მტვრიანი თარო
უმთვარეო ღამეში, ცარიელ ქუჩაზე, მარტო მიაბიჯებდა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა და მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, თუ რამდენად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ძმა დაკარგა, ცრემლით ევსებოდა თვალები, მაგრამ ითმენდა იცოდა, რომ აზრი არ ქონდა, დღეს კი სულ მარტო იყო, არავინ ჰყავდა გვერდში, მშობლები ძმაზე ადრე გარდაეცვალნენ, მარტოა, მაგრამ თითქოს მარტივად აუწყო ცხოვრებას ფეხი, მის გულში დარჩენილ იარას საგულდაგულოდ მალავდა, ნახევრად ცოცხალი დადიოდა ქუჩაში, ნახევრად დაზომბირებული, მაგრამ ცრემლებს მალავდა, იცოდა, რომ თავის ძმას არ მოეწონებოდა ცრემლიანი, რომ ენახა, თან არ უნდოდა სხვები შეეწუხებინა მისი გაუთავებელი გლოვით და ან ვინმეს შესცოდებოდა ამის გამო, თავიდან ყველას ეცოდებოდა, ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ რათქმაუნდა ხალხს თავისი სადარდებელიც ააქვს და მალევე მიავიწყდათ. ეს ქუჩები მოგონებებს უღვიძებდა, ახსენდებოდა როგორ მიჰყავდა ძმას სკოლაში, როგორ უტარებდა ჩანთას და როგორ ეფერებოდა თითებზე, როცა ხელს ჩაჰკიდებდა ხოლმე, მის ძმას მუქი მწვანე თვალები ჰქონდა, ყველაფრის მთქმელი, ზოგჯერ მისდამი მკაცრი, მაგრამ სიყვარულით სავსე.. გზა ნელ-ნელა იწურებოდა, უკვე კორპუსის შესასვლელთან მისულს ძალა გამოეცალა და კედელთან ჩაიკეცა, თვალები დახუჭა და ჩაიჩურჩულა "ძამიკო უშენოდ მიჭირს" ჩანთა ძირს დააგდო, ერთი ღრმად ამოისუნთქა, წამიერად თითქოს ჩამოეძინა და მერე ისევ გაახილა თვალები, აიღო დაგდებული ჩანთა და სადარბაზოში შევიდა, ნესტის სუნი და სიბნელე მისთვის უკვე სულ ერთი იყო, ადრე ეშინოდა, მაგრამ მაშინ ჰყავდა ისინი ვინც მის შიშს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. როცა მშობლები გარდაიცვალნენ ნინი და ალექსი სკოლაში სწავლობდნენ, ალექსი მეათე კლასში იყო, ნინი კი მეორეში, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამიტომ ალექსი ნინის მამაც გახდა დედაც და ძმაც, დის გარეშე ერთი წუთითაც ვერ ძლებდა, ეშინოდა მისთვის არაფერი დაეშავებინათ და მუდამ ხელჩაკიდებული დაჰყავდა. იმხელა სითბოს და სიყვარულს შეჩვეული ახლა თითებ გაყინული და აკანკალებული მიჰყვება მტვრიან ძველ კიბეებს და შიშს იკლავს გულში, პატარა ხელებზე ძმის თითების სითბოს ვეღარ გრძნობს, დაკარგა ის ღიმილი, ის თვალები და მისი გამოხედვა აღარ დაუბრუნდება. ფიქრებმა საკუთარ თავში ჩაკეტა, თითქოს გარშემო არავინ ჰყავდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ მისი ძმა არ შეერცხვინა. ფიქრებში გართულს ოთხი სართული აევლო თავის სახლამდე ორი ნაბიჯი რჩებოდა, ცივ კარზე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა, თვალები ერთხელ დახუჭა, თითქოს რეალობას დაუბრუნდა და სახლის კარი შეაღო. - ძამიკო მოვედი.. ინსტიქტურად წამოიძახა ნინიმ, თითქოს პასუხსაც ელოდა, მაგრამ რეალობა სხვა, უფრო მწარე ფაქტს თვალწინ უყენებდა, თვალები ჩაუწითლდა და ქუთუთოები დაუმძიმდა, უნდოდა მთელი ხმით ეღრიალა, მაგრამ იცოდა, რომ მის ძამიკოს ეს არ მოეწონებოდა, მისი სევდიანი სახის დანახვას ყველაფერი ერჩივნა სიცოცხლეში. აკანკალებულ ხელებს იზელდა, ჩამოვარდნილი ცრემლი წამში მოიშორა, მოსასხამი და ფეხსაცმელი გაიხადა და ძმის ოთახისკენ წავიდა, შავ კარზე მიკრულმა წარწერამ "ნინი კარი ღია არ დატოვო" ყველაფერი თვალწინ დაუყენა, როცა დედის სუნი ენატრებოდა პატარას და სიბნელის ეშინოდა ძმასთან შედიოდა ოთახში და საბანში შეძვრებოდა, ალექსმა კი იცოდა ნინის რა უყვარდა და როგორ იძინებდა, ამიტომ თმას გაუშლიდა და ეთამაშებოდა მანამ, სანამ არ ჩაეძინებოდა. დღეს კი უკვე მერამდენედ , ცარიელ ოთახში უწევს შესვლა, მერამდენედ ჯდება ძმის საწოლზე და უაზროდ აცეცებს ჩასისხლიანებულ თვალებს. - ძმაო ვიცი, რომ აქ ხარ, დღევანდელმა დღემაც ისევ უშენოდ ჩაიარა, ვიცი ფიზიკურად ჩემთან არ ხარ, მაგრამ შენს სიახლოვეს ვგრძნობ, ძმაო რატომ მიმატოვე? ნუთუ ასეთი ადვილი იყო ჩემი დატოვება შენთვის? შენს გარდა ხომ მე არავინ მყავდა? ხომ ხედავ ჭკუიდან ვიშლები, აღარ შემიძლია ამ ქუჩებს, ამ სახლს და ამ ხალხს შენს გარეშე ვერ ვუყურებ. თვალებ ჩალურჯებული ერთ წერტილს მიშტერებოდა და შეშლილივით იმეორებდა ამ სიტყვებს, როცა უეცრად კარი ალექსის ერთ-ერთმა ძმაკაცმა შემოაღო. ....... პატარა თავია, მაგრამ მომავალში დიდებს შემოგთავაზებთ ???? უბრალოდ დაბრუნება მინდოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.