დინა ქალდანი (6თავი)
აი, ის შემთხვევა ხომ გქონიათ რომ გინდა მარტო იყო ყველასგან და ყველაფრისგან შორს, სადღაც გადაკარგულში წახვიდე და მხოლოდ ბუნებას ხედავდე შენს აჩრდილად, მხოლოდ ის იყოს შენი მესაიდუმლე, მხოლოდ ის გყავდეს ერთადერთ მეგობრად. ასე უნდოდა დინასაც, დაიღალა, ძალიან დაიღალა და წავიდა, იქ წავიდა სადაც უყვარდა ყოფნა. სახლს რომ მიუახლოვდა მანქანა გააჩერა და ეზოში ფეხით შეაბიჯა, ღრმად სუნთქავდა, ყველაფრით გადაღლილს მხოლოდ ეს უნდოდა, ეს ამშვიდებდა... როგორც კი სახლში შეაბიჯა გაემზადა და თავლაში გავიდა, თავის შავტუხას მოეფერა, გამოიყვანა და გააჭენა... გრანდი - ასე ერქვა მის ცხენს, რომელიც ბავშვობიდან მისია, ბაბუამ აჩუქა ახლად დაბადებული კვიცი, უთხრა მოუარე და გაზარდეო, ისი ზრდიდა... ახლა კი, ახლა მიაქროლებდა მთებში თავის შავს და სველი სითხე უნამავდა სახეს, მლაშე ნიაღვარი ღარებად დასდევდა ულამაზეს ღაწვებს, თმები გაეშალა და შეშლილი ამორძალივით მიჰქროდა და დაჭრილი ნადირივით ბღაოდა გულ გამოჭმული... საშინელი ტკივილით შებოჭილი, უღრან, უკაცრიელ ტყეებს მიაპობდა, მიდიოდა და ირგვლივ ყველაფერს აფრთხობდა, მაგრამ მაინც სადღაც ფუღუროში გამომწყვდეული ციყვი მაინც გადმოჰყურებდა და ისიც კი ვერ სწყვეტდა თვალს ასე ძლიერი და მომნუსხველი სილამაზის პატონს... ძალაგამოცლილი დაბრუნდა სახლში, ვერ გრძნობდა სხეულის ვერცერთ ნაწილს, ძალაგამოცლილი დაემხო საწოლზე და ასე ჩაეძინა. დილით მზის სხივებმა გააღვიძეს, ზანტად წამოიწია და ხარბად შეათვალიერა გარემო, ეს ადგილი ყოველთვის აძლევდა ძალას და დაცემულს წამოდგომაში ეხმარებოდა. თავი მოიწესრიგა და სოფელს ჩამოუარა. ყველა მოინახულა, საღამოს კი ისევ წავიდა თავის ფიქრებთან მარტო დასარჩენად. სულ ზემოთ სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას წავიდა, იქიდან ყველაფერი მოჩანდა და ამიტომ ბავშვობიდან უყვარდა იქ ჯდომა. მთვარიანი ღამე იყო. ბალახზე ჩამოჯდა დინაც და მას დაუწყო ყურება, თან ფიქრობდა, მაგრამ რაზე? რომ გეკითხათ მაშინ რაზე ფიქრობდა ვერ გეტყოდათ პასუხს, იმიტომ რომ ბევრზე ფიქრობდა, იმიტომ რომ ყველაფერზე ფიქრობდა... ნიავმა დაუბერა და გაშლილი თმა გვერდზე გადაუყარა, თან ასე ძალიან ნაცნობი და ამავდროულად უცნობი სურნელი მოიტანა, გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. - გამოდი! ვიცი აქ ხარ. - პასუხი არ იყო თუმცა სიბნელეს არსაიდან გამოყოფილი სხეული გოგონას მიუჯდა და თითონაც ცაში დაიწყო ყურება. - მოგწონს სვანეთის ცა, ხევსურეთის ასულო? - ჩაეკითხა ბიჭი თავისი ბოხი ოდნავ ჩახრინწული ხმით, დინას კი მწარედ ჩაეცინა, არაფერი უპასუხია, უბრალოდ მთვარეს მოსწყვიტა მზერა და ბიჭზე გადაიტანა. ისევ კაპიშონწამოხურული იყო, თუმცა სახის ნაკვთები უფრო მეტად გაარჩია მთვარის განათებაზე. ენა ჩაუვარდა, თითქოს მიიზიდა სვანმა. არც ამჯერად უთქვამს რაიმე, ისევ წინ გაიხედა. შემდეგ უბრალოდ გადაიხარა და თავი მამაკაცის ძლიერ ბეჭს დაადო. უბრალოდ ისხდნენ და ამ სხდომაში, ამ დუმილში იმდენი რამ ითქმოდა, თან არ ითქმოდა, იმდენ საოცრებას იტევდა ის წუთები, რას არ მისცემდნენ, რომ საუკუნოდ გაგრძელებულიყო და წამები საათებად ქცეულიყო იმ მომენტში... ან უბრალოდ, სულ უბრალოდ დრო გაჩერებულიყო და მხოლოდ ამ წამებს, ამ წუთებს ეარსებათ სამარადისოდ... - გიპოვე, დინა, გიპოვე... - ჩუმად, ნაწყვეტად მძმე სუნთქვას ამოაყოლა ბიჭმა. - მაშინ საკუთარი თავიც მაპოვნინე. - ცრემლად დაედინა გოგონას სიტყვები - ვიპოვით! გაპოვნინებ! შენ შეძლებ! მე და შენ ერთად ვიპოვით შენ მე და მე შენ... - ბიჭი წამოიწია და გოგონას თვალებში ჩახედა, გული, ღმერთო გული გაუჩერდა ცრემლი რომ დაინახა, იმ წამს ყველაზე ძლიერი და ამავდროულად ყველაზე სუსტი კაცი იყო მსოფლიოში... - ვიპოვით! შენ მთავარია გჯეროდეს და მყარად იდგე... - თვალებში უყურებდა, ცრემლი მოსწმინდა, გავარვარებული ტუჩები შუბლზე მიაკრო და გულში ჩაიკრა. იმ ქალს ეხუტებოდა მთელი ცხოვრება, რომ გაურბოდა, მთელი ცხოვრება მისი მიახლოებით გამოწვეულ ტკივილს რომ გრძნობდა, რომ უნდოდა ამდგარიყო, სრულიად მისი გაეხადა ეს ძლიერი ქალი და ამავდროულად პატარა ბავშვი, უნდოდა სულ მის გვერდით გაეტარებინა ცხოვრება, თუმცა ეშინოდა... ეშინოდა, რომ მისი ვინაობის გარკვევის შემდეგ აღარ მიიღებდნენ, უარყოფის ეშინოდა და მიიღო კიდეც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.