შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (5)


11-09-2019, 01:09
ავტორი Holly_Holly
ნანახია 2 818

დიდიხანი ვიყავით ასე ჩახუტებულები..ყველასგან განცალკევებულები..ვეხუტებოდი ძლიერად და ვგრძნობდი მის სურნელს..სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავდი და უფრო ღრმად ვისუნთქავდი მის არომატს..ჩემი პრინციპები შორს გავაგზავნე და თავს მივეცი უფლება თავი ბედნიერად მეგრძნო მის გვერდით..არასდროს არაფერი არ უნდა ინანო,თუკი იმ მომენტში თავს ბედნიერად გრძნობ..ყველანაირი სიამაყე და სიჯიუტე დავივიწყე და მომენტით ვისარგებლე..თუ არ ცდი რაღაცას,ვერ გაიგებ ღირდა თუ არა..ცოტა არიყოს შემცივდა და ხელი მკლავზე მოვისვი..
-თუ გცივა შევიდეთ -თვითონაც გამისვა ხელი მკლავზე
-ჰო შევიდეთ
-ერთად ვართ? წარბებაწეული გამომხედა დევდარიანმა
-გოგა არა,ეს ერთი ჩახუტება იმას არ ნიშნავს,რომ ერთად ვართ
-აუ ანანო როდის უნდა გატყდე? 12 წლის ბავშვივით დაგდევ ამდენი ხანია,რას მაწვალებ ტო,რა გინდა? -ყვირილი დაიწყო
-ისევ ყვირი გოგა-დავუბღვირე
-ვიცი,რომ შენც გიყვარვარ -დარწმუნებით გამომხედა
-არა არ მიყვარხარ არა,შენნაირ ცხოველთან მე ბედნიერი ვერ ვიქნები,მიყვარხარს გაიძახი სრულიად უემოციოდ და როგორც კი შანსი გეძლევა ბო*ებთან გარბიხარ -ვყვირივარ და ხელები მიკანკალებს
-რა გინდა დებილივით უნდა ვიღიმოდე რო დაგარწმუნო? რამდენჯერ უნდა გითხრა რო ისინი ბო*ები არიან ანანო ბო *ე ბი - გამაჯანჯღარა და დამიმარცვლა სიტყვა
-შემეშვი გოგა მინდა რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან
-ტონი გააკონტროლე სანამ ჭკუიდან გადავედი და შენ ჩემი იქნები ჩეემი გოცირიძე!-მიღრიალა და სიგარეტს მოუკიდა
-მეზიზღები აი ასეთი მეზიზღები დევდარიანო,ცხოველი ხდები,როცა ფეთქდები და ვეღარ იხედები ვინ გიდგას წინ,გული მერევა შენზე - დავუყვირე და ელვის სისრაფით მომიახლოვდა,სიგარეტი მოისროლა,მკლავებზე ორივე ხელით ძლიერ მომიჭირა და თვალებში ჩამხედა სიმწრით..
-კიდევ ერთხელ ანანო,კიდევ ერთხელ მაგ სიტყვებს იხმარ ჩემთან მიმართებაში,ძალიან განანებ გოცირიძე -ხელი უხეშად მიმიშვა და სახლში შევიდა
თავი ხელებში ჩავრგე და ცრემლები თავისით ჩამომიგორდა გაფითრებულ ლოყებზე..ყველაფერზე ფიქრი და გადახარშვა მინდოდა,მაგრამ ვერ ვფიქრობდი,თითქოს ტვინის უჯრედები გუბეებით აივსო,ფიქრის საშუალებას,რომ არ გაძლევდა..სახლში შევედი და დივანზე დავჯექი,სანი მომიახლოვდა სერიოზული სახით და ამოილუღლუღა..
-ანო სალაპარაკო გვაქვს
-გისმენ სანდრო
-ის ნაბი*ვარი რეზი,როგორც კი მოგიახლოვდება და შენთან კონტაქტის დამყარებას ეცდება მაშინვე გვირეკავ რომელიმეს,ჩვენ კი მოვუგვარებთ და ავუხსნით რაღაცეებს მაგრამ იცოდე მაინც -თვალი ჩამიკრა და სიგარეტს მოუკიდა
- შანსი არაა რა არ შეეშვება -ირონიით გაისმა დევდარიანის ხმა
-შენ ვინ გეკითხება საერთოდ? ან თქვენ თუ მასთან გაქვთ პრობლემები მე რა? -ნაგლურად ვუპასუხე
-ენა გოგო -წარბებაწეული გამომხედა გოგამ
-იდიოტი
-გავიგე
-ხოდა უნდა გაგეგო -დავუბღვირე
-ჩხუბის დრო არარის რა და ნუ შემე*ით ახლა,მტკივა ისედაც თავი -ჩაიბურტყუნა გიომ
კიდევ რამდენიმე დღე გავატარეთ წყნეთში და დადგა თბილისის დროც..როგორც წესი,ისევ გოგას მანქანაში მომიწია ჩაჯდომა,რადგან ერთი გზით მივდიოდით..
-მთელი გზა ეგეთი უჟმური უნდა იყო? -ისე მკითხა გზისთვის არ მოუცილებია თვალი
-აუ რაგინდა?
-ჩემთან რო იყო -გამომხედა
-იოცნებე
-არ ვოცნებობ,ვასრულებ -თავი გააქნია და გზას გახედა
-ბუნების შეცდომა ხარ იცი?
-ისევ ბევრს ლაპარაკობ ანანო -გამკაცრებული ტონით შემოიფარგლა
-კაი გამიჩერე აქ,მეთვითონ გავივლი
-დაიფიცე აბა
-გავლა მიინდა გოგა
-კაი ერთად გავივლით მაშინ -თქვა და მანქანა გააჩერა
-რას მიყურებ გადმოდი,ხო გინდოდა გავლა ამ ყინვაში
აღარაფერი აღარ ვუთხარი მანქანიდან გადმოვედი და გზა განვაგრძე,სახლამდე ხუთი წუთის სავალი იყო..პალტო მეცვა,მაგრამ მაინც ძალიან ციოდა,კურტკა გაიხადა და მე მომაფაარა,თვითონ დარჩა ბორდო ჯემპრის ამარა..
-არიყო საჭირო,მარა მადლობა -ვუთხარი დაბალი ხმით
-არგინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე გოგა?
-ყველაფერზე
-ყველაფერში თუ მე და შენც შევდივართ მაშინ არ მინდა
-ამ თემას ნუ გაურბიხარ,მაინც დავუბრუნდებით,მაშინ ბოდიში მოიხადე იმ საღამოს როგორც მელაპარაკე -სიამაყით წარმოთქვა ეს სიტყვები და თავი გაისწორა
-რომელ საღამოს? -ცოტა დავიბენი
-ციხის მერე,ბიჭებისგან ხო გაიგე რაც მოხდა
-ხო მერე
-ხო და ბოდიში მოიხადე იმ ლაპარაკისთვის,როგორც მელაპარაკე და მისაყვედურე მანქანაში
-მასე თუ ვიმსჯელეთ,ძალიან ბევრი ბოდიში გქონია მოსახდელი გოგა - არ ვიხევ უკან
-ანუ არ მიხდი ბოდიშს? -გამოცრა
-რათქმაუნდა არა
მომიახლოვდა და წელზე ისე მომხვია ხელები,ვერ ვინძრეოდი,ძალიან ცოტა მანძილი იყო ჩვენს ტუჩებთან დარჩენილი..
-მაგას არ იზავ -ჩავიჩურჩულე
-ვიზავ და კარგად იცი ეგ
-კაი ბოდიში გოგა,რომ ტყუილად გისაყვედურე -თვალები დავხარე და ისე წარმოვთქვი
-კაი გოგო ხარ
-გამიშვი ახლა
-მთხოვე -ბოროტულად იღიმის
-გოგა გამიშვი ხელი
-მთხოვეთქო
-გთხოვ გამიშვი ხელი -საწყალი თვალებით ავხედე
-ვერა -თქვა და ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი აღარ დატოვა..გარეთ ისე ყინავდა,მაგრამ მისი ტუჩები ისეთი თბილი იყო,სხეულიც გამითბა,ლოყები ამიწითლდა სიცხისგან და სიამოვნებისგან თვალები მიმეხუჭა..მალევე მოვეგე გონს და ხელი ვკარი
-ცხოველი ხარ,სრული იდიოტი არსება -ვუყვირე და სადარბაზოში გავუჩინარდი..
ცხელი აბაზანა მივიღე და ლოგინში ჩავწექი..ნუთუ მართლა მაკოცა? დავიწყე უაზრო ფიქრი,შემერია გაბრაზებაც..ახლა თვალებში როგორ უნდა მიყუროს საერთოდ,ნაგავი,იდიოტი..ამდენი როგორ გამიბედა ვერ ვხვდები..თან მეღიმებოდა და მსიამოვნებდა ამის გახსენება..ნუთუ ეს ყველაფერი მომწონდა? ჩემს თავს ბევრი კითხვებით გამოვუტუმბე ტვინი და გოგოებთან დავრეკე..ყველაფერი მოვუყევი და ისიც დააყოლეს,რომ რეზი კაჭარავა დიდი პრობლემა იქნება ჩვენი..ტელეფონი გავთიშე და დავიძინე..

8;45
ძლივს გავახილე თვალები,აბაზანაში შევედი ხელ-პირი დავიბანე,კბილებიც გავიხეხე,ნიჟარასთან დავდექი და სარკეში ჩავხედე ჩემს თავს..ნუთუ ყველაფერი შენს თავს ხდება ანანო გოცირიძე? დავუსვი ჩემს თავს ეს კითხვა და მომზადება გავაგრძელე..შავ ჯინსზე და თეთრ ყელიან ჯემპრზე შევაჩერე არჩევანი..თმა გავიშალე და ტუჩებზე მოწითალო კონტური წავისვი..პალტო ჩავიცვი და გარეთ გავედი..მანქანით გადავწყვიტე წასვლა უნიში..საცობების გამო ოც წუთში მივედი ლექციებზე,რეზიმ მომაპყრო მზერა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი..
-ჰეი,როგორ ხარ?
-კარგად რეზი შენ?
-კარგად,სად გაქრი იმდღეს ჩემი სახლიდან?
-საქმე გამომიჩნდა და -ვცდილობ ლაპარაკს თავი ავარიდო
-შენი საქმე შენი სამეგობრო წრე და დევდარიანია? -მაცდურად გამომხედა
-კი
-მშვენიერია -ბოროტულად გაიღიმა და თავი გაასწორა
ლექციები დაგვიმთავრდა და გარეთ გამოვედი,რეზიც უკან გამომყვა..წელზე ხელი მომხვია
-რას აკეთებ?- შევცბი ადგილზე
მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა,ვერც კი გავიაზრე,როგორ მოგვიახლოვდა დევდარიანი და წიხლქვეშ გაიგდო რეზი..
-გოგა რას აკეთებ გაჩერდი -ყვირილი დავიწყე
-შე ახ*არო,დაგინახავ მეორედ ანანოსთან მისულს და გაგაქრობ,წამოიძახა დევდარიანმა და მუშტი უთავაზა სახეში..ბიჭები მოცვივდნენ და სასწრაფოდ გააშველეს..წელში გასწორდა,კურტკა გაისწორა და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა დევდარიანმა..
-გოგა რას აკეთებ? სულ გააფრინე?
-შენ კიდე ლაპარაკობ გოგო?
-მხეცი ხარ გოგა,ადამიანების დანდობა არიცი
-კიდე დაგინახავ ამ ტიპთან და ადამიანის დანდობას მერე ნახავ შენ..აი მე გაფრთხილებ - ვერ ჩერდება და ყვირის..ასეთი გამწარებული მემგონი პირველად ვნახე დევდარიანი..
მანქანაში ჩავჯექით და გეზი ავიღეთ მისი სახლისკენ..კარი გააღო და სახლში შევედით,პატარა სახლი ჰქონდა,ერთი საძინებლით,ერთი მისაღებით და სამზარეულოთი..
-დაჯექი -ვუთხარი და ბამბა მოვიმარჯვე
-აუჰ -სახე მოღუშა,როგორც კი ბამბა მივადე მის გახეთქილ ტუჩს
-მოითმინე აბა -გავხედე მკაცრი სახით
პატარა ჭრილობა დავუმუშავე და დივანზე დავჯექი..
-ამხელა მასკარადი არ უნდა მოგეწყო -ხმა ამოვიღე დიდი სიჩუმის მერე
-სხვა რაღაცას დაგანახებ,თუ კიდე დაგინახავ მის გვერდით
-დავიღალე
-მე უარესად დავიღალე ანანო -თქვა და ფეხზე წამოდგა
-უნდა წავიდე
-დარჩი რა -შემომხედა თხოვნით
-არ შემიძლია
-რა ვერ გასვენებს? მითხარი რატო არ გინდა მენდო?
-ძალიან ბევრი მიზეზია მაგისთვის
-რა მიზეზი? ის რო შენ მაცხოველებ შენი სიჯიუტის გამო? რატო ხარ ასეთი ამაყი,უადგილოა დამიჯერე
-არაფერი არ გამოგვივა გოგა დაიმახსოვრე ეს და დანებდი
-მე ყველაფერი გამომდის რაც მინდა,დანებება ჩემი საქმე არარის
-არ მინდა მე შენთან ყოფნა,მეშინია ნუთუ ვერ ხვდები?
-გატყდი რა
-გოგა საკმარისია
-თვალებში შემომხედე და მითხარი,რო არ გიყვარვარ
-გოგა გამიშვი ხელი
-მითხარი მიდი
უცბად გაისმა ტელეფონზე ზარი..
-ხო ლაშა -გაისმა დევდარიანის უმკაცრესი ტონი
-კაი ახლავე გამოვდივარ დამელოდე -უთხრა და ყურმილი დაკიდა
-სად მიდიხარ გოგა? -შეშინებული გავხედე
-შენ არ გეხება -ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა ლოყაზე
-ისევ მეორდება ხო ხედავ
-ჩვენი ლაპარაკი არ დასრულებულა,წავედი და დამელოდე ღამე გვიან დავბრუნდები -თქვა და სახლი დატოვა..
რატო უნდა დავლოდებოდი,რომელი მისი ცოლი მე ვარ,ან სად წავიდა..უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში და არვიცოდი დავლოდებოდი თუ წავსულვიყავი სახლში..დიდიხნის ფიქრის მერე გარეთ გადავწყვიტე გასვლა,მაგრამ გამარჯობა მის სახლში ჩაკეტილი აღმოვჩნდი..კარს გამწარებული ხელები ვურტყი მაგრამ უშედეგოდ,აზრი? იდიოტი,საზიზღარი ისე ჩამკეტა თითქოს ვალდებული ვარ აქ ვიჯდე და მას ველოდო..ხელები გადავიჯვარედინე და ფიქრი დავიწყე რამექნა? ყავა გავიკეთე და ტელევიზორი ჩავრთე ინებ ყურადღება მაინც გადავიტანო მეთქი..მაგრამ სულ მასზე ვფიქრობდი,სად შეიძლება წასულიყო..ფიქრებში ჩამეძინა..
როცა თვალები გავახილე გოგას სახე დავინახე,ვიფიქრე ისევ სიზმარიათქო და ისევ დავხუჭე თვალები,რამდენიმე წამის მერე ისევ ვახელ და მის სახეს ხელი ჩამოვუსვი,რომ დავრწმუნებულვიყავი თვითონ არის მართლა თუ არა..
-რაიყო,მოგენატრე? -არეული ჰქონდა თვალები,დაღლილი იყო და ძლივს აბავდა სიტყვებს
-სად იყავი?
-ჩშ,დახუჭე თვალები
თვალები დავხუჭე და ძლიერ მოვეხვიე,მის ჯემპრს მოვკიდე ძლიერ ხელი,რომ არსად წასულიყო..ჩაგვეძინა ორივეს,ერთმანეთზე გადახვეულები..არვიცოდი სწორად ვიქცეოდი თუ არა,შეიძლება ბოლოს გულნატკენი ისევ მე დვრჩენილვიყავი,მაგრამ ახლა ხო ბედნიერი ვარ? მთავარი ესაა,როცა გყავს ადამიანი,ვისთანაც თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობ..ეს ადამიანი ჩემთვის ზუსტად ის იყო,კარგი თუ ცუდი ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა..თავს ნება მივეცი სამყაროს მოვწყვეტილვიყავი და დავმტკბარვიყავი ამ მომენტით..დიახ,გოგა დევდარიანის გვერდით..


ბავშვებო ვეეეელი თქვენს კომენტარეეეეებს!!!რას ფიქრობთ რა იქნება შემდეგში?



№1  offline წევრი Niniko11

ოუუუ რა კარგიი ხაარრრრ აუუ
როგორ გამახარეეე....
ძაალიაან მომეწონააა იმისმიუხედავად რომ გოგა უხეშიაა მაინცც კარგ შდაბეჭდილებას ტოვებს ჩემზეეე და. ვფიქრობ რომ გოგა და ანო კარგი წყვილიაა♡♡♡
ახალ თავს ველი მოუთმენლად წარმატებებიი♡♡

 


№2  offline წევრი Holly_Holly

Niniko11
ოუუუ რა კარგიი ხაარრრრ აუუ
როგორ გამახარეეე....
ძაალიაან მომეწონააა იმისმიუხედავად რომ გოგა უხეშიაა მაინცც კარგ შდაბეჭდილებას ტოვებს ჩემზეეე და. ვფიქრობ რომ გოგა და ანო კარგი წყვილიაა♡♡♡
ახალ თავს ველი მოუთმენლად წარმატებებიი♡♡
madloba tkbilo❤️

 


№3  offline წევრი თათუ♡

Velodebi shemdegs

 


№4  offline წევრი Holly_Holly

დავდებ 12ის მერე თუ დაიდება

 


შოკში ვარ მართლა

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

აირაგავაკეთო ძააან მომწონსს

 


№7  offline წევრი sofi_sofiaa13

ოჰოო რაამბებიაააქქქ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent