შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულნი (4)


10-09-2019, 12:16
ავტორი Holly_Holly
ნანახია 3 164

შაბათი..
დილით მალევე გავიღვიძე და გადავწყვიტე ბავშვები მენახა..ლენკას დავურეკე
-ხო ანო
-რას შვრებით,სად ხართ?
-ახლა გამოვედი სახლიდან და ბარში ვაპირებ გასვლას,გამოდი სალაპარაკო გვაქვს
-კარგი მეც მოვალ მალე..გავუთიშე და მივხვდი,რომ ბიჭებმა მოუყვეს რაღაც-რაღაცეები და ელვის სიწრაფით გავვარდი ბარში..ბარში ცხელოდა პალტო გავიხადე და გოგოებს გავხედე..
-რა ხდება მოყევით
-დევდარიანმა არ მოგიყვა არაფერი? -გაოცებული გამომხედა ნინიმ
-არა და თქვენ გისმენთ
-რადა დევდარიანი და მისი სასტავი რო არ ყოფილიყო,ჩვენს ბიჭებს მაგარი დაენ*რეოდათ-თქვა ლენკამ და სიგარეტს მოუკიდა..
-ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ ნორმალურად ყველაფერი,ისედაც ნერვები მიწიოკდება
-რადა ბიჭები მაგარ ვალებში ყოფილან ჩავარდნილები,იმათმა კაი ბიჭები ჩარიეს და ამათ დაადგნენ,უცემიათ ერთმანეთი ერთს დანა ამოუღია და სანდროსთვის აპირებდა უკნიდან ჩარტყმას,გოგა ჩარეულა და ისე მოხდა,რომ მან დაჭრა ეგ ტიპი..მაგარი ახლართული ამბავია და შოკშიც ვარ..ძაღლები გამოიძახეს და ეგრე ფაქტზე ჩვენს ბიჭებს დააბრალეს ყველაფერი,კიდე კაი გოგას ბიძა თორე დალპებოდნენ ციხეში..-დაასრულა მოყოლა ნინიმ და მანაც მოუკიდა სიგარეტს..
-ვინ მოგიყვათ?
-დიდი ხვეწნის მერე გიორგიმ მოგვიყვა და ეგეც ტრუხად,გვითხრა არ ჩაერიოთო
-ხო არაა? არ ჩავერიოთ,მხოლოდ ვინერვიულოთ და შიშით ვიყოთ და ველოდოთ ყოველდღე ვინმეს სიკვდილს ან ციხეში ჩაჯდომას..-აკანკალებული ხმით ამოვღერღე ორიოდე სიტყვა და თავი დავხარე
-კაი ბიჭები ძაღლობას როდის რევენ,ძაან დამაინტერესა მაგ ამბავმაც -თქვა ლენკამ და სიგარეტი ჩააქრო..
მართლა არვიცი,დავიღალე უკვე ყველაზე და ყველაფერზე ფიქრით,წავედი მე გოგოებო რა ლიზას მივყვები მის დაქალთან და დღეს არამგონია გნახოთ..გკოცნით..ხვალამდე..
გოგოებს დავემშვიდობე და ლიზას დავურეკე..
-დე სადხარ?
-კლინიკიდან გამოვდივარ დე,შენ სად ხარ?
-ბართან ვარ,გამომიარე ბარემ და წავიდეთ გვანცასთან
-კაი დე..
დედამ გამომიარა მანქანით და გეზი ავიღეთ თემქისკენ..გვანცა დედას ახლო დაქალია,ეზარებოდა ლიზას მარტო წასვლა და აღარ ვუთხარი უარი,გავყევი მეც..

-შემოდით გოგოებო,როგორ მომენატრეთ-კარი გაგვიღო გვანცამ და მოგვეხვია..
-მეც მომენატრე,ამ კლინიკის გადამკიდე ანანოსთვისაც ვერ ვიცლი უკვე..
გვანცას ბინა სტუდიოს სტილში ჰქონდა მოწყობილი და სასიამოვნო გარემო იყო..
-რეზი მოდი გაგაცნობ ჩემს გოგოებს-ხელი ანიშნა მის ბიჭს
-ანანო-ხელი ჩამოვართვი და გავუღიმე
-რეზი,სასიამოვნოა -გამიღიმა თვითონაც
საყვარელი ბიჭი იყო,მაღალი,გამხდარი,ცისფერი თვალებით..
-წამო ლიზა,ყავა გავაკეთოთ,დავტოვოთ ბავშვები
დიალოგი რეზიმ დაიწყო..
-სწავლობ სადმე ანო? თბილი და დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა,სასიამოვნო
-კი ილიაში,მესამე კურსზე ვარ,შენ?
-ვაუ,მე მეოთხე კურსზე..რა დამთხვევაა არადა არ შემხვედრიხარ,ან არ მახსოვხარ
-მაგარია..დიდად არავის არ ვემეგობრები ორი დაქალი მყავს,სულ მათთან ერთად ვარ,ეტყობა იმიტო
-უკვე მეც მიცნობ ასე რომ არიქნება ცუდი,ვეკონტაქტოთ ერთმანეთს მითუმეტეს ერთ ადგილას ვსწავლობთ-იდაყვი მომარტყა ნელა და გამიღიმა..არაფერი აღარ ვუთხარი,მეც გავუღიმე..
-დალევ რამეს?
-რავი კი,კოლა თუ გაქვს
-კი ახლავე
ამ დროს ვაჩემ დამირეკა..
-ხო ვაჩე
-სად ხარ ანუტიკ?
-ლიზას გავყევი,მის დაქალთან,თემქაზე..რაარის?
-არაფერი ტო,მეთქი გნახავდით,ბარში ვართ ყველა
ამ დროს რეზი მომიახლოვდა..
-აი გამომართვი,ცივია
-მადლობა რეზი -გავუღიმე
-რეზი ვინაა? გაკვირვებული მკითხა ვაჩემ
-ლიზას დაქალის შვილი..კაი ვაჩე უნდა დავკიდო და ხვალე გნახავთ
-კაი მიდი გკოცნი და ჭკვიანად იყავი -დამარიგა და გათიშა..
ბევრი ვილაპარაკეთ მე და რეზიმ,ახლოს გავიცანით ერთმანეთი და საყვარელი ბიჭი იყო,თბილი რაც მთავარია..ისე გავიდა დრო,დევდარიანზე ფიქრიც ვერ მოვასწარი,ახლა ამომიტივტივდა თავში მისი ნათქვამი ყველა სიტყვა.. "არ ინანო გოცირიძე შენი სიტყვები" "ისე არარის ყველაფერი,როგორც შენ გგონია"..მაგრამ მაინც გაბრაზებული ვიყავი მათზე..
ტელეფონის ეკრანზე დევდარიანი ამომიხტა..
-რომელი კორპუსია? ყვირის
-რა გაყვირებს? რა ხდება?
-რომელი კორპუსია თქო გოგო,მითხარი თორე ავაფეთქე ეგ შენი თემქა
-მესამე..ვუპასუხე ხმადაბლა,რომ არ შეემჩნია ლიზას არაფერი
-ორ წუთში ქვემოთ იყავი -მითხრა და გათიშა..
არმინდოდა პრობლემები შემექმნა,ვიცოდი რა ცხოველიც იყო გოგა და შეეძლო მოურიდებლად ამოსულიყო,ამიტომ წასვლა გადავწყვიტე
-დედა,მე წავალ ბავშვები მელოდებიან
-კაი რა დე,ცოტახანიც და ერთად გავიდეთ
-არაა არაა შენ დღეს არ გიშვებ,ჩემთან დარჩება დედიკო-მითხრა თბილი ღიმილით გვანცამ.
-კაი დე გავიქეცი მე რა..
სწრაფად ქვემოთ ჩავედი..გოგა ცეცხლებს აფრქვევდა,სადაცაა გასკდებოდა..მანქანაში ჩემი ჩაჯდობა და ადგილიდან გაქრობა ერთი იყო..
-ვისთან იყავი? ღრიალებს
-რა გაღრიალებს? ვუყვირე
-ვისთან იყავი მეთქი?
-ვაიმე დედაჩემის დაქალთან
-და კიდე? ვერ ჩერდება
-მისი ბიჭიც იყო სახლში-რა ხდება ამიხსსნი? ვუყვირე ისევ
-სახელი და გვარი
-ვაიმეეე რა ხდება,ვეერ ვხვდები რა პანიკები მომიწყე?
უცბად დაამუხრუჭა და მარჯვენა ხელზე მომიჭირა ძლიერ ხელი..
გოცირიძე რასაც გეკითხები მიპასუხე,თორე განანებ..
-რეზი კაჭარავა
ფუი ბლ*ად,მასეც ვიცოდი,ხელი უხეშად გამიშვა..
-რა იცოდი რა? ასე ცხოველივით რატო იქცევი ? ვყვირი და ვერ ვჩერდები,ნერვიულობისგან არვიცოდი რამექნა
-იცი ვინაა ეგ შენი რეზი კაჭარავა?ვისაც მასე ეხმატკბილებოდი? ირონიით დაიწყო დევდარიანმა
-კი ვიცი გვანცას და დემეტრეს შვილი..
-არა ანანო არ გცოდნია,მაგ ს*რის გამო ვისხედით 1 კვირა ციხეში.რა გინდოდა მასთან? როდიდან ხვდები? ღრიალებს და არ ჩერდება
-შენ საერთოდ გაგიჟდი? დედაჩემის დაქალის შვილია და დღეს გავიცანი,მერავიცოდი საერთოდ აქ რო პანიკები ამიწიე და მიყვირი
-გაჩუმდი გოცირიძე,ტონს დაუწიე სანამ უარესად გავაფრინე
-საიდან გაიგე საერთოდ? უკან არ ვიხევ
-ვაჩესგან,რო უთხარი თემქაზე და თან რეზიც ახსენე,იქ ვიყავი და გავიგე..ეგრევე მოვწვი ვისთანაც იყავი..და მაგან მშვენივრად იცის ვის სასტავშიც ხარ,დანახული მაინც ეყოლები.მესამე ღერს მოუკიდა,ნერვიულობისგან
-და რა პრობლემაა,მე რა შუაში ვარ თქვენს უაზრო ჩხუბებთან? დამანებე თავი რა
-ახლოსაც არ დაგინახავ,თორე გვამთან მოგიწევს ურთიერთობა,მე გაგაფრთხილე
-შენ ჩემი ცხოვრება საერთოდ არ გეხება,თავი დამანებე და გაქრი ჩემი ცხოვრებიდან
-მე ყველაფერი მეხება რაც მინდა გოცირიძე და ნუ იოცნებებ იმაზე,რომ გავქრე..ჯერ მაგ შენს რეზის გავაქრობ
-ვაიმე გავგიჟდები,მართლა გავგიჟდები..ვერ ვხვდები,მართლა ვერ ვხვდები რა გინდა
-ვერ ხვდები ხო? -წარბები აზიდა მაღლა
-ვერ ვხვდები ხო ვერა
დუმილის შემდეგ..
-მიყვარხარ ანანო
-რა? ისტერიკული სიცილი დავიწყე
-გაგიმეორო?
-არაა არ ღირს,არ ვაპირებ შენს სისულელეების მოსმენას და სახლში წამიყვანე
-ყოველთვის ამ სიტყვას არ ვხმარობ და თუ გეუბნები ესეიგი მასეა..
-არ მჯერა შენი,შენნაირი ცხოველისგან ამ სისულელეს ვერ დავიჯერებ..
-შენივე საქციელების და გრძელი ენის ბრალია,როგორც გექცევი ეს კარგად დაიმახსოვრე..მანქანა დაქოქა და სიჩქარეს უმატა..
როგორ შეუძლია ასე უემოციოდ მითხრას ეს სიტყვა,ყველანაირი გრძნობის გარეშე? თვალები ცრემლებით მევსება და თავს ძლივს ვიკავებ,რომ ტირილი არ დავიწყო..როცა სიყვარულს გრძნობ ადამიანის მიმართ,ცდილობ ყველანაირი სითბო და მზრუნველობა აგრძნობინო,თვითონ რას აკეთებდა? ცხოველივით მექცეოდა..სიყვარულს სიტყვებით კი არა ქცევებით უნდა გრძნობდე..
ფიქრებიდან გამოსულმა,მივხვდი რომ ეს ჩემი სახლის გზა არ იყო..
-სად მივდივართ?ვკითხე გაკვირვებულმა
-წყნეთში -მშვიდი ხმით მიპასუხა დევდარიანმა
-აზრი გეკითხა ჯერ,არ მინდა სახლში წამიყვანე
-მე როგორც მენდომება ისე იქნება ყველაფერი,მხოლოდ ჩემ სიახლოვეს იქნები
-რატო მივდივართ იქ?
-ბავშვები გველოდებიან..
ნახევარ საათში ადგილზე ვიყავით..მანქანიდან გადმოვედი და გოგოებთან მივედი..ყველაფერი მოვუყევი და პირღია მისმენდნენ..თავს ნება მივეცი ჩემს ცრემლებს გზა ეპოვათ,თავი ხელებში ჩავრგე..
-აუ ანო შეიძლება უადგილოა,მაგრამ იქნებ მართლა შეუყვარდი? თქვა ცოდო სახით ლენკამ
-კაი რა ლენ,როცა უყვართ ნუთუ ასე ცხოველივით იქცევიან?
-ანანო არც შენ ექცევი კარგად და რატო ითხოვ მეტს მისგან? ხმა ამოიღო ნინიმ
-ასეთ არააადამიანს როგორ მოვექცე?ჩემი შეცდომები და ჩემი წარსული კარგად გახსოვთ,ყურებამდე რომ ვიყავი შეყვარებული და დაბრმავებული ეგეც იცით,იგივეს არ გავიმეორებ.
-ანანო შენ თუ სულ შენი წარსული უნდა ჩარიო ყველაფერში და მაგის მიხედვით არავის არუნდა შეხედო და ენდო,შინაბერა დარჩები -თქვა ნინიმ
-ყველა შენი ყოფილისნაირი არარის,თვითონ რო გესიყვარულებოდა იმიტო გიღალატა ხო?დევდარიანი ახლა ეგეთია არიცის გამოხატვა,მაგრამ რავი არ გეუბნები მიახტი თქო,ასეც ნუ იქნები..
აღარაფერი აღარ ვთქვი,რაუნდა მეთქვა? წყალი გადავივლე და ქვემოთ ჩავედით,ბიჭები კარტს თამაშობდნენ..მათთან დავსხედით
-აუუ გოგოებო ყავა გვინდა რა-ხმა ამოიღო გიომ,ისე რო კარტებიდან თავი არ ამოუწევია
-კი რა გაასწორებს-აყვა ლაშაც
-ანო გთხოვ რა მიდი -შეცოდებით მითხრა ლენკამ
-კაი ხო ჯანდაბას
სამზარეულოში გავედი,ყავას გაკეთება დავიწყე
-დარიშხანი არ ჩამიყარო -ირონიით გაჟღენთილი ხმა გაისმა
-მცველი არ მჭირდებოდა აქ -ისე ვუპასუხე არც შემიხედავს
-თავს ვიზღვევ მაინც
გატანს ვაპირებდი,როცა შემომაბრუნა და კედელს მიმაკრო..მისი სახე ძალიან ახლოს იყო ჩემს სახესთან,მის სუნთქვას ვგრძნობდი,როგორ აუდიოდა მკერდი სუნთქვისგან..რა სიმპატიურია ეს დამპალი,თვალებში ვუყურებ და არ დახარო პირველი თვალები,არ დაიწვე ემანდ ანანო გოცირიძე..და მაინც გამარჯვებული ღიმილი მოიმარჯვა დევდარიანმა
-რაიყო ვეერც მიყურებ თვალებში ხო?
-შემეშვი გოგა
-ვაუ ჩემი სახელიც მომესმა -თავი დახარა ღიმილისგან
-რაც შეეხება იმ ფაქტს რომ შეგეშვა იოცნებე,ეგ არასდროს არ მოხდება,ჩემი იქნები შენ! თქვა თავის დარწმუნებით დევდარიანმა,ცხვირის წვერზე საჩვენებელი თითი მომარტყა და ადგილს მოწყდა..
ბიჭებს ყავა გავუტანე..საშინელი სიტუაცია ჩამოვარდა და გადავწყვიტე საძინებელში ავსულვიყავი,როცა გაისმა დევდარიანის ტელეფონის ხმა,ნუცამ დაურეკა და მასთან წავიდა..გოგოებმა სწრაფად შემომხედეს,ალბათ რეაქცია აინტერესებდათ,თვალებით ვანიშნე ხო ხედავთ მეთქი..მხრები აიჩეჩეს და თავები დახარეს..იმედგაცრუება ყველაზე საშინელი გრძნობაა,რაც ახლა განვიცადე..დევდარიანის შეცვლას ველოდებოდი ამდენის მერე,მაგრამ უშედეგოდ,აზრი არ ჰქონდა არაფერს..
გვიან დავიძინეთ..
დილით წვიმის ხმამ გამაღვიძა,როგორ ეწვეთებოდა მინას..
ქვემოთ ჩავედი,გოგა მოსული იყო..მათთან დავჯექი და მას ავხედე..
-რას მიყურებ? ღიმილით დამიქნია თავი დევდარიანმა
-გული მერევა
სწრაფად მომიახლოვდა,მკლავზე მომკიდა ხელი და გარეთ გამიყვანა..
-შენ წესივრად ისწავლი ჩემთან ლაპარაკს ან ძალიან გეტკინება
-თავი დამანებე,შემეშვი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან
-ტონიი! -გაამკაცრა ხმა
ძალა აღარ მქონდა არც ლაპარაკის აღარც შეკამათების..
-რა გჭირს ტო? როდემდე უნდა მელაპარაკო მასე?
-სადამდეც საჭიროდ ჩავთვლი -მივუგდე უხეშად
-არ გამოგივა ანანო
-და შენ სწორად იქცევი?
-კი ყოველთვის
-ნუცასთან გაქცევაც სწორი იყო ხო?
-ეჭვიანობ
-აუ კაი რა
-თუ გინდა დავსხდეთ და ნაშის განმარტებას გეტყვი -ხელი მომკიდა
-აუ გამიშვი
-აბა რა გინდა რა? არც დრო მაქვს და არც სურვილი თავი ვიმართლო ადამიანის წინაშე,რომესაც ჩემი არ სჯერა..-თქვა და სიგარეტს გაუკიდა
-ჩემგან რა გინდა,დამანებე თავი,არ მინდა შენთან ყოფნა,არც შენი მოსმენა
-მატყუებ გოცირიძე,თვალები სულ სხვა რაღაცას მეუბნებიან,შენ ჩემი იქნები და თუ ვამბობ აუცილებლად შევასრულებ მაგას!
-მარტო ეგარის ხო მიზანი? ვის გამწწარებას ცდილობ,ვისთვის გინდა მიზეზი ვიყო?
-აფრენ არც იცი რას ლაპარაკობ,ანანო
-აზრი არააქვს შენთან ლაპარაკს რა-მობეზრებულად ავიქნიე თავი
-მიხვედრილი გოგო მყავს -კმაყოფილი წამოიძახა და მიმიხუტა
-გამიშვი გოგა
-არააა,არასოდეს
ვიდექით ასე ჩახუტებულები..დიდხანს..ზოგჯერ არის შემთხვევა როცა სხვა გზა არგაქვს და გიწევს გააკეთო ის რაც ყველაზე ძაან არ გინდა,არჩევანი ცუდსა და უარესობას შორის..


აბა როგორ მოგწონთ? როგორ ფიქრობთ რა იქნება შემდეგში?
პ.ს რაც შეეხება მალ-მალე თავების დადებას,24 საათში ერთხელ შემიძლია დავდო ახალი თავი,მასე მიწერს და არვიცი,ამიტომ არ მისაყვედუროთ..მიყვარხართ და მადლობა დიდი სტიმულისთვის და თბილი კომენტარებისთვის!



№1  offline წევრი Holly_Holly

მადლობა დიდი!! ❤️

 


№2  offline წევრი Niniko11

ჰო ძალიაან კარგი იყო ვისიამოვნეე ანანოს და გოგოს წყვილი კარგი იქნებაა ვეელი ახალ თავს მოუთმენლადდ წარმატებებიი♡♡
დაა კიდევ ჰო 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი სიახლის ატვირთვა ყველასთან ასეა♡♡
)))

 


№3  offline წევრი Holly_Holly

Madloba niiin❤️❤️

 


№4  offline წევრი თათუ♡

დღეს 12 ის მერე დადებ?

 


№5  offline წევრი Holly_Holly

თათუ♡
დღეს 12 ის მერე დადებ?

Tu daideba aucileblad.

 


№6  offline წევრი anako

uhuu momwons cudi bichebi???????? istoria dzalian sainteresoa imito ro kai mwerali yavs mwerals ki kai muzebi yavs???????? rogorc vtqvi me tamami odnav uxeshi gogoebi momwons bichebs grdznobebs da agelvebas advilad ro ar anaxeben.ise ra minda gitxra rodesac es ori gadareuli ichxubeba kidev anos nu aafetqeb mshvidad gawonasworebulad apasuxebine.au dzaan ar mindoda chemi azrebi momexvia shentvis mara ra vqnaaa ???????? mokled kidev ufro daamshvide xo es goga nashebs rom moiyvans es nashukela da ano waachxube ertmanets ise ro anom ironiuli pasuxebi gasces da chemi ert erti favoriti istoria gaxdeba.shen rogorc ginda ise dawere tu chemi azrebi ar mogewoneba kide gaatare ubralod me esetebi momwons xo xvdebi.mokled warmatebebi mgoni sheni ertguli mkitxveli vxdebi ????????
kargad wer da ase ganagrdze yochag ????????????????????????

 


№7  offline წევრი თათუ♡

Holly_Holly
თათუ♡
დღეს 12 ის მერე დადებ?

Tu daideba aucileblad.

Gelodebi mashin

 


№8  offline წევრი Holly_Holly

anako
uhuu momwons cudi bichebi???????? istoria dzalian sainteresoa imito ro kai mwerali yavs mwerals ki kai muzebi yavs???????? rogorc vtqvi me tamami odnav uxeshi gogoebi momwons bichebs grdznobebs da agelvebas advilad ro ar anaxeben.ise ra minda gitxra rodesac es ori gadareuli ichxubeba kidev anos nu aafetqeb mshvidad gawonasworebulad apasuxebine.au dzaan ar mindoda chemi azrebi momexvia shentvis mara ra vqnaaa ???????? mokled kidev ufro daamshvide xo es goga nashebs rom moiyvans es nashukela da ano waachxube ertmanets ise ro anom ironiuli pasuxebi gasces da chemi ert erti favoriti istoria gaxdeba.shen rogorc ginda ise dawere tu chemi azrebi ar mogewoneba kide gaatare ubralod me esetebi momwons xo xvdebi.mokled warmatebebi mgoni sheni ertguli mkitxveli vxdebi ????????
kargad wer da ase ganagrdze yochag ????????????????????????
ძალიან დიდი მადლობა აზრის გამოხატვა რომ შეგიძლია❤️ უღრმესი მადლობა მართლა რომ ამხელა სტიმულს მაძლევთ

თათუ♡
Holly_Holly
თათუ♡
დღეს 12 ის მერე დადებ?

Tu daideba aucileblad.

Gelodebi mashin
დაიდო 5 თავიც ბავშვებო ❤️❤️

 


ვიცოდი რო უყვარდა მაგრამ ასე პირდაპირ მიჯახება? ჰო ეს მისი ტიპიური ხასიათია მაგრამ....... კაი ვაგრძელებ

 


№10  offline წევრი sofo_sofia13

აურაძალიან კარგია

 


№11  offline წევრი sofi_sofiaa13

ესენი შემიწირავენ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent