შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემში ხარ ~1


10-09-2019, 23:55
ავტორი Liluu
ნანახია 2 769

თავი-1
აი ასე ადგა და წავიდა....წლები გავიდა...10 წელი...ყველა და ყველაფრი მიატოვა და სამშობლოდან წავიდა...დატოვა დედა,მამა,ძმა და ის ერთადერთი სიყვარული ვის გამოც მიიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება...უყვარდა...ძალიან,გულწრეფილი,წმინდა,ბავშვური სიყვარულით...უყვარდა ერთი იყო,მაგრამ ცალმხრივად?ეს უკვე მეორე...10 წლისას ჩაუვარდა გულში მისი უბნელი ბიჭი,რომელიც მის გვერდით ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად...ხშირად უყურებდა აივანზე მოთამაშეს და თავისდაუნებურად შეუყვარდა...უსაყვარლესი და ამავდროულად უსიმპატიურესი,რომელიც ყველა გოგოს აგიჟებდა....ახლა რას გრძნობდა?თითონაც არ იცოდა...ენატრებოდა ყველა,მისი მშობლები,ძმ,საქართველო,მაგრამ ის?გაურკვევლობაში მყოფს უკვე წლებია წესიერად არ ძინებია...ბოლოს ყველაფერი ყელში ამოუვიდა,შეკრა ჩემოდანი,ბილეთი აიღო და ასე სპონტანურად ჩამოვიდა აქ თავის ქვეყანაში...ღელავდა,ეშინოდა...ემოციების გაკონტროლებას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა...თბილისის აეროპორტიდან გამოსულმა ბარგი იქვე დაყარა და მონატრებული ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა...რიჟა გრძელი თმა უკან გადაიყარა და ტაქსში ჩაჯდა...გაფაციცებით ათვალიერებდა შეცვლილ დედაქალაქს...თვალები ამღვრეოდა,კანკალს აეტნა,გული უცნაურად უცემდა,ტუჩები უთრთოდა...ნაცნობი კორპუსის წინ იდგა...ნაცნობ ადგილს ათვალიერებდა,თვალი კი მეორე კორპუსისკენ გაურბოდა,სადაც ის ერთადერთი ეგულებოდა....თითები ერთმანეთში აეხლართა,ფეხები უკანკალებდა,შესვლას არ ჩქარობდა,ეშინოდა,რომ სახლში აღარ მიიღებდნენ,ან იმის იქ რაც დახვდებოდა...ჯანდაბა რა რთული ყოფილა სახლში დაბრუნება...რა მინდოდა?რატო მოვდიოდი?დავრჩენილიყავი გერმანიაში ვინმე მაძალებდა აქ წამოსვლას?თავის თავს ეჩხუბებოდა,როდესაც უკნიდან ბიჭების სიცილის ხმა შემოესმა...მალევე გაარჩია ხმები...10 წლის შემდეგაც კი კარგად ახსოვდა მისი კლასელების და უბნის ბიჭების ხმა...უკან შეტრიალდა და ერთ-ერთს თვალი თვალში გაუყარა...იმ ერთმაც სიტყვა შუაში გაწყვიტა,როგორც კი მის წინ მდგარ სილამაზეს მოკრა თვალი...ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და ერთიანად აათვალიერა გოგონას წვრილი,სწორი ფეხები..
-ეს ვინ არის?
იკითხა ერთ-ერთმა შავგვრემანმა ბიჭმა,რომელიც ასევე ხარბად ათვალიერებდა გოგონას სხეულს..
-ემა ცინდელიანი?ირონია და ღიმილი გამოესახა ბიჭს სახეზე -როგორი კარგი მახსოვრობა გქონია.ზარც მან დააკლო ირონია და სხვებს მიესალმა
-როგორ გალამაზებულხარ ტოო
ახლა ქერა წამოიჭრა წინ...
რა ტანი..
რა ფეხი..
რა მკერდი..
ვაფშე გოგო იყო პანიკა..
-ხო აღარ ვარ მსუქანი და წითელლოყება ბეჰემოტი თვალი ჩაუკრა და განაგრძო
-სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა,მაგრამ ახლა სახლში უნდა ავიდე...ზურგი აქცია ბიჭებს,ჩემოდნები მიწიდან აიღო და კიბეებს ნელა აუყვა...დამღლელი 4 სართულის ავლის შემდეგ კარებზე ფრთხილად დააკაკუნა...შიგნიდან ისმოდა სიცილის ხმა...გაეღიმა და გულში თითქოს რაღაც ჩაწყდა...
-გია ვინმეს ველოდებით?გაისმა ქალის ხმა,რაზეც ემა შეკრთა და მომლოდინე თვალებით გახედა კარებს,რომლის სახელურიც ჩამოიწია და რამდნიმე წამში მამის პირისპირ აღმოჩნა...კაცის დანახვისას გაუაზრებლად გადმოსცვივდა ცრემლები და მონატრებული სხეულს გადაეხვია...კაცი ჯერ გაშტერებლი,ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა,მაგრამ როდესაც მონატრებული შვილის სურნელი იგრძნო ხელები მოხვია და ისიც მასთან ერთად აქვითინდა...მალე გასიმა ქალის კივილი და ემაც დედისკენ დაიძრა,ძლიერად მოეხვია და სახე სულ დაუკოცნა..
-მოიცა მართლა შენ ხარ?ჩემი მონატრებული შვილი ხარ?ემა შენ ხარ?
-ჰო დედა მე ვარ მე,შენი მონატრებული და 10 წლის უნახავი შვილი...
-ღმერთო ეს რა ბედნიერი დღე გამითენე...კიოდა ციალა და შვილს ხელს არ უშვებდა...
-იქნებ მეც მომცეთ უფლება მონატრებულ დას ჩავეხუტო..გაისმა ბიჭის ბოხი ხმა და ემაც გეგასკენ შებრუნდა,ძლიერად მოეხვია და თავი მის კისერში ჩამალა....
-მომენატრე გადარეულო
-მეც ძალიან...მოკლედ იყო ერთი ამბავი,ემამ ყველაფერი მოუყვა თუ როგორ ცხოვრობდა გერმანიაში ათი წელი,ისიც კი თქვა,რომ 2 თვეში უკან ბრუნდება,ესეც იმიტომ,რომ რაღაცეები მოსაგვარებელი დარჩა....მალე დაღლა იგრძნო,აივანზე გავიდა,საიდანაც კარგად ჩანდა ჯაჭვლიანის აივანი...დიდხანს უყურა განათებულ ფანჯარას,ბოლოს ოთახისკენ მიაშურა,ტანსაცმლიანად დაწვა და მალევე ჩაეძინა..
-----------------------------------
-ჩამოვიდა..ცინდელიანი ჩამოვიდა
-ემაზე მაბობ?წარბაწეულმა ჰკითხა ძმაკაცს და სიგარეტს გაუკიდა..
-ჰოჰო ჩამოვიდა და იცი რა ნაშაა?წამოიყვირა და იქვე სავარძელში ჩაესვენა..
-ვინ ?ის ბეჰემოტი?კაი რა...
-რა ბეჰემოტი იცი რა გოგო დადგა?შოკია
-შენ მართლა ცინდელიანზე ამბობ?
-ჰო ბიჭო,რომ იცოდე რა ტანი,რა მკერდი,რა ფეხები..სასწაული...შეიძლება,რომ დაინახო იქვე მოგინდეს შენი რომ გახდეს...
-რა სისულელეა,ამან მართლა რამე მოწია თუ ის ბეჰემოტი ასეთი რატო მოეჩვენა?
-შ*გ ხო არ გაქვს,ბიჭო გეუბნები სასწაულიათქო,და თუ არ გჯერა თავად ნახე...
-მადლობა მაგრამ მაგის ნახვას ზოოპარკში წავიდე და ნამდვილი ბეჰემოტი ვნახო ის მირჩევნია...გაიღიმა და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა..
-კარგი რახან არ გჯერა ნუ დაიჯერებ,საკუთარი თვალით,რომ ნახავ ეცადე თავი შეიკავო...თვალი ჩაუკრა ვაკომ და ახლა თითონ გაუკიდა სიგარეტს...ემას თავიდან ვერ იგდებდა,იმდენად მოხიბლა მისმა სილამაზემ,სურვილმა სძლია მალე მის მკლავებში აღმოჩენილიყოო..
-სულ მალე პატარა ქალბატონო,თავისთვის ჩაილაპარაკა და დამიანეს გახედა,რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა და თვალს არ აცილებდა ემას აივანს..
-ნეტა ისევ უყვარხარ?
-ვუყვარდე მერე მე რა,ვის რაში ჭირდება მისი სიყვარული და საერთოდაც მოეშვები ემაზე საუბარს?და წადი და ეგ ჰორმონები ვინმესთან დაიკმაყოფილე,თორე მალე ჭკუიდან გადახვალ...
-ჰორმონები კი არა ემა გადამიყვანს მალე ჭკუიდან..თავისთვის ჩაილაპარაკა და კარები გამოაღო
-ხვალ მუშაობ?კარებში გასული დამიანესკენ შეტრიალდა
-კი გვიან ვამთავრებ,თუ გინდა მერე გამომიარე და ნაშები ავყაროთ
-კარგი..თავი დაუქნია და მალევე გაუჩინარდა....მთელი ღამე ვერ დაიძინა ჯაჭვლიანმა,სულ ემაზე ეფიქრებოდა,როცა ახსენდებოდა თუ როგორი იყო პატარაობაში სახე ეღრიცებოდა,ახლანდელ ემას ვერც კი წარმოიდგენდა,ეჭვი ეპარებოდა იმაზე,როგორც ვაკომ დაუხასიათა...
-ცინდელიანი და ლამაზი?ეს ხო შეუძლებელია...გაიცინა და თვალები დახუჭა
-----------------------------------
დილით ადრე გაეღვიძა...მოუსვენრად იყო,შიგნიდან თითქოს რაღაც ჭამდა,უნდოდა თვალი მაინც მოეკრა მისი ერთადერთი სიყვარულისთვის,რომელიც ძალიან ახლოს იყო,მაგრამ ამავდროულად შორს...დიდხანს იწრიალა,ხან ერთ მხარეს გადაბრუნდა,ხან მეორე მხარეს,ბოლოს წამოდგა და აივანზე გავიდა...ნატრობდა,რომ ისიც აივანზე გამოსულიყო,როგორც ამას 10 წლის წინ აკეთებდა....ყველაზე მეტად მაშინ გაუმართლა,როდესაც ჯაჭვლიანი მის კლასში დროებით გადმოვიდა...სიხარულით მე-9 ცას კი ეწია,მაგრამ მალევე ჩაშხამდა...რატო?რადგან ყოველ დღე დასცინოდა იმაზე,თუ როგორ გამოიყურებოდა...მსუქანი ემა,ჭორფლიანი და წითელი დიდი ლოყებით....ისიც იტანდა ყოველდღიურ დამცირებას არამარტო მისგან არამედ ნახევარი კლასისგან...ახლა კი?ვინ წარმოიდგენდა,რომ ასეთი გახდებოდა...
-როგორ მინდა შენი სახე ვნახო,როდესაც ასეთს დამინახავ...გულში გაიფიქრა და ჯაჭვლიანის აივანს მიაშტერა...ჯერ მხოლოდ დილის 7 საათი იყო,ემას კი ძილიც არ ეკარებოდა,ბორგავდა და ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა...არ იცოდა რა გაეკეთებია,ბოლოს ისევ ლოგინში დაბრუნდა,მუსიკები ჩართო და თვალები მინაბა....12 საათზე ჭყიტა თვალები,მალევე წამოდგა,იბანავა და სარკის წინ საცვლების ამარა დადგა...დიდხანს აკვირდებოდა მის სხეულს,წვრილ ფეხებს,წელს,პრეს რომელიც მუცელზე კარგად ეტყობოდა....მაღალწელიანი შორტი და ფანფლო ტოპი ჩაიცვა,ფეხზე კედები ამოიცვა და სამზარეულოში გავიდა..
-აბა როგორ არის ჩემი ულამაზესი და?უკნიდან მოეხვია გეგა...
-მშვენივრად გაუღიმა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა...
-დღეს რა გეგმები გაქვს?
-არანაირი..ისიც კი არ ვიცი რა უნდა ვაკეთო..მხრები აჩიჩეჩა და იქვე ჩამოჯდა..
-გინდა კლუბში წავიდეთ?
-მერე შენ ძმაკაცებთან სირცხვილი არაა?
-პირიქით ყველას უნდა შენი გაცნობა,თანაც მომიწევს შენი გარეგნობიდან გამომდინარე ბიჭების მოგერიება..
-არ იდარდო ძამიკო,მეც შემიძლია თავი გავართვა....
-ოღონდ იცოდე ისე არ ჩაიცვა,რომ ძმაკაცები გადამირიო...თვალი ჩაუკრა და აივანზე გავიდა მოსაწევად...ისიც უკან გაყვა
-არ ვიცოდი თუ ეწეოდი..
-უკვე გავიზარდე
-შენ მაინც ჩემი პატარა იქნები..ხელი მოხვია და თავი ბეჭზე დაადო..უცებ დალანდა ჯაჭვლიანის სილუეტი ფანჯარასთან...გული აუჩქარდა,მხედველობა კარგად დაძაბა,მაგრამ მაინც ვერ დაინახა ისე,როგორც სურდა....
-მისმინე ჯაჭვლიანი ისევ აქ ცხოვრობს?თუ გადავიდა?
-დამიანეზე ამბობ?
-ჰო ზუსტად მაგაზე...-არა ისევ აქ ცხოვრობს...
-ცოლთან ერთად?
-არა რა ცოლი ტო,წყალწაღებული ბაბნიკია..გაიცინა და სიგარეტი იქვე საფერლეში ჩაწვა..
-რატო გაინტერესებს?
-უბრალოდ ვიკითხე..გუშინ რამდენიმე მისი ძმაკაცი შემხვდა და მისი ამბითაც დავინტერესდი...მხრები აიჩეჩა და ისევ ჯაჭვლიანის ბინისკენ გაიხედა...კიდე დიდხანს იდგა,ელოდა როდის გამოჩნდებოდა,მაგრამ რომ აღარ გამოჩნდა თავი უიმედოდ გააქნია და სახლში შებრუნდა...
-----------------------------------
ფანჯარასთან ჩაიარა,როდესაც თვალი ცინდელიანის ბინისკენ გაექცა..უცებ დალანდა რიჟა თმა,ნაცნობი სახე და ბიჭი,რომელიც მის გვერდით იდგა...უნდოდა აივანზე გასულიყო და კარგად დაენახა,მაგრამ ვერ გაბედა,ან არ უნდოდა ასე მოქცეულიყო...თავი უაზროდ გააქნია და ჩაცმას შეუდგა..კიდე რამდენჯერმე გაიხედა და ისევ იქ,რომ დაინახა საერთოდ გამობრუნდა უკან და შემოსასვლეში დაასრულა ჩაცმა...ცოტა რაღაც ჭამა და სახლი დატოვა...გეზი პირდაპირ კლუბისკენ აიღო...იქ შესულმა ყველას მიესალმა და გასახდელში შევიდა..ვერ ისვენბედა...ძალიან უნდოდა ცენდელიანის ნახვა...აინტერესებდა თუ როგორი იყო,თავის თავს არ უტყდებოდა,მაგრამ კვდებოდა ისე უნდოდა ენახა...განა იმიტომ,რომ რამეს გრძნობდა?არა უბრალოდ აინტერესებდა თუ როგორ შეიცვალა....ბოლოს ისევ გაგას ხმამ გამოაფხიზლა
-რა გჭირს?
-არაფერი რაღაცაზე ჩავფიქრდი...
-შეგიძლია დღეს ღამე შემცვალო?
-ხო არ ღადაობ ტოო..მერამდენედ?
-ამ ერთხელაც და მორჩა მეტს არ გთხოვ
-დუდას რომ უთხრა?
-ეგ ისედაც მუშაობს ღამე...
-კარგი ხო ამ ერთხელ..ამოიხვნეშა და დარბაზში გავიდა....უცებ დაინახა მისი მიმართულებით მოძრავი სხეული და ერთიანად აათვალიერა
-ანიტა აქ რას აკეთებ?
-ძამიკო როგორ ხარ?ლოყაზე აკოცა და მის წინ ჩამოჯდა
-რა ფორმაში ხარ გოგო...თვალები უბრიალა და მოკლე კაბაში გამოწყობილი და ერთიანად აათვალიერა
-მე ც მიყვარხარ გადაიკისკისა და თვალებში ჩააშტერდა
-რა?
გაოცებულმა კითხა
-შენთან მოვდიოდი და იცი ვინ შემხვდა?
-ვინ?
ინტერესით გახედა და ჭიქა ხელში აატრიალა...
-ემა ცინდელიანი...
-ჰო ბიჭებმა მითხრეს ჩამოვიდაო
-აუ იცი რა ვიდზეა?სასწაულია...ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთს თუ ოდესმე ვნახავდი
-რა არის ასეთი ყველა ერთად რომ გადაირიეთ?მობეზრებულად ჩაილაპარაკა და შეკვეთის ფურცელი მოხია...
-ვერც კი წარმოიდგენ სანამ შენი თვალით არ ნახავ...ულამაზესია..ნამდვილი ანგელოზი..
-ნუ აბუქებთ რას გავდა სუფთა ბეჰემოტი იყო და ასე რამ შეცვალა?
ცინიკურად ჩაეღიმა
-აი რომ ნახავ მაგას აღარ იტყვი...თვალი ჩაუკრა და წამოდგა...
-სად მიდიხარ?
-სახლში
-და ამის სათქმელად მოხვედი?
-თან კი თან შენი ნახვაც მინდოდა...
-კარგი და მაგ მოკლე კაბით მეორრედ არ გნახო..
-მეც მიყვარხარ ძამიკო...
სახეზე ხელი მოუთათუნა და ტანის რხევით დატოვა იქაურობა...
-აუ რა სასწაული და გყავს...
აღფრთოვანება ვერ დამალა დუდამ...
-გაა*ვი რა..
ხელი კრა და დაგმწარებულმა ჭიქა დახლზე დაახეთქა...
-ჭკუიდან რატო მშლი ცინდელიანო....კბილებში გამოსცრა და თავის საქმეს შეუდგა..
-----------------------------------
სარკის წინ იდგა და თავის გამოსახულებას ათვალიერებდა...თან ფიქრობდა რა ჩაეცვა...კარადიდან კაბები გადმოყარა და არჩევას შეუდგა...ბოლოს მოკლე,შავი,ტანზე ზედმეტად მომდგარი ერთიანი კაბა მოირგო,რომელსაც ღრმა დეკოლტე ჰქონდა,ფეხზე შავი ლაკის წვეტასები ამოიცვა,გრძელი რიჟა თმა გაიშალა,ძალიან მკრთალი მაკიაჟი წაისვა...ძალიან გამომწვევი იყო...მაკიაჟი საერთოდ ხატავდა....ოთახიდან გასულს წინ მისი ძმა შემოეფეთა...დის დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და ერთიანად აათვალიერა..
-შენ რა ასე მოდიხარ?
-რამე არ მოგწონს?
-და ასე გამომწვევად რომ გაცვია,ის უნდა მომწონდეს?
-სიცხეა გეგა და საერთოდ ვინმე რამეს თუ მეტყვის თავად გავცემ პასუხს,შენი ჩარევა არ იქნება საჭირო...ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა..
-აღარ მივდივართ?მოთმინებადაკარგულმა კითხა და მანქანის კარი გამოაღო..
-ხოხო მოვდივარ..
თავი გააქნია და თავისი ადგილი დაიკავა...
-მომკლავ მე შენ...არა და რა საყვარელი იყავი ბუთქუჩა და მსუქანი რომ იყავი,რას დაიკელი საერთოდ წონაში?
-ასე იყო საჭირო...
თვალი ჩაუკრა და გზას გახედა,რომელიც არა და არ მთავრდებოდა,გაახსენდა დღეს პატარა ჯაჭვლიანთან საუბარი და ისიც კი გაიფიქრა,რომ მის ძმას ყველაფერს მოუყვებოდა....როცა მანქანა კლუბის წინ გააჩერა ისევ აათვალიერა მისი და და თავი უიმედოდ გააქნია..
-რა იყო?-იცოდე ძმაკაცები არ გადამირიო...
-ნუ გეშინია არ ვაპირებ...გაუღიმა და მანქანიდან გადმოვიდა,კლუბს თვალი მოავლო და როდესაც შიგნით კარგი სიტუაცია დახვდა გაუხარდა და ტანის მკვეთრი მოძრაობით გაყვა მის ძმას..იქ მყოფი ბიჭები გაშტერებულები უყურებდნენ წინ მიმავალ ემას...თვალი ბარისკენ გაექცა...სიბნელის და სხვადასხვა შუქების მიუხედავად კარგად გაარჩია ნაცნობი სფეროები...ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და როდესაც მისგანაც იგრძნო საპასუხო მზერა ერთ ადგილზე გაშეშდა....
-----------------------------------————————————
გამარჯობა ყველას..ქ ახალი ვარპირველად ვდებ ჩემ ისტორიას ამ საიტზე და ძალიან ვნერვიულობ ♥არავის გიცნობთ,არავინ მიცნობთ და იმედია ერთმანეთს გავიცნობთ და დავმეგობრდებითძალიან მაინტერესებს თქვენი როგორც დადებითი ისე უარყოფითი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშირებითჯანსაღი კრიტიკა მიყვარს..გთხოვთ ორი სიტყვით მაინც დამიწერეთ შეფასება,რომ გავიგო მოგწონთ თუ არა და ღირს თუ არა გაგრძელება...თუ იაქტიურებთ და გამახარებთ აუცილებლად გაგახარებთგელით გელით მოგელით ♥



№1 სტუმარი ნდნა

დაწყება კარგია იმედია ასე საინტერესოდ გაგრძელდება მალე დადე შემდეგი

 


№2 სტუმარი kati

Erti sityvit momwons! velodebi gagrzelebas.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გისურვებ წარმატებებს, ეს ერთი და სხვა მრავალი

 


№4  offline წევრი Niniko11

Wow მშვენიერიაა არც გეტყობა ახალბედა თუ ხაარ...
კარგად წერ ასე განაგრძეე წარმატებებიი♡♡♡♡
გელი მოუთმენლად ♡♡♡

 


№5  offline წევრი Liluu

ნდნა
დაწყება კარგია იმედია ასე საინტერესოდ გაგრძელდება მალე დადე შემდეგი


მადლობაა❤️❤️აუცილებლად გავაგრძელებ

kati
Erti sityvit momwons! velodebi gagrzelebas.


მადლობა❤️აუცილებლად დავდებ დღეს

ლაზარე 13
გისურვებ წარმატებებს, ეს ერთი და სხვა მრავალი


ჰეჰე მადლობა დიდი❤️????

Niniko11
Wow მშვენიერიაა არც გეტყობა ახალბედა თუ ხაარ...
კარგად წერ ასე განაგრძეე წარმატებებიი♡♡♡♡
გელი მოუთმენლად ♡♡♡


მადლობაა❤️❤️ძაან ახალბედაც არ ვარ მაგრამ აქ პირველად ვდებ❤️????

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

srulad rodis daideba?? dzalian momewona da veli moutmenlad????????

 


№7  offline წევრი Liluu

სტუმარი მარიამი
srulad rodis daideba?? dzalian momewona da veli moutmenlad????????


Tavebad davdeb yovel dge tu vera yovel meore dges aucileblad❤️Dges davdeb me-2 tavs

 


№8 სტუმარი სტუმარი იაკო

წარმატებას გისურვებ და გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი საინტერესოა ძალიან

 


№9  offline წევრი Liluu

სტუმარი იაკო
წარმატებას გისურვებ და გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი საინტერესოა ძალიან


მადლობაა ძალიან დიდი❤️❤️უკვე დავდე და გამოაქვეყნებენ მალე❤️

 


№10 სტუმარი tako

ზუსტად ეს ისტორია მაქვს წაკითხული ფბზე მიმის სტატუსებს ედო და....

 


№11 სტუმარი Tatia

ეს ისტორია მსგავსია ჩემი დაწერილი მოთხრობის, რომელიც 2018 წელს დავიწყდე და დღემდე ვერ დავასრულე .. რეალური სახელი ამ ისტორიის არის ჩემშივე სახლობ .. შესაძლოა მეჩვენება კიდეც ეს მსგავსება არვიცი, მაგრამ რატომღაც მაინც მიხარია, რომ წლების მერე აღმოვაჩინე მისი მსგავსი ისტორია...)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent