განქორწინებულის დღიური (თავი 4)
-მადლობა -პატარა გოგოსავით ვწითლდები და ვცდილობ ის ოდნავი სიმწარე დავმალო, რომელიც მახოსთან დაშორებისა და მარტოობის შედეგია. -რის მადლობა, ნუ ბავშვობ - სახეზე ღიმილი დასთამაშებს გიორგის, საკუთარ პასუხზე კი გამომეტყველებება კიდევ უფრო უმკვეთრდება. -რა უცნაურია არა ზოგჯერ ცხოვრება ? - ჩემდა უნებურად ვეკითხები და ღრმა, ჩამთრევ თვალებზე ვაშტერდები. მომწონს მისი თვალები, მზერა, უცნაურად მიყურებს ხოლმე; არც ჩემი მეორე ნახევარია და არც სულის მესაიდუმლე, თუმცა მასთან თავს დაცულად, სასურველად და მგონი, ბედნიერადაც კი ვგრძნობ. რა არის ბედნიერება ? - ეს ისაა, რაზეც ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი. შესაძლოა, ათლწლეულზე მეტ ხანსაც კი. ვფიქრობდი და მისკენ სწრაფვა კი სულ მავიწყდებოდა. როგორც იდეას, ისე აღვიქვამდი სულის ამ საოცარ მდგომარეობას. ალბათ ვერ ვხვდებოდი, რომ ცხოვრებისეული დეტალები ქმნიან მას ! მხარზე ვწვები, თითქოს 90 გრადუსიან კუთხეს ვქმნი და მორცხვად ვაშტერდები მამაკაცს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილი იყო, იმდენადაც კი, რომ ბევრი ვერც წარმოიდგენდა ჩვენს სხვადასხვა სხეულად დაშორებას. -ისევ წვიმს - მეუბნება გიორგი და ძლიერი მკლავის ზემოთ ჩემს თავს აქცევს. -წვიმს.. მაშინაც წვიმდა... -ფიქრების მატერიალიზაცია ! ესღა მაკლდა. ვცდილობ, გავჩუმდე, ზედმეტი არ წამომცდეს და ეს სასიამოვნო მომენტი უსიამოვნოდ არ ვაქციო. -წვიმს, შენს თვალებშიც წვიმს, ლილ ... -მიყურებს უცნაურად, გაუგებრად.. აი, სიტყვები რომ ვერ ეყოფა ისე, მე კი ისევ ვგრძნობ, როგორი სასურველი ვარ. *** სამსახურიდან შესვენებაზე გამოვდივარ. არც მშია, არც მწყურია, უბრალოდ მინდა ქუჩებში ფეხით ვიარო და თბილისის გამონაბოლქვი გავსინჯო, შემდეგ სიგარეტსაც დავუმატებ. არ ვიცი, რატომ მინდა.. უბრალოდ მინდა და ეს პასუხიც საკმარისია ამ კითხვაზე. ვაკვირდები გარემოს თითქოს პირველად მოვხვდი აქ... ვუყურებ ხალხს, რომლებიც მოწყალებას ითხოვს და ისევ იმავეს ვატრიალებ გონებაში - „ზოგს ძალიან გაგვიმართლდა !“ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას ნიშნავს გამართლება, ან არსებობს თუ არა იგი, მაგრამ ზოგჯერ მაინც მინდა, მჯეროდეს, რომ არსებობს ! სიარული რომ მბეზრდება იქვე კაფეში შევდივარ, ტერასაზე ვჯდები და შეკვეთის მოტანამდე ვაბოლებ. იმ წამს მინდა იწვიმოს, წვიმაზე მეფიქრება და თითქოს ცას ვთხოვ, ღრუბლები დედამიწისკენ გამოუშვას. წვიმას იწყებს. ადრენალინის მომძაფრება მიტევს, თითქოს ეს მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. „წვიმს, წვიმს...“ - გონებაში ვიმეორებ, ფეხზე ვდგები და ხელებს ვშლი. პატარა ბავშვივით მიხარია.. სად ვიყავი აქამდე ? ვგრძნობ, როგორ მიბრკოლებდა მახო ცხოვრებას. ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერების ელემენტარულ ნაწილებს; მახო კი ამასაც სპობდა ჩემი ცხოვრებიდან. ისევ მასე მეფიქრება. როგორც ჩანს, საბოლოდ ვერ ვშლი გონებიდან. მიტრიალდება გონებაში, როგორ მივედით მის ოჯახში პირველად სტუმრად. ასვლამდე კი მთელი მაღაზია გამომაზიდინა, ხელცარიელები ხომ არ მივალთო, თვითონ კი კაპიკი არ უჭყივოდა ჯიბეში. ავტობუსში ბილეთის მეხუთედს იხდიდა, ხშირად იმასაც არ იღებდა ხოლმე. ხშირად ვეჩხუბებოდი, ის კი ისევ თავისას ურიკინებდა, მანქანა როცა ვიყიდე, სამსახურში წაყვანაზეც კი მირეკავდა, რაზეც ხშირად უარეს ვეუბნებოდი და წყინდა ხოლმე. გაბუტვის უცნაური ხერხი ჰქონდა. ტელეფონს დაკიდებდა ხოლმე, თუ მივწერდი კი, არ მპასუხობდა. პატარა, 13 წლის გოგონას, ოინები შეყროდა ამხელა მამაკაცს. მერე ცოლადაც გავყევი. დედაჩემი მეუბნებოდა, რა მოგეწონა ამ ხეპრეშიო, მაგრამ განა ვიცოდი ? სიყვარული ხშირად მართლა ბრმაა, ყრუა, სულელია, როგორც ჩვენი პატარა ოვალური ნაწილი - გული. მახსენდება, როგორ შეუყვარდა პრინცს კონკია, ჩემი ბავშვობის საყვარელი ზღაპრის გმირი მახსენდება, ჯერ ნოსტალგია მიპყრობს, შემდგომ კი ისტერიული სიცილი მივარდება. ამ დროში ყავაც და სენდვიჩიც კი მიცივდება, მაგრამ არ მანაღვლებს. გემოს ახლა მაინც ვერ ვიგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან წყალიც კი არ დამილევია, ვერაფერს ვგრძნობ და არც არაფერი მინდა; თითქოც ჩემში ჩამარხულმა ქალღმერთმა იღვიძა, თითქოს ახალ სივრცეში ვიკვლევ გზას. ვამთავრებ თუ არა ლანჩს, გიორგის ნომერი ინთება ტელეფონზე. ცოტა არ იყოს ვღელდები. მინდა ვუპასუხო, მაგრამ ვიბნევი და მხოლოდ ნახევარი წუთის მერე ვაჭერ მწვანეს. -როგორ ხარ, ლილ ? -კარგად, შენ ? -ვცდილობ, აღელვება დავმალო. -სამსახურის მერე გეგმები ხომ არ გაქვს ? -ჯერ არაფერი. -გამოგივლი მაშინ - კითხვის ინტონაციასაც ამატებს. -კარგი . მოახლოებული პაემნისთვის ერთ ათ ჩასაცმელს მაინც ვყიდულობ, შემდეგ კი დიდი დაკვირვებით ვარჩევ. რატომღაც მინდა, საოცრად გამოვიყურებოდა, უბრალოდ საოცრად... უფრო მეტად კი საკუთარი თავისთვის, ვიდრე გიორგისთვის, მაგრამ მაინც უფრო გიორგისთვის. სწორედ ის განცდები ბრუნდებიან, რომლებიც ადრეულ ზვირთთა წყვდიადში დაფრთხნენ და სადღაც მიიმალნენ. არეულ იდეებში ვიკარგები, სახლში ბოლთის ცემას ვიწყებ. სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა ჩვენი მოახლოებული შეხვედრისა. მაინტერესებს, რა ეცმევა, როგორი მზერით შემხვდება, რამდენად გაუხაერდება ჩემი დანახვა.. საათს ვაშტერდები, წამებზე წამებს ვითვლი... ფიქრში დროს ვერ ვსაზღვრავ... გიორგი არ ჩანს, დათქმულს დროს ძალიან აჭარბებს. ვურეკავ, არ მპასუხობს. ნერვიულობა მეწყება, აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ნახევარ საათზე მეტი დებილივით დავდივარ.. სანამ არ დგება წამი, რომელსაც ჩემი გონება აღუბეჭდავად ინახავს. -თქვენ მისი ახლობელი ხართ, არა ? -უკაცრავად - ხმა მიკანკალდება. -გიორგი საავადმყოფოში წევს. -ჯანდაბაა, რა ? რა სჭირს ? -ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცს მოსვლია მასთან კონფლიქტი და... -სად მოვიდე ? - სხვა კითხვა არ მაქვს, ან როგორ უნდა მქონდეს, როცა დარწმუნებული ვარ ამ მამაკაცის ვინაობაში. ყოველგვარი ფიქრის გარეშე, ქუჩაში გავრბივარ და პირვევე შემხვედრ ტაქსის ვაჩერებ, მისამართს ვეუბნები და ტელეფონს მექანიკურად ვაშტერდები. ეს ყველაზე მოზოზინე წუთებია, ჯერ კიდევ აღუბეჭდავი, მაგრამ მაინც აღბეჭდილი.. წამი წამს, წუთი წუთს.. საბოლოოდ, როგორც იქნა, მანქანიდან გადმოვდივარ. მერე რა ხდება დიდად არ მახსოვს, მაგრამ იმ მომენტს, როგორ ვლნაძღავ მახოს ადრესატის გარეშე, რა დამავიწყებს. უბრალოდ მინდა, გაქრეს ეს ადამიანი, რომელიც მახრჩობელა გველივით შემოეტმასნა ჩემს ცხოვრებას და უკან დახევას არ აპირებს. *** -უკეთაა. გამოვწერთ ხვალ - ახალგაზრდა ქალი მეხმარება წამოდგომაში და თან მიღიმის. კარგადააო, ანუ გიორგის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სიხარული ხელში მიტაცებს. ჩემთვის დიდი ხნის დავიწყებული განცდები დამთამაშებს. გიორგი გადარჩებაო, სხვა რა უნდოდა სულს ! არ ვიცი, რატომ, რისთვის, მაგრამ იმდენად მიხარია, მეცხრე ცის მაღლა მეათესაც დავამატებდი. შესაძლოა, მარტოსულობის შიშის სენია, ან უბრალო შუახნის ასაკში ოდესღაც ჩაძირვისა და დახრჩობის შიში, მაგრამ არ მაინტერესებს, უბრალოდ ის ვიცი, რომ მიხარია ! დილას გიორგის ვნახულობ, ხელს მიჭერს და მადლობას მეუბნება. მოკლედ მიყვება, რა მოხდა იმ დღეს. უარს ვეუბნები, მაგრამ მაინც ამთავრებს. მე ხომ არ მაინტერესებდა, ისედაც ხომ ცხადი იყო, რომ მახო მივიდოდა მონსტრივით და საქმეების გარჩევას დაუწყებდა იმ ბირჟის ბიჭივით, რომელსაც ახალი ნაყიდი კეპი მოპარეს. -მარაზმია ! -თავს ვერ ვიკავებს. -საოცრებებები ხდება ! -ცდილობს, იუმორში გაიყვანოს. -ბედნიერებას არ უშვებენ ადამიანები, დედამიწაზე არ უტოვებენ როლს... - საკუთარ ფილოსოფიაზე თავადაც მეცინება. -ერთი თხოვნა მაქვს, მხოლოდ ერთი - ნიკაპზე მეფერება გიორგი, შემდეგ კი თითებს მიკოცნის. -გისმენ.. -არ ინერვიულო, გთხოვ, უბრალოდ არ ინერვიულო. ვპირდები, რომ ასე მოვიქცევი და სახლში მივდივარ. როგორც მითხრა, უნდა გამოვიძინო, საღამოს კი მივაკითხო, მხოლოდ საღამოს, მანამდე ვჭამო, დავიძინო, აზრზე მოვიდა და ბოლოს ყავაც დავლიო. მთელი დღე დამიგეგმა, საოცარ სითბოს მგვრის გიორგის გახსენებაც კი. *** საავადმყოფოს შესასვლელისკენ მივდივარ. ერთი სული მაქვს, გიორგი ვნახო, მაგრამ .. მაგრამ...ბევრი მაგრამ მეღობება წინ... -ლილი ! ლილი ! ნუ გამიშვებ ხელს ! -მამაკაცის განმგმირავი ხმა არ მიშვებს წინ. -... -ლილი, არ შეხვიდე, არ შეხვიდე მაგ არაკაცთან. მზად ვარ, ყველაფერი გაპატიო. „საცოდავი ! რის პატიებას მთავაზობს !“ -გულში სიცილი მიტყდება. მახოს ალბათ ისევ ის პატარა გოგო ვგონივარ, რომელიც თვეში სამჯერ მაინც ურიგდებოდა ხოლმე. ადამიანები იცვლებიან ! დიახ, იცვლებიან ! შესაძლოა, რადიკალურ ცვლილებებს არ განიცდიან ისინი, მაგრამ მაინც იცვლებიან. დედამიწა ბრუნავს, მაგრამ ჩვენ მასთან ერთად როდი ვბრუნავთ, უბრალოდ შესაბამისად ვიცვლით რადიუსებს და ძალიან ხშირად ვეწინააღდეგებით კიდეც. -არ შეხვიდე !!! არც გაბედო ! -ისევ მესმის შემზარავი ხმა. ცოტა არ იყოს შიში მიპყრობს. -გამატარე ! -ხმას ვუწევ. -ვერც კი გაბედავ. -თორე რა ? -სანამ ცოცხალი ვარ ვერ გამწევ აქედან - ნიშნის მოგებით არ მაშორებს მზერას, დანას იღებს, ხელში ათამაშებს და სახეზე კმაყოფილება დასთამაშებს - თუ გახვალ, შენს გამო ადამიანი მოკვდება ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.