდეც ამდენი გლოვით და ცრემლებით მაგრამ რა ვქნა? შენც რომ არ გელაპარაკო სული გამძვრება, ძმაო, რომ იცოდე ამ სამყაროში რა ადამიანები ცხოვრობენ ეჰჰჰ, თუმცა როგორ არ იცი?! შენ მუდამ ჩემთან ხარ,გვერდით მიდგახარ და მეხუუტები, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, შენ რომ ცოცხალი მყავდე არასდროს მიგატოვებდი, მართლა... - მე არ მიმიტოვებიხარ, შენთან ვარ, და სულ ასე იანება.. ახლა გეყოფა წადი, შენს ცრემლებს ვეღარ ვუყურებ, ცოტაც და მოკვდები, მე ამას არ გაპატიებ და იცოდე, გთხოვ წადი და როცა დრო მოვა შევხვდებით, ჩათვალე, რომ ყოველ ღამე შენს გვერდით ვწევარ და თმაზე გეთამაშები, მიყვარხარ ნინი.. ქარიშხალი ამოვარდა, უსაშველო ნისლში ნელ-ნელა ქრებოდა მისი მწვანე თვალები, გამოხედვა, რომელიც ნინისთვის სიცოცხლის აზრი იყო უბრალოდ ხელიდან უსხლტებოდა. - ავადმყოფი გონს ჯერ არ მოვა, სამწუხაროდ ძლიერი შოკი აქვს გადატანილი, დაახლოებით ორი დღე უნდა დაელოდოთ. შემოაღო კარი ექიმმა და საწოლზე მიძინებული რატის გამოფხიზლებას ეცადა. - როგორ თუ გონს არ მოვა? რამდენიმე წამიანი დუნილის შემდეგ გამოფხიზლებული წამოხტა ფეხზე და ნინის ზემოდან დახედა. - სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით, ახლა თქვენს აქ ყოფნას აზრი არააქვს. რეაგირება ნამდვილად არ ჰქონდა ნინის, თითსაც კი არ ანძრევდა, უკვე არ იცოდა როგორ უნდა დახმარებოდა რატი მას, მაგრამ ერთი კი იცოდა, რომ ძმაკაცის ბოლო სიტყვას არასდროს არ დაივიწყებდა და ნინის მართლაც ბოლომდე მიხედავდა. - უკაცრავად, მაგრამ მე ასე ვთვლი საჭიროდ. მზერა ნინის უმწეო ხელებიდან ექიმის სახეს მიანათა, დაღლილი, სახე ჩამოწელილი ექიმი ძლივსღა იხედებოდა დაღლილობისგან. - არსად არ მივდივარ, მე აქ ვრჩები და გთხოვთ ყველაფერი გააკეთეთ მის დასახმარებლად. ხმაში შიში შეჰპარვოდა რატის, სისხლი ეყინებოდა იმაზე ფიქროთ, რომ ნინის ამ ქმედებაში წვრილი მიუძღვოდა, დანაშაულის გრძნობა ჭამდა. - კარგით ბატონო, როგორც გენებოთ. უძილობისგან ჩაწითლებული თვალები დახარა ექიმმა და კარი გაიხურა. - ღმერთო ჩემო, კიდევ კარგი, რომ ვიგრძენი, არ ვიცი, ალბათ ვიგრძენი და წამოვედი, თუმცა მე რომ არ ვყოფილიყავი შეიძლებოდა ეს არც მომხდარიყო. გადი-გამოდიოდა და ბურტყუნოთ თავში ხელებს იშენდა რატი, ნინი ოდნავ შეირხა, თუმცა არაფერი მომხდარა, უბრალოდ ამოილაპარაკა "არ გაგიშვებ, დარჩი ჩემთან" გახარებული რატი საწოლს მივარდა და ნინის გაყინულ ხელზე ხელი მაგრად ჩაავლო, აქ ვარ ნინი, გაიღვიძე, შენთან ვარ გესმის!? რატიმ დაინახა როგორ ახელდა ნინი თვალებს, მაგრამ რამდენიმე წამიანი ილუზიის შემდეგ რეალობას დაუბრუნდა, ამასობაში ნინის გონებაში კიდევ ახალი მოგონება ჩნდებოდა, რომელიც ერთ დროს თაროზე შემოინახა, ყველაზე ძველ ყუთში, ეს მოგონება არაფრით გამოირჩეოდა, უბრალოდ რატომღაც განსაკუთრებით უყვარდა ნინის. ფანჯრიდან შემომავალი სინათლე საწოლს ეცემა, ალექსს პირდაპირ თვალებზე ედება და აღვიძებს, თვალებ ნატკენი ალექსი ცდილობს თვალების მობშვნეტას, ამიტომაც ნინის თმაში ჩარჩენილი ხელი ინსტიქტურად სწრაფად მიაქვს თვალთან, მერე დახედავს პატარა დას, რომელსაც ისევ ტკბილად ძინავს და ჩაეღიმება. - ნინი, ადექი სკოლაში გაგვიანდება. ოდნავ შეიშმუშნა გოგონა და ნამძინარევი ხმით ძლივს ამოილუღლუღა. - ალექს მეძინება. ალექსს ისევ ჩაეცინა და ბრთხილად აიყვანა ხელში პატარა და. - კარგი პატარა ქალბატონო, ახლავე აბაზანაში შევდივართ და ამის მერე როცა გეტყვი მაშინ დაიძინებ. უცებ ისევ ნისლი იპყრობს კომაში მყოფ ნინის გონებას და ახლა უკვე რატის ხმაც ესმის ნაწყბეტ ნაწყვეტ. - ნინი გაიღვიძე მო ნი ჰა გა... უსასრულო სიცარიელეში დაკარგული ნინი კადრებს უყურებდა და ხვდებოდა, რომ არ ღირდა წასვლა, ჯერ არაფერი გაევლო და ცხოვრების ნახევარი წინ ჰქონდა, მეორე მხრივ კი ალექსი აღარ ჰყავდა გვერდით, ადამიანი რომელიც სიცოცხლის ძალას აძლევდა და ამხნევებდა. ქუთუთოების სიმძიმე იგრძნო, თითქოს ლოდი ეფშვნებოდა თვალებზე ისე დაეწვა თეთრი სინათლის უეცარი შემოჭრა ბნელ სამყაროში თვალის გახელისას, წამიერად თითქოს შესუსტდა, თვალები ჭერს ააპყრო და მოძრაობის და მეტყველების უნარ წართმეულს რამდენიმე წამი თითქოს თვალღიას ეძინა, შოკიდან გამოსულმა ჯერ ხელის საჩვენებელი თითი გაამოძრავა, მერე თავი ნელ-ნელა გადააბრუნა ფანჯრისკენ, რომლის ძირშიც დივანზე მთვლემარე რატი დახვდა, ჯერ იმის გასარკვევად ილუზიაში იყო თუ უკვე გონს მოვიდა თითები დაითვალა, როცა მიხვდა, რომ უკვე კარგად იყო რატის გაღვიძება ცადა. - რატი, გაიღვიძე. შეიშმუშნა, თვალები მოისრისა და ნამძინარევი ხმით ძლივს ამოილუღლუღა. - მაინც აქ ვიქნები ექიმო. - სულელო გაიღვიძე, ადექი მე ვარ. სიცილით უთხრა ლიზამ და ფანჯრისკენ გადაბრუნდა. თვალები გაახილა რატიმ და წამიერად ეგინა, რომ ხმა მოესმა. - შე უბედურო სულ გაგიჟდი. ერთი შეუძახა თავს და თვალები ისევ დახუჭა. - რატიტა მართლა მე ვარ, გამოფხიზლდი, გეყო უკვე. წამიერი სიჩუმე დაარღვია ნინიმ, მაგრამ უეცრად ცუდად გახდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.